სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია სახელმწიფოს ეხება. ამავე სახელწოდების გეოგრაფიული რეგიონის შესახებ იხილეთ სამხრეთი აფრიკა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
აფრ. Republiek van Suid-Afrika
ინგლ. Republic of South Africa
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სამხრეთ აფრიკის
დევიზი: Diverse People Unite
ჰიმნი: Nkosi Sikelel' iAfrika
დედაქალაქი პრეტორია (ადმინისტრაციული)
კეიპტაუნი (საკანონმდებლო)
ბლუმფონტეინი (სასამართლოს)
უდიდესი ქალაქი იოჰანესბურგი
ოფიციალური ენა აფრიკაანსი, ინგლისური და სხვა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა
ფართობი
 -  სულ 1 221 037 კმ2 (25-ე)
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 43,7 მილიონი (25-ე)
 -  2011 აღწერა 51 770 560 
 -  სიმჭიდროვე 42,40 კაცი/კმ2 (136-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $467,95 მილიარდი (25-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $10 600 (76-ე)
აგი (2007) 0.674 (საშუალო) (121-ე)
ვალუტა რანდი (ZAR)
დროის სარტყელი (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი ZAF
Internet TLD .za
სატელეფონო კოდი 27

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (აფრიკ. Republiek van Suid-Afrika; ინგლ. Republic of South Africa) – სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ბოტსვანა და ზიმბაბვე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოზამბიკი და სვაზილენდი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიდა ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო-ანკლავი ლესოთო.[1]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განმასხვავებელი ნიშანია უსაზღვრო მრავალფეროვნება ყველაფერში. აქ 11 ენა ითვლება სახელმწიფო ენად. პოლიტიკოსებს შორის შეხვდებით ტომის ბელადებს, რაბინებს, რაგბისტებს და ემიგრაციიდან დაბრუნებულ რევოლუციონერებს. ერთ ქუჩაზე მუშაობენ ტრადიციული ექიმბაშები და საბირჟო ბროკერები. ერთმანეთის გვერდით დგანან ქოხმახები და ფეშენებელური სრა-სასახლეები. 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, დაკანონებული იყო აპარტეიდი — მოსახლეობის დაყოფა კანის ფერების მიხედვით.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ეროვნულად ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალფეროვანი ქვეყანაა აფრიკაში და მისი მოსახლეობა კონტინენტზე გამოირჩევა თეთრკანიანი, აზიელი და შერეული მაცხოვრებლების მნიშვნელოვანი წილით. ქვეყანას აქვს მდიდარი მინერალური რესურსები, ასევე ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულია აფრიკაში და აქვს შედარებით მყარი მსოფლიო პოზიციები. ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა დიდ ოცეულში.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორიაში და პოლიტიკაში უმთავრესი პუნქტი იყო რასობრივი კონფლიქტი შავკანიან უმრავლესობასა და თეთრკანიან უმცირესობას შორის. თავის კულმინაციას მან მიაღწია მას შემდეგ, რაც 1948 წელს დამყარდა აპარტეიდის რეჟიმი, რომელმაც იარსება 1994 წლამდე. დისკრიმინაციული კანონების შემოღების ინიციატორი გახდა ეროვნული პარტია. ამ პოლიტიკამ მოიტანა ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლა, რომელშიც წამყვანი როლი ითამაშეს შავკანიანმა აქტივისტებმა, რომლებიც იყვნენ სტივ ბიკო, დეზმონდ ტუტუ და ნელსონ მანდელა. მოგვიანებით მათ შეუერთდა ბევრი თეთრკანიანი და ფერადკანიანი (შერეული მოსახლეობის შთამომავლები), ასევე ინდოეთიდან ჩამოსული ადამიანების შთამომავალი სამხრეთაფრიკელები. აპარტეიდის კრახში ასევე განსაზღვრული როლი ითამაშა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ. შედეგად, პოლიტიკური სისტემის შეცვლა მოხდა შედარებით მშვიდობიანად: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — აფრიკის ერთ-ერთი იმ ცოტა ქვეყანათაგანია, სადაც არასდროს არ განხორციელებულა სახელმწიფო გადატრიალება[2].

ახალ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ხშირად ეძახიან ცისარტყელას ქვეყანას, ეს ტერმინი მოიფიქრა არქიეპისკოპოსმა დეზმონდ ტუტუმ (და მხარი დაუჭირა ნელსონ მანდელამ), როგორც მეტაფორა ახალი, მრავალკულტურული და მრავალეროვნული ქვეყნისა, რომელიც ამარცხებს აპარტეიდის დროს აღმოცენებულ დაქუცმაცებას.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის დროს აფრიკის ეროვნული კონგრესის წევრები თავისი ქვეყნის დასახელებისას იყენებდნენ სიტყვა «აზანიას», როგორც მათთვის იმ დროს მიუღებელი ქვეყნის ოფიციალური დასახელების ალტერნატივას. სიტყვა «აზანია», როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასახელება, ასევე გამოიყენებოდა ჩინეთის ოფიციალურ დიპლომატიურ ლექსიკაში იმ დროს, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ტაივანთან (არ აღიარებული ჩინეთის მიერ).

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — პირველი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს, მაგრამ საკუთარი ნებით უარს ამბობს ბირთვულ იარაღზე.

სექციების სია

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად მიჩნეულია 11 ენა (ოფიციალური ენების რაოდენობის მიხედვით მესამე ქვეყანა ინდოეთის და ბოლივიის შემდეგ) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აქვს 11 ოფიციალური დასახელება:

  • ინგლისური - Republic of South Africa
  • აფრიკაანსი - Republiek van Suid-Afrika
  • ნდებელე - Repabliki we Sewula Afrika
  • ქოსა - iRiphabliki ya Mzantsi Afrika
  • ზულუ - Riphabliki yase Ningizumu Afrika
  • პედი - Repabliki ya Afrika-Borwa
  • სესუთო - Repabliki ya Afrika-Borwa
  • სვატი - Riphabliki yase Ningizumu Afrika
  • სეტსვანა - Repabliki ya Afrika-Borwa
  • ჩივენდა - Riphabliki ya Afrika Tschimpembe
  • ცონგა - Riphabuliki ya Afrika-Dzonga

მიუხედავად ასეთი ფართე ასორტიმენტისა, ზოგიერთი სამხრეთაფრიკელი არ იზიარებს ოფიციალურ დასახელებას და მომხრეა ქვეყანას ეწოდოს აზანია, ესენი ძირითადად შავკანიანი რასისტულად განწყობილი მოქალაქეები არიან, რომლებიც ცდილობენ შორს დადგნენ ევროპული კოლონიალური მემკვიდრეობისგან.

კრეოლურ ენა ცოციტალს, (თარგმანში «ქურდული ენა»), რომელიც ფართედ არის გავრცელებული ქალაქის შავკანიან ახალგაზრდებს შორის გაუტენგის პროვინციის ქალაქებში ქვეყნის აღმოსავლეთში (პირველ რიგში, სოვეტოში), არა აქვს ოფიციალური აღიარება და აკრძალულია სკოლებში. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი ფლობს ცოციტალს უფრო კარგად, ვიდრე საკუთარ ეთნიკურ ენას. ამ ენიდანაა წარმოქმნილი სიტყვა ცოცი — ამავე დასახელების სამხრეთაფრიკული ფილმის მთავარი გმირის სახელი.

  • ეტიმოლოგია: - სახელი აფრიკის კონტინენტის მიმართ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა.
  • ქვეყნის კოდი: ZA.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტოპოგრაფიული რუკა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქების და დასახლებების რუკა
ხედი კოსმოსიდან

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მდებარეობს აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებში. ქვეყნის საზღვრები ჩრდილოეთით გაუყვება მეჩხრად დასახლებული უდაბნოებისა და ნახევრადუდაბნოების რაიონებს. ჩრდილო-დასავლეთით მისი მეზობელია ნამიბია (მასთან საზღვრის სიგრძეა 1078 კმ), ჩრდილოეთით — ბოტსვანა (1840 კმ) და ზიმბაბვე (225 კმ), აღმოსავლეთით კი მოზამბიკი (491 კმ) და სვაზილენდი (430 კმ). სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს ლესოთოს სამეფო (909 კმ), რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიით. სარ-ს ფართო გასასვლელი აქვს, როგორც ინდოეთის (ქვეყნის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო), ისე ატლანტის ოკეანეში (დასავლეთი სანაპირო). სანაპირო ხაზის სიგრძეა 2881 კმ. ქვეყნის ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 2000 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 1500 კმ-ზე.

რელიეფში სამ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ რეგიონს გამოყოფენ. ტერიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებს მაღალი, ვაკე რელიეფის მქონე პლატო, რომლის ფართობის 3/4 ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ხოლო 1/4 1000 მ-დან 1600 მ-მდე მაღლა მდებარეობს. ეს პლატო ძირითადად ცნობილია ადგილობრივი სახელწოდებებით. სამხრეთ-დასავლეთით ეს არის კარუს პლატოს რიგები (მცირე, დიდი, ზემო), აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ვრცელდება ველდების რაიონი (მაღალი, შუა, დაბალი, ბუშველდი). მდინარე ორანჟის შუა ხეობის ჩრდილოეთით ვრცელდება კალაჰარის ვაკე. პლატოებისა და სანაპირო ზოლის ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს დიდი საფეხური, რომელიც 2000 კმ-ზე ვრცელდება. დიდი საფეხურის აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 600-800 მეტრიდან (დასავლეთით) — 1500–2500 მეტრამდე (აღმოსავლეთით). ამ რაიონის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ცნობილია დრაკონის მთებით, მისი ზოგიერთი მწვერვალი კი სიმაღლით 3000 მ-ს ჭარბობს. სწორედ აქ მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მწვერვალი შამპანის ციხე (ინგლ. Champagne Castle) (კატკინ-პიკი) 3377 მ სიმაღლით.

დიდი საფეხურის სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი სანაპირო ვაკე-დაბლობები არ ქმნიან ერთიან რაიონს. მაგალითად: აღმოსავლეთი სანაპირო იღებს საკმაო რაოდენობის ნალექს, რის გამოც აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი ტენის მოყვარული სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეულობა, რაც შეეხება დასავლეთ სანაპიროს, აქ სიმშრალეა, მცენარეული საფარი ღარიბია, ძირითადად უდაბნოს და ნახევრადუდაბნოს ტიპის. საერთოდ, როგორც დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთი სანაპირო ხაზი მცირედ დანაწევრებულია, მოსახერხებელი უბეები და ყურეები თითქმის არ გვხვდება, მათგან განსხვავებით კი სამხრეთი სანაპირო ბევრად შეჭრილ-შემოჭრილია. სწორედ ამ ადგილზე, სანაპიროსთან ახლოს გამოდის კაპის მთები, რომელიც რამდენიმე პარალელური ქედისგან შედგება.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კლიმატური რუკა კეპენის კლასიფიკაციის მიხედვით.

ქვეყნის კლიმატური პირობები ფორმირდება სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის ზღვისპირეთული კლიმატიდან ცენტრალური ნაწილის ზომიერ კლიმატამდე და ჩრდილო-აღმოსავლეთის სუბტროპიკულამდე. ჩრდილო-დასავლეთის მცირე მონაკვეთს აქვს უდაბნოს კლიმატი. ქვეყნისთვის დამახასიათებელია თბილი, მზიანი დღეები და ცივი ღამეები. ნალექები როგორც წესი მოდის ზაფხულის პერიოდში (ნოემბრიდან მარტის ჩათვლით), თუმცა სამხრეთ-დასავლეთში — კეიპტაუნში ზამთრის პერიოდშიც იცის (ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით). აქ ჰაერის ტემპერატურა დამოკიდებულია ადგილის ზღვის დონიდან არსებულ სიმაღლეზე, ოკეანის დინებებზე და განედებზე. ცალკეულ ადგილებზე საშუალო ტემპერატურა ზაფხულში აჭარბებს +32 ºC-ს, ხოლო ზოგჯერ ქვეყნის ჩრდილოეთში აღწევს +38 ºC-ს. აბსოლუტური მაქსიმუმი დაფიქსირებულია ჩრდილოეთი კაპლანდის და მპუმალანგას პროვინციებში და შეადგენს +48 ºC-ს. უარყოფითი ტემპერატურები გვხვდება მთებში, დიდ სიმაღლეებზე ზამთრის პერიოდში. აბსოლუტური მინიმუმი დაფიქსირდა კეიპტაუნიდან 250 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს: — 6,1 ºC-ს.

თოვლი საკმაოდ იშვიათად მოდის. უკანასკნელად ეს მოხდა 1994 წელს ლესოთოს საზღვართან არსებულ მთიან რაიონებში. თოვლის საფარის სისქე შეადგენდა დაახლოებით 50 სმ-ს.

კლიმატური პირობები საკმაოდ განსხვავდება ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის. აღმოსავლეთიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სანაპიროს გარს ერტყმის თბილი ნემსის კონცხის დინება (ინდოეთის ოკეანე), დასავლეთიდან გარს ერტყმის ცივი ბენგელის დინება (ატლანტის ოკეანე). ჰაერის ტემპერატურა დურბანში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, საშუალოდ თითქმის 6 °С-ით თბილია, ვიდრე ჰაერის ტემპერატურა იმავე განედზე ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ამ ორი დინების გავლენა შეიმჩნევა კეთილი იმედის კონცხის ვიწრო ნახევარკუნძულზე, სადაც წყლის ტემპერატურა აღმოსავლეთ მხარეს საშუალოდ 4 °С-ით უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთით.

ნალექების რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩრდილო-დასავლეთში ნალექების წლიური რაოდენობა ხშირად 200 მმ-ზე დაბალია. აღმოსავლეთის რაიონების დიდ ნაწილზე, პირიქით, მოდის 500 მმ-დან 900 მმ-მდე ნალექი წელიწადში, ხოლო ზოგჯერ ნალექების რაოდენობა აქ აჭარბებს 2000 მმ-ს. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში წელიწადში საშუალოდ მოდის 400 მმ ნალექი, ეს მაჩვენებელი იზრდება სანაპიროსთან მიახლოებისას. მაჩვენებელი 400 მმ ნალექი წელიწადში ითვლება პირობით ხაზად; მისგან აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები, როგორც წესი, ვარგისია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად, ხოლო დასავლეთით მდებარე რაიონები მსხვილფეხა საქონლის საძოვრად და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად მორწყულ მიწებზე. მაღალ მთიანეთში წლის საშუალო ნალექების რაოდენობა ზოგიერთ ადგილას არ აღემატება 200-300 მმ-ს წელიწადში, მაგალითად საზერლენდში წელიწადში საშუალოდ მოდის 237 მმ ნალექი.

კეიპტაუნში წლის საშუალო ჰაერის ტემპერატურა შეადგენს 17 ºС-ს, ხოლო პრეტორიაში 17,5 ºC-ს, თუმცა ეს ქალაქები ერთმანეთისგან დაშორებულია თითქმის განედის 10 გრადუსით. ხშირად თვლიან, თითქოს ქვეყანაში ყველაზე ცივი ადგილია — როგეველდის ქედის დასავლეთით მდებარე ქალაქი საზერლენდი, სადაც 2003 წლის 12 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დაეცა −16 °C-მდე, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დაბალი ტემპერატურები დარეგისტრირებულია აღმოსავლეთი კაპლანდის პროვინციის ქალაქ ბეფელსფონტეინში: −18,6 °C. ყველაზე მაღალი ტემპერატურა გვხვდება ქვეყნის სიღრმეში: კალაჰარიში აპინგტონთან ახლოს 1948 წელს დაფიქსირდა 51,7 °C ტემპერატურა. ქვეყნის წლის საშუალო ტემპერატურა, ზღვის დონიდან არსებული სიმაღლის გათვალისწინებით, შეადგენს 16,5 °C-ს, ყველაზე დაბალი წლის საშუალო ტემპერატურა აღინიშნება საზერლენდში, 11,7 °C. მაღალმთიანეთში მაქსიმალური ტემპერატურა თვით ზაფხულშიც კი როგორც წესი არ აღემატება 34-35 °C-ს, ზამთარში ღამით შეიძლება დაეცეს -5 -10 °C-მდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანი ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩნდა უძველესი დროიდან (რასაც ამტკიცებს სტერკფონტეინის, კრომდრაიის და მაკაპანსჰატის სიახლოვეს გამოქვაბულში ნაპოვნი მასალები). მიუხედავად ამისა, საიმედო ფაქტები ამ რეგიონის უძველესი ისტორიის შესახებ საკმაოდ ცოტაა. ბანტუს ხალხის მოსვლამდე (ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე მდინარე ლიმპოპოს მათ მიაღწიეს ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის შუა პერიოდში) ეს ტერიტორია დასახლებული იყო მომთაბარე მესაქონლე ჰოტენტოტების ტომებით და შემგროვებელი ბუშმენებით (სანის ტომი). მიწადმოქმედი ბანტუს ტომები მიემართებოდნენ სამხრეთ-დასავლეთისაკენ, რომლებიც ანადგურებდნენ ან ერწყმოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. დაახლოებით 1050 წელს ეკუთვნის მათი მოღვაწეობის არქეოლოგიური მტკიცებულება დღევანდელ კვაზულუ–ნატალის პროვინციაში. ევროპელების მოსვლის პერიოდისთვის კეთილი იმედის კონცხის რეგიონი დასახლებული იყო ჰოტენტოტებით, ხოლო ბანტუს ტომებმა (კოსას ტომი) მიაღწიეს მდინარე გრეიტ-ფიშის ნაპირებს. ადგილობრივი ხალხი იცნობდა საბადოებიდან ლითონის მოპოვებას, მის დამუშავებას და რკინისაგან და სპილენძისაგან იარაღის დამზადებას.

ჰოლანდიელები და კოსა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი წერილობითი წყარო ევროპელების მუდმივი დასახლების შესახებ თარიღდება 1652 წლის 6 აპრილით, როდესაც იან ვან რიბეეკმა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის სახელით დააარსა დასახლება შტორმების კონცხზე, რომელსაც მოგვიანებით სახელად დაერქვა კეთილი იმედის კონცხი (დღევანდელ კეიპტაუნთან). XVII და XVIII საუკუნეებში სამხრეთ აფრიკაში ჩამოდიოდნენ კოლონისტები ნიდერლანდებიდან, ასევე საფრანგეთში რელიგიურ დევნაში მყოფი ფრანგი ჰუგენოტები და გერმანიიდან ჩამოსახლებულები. 1770-იან წლებში მოხდა კოლონისტების შეტაკება ჩრდოლო-აღმოსავლეთიდან მომავალ კოსას ხალხთან. ამას მოჰყვა შეტაკებების მრავალი სერია, ცნობილი როგორც კაფრებთან სასაზღვრო ომი, რომელიც ძირითადად გამოწვეული იყო თეთრკანიანი გადმოსახლებულების პრეტენზიებზე აფრიკელი მოსახლეობის კუთვნილ მიწებზე. კაპის კოლონიაში ასევე შემოჰყავდათ მონები სხვა ჰოლანდიური სამფლობელოებიდან, კერძოდ, ინდონეზიიდან და მადაგასკარიდან. ბევრი მონა, ასევე კაპის რეგიონის ავტოქტონური მოსახლეობა შეერივნენ თეთრკანიან კოლონისტებს. მათ შთამომავლებს ჰქვიათ კაპის ფერადკანიანები და დღეისათვის შეადგენენ დასავლეთი კაპლანდის პროვინციის 50 %-მდე მოსახლეობას.

ბრიტანეთის კოლონიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპის კოლონიის ადმინისტრაციული დაყოფა 1795 წელს ბრიტანეთის ოკუპაციამდე.
რეგიონალური გეოგრაფია 1860 წლისათვის

დიდ ბრიტანეთმა პირველად მიიღო ბატონობა კაპის კოლონიაზე 1795 წელს, მეოთხე ინგლის-ჰოლანდიის ომის დროს: მაშინ ნიდერლანდები მოექცა ნაპოლეონის ხელისუფლების ქვეშ და ბრიტანელებმა, იმის შიშით, რომ ფრანგები მიიღებდნენ კონტროლს ამ სტრატეგიულად მთავარ რეგიონზე, გენერალ ჯეიმს ჰენრი კრეიგის ხელმძღვანელობით კაპსტადში გააგზავნეს ჯარი, რომ მას დაეპყრო კოლონია შტატჰალტერ ვილჰელმ V ორანელის სახელით. კაპსტადის გუბერნატორს არანაირი მითითება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ მაინც დათანხმდა დამორჩილებოდა ინგლისელებს. 1803 წელს დაიდო ამიენის ზავი, რომლის პირობების თანახმადაც ბატავიის რესპუბლიკამ (ასე ეწოდებოდა ნიდერლანდებს საფრანგეთის მიერ მისი დაპყრობის შემდეგ) დაიტოვა კაპის კოლონია საკუთარ მფლობელობაში. 1805 წელს ომის განახლების შემდგომ ინგლისელებმა კვლავ გადაწყვიტეს დაეპყროთ კოლონია. 1806 წელს მაგიდის მთის (ინგლ. Table Mountain) კალთებთან ბრძოლის შედეგად ინგლისელთა ჯარი დევიდ ბერდის ხელმძღვანელობით შევიდა კაპსტადის ფორტში.

ბრიტანელებმა კაპის კოლონიის აღმოსავლეთ საზღვართან განიმტკიცეს თავიანთი იქ ყოფნა, ისინი კოსას ტომის ხალხთან ბრძოლის დროს აშენებდნენ ფორტებს მდინარე გრეიტ-ფიშის ნაპირებზე. რომ განემტკიცებინათ საკუთარი ხელისუფლება ამ ადგილებში, ბრიტანეთის სამეფო ხელს უწყობდა დამსახლებლების ჩამოსვლას მეტროპოლიიდან.

1806 წელს, ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ძალების დაწოლის შედეგად ბრიტანეთის პარლამენტმა აკრძალა მონათმფლობელობა, ხოლო 1833 წელს ეს მდგომარეობა გავრცელდა მთელ კოლონიაზე. საზღვრებზე მუდმივმა შეტაკებებმა, მონათმფლობელობის გაუქმებამ და ბრიტანელებთან სხვადასხვა სახის უთანხმოებებმა იძულებული გახადა ჰოლანდიური წარმომავლობის ბევრი გლეხი (რომელთაც ერქვათ ბურები, ჰოლანდიური სიტყვა ნიდერლ. «boer»-დან ⎯ «გლეხი») წასულიყვნენ ეგრედ წოდებულ დიდ ტრეკზე კონტინენტის სიღრმეში, ველდის მაღალ მთიანეთში. იქ ისინი შეეჯახნენ ნდებელეს ხალხის ბელადობის სისტემას ჩაკის ყოფილი თანამებრძოლის მზილიკაზის ხელმძღვანელობით, რომელიც დასავლეთში გაიქცა ეგრედ წოდებული მფეკანეს — ხალხის გადასახლების დროს, რაც გამოწვეული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ურთიერთშორის ომებით (კვაზულუ–ნატალის თანამედროვე პროვინცია). საბოლოოდ სამხრეთ აფრიკის კონტინენტალურ ნაწილში ბურებმა დააარსეს საკუთარი სახელმწიფოები: ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო და ტრანსვაალის რესპუბლიკა.

ინგლის-ბურების ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონალური გეოგრაფია ინგლის-ბურების ომის პერიოდის დროს; ტრანსვაალი (მწვანე), ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო (ნარინჯისფერი), დიდი ბრიტანეთის კაპის პროვინცია (ლურჯი) და ნატალი (წითელი)

ვიტვატერსრანდის მთებში ალმასის (1867 წელი) და ოქროს (1886 წელი) მდიდარი საბადოების აღმოჩენამ გამოიწვია კოლონიის ეკონომიკური და ევროპიდან კაპიტალის მოზიდვის ზრდა, იმიგრაციის მკვეთრი აღმავლობა ბურების რესპუბლიკებში და მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესება. ამ მოვლენებმა, რომლებსაც ხელს უწყობდა და აქეზებდა ბრიტანეთის ხელისუფლება, შედეგად მოიტანა ინგლისელებსა და ბურებს შორის კონფლიქტი. 1880-1881 წლებში მოხდა ინგლის-ბურების პირველი ომი, რომლის დროსაც ბურებმა შეძლეს დაეცვათ საკუთარი დამოუკიდებლობა, უფრო მეტად იმის ხარჯზე, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას არ სურდა ეწარმოებინა ხანგრძლივი კოლონიალური ომი, რადგანაც ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს და ტრანსვაალის რესპუბლიკის ტერიტორიები არ წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესს, მიუხედავად იმ დროს კიმბერლის რაიონში აღმოჩენილი ალმასის საბადოსი. ოქროს ციებ-ცხელება რანდში (იოჰანესბურგის რაიონი) დაიწყო ინგლის-ბურების პირველი ომის შემდეგ. არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ პერიოდში ბრიტანეთის კოლონიალური ჯარის რაოდენობის სიმცირე. მაგალითად, 1877 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ ტრანსვაალის ანექსია, რომელიც ომის უპირველესი მიზეზი გახდა, მოახდინა ინგლისურმა სამხედრო რაზმმა, რომლის რაოდენობა სულ შეადგენდა მხოლოდ 25 ადამიანს, რომელსაც ერთი გასროლაც კი არ გაუკეთებია.

იმავე დროს ბრიტანელები დამკვიდრდნენ ნატალში და ზულულენდში, როდესაც გაიმარჯვეს ზულუსებთან ომში. 1899-1902 წლებში მოხდა ინგლის-ბურების მეორე ომი, რომელშიც ბურებმა, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, მაინც წააგეს უკეთესად გაწვრთნილ და ეკიპირებულ ინგლისელებთან, რომლებსაც ასევე საკმაოდ დიდი რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდათ. თავიანთი არარეგულარული ჯარის დამარცხების შემდეგ ლუი ბოტას, იაკობ დელარეას და კრისტიან დე ვეტის ხელმძღვანელობით ბურებმა მიმართეს პარტიზანული ომის ტაქტიკას, რომელსაც ინგლისელები ებრძოდნენ ბლოკჰაუზების ქსელის შექმნით, ასევე საკონცენტრაციო ბანაკებში ბური ქალებისა და ბავშვების დატყვევებით, ან პარტიზანებთან საბრძოლველად ჯავშანმატარებლის გამოყენებით. ფერინიჰინგის შეთანხმების პირობებით ბრიტანელები დათანხმდნენ გადაეხადათ სამმილიონიანი კომპენსაცია (რეალურად — ცხრამილიონიანი) ბურების ფერმების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანების სანაცვლოდ, რამაც შეადგინა მიყენებული ზარალის არაუმეტეს 20 %. ამას გარდა, შავკანიანები კვლავ ხმის უფლების გარეშე დარჩნენ (კაპის კოლონიის გარდა).

სამხრეთ აფრიკის კავშირის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სამხრეთ აფრიკის კავშირი.

1910 წლის 31 მაისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მიღებული სამხრეთ აფრიკის აქტის საფუძველზე შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი, რომელიც მოიცავდა დიდი ბრიტანეთის ოთხ კოლონიას: კაპის კოლონიას, ნატალის კოლონიას, ორანჟის მდინარის კოლონიას და ტრანსვაალის კოლონიას. სამხრეთ აფრიკის კავშირი გახდა ბრიტანეთის იმპერიის დომინიონი.

1914 წელს გერმანიის სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა ოკუპირებული იქნა ბრიტანეთის იმპერიის მიერ და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა სამხრეთ აფრიკის კავშირის მმართველობის ქვეშ ერთა ლიგის სამანდატო ტერიტორიის სახით.

1922 წელს სამხრეთ როდეზიაში, რომელიც გავიდა ბრიტანეთის სამხრეთ-აფრიკული კომპანიის (ინგლ. British South Africa Company (BSAC)) მმართველობიდან, ჩატარდა რეფერენდუმი სამხრეთ აფრიკის კავშირში შესვლის შესახებ. შესვლას ხმა მისცა მონაწილეთა 40,6 %-მა, წინააღმდეგ — 59,4 %-მა. შედეგად სამხრეთი როდეზია არ შევიდა სამხრეთ აფრიკის კავშირში, იგი გახდა თვითმმართველი კოლონია ბრიტანეთის იმპერიის ჩარჩოებში.

1931 წელს მიღებული იქნა ვესტმინსტერის სტატუტი, რომელმაც გაამყარა სამხრეთ აფრიკის კავშირის, როგორც თანამეგობრობის სამეფოების სახელმწიფოს სტატუსი.

1934 წელს შეიქმნა გაერთიანებული პარტია, რომელიც წარმოადგენდა პრობრიტანული სამხრეთაფრიკული პარტიისა და ბურების ეროვნული პარტიის ერთობას. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ომში სამხრეთ აფრიკის კავშირის პოზიციის გამო არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო ის დაიშალა. სამხრეთაფრიკული პარტია საჭიროდ თვლიდა ქვეყანა ომში ჩაბმულიყო დიდი ბრიტანეთის მხარეს, მაშინ როდესაც ეროვნული პარტიის სიმპათია მესამე რაიხის მხარეს იხრებოდა.

1948 წელს ეროვნულმა პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში და დაიწყო აპარტეიდის პოლიტიკის გატარება, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა შავკანიანი მოსახლეობის უფლებებს. საბოლოო მიზნად დასახელებული იყო «სამხრეთ აფრიკა თეთრკანიანებისთვის» შექმნა, ხოლო შავკანიანებს საერთოდ ერთმეოდათ სამხრეთ აფრიკის კავშირის მოქალაქეობის უფლება. აპარტეიდის მიმდინარეობისას შავკანიან მოქალაქეებს ჩამოერთვათ საარჩევნო უფლება, თავისუფლად გადაადგილების, განათლების, შერეული ქორწინების და კიდევ ბევრი სხვა უფლება. ასევე მთლიანად აიკრძალა კომუნისტური პარტიები. მიუხედავად მრავალრიცხოვანი სანქციებისა, რომლებსაც იღებდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკის კავშირის წინააღმდეგ, რასობრივი დისკრიმინაციის პოლიტიკა აგრძელებდა მოქმედებას.

1961 წელს სამხრეთ აფრიკის კავშირმა დატოვა ერთა თანამეგობრობა და გახდა მთლიანად დამოუკიდებელი სახელმწიფო (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). დატოვების მიზეზი გახდა აპარტეიდის პოლიტიკის მიუღებლობა თანამეგობრობის სხვა სახელმწიფოებში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ერთა თანამეგობრობაში საკუთარი წევრობა აღიდგინა მხოლოდ 1994 წელს, აპარტეიდის სისტემის ლიკვიდაციის შემდეგ.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წლის 31 მაისს ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის დროს თეთრკანიანი მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რესპუბლიკურ წყობაზე გადასვლას (ნატალის პროვინცია იყო ერთადერთი პროვინცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელმაც რეფერენდუმზე უარი განაცხადა რესპუბლიკის შექმნაზე).[3] ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს ჩამოერთვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედოფლის ტიტული და უკანასკნელი გენერალ-გუბერნატორი ჩარლზ რობერტს სვარტი (ინგლ. Charles Robberts Swart) გახდა სახელმწიფოს პრეზიდენტი. ვესტმინსტერის სისტემაზე დაყრდნობით პრეზიდენტს ირჩევდა ქვეყნის პარლამენტი და მისი უფლებები საკმაოდ მცირე იყო მანამდე, სანამ 1983 წლის კონსტიტუციური აქტის საფუძველზე პიტერ ბოტამ არ გააუქმა პრემიერ-მინისტრის პოსტი და დააფუძნა "ძლიერი პრეზიდენტის" პოსტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო პარლამენტის წინაშე.

მიუხედავად ქვეყნის შიგნიდან და ასევე გარედან არსებული ზეწოლისა, ხელისუფლებამ არ შეცვალა აპარტეიდის პოლიტიკის კურსი. ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები მკაცრად უსწორდებოდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას და ძალადობა გახდა ყოველდღიური მოვლენა. აპარტეიდის მოწინააღმდეგე აქტივისტები გაფიცვების, დემონსტრაციების, პროტესტების და საბოტაჟის დროს აწყდებოდნენ სასტიკ დარბევებს. აფრიკის ეროვნული კონგრესი (ინგლ. African National Congress) იყო ძირითადი მოწინააღმდეგე მოძრაობა. აპარტეიდის პოლიტიკა თანდათან უფრო სისხლიანი ხდებოდა და შედეგად ზოგიერთმა დასავლეთის ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან დაიწყეს ეკონომიკური კავშირების ბოიკოტირება მისი რასობრივი პოლიტიკისა და სამოქალაქო უფლებების უხეში დარღვევების გამო. საერთაშორისო სანქციები, ინვესტორების შემცირება, საზოგადოების მზარდი უკმაყოფილება და მოსახლეობის შევიწროვება გახდა ქვეყნისთვის ჩვეულებრივი მოვლენა.

ფრედერიკ დე კლერკი და ნელსონ მანდელა ხელის ჩამორთმევის დროს 1992 წლის იანვარში

1970-იანი წლების ბოლოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ წამოიწყო ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა. შედეგად შემდგომ ათწლეულში დამზადდა ექვსი ბირთვული ბომბი.[4][5]

მაჰლაბატინის დეკლარაცია, რომელზეც 1974 წელს ხელი მოაწერეს მანგოსუთუ ბუტელეზიმ და ჰარი შვარცმა, ითვალისწინებდა ყველასათვის ხელისუფლების და თანასწორობის მშვიდობიან პრინციპებზე გადასვლას. ეს იყო თეთრკანიანი და შავკანიანი პოლიტიკოსების პირველი შეთანხმება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

1990 წელს ხელისუფლებაში მყოფმა ეროვნულმა პარტიამ გააკეთა პირველი ნაბიჯი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის მიმართულებით, როდესაც მან მოხსნა აკრძალვა აფრიკის ეროვნულ კონგრესზე და სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებზე. მან გამოუშვა ნელსონ მანდელა ციხიდან, სადაც მან გაატარა 27 წელი სასჯელი საბოტაჟისთვის. 1990-1993 წლების მოლაპარაკებების დროს ქვეყანაში დამთავრდა აპარტეიდის სისტემა და ხელისუფლებამ გააუქმა რასისტული კანონები. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ასევე გაანადგურა საკუთარი ბირთვული არსენალი და შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. ქვეყანაში პირველი საყოველთაო არჩევნები გაიმართა 1994 წელს, სადაც აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და დღეისთვისაც ეს პარტიაა ხელისუფლების სათავეში. დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა სამხრეთ აფრიკაში განხორციელდა მშვიდობიანი ევოლუციური გზით და თავიდან იქნა აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება. აპარტეიდის დამხობის შემდეგ უკვე ხუთჯერ ჩატარდა არჩევნები (1994, 1999, 2004, 2009 და 2014 წლები). ქვეყანა ისევ შევიდა ერთა თანამეგობრობაში და გახდა სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოების (ინგლ. Southern African Development Community) წევრი.

ნელსონ მანდელა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი აფრიკელი პრეზიდენტი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის შემდგომ პერიოდში უმუშევრობის დონემ საკმაოდ აიწია. ქვეყანას მოუწია ბევრ პრობლემებთან ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შავკანიანი მოქალაქის ცხოვრების დონე გაუმჯობესდა და გაუტოლდა მოსახლეობის საშუალო და მაღალი ფენების დონეს, შავკანიანი მოსახლეობის უმუშევრობის საერთო დონე გაუარესდა 1994-2003 წლებს შორის პერიოდში.[6] სიღარიბე თეთრკანიან მოსახლეობას შორის, რომელიც ადრე იშვიათობას წარმოადგენდა, გაიზარდა.[7] ამას გარდა, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს ფულად და საბიუჯეტო დისწიპლინას სიმდიდრის გადანაწილებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. აფრიკის ეროვნული კონგრესის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის განვითარების ინდექსი დაეცა, რომელიც სულ იზრდებოდა 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე.[8] ამის ერთ-ერთი მიზეზია შიდსის ვირუსის მზარდი გავრცელება და ასევე ხელისუფლების უუნარობა მისი გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მისაღებად.[9]

2008 წლის მაისში დაწყებულმა არეულობებმა გამოიწვია 60-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა.[10] 100 000-ზე მეტი ადამიანი გაყარეს საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან.[11] ამის მიზეზი ძირითადად იყო მიგრანტები და დევნილები, რომლებიც ეძებდნენ თავშესაფარს, მაგრამ დაღუპულთა მესამედი იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები.[10] სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიგრაციის პროექტის 2006 წლის გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ სამხრეთაფრიკელები უფრო მეტად გამოდიან იმიგრაციის წინააღმდეგ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.[12] დევნილების შესახებ გაეროს უზენაესი კომისრის სამმართველოს 2008 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 200 000-ზე მეტმა დევნილმა ითხოვა თავშესაფარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, თითქმის ოთხჯერ მეტმა, ვიდრე ერთი წლით ადრე.[13] ეს ადამიანები ძირითადად იყვნენ ზიმბაბვედან, თუმცა ბევრი ასევე იყო ბურუნდიდან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, რუანდიდან, ერიტრეიდან, ეთიოპიიდან და სომალიდან.[13] სამუშაო ადგილებისთვის კონკურენციამ, ბიზნესის შესაძლებლობამ, სახელმწიფო მომსახურებამ და საცხოვრებელმა პირობებმა მოიტანა დაძაბულობა დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.[13] იმ დროს, როდესაც ქსენოფობია ისევ რჩება პრობლემად, ბოლო დროს ძალადობა ისე არ იყო გავრცელებული, როგორც ამას თავდაპირველად ელოდნენ.[13] მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სერიოზული სოციალური პრობლემები აქვს (სიღარიბე, დამნაშავეობა, განათლების დაბალი საერთო დონე), თანდათანობით მკვიდრდება დემოკრატია.

სახელმწიფო წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა (Jacob Zuma, 2009).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (400+90 წევრი).

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — საპარლამენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტი თითქმის ყველა თავის გადაწყვეტილების საკითხების უმრავლესობაში უნდა დაეყრდნოს პარლამენტის მხარდაჭერას. პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად შეიძლება გახდეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 30 წელზე უფროსი მოქალაქე.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედებს ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება პროვინციების ეროვნული საბჭოსაგან (ზედა პალატა — 90 წევრი) და ეროვნული ასამბლეა (400 წევრი). ქვედა პალატის წევრები ირჩევიან არჩევნების პროპორციული სისტემით: დეპუტატების ნახევარი გადიან საერთოეროვნული სიით, ნახევარი — პროვინციული სიით. თითოეული პროვინცია, მოსახლეობის რაოდენობაზე დამოუკიდებლად, აგზავნის პროვინციების ეროვნულ საბჭოში ათ წევრს. არჩევნები იმართება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. მთავრობა ყალიბდება ქვედა პალატაში, ხოლო პარტიის ლიდერი, რომელმაც მასში მიიღო უმრავლესობა, ხდება პრეზიდენტი (დღეს ეს პოსტი უკავია ჯეიკობ ზუმას). არც ერთ პრეზიდენტს არ შეუძლია დაიკავოს თავისი თანამდებობა ორ ვადაზე მეტი პერიოდის განმავლობაში.[14] პრეზიდენტი ნიშნავს პრეზიდენტის მოადგილეს და მინისტრებს, რომლებიც აყალიბებენ დეპარტამენტებისაგან და სამინისტროებისაგან შემდგარ მინისტრთა კაბინეტს. პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი ეროვნული საბჭოს მიერ შესაძლებელია გადაყენებული იქნეს უნდობლობის ვოტუმის საფუძველზე.

დღეისათვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მმართველი პარტიაა — აფრიკის ეროვნული კონგრესი, რომელმაც 2014 წლის 7 მაისის საყოველთაო არჩევნებზე მიიღო ხმების 62,15 % და 2006 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმების 66,3 %. მისი მთავარი მოწინააღმდეგეა — პარტია «დემოკრატიული ალიანსი» (22,23 % 2014 წელს; 14,8 % 2006 წელს). დემოკრატიული ალიანსის ლიდერია — ჰელენ ზილე. ეროვნული პარტიის, რომლის დროსაც მოქმედებდა აპარტეიდის სისტემა, შთამომავალი — ახალი ეროვნული პარტია 1994 წლის შემდეგ სწრაფად კარგავდა გავლენას და 2005 წლის 9 აპრილს გაერთიანდა აფრიკის ეროვნულ კონგრესთან. პარლამენტში ასევე წარმოდგენილები არიან ეკონომიკური თავისუფლებისათვის მებრძოლები (6,35 %), თავისუფლების პარტია-ინკატას თავისუფლების პარტია (2,40 %), რომელიც პირველ რიგში წარმოადგენს ზულუს ამომრჩეველს და თავისუფლების ეროვნული პარტია (1,57 %).

სამართალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამართლებლივ სისტემაში თავმოყრილია დღეისათვის გამორჩეული ერთბაშად სამი სამართლებლივი სისტემა: რომანულ-გერმანული, ანგლოსაქსონური და ტრადიციული. მთლიანობაში, თანამედროვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჭარბობს რომანულ-გერმანული სისტემა, ანუ შეიმჩნევა კანონის უზენაესობა ყველა სამართლებრივ გადაწყვეტილებებზე და სამართლის კერძო და საზოგადო ზუსტ დაყოფაზე. ქვეყანაში მოქმედებს 1996 წელს მიღებული კონსტიტუცია. ის იცავს და ადასტურებს ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს. მაგრამ სამართალი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყოველთვის არ იყო ჰუმანური და ტოლერანტული. დიდი ხნის განმავლობაში მასში ასახული იყო შავკანიანი მოსახლეობის დიკრიმინაცია, რომელსაც სახელად «აპარტეიდი». აპარტეიდის პოლიტიკური საფუძვლის დაშლის და შემდგომი 1990-იანი წლების კანონმდებლობის გრძელვადიანი პროცესების შედეგად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამართლებლივი სისტემა მთლიანად იქნა გადახედილი და მისგან ამოღებული იქნა რასობრივი მიმართულების ყოველგვარი დისკრიმინაცია. 1994 წელს ქვეყანაში დაარსდა საკონსტიტუციო სასამართლო.

სისხლის სამართალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდანაა, სადაც მოქმედებს ინგლისური მეთოდის სისხლის სამართალის კანონები. ის არ არის კოდიფიცირებული. სასამართლო სისტემა შედგება შემდეგი ინსტაციებისგან: უზენაესი სააპელაციო სასამართლო, უმაღლესი სასამართლოები და მაგისტრატურის სასამართლოები. უზენაესი სააპელაციო სასამართლო მთავარი სასამართლო ინსტაციაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის საქმეებში. ის მდებარეობს ბლუმფონტეინში — ქვეყნის «სასამართლოების დედაქალაქში». აპარტეიდის რეჟიმის დროს შავკანიანი მოსახლეობისთვის არსებობდა ცალკეული ადგილობრივი სასამართლოები («ბელადების სასამართლოები»), სადაც მოსამართლეები უმეტეს წილად ასევე იყვნენ შავკანიანები. ამავე დროს საერთო სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა იყო თეთრკანიანი. სასჯელის განსაკუთრებით მკაცრი ზომები განკუთვნილი იყო პოლიტიკური რეჟიმის მოწინააღმდეგეებისათვის — სიკვდილით დასჯის ჩათვლით. ნებადართული იყო ადამიანების დაკავება 5 დღე-ღამით სასამართლოს და გამოძიების გარეშე. აპარტეიდის გაუქმების შემდეგ ბევრი ნორმები იქნა გადახედილი. 1994 წელს გაუქმდა შიდა უსაფრთხოების შესახებ აქტი, 1995 წელს — სიკვდილით დასჯა, ხოლო 1997 წელს — სხეულის იურიდიული დაზიანება. 1990-იან წლებში სამართლებლივი სისტემის გადახედვის დროს ქვეყანაში დაკანონდა ჰომოსექსუალური ქორწინება, რაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ხდის ამ სფეროში ერთადერთ ქვეყნად აფრიკაში.

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის თავდაცვის ეროვნული ძალები (ინგლ. South African National Defence Force, SANDF) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. შედგება სახმელეთო ჯარისაგან, სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან, სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან და სამხედრო-სამედიცინო სამსახურისაგან.

თავდაცვის ეროვნული ძალები შეიქმნა 1994 წელს პირველი აპარტეიდისშემდგომი ეროვნული არჩევნების და ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ[15][16], რომელმაც შეცვალა სამხრეთ აფრიკის თავდაცვის ძალები (ინგლ. South African Defence Force, SADF).

სამხრეთ აფრიკის თავდაცვის ეროვნული ძალები მონაწილეობს მთელ რიგ შიდა ოპერაციებში, მათ შორის:[17]

  • საზღვრის დაცვა;
  • სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაცია და დახმარების აღმოჩენა;
  • თავდაცვა და უსაფრთხოება;
  • ქვეყნისთვის არაკანონიერი იარაღის, ნარკოტიკების, პროსტიტუციის და სხვა არაკანონიერი მოქმედებების თავის არიდება;

სამხრეთ აფრიკის თავდაცვის ეროვნული ძალები მონაწილეობას იღებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო მისიებში, ძირითადად აფრიკის კონტინენტზე. ის ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას არჩევნების დროს, როდესაც ეს აუცილებელია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციები

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა მოიცავს 3 დონეს. ადმინისტრაციული დაყოფის პირველი დონეა პროვინციები. დღეს მათი რაოდენობა ქვეყანაში შეადგენს 9-ს:

პროვინცია ადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი,[18]
კმ²
მოსახლეობა,[19]
ად. (2011)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 დასავლეთი კაპლანდი კეიპტაუნი 129 462 5 822 734 44,98
2 ჩრდილოეთი კაპლანდი კიმბერლი 372 889 1 145 861 3,07
3 აღმოსავლეთი კაპლანდი ბიშო 168 966 6 562 053 38,84
4 კვაზულუ-ნატალი პიტერმარიცბურგი 94 361 10 267 300 108,81
5 ფრი-სტეიტი ბლუმფონტეინი 129 825 2 745 590 21,15
6 ჩრდილო-დასავლეთი მაფიკენგი 104 882 3 509 953 33,47
7 გაუტენგი იოჰანესბურგი 18 178 12 272 263 675,12
8 მპუმალანგა მბომბელა 76 495 4 039 939 52,81
9 ლიმპოპო პოლოკვანე 125 754 5 404 868 42,98
სულ 1 220 813 51 770 560 42,41

პროვინციები იყოფა ოლქებად (Districts, აფრ. Distrikte), რომლებიც შეიძლება იყოს როგორც საქალაქო, ასევე სასოფლო.

რაიონების ზოგიერთი ნაწილი, საკუთარი მეჩხერი დასახლების გამო, არ შეჰყავთ არც ერთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და არიან რაიონული დაქვემდებარების ტერიტორიები.

1994 წლამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იყოფოდა 4 პროვინციად: კაპი, ნატალი, ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო და ტრანსვაალი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციები 1991 წლამდე
1. კაპი
2. ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო
3. ნატალი
4. ტრანსვაალი

ამას გარდა, 1951 წლიდან 1994 წლამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებობდნენ ეგრედ წოდებული ბანტუსტანები — თვითმართვადი ოლქები, რომლებიც განკუთვნილი იყო გარკვეული ხალხის საცხოვრებელ ადგილად. ბანტუსტანს გარეთ შავკანიანი მოსახლეობის უფლებები მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. მათგან ოთხმა მიიღო "დამოუკიდებლობა" (ამასთან დაკავშირებით მათ მოსახლეობას ჩამოერთვათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეობა), რომელიც არ აღიარა არც ერთმა სახელმწიფომ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გარდა:

დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეტორია
კეიპტაუნი
ბლუმფონტეინი
იოჰანესბურგი

პრეტორია ოფიციალურად ითვლება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ძირითად დედაქალაქად, რადგანაც აქ მდებარეობს ქვეყნის მთავრობა[20]. ხელისუფლების ორი დანარჩენი შტო მდებარეობს ორ სხვა ქალაქში: პარლამენტი კეიპტაუნში, უზენაესი სასამართლო ბლუმფონტეინში. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს იოჰანესბურგში. ისინი ასევე ითვლებიან დედაქალაქებთან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თავიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იყო კონფედერაციული სახელმწიფო, რის გამოც, სამხრეთ-აფრიკის კავშირის შექმნისას (ბრიტანული სამფლობელოებისაგან დედაქალაქით კეიპტაუნი, ორანჟის თავისუფალ სახელმწიფოსაგან დედაქალაქით ბლუმფონტეინი და ტრანსვაალისაგან დედაქალაქით პრეტორია) ხელისუფლების ორგანოები თანაბრად იქნა განაწილებული მის შემადგენლობაში შესული ქვეყნების დედაქალაქებზე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის რაოდენობა — 51 770 560 ადამიანი (2011 წელი)[19][18][21][22] (2011 წლის აღწერა).
  • წლიური ზრდა — 1,34 %[23] (2013 წლის შეფასება).
  • გენდერული ბალანსი — 26 581 769 ქალი/25 188 791 მამაკაცი (2011 წლის აღწერა)
  • შობადობა — 19,61 დაბადებული ბავშვი 1000 ადამიანზე (2010 წლის შეფასება)
  • შობადობის კოეფიციენტი 2,4 დაბადებული ბავშვი ერთ ქალზე (2013 წლის შეფასება)
  • სიკვდილიანობა — 16,99 ადამიანი 1000 მოსახლეზე (2010 წლის შეფასება)
  • ჩვილთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი 43,78 გარდაცვლილი ბავშვი 1000 დაბადებულ ბავშვზე (2010 წლის შეფასება)
  • მიგრაციის ბალანსი — -0,13 % (2009 წლის შეფასება)
  • შიდსით დაავადებული — 21,5 % (2003 წლის შეფასება)
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 61 წელი (2012 წელი)
    • მამაკაცები — 59 წელი (2012 წელი)
    • ქალები — 63 წელი (2012 წელი)
  • ასაკობრივი სტრუქტურა
    • 0-14 წელი 28,9 % (7 093 328 მამაკაცი/7 061 579 ქალი)
    • 15-64 წელი 65,8 % (16 275 424 მამაკაცი/15 984 181 ქალი)
    • 65 წელზე უფროსი 5,4 % (1 075 117 მამაკაცი/1 562 860 ქალი) (2010 წლის შეფასება)
  • მედიანური ასაკი — 25 წელი (2011 წლის აღწერა)
  • ქალაქის მოსახლეობა — 62 % (2010 წლის შეფასება)
  • ეთნიკური შემადგენლობა: შავკანიანები — 41 000 938 ადამიანი (79,2 %), ფერადკანიანები — 4 615 401 ადამიანი (8,9 %), თეთრკანიანები — 4 586 838 ადამიანი (8,9 %), აზიელები და ინდოელები — 1 286 930 ადამიანი (2,5 %) და სხვები — 280 454 ადამიანი (0,5 %) (2011 წლის აღწერა).
  • ენები — ზულუ — 22,7 %, კოსა — 16,0 %, აფრიკაანსი — 13,5 %, ინგლისური — 9,6 %, ჩრდილო სესოთო — 9,1 %, ტსვანა — 8,0 %, სესოთო — 7,6 %, ტსონგა — 4,5 %, სვატი — 2,5 %, ვენდა — 2,4 %, ნდებელე — 2,1 % (2011 წლის აღწერა).
  • განათლება — 87 % მამაკაცები, 85,7 % ქალები (2003 წლის შეფასება).
  • რელიგია: ქრისტიანები — 79,7 %, მუსლიმები — 1,5 %, ინდუსები — 1,3 %, ებრაელები — 0,2 %, ათეისტები — 15,1 % (2011 წლის აღწერა).
  • ქალაქები (მლნ.) : პრეტორია (1,250; აგლომ. 1,541), იოჰანესბურგი (1,675; აგლომ. 5,102), კეიპტაუნი (2,733; აგლომ. 3,140), დურბანი (2,396), სოუეტო (1,242), პორტ-ელიზაბეთი (0,848; აგლომ. 1,066).

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის სიმჭიდროვე

██ <1 ად./კმ²

██ 1–3 ად./კმ²

██ 3–10 ად./კმ²

██ 10–30 ად./კმ²

██ 30–100 ად./კმ²

██ 100–300 ად./კმ²

██ 300–1000 ად./კმ²

██ 1000–3000 ად./კმ²

██ >3000 ად./კმ²

მოსახლეობის კლასიფიკაცია რასობრივი კუთვნილების მიხედვით.

██ შავკანიანები

██ ფერადკანიანები

██ ინდოელები და აზიელები

██ თეთრკანიანები

██ None dominant

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობა წარმოადგენს სხვადასხვა რასის, კულტურის, აღმსარებლობის, სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე და სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე განსხვავებული სახის ადამიანების ნაერთს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — აფრიკის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდანაა, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (დაახლოებით 8,9 %) შეადგენენ ეთნიკური თეთრკანიანი ევროპელები (აფრიკანერები და ანგლოაფრიკელები), რომლებიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და თანაც მნიშვნელოვანი კონცენტრაციით მსხვილ ქალაქებში, როგორებიცაა — იოჰანესბურგი, კეიპტაუნი, დურბანი, პრეტორია და პორტ-ელიზაბეთი.

თეთრკანიანების რაოდენობა ქვეყანაში თანდათან კლებულობს მათი ემიგრაციის გამო ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში — 1985-2005 წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დატოვა დაახლოებით 0,9 მილიონმა თეთრკანიანმა, ძირითადად 40 წლამდე ასაკის ადამიანებმა და მათმა ბავშვებმა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შავკანიანი მოსახლეობის წილი იზრდება აფრიკის სხვა ქვეყნებიდან შავკანიანი ემიგრანტების ხარჯზე.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობა ტრადიციულად კლასიფიცირდება რასობრივი, ხოლო შემდეგ ეროვნული კუთვნილებით. რასობრივი კუთვნილების მიხედვით მოსახლეობა იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

თეთრკანიანების წილმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პიკს — 22 %-ს მიაღწია დაახლოებით 1940 წელს, რომლის შემდეგ ის შეუწყვეტლად კლებულობდა შავკანიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდის უფრო მაღალი ტემპების გამო. დღეისათვის თეთრკანიანების რაოდენობა შეადგენს 4 586 838 ადამიანს, რომელთაგან 60 %-ს შეადგენენ აფრიკაანსის მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე აფრიკანერები (ჰოლანდიელი, გერმანელი, ფრანგი და სხვა ევროპელების შთამომავლები), დაახლოებით 39 % — ანგლოაფრიკელია და დაახლოებით 1 % — სხვა ევროპელი. თეთრკანიანების წილი დღეისათვის შეადგენს დაახლოებით 9 %-ს (1990 წელს 13 %). მიუხედავად ამისა, ევროპელების წილი ქვეყანაში ისევ მაქსიმალურია აფრიკის კონტინენტის ქვეყნებისათვის.

შავკანიანების წილი 2001 წლის აღწერის მიხედვით (2011 წლის აღწერისას ეს მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა) შეადგენს დაახლოებით 79,0 %-ს, მათ შორის:

ამასთან ერთად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობენ ფერადკანიანები (2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 8,9 %), რომლებიც ძირითადად ლაპარაკობენ აფრიკაანსის ენაზე და კონცენტრირებულები არიან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე შეიმჩნევა აზიიდან ჩამოსული მოსახლეობა (ძირითადად ინდოეთიდან) — ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 2 %. კეიპტაუნში შეიმჩნევა კიდევ ერთი ჯგუფი — მუსლიმი კაპის მალაელები (0,2 მილიონი ანუ ქალაქის მოსახლეობის 6 %), ქვეყნის ერთადერთი მსხვილი მუსულმანური თემი.

მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს — 1,2 %-ს წელიწადში[24].

  • 1976 წელი — 26,1 მილიონი ადამიანი.
  • 1996 წელი — 40,583 მილიონი ადამიანი.
  • 2001 წელი — 44,82 მილიონი ადამიანი.
  • 2013 წელი — 52,982 მილიონი ადამიანი.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის კლასიფიკაცია ენების მიხედვით.

██ აფრიკაანსი

██ ინგლისური

██ ნდებელე

██ კოსა

██ ზულუ

██ ჩრდილო სესოთო

██ სესოთო

██ ტსვანა

██ სვატი

██ ვენდა

██ ტსონგა

██ None dominant

მოსახლეობის ერთ მეათედს (დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი) შეადგენს ხალხი, რომელიც ლაპარაკობს ბანტუს ენებზე, რომელთაგან ყველაზე მთავარია ზულუ, კოსა და სვატი. ასევე ცხოვრობენ კოისანურ ენებზე მოლაპარაკე ბუშმენები და ჰოტენტოტურ ენებზე მოლაპარაკე ჰოტენტოტები. ევროპულ ენებს შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია აფრიკაანსი (ახლოა ნიდერლანდურ ენასთან), რომელსაც მშობლიურად თვლის ქვეყნის მოსახლეობის 65 % და ინგლისური (დაახლოებით 15 %), რომელიც ქვეყანაში ასრულებს ლინგვა-ფრანკას როლს.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპარტეიდის შემდგომი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კონსტიტუცია იძლევა რწმენის თავისუფლების გარანტიას. ქვეყნის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა საკმაოდ ჭრელია, ქვეყანაში არ არსებობს აბსოლუტური რელიგიური უმრავლესობა, ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი ადამიანები. მოსახლეობის 2001 წლის აღწერამ გვაჩვენა ქვეყნის მაცხოვრებლების რელიგიური კონფესიების მაჩვენებელი.[25][26][27]

მოსახლეობის 2011 წლის აღწერის ფორმა არ შეიცავდა რელიგიის რაიმე თემაზე კითხვარს დაბალი პრიორიტეტის გამო.[28]

რელიგიისა და ათეიზმის გელაპის 2012 წლის საერთაშორისო გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამხრეთაფრიკელების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს თვლიან რელიგიურებად, შემცირდა 2005 წლის მოსახლეობის 83 %-დან 2012 წლის მოსახლეობის 64 %-მდე.[29]

2015 წლის გამოკვლევებით გამოკითხულია ქვეყანაში მცხოვრები დაახლოებით 6500 ქრისტიანი და მუსულმანი მორწმუნე.[30]

რელიგია[27] დენომინაცია 1996 წელი 2001 წელი
მიმდევრები % მიმდევრები %
ქრისტიანული ეკლესიები მთლიანი 30 051 008 75,5 35 765 251 79,8
ჰოლანდიის რეფორმატორული ეკლესიები 3 527 075 8,9 3 005 698 6,7
სიონისტური ქრისტიანული ეკლესიები 3 867 798 9,7 4 971 932 11,1
კათოლიკური ეკლესიები 3 426 525 8,6 3 181 336 7,1
მეთოდისტური ეკლესიები 2 808 649 7,1 3 305 404 7,4
ორმოცდაათიანელები/ქარიზმატული ეკლესიები 2 204 171 5.5 3 422 749 7.6
ანგლიკანური ეკლესიები 1 600 001 4,0 1 722 076 3,8
აპოსტოლური სარწმუნოების მისიები 1 124 066 2,8 246 190 0,5
ლუთერანული ეკლესიები 1 051 193 2,6 1 130 987 2,5
პრესვიტერიანული ეკლესიები 726 936 1,8 832 495 1,9
ნაზარეთის ბაპტისტური ეკლესია 454 760 1,1 248 824 0,6
ბაპტისტური ეკლესიები 439 680 1,1 691 237 1,5
კონგრეგაციონალური ეკლესიები 429 868 1,1 508 825 1,1
მართლმადიდებლური ეკლესიები 33 665 0,1 42 251 0,1
სხვა აპოსტოლური ეკლესიები 3 517 059 8,8 5 609 070 12,5
სხვა სიონისტური ეკლესიები 2 159 257 5,4 1 887 147 4,2
ეთიოპიური სტილის ეკლესიები 800 897 2,0 880 414 2,0
სხვა რეფორმატული ეკლესიები 386 456 1,0 226 495 0,5
სხვა აფრიკული დამოუკიდებელი ეკლესიები 229 038 0,6 656 644 1,5
სხვა ქრისტიანული ეკლესიები 1 263 914 3,2 3 195 477 7,1
არაქრისტიანული რელიგიები მთლიანი 1 369 986 3,4 1 676 391 3,7
სხვა არაქრისტიანული რელიგიები 193 830 0,5 269 200 0,6
მუსლიმები 553 585 1,4 654 064 1,5
ინდუსები 537 428 1,4 551 669 1,2
ტრადიციული აფრიკული რელიგიები 17 085 0,0 125 903 0,3
ებრაელები 68 058 0,2 75 555 0,2
არარელიგიურები მთლიანი 8 385 603 21,1 7 378 137 16,5
არარელიგიურები 4 638 897 11,7 6 767 165 15,1
არ მიუთითეს 3 746 706 9,4 610 971 1,4
ყველა სულ 39 806 597 100 44 819 778 100

ცხოვრების დონე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის საშუალო შემოსავალი უახლოვდება მსოფლიოს საშუალო შემოსავლის ქვედა დონეს. მაგრამ მთლიანობაში საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ არამდგრადია. აქ დიდი ხნის განმავლობაში გაბატონებული აპარტეიდის რეჟიმმა და მანამდელმა კოლონიალიზმმა თავისი კვალი დაატყო საზოგადოების სოციალ-ქონებრივ გახლეჩვას. მოსახლეობის დაახლოებით 15 % ცხოვრობს საუკეთესო პირობებში, როდესაც დაახლოებით 50 % (ძირითადად შავკანიანები) ცხოვრობს შედარებით უფრო ღარიბულ პირობებში, მაგრამ მაინც უფრო კარგად, ვიდრე აფრიკის სხვა ქვეყნების საკმაოდ უღარიბეს პირობებში მცხოვრები ხალხი. ყველა მაცხოვრებელს არ აქვს ელექტრო და წყალმომარაგება, ხოლო ცუდი სანიტარული პირობები ბევრ დასახლებულ პუნქტში ხელს უწყობს სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელებას. ასეთ მკვეთრ კონტრასტებს მოაქვთ სოციალური მდგომარეობის გამწვავება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საკმაოდ მაღალია დანაშაულის დონე. ის ძირითადად ვლინდება ღარიბ რაიონებში. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქვეყანაში შეადგენს — სულ 61 წელს (2012 წელს), რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2000 წლიდან, როდესაც შეადგენდა 43 წელს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უმუშევრობის დონე შეადგენს 23 %-ს (2008 წელი). მომუშავეთა მესამედის გამომუშავება შეადგენს 2 აშშ დოლარზე ნაკლებს დღეში. დამნაშავეობის დონე — ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია მსოფლიოში. მკვლელობების რაოდენობა შეადგენს 31-ს წელიწადში 100 ათას მოსახლეზე.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა — 130 მლრდ $ (31-ე ადგილი); 1 სულზე — 3210 $; სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 5, მრეწველობა 35, მომსახურება 60.
  • ბიუჯეტი: 22,600 მლნ $.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — აფრიკის კონტინენტზე ყველაზე განვითარებული და იმავდროულად ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ მიაკუთვნებენ მესამე სამყაროს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2015 წელს შეადგენს 313 მილიარდ აშშ დოლარს (33-ე ადგილი მსოფლიოში), ხოლო მსოფლიო ბანკის მონაცემებით 350 მილიარდ აშშ დოლარს (32-ე ადგილი მსოფლიოში). ამავე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იყო 5 %-ის დონეზე, 2008 წელს — 3 %-ის დონეზე. ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ შედის მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბაზარი აქტიურად ფართოვდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით 2015 წლისთვის ქვეყანას უკავია 30-ე ადგილი მსოფლიოში (724 მილიარდი აშშ დოლარი), მსოფლიო ბანკის მონაცემებით 29-ე (704 მილიარდი აშშ დოლარი). ფლობს ბუნებრივი რესურსების უზარმაზარ მარაგს. ფართედაა განვითარებული ტელეკომუნიკაციები, ელექტროენერგეტიკა, ფინანსური სფერო.

ვალუტა: რანდი (ZAR), უტოლდება 100 ცენტს. მიმოქცევაშია 1, 2, 5, 10, 20, 50 ცენტის, 1, 2, 5 რანდის ღირებულების მონეტები, — 10, 20, 50, 100 და 200 რანდის ბანკნოტები.

იმპორტის ძირითადი დარგებია: ნავთობი, საკვები პროდუქტები, ქიმიური საქონელი; იმპორტის ძირითადი პარტნიორი ქვეყნებია: ჩინეთი — 14,9 %, გერმანია — 10,1 %, აშშ — 7,3 %, საუდის არაბეთი — 7,2 %, ინდოეთი — 4,6 %, იაპონია — 4,5 % (2012 წელი)[31]

ექსპორტის ძირითადი დარგებია: ალმასი, ოქრო, პლატინა, მანქანები, ავტომანქანები, მოწყობილობები. ექსპორტის ძირითადი პარტნიორი ქვეყნებია: ჩინეთი — 14,5 %, აშშ — 7,9 %, იაპონია — 5,7 %, გერმანია — 5,5 %, ინდოეთი — 4,5 %, გაერთიანებული სამეფო — 4,1 % (2012 წელი)[32] იმპორტი (91 მილიარდი აშშ დოლარი 2008 წელს) აჭარბებს ექსპორტს (86 მილიარდი აშშ დოლარი 2008 წელს).

იმის შემდეგ, რაც დამყარდა (1998 წლის 1 იანვარს) დიპლომატიური ურთიერთობები ჩინეთთან, ტვირთბრუნვა გაიზარდა უზარმაზარი ტემპებით და 1998 წელს დაფიქსირებული 3 მილიარდი აშშ დოლარიდან 2012 წელს მიაღწია 60 მილიარდ აშშ დოლარს.

ჟურნალ Forbes-ის მიხედვით ბიზნესის წარმოების სიადვილის მხრივ ქვეყნების რეიტინგში უკავია 39-ე ადგილი.

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

მუშა ძალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის 51 მილიონი მოსახლეობიდან მხოლოდ 21 მილიონი ადამიანია მუშაობის უნარის მქონე. უმუშევრობა — 25 % (2015 წელი).

მომუშავე მოსახლეობის 65 % დაკავებულია მომსახურების სფეროში, 26 % — მრეწველობაში, 9 % — სოფლის მეურნეობაში (2007 წელი).

მომპოვებელი მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სწრაფად მზარდი ეკონომიკა ბევრადაა დამოკიდებული ბუნებრივი რესურსების სიმდიდრეზე. ექსპორტის დაახლოებით 52 % მოდის სამთომომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე. ფართედ მოიპოვება მანგანუმი, პლატინის ჯგუფის ლითონები (ბუშველდის კომპლექსი), ოქრო, ქრომიტები, ვანადიუმი და ცირკონიუმი. საკმაოდ განვითარებულია ნახშირის მოპოვება — ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით ნახშირის გამოყენების მხრივ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას უკავია 3-ე ადგილი მსოფლიოში (ნავთობის არ ქონის გამო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მთელი გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 80 % დამოკიდებულია ნახშირის დაწვაზე). ამას გარდა, ქვეყნის ტერიტორიაზე თავმოყრილია ალმასის, ასბესტის, ნიკელის, ტყვიის, ურანის და სხვა მთავარი სასარგებლო წიაღისეულის მარაგები.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამთო-გამამდიდრებელი ქვეყანაა.[33] თუმცა მოპოვების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში შემცირდა 1970 წლის 21 %-დან 2011 წლის 6 %-მდე, მაგრამ მაინც შეადგენს ექსპორტის თითქმის 60 %-ს.[34] სამთო-გამამდიდრებელ სექტორზე მოდის დამატებითი ღირებულების 9 %-მდე.[35]

2008 წლის შეფასებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პლატინის მსოფლიო მოპოვების წილი შეადგენს 77 %-ს; კიანიტის და სხვა ნივთიერებების — 55 %-ს; ქრომის — 45 %-ს; პალადიუმის — 39 %-ს; ვერმიკულიტის — 39 %-ს; ვანადიუმის — 38 %-ს; ცირკონიუმის — 30 %-ს; მანგანუმის — 21 %-ს; რუტილის — 20 %-ს; ილმენიტის — 19 %-ს; ოქროს — 11 %-ს; ფლუორიტის — 6 %-ს; ალუმინის — 2 %-ს; სტიბიუმის — 2 %-ს; რკინის მადნის — 2 %-ს; ნიკელის — 2 %-ს და ფოსფორიტის — 1 %-ს.[33] სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე ასევე მოდის ბრილიანტის მსოფლიო წარმოების თითქმის 5 % ღირებულების მიხედვით.[33] ქვეყანის წილმა პლატინის ჯგუფის ლითონების მსოფლიო მარაგის მიხედვით შეადგინა 89 %; ჰაფნიუმის — 46 %; ცირკონიუმის — 27 %; ვანადიუმის — 23 %; მანგანუმის — 19 %; რუტილის — 18 %; ფლუორიტის — 18 %; ოქროს — 13 %; ფოსფორიტის — 10 %; ილმენიტის — 9 %, ხოლო ნიკელის — 5 %.[33] ქვეყანა ასევე მესამე ადგილზეა მსოფლიოში ნახშირის ექსპორტის მიხედვით.[36]

ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ელექტროენერგიის 93 % ქვეყანაში გამომუშავდებოდა თბოელექტროსადგურებში, რომლებიც მუშაობდნენ ქვანახშირზე. მოქმედებს ჰესი მდინარე ორანჟზე. 2012 წელს ელექტროენერგიის გამომუშავებამ შეადგინა 239 მილიარდი კვტ/სთ[37].

მეტყევეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი ზონა — კვაზულუ-ნატალის პროვინციის სამხრეთი ნაწილი. ბუნებრივ ტყეებს უკავია 180 ათასი ჰა, ანუ სულ ქვეყნის ტერიტორიის 0,14 %. საქმისათვის განკუთვნილი მერქნის დიდი ნაწილი შემოდის ტყის ნარგავებიდან, რომლის ფართობი შეადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიის მხოლოდ 1 %-ს. ტყის «პლანტაციების» დაახლოებით ნახევარი უკავია ფიჭვს, 40 % — ევკალიპტს და 10 % — მიმოზას. ასევე იზრდება ყვითელი და შავი ხე, კაპის დაფნა და კამასია. სავაჭრო კონდიციამდე ხეები აღწევენ საშუალოდ 20 წელიწადში — განსხვავებით იმ ხეებისგან, რომლებიც იზრდებიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც ეს პროცესი გრძელდება 80-დან 100 წლამდე. ბაზარზე შემოტანილი მერქნის ყოველწლიური მოცულობა შეადგენს 17 მილიონ მ³-ს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მუშაობს 240-ზე მეტი ხისგადამამუშავებელი და ხე-ტყის დამამუშავებელი საწარმო.

სოფლის მეურნეობის წილზე მოდის მთელი ექსპორტის 35-40 %, რაც შეადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5 %-ს.

თევზჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თევზჭერის მხრივ (დაახლოებით 1 მილიონი ტონა წელიწადში) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას უკავია წამყვანი ადგილი აფრიკაში. რეწვის ძირითადი სახეობებია — სარდინა, ქაშაყი, მერლუზა, ქაფშია, ზღვის ქორჭილა, სკუმბრია, ვირთევზა, კაპის ორაგული, მაკრელი, Lophioidei. ამას გარდა, იჭერენ კიბორჩხალებს, ჰომარებს, თინუსს, ლანგუსტებს, ხამანწკებს, რვაფეხებს, ზვიგენებს, რომლის ფარფლები დიდი მოთხოვნით სარგებლობს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში, ასევე კაპის ზღვის კატებს. თევზჭერა, პირველ რიგში ხორციელდება 200 საზღვაო მილის სიგანის რეწვის ზონაში, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, რომელსაც გარს ერტყმის ბენგელის ოკეანის დინება. რეწვის დაახლოებით 40 % მოდის მტკნარი წყლის თევზებზე, რომლებსაც იჭერენ ელანდსის, ლიმპოპოს და სხვა მდინარეებზე, ასევე ხელოვნურ წყალსაცავებში გამრავლებულ თევზებზე[38].

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინიგზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რკინიგზის ქსელი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რკინიგზის ტრანსპორტი — სარკინიგზო ქსელი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. იგი აფრიკის ქვეყნებში ყველაზე უფრო მეტად განვითარებული რკინიგზაა. ყველა დიდი ქალაქი ჩართულია სარკინიგზო ქსელში. რკინიგზა იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში.

რკინიგზის პირველი ხაზი, სიგრძით 3,2 კმ, რომელიც დურბანს პორტთან აერთებდა, გაიხსნა 1860 წლის 26 ივნისს. კეიპტაუნი — ველინგტონის ხაზის მშენებლობა დაიწყო 1859 წელს, მაგრამ შეყოვნებების გამო ხაზის პირველი ნაწილი გაიხსნა 1862 წლის 13 თებერვალს. ქვეყნის სხვა პროვინციებში მშენებლობა დაიწყო მოგვიანებით და საბოლოოდ დამთავრდა 1910 წელს.

ქვეყნის რკინიგზის ხაზის სიგრძე შეადგენს 20 192 კმ-ს (2008 წელი)[39], ძირითადი ლიანდაგის სიგანეა1067 მმ (19 756 კმ, 2008 წელი), თუმცა არსებობს 750 მმ (122 კმ, 2008 წელი) და 610 მმ (314 კმ, 2008 წელი) ლიანდაგის სიგანის ხაზებიც[39]. 2008 წლისათვის 1067 მმ-იანი რკინიგზის ხაზის 8271 კმ იყო ელექტროფიცირებული[39]. ლიანდაგში ჩაგებული ერთი გრძივი მეტრი რელსის მასა შეადგენს 30; 48; 57; 60 კგ-ს, გამოიყენება რკინის და რკინაბეტონის შპლები. მთელი ქსელი პრაქტიკულად ერთლიანდაგიანია. ძირითადი გადატანილი ტვირთებია: ნახშირი, მინერალური ნედლეული, ლითონის მადანი, მამქანათმშენებლობის პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

ავტოგზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს ქვეყანაში იყო 362 099 კმ ავტოგზა, რომელთაგან 73 506 კმ (17 %) იყო ასფალტირებული (მათ შორის 239 კმ ჩქაროსნული გზები).[40]

საცხოვრებელ ზონებში სიჩქარე იზღუდება 50 და 80 კმ/სთ-ს შორის და 120 კმ/სთ-მდე ეროვნული დანიშნულების გზებზე, ავტოსტრადებზე და ავტობანებზე.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტერმინი ავტოსტრადა განსხვავდება მსოფლიოს სხვა უმრავლეს ქვეყნებში არსებული ტერმინისაგან. ავტოსტრადა არის გზა, სადაც არსებობს გარკვეული შეზღუდვები.[41]

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ "ავტოსტრადა" ნიშნავს ავტოგზას, სადაც არსებობს მინიმუმ ცალმხივი მოძრაობის ორი სავალი ნაწილი, ქვეყანაში ავტოგზები მოიცავენ 1400 კმ ორხაზიანი სავალი ნაწილის ავტოსტრადას, 440 კმ ერთხაზიანი სავალი ნაწილის ავტოსტრადას და 5300 კმ მთავარ გზას.[42] აფრიკაანაზე თარგმანში ავტოსტრადა ნიშნავს snelweg-ს (სიტყვა-სიტყვით — ჩქარი გზა ან ავტომაგისტრალი).

საწყლოსნო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მსხვილი პორტები და ნავსაყუდებლებია: კეიპტაუნი, დურბანი, ისტ-ლონდონი, მოსელბაი, პორტ-ელიზაბეთი, რიჩარდს-ბეი, სალდანია-ბეი. 2006 წელს გაიხსნა ახალი პორტი: ნგქურა, კოეგა, რომელიც მდებარეობს პორტ-ელიზაბეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კმ-ში. საპორტო სიმძლავრეების ადმინისტრაცია და ექსპლოატაცია ქვეყანაში ხორციელდება Transnet-ის ორი შვილობილი კომპანიის — Transnet National Ports Authority და South African Port Operations (SAPO) მიერ.

2002 წელს სავაჭრო ცენტრი შედგებოდა 1000 ბრუტო-რეგისტრის ტონაჟის (ბრტ, GRT) და უფრო მეტი 8 გემისაგან, საერთო ჯამით 271 650 ბრტ/268 604 ტონა დიდვეიტი (DWT). 6 კონტეინერმზიდისგან, 2 ნავთობმზიდი ტანკერისაგან.

საჰაერო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი <914 მ 914/1523 მ 1524/2437 მ 2438/3047 მ >3047 მ სულ
მყარი საფარი 11 67 50 5 10 143
გრუნტიანი საფარი 252 298 34 584

მილსადენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში მოქმედებს 931 კმ მილსადენი ტრანსპორტი ნედლი ნავთობისათვის, 1748 კმ ნავთობპროდუქტებისათვის და 322 კმ ბუნებრივი აირისათვის. Transnet-ის შვილობილი კომპანია Petronet, რომლის აქციების დიდი ნაწილი ეკუთვნის სახელმწიფოს, პირველ რიგში პასუხისმგებელია ქვეყანაში მილსადენი ტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგანაც ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მშრალი კლიმატია, მისი ფართობის მხოლოდ 15 % გამოდგება სოფლის მეურნეობისათვის. მაგრამ აფრიკის სხვა ბევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ხდება ნიადაგის ეროზია, ეს 15 % გონივრულად გამოიყენება — ნიადაგის დაცვის და სოფლის მეურნეობის ეფექტური წარმოების მიზნით გამოიყენება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების წამყვანი აგროტექნიკური მიღწევები. ამან მოიტანა უზარმაზარი შედეგები: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მთლიანად უზრუნველყოფს საკვებ პროდუქტებზე შიდა მოთხოვნებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი წამყვანი (ხოლო ზოგიერთი პარამეტრებით ყველაზე წამყვანი) მიმწოდებელია — ქვეყანა ექსპორტზე აგზავნის ხილის დაახლოებით 140 სახეობას.

მეცხოველეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორცის და რძის პროდუქტების წარმოება ხდება ფრი-სტეიტის პროვინციის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, გაუტენგის პროვინციის შიდა რაიონებში და მპუმალანგას პროვინციის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კაპლანდის პროვინციებში გავრცელებულია სხვადასხვა ჯიშის ხორცის პროდუქციის წარმოება. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კაპლანდის, ფრი-სტეიტის და მპუმალანგის პროვინციების მშრალ ტერიტორიებზე არსებობს მეცხვარეობის რაიონები. მსოფლიო ბაზარზე მიეწოდება კარაკულის ჯიშის ცხვრის ტყავი.

დიდი რაოდენობით ამრავლებენ თხებს, ძირითადად ანგორულს — 75 %, რომლის ტყავი საკმაოდ კარგად ფასობს დასავლეთში (მოხერის მსოფლიო წარმოების 50 %-მდე მოდის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე). მეორე თხის ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშია — ბურის თხა, რომელსაც ამრავლებენ ხორცისათვის. თხის მატყლის წარმოებაში (92 ათასი ტონა წელიწადში) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას უკავია 4-ე ადგილი მსოფლიოში.

უპირატესად ექსტენსიური განვითარების ისეთ ქვედარგებთან შედარებით, როგორებიცაა მსხვილი რქოსანი საქონელის მომრავლება და მეცხვარეობა, მეფრინველეობა და მეღორეობა უფრო ინტენსიური ხასიათისაა და გავრცელებულია ფერმებში ისეთ მსხვილ ქალაქებთან ახლოს, როგორებიცაა: პრეტორია, იოჰანესბურგი, დურბანი, პიტერმარიცბურგი, კეიპტაუნი და პორტ-ელიზაბეთი.

უკანასკნელ წლებში — ძირითადად ფრი-სტეიტის პროვინციაში — აქტიურად ვითარდება სირაქლემების მომრავლება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან თანდათანობით მატულობს ამ ფრინველის ხორცის, ტყავის და ბუმბულის ექსპორტი.

მეღვინეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მეღვინეობისთვის გამოყოფილია სამი ზონა. ჩრდილო-დასავლეთი (ჩრდილოეთი კაპლანდი — კონცხი) და აღმოსავლეთი სანაპირო (კვაზულუ-ნატალი) არ ითვლება საუკეთესო ღვინოების წყაროდ, რადგანაც იქ საკმაოდ ცხელი და მშრალი კლიმატია. სამაგიეროდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთში (დასავლეთი კაპლანდი) არსებობს საუკეთესო კლიმატი მეღვინეობისთვის.

რამდენიმე სახის სამხრეთაფრიკული ღვინო და ყველი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — ღვინის საკმაოდ მსხვილი მწარმოებელია (8-ე ადგილი მსოფლიოში, 1 157 895 მილიონი ტონა 2005 წელს).

პირველი სამხრეთაფრიკული ღვინო ნაწარმოები იქნა 1659 წელს. დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყურძნის დიდი უმრავლესობა იყო თეთრი ჯიშის, დღეისათვის სიტუაცია გათანაბრდა (თეთრი ჯიშის 55 %).

სამხრეთაფრიკული ღვინის დაბადების დღედ ცნობილია: 1659 წლის 2 თებერვალი, როდესაც გემის ჰოლანდიელმა ექიმმა (სხვა წყაროებით კაპის პროვინციის პირველი გუბერნატორი) იან ვან რიბეეკმა გააკეთა ჩანაწერი გემის ჟურნალში, სადაც ნათქვამია, რომ ყურძენმა მოიტანა პირველი ღვინო. აქ პირველი დამსახლებლები იყვნენ ჰოლანდიელები, ხოლო შემდეგ ჩამოვიდა ბევრი პროტესტანტი ევროპიდან, პირველ რიგში ჰუგენოტები საფრანგეთიდან, რომლებმაც ჩამოიტანეს ფრანგული ყურძნის ჯიშები. მათ აქ ჰოლანდიური ენიდან გამომდინარე ბურებს ან მიწადმოქმედ-ფერმერებს ეძახდნენ. თავიდან ღვინო მხოლოდ ადგილობრივად გამოიყენებოდა, ხოლო XIX საუკუნის ბოლოდან — ფილოქსერის და ბურების ომების (ინგლისს არ შეეძლო დარჩენილიყო უყურადღებოდ მშვენიერი ტერიტორიის მიმართ, სადაც ჩერდებოდნენ ინდოეთისკენ მიმავალი გემები, მან მოიგო ომები და შემოიღო საკუთარი კანონები და ენა) შემდეგ — ყველაფერი უკუღმა წავიდა. ღვინის წარმოება, მისი ექსპორტი და სამხრეთაფრიკული ღვინის უცხოეთში გაცნობა განახლდა აპარტეიდის დამხობის შემდეგ XX საუკუნის 1990-იანი წლების დასაწყისში.

XX საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში სამხრეთაფრიკული ღვინის წარმოების კონტროლის ლომის წილს ფლობდა კოოპერატივი KWV ქალაქ პარლში, რომელიც ღვინოს აწვდიდა მხოლოდ ექსპორტზე. მხოლოდ აპარტეიდის დამხობის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ მოხსნა საექსპორტო შეზღუდვები, ვაჭრობა უცხოეთის ქვეყნებთან გაიზარდა, კოოპერატივის მოღვაწეობა უკვე ისეთი შემოსავლიანი აღარ იყო, როგორც ადრე და მისი ღვინოები უკვე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ძალიან საინტერესო კოლორიტული ქვეყანაა, არაჩვეულებრივად მიმზიდველია თავისი სპეციფიკურობით. ფერწერული ლანდშაფტების და ველური ბუნების მრავალფეროვნება ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს ტურისტებში. სამხრეთ აფრიკაში შეგვიძლია შევხვდეთ მეტისებს, ინდოელებს, ინგლისელებს, ჩინელებს, ემიგრანტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბოლო წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ძალიან პოპულარული ხდება ტურისტებისათვის სამხრეთ ნახევარსფეროში. ტურზიმის ყველა სახეობიდან ამ ქვეყანაში ყველაზე დინამიურად ვითარდება ეკოლოგიური ტურიზმი, მრავალი ეროვნული პარკი საშუალებას გვაძლევს სამხრეთ აფრიკაში დავაკვირდეთ ცხოველთა სამყაროს გარკვეულ პირობებში. ქვეყნის ტერიტორია შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ბუნებრივ სარტყელად, სავანის სარტყელი მოიცავს კრიუგერის სახელობის ეროვნულ პარკს, სადაც არის 137 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი, მათ შორის კამეჩები, სპილოები, ლეოპარდები, ლომები, ჟირაფები, ჰიპოპოტამები. აფრიკის სამხრეთი ძალიან პოპულარულია ნადირობის მხრივ, აკრძალულია ნადირობა ისეთ იშვიათ ცხოველებზე, როგორებიცაა: ჟირაფი, შავი მარტორქა და ანტილოპა. აღსანიშნავია მიწისქვეშა მარშრუტები, რომლებიც ძალიან პოპულარულია სპელეოლოგებს შორის. ეს მარშრუტები აშენებული კონგოს და სიდვალას გვირაბებში. გვირაბებში ძალიან კარგად შენარჩუნდა ნახატები, რომლებიც დახატული იყო პირველყოფილი ადამიანების მიერ. პრეტორია კომპაქტური და მოწესრიგებულია, დედაქალაქში ტურისტებს ემსახურება სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, აგრეთვე გასართობი ცენტრები. ატრაქციიდან უნდა ავღნიშნოთ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახლი, ეკლესიის მოედანი, ოპერის შენობა. პრეტორიაში არის მოქმედი ალმასების მაღარო. კალინან მუზეუმში ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ ალმასების დუბლიკატებს. საინტერესოა ის, რომ მთავარ ქალაქად ითვლება არა პრეტორია, არამედ იოჰანესბურგი — კონტინენტის ერთ-ერთი მეგაპოლისი, საქმიანი ინდუსტრიული და ფინანსური ცენტრი. დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქის პანორამა.

გოლდ რიფ სიტი ძალაინ პოპულარული მუზეუმია ტურისტებს შორის. ის მდებარეობს ღია ცის ქვეშ, აქ შეგიძლია გაიარო ძველ ქუჩებზე, შეგიძლია ნახო მუშების მიერ რეკონსტრუირებული სახლები. დაახლოვებით 200 კმ-ში იოჰანესბურგიდან არქიტექტორებმა, მხატვრებმა და მშენებლებმა შექმნეს ნამდვილი ოაზისი, რომელიც შედგება ხელოვნური კლდეებისა და ტროპიკული ტყეებისგან. ეს გასართობი კომპლექსი მსოფლიო მნიშვნელობისაა, რომელიც გვთავაზობს პრაქტიკულად შეუზღუდავ საშუალებებს კარგი დროის გასატარებლად. ტურისტები ეცნობიან ციხე-სიმაგრეებს, რომლებიც უნდა ჩაითვალოს მერვე საოცრებად, ის გარშემორტყმულია ტროპიკული ტყით, რომელშიც არის დაახლოებით მილიონი ეგზოტიკური მცენარე. ძალიან დიდი რაოდენობითაა ჩანჩქერები და შადრევნები, ფერწერული მონუმენტები და ძველი ტაძრები, ეს ყველაფერი იპყრობს ტურისტების ყურადღებას. ძალიან ბევრი საინტერესო რამ ელით ტურისტებს დურბანში, რომელიც პოპულარულია თავისი აღმოსავლური ბაზრით, პლაჟებით და ა. შ. ტურისტებისათვის არსებობს უამრავი ექსკურსიული პროგრამები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ექსკურსია ღვინის რაიონებში, სადაც არის დაახლოებით 4000 ღვინის ფერმა.

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული მოსახლეობის განათლების დონე 2007 წელს შეადგენდა 88,7 %-ს.[43] სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებობს სამ საფეხურიანი განათლების სისტემა, რომელიც იწყება დაწყებითი სკოლებიდან, შემდეგ მოდის საშუალო სკოლები და მთავრდება უმაღლესი განათლებით უნივერსიტეტების (აკადემიური) სახით. მოსწავლეები იძენენ თორმეტწლიან სასკოლო განათლებას, I კლასიდან XII კლასამდე. კლასი R სკოლამდელი განათლების საბაზისო წელია.[44] დაწყებითი სკოლები მოიცავენ სკოლაში სწავლის პირველ შვიდ წელს.[45] უფროს კლასებში სასკოლო განათლება გრძელდება კიდევ ხუთი წლის განმავლობაში. ეროვნული უმაღლესი სერთიფიკატის მისაღებად გამოცდები ტარდება XII კლასის დამთავრების შემდეგ, რომელიც აუცილებელია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში.[44]

სახელმწიფო უნივერსიტეტები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იყოფა სამ ტიპად: ტრადიციული უნივერსიტეტები, რომლებშიც მიიღება თეორიულად ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლება; ტექნოლოგიური უნივერსიტეტები ("ტექნიკონები"), რომლებშიც მიიღება პროფესიონალურად ორიენტირებული დიპლომები და ხარისხები, ასევე კომპლექსური უნივერსიტეტები, რომლებშიც მიიღება კვალიფიკაციის ორივე სახე. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებობს 23 სახელმწიფო უნივერსიტეტი: 11 ტრადიციული უნივერსიტეტი, 6 ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და 6 კომპლექსური უნივერსიტეტი.

აპარტეიდის დროს სკოლები შავკანიანი მოსახლეობისთვის განიცდიდნენ დისკრიმინაციას არასაკმარისი დაფინანსებისა და რასობროვი სეგრეგაციის გამო, სადაც განათლების სისტემა ისე იყო შემუშავებული, რომ მოსწავლეებს ჰქონოდათ მხოლოდ ისეთი ცოდნა, რომელიც მათ გამოადგებოდათ სამუშაოზე მუშა ძალის სახით.[46] 2004 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო საკუთარი უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა, მცირე სასწავლო წარმადობის უმაღლესი სასწავლებლები გაერთიანდა უფრო დიდ უმაღლეს სასწავლებლებთან და ასეთი დისბალანსის ლიკვიდირებისთვის ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს მიენიჭა "უნივერსიტეტის" სახელი. 2015 წლისთვის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების 1,4 მილიონმა სტუდენტმა ისარგებლა ფინანსური დახმარების სქემით, რომელიც გამოქვეყნდა 1999 წელს.[47]

2002-2005 წლებში სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 5,4 %-ის დონეზე.[48]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასობრივი ურთიერთობის სამხრეთაფრიკული ინსტიტუტის მონაცემებით, 2009 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თეთრკანიანი მოსახლეობისთვის იყო 71 წელი და შავკანიანებისთვის 48 წელი.[49] ქვეყანაში ჯანდაცვის ხარჯები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9 %-ს.[50]

მოსახლეობის მხოლოდ 16 %-ს მოიცავს სამედიცინო დახმარება.[51] დაახლოებით 20 % სარგებლობს კერძო სამედიცინო მომსახურებით.[52] დანარჩენები იხდიან "საკუთარი ჯიბიდან" ან საავადმყოფოებში ნაღდი ფულით.[52] სამი დომინანტი საავადმყოფოების ჯგუფი: სამედიცინო კლინიკები, სიცოცხლის ჯანდაცვა და სამხრეთაფრიკული ჯანდაცვის კომპანია — Netcare, ერთად აკონტროლებენ ბაზრის 75 %-ს.[52] მოსახლეობის დაახლოებით 84 % დამოკიდებულია ჯანდაცვის სისტემაზე,[50] რომელსაც თან სდევს ადამიანთა რესურსების ქრონიკული ნაკლებობა და შეზღუდული რესურსები.[53]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარეობს მსოფლიოში სიდიდით მესამე საავადმყოფო — კრის ჰანი ბარაგვანათის საავადმყოფო.

შიდსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს შიდსის შესახებ გაერთიანებული პროგრამის ორგანიზაციის 2013 წლის მონაცემებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სავარაუდოდ ცხოვრობს შიდსით ინფიცირებული 6,3 მილიონი ადამიანი – უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა მსოფლიოში.[54] 2008 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ აიდ-ინფექცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოკვეთილად დაიყო რასობრივი ნიშნის მიხედვით: შავკანიან მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 13,6 %-ს, ხოლო ყველა თეთრკანიანი მოსახლეობის მაჩვენებელი კი იყო მხოლოდ 0,3 %.[55] სიკვდილიანობის უმრავლესობა ეხება ეკონომიკურად აქტიურ პირებს, რის შედეგადაც ბევრი შიდსით დაავადებული უდედმამო ბავშვი დიდადაა დამოკიდებული სახელმწიფოსგან სამედიცინო და ფინანსურ დახმარებაზე.[56] გამოთვლილია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობს 1 200 000 უდედმამო ბავშვი.[56]

შიდსის ვირუსი პირველ რიგში ვრცელდება სქესობრივი გზით და იგი დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო პრეზიდენტ ტაბო მბეკის და შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მანტო ტშაბალალა-მსიმანგის მიერ, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობის ბევრი შემთხვევა ხდება შიმშილობის ანუ სიღარიბის და არა შიდსის გამო.[57] 2007 წელს საერთაშორისო ზეწოლის პასუხად, ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა შიდსის დაავადების წინააღმდეგ.[58] 2009 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ დოქტორი აარონ მოტსოალედი დანიშნა ჯანდაცვის ახალ მინისტრად და პირობა დადო, რომ მისი მთავრობა გაზრდიდა ფინანსირებას და გააფართოვებდა აიდ-ინფექციასთან მკურნალობის პროგრამას.[59]

მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერების ისტორიაში იყო რამდენიმე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენები და მიღწევები. დღეისათვის, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა ხელი შეუწყოს მეწარმეებს ბიოტექნოლოგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიის და სხვა მაღალტექნოლოგიური დარგების დაფინანსებაში, მხოლოდ ერთეული სამხრეთაფრიკული კომპანიებია ცნობილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ხელისუფლება მაინც აკეთებს აქცენტს ამ დარგების განვითარებაზე, რადგანაც ესმის, რომ არ შეუძლია შეებრძოლოს ვერც მასიური წარმოების დარგში შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს, ვერც მინერალური რესურსების დარგში მომპოვებელ ქვეყნებს.

ასტრონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებობს მზარდი ასტრონომიული საზოგადოება. აქ მდებარეობს დიდი სამხრეთაფრიკული ტელესკოპი, ყველაზე უფრო დიდი ოპტიკური ტელესკოპი სამხრეთ ნახევარსფეროში. დღეისათვის მიმდინარეობს მასიური ტელესკოპ MeerKAT-ის მშენებლობა, რომელიც შეიძლება გახდეს პროექტირებაში მყოფი ტელესკოპის, ზომით კვადრატული კილომეტრი, მშენებლობის პირველი ეტაპი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ავსტრალიასთან ერთად, ამ პროექტის განლაგების ერთ-ერთი კანდიდატია.

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანში გულის გადანერგვის ისტორიაში პირველი ოპერაცია 1967 წელს კეიპტაუნის გროოტ სხუურის ჰოსპიტალში (აფრ. Groote Schuur-hospitaal) განახორციელა ქირურგმა კრისტიან ბარნარდმა. ოპერაცია ჩატარდა 54 წლის მამაკაცზე გულის კორონარული ტკივილით და მარცხენა პარკუჭის პოსტინფარქტული ანევრიზმით, დონორი გახდა 25 წლის ქალიშვილი, რომელიც გარდაიცვალა თავის ქალის ტრამვის შედეგად. მაქს ტეილერმა შექმნა ვაქცინა ყვითელი ციებ-ცხელების წინააღმდეგ, ალან მაკლეოდ კორმაკი იყო პირველი, ვინც გამოიყენა რენტგენული კომპიუტერული ტომოგრაფია, ხოლო აარონ კლიუგმა შექმნა ელექტრონული მიკროსკოპიის კრისტალოგრაფული მეთოდი. ყველა ეს მიღწევა აღინიშნა ნობელის პრემიით. 2002 წელს ასევე ნობელის პრემიითვე აღინიშნა სიდნეი ბრენერი მისი მოლეკულარული ბიოლოგიის დარგში ნაშრომებისათვის.

ბირთვული პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იან წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ დაიწყო (ზოგიერთი მონაცემებით, ისრაელთან თანამშრომლობით) ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა. 1977 წელს კალაჰარის უდაბნოს პოლიგონზე აშენდა შახტები ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოსაცდელად, რომლებიც აღმოაჩინეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის და აშშ-ის დაზვერვის წყაროებმა. ბევრი სახელმწიფო გამოვიდა განცხადებით, რომლებიც მოითხოვდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებისგან, რომ მას არ ჩაეტარებინა ცდები და გამხდარიყო პირველი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი ნებით უარს იტყოდა ბირთვული იარაღის შექმნაზე.

1990 წელს ჯერ კიდევ აფრიკის ეროვნული კონგრესის ხელისუფლებაში მოსვლამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრედერიკ დე კლერკმა მიიღო გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უარის თქმაზე და ყველა მისი მარაგის მთლიან განადგურებაზე. 1993 წელს მან განაცხადა იმის შესახებ, რომ ბირთვული პროგრამა არსებობდა და შეჩერდა, ერთი წლის შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექციამ ეს ოფიციალურად დაადასტურა. შესაბამისად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გახდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელმაც საკუთარი ნებით უარი თქვა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მასმედიას აქვს ფართე სექტორი და აფრიკაში ერთ-ერთი მსხვილი მედია ცენტრია. ქვეყნის ბევრი მაუწყებელი და ბეჭვდითი ორგანო ასახავს მთელი მოსახლეობის საყოველთაო ინტერესს, სადაც ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება ინგლისური ენა. მაგრამ დანარჩენი ათი ოფიციალური ენა ასევე წარმოდგენილია მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში. აფრიკაანსი მეორე ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი ენაა, განსაკუთრებით ბეჭვდით წყაროებში.

თვით 1994 წლამდე, ქვეყანაში არსებობდა განვითარებული ალტერნატიული პრესა, პლაკატების ერთობლიობის, ორენოვანი ყოველკვირეულების და სტუდენტური სამიზდატის მსგავსი "ზინესის" ჩათვლით. არჩევნების შემდეგ, ასეთი საინფორმაციო საშუალებების დაფინანსება და დახმარება გაიყინა, მაგრამ ბოლო დროს შეიმჩნევა ახალი ამბების მოპოვების ალტერნატიული ფორმების მიმართ ინტერესების მომატება, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ.

პრესის თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალ პრესას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აქვს რთული ისტორია. ქვეყნის მასმედიის ზოგიერთ სექტორში მიმდინარეობდა აპარტეიდის სისტემის და სახელისუფლო ეროვნული პარტიის ღია კრიტიკა, რომელსაც იმ წლებში უხდებოდა დიდი ბრძოლა სახელმწიფო ცენზურასთან. მაგალითად, ჟურნალისტი დონალდ ვუდსი ცნობილი გახდა მას შემდეგ, როდესაც ის გაიქცა დიდ ბრიტანეთში იმიტომ, რომ ცნობილ ჟურნალისტთან და დღევანდელ სამხრეთაფრიკელ პოლიტიკოსთან — ჰელენ ზილესთან ერთად გამოაქვეყნა შავკანიანთა მოძრაობის ლიდერის სტივ ბიკოს მკვლელობის ნამდვილი ფაქტები. 1994 წელს აპარტეიდის რეჟიმის დამთავრების შემდეგ, ცენზურა შეწყდა და მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელშიც არსებობს უფლებათა ბილი, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ თითოეული მოქალაქეს აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, რომელიც მოიცავს მასმედიის და პრესის თავისუფლებას, ინფორმაციის და იდეის მიღების ან გავრცელების თავისუფლებას, მხატვრული ხელოვნების თავისუფლებას, აკადემიურ თავისუფლებას და სამეცნიერო კვლევების თავისუფლებას.

ეს თავისუფლებები, როგორც წესი, შენარჩუნებულია პრაქტიკაში და პრესა ითვლება შედარებით თავისუფლად. კანონები, რომელიც ეხება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს და მათი შინაარსის პოლიტიკურ კონტროლს ითვლება ზომიერად და ჟურნალისტების მიმართ მიღებულ რეპრესიულ ზომებზე ფაქტიურად არაფერი არ არის ცნობილი. შედეგად, ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეთ მონაცემებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2015-2016 წლებში 39-ე ადგილი უკავია მსოფლიოში.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ასევე არსებობს პრესის თავისუფლების ზოგიერთი ასპექტის კრიტიკა.[60] ყველა დიდი გაზეთი მიეკუთვნება ოთხ მსხვილ მედია კომპანიას. ამას გარდა, სამხრეთაფრიკული სამაუწყებლო კორპორაცია (SABC), საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსირდება სახელისუფლო უმრავლესობის მიერ.

ზოგიერთი მასმედიის საშუალებები აშუქებდნენ Oilgate-ის სკანდალს[61], 2006 წლის 3 თებერვალს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოსამართლე მოჰამედ ჯაჯბაის გადაწყვეტილებით აიკრძალა მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნება, რამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.[62]

მასმედიის ცნობებით, SABC-ს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი ზოგიერთი კომენტატორი და ანალიტიკოსი, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.[63]

ბოლო დროს ინფორმაციის დაცვის კანონპროექტმა და მასმედიის სააპელაციო ტრიბუნალის წარდგენამ გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში, რომლის მიზეზი იყო ის, რომ პრესის თავისუფლებას შეიძლება საფრთხე დაემუქროს.[64]

გაზეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორია გაზეთების შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იწყება 1800 წლიდან, როდესაც კაპის კოლონიის გუბერნატორმა კეიპტაუნში დაიწყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი გაზეთის გამოცემა. პირველი კერძო გაზეთები 1824 წელს გამოაქვეყნეს სამხრეთაფრიკელმა რედაქტორებმა ტომას პრინგლმა და ჯონ ფეირბერნმა. პირველი გაზეთი ჰოლანდიურ ენაზე — De Zuid-Afrikaan გამოქვეყნდა 1830 წელს, პირველი გაზეთი აფრიკულ ენაზე — Umshumayeli Wendaba გამოქვეყნდა 1837 წელს, ხოლო პირველი აფრიკაანსის ენაზე გამოქვეყნებული გაზეთი — Die Afrikaanse Patriot 1876 წელს.

დღევანდელი საგაზეთო ინდუსტრია იმყოფება საკმაოდ ჯამრთელ მდგომარეობაში. ქვეყნის ტირაჟების აუდიტის ბიუროს (ABC) კვლევების მონაცემებით 1996 წელს ქვეყანაში გამოიცემოდა 36 ყოველდღიური და ყოველკვირეული საქალაქო გაზეთი — 29 ინგლისურ, 4 აფრიკაანსის, 2 ზულუსურ და 1 კოსას ენებზე. დიქოტომია დემოგრაფიასა და გამოცემის ენებს შორის შეიძლება აიხსნას განათლების სხვადასხვა დონით, ფართედ გავრცელებული ინგლისური ენის ხმარებით, ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორიაში არსებული ცენზურით, რაც თავის მხრივ აფერხებდა გაზეთების მკითხველების კულტურის განვითარებას. ასევე არსებობს უფასო ადგილობრივი გაზეთების (სარეკლამო) დიდი რაოდენობა სხვადასხვა ენებზე. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყოველდღიურად იყიდება დაახლოებით 1,3 მილიონი გაზეთი.

არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი გაზეთი, განსაკუთრებით "Mail & Guardian", მაგრამ მათი უმრავლესობა მიეკუთვნება ოთხ მსხვილ საგამომცემლო ჯგუფს: Times Media Group, "Naspers", Independent News & Media (ეკუთვნის Sekunjalo Investments-ს) და Caxton and CTP Publishers and Printers.

ჟურნალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აქვს საკმაოდ საიმედო ჟურნალების საგამომცემლო ქსელი დაახლოებით 280 ლოკალური გამოცემის დასახელებით; ამ რაოდენობაში შედის უცხოური ჟურნალების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ სფეროს წლიური ბრუნვა 1998 წელს შეადგენდა დაახლოებით 1,7 მილიარდ რანდს.

მასობრივ სამომხმარებლო ბაზარზე დომინირებს მხოლოდ რამდენიმე გამოცემა ("Naspers", Perskor, CTP Holdings, TML), სამომხმარებლო და სავაჭრო-ტექნიკური სექტორის წამყვანი ჟურნალები საკმაოდ ფრაგმენტარულია და შეიცავს მცირე და საშუალო გამომცემლობების დიდ რაოდენობას დომინანტურ გამომცემლობებთან ერთად.

როგორც მოსალოდნელი იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უახლოესი ისტორიიდან, მისი ჯურნალები მკითხველთა აუდიტორიაში ხასიათდება გარკვეული განსხვავებით სხვადასხვა რასებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში. დასახელებული ჟურნალების ტრადიციული მასობრივი მომხმარებლის რაოდენობის კლება ასევე დამახასიათებელია დარგობრივი წარმოებისათვის, როგორც ჟურნალების რაოდენობის ზრდა, რომლებიც კონკრეტულად მიმართულია შავკანიან სამხრეთაფრიკელებზე, როგორიცაა ჟურნალი Drum.

"Naspers" დომინანტი მოთამაშეა ჟურნალების მკითხველთა მასობრივ მომხმარებელზე და ყიდის ყველა ადგილობრივი ჟურნალების ორ მესამედს და ყველა უცხოურ ჟურნალს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. კომპანია გამოცემს მსხვილ ეროვნულ ჟურნალებს, როგორებიცაა: Fair Lady, Sarie, Insig, SA Sports Illustrated, Kickoff, Huisgenoot, You and Drum. აფრიკაანსის ენაზე გამომავალ ოჯახურ ჟურნალს — Huisgenoot-ს აქვს ყველაზე უფრო დიდი ტირაჟი ყველა სამხრეთაფრიკულ ჟურნალებს შორის, რომელსაც მოსდევს მისი ინგლისურენოვანი ვერსია. ამ ორი ჟურნალის ჯამური ტირაჟია თითქმის მილიონი ეგზემპლიარი კვირაში. ინგლისურენოვანი Fair Lady და აფრიკაანსის ენაზე გამომავალი Sarie ქვეყანაში ყველაზე უფრო მეტად იყიდება ქალებს შორის.

მასობრივი ბაზრის სხვა მსხვილი გამომცემლებია Perskor (რესპუბლიკური პრესა), CTP Holdings და Times Media. მოხმარებაშია ასევე ჟურნალები, რომელსაც გამოსცემენ კომპანიები Primedia Publishing, Kagiso Media და Ramsay Son & Parker. სავაჭრო და ტექნიკურ სექტორი primedia უმსხვილესი გამომცემელია.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნების გამოცემის სფერო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შედარებით მცირეა, მაგრამ მიუხედავად ამისა ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ეკონომიკაში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გამომცემელთა ასოციაციის (PASA) მონაცემებით ქვეყანაში არსებობს 120-ზე მეტი გამომცემლობა. მათ შორისაა კომერციული გამომცემლები, საუნივერსიტეტო პრესა, არასამთავრობო ორგანიზაცირბი და ერთი ადამიანის კერძო გამომცემლობა. 120 გამომცემლობიდან, რომლებიც PASA-ს წევრები არიან, დაახლოებით 12 მიიჩნევა როგორც მსხვილი გამომცემელი, 7 საშუალო გამომცემელი და დანარჩენი 101 კი მცირე გამომცემელი.

წიგნები გამოიცემა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყველა 11 ოფიციალურ ენაზე, ასევე ზოგიერთ ოფიციალურ და უცხოურ ენებზე. გამოქვეყნებული ნამუშევრები მოიცავენ მხატვრულ ლიტერატურას, ფანტასტიკას, საბავშვო წიგნებს, ცნობარებს, ასევე სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების წიგნებს. ელექტრონული გამოცემები ასევე საგამომცემლო ინდუსტრიის მზარდი სეგმენტია. მაშინ როდესაც ზოგიერთი გამომცემელი სპეციალიზებულია წიგნების ტიპებზე, რომლებსაც ისინი გამოცემენ (მაგალითად სასკოლო წიგნებს), მსხვილი და საშუალო გამომცემლების უმრავლესობა გამოცემს რამდენიმე კატეგორიას.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ასევე არსებობს წიგნების მთელი რიგი აქტიური იმპორტიორები და დისტრიბუტორები. ქვეყანაში გაყიდული წიგნების დიდი უმრავლესობა (განსაკუთრებით ფანტასტიკა), ისევ და ისევ იმპორტულია, ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. ამან გამოიწვია წიგნზე შედარებით მაღალი ფასები ქვეყნის საშუალო სტატისტიკურ შემოსავლებთან შედარებით.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგამომცემლო დარგში შტატით დაკავებულია დაახლოებით 3000 ადამიანი, ასევე ბევრი შტატგარეშე თანამშრომელი. ამას გარდა, შესაძლებელია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგამომცემლო დარგში დაკავებულია დაახლოებით 9000 ავტორი (სრული და არასრული), რომლებიც ერთად გამოიმუშავებენ დაახლოებით 150 მილიონ რანდს როიალტის სახით ყოველწლიურად. წიგნების ბეჭდვა და მისი გაყიდვა ასევე მნიშვნელოვანი სახით დამოკიდებულია ამ დარგზე.

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია ყველაზე უფრო მკაცრად რეგულირებადი მასმედიის საშუალებაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და რეგულირდება (რადიოსთან ერთად) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ორგანოს მიერ (ICASA). სპეციალურად ტელევიზიებისათვის უფლება ტრანსლიაციაზე გაიცემა მხოლოდ მოწვევით და დღეისათვის მუშაობის უფლების ნება გაეცა მხოლოდ ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. მაუწყებლები ვალდებულები არიან ლიცენზიის პირობაში ჩადონ მაუწყებლობის ლიცენზიების მანდატის ადგილობრივი რაოდენობა და საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო შინაარსი.

შედეგად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებობს მხოლოდ 4 საეთერო ტელევიზია: სამხრეთაფრიკული სამაუწყებლო კორპორაციის SABC 1, SABC 2 და SABC 3, ასევე e.tv. სამხრეთაფრიკული სამაუწყებლო კორპორაცია ანუ SABC — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზოგადოებრივი მაუწყებელია. მასმედიის ყველა წყარო ემორჩილება მაუწყებლობაზე შემოსული საჩივრების განხილვის კომისიას.

MultiChoice ფასიანი ტელევიზიის და თანამგზავრული მაუწყებლობის უძველესი პროვაიდერია ქვეყანაში, ერთი მიწისზედა ფასიანი TV channel, M-Net, და DStv. ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო ქსელი 55-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო არხია, რომლებიც გადმოსცემენ 2 მილიონზე მეტი აბონენტისათვის მთელ აფრიკაში. 2008 წლის ნოემბერში ფასიანი ტელევიზიების მუშაობისათვის 4 ახალი ლიცენზია გაიცა საერთო ჯამში 18 განცხადების საფუძველზე. კომპანიებს Walking on Water (ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელი), On Digital Media და e-Sat (e.tv-ის თანამგზავრული დამხმარე) უნდა დაეწყოთ უშუალო თანამგზავრული მაუწყებლობა 2008 წლის შუა პერიოდში. მაგრამ ეს არ განხორციელდა, რადგანაც შესაძლებელი გახდა მხოლოდ Top TV-ის მომსახურების გაშვება. თვით Telkom Media, რომელსაც უნდა ემუშავა თანამგზავრული მომსახურებით, ასევე IPTV-ს ისეთი მომსახურება, როგორებიცაა ვიდეო დაკვეთები, ვერ აფრინდნენ და შემდგომში მიყიდეს სამხრეთაფრიკულ შენჟენ მედიას. ციფრული მედიის 68 % შავკანიანი მოსახლეობის საკუთრებაში იმყოფება.

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს რადიო მუდამ იყო მაუწყებლობის დიდი საშუალება და სახელმწიფო რეგულირების გარეშე მყოფი დარგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რამაც მოიტანა რადიოსადგურების კიდევ უფრო მეტი გავრცელება. მაგალითად, არსებობს დაახლოებით 4 რადიოსადგური, რომლის მიღებაც შეუძლიათ ქალაქ იოჰანესბურგის მსმენელებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რადიოსადგურების მასობრივ ბაზარზე მაუწყებლობს Lesedi FM და დღეისათვის ითვლეპა ყველაზე პოპულარულად მთელ ქვეყანაში და ყველაზე მიმზიდველად სესოთოს ენაზე მოლაპარაკე სამხრეთაფრიკელებისთვის კვირაში 6,38 მილიონი მსმენელისთვის კვირაში.

მაუწყებლობა მიმდინარეობს საერთო ეროვნული და რეგიონალური რადიოსადგურების დიაპაზონებში, ეკუთვნის სახელმწიფოს და ყველა კომერციული კერძო რადიოსადგური, რომელიც განკუთვნილია განსაზღვრული ქალაქებისათვის, დასახლებებისთვის, რაიონებისთვის და ეთნიკური ჯგუფებისათვის, ფინანსდება SABC-ის მიერ.

რადიოსადგურების უმრავლესობა მაუწყებლობს ინგლისურ ენაზე, თუმცა ეთერში ისმის გადაცემები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სხვა ოფიციალურ ენებზეც. დარგს არეგულირებს ICASA.

ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ფართეზოლიანი გადაცემების სისტემა უფრო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უფრო ძვირია, მისი მიღების საშუალება ქვეყანაში მაინც ადვილია. ისეთი სტაციონარული ვარიანტების მიღება, როგორებიცაა ADSL, ISDN, Diginet და Leased Lines შესაძლებელია ეროვნული ოპერატორის Telkom-ისაგან. სახელმწიფომ მიიღო კანონი, რისი მეშვეობითაც კავშირგაბმულობის ყველა ლიცენზირებულ ოპერატორს შეუძლია შექმნას საკუთარი ფიქსირებული ქსელი, რის შედეგადაც ისინი კონკურენციას უწევენ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Vodacom, MTN Group და Neotel. ისინი ქმნიან საკუთარ სამყაროს და საერთო საქალაქო ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს. ისეთ სამხრეთაფრიკულ ქალაქებში, როგორიცაა კეიპტაუნი, დურბანი, იოჰანესბურგი და პრეტორია, ასევე მიმდინარეობს ქალაქის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის დამთავრების პროცესი. ისინი მოემსახურებიან ამ ქალაქებს და სახელმწიფო დაწესებულებებს და იქნებიან შემოსავლის მიღების დამატებითი წყარო.

უგამტარო ოპციების მიღება შესაძლებელია Sentech-ის, iBurst-ის, Vodacom-ის, MTN-ის, Cell C-ის, Telkom-ის და მთელი რიგი სხვა პროვაიდერული კომპანიებისაგან. ისინი HSDPA-ს მხარდაჭერით უზრუნველყოფენ 7,6 მბიტ/წმ-მდე სიჩქარეს. HSUPA-ის მიღებაც ასევე შესაძლებელია. MTN Group იყო ერთ-ერთი პირველი მობილური ქსელი მსოფლიოში, რომელიც თავის კლიენტებს მობილურ მომსახურეობას უწევდა. მომსახურების თანამგზავრულ ვარიანტებს სთავაზობენ კომპანიები Sentech და Telkom.

Neotel ლიცენზირებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და დღეისათვის ზოგიერთ რეგიონებს უწევს უკაბელო კავშირგაბმულობით მომსახურებას. კომპანიის მონაცემებით, მისმა მომსახურებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და როგორც შედეგი Neotel-ის მომსახურება სწრაფად ფართოვდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყველა დიდ მეგაპოლისში. 2009 წლიდან "SEACOM" — მეორე წყალქვეშა საკაბელო კომპანია სამხრეთ აფრიკაში — ერთობლივად იმართება Neotel-ის კომპანიასთან ერთად. Neotel-მა განაცხადა, რომ "SEACOM"-ის ინტერნეტ-ტრაფიკის გაყიდვამ ასევე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 2010 წლის იანვრის მდგომარეობით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2 მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობდა კავშირგაბმულობის ფართეზოლიანი გადაცემების სისტემით. ჯერჯერობით ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა აფრიკაში, მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფართეზოლიანი გადაცემების სისტემის მიღების 4 % მნიშვნელოვნად ნაკლებია საერთაშორისო სტანდარტებზე.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობის — შავკანიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ-ჯერობით ისევ სოფლებში ცხოვრობს, რომელთა ცხოვრების დონე დაბალია. ზუსტად ამ მოსახლეობას შორის კულტურული ტრადიციები ყველაზე უფრო მეტადაა შემონახული; შავკანიანი მოსახლეობა ხდება უფრო და უფრო ურბანიზებული და ევროპიზირებული, რის შედეგადაც ტრადიციული კულტურის ასპექტები სულ უფრო ეცემა. საშუალო ფენის წარმომადგენლების უმრავლესობას თეთრკანიანები შეადგენენ, მაგრამ ამ ფენაში თანდათანობით მატულობს შავკანიანების, ფერადკანიანების და ინდოელების რიცხვი.[65] მათი ცხოვრების წესი ბევრად ჰგავს დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ავსტრალიაში მცხოვრები ადამიანებისას.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სკაუტების ასოციაცია იყო ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელმაც თავის რიგებში კარი გაუღო ყველა რასის ახალგაზრდას და მოზარდს. ეს მოხდა 1977 წლის 2 ივლისის კონფერენციაზე, რომელიც ცნობილია Quo Vadis-ის სახელით.[66]

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელოვნება მოიცავს მსოფლიოს უძველეს ობიექტებს, რომლებიც ნაპოვნი იქნა ქვეყნის გამოქვაბულებში 75 000 წლის წინ.[67] კოისანის ხალხის დაქსაქსული ტომები სამხრეთი აფრიკისაკენ გაემართნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 10 000 წელს, რომლებმაც შექმნეს თავიანთი თავისუფალი მხატვრული სტილის კლდეზე ნაკვეთი ნახატები, რომლებიც დღესაც ქვეყნის ბევრ გამოქვაბულში სჩანს. შემდეგში ისინი შეცვალა ბანტუს ხალხის ნგუნის ტომებმა საკუთარი ხელოვნების მხატვრული ფორმებით. ხელოვნების ახალი ფორმები ვითარდებოდა დასახლებულ პუნქტებში. აფრიკანერი ტრეკბურების ხალხურმა ხელოვნებამ განიცადა ჰოლანდიური გავლენა. ქალაქელმა თეთრკანიანმა მხატვრებმა, რომლებიც 1850-იანი წლების რეფორმატული ევროპული ტრადიციების მიმდევრები იყვნენ, ასევე საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ კულტურულ ნარევში, რომელიც დღესაც ვითარდება.

სამხრეთაფრიკული ლიტერატურა წარმოიშვა ქვეყნის უნიკალური სოციალური და პოლიტიკური ისტორიის შედეგად. ერთ-ერთი პირველი ცნობილი რომანი, რომელიც დაწერა შავკანიანმა ავტორმა ინგლისურ ენაზე იყო სოლომონ ჩეკიზო პლააკის მიერ 1930 წელს შექმნილი რომანი Mhudi. 1950-იანი წლების განმავლობაში ჟურნალი Drum გახდა პოლიტიკური სატირის, ფანტასტიკის და ესეების ცენტრი, რომელიც გვერდში ედგა ქალაქის შავკანიანი მოსახლეობის კულტურას.

ცნობილი თეთრკანიანი სამხრეთაფრიკელი ავტორების რიცხვში შედიან ალან პატონი, რომელმაც 1948 წელს გამოაქვეყნა ცნობილი რომანი "იტირე, საყვარელო ქვეყანავ". ნადინ გორდიმერი გახდა პირველი სამხრეთაფრიკელი მწერალი, რომელმაც 1991 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. მისი ყველაზე უფრო ცნობილი რომანი "ივლისის ხალხი" გამოიცა 1981 წელს. ჯონ მაქსველ კუტზეემ ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო 2003 წელს. პრემიის მინიჭების დროს შვედეთის აკადემიამ განაცხადა, რომ კუტზეე "ურიცხვ იპოსტაზებში გამოსახავს აუტსაიდერის საოცარ მონაწილეობას".[68]

ატოლ ფუგარდის პიესების პრემიერები რეგულარულად იდგმევა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ალტერნატიულ თეატრებში, ლონდონში (სამეფო თეატრი) და ნიუ-იორკში. ოლივია შრეინერის "აფრიკის ფერმის ისტორია" (1883 წელი) გახდა აღმოჩენა ვიქტორიანულ ლიტერატურაში: მას ბევრი მიიჩნევს, როგორც ფემინიზმის შემოტანას რომანის ფორმაში.

ბრეიტენ ბრეიტენბახი ციხეში ჩასვეს აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი მონაწილეობის გამო. ანდრე ბრინკი იყო პირველი აფრიკანერი მწერალი, რომლის ნაშრომებიც რასისტულმა ხელისუფლებამ აკრძალა მას შემდეგ, როდესაც მან დაბეჭდა რომანი "მშრალი თეთრი სეზონი".

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთაფრიკული მასმედიის სექტორს აქვს დიდი სივრცე და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აფრიკის ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც არსებობენ მსხვილი მედია ცენტრები. თუმცა ქვეყნის ბევრი მაუწყებელი და ბეჭვდითი ორგანოები ასახავენ მთელი მოსახლეობის მრავალფეროვნებას, ყველაზე გავრცელებული ენა მაინც ინგლისურია. მაგრამ დანარჩენი ყველა ათი ოფიციალური ენა წარმოდგენილია ამა თუ იმ ასპექტში.

არსებობს სამხრეთაფრიკული მუსიკის დიდი მრავალფეროვნება. შავკანიანმა მუსიკოსებმა შექმნეს Kwaito-ს უნიკალური სტილი. Kwaito-მ დაიპყრო ტელევიზია, რადიო და ჟურნალები.[69] უნდა აღინიშნოს ბრენდა ფასიე, რომელმაც სახელი გაითქვა ინგლისურენოვანი სიმღერით "დასვენების დღეები". ტრადიციული მუსიკის უფრო ცნობილი მომღერლებია ჯგუფი Ladysmith Black Mambazo, კვარტეტი Soweto String Quartet ასრულებს კლასიკურ მუსიკას აფრიკული კოლორიტით. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ მსოფლიოს მისცა საყოველთაოდ ცნობილი ჯაზის მუსიკოსები, კერძოდ ჰიუ მასეკელა, ჯონას გვანგვა, აბდულაჰ იბრაჰიმი, მირიამ მაკება, ჯონათან ბატლერი, კრის მაკგრეგორი და სათიმა ბეა ბენჯამინი. მუსიკა აფრიკაანსის ენაზე მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, როგორიცაა სტივ ჰოფმეირის თანამედროვე მუსიკა, ჯგუფ Fokofpolisiekar-ის პანკ-როკი და მომღერალი ჯერემი ლოოპსი.

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი თეატრი გაიხსნა ქალაქ კეიპტაუნში 1801 წელს. თეატრალური დადგმები აფრიკაანსის ენაზე განხორციელდა 1920-იან წლებში. აფრიკელი თეატრალური მსახიობების პირველი დასი შექმნა მწერალმა და დრამატურგმა ეზეკელ მპაჰლელემ 1950-იან წლებში. მსოფლიო აღიარება მოიპოვა დრამატურგმა, რეჟისორმა და თეატრალურმა მოღვაწემ ათოლ ფუგარდმა. სხვა დრამატურგებია – გ. კენტე, ინგრიდ იონკერი, რ. მაკუ.

მოქმედებს პრეტორიის სახელმწიფო თეატრი, ელიზაბეთ სნედონის სახელობის თეატრი (ქალაქი დურბანი) და სხვა. 2001 წელს პრეტორიის სახელმწიფო თეატრში განხორციელდა ბალეტ გედის ტბის დადგმა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კარგადაა განვითარებული საოპერო ხელოვნება. პირველი საოპერო თეატრი გაიხსნა კეიპტაუნში 1893 წელს. 2005 წელს ქვეყანაში კოსას ენაზე ითარგმნა და ეკრანიზებული იქნა ჟორჟ ბიზეს განთქმული ოპერა "კარმენი". ეს ქვეყანის ისტორიაში ოპერის პირველი თარგმანია ერთ-ერთ აფრიკულ ენაზე. კლასიკური ოპერის სიუჟეტი ადაპტირებულია აფრიკულ რეალიებთან – მოქმედება ვითარდება ქალაქ კეიპტაუნთან ახლოს მდებარე შავკანიანი მოსახლეობის სოფელში. მთავარი როლი შეასრულა თარგმანის ერთ-ერთმა ავტორმა – 29 წლის ვოკალის შემსრულებელმა ქალმა პოლინ მალეფანემ, რომელიც რამდენჯერმე წარმატებით ასრულებდა კარმენის პარტიას თეატრში.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ფილმები გამოდიოდა აფრიკაანსის ენაზე, შემდგომში ფილმების უმრავლესობა იქმნებოდა ინგლისურ ენაზე. ქვეყანაში პირველი ფილმი გადაღებული იქნა 1911 წელს, ხოლო პირველი კინოსტუდია — Killarney Film Studios, დაარსდა 1915 წელს იოჰანესბურგში. 1910-იან და 1920-იან წლებში ბევრი სამხრეთაფრიკული ფილმი იქმნებოდა დურბანთან ახლოს, რაც აიხსნება დამახასიათებელი სოფლის პეიზაჟების გამოყენებით. 1931 წელს გამოვიდა პირველი ხმოვანი ფილმი — «Sarie Marais».

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამხრეთაფრიკული ფილმი ცნობილია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბევრი უცხოური ფილმი გადაღებული იქნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. უკანასკნელ წლებში ყველაზე გახმაურებული ფილმი, რომელიც ქვეყანას ასახავდა იყო კინორეჟისორ ნეილ ბლომკამპის "რაიონი 9", რომელმაც 2010 წელს ოსკარის პრემიაზე მიიღო 4 ნომინაცია[70]. სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია რეჟისორ გევინ ჰუდის ფილმი "ცოცი", რომელმაც 2006 წელს ოსკარის 78-ე დაჯილდოებაზე აიღო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, ასევე საოპერო ფილმი U-Carmen eKhayelitsha, რომელმაც აიღო ოქროს დათვის პრიზი 2005 წლის ბერლინალეზე. 2015 წელს, ოლივერ ჰერმანუსის ფილმი "უსასრულო მდინარე" გახდა პირველი სამხრეთაფრიკული ფილმი, რომელიც შეირჩა ვენეციის კინოფესტივალზე ჩვენებისათვის.

2006 წლიდან იძლევიან ეროვნულ პრემია «South African Film and Television Awards»-ს (SAFTA), რომელიც ასევე ცნობილია როგორც «ოქროს რქები»[71].

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებობს კინემატოგრაფიული პროდუქციის 4 ძირითადი დისტრიბუტორი:

მხატვრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური სამხატვრო ხელოვნება ვითარდება XX საუკუნის დასაწყისიდან. ეროვნული მხატვრობის დამწყებებად ითვლებიან ჯერარ სეკოტო (პირველმა მოიპოვა აღიარება ევროპაში), ჯერარ ბჰენგუ და ჯორჯ პემბა. 1950–1960 წლებში გაჩნდა «თაუნშიპების ხელოვნების» მიმდევრობა, რომლის გამოკვეთილი წარმომადგენლებიც იყვნენ მხატვრები მჰლაბა დუმილე-ფენი და ეფრაიმ ნგატანე. ქვეყნის ყველაზე ცნობილი სკულპტორები არიან – ნ. გუმედე, ჯ. კუბჰეკი, გ. მავუსო, სიდნი კუმალო, ა. ეიჩაბი და სხვები.

თანამედროვე სამხრეთაფრიკელი მხატვრებია – ჯერემი ვაფერი, დიანა ვიქტორი, ტომი მოტსვაი დუმილე, გლადის მნგუდლანდუ, კარელ ნელი. ფართე აღიარება მიიღო შავკანიანი მხატვარი ქალის ჰელენ მაკგაბო სებიდას ხელოვნებამ, რომლის ნახატებშიც ასახულია ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში მოხდა 1990-იან წლებში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის არქიტექტურა წარმოადგენს ქვეყნის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების და ისტორიული კოლონიალური პერიოდის სარკეს. ამას გარდა, სხვა შორეული ქვეყნების გავლენამ თავისი წილი შეიტანა სამხრეთაფრიკული არქიტექტურული ლანდშაფტის მრავალფეროვნებაში.

ერთ-ერთმა ყველაზე უფრო გავლენიანმა არქიტექტორმა ჰერბერტ ბეიკერმა დააპროექტა მთავრობის შენობა ქალაქ პრეტორიაში. სხვა შენობებიდან აღსანიშნავია როდსის მემორიალი და წმინდა ჯორჯის ტაძარი კეიპტაუნში და სენტ ჯონსის კოლეჯი იოჰანესბურგში.

კაპურ-ჰოლანდიური არქიტექტურული სტილი შეიმჩნეოდა კაპის კოლონიის პირველივე დღეებიდანვე (XVII საუკუნე), რადგანაც კონცხის პირველი დამსახლებლები უპირატესად ჰოლანდიელები იყვნენ. ამ სტილის ფესვები მოდის შუა საუკუნეების ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ინდონეზიიდან. ამ სტილის შენობებს აქვთ დამახასიათებელი და ცნობადი დიზაინი, განსაკუთრებული თავისებურებაა დიდი, მკვეთრად მომრგვალებული ფრონტონები, რომლებიც გვაგონებენ ჰოლანდიურ სტილში აშენებულ ამსტერდამის თაუნჰაუზების თავისებურებებს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის პეიზაჟი შევსებულია ტრადიციული აფრიკული არქიტექტურით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უნიკალურმა სოციალ-პოლიტიკურმა ისტორიამ წარმოშვა ლიტერატურის ბევრი მიმართულება, რომელიც მოიცავს კოლონიამდელ ცხოვრებას, აპარტეიდის პერიოდს და ხალხის ცხოვრებას "ახალ ქვეყანაში".

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაბეჭდილი ნამუშევრების ბევრ პირველ შავკანიან ავტორს მისიონერული განათლება ჰქონდა მიღებული და მათი უმრავლესობა წერდა ინგლისურ და აფრიკაანსის ენაზე. ერთ-ერთი პირველი ცნობილი რომანი, რომელიც შავკანიანი ავტორის მიერ 1930 წელს აფრიკაანსის ენაზე იყო დაწერილი, იყო სოლომონ პლააკი ტშეკიშოს "Mhudi".

ცნობილი თეთრკანიანი სამხრეთაფრიკელი ინგლისურენოვანი მწერალია ნადინ გორდიმერი, რომელიც ჩრდილოირლანდიელი მწერლის შიმას ჰინის სიტყვებით არის ერთ-ერთი "წარმოსახვის პარტიზანი". ის გახდა პირველი სამხრეთაფრიკელი და მეშვიდე ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1991 წელს. მისი ყველაზე ცნობილი რომანი — "ხალხი ივლისში" დაიბეჭდა 1981 წელს, რომელმაც ასახა თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობის დასასრული.

ათოლ ფუგარდი, ვისი ნაწარმოებებიც რეგულარულად იდგმებოდა ქვეყნის ექსპერიმენტალურ თეატრებში, ლონდონში (სამეფო თეატრი) და ნიუ-იორკში. ოლივია შრეინერის "აფრიკული ფერმის ისტორია" (1883 წელი) იყო აღიარება ვიქტორიანულ ლიტერატურაში: მასში ბევრი ხედავს ფემინიზმის შეტანას რომანის ფორმაში.

ალან პეიტონმა 1948 წელს გამოაქვეყნა გახმაურებული რომანი — "იტირე, საყვარელო ქვეყანავ". მან აღწერა მოთხრობა შავკანიან ღვთისმსახურზე, რომელიც თავისი შვილის მოსაძებნად ჩამოვიდა იოჰანესბურგში და ეს ნაწარმოები საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. 1950-იანი წლების განმავლობაში, ჟურნალი "Drum" გახდა პოლიტიკური სატირის, ფანტასტიკის და ესეების ცენტრი, რითიც მხარს უჭერდა ქალაქის შავკანიან კულტურას.

აფრიკაანსის ენაზე მწერლებმა დაიწყეს მაშინდელი მთავრობისადმი არასასურველი ნაწარმოებების გამოქვეყნება. ბრეიტენ ბრეიტენბახი ჩასვეს ციხეში მისი აპარტეიდის წინააღმდეგ პარტიზანულ მოძრაობაში მონაწილეობის გამო. ანდრე ბრინკი იყო პირველი აფრიკანერი მწერალი, რომელსაც ხელისუფლებამ აუკრძალა ნაწარმოებების გამოქვეყნება მას შემდეგ, როდესაც მან გამოაქვეყნა რომანი "მშრალი თეთრი სეზონი" თეთრკანიანთა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე, სადაც ასახული იყო მთელი სიმართლე შავკანიან ადამიანზე, რომელიც დაიღუპა პოლიციაში დაკავების შემდეგ.

ჯონ მაქსველ კუტზეეს ნაშრომები პირველად გამოქვეყნებული იქნა 1970 წელს და მიიღო საერთაშორისო მხარდაჭერა 1983 წელს, როდესაც მან მიიღო ბუკერის პრემია რომანისათვის "მაიკლ კ-ს ცხოვრება და დრო". მისი 1999 წლის რომანისთვის — "სირცხვილი" მან მიიღო მეორე ბუკერის პრემია, ხოლო 2000 წელს მიიღო თანამეგობრობის მწერლების პრემია. ის ასევე 2003 წლის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია.

ინგლისელი მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ავტორი რომანებისა "ჰობიტი", "ბეჭდების მბრძანებელი" და "სილმარილიონი", დაიბადა ქალაქ ბლუმფონტეინში 1892 წელს.

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აქვს ზეპირსიტყვიერების მდიდარი ტრადიციები. რამდენიმე გავლენიანი სამხრეთაფრიკელი პოეტი, რომლებიც ცნობილები გახდნენ 1970-იან წლებში, არიან მონგანე უოლი სეროტე, რომლის ყველაზე უფრო ცნობილმა ნამუშევარმა "ბავშვმა არ უნდა იტიროს" ასახა ქვეყანაში შავკანიანი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება აპარტეიდის პირობებში. მეორე განთქმული შავკანიანი პროზაიკოსი ზაკეს მდა იმავე პერიოდში პოეზიიდან და პიესებიდან გადავიდა მწერლობაში. მისი რომანი, "სიწითლის ცენტრში" 2001 წელს დაიმსახურა თანამეგობრობის მწერალთა პრემია და გახდა სასკოლო პროგრამის ნაწილი ქვეყანაში.

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთაფრიკული სამზარეულო — მსოფლიო კულინარიული ხელოვნების სიმბიოზია. მიგრანტებმა მთელი მსოფლიოდან: ინგლისელებმა, ბერძნებმა, გერმანელებმა, პორტუგალიელებმა, ესპანელებმა, უნგრელებმა, მალაელებმა, ინდიელებმა, ჩინელებმა, არაბებმა და სხვა ბევრი ერის წარმომადგენლებმა აქ მოიტანეს საკუთარი კულინარული ტრადიციები.

პოპულარულად ითვლება კაპურ-ჰოლანდიური სამზარეულო, რომელიც XVII საუკუნიდან დაწყებული ვრცელდებოდა კეიპტაუნიდან ჩრდილოეთით, როდესაც ბურებმა იქიდან დაიწყეს მასობრივი მიგრაცია. მათი კერძები გაზავებულია სამხრეთ აფრიკაში ოსტ-ინდოეთის კომპანიის მუშების მიერ როდესღაც ინდოეთიდან შემოტანილი ბევრი სუნელებით და მწვანილებით.

სამხრეთაფრიკულ რაციონში აზიელებმა შემოიტანეს ტომატის საკმაზი, შემწვარი პარკოსნები, ბობოტები (შემწვარი ხორცი ხახვით და კვერცხებით), ბრინჯი (ფლავი), დარიჩინით შეზავებული გოგრის ბლინები, ჯანჯაფილის ორცხობილა, ევროპული სამზარეულოს ტიპის სუპები და სხვა.

ქვეყნის ბევრ ქალაქში ამზადებენ სუფთა ინდურ კერძებს: საკმაოდ ცხარე ტანდორი-ჩიკნს (შემწვარი წიწილა), ცხვრის ფლავს, ნანებს (პურის კვერები), სამოსის ღვეზელს, ბოსტნეულის და ხორცის რაგუს.

თვით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამზარეულო მდიდარია ზღვის პროდუქტებით (კიბორჩხალა, მიტილუსი, ხამანწკები, ლანგუსტები, კალმარები, ასევე თვითონ თევზი), რადგანაც ქვეყანას გააჩნია გრძელი საოკეანო სანაპირო. ჩრდილოეთის პროვინციებში პოპულარულია მარცვლეულისაგან დამზადებული კერძები, ყვითელი ან წითელი სიმინდის ფაფა, სორგო, ზეთში შემწვარი სიმინდის ტაროები, უხეშად დაფქვილი ფქვილის პური, ლობიო და სხვა.

პოპულარული კერძია — შემწვარი ხორცის ასორტი, წითელი ღვინით სოუზში მოშუშული ციცარის და კაკბის რულეტები.

ასევე ცნობილია ბრააის კერძი — ხბოს, ღორის, ცხვრის, ქათმის ხორცი, ან სახლში ცხარედ შეზავებული ძეხვი, რომელიც სუფრაზე მიაქვთ მწვანილთან, ბოსტნეულთან, ბოლოკთან, პომიდორთან, სხვადასხვა სანელებლებთან, ასევე შემწვარ კარტოფილთან ერთად.

მეღვინეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ღვინის მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა, ერთ-ერთი საუკეთესო ვენახები მდებარეობენ ქვეყნის ქლაქების — სტელენბოსის, ფრანსხუკის, პაარლის და ბერიდეილის ახლოს მდებარე ველებზე. სამხრეთაფრიკულ ღვინოს აქვს ისტორია, რომელიც იწყება 1659 წლიდან და ერთ დროს კეიპტაუნის ქალაქ-თანამგზავრ კონსტანციასთან მდებარე გრუტ-კონსტანციის ტერიტორიაზე დამზადებული ღვინო ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. ღვინის საერთაშორისო ბაზარზე მისმა მოღვაწეობამ გამოიწვია ახალი ენერგიის და ახალი ინვესტიციების მოზღვავება.

არსებობს სამხრეთაფრიკულ ღვინოების დაახლოებით 60 დასახელება, რომლის რეალიზება დაიწყო 1973 წელს რეგიონებში, ოლქებში და რაიონებში. 2012 წელს ქვეყანაში დაიკრიფა 1 839 030 ტონა ყურძენი[72], რითაც ის მსოფლიოში მეათე ადგილზე დგას. სამხრეთაფრიკული ღვინო 100 %-ით უნდა იყოს ყურძნისაგან დამზადებული. "Single vineyard"-ის ღვინო ნაწარმოები უნდა იყოს განსაკუთრებული ფართობიდან, რომლის ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებია. "Estate Wine" შეიძლება დამზადდეს მეზობელ მეურნეობებში. ქვეყანაში არსებობს ისეთი ტერიტორიები და ადგილები, რომლის კლიმატი და ნიადაგი თითქმის შეესაბამება ევროპულ აპელასიონს.[73]

ლუდის დამზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე მოდის ლუდის აფრიკის ბაზრის 34 % და სავარაუდოდ იგი უახლოეს 5 წელიწადში ყოველწლიურად გაიზრდება 8-10 %-ით. ქვეყანაში ლუდის მოხმარება 2012 წელს ერთ ადამიანზე საშუალოდ მოდიოდა 60 ლიტრი, რაც საშუალოდ 14,6 ლიტრით მეტია მთელი აფრიკის მაჩვენებელზე და 22 ლიტრით მეტი მსოფლიო მაჩვენებელზე.

დღეისათვის სამხრეთაფრიკული ლუდსახარში ქარხნები აკონტროლებენ ქვეყნის ლუდის ბაზრის დიდ უმრავლესობას და იმპორტული მარკების გამოკლებით, როგორებიცაა: "Heineken", "გინესი" და სხვა, ისინი ფლობენ და აწარმოებენ ქვეყნის ყველა ძირითად ლუდის მარკებს, ასევე ფლობენ "Miller's Genuine Draft" (ამერიკული), "Peroni", "Pilsner Urquell" და სხვა ბევრს, რის გამოც სამხრეთაფრიკული ლუდსახარში ქარხნები სიდიდით მეორეა მსოფლიოს ლუდსახარშ ქარხნებს შორის. ყველაზე უფრო პოპულარული და ძვირფასიანი ბრენდია "Carling Black Label", რომელიც ყველაზე უფრო მეტადაა დაჯილდოვებული ქვეყანაში და ფლობს 20 პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოს. ისინი ასევე აწარმოებენ "Castle Lager", "Hansa Pilsner" და "Castle Lite".

Jo'burg beer ინდივიდუალური ბიზნესის ნაწარმი და იაფი სასმელია, რომელიც ნაკლებშემოსავლიან მოსახლეობას შორის დომინირებს და მოიცავს ტრადიციული ლუდის დამზადების ხერხებს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სხვა ჩვეულებრივი სპირტიანი ლუდია ნამიბიური "Windhoek Lager" და "Tafel Lager", რომლებიც ნაწარმოებია რაინჰაიტსგებოტის კანონის საფუძველზე.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომინიდების ნასახლარები სხვადასხვა პროვინციებში; ისიმანგალისოს და დრაკენბერგის პარკები, მაპუნგუბვეს სამეფოს კულტურული ლანდშაფტი.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სპორტის ყველაზე უფრო პოპულარული სახეობებია ფეხბურთი, რაგბი და კრიკეტი.[74] სპორტის სხვა სახეობებს შორის უფრო მეტად გავრცელებულია ცურვა, მძლეოსნობა, გოლფი, კრივი, ჩოგბურთი და ნეთბოლი. თუმცა ახალგაზრდებს შორის უფრო პოპულარული ხდება საფეხბურთო გუნდები და სპორტის სხვა სახეობები, როგორებიცაა კალათბურთი, სერფინგი და სკეიტბორდინგი.

ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობდნენ უცხოეთის დიდ საფეხბურთო კლუბებში, წარმოადგენენ სტივენ პიენაარი, ლუკას რადებე, ფილ მასინგა, ბენი მაკარტნი, აარონ მოკოენა და დელრონ ბაკლი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2010 წელს ჩატარდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი და ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ქვეყანა შეაფასა 10-დან 9 ბალით ღონისძიების საუკეთესოდ ჩატარებისათვის.[75]

ქვეყანაში განთქმული მოკრივეები არიან ჯეიკობ მატლალა, ვუიანი ბუნგუ, ველქომ ნქიტა, დინგაან თობელა, ჯერი კუტზეე და ბრაიან მიტჩელი. დურბანელმა სპორტსმენმა ჯორდი სმიტმა 2010 წელს გაიმარჯვა სერფინგში და დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოში. სამხრეთაფრიკელი ავტომრბოლელი ჯოდი შექტერი 1979 წელს გახდა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონი. დღეისათვის ცნობილი კრიკეტის მოთამაშეები არიან აბრაჰამ ბენჯამინ დე ვილიერსი, ჰაშიმ ამლა, დეილ სტეინი, ვერნონ ფილანდერი, ფრანკ დუ პლესი და სხვები. უმრავლესობა მათგანი ასევე მონაწილეობს ინდოეთის პრემიერ ლიგაში.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ასევე თამაშობენ მრავალრიცხოვანი, მსოფლიო კლასის რაგბისტები, რომელთა შორისაა ფრანსუა პიენაარი, იოოსტ ვან დერ ვესტუიზენი, დენი ქრეივენი, ფრიკ დუ პრეეზი, ნაას ბოთა და ბრაიან ჰაბანა. 1995 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, სადაც მასპინძლებმა გაიმარჯვეს. მათ ასევე გამარჯვება მოიპოვეს 2007 წელს საფრანგეთში ჩატარებულ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში. 1996 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს მათსავე ქვეყანაში ჩატარებულ აფრიკის ერთა თასის ტურნირში და ჩემპიონები გახდნენ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ასევე 2003 წელს ჩატარდა მსოფლიო თასი კრიკეტში, ხოლო 2007 წელს ჩატარდა Twenty20-ის საერთაშორისო ჩემპიონატი კრიკეტში.

გოლფისტი გარი პლეიერი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ, რომელმაც ხუთ მოთამაშეს შორის ერთ-ერთმა კარიერაში მოიპოვა "დიდი მუზარადი". სხვა სამხრეთაფრიკელი მოთამაშეები, რომლებმაც მოიგეს დიდი ტურნირები არიან ბობი ლოკი, ერნი ელსი, რეტიეფ გოოსენი, ტიმ კლარკი, ტრევორ იმელმანი, ლუის ოოსთუიზენი და შარლ შვარტზელი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებში პირველად მონაწილეობა მიიღეს 1904 წელს და ისინი 1960 წლამდე გამოდიოდნენ ყველა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. 1962 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპარტეიდული პოლიტიკის პასუხად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1761 რეზოლუციის მიღების შემდეგ, ქვეყანას აეკრძალა თამაშებში მონაწილეობა. (მხოლოდ ეს არ ეხებოდა პარაოლიმპიურ თამაშებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დებიუტი პარაოლიმპიურ თამაშებში შედგა 1964 წელს და ქვეყანა იქ მონაწილეობდა 1976 წლამდე, რის შემდეგაც 1980 წელს ნიდერლანდებში ჩატარებულ პარაოლიმპიურ თამაშებში ნიდერლანდების ხელისუფლებისა და სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სპორტსმენები თამაშებში არ დაუშვეს. მას შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1992 წლამდე პარაოლიმპიურ თამაშებში არ მონაწილეობდა.[76][77])

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო 1990 წელს, რის შემდეგაც ქვეყანა კვლავ დაუბრუნდა ოლიმპიურ მოძრაობას. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1991 წელს და ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში (ასევე 1992 წლის ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებში). სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ასევე მონაწილეობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 1960 წელს და 1994 წლიდან 2010 წლის ჩათვლით.

სამხრეთაფრიკელმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში მოიპოვეს 76 მედალი (23 ოქრო, 26 ვერცხლი, 27 ბრინჯაო), რომლიდანაც ყველაზე უფრო მეტი მოპოვებული იქნა მძლეოსნობაში (24), კრივში (19) და ცურვაში (15). ყველაზე ბოლო ოლიმპიური მედალი მოპოვებული იქნა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც 11 აგვისტოს ვერცხლის მედალს დაეუფლა საშუალო დისტანციაზე მორბენალი კასტერ სემენია.

ცნობილი სამხრეთ-აფრიკელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სადღესასწაულო დღეებია:[78]

თარიღი დასახელება
1 იანვარი ახალი წელი
21 მარტი ადამიანის უფლებების დღე
აღდგომის წინა პარასკევი დიდი პარასკევი
აღდგომის შემდგომი ორშაბათი ოჯახის დღე
27 აპრილი დამოუკიდებლობის დღე
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე
16 ივნისი ახალგაზრდობის დღე
9 აგვისტო ქალთა ეროვნული დღე
24 სექტემბერი მემკვიდრეობის დღე
16 დეკემბერი თანხმობის დღე
25 დეკემბერი ქრისტეს შობა
26 დეკემბერი საჩუქრების დღე

საკანონმდებლო აქტი (No 36, 1994)[79] ადგენს, რომ თუ ეროვნული დღესასწაული აღინიშნება კვირა დღეს, მაშინ მისი შემდგომი ორშაბათი ითვლება სადღესასწაულო და დასვენების დღედ.[78]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აფრიკის პოლიტიკური რუკა
  2. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორია, Southafrican
  3. Hendrik Frensch Verwoerd. South African History Online. ციტატა: „On 5 October 1960 a referendum was held in which White voters were asked "Do you support a republic for the Union?" — 52 percent voted 'Yes'.“ წაკითხვის თარიღი: 9 March 2013.
  4. South Africa Profile. Nti.org. წაკითხვის თარიღი: 30 October 2011.
  5. John Pike. Nuclear Weapons Program (South Africa). Globalsecurity.org. წაკითხვის თარიღი: 30 October 2011.
  6. Post-Apartheid South Africa: the First Ten Years – Unemployment and the Labor Market. IMF.
  7. Zuma surprised at level of white poverty — Mail & Guardian Online: The smart news source. Mail & Guardian (18 April 2008). წაკითხვის თარიღი: 30 May 2010.
  8. South Africa. Human Development Report. United Nations Development Programme (2006). წაკითხვის თარიღი: 28 November 2007.
  9. Ridicule succeeds where leadership failed on AIDS. South African Institute of Race Relations (10 November 2006).
  10. 10.0 10.1 Broke-on-Broke Violence. წაკითხვის თარიღი: 6 July 2011.
  11. COHRE statement on Xenophobic Attacks. წაკითხვის თარიღი: 6 July 2011.
  12. (2008) რედ. Jonathan Crush: The perfect storm: the realities of xenophobia in contemporary South Africa. Idasa, გვ. 1. ISBN 978-1-920118-71-6. წაკითხვის თარიღი: 26 June 2013. 
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 United Nations High Commissioner for Refugees. UNHCR Global Appeal 2011 – South Africa. UNHCR. წაკითხვის თარიღი: 30 October 2011.
  14. Term Limits in Africa“, The Economist, 6 April 2006. წაკითხვის თარიღი: 26 June 2013. 
  15. Constitution of the Republic of South Africa Act 200 of 1993 (Section 224). South African Government (1993). წაკითხვის თარიღი: 2008-06-23.
  16. L B van Stade. (1997)Rationalisation in the SANDF: The Next Challenge. Institute for Security Studies. წაკითხვის თარიღი: 2008-06-23.
  17. C J OPS Briefs Media on Deployments. წაკითხვის თარიღი: 22 January 2013.
  18. 18.0 18.1 Statistics South Africa
  19. 19.0 19.1 SouthAfrica.info
  20. SouthAfrica.Info website by International Marketing Council of South Africa. Geography (ინგლ.)
  21. მოსახლეობის აღწერა-2011 citypopulation
  22. მოსახლეობის აღწერა-2011 geohive
  23. Mid-year population estimates, 2013. Statistics South Africa.
  24. ფაქტების წიგნი. აშშ-ის ცსს.
  25. Table: Census 2001 by province, gender, religion recode (derived) and population group.. Census 2001. Statistics South Africa. წაკითხვის თარიღი: 2009-04-27. Select all 26 religions, click "Continue".
  26. Religion codes in the 2001 census data
  27. 27.0 27.1 (2004) Census 2001: Primary Tables: Census '96 and 2001 compared. Pretoria: Statistics South Africa, გვ. 25–28. ISBN 0-621-34320-X. წაკითხვის თარიღი: 1 December 2014. 
  28. Census 2011 Frequently Asked Questions (FAQ). statssa.gov.za. წაკითხვის თარიღი: 22 October 2012.
  29. Fewer religious people in SA – survey“, news24.com, 10 August 2012. წაკითხვის თარიღი: 2 November 2012. 
  30. (2015) „Believers in Christ from a Muslim Background: A Global Census“. IJRR 11. წაკითხვის თარიღი: 6 December 2015. 
  31. Import Partners of South Africa. CIA World Factbook (2012). წაკითხვის თარიღი: 2013-07-27.
  32. Export Partners of South Africa. CIA World Factbook (2012). წაკითხვის თარიღი: 2013-07-27.
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 Yager, Thomas R.. (September 2010)The Mineral Industry of South Africa. US Geological Survey. დაარქივებულია ორიგინალიდან 6 March 2012-ში.
  34. Nationalisation in South Africa: A debate that will persist“, The Economist, 3 December 2011. 
  35. Results-Based Country Strategy Paper, 2008–2012. African Development Bank (October 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან 6 March 2012-ში.
  36. South Africa's coal future looks bright
  37. The World Factbook: South Africa. წაკითხვის თარიღი: 2016-05-12.
  38. Fishing in South Africa, Country-Data (ინგლ.)
  39. 39.0 39.1 39.2 Daten bei indexmundi.com (ინგლ.), abgerufen am 20. April 2013
  40. CIA World Factbook
  41. Road Traffic Act No 29 of 1989
  42. Transportation: Roads. South Africa:– Stats and Facts. წაკითხვის თარიღი: 15 June 2010.
  43. National adult literacy rates (15+), youth literacy rates (15–24) and elderly literacy rates (65+). UNESCO Institute for Statistics.
  44. 44.0 44.1 A parent's guide to schooling. წაკითხვის თარიღი: 31 August 2010.
  45. Education in South Africa. SouthAfrica.info. წაკითხვის თარიღი: 20 June 2010.
  46. Bantu Education. Overcoming Apartheid. წაკითხვის თარიღი: 20 June 2010.
  47. Shocking cost of SA’s universities“, fin24.com, 18 January 2015. წაკითხვის თარიღი: 19 January 2015. 
  48. Human Development Report 2009 – South Africa. Hdrstats.undp.org. წაკითხვის თარიღი: 30 May 2010.
  49. Peoples Budget Coalition Comments on the 2011/12 Budget დაარქივებული მაისი 16, 2012 საიტზე Wayback Machine
  50. 50.0 50.1 ‘Clinic-in-a-Box’ seeks to improve South African healthcare. SmartPlanet. დაარქივებულია ორიგინალიდან 30 July 2013-ში. წაკითხვის თარიღი: 25 August 2013.
  51. What does the demand for healthcare look like in SA?. Mediclinic Southern Africa. წაკითხვის თარიღი: 25 August 2013.
  52. 52.0 52.1 52.2 Motsoaledi to reform private health care. Financial Mail. წაკითხვის თარიღი: 25 August 2013.
  53. South Africa. ICAP at Columbia University. წაკითხვის თარიღი: 25 August 2013.
  54. HIV and AIDS estimates (2013).
  55. South Africa HIV & AIDS Statistics. AVERT.org. წაკითხვის თარიღი: 6 May 2013.
  56. 56.0 56.1 AIDS orphans. Avert. წაკითხვის თარიღი: 8 October 2006.
  57. Sack SA Health Minister – world's AIDS experts. afrol News. წაკითხვის თარიღი: 8 October 2006.
  58. Situation Analysis. HIV & AIDS and STI Strategic Plan 2007–2011 (PDF). info.gov.za. წაკითხვის თარიღი: 26 June 2013.
  59. Zuma announces AIDS reforms. UNPAN. წაკითხვის თარიღი: 9 March 2010.
  60. Attack on press freedom hits the poor, Imraan Buccus, The Star, 2012
  61. Oilgate: We've been gagged - Mail & Guardian დაარქივებული მაისი 31, 2012 საიტზე Wayback Machine
  62. Ban on cartoons 'worrying'“, News24, 5 February 2006. 
  63. SABC 'blacklisted commentators' News24 დაარქივებული სექტემბერი 30, 2007 საიტზე Wayback Machine
  64. Rossouw, Mandy. “International media sound the alarm bells“, Mail & Guardian, 13 August 2010. წაკითხვის თარიღი: 2010-08-28. 
  65. Black middle class explodes“, FIN24, 22 May 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-08-22-ში. 
  66. History of Scouting in South Africa. History of Scouting in South Africa. South African Scout Association (2006). წაკითხვის თარიღი: 30 November 2006.
  67. Radford, Tim. “World's Oldest Jewellery Found in Cave“, Buzzle.com, 16 April 2004. წაკითხვის თარიღი: 16 April 2011. 
  68. The Nobel Prize in Literature: John Maxwell Coetzee“, Swedish Academy, 2 October 2003. წაკითხვის თარიღი: 2 August 2009. 
  69. South African music after Apartheid: kwaito, the "party politic," and the appropriation of gold as a sign of success“. 
  70. South Africa’s film industry
  71. About the SAFTAs (The South African Film and Television Awards)
  72. Faostat გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
  73. Wine of Origin booklet (PDF). SAWIS (13 August 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან 27 September 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 20 June 2007.
  74. Sport in South Africa. SouthAfrica.info. წაკითხვის თარიღი: 28 June 2010.
  75. Cooper, Billy. (12 July 2010)South Africa gets 9/10 for World Cup. Mail & Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან 15 July 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 9 September 2010.
  76. "'The Netherlands against Apartheid' - 1970s", International Institute of Social History
  77. South Africa at the Paralympics, International Paralympic Committee
  78. 78.0 78.1 Public holidays. Government Communications (GCIS) (2008-03-28). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-28-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-03-29.
  79. Page redirection