ედით შტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედით შტაინი
Edith Stein
დაიბადა 12 ოქტომბერი, 1891(1891-10-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
ვროცლავი[15] [11]
გარდაიცვალა 9 აგვისტო, 1942(1942-08-09)[15] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] (50 წლის)
აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი[11]
ხსენების დღე 9 აგვისტო[16] და 9 აგვისტო
მოღვაწეობა მთარგმნელი, ფილოსოფოსი, მწერალი, წინააღმდეგობის მებრძოლი, ენათმეცნიერი, უნივერსიტეტის პროფესორი, მონაზონი[11] და ავტობიოგრაფი
ენა გერმანული ენა[17]
სასწავლებელი გეტინგენის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი და ვროცლავის უნივერსიტეტი

ედით შტაინი (გერმ. Edith Stein; დ. 12 ოქტომბერი, 1891 — გ. 9 აგვისტო, 1942), ასევე ცნობილი, როგორც ტერეზა ბენედეტა ჯვრისა (Teresa Benedicta a Cruce) — გერმანელი ებრაელი ფილოსოფოსი, რომელიც რომაულ კათოლიციზმზე მოექცა და კარმელიტელთა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. კანონიზებულია მოწამე წმინდანად რომის კათოლიკე ეკლესიაში იოანე პავლე II-ის მიერ 1998 წლის 11 ოქტომბერს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედით შტაინი დაიბადა 1891 წლის 12 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ბრესლაუში (დღევანდელი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში), გამოჩენილი ებრაელების ოჯახში. ორი წლის იყო, როცა მამა, ზიგფრიდ შტაინი, გარდაიცვალა და მასზე მზრუნველობა მთლიანად დედამ იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ დედა საკმაოდ რელიგიური იუდეველი იყო, ედითს ადრეული ასაკიდანვე ათეისტური შეხედულებები ჰქონდა. ედითმა შესანიშნავი განათლება მიიღო: შეისწავლა გერმანული ენა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ისტორია ბრესლაუს, გეტინგენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. დისერტაცია დაიცვა გეტინგენის უნივერსიტეტში თემაზე „ემპათიის პრობლემის შესახებ“ („Zum Problem der Einfühlung“)[18], რის შემდეგაც ედმუნდ ჰუსერლის ყურადღება მიიპყრო და პროფესორის ასისტენტად დაიწყო ფრაიბურგის უნივერსიტეტში მუშაობა.

ედით შტაინი ჰუსერლის გარემოცვაში დაუმეგობრდა კათოლიკეებს, რომლებთან ურთიერთობამ ახალგაზრდა ფილოსოფოსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მონათვლის სურვილი გაუღღვივა. მანამდე კი ტერეზა ავილელის, კარმელიტელთა წესის რეფორმატორის, თხზულებების კითხვასა და გააზრებას შეუდგა. 1922 წლის 1 იანვარს ბად-ბერგცაბერნის წმიდა მარტინის ტაძარში ედით შტაინი კათოლიკედ მოინათლა და ტერეზას სახელი მიიღო.

ედითი მონაზვნად აღკვეცამდე სამეცნიერო საქმიანობას აგრძელებს: ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში, გამოსცემს მოცულობით სტატიებს, თარგმნის თომა აკვინელის თხზულებებს გერმანულ ენაზე და თან ურთავს კომენტარებს. ამის პარალელურად კი მონაზვნობისთვის ემზადება. 1933 წლის 14 ოქტომბერს კელნის კარმელიტელთა მონასტერში იწყებს მოღვაწეობას. ედითი პირველ დროებით სამონაზვნო აღთქმას დებს ორი წლის შემდეგ, სამი წლის შემდეგ კი - სამუდამო სამონაზვნო აღთქმას. მიუხედავად სამონასტრო ცხოვრებისა, მას არ შეუწყვეტია სამეცნიერო მოღვაწეობა. რამდენიმე წლის შემდეგ წერს მოცულობით გამოკვლევას ესპანელი კარმელიტელი მისტიკოსისა და პოეტის, წმიდა ხუან დე ლა კრუსის, შესახებ.

1939 წელს ტერეზა ბენედეტა ნიდერლანდების პატარა ქალაქ ეხტს აფარებს თავს. 1942 წლის 7 აგვისტოს ტერეზა ბენედეტა მონასტრის ეზოში დააკავა გესტაპომ და მატარებლის ვაგონით გაგზავნა ოსვენციმში, სადაც სხვა ებრაელებთან ერთად გაზის კამერაში გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 IMSLP — 2006.
  4. 4.0 4.1 FemBio database
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. 6.0 6.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  7. 7.0 7.1 GCatholic.org — 1997.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Internet Philosophy Ontology project
  10. 10.0 10.1 Salzburgwiki
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  12. 12.0 12.1 BeWeB
  13. Auschwitz Prisoners Database
  14. 14.0 14.1 Munzinger Personen
  15. 15.0 15.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118617230 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. (not translated to mul) Evolución del Calendario Romano postconciliar (1969–2014) // Ephemerides Liturgicae: commentarium trimestre de re liturgica — 2015. — ტ. 129. — გვ. 443–444. — ISSN 0013-9505
  17. CONOR.SI
  18. M. Sawicki (2013). Body, Text, and Science: The Literacy of Investigative Practices and the Phenomenology of Edith Stein. Springer Science & Business Media. p. 187. ISBN 9401139792.