პიეტრო პერუჯინო
| პიეტრო პერუჯინო | |
|---|---|
|
პერუჯინოს ავტოპორტრეტი 1497–1500 | |
| სრული სახელი | პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩი |
| დაიბადა | 1446 |
| დაბადების ადგილი | უმბრიის რეგიონი, ჩიტა-დელა-პიევეს კომუნა, პაპის ოლქი, იტალია |
| გარდაიცვალა | 1523 |
| გარდაცვალების ადგილი | ფონტინიანო, პერუჯა, პაპის ოლქი, იტალია |
| ეროვნება | იტალიელი |
| სფერო | ფერწერა, ფრესკა |
| მიმდინარეობა | რენესანსი |
| ცნობილი ნამუშევრები | „გასაღებების გადაცემა“ |
| მასზე გავლენა მოახდინა | პიერო დელა ფრანჩესკა, ანდრეა დელ ვეროკიო |
| მან გავლენა მოახდინა | რაფაელი |
პიეტრო პერუჯინო, პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩი (იტალ. Pietro Perugino, Pietro di Cristoforo Vannucci; დ. 1446 — გ. 1524) — იტალიური რენესანსის ეპოქის იტალიელი ფერმწერი, გვიანდელი კვატროჩენტოს უმბრიის სკოლის წარმომადგენელი, რაფაელის მასწავლებელი. განიცადა გავლენა პიერო დელა ფრანჩესკასი, ნიდერლანდელი ოსტატებისა, აგრეთვე ვეროკიოსი, რომლის სახელოსნოში მუშაობდა ფლორენციაში 1470 წლიდან. პერუჯინოს ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მჭვრეტელობითი განწყობილება, წყნარი კომპოზიციური რიტმი, ლირიკული პეიზაჟური ფონი. მისი შემოქმედება ახლოს იდგა მაღალი აღორძინების კლასიკურ ხელოვნებასთან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ჩიტა-დელა-პიევეს კომუნაში, ქალაქ პერუჯადან 35 კმ-ში. ადგილობრივ მხატვართან სწავლების შემდეგ 1470 წელს ჩამოვიდა ფლორენციაში და შევიდა ანდრეა დელ ვეროკიოს სახელოსნოში.
1481 წელს უკვე ცნობილი დიდი მხატვარი, იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრების რიცხვში, მიწვეული იქნა რომში პაპის სიქსტუს IV-ს მიერ სიქსტეს კაპელას მოხატვაში მონაწილეობის მისაღებად.
პერუჯინო მუშაობდა იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ყველაზე მეტად პერუჯაში, სადაც ის ხელმძღვანელობდა დიდ სახელოსნოს. XV საუკუნის 80-90-იან წლებში პერუჯინო იყო ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი მხატვარი. მისი მოწაფეებიდან ყველაზე ცნობილია — რაფაელი.
პერუჯინოს საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება 1500 წლამდე შექმნილი ნამუშევრები. მათ შორი გამოიყოფა „გასაღებების გადაცემა“, რომელიც გამოირჩევა კომპოზიციის გრაციოზულობით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათია — „ქრისტეს დატირება“.
პერუჯინო გარდაიცვალა 1524 წელს ქალაქ პერუჯაში ჭირისგან. მისი მოწაფის რაფაელის გარდაცვალების შემდეგ პერუჯინომ დაასრულა რაფაელის მიერ დაუმთავრებელი ფრესკები პერუჯას ეკლესიში.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრესკა „გასაღებების გადაცემა“ ვატიკანში სიქსტეს კაპელაში, 1481—1482;
- „წმინდა სებასტიანი“
- „ქრისტეს დატირება“, დაახლოებით 1494-1495, უფიცის გალერეა, ფლორენცია;
- ფრესკა „ჯვარცმა“ სანტა-მარიას ეკლესია ფლორენცია, 1496
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Gonfalone con la Pietà“
- „Albani Torlonia Altarpiece“
- „ღვთისმშობლის დაწინდვა“
- „Annunciazione di Fano“
- „Madonna Gambier Parry“
- „ქრისტეს ნათლობა“ სიქსტეს კაპელა
- „გასაღებების გადაცემა“, სიქსტეს კაპელა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 39.