შინაარსზე გადასვლა

ტაჯიკეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაჯიკეთის რესპუბლიკა
Ҷумҳурии Тоҷикистон
ტაჯიკეთი
ტაჯიკეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: სურუდი მილი
ტაჯიკეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დუშანბე
38°33′ ჩ. გ. 68°48′ ა. გ. / 38.550° ჩ. გ. 68.800° ა. გ. / 38.550; 68.800
ოფიციალური ენა ტაჯიკური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი
 -  პრ.-მინისტრი აკილ აკილოვი
ფართობი
 -  სულ 143 100 კმ2 (98-ე)
 -  წყალი (%) 1.8
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 8 610 000[1] (98-ე)
 -  2010 აღწერა 6 127 000 
 -  სიმჭიდროვე 48,6 კაცი/კმ2 (155-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $17.555[2] მილიარდი (128-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2,247 
აგი (2007) 0.673 (საშუალო) (122-ე)
ვალუტა სომონი (TJS)
დროის სარტყელი UTC+05:00
ქვეყნის კოდი TJK
Internet TLD .tj
სატელეფონო კოდი 992

ტაჯიკეთი (ტაჯ. Тоҷикистон) ოფიციალურად ტაჯიკეთის რესპუბლიკა (ტაჯ. Ҷумҳурии Тоҷикистон) — მთიანი, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. 2013 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს, ხოლო ფართობი 143 100 კმ²-ს. ტაჯიკეთს სამხრეთით ესაზღვრება ავღანეთი, დასავლეთით უზბეკეთი, ჩრდილოეთით ყირგიზეთი და აღმოსავლეთით ჩინეთი. პაკისტანს ესაზღვრება სამხრეთში, გამოყოფილი ვიწრო ვახანის დერეფანით. ტაჯიკების ტრადიციული სამშობლო, ავღანეთთან და უზბეკეთთან ერთად.

  • ოფიციალური: ტაჯიკეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Тоҷикистон / تاجکستان; Jumhurii Tojikiston.
  • ეტიმოლოგია : სახელწოდება სავარაუდოდ თურქული tasi-საგან უნდა მომდინარეობდეს, რაც „მუსლიმს“ ნიშნავს.

1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1991-1993 წლებში რეგიონულ კლანურ დაჯგუფებებს შორის გაჩაღდა მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 1997 წელს ცეცხლი შეწყვეტილ იქნა, რამაც 1999 წელს არჩევნების ჩატარება გახადა შესაძლებელი. ქვეყნის სამხრეთ საზღვრებს რუსეთის ჯარი იცავს, რომელიც ამგვარად ანეიტრალებს ავღანეთიდან შუა აზიის რეგიონში ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელების საფრთხეს. 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ტაჯიკეთის ტერიტორიაზე აშშ-ს ბაზა განლაგდა.

ტაჯიკეთის რესპუბლიკა

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. იგი ესაზღვრება ჩინეთს, ავღანეთს, უზბეკეთს და ყირგიზეთს. ფართობი 143 100 კვ. კმ-ს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი მთებს უკავია, მათ შორის ტიან-შანს. ტერიტორიის ნახევარი 3 ათას მეტრზე მაღლა მდებარეობს. ტაჯიკეთის საზღვარი ავღანეთთან გადის ამუ-დარიასა და ფიანჯზე.

  • სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ე. რახმონი (1994 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (63+33 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთის ადმინისტრაციული ერთეულებია - 3 ოლქი (viloyat - ხატლონის, სოგდის, კაროტეგინის) და 1 ავტონომიური ოლქი (viloyati mukhtor – მთიანი ბადახშანი). გარდა ამისა, დედაქალაქ დუშანბეს დაქვემდებარებაშია საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

ტაჯიკი ქალები
  • მოსახლეობა - 6.863 ათასი (2003), მათ შორის 65 % ტაჯიკი, 25 % უზბეკი, 3,5 % რუსი.
  • სახელმწიფო ენა - ტაჯიკური. სხვა ენები - რუსული.
  • რელიგია - ისლამი.
  • დედაქალაქი - დუშანბე (590 ათასი), დიდი ქალაქები - ხუჯანდი (ყოფ. ლენინაბადი, 156), კულობი (ყოფ. კულიაბი, 82), კურგონტეპა (ყოფ. კურგან-ტიუბე, 63), უროტეპა (ყოფ. ურა-ტიუბე, 54).

ტაჯიკეთი ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა არა მარტო დსთ-ს სივრცეში, არამედ მსოფლიოში. მისი მთავარი რესურსებია: ჰიდროენერგია, ნავთობის მცირე მარაგი, ურანი, ვერცხლისწყალი, მურა ქვანახშირი, ტყვია, თუთია, ვოლფრამი, ვერცხლი, ოქრო. შემოსავლების წყაროა საექსპორტო პროდუქტები - ბამბა, კვების პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომონი;

ტაჯიკეთი კულტურის თვალსაზრისით მჭიდროდაა დაკავშირებული უზბეკეთთან, ირანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ცნობილია შუა საუკუნეების ბევრი ტაჯიკი მოღვაწე, მწერალი თუ მეცნიერი, რომლებიც ირანულ კულტურულ სამყაროსთან ასოცირდება (ომარ ხაიამი, იბნ სინა და სხვა). საბჭოთა ეპოქაში რეგიონის ეთნოკულტურული თავისებურებების გაუთვალისწინებლად ეროვნულ რესპუბლიკებს შორის საზღვრების ხელოვნურმა დაწესებამ ეს ერთიანობა დაარღვია. ამ ეპოქიდან ცნობილია ტაჯიკური თეატრი და რამდენიმე ნოველისტი.

  • Historical Dictionary of Tajikistan by Kamoludin Abdullaev and Shahram Akbarzadeh
  • Land Beyond the River: The Untold Story of Central Asia by Monica Whitlock
  • Tajikistan: Disintegration or Reconciliation by Shirin Akiner
  • Tajikistan: The Trials of Independence by Shirin Akiner, Mohammad-Reza Djalili and Frederic Grare
  • Tajikistan and the High Pamirs by Robert Middleton, Huw Thomas and Markus Hauser, Odyssey Books, Hong Kong 2008 (ISBN 978-9-622177-73-4)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. De Wulf, Martin. Population Pyramids of the World: Tajikistan 2015. populationpyramid.net. ციტირების თარიღი: 28 February 2016.
  2. Tajikistan profile at. International Monetary Fund website. ციტირების თარიღი: 22 April 2012.