ბჰუტანი
| ბჰუტანის სამეფო |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
| ჰიმნი: ძონგ-კე. འབྲུག་ཙན་དན დრუკ ცენძენი მგრგვინავი დრაკონის სამეფო |
||||||
| დედაქალაქი და | თიმფუ 27°28′ ჩ. გ. 89°38′ ა. გ. / 27.467° ჩ. გ. 89.6417° ა. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ძონგკხა, ინგლისური | |||||
| მთავრობა | მონარქია | |||||
| - | მეფე | ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი | ||||
| - | პრემიერ მინისტრი | ცჰერინგ ტობგაი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 38 394 კმ2 (133-ე) | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2018 შეფასება | 754 388 (165-ე) | ||||
| - | 2017 აღწერა | 727 145[1] | ||||
| - | სიმჭიდროვე | 19,3 კაცი/კმ2 (162-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2018 შეფასება | |||||
| - | სულ | $7.701 მილიარდი | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $9426 | ||||
| აგი (2019) | 0.654 საშუალო · 129-ე |
|||||
| ვალუტა | ბუტანური ნგულტრუმი (BTN) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC+06:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | 975 | |||||
| ISO 3166 კოდი | BTN | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .bt | |||||
ბჰუტანი (ძონგ-კე. འབྲུག་ཡུལ་) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აზიაში. სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ბჰუტანელები საკუთარ სახელმწიფოს უწოდებენ დრუკ იული (ძონგ-კე. འབྲུག་ཡུལ་), რაც „ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას“ ნიშნავს. ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა. 1999 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელი შეუწყო ინტერნეტის აღდგენამ, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებად შედინებამ. ბჰუტანის მოსახლეობა 2017 წლის მიხედვით 727 145[1] კაცია. ქვეყნის ტერიტორია ჩინეთთან საზღვრის დემარკაციის შემდეგ 47 000 კვ. კმ-დან 38 394 კვ. კმ-მდე შემცირდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიუხედავად იმისა, რომ არსებობეს მოსაზრება, თითქოს ბჰუტანის ტერიტორია 2000 წლის წინაც იყო დასახლებული, ამის დოკუმენტური ან ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობს. ქვეყნის ისტორია ეპიზოდურადაა ცნობილი, რისი მიზეზიც ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქში პუნაქაში ხანძრის შედეგად განადგურებული ბიბლიოთეკაა. ამდენად ქვეყნის ისტორია ნახევრად ლეგენდების დონეზა ცნობილი. ბუდიზმმა ქვეყანაში, როგორც მიიჩნევენ ჯერ კიდევ II საუკუნეში შეაღწია. მეფემ, ტიბეტა სონგცე ტამპომ, ლეგენდის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე ააშენა ორი ტაძარი (კაიჩუ ლაკხანგი პაროში და ჯამბეი ლაკხანგი ბუმტანგში), რომლებიც დღემდე არსებობენ და რელიგიური რიტუალების აღსრულების უმნიშვნელოვანესი ადგილებია. ბჰუტანის ბუდიზმი, დრუკპა კაგიუ, სათავეს იღებს ცანგპა გიარე ეშე დორჟისაგან, რომელმაც ტიბეტში, ქალაქ რალუნგში, დააარსა მონასტერი დრუკი (დრაკონი). ტიბეტელი მღვდელი და მხატვარი ნგავანგ ნიამგალი (შაბდრუნგი) (1594—1651) 1616 წელს ხდება მეფე, მან შეძლო ბჰუტანის გაერთიანება, და დაიწყო აქტიური სამუშაოები დძონგოების ციხესიმაგრეების გასამაგრებლად. შაბდრუნგის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა სამოქალაქო ომმა მოიცვა, რომელიც თითქმის ორასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ორი დუარი (კარი). ასამიის კარი და ბენგალის კარი-ტერიტორიები, რომლებიც პირდაპირ გასასვლელს იძლეოდნენ მთებიდან მდინარე ბრახმაპუტრაზე.
ბჰუტანის ხელახალი გაერთიანება შეძლო მეფე უგენ ვანგჩუკმა. პირველი მეფე, რომელმაც 1907 წელს ჩამოაყალიბა ახალი დინასტია. 1920 წელს პირველმა მეფემ ხელშეკრულება გააფორმა დიდ ბრიტანეთთან და ამით მისი მოკავშირე გახდა. სამაგიეროდ კი მიიღო დაპირება, რომ დიდი ბრიტანეთი მის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბჰუტანის იზოლაცია. მან შეძლო თავიდან აეცილებინა მსიფლიო ომებში მონაწილეობა.

1949 წელს, როცა ინდოეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბჰუტანიც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. თუმცა იზოლაციონალისტური პოლიტიკის გამო ქვეყანა არ იყო წარმოდგანელი არც გაეროში და არც საერთაშორისო ორგანიზაციებში, რის გამოც მსოფლიო ამ ქვეყანას განიხილავდა, როგორც ინდოეთის გავლენის სფეროდ. საბოლოოდ ბჰუტანს ბრძოლა მოუწია, რათა გამხდარიყო გაეროს წევრი. 1952 წელს ტახტზე ადის ბჰუტანის მესამე მეფე ჯიგმე დორჯი ვანგჩუკი, რომელიც იწყებს ზრუნვას ქვეყნის მოდერნიზაციისათვის. ჩინეთის ტიბეტში შეჭრის გამო ბჰუტანი იძულებული გახდა ინდოეთთან გაეფორმებინა სამხედრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბჰუტანის უსაფრთხოება ინდოეთს უნდა უზრუნველყო. დღესაც ინდოეთია ბჰუტანის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ 1971 წელს გახდა ბჰუტანი გაეროს წევრი.
ბჰუტანის მეოთხე მეფე, ჯიგმე სინგე ვანგჩუკი, ტახტზე ავიდა 1972 წელს. მისი მეფობისას ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტებისა და უცხოელების შეზღუდული რაოდენობა იშვებოდა. მეფემ უზრუნველყო ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურით (ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები) თან ისე, რომ ეკოლოგიას მინიმალური ზარალი მიადგა. 1998 წელს მეფემ მართვა მინისტრთა საბჭოს გადასცა, რითაც უზრუნველყო აღმასულებელი ხელისუფლების მუდმივი ცვალებადობა. 2002 წელს ქვეყანაში დაარსდა ნაციონალური ტელევიზია (მანამდე ქვეყანაში ტელევიზია აკრძალული იყო). ბოლო წლებში ბჰუტანმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ის კვლავ მკაცრად იცავს ეროვნულ ტრადიციებს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოლიტიკური მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის მონაცემებით ბჰუტანის მოსახლეობა შეადგენდა 672 425 კაცს. თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში გაეროს და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები არ დაიშვებიან მსგავსი საქმიანობის ჩასატარებლად, აღნიშნული ციფრები საეჭვოა. მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 3-ჯერ მეტი მოსახლე მაინც ცხოვრობს ვიდრე ესაა ცნობილი. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელია 2,11 %-ია წელიწადში. ქალაქის მოსახლეობა — 21 %, სოფლის — 79 %. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა: მამაკაცებში — 66, ქალებში — 66,2 წელი.
ბჰოტია — ქვეყნის ძირითადი ეთნიკური ჯგუფია და ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. 35 % მოსახლეობისა ნეპალელები არიან. 15 % წარჩოპხები.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბჰუტანის ოფიციალური ენაა — ძონგკხა, ტიბეტურის მსგავსი, რომელიც ტიბეტურ მართლწერას იყენებს.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დრუკპა კაგიუს ტიბეტური სკოლა ქვეყნის მოსახლეობის 70 %-ს მოიცავს, როგორც ოფიციალური რელიგია. ბჰუტანში ასევე გავრცელებულია ბუდისტური სკოლა ნინგმა და რელიგია ბონი. ქვეყნის სამხრეთით გავრეცელებულია ინდუიზმი (მოსახლეობის 25 %), მოსახლეობის 5 % მუსლიმანია.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბჰუტანი დაყოფილი ოთხ ძონგდეიდ (ინგლ. dzongdey), რომელთა შემადგენლობაშიც შედის 20 ძონგხაგი (ძონგ-კე རྫོ་ཁག།, ინგლ. dzongkhag). ყოველი ძონგხაგი, თავის მხრივ, იყოფა გევოგებად (ინგლ. gewog), რომლებიც ხანდახან გაერთიანებულია დუნგხაგებში (ინგლ. dungkhag).

ძონგდეი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წელს ბჰუტანის ძონგხაგები გაერთიანდა ოთხ ძონგდეიში, რათა შექმნილიყო შუალედური მართვა ძონხაგებსა და სახელმწიფოს შორის.[2]
| ძონგდეი (ზონა) |
ადმ. ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, (2005 წ.) ად. |
მოსახლეობის სიმჭიდროვე, ად./კმ² |
ძონგხაგების რაოდენობა |
|---|---|---|---|---|---|
| დასავლეთი | თიმფუ | 8345 | 281 244 | 33,70 | 5 |
| ცენტრალური | დამფუ | 11 023 | 88 855 | 8,06 | 5 |
| სამხრეთი | გელეფუ | 8499 | 89 720 | 10,56 | 4 |
| აღმოსავლეთი | მონგარი | 10 949 | 175 163 | 16,00 | 6 |
| მთლიანი ბჰუტანის | თიმფუ | 38 816 | 634 982 | 16,36 | 20 |
ძონგხაგი (ძონგ-კე. རྫོ་ཁག།; ინგლ. Dzongkhag), ძონგ-კეს ენაზე ბჰუტანის პირველი დონის დაქვემდებარების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ძონგხაგები დაყოფილია გევოგებად (ინგლ. gewogs). ზოგიერთ დიდ ძონგხაგს აქვს ერთი ან მეტი შუალედური ერთეული, რომლებსაც ეწოდება დუნგხაგი (ინგლ. dungkhag), რომელიც აგრეთვე იყოფა გევოგებად.
ძონგხაგების დასახელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| No. | ძონგხაგი | ოფიციალური დასახელება (ინგლ.)[3] |
წინა ან სხვა დასახელებები (ინგლ.)[2] |
ძონგ-კე | რომანიზაცია 1 | ძონგდეი |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1. | ბუმთანგი | Bumthang | བུམ་ཐང་ | Bºumtha | სამხრეთი | |
| 2. | ჩუხა | Chhukha | Chukha | ཆུ་ཁ་ | Chukha | დასავლეთი |
| 3. | დაგანა | Dagana | Dhakana, Tagana, Daga | དར་དཀར་ནང་ | Dºagana | ცენტრალური |
| 4. | გასა | Gasa | མགར་ས་ | Gâsa | ცენტრალური | |
| 5. | ჰაა | Haa | Ha | ཧད་ / ཧཱ་ | Hâ | დასავლეთი |
| 6. | ლჰუენცე | Lhuentse | Lhuntshi, Lhuntsi, Lhuntse | ལྷུན་རྩེ་ | Lhüntsi | აღმოსავლეთი |
| 7. | მონგარი | Mongar | Monggar, Mongor | མོང་སྒར་ | Mongga | აღმოსავლეთი |
| 8. | პარო | Paro | Rinpung | སྤ་གྲོ་ | Paro | დასავლეთი |
| 9. | პემა-გატშელი | Pema Gatshel | Pemagatsel, Pemagatshel | པདྨ་དགའ་ཚལ་ | Pemagatshä | აღმოსავლეთი |
| 10. | პუნაქა | Punakha | Punaka | སྤུ་ན་ཁ་ | Punakha | ცენტრალური |
| 11. | სამდრუპ-ჯონგხარი | Samdrup Jongkhar | Samdrup, Samdrup Jongkha | བསཾ་གྲུབ་ལྗོངས་མཁར་ | Samdru Jongkha | აღმოსავლეთი |
| 12. | სამცე | Samtse | Samchi | བསམ་རྩེ་ | Samtsi | დასავლეთი |
| 13. | სარპანგი | Sarpang | Geylegphug, Gaylegphug, Gelephu (Sarbhang) | གསར་སྦང་ | Sarbang | სამხრეთი |
| 14. | თიმფუ | Thimphu | Tashi Chho Dzong, Thimbu | ཐིམ་ཕུག་ | Thimphu | დასავლეთი |
| 15. | ტრაშიგანგი | Trashigang | Tashigang | བཀྲ་ཤིས་སྒང་ | Trashigang | აღმოსავლეთი |
| 16. | ტრაშიიანგცე | Trashiyangtse | Tashi Yangtse, Trashi Yangtse, Trashiyangtsi, Trashiyangste | བཀྲ་ཤིས་གཡང་རྩེ་ | Trashi’yangtse | აღმოსავლეთი |
| 17. | ტრონგსა | Trongsa | Tongsa | ཀྲོང་གསར་ | Trongsa | სამხრეთი |
| 18. | ცირანგი | Tsirang | Chirang | རྩི་རང་ | Tsirang | ცენტრალური |
| 19. | ვანგდი-ფოდრანგი | Wangdue Phodrang | Wangdi Phodrang, Andguphodang, Wangdue, Wangdue Phodrang, Wangdupotrang, Wangü-Phodrang |
དབང་འདུས་ཕོ་བྲང་ | 'Wangdi Phodrºa | ცენტრალური |
| 20. | ჟემგანგი | Zhemgang | Shemgang | གཞལ་སྒང་ | Zhºämgang | სამხრეთი |
1 used by Dzongkha Development Authority (reflects pronunciation)
ადმინისტრაციული ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძველად ბჰუტანში იყო ცხრა რაიონი: ბიაკარი (ინგლ. Byakar), დუკიე (ინგლ. Dukye), ჰა (ინგლ. Ha), პარო (ინგლ. Paro), პუნახა (ინგლ. Punakha), ტაგანა (ინგლ. Tagana), თიმბუ (ინგლ. Thimbu), ტონგსა (ინგლ. Tongsa) და ვანგდი-ფოდრანგი (ინგლ. Wangdue Phodrang). ამ ცხრა რაიონს მართავდნენ პენლოპები (ინგლ. penlops). მოგვიანებით ქვეყანა დაიყო ძონგხაგებად. 1987 წელს გასის ძონგხაგის ტერიტორია გაიყო პუნახასა და თიმფუს ძონგხაგებს შორის. ხოლო ჩუხის ძონგხაგი წარმოიქმნა სამცეს, პაროსა და თიმფუს ძონგხაგების ნაწილებისგან. 1992 წელს გასის ძონგხაგი გამოეყო პუნახის ძონგხაგს, ხოლო ტრაშიიანგცე გამოეყო ტრაშიგანგის ძონგხაგს.[2]
ძონგხაგების მართვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველ ძონგხაგს მართავს ადმინისტრაციის მთავარი, რომელსაც ეწოდება ძონგდაგი (ინგლ. dzongdag). თავდაპირველად ძონგდაგებს ნიშნავდა ბჰუტანის მეფე, მაგრამ 1982 წლიდან მათ ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის სამეფო კომისია. ძონგდაგი თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით განაგებს მთელ ძონგხაგს. ადმინისტრაციული ქმედებების შესრულებაში მას ეხმარება ძონგრაბი (ინგლ. dzongrab) (ადმინისტრაციის მთავრის თანაშემწე). Dzongkhag Yargye Tshogchungs, რომლებიც შედგებიან მოსახლეობის წარმომადგენლებისა და ძონგხაგების ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ეხმარებიან ძონგდაგს მისი ადმინისტრაციული ქმედებების შესრულებაში. ძონგდაგს ასევე ეხმარებიან გაპები (ინგლ. Gups), რომლებიც ძონგხაგების გევოგებში (ინგლ. gewogs) ირჩევა. ბჰუტანის მეოთხე მეფის, ჯიგმე სინგიე ვანგჩუკის ინიციატივით 1981 წელს დაიწყო მთავრობის დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელსაც შედეგად მოჰყვა The Dzongkhag Yargye Tshogchung-ის (DYT) (ინგლისური) ფორმირება (განვითარების რაიონული კომიტეტები) თითოეულ ძონგხაგში. ყოველი ძონგხაგის DYT შედგება ძონგხაგის ოფიციალური პირებისგან, მთავრებისგან და გევოგებისა და დუნგხაგების წარმომადგენლებისგან.
დუნგხაგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დუნგხაგი (ინგლ. Dungkhag) — ბჰუტანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. დუნგხაგები გევოგებთან ერთად შედის ძონგხაგებში და აერთიანებს რამდენიმე გევოგს. დუნგხაგები არ ფარავს ძონგხაგის მთელ ტერიტორიას (გამონაკლისია სარპანგი). მოსახლეობის მიხედვით ექვსი ყველაზე დიდი ძონგხაგისა და ჟემგანგის ძონგხაგის შემადგენლობაში შედის ერთიდან სამ დუნგხაგამდე. დუნგხაგების საერთო რაოდენობა ბჰუტანში არის 15[3].
სტატისტიკური ინფორმაცია ბჰუტანის ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| No. | ძონგხაგი | ადმ. ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, (2005) ად. |
მოსახლეობის სიმჭიდროვე, ად./კმ² |
ძონგდეი | დუნგხაგები[3] | გევოგები | ქალაქები |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1. | ბუმთანგი | ჯაკარი | 2490 | 16 116 | 6,47 | Southern | - | 4 | 5 |
| 2. | ჩუხა | ციმაშამი | 1991 | 74 387 | 37,36 | Western | 1 | 11 | 6 |
| 3. | დაგანის ძონგხაგი | დაგანა | 1276 | 18 222 | 14,28 | Central | 1 | 14 | 5 |
| 4. | გასის ძონგხაგი | გასა | 4089 | 3116 | 0,76 | Central | - | 4 | 1 |
| 5. | ჰაა | ჰაა | 1319 | 11 648 | 883 | Western | 1 | 6 | 1 |
| 6. | ლჰუენცე | ლჰუენცე | 2881 | 15 395 | 5,34 | Eastern | - | 8 | 2 |
| 7. | მონგარი | მონგარი | 1638 | 37 069 | 22,63 | Eastern | 1 | 17 | 4 |
| 8. | პარო | პარო | 1693 | 36 433 | 21,52 | Western | - | 10 | 2 |
| 9. | პემა-გატშელი | პემა-გატშელი | 593 | 13 864 | 23,38 | Eastern | 1 | 11 | 7 |
| 10. | პუნაქას ძონგხაგი | პუნაქა | 845 | 17 715 | 20,96 | Central | - | 11 | 1 |
| 11. | სამდრუპ-ჯონგხარი | სამდრუპ-ჯონგხარი | 2207 | 39 961 | 18,11 | Eastern | 2 | 11 | 5 |
| 12. | სამცე | სამცე | 1725 | 60 100 | 34,84 | Western | 2 | 15 | 3 |
| 13. | სარპანგი | სარპანგი | 2048 | 41 549 | 20,29 | Southern | 1 | 12 | 2 |
| 14. | თიმფუ | თიმფუ | 1617 | 98 676 | 61,02 | Western | 1 | 10 | 1 |
| 15. | ტრაშიგანგი | ტრაშიგანგი | 2171 | 51 134 | 23,55 | Eastern | 3 | 15 | 6 |
| 16. | ტრაშიიანგცე | ტრაშიიანგცე | 1459 | 17 740 | 12,16 | Eastern | - | 8 | 2 |
| 17. | ტრონგსა | ტრონგსა | 1815 | 13 419 | 7,45 | Southern | - | 5 | 1 |
| 18. | ცირანგი | დამფუ | 632 | 18 667 | 29,54 | Central | - | 12 | 1 |
| 19. | ვანგდი-ფოდრანგი | ვანგდი-ფოდრანგი | 4181 | 31 135 | 7,39 | Central | - | 15 | 3 |
| 20. | ჟემგანგი | ჟემგანგი | 2146 | 18 636 | 8,68 | Southern | 1 | 8 | 3 |
| მთელი ბჰუტანი | თიმფუ | 38 816 | 634 982 | 16,36 | 15 | 207 | 61 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბჰუტანი აგრარული ქვეყანაა. მოსახლეობის 80 %-ის შემოსავლის ძირითადი წყაროა მიწათმოქმედება და სატყეო მეურნეობა. პარალელურად ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით ზრუნავს ქვეყნის ფლორისა და ფაუნის შესანარჩუნებლად და ამიტომ ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაცულ ზონებადაა გამოცხადებული, სადაც ნადირობაც აკძალულია. სწორედ ამიტომ მეწარმეობის განვითარება ბჰუტანის ხელისუფლების გეგმებში არ შედის. ქვეყანაში ძირითადად მოჰყავთ ვაშლი და ფორთოხალი. მოსავლის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე გააქვთ. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა ინდოეთია, რომელზეც მთელი ექსპორტის 87,9 % მოდის. ინდოეთიდან იმპორტი კი ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის 71,3 %-ს შეადგენს.
ქვეყნის ფულადი ერთეულია ნგულტრუმი. კურსი მიბმულია ინდურ რუპიაზე. 2006 წლის მიხედვით ერთი აშშ დოლარი 44,42 ნგულტრუმია.
ქვეყნის მშპ შეადგენს 2,9 მილიარდ დოლარს წელიწადში. ბჰუტანის ხელისუფლება მშპ ზრდას არ აღიქვამს, როგორც მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საზომს. ისინი ორიენტირებული არიან ნაციონალური ბედნიერების ზრდის მონაცემებზე (Gross National Happiness).
ბჰუტანში კორუფცია ფაქტობრივად არ არსებობს. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) 2006 წლის მონაცემებით კორუფციის მიხედვით 32 ადგილზე იმყოფება.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყანაში კვლავაც შეზღუდულია უცხოელი ტურისტების შესვლის რაოდენობა, ამას თან ემატება მომსახურების დაბალი დონე, რის გამოც ქვეყანას არც ისე ბევრი ტურისტი სტუმრობს. უცხოელი, რომელიც ქვეყანაში ჩადის, წინასწარ ვალდებულია გადაიხადოს 200 დოლარი. მას ავტომატურად ახვედრებენ 3-ადგილიან სასტუმროს. ტურისტული ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს. თან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 200 დოლარი უნდა იხადოს ყოველი შემდგომი დღისათვის.[4] 2005 წელს ქვეყანა მოინახულა 13 000 ტურისტმა.
სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბჰუტანის ხელისუფლების პორტალი დაარქივებული 2005-12-30 საიტზე Wayback Machine.
- ბჰუტანის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2004-12-11 საიტზე Wayback Machine.
- გაზეთი Kuensel. ბჰუტანის მიმდინარე მოვლენები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Bhutan. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 7 May 2019
- ↑ 2.0 2.1 2.2 Districts of Bhutan
- ↑ 3.0 3.1 3.2 Official codes of Bhutan administrative structure[მკვდარი ბმული]
- ↑ „Bhutan set to raise SDF to 200 USD“. Daily Bhutan. ციტირების თარიღი: 6 October 2022.
| |||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

