კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება
45-manasses-chronicle.jpg
თარიღი 68017 თებერვალი, 681; 692
აღიარებს
წინა კრება კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება
შემდეგი კრება ნიკეის მეორე საეკლესიო კრება
მოიწვია კონსტანტინე IV პოგონატი
აუგუსტინიანე II
თავმჯდომარე {{{თავმჯდომარე}}}
ესწრებოდა 248 სასულიერო პირი
საკითხები მონოფელიტობა
კანონები დამტკიცდა 102 კანონი


კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება (მართლმადიდებლებისთვის — მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრება) — მსოფლიო საეკლესიო კრება, გაიხსნა 680 წელს და დაიხურა 681 წლის 17 თებერვალს კონსტანტინოპოლში, იმპერატორ კონსტანტინე IV პოგონატის ინიციატივით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებას ესწრებოდა 243 ეპისკოპოსი, თუმცა გარკვეულ ეტაპზე ეს რიცხვი იცვლებოდა. კრება შეიკრიბა მონოფელიტების სწავლების წინააღმდეგ, რომლებიც მონოფიზიტების შემდეგ გაჩნდნენ და სახელმწიფოში რელიგიურ განხეთქილებას ჰქმნიდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იესო ქრისტეში იყო ერთი, ღვთაებრივი ნებისყოფაო.

ვიკიციტატა
„ამან წმიდამან კრებამან სარწმუნოებით და მოწლედ შეიწყნარა ებისტოლე წმიდისა და ნეტარისა აგათონ ჰქომთა პაპასაი, მოწერილი ღმრთისმსახურისა მეფისა... კონსტანტინესა, რომელსა შინა წერილ არს სახელდებით განკუეთაი და განყრაი ყოველთაი, რომელთა ქადაგეს ერთი ნებაი და ერთი საქმე განკაცებისა განგებულებასა შინა ქრისტეს ღმრთისა ეგრეთვე სახედ.“
(მცირე სჯულისკანონი)

არც მეხუთესა და არც მეექვსე კრებებს საეკლესიო კანონები არ გამოუციათ. სამაგიეროდ მეექვსე მსოფლიო კრების სხდომები განახლდა 692 წელს, კეისარ აუგუსტინიანე II-ის მოწვევით, რომელზედაც გამოცემულ იქმნა 102 კანონი და ამით შეივსო მეხუთე და მეექვსე კრებების ხარვეზი საეკლესიო სამართლის საკითხში. აღნიშნულ კანონებს უწოდებენ ტრულის (სვეტების) კრების კანონებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს საეკლესიო კალენდარი 1976 წლის“, გვ. 108

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]