მავრიტანია
| მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი:
ღირსება, ძმობა, სამართლიანობა |
||||||
ჰიმნი:
|
||||||
| დედაქალაქი და | ნუაქშოტი 18°09′ ჩ. გ. 15°58′ დ. გ. / 18.150° ჩ. გ. 15.967° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | არაბული ენა | |||||
| მთავრობა | სამხედრო ხუნტა | |||||
| - | პრეზიდენტი | მუჰამედ ულდ გაზუანი | ||||
| - | პრემიერ-მინისტრი | მოხტარ ულდ ჯაი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 1 030 700 კმ2 (29-ე) | ||||
| - | წყალი (%) | 0,03 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2005 შეფასება | 3 069 000 (135-ე) | ||||
| - | 1988 აღწერა | 1 864 236 | ||||
| - | სიმჭიდროვე | 3,0 კაცი/კმ2 (221-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2005 შეფასება | |||||
| - | სულ | $7.159 მილიარდი (144-ე) | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $2402 (132-ე) | ||||
| აგი (2007) | 0.550 საშუალო · 137-ე |
|||||
| ვალუტა | უგია (MRO) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | 222 | |||||
| ISO 3166 კოდი | MRT | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .mr | |||||
მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية الإسلامية الموريتانية) — სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.
პოლიტიკური წყობილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მმართველობის ფორმა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი მუჰამედ ულდ გაზუანი.
- საკანონმდებლო ორგანო:
- სენატი - 56 წევრი
- ეროვნული ასამბლეა - 81 წევრი.
- ადმინისტრაციული დაყოფა: 12 პროვინცია და დედაქალაქის რაიონი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მავრიტანიის ძველი და შუა საუკუნეების ისტორია ნაკლებად არის შესწავლილი. XV საუკუნეში მოვიდნენ ევროპელები. პორტუგალიელებმა და ესპანელებმა შექმნეს დასაყრდენი ბაზები მავრიტანიის სანაპიროზე და დაიწყეს შავკანიანი მონების, ოქროსა და გუმიარაბიკის გაზიდვა. მალე მათ მეტოქეობა დაუწყეს ნიდერლანდელებმა, ინგლისელებმა და ფრანგებმა. ვერსალის ზავით (1783) მავრიტანიის სანაპირო საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესების სფეროდ ცნეს. XIX საუკუნის შუა ხანებიდან საფრანგეთმა ხელი მიჰყო მავრიტანიის ინტენსიურ კოლონიზაციას, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო მავრიტანია ოფიციალურად მხოლოდ 1920 წელს გამოცხადდა კოლონიად და შევიდა საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში. ფრანგმა კოლონიზატორებმა შემოიღეს პირდაპირი მმართველობის სისტემა, თუმცა ტრადიციულ ბელადებს მნიშვნელოვანი გავლენა შეუნარჩუნეს. კოლონიზატორებმა მკვიდრ მოსახლეობას წაართვეს ელემენტარული უფლებები; მძიმე გადასახადებით დაბეგრეს და დააკისრეს იძულებითი შრომა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მავრიტანიის ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს დასავლეთ საჰარის ქვიშიან და ქვიან უდაბნოებს. რელიეფში ჭარბობს დაბლობი ვაკე და დაბალი პლატოები, რომელთაგან აღსანიშნავია ადრარის პლატო (სიმაღლე 732 მ-მდე, მთა ამოზაგა). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება სპილენძისა და რკინის მადანი, ქვამარილი, თაბაშირი და სხვა.
ჰავა ტროპიკული უდაბნოსია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 16-20 °C-ია, ივლისის 30-32 °C, მაქსიმალური 40-45 °C-ზე მაღალია. ნალექები 100 მმ-ზე ნაკლებია წელიწადში, ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 მმ-ზე ნაკლები, სამხრეთით 200-400 მმ. მუდმივნაკადიანი მდინარეები არ არის, გარდა მდინარე სენეგალისა, რომელიც საზღვარზე გადის. წყალმომარაგების მიზნით იყენებენ მიწისქვეშა წყლებსა და წყაროებს.
უდაბნო რაიონებში გავრცელებულია მეჩხერი, მარცვლოვან-ბუჩქნარიანი და ეფემერული ბალახოვანი მცენარეულობა, სამხრეთით ნახევარუდაბნოებია, სადაც ხარობს სიმშრალის მოყვარული ბუჩქნარი და აკაცია. ცხოველთა სამყაროში ჭარბობს უდაბნოს სახეობები (ქვეწარმავლები, მღრღნელები, მტაცებლებიდან - ტურა, მელა), ზოგიერთ რაიონში შემორჩენილია სირაქლემა და ჩლიქოსნები (ქურციკი, ანტილოპები). სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2021 წლის მდგომარეობით მავრიტანიის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 4,3 მილიონ ადამიანს, რომელთაგან დაახლოებით მესამედი თავმოყრილია ქვეყნის დედაქალაქ ნუაქშოტში. ადგილობრივი მოსახლეობა შედგება სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფისაგან: ბეიდანი (ან „ბიდანი“) – თეთრი მავრები, ჰარატინი – შავკანიანი მავრები და დასავლეთაფრიკელები. მთელი მოსახლეობის 30 %-ს შეადგენენ ბეიდანის (თეთრი) მავრები, 40 %-ს ჰარატინის (შავი) მავრები და 30 %-ს სხვები (ძირითადად საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნების შავკანიანი მოსახლეობა). ადგილობრივი სტატისტიკური ბიუროს შეფასებებით ბეიდანის (თეთრი) მავრები შეადგენენ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30 %-ს, რომლებიც ლაპარაკობენ ჰასანიას არაბული ენის დიალექტზე და ძირითადად აქვთ არაბულ-ბერბერული წარმოშობა. ჰარატინის შავკანიანი მავრები შეადგენენ მოსახლეობის დაახლოებით 35 %-ს, ხოლო ბევრი შეფასებებით მათი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 40 %-ს. ისინი არიან ეპიპალეოლითის ეპოქის ტასილინ-აჯერის და ტადრარტ-აკაკუსის მთების მკვიდრი მოსახლეობის შთამომავლები.[1][2] მოსახლეობის დანარჩენი 30 % ძირითადად შედგება დასავლეთაფრიკული წარმოშობის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან. მათ შორის – ნიგერ-კონგოს ენებზე მოლაპარაკე ფულბეს, სონინკების, ბამბარას და ვოლოფის ხალხი.[3] ისინი ჰარატინის შავკანიანი არაბიზირებული მავრებისგან განსხვავებით ლაპარაკობენ აფრიკულ ენებზე და მათი ძირითადი ნაწილი ცხოვრობს მდინარე სენეგალის ხეობაში. გაბატონებული რელიგიაა ისლამი.
ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნეოლითის ხანის ძეგლები დაკავშირებულია ძველი ნეგროიდული ხალხებისა და ბერბერების კულტურასთან (კლდის მხატვრობა, ქვის აკლდამები). შუა საუკუნეების მავრიტანიის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო არაბ-ბერბერული კულტურა. XI-XIII საუკუნეებში ქალაქებში აგებენ ალიზის სახლებსა და მინარეთებიან მეჩეთებს. XX საუკუნეში, ქალაქებში ნუაქშოტსა და ნაუდიბუში (პორტ-ეტიენი) შენდება თანამედროვე ნაგებობები. ბევრმა ქალაქმა შეინარჩუნა შუა საუკუნეების სახე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 345-346.
- Foster, Noel, Mauritania: The Struggle for Democracy (Lynne Rienner Publishers, 2010).
- Hudson, Peter, Travels in Mauritania (Flamingo, 1991).
- Murphy, Joseph E, Mauritania in Photographs (Crossgar Press, 1998).
- Pazzanita, Anthony G, Historical Dictionary of Mauritania (Scarecrow Press, 2008).
- Ruf, Urs, Ending Slavery: Hierarchy, Dependency and Gender in Central Mauritania (Transcript Verlag, 2001).
- Sene, Sidi, The Ignored Cries of Pain and Injustice from Mauritania (Trafford Publishing, 2011).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (არაბული ენა) République Islamique de Mauritanie (მთავრობის ოფიციალური საიტი).
- (ფრანგული) République Islamique de Mauritanie (მთავრობის ოფიციალური საიტი).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Anthony Appiah; Henry Louis Gates (2010). Encyclopedia of Africa. Oxford University Press. p. 549. ISBN 978-0-19-533770-9., Quote: "Haratine. Social caste in several northwestern African countries consisting of blacks, many of whom are former slaves (...)"
- ↑ Gast, M. (2000). "Harṭâni". Encyclopédie berbère – Hadrumetum – Hidjaba (in French). 22.
- ↑ The World Factbook – Africa – Mauritania. CIA. ციტირების თარიღი: 24 Dec 2020
| |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||

