შინაარსზე გადასვლა

ბრუნეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრუნეი დარუსალამი
ბრუნეის სახელმწიფო

მალ. Negara Brunei Darussalam
არაბ. بروني دارالسلام
ბრუნეი
ბრუნეის
დევიზი: არაბ. الدائمون المحسنون بالهدى
(Ad-dāʾimūna al-muḥsinūna bi-l-hudā)
მალ. Sentiasa membuat kebajikan dengan petunjuk Allah
„მუდამ ვიმსახუროთ ალაჰის ნებით“
ჰიმნი: მალ. Allah Peliharakan Sultan
არაბ. ﷲ ڤليهاراکن سلطان
"ღმერთო დალოცე სულთანი"
დედაქალაქი
და
ბანდარ-სერი-ბეგავანი
4°55′ ჩ. გ. 114°55′ ა. გ. / 4.917° ჩ. გ. 114.917° ა. გ. / 4.917; 114.917
ოფიციალური ენა მალაიური
მთავრობა აბსოლუტური ისლამური სასულთნო
 -  სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი
ფართობი
 -  სულ 5 765 კმ2 (172-ე)
 -  წყალი (%) 8,6
მოსახლეობა
 -  2025 შეფასება 459 045 (175-ე)
 -  2021 აღწერა 440 715
 -  სიმჭიდროვე 67,3 კაცი/კმ2 (127-ე)
მშპ (მუპ) 2015 შეფასება
 -  სულ $25.245 მილიარდი[1] (116-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $54 537[1] (10-ე)
აგი (2014)0.856[2]
ძალიან მაღალი · 31-ე
ვალუტა ბრუნეული დოლარი (BND)
სასაათო სარტყელი UTC+08:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი 673
ISO 3166 კოდი BRN
ინტერნეტ-დომენი .bn

ბრუნეი (მალ. Negara Brunei Darussalam) — სახელმწიფო (სასულთნო) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და მალაიზიას. ფართობი — 5,8 ათ. კმ². მოსახლეობის რაოდენობა — 431 142 ათ. (2019) დედაქალაქი: ბანდარ-სერი-ბეგავანი.

ბრუნეი დააარსა ავანგ ალაკ ბეთატარმა, რომელმაც 1363 წელს მიიღო ისლამი და მუჰამედ შაჰის სახელით გახდა ბრუნეის პირველი სულთანი. ლეგენდის თანახმად ავანგ ალაკ ბეთატარმა მოგზაურობის დროს აღმოაჩინა ადრე უცნობი მდინარის სათავე და შესძახა: „ბარუ ნაჰ!“ (ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც „აქ!“), საიდანაც წარმოიშვა მდინარის სახელი, ხოლო მოგვიანებით - სასულთნო. შემდგომში სახელწოდება გადაკეთდა როგორც „არუნაი“, შესაძლოა სანსკრიტული სიტყვის „varun“ (वरुण) გავლენის ქვეშ, რაც ნიშნავს „ოკეანეს“ ან მითოლოგიურ „ოკეანის ბატონს“.

ქვეყნის სრული სახელით - „ნეგარა ბრუნეი დარუ-ს-სალამი“ (არაბულად: دار السلام) - „დარუ-ს-სალამი“ ნიშნავს „მშვიდობის სახლი“, ხოლო „ნეგარა“ მალაურ ენაზე ნიშნავს „ქვეყანას“.

დასავლეთისათვის ბრუნეის სსასულთნო ცნობილი გახდა XVI საუკუნეში, როდესაც 1550 წლის ჩანაწერებში იტალიელმა მოგზაურმა ლოდოვიკო დე ვართემამ პირველად მოიხსენია ქვეყანა კუნძულ ბორნეოზე მოგზაურობის დროს.

დასახლება, რომელიც ცნობილი იყო ვიჯიაპურას სახელით, ბუდისტური იმპერიის შრივიჯაიას კოლონიას წარმოადგენდა. როგორც ვარაუდობდნენ, მდებარეობდა ბორნეოს ჩრდილო-დასავლეთით, რომელიც ყვაოდა VII საუკუნეში. ინდოელი ჩოლას შეჭრის შემდეგ, დათუ პუტი სუმატრა და ბორნეოდან დისიდენტურად განწყობილ რამდენიმე დათუსთან ერთად სათავეში ჩაუდგა აჯანყებას რაჯა მაკატუნაოს წინააღმდეგ, რომელიც ადგილობრივი რაჯას მიერ იყო დანიშნული ჩოლას თანამდებობაზე. დისიდენტები და მათი მხარდამჭერები ცდილობდნენ შრივიჯაიას აღორძინებას ახალ ქვეყანაში მაჯას სახელით ფილიპინებზე ვისაის კუნძულებზე (შრივიჯაიას სახელობის არქიპელაგი). ერთ-ერთი ადრეული  ჩინურ ენაზე დაწერილი დოკუმენტი, რომელიც ეხება ბორნეოს სამეფოს, ახ. წ. 977 წლით თარიღდება და წარმოადგენს ბონის მმართველის მიერ ჩინეთის იმპერატორისათვის მიწერილ წერილს. XIV საუკუნეში ბრუნეი მაჯაპაჰიტის ვასალი უნდა ყოფილიყო. 365 წელს პრაპანკას მიერ დაწერილ ძველ იავურ მანუსკრიპტ ნაგარაკრეტამაში ბარუნე მოხსენიებულია, როგორც ჰინდუ მაჯაპაჰიტის შემადგენელი ნაწილი.

XV საუკუნეში ბრუნეი გამოეეყო მაჯაპაჰიტს. ქვეყანაში გავრცელდა ისლამი. მისმა გამგებელმა ალაკ-ბერ-ბატუტამ მუჰამედის სახელი მიიღო და გახდა ქვეყნის პირველი სულთანი. ბრუნეი დამოუკუდებელი სასულთნო გახდა.

ქვეყანა გადაიქცა ჰაშიმიტურ სახელმწიფოდ, როდესაც მექის არაბ ემირ შარიფ ალის ნება დართო, რომ გამხდარიყო მესამე სულთანი. XV საუკუნეში ბრუნეი ძლევამოსილი ფეოდალური სახელმწიფო იყო. მისი მმართველობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთ ბორნეოდან სამხრეთ ფილიპინებამდე (სულუ) და ჩრდილოეთ ფილიპინებამდე (მანილა), რომელიც ბრუნეიმ მიიერთა ტერიტორიების შეძენით, რაც სამეფო საქორწინო კავშირების შედეგად განხორციელდა. XVI საუკუნის პირველ ნახევარში ბრუნეიმ თავის გავლენას დაუმორჩილა კუნძულ კალიმანტანის მთელი ჩრდილოეთი სანაპირო და სულუს არქიპელაგი. სულთანმა ბოლკიაჰმა ბრუნეის ძალაუფლება საკმაოდ გააფართოვა, როდესაც დაიპყრო მანილა და სულუ. აგრეთვე ცდილობდა ვისაის კუნძულების დაპყრობას, თუმცა ვერ მოახერხა. თვითონ სულთანი დედის მხრიდან წარმოშობით ვისაიდან იყო და ცნობილი იყო როგორც სულთან რაგამი - „მომღერალი კაპიტანი“. მისი ძლიერი მუსიკალური ხმა იყო ის თვისება, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო ვისაელი წინაპრებისგან. ვისაელები ცნობილები იყვნენ, როგორც საუკეთესო მომღერლები, ასევე მეომართა კასტის წევრებიც.

1521 წელს ბრუნეი მოინახულა ფერნანდო მაგელანმა. ამ დროს ის ძლიერი ფეოდალური სახელმწიფო იყო. 1580 წელს მას დროებით ესპანელები დაეპატრონენ. 1839 წელს ინგლისელმა ავანტიურისტმა ჯ. ბრუკმა, იმყოფებოდა რა სულთნის სამსახურში, ჩაახშო დაიაკების აჯანყება, რომლებიც ერთგვარ საფრთხეს უქმნიდნენ სულთნის თანამდებობას, „საჩუქრად“ მიიღო მიწები ქვეყნის ჩრდილოეთით (სარავაკი) და რაჯის ტიტული. 1888 წელს ბრიტანელებმა სარავაკი და საბაჰი თავის პროტექტორატად გამოაცხადეს. „თეთრი რაჯების“ (ბრუკების) დინასტია მართავდა ქვეყანას მეორე მსოფლიო ომამდე. 1941-45 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს სარავაკის ტერიტორია ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. ომის დამთავრების შემდეგ სარავაკი დაექვემდებარა უშუალოდ ბრიტანეთის სამეფოს მმართველობას. 1959 წლის მთელი რიგი აჯანყებების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ბრუნეის ავტონომიის სტატუსი მიანიჭა შიდა მმართველობის საკითხებში. 1962 წელს იგეგმებოდა ბრუნეის მალაიზიის შემადგენლობაში შესვლა, თუმცა აჯანყებამ ბრუნეის სახალხო პარტიის მეთაურობით ჩაშალა ეს გეგმა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა. სულთანი, რომელსაც ბრიტანელები ადანაშაულებდნენ აჯანყებულების მიმართ სიმპატიაში, იძულებული გახდა ძალაუფლება შვილის სასარგებლოდ დაეთმო. 1984 წლის 1 იანვარს სრული დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

1992 წელს მიღებულ იქნა კონცეფცია — „მალაური ისლამური მონარქია“. სულთანმა ჰასანალ ბოლკიაჰმა დაიწყო საზოგადოების მოდერნიზაციის ფრთხილი პოლიტიკის გატარება. ეროვნული დღესასწაულია 23 თებერვალი — დამოუკიდებლობის დღე.

ბრუნეის მდებარეობა

ბრუნეის რელიეფი მოსწორებულია. ტერიტორიის უმეტესობა დაბლობია. ზღვის სანაპიროს მიუყვება ვრცელი, მჭიდროდ დასახლებული და ათვისებული დაბლობი. კლიმატი ეკვატორულია, მასზე დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან წამოსული მუსონები, არის მიწისძვრები. პატარა მდინარეები მიედინება მაღლობებისა და გორაკებისაკენ, ჩრდილოეთით ზღვისაკენ.

ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 26 ⁰C-ს აღწევს, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში 2000-დან 4000-მდე მერყეობს. მთელი ტერიტორიის 75 % დაფარულია მარადმწვანე ტროპიკული ტყეებით. ტყე მდიდარია ძვირფასი ჯიშის ხეებით, განსაკუთრებით კაუჩუკოსნებით.

სახელმწიფოს მმართველი და ხელმძღვანელი — სულთანი. ისვე არის ქვეყნის რელიგიური ლიდერი. ხელისუფლება დაკომპლექტებულია ძირითადად მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან.

ქვეყნის ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობა — 4 რეგიონი.

ბრუნეის ადმინისტრაციული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრუნეის ადმინისტრაციული მოწყობა

ბრუნეი დაყოფილია ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად:

ბრუნეის ადმინისტრაციულ-ტერიტორიალური დაყოფა[3]
ოლქი ადმინ. ცენტრი მოსახლეობა,
ად. (2021 წ.)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ბელაიტი კუალა-ბელაიტი 65 531 2724 24,1
2 ბრუნეი-მუარა ბანდარ-სერი-ბეგავანი 318 530 571 557,8
3 თემბურონგი ბანგარი 9444 1304 7,2
4 ტუტონგი პეკან ტუტონგი 47 210 1166 40,5
სულ 440 715 5765 76,4

თემბურონგის მხარე ქვეყნისაგან გამოყოფილია მალაიზიის ტერიტორიით.

რეგიონები დაყოფილია უფრო მცირე ერთეულებად, რომლებსაც მუკიმებს ეძახიან.

ეთნიკური შემადგენლობა ქვეყნისა მრავალფეროვანია: ქვეყნის 66 % მალაელები არიან, მათთან მონათესავე ეთნიკური ჯგუფები — კელაელები, იბანელები, მელანაუელები, დუსუნები, მურუტები, დააკები და სხვა — 8 %, ასევე ჩინელები (11 %), ებრაელები, ინდოელები და სხვა.

ოფიციალური ენაა — მალაური, გავრცელებულია ასევე ინგლისური და ჩინური ენები.

ოფიციალური რელიგიაა — ისლამი (67 %), 13 % — ბუდიზმი, 10 % — ქრისტიანობა (ძირითადად პროტესტანტები), 10 % — სხვა (ძირითადად აბორიგენული კულტურები).

ქალაქის მოსახლეობა — 58 %. სიმჭიდროვე — 62 ად./კმ². მოსახლეობის 1/3 ბრუნეის დედაქალაქში ცხოვრობს.

უდიდესი ქალაქები (2009)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილი ქალაქი მხარე მოსახლეობა
1 ბანდარ-სერი-ბეგავანი ბრუნეი მუარა 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.134 000
2 განდონგის ქალაქი ბრუნეი მუარა 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.109 000
3 ჯერუდონგი ბრუნეი მუარა 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.93 000
4 კუალა ბელაიტი ბელაიტი 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.78 000
5 სერია ბელაიტი 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.35 000
6 ბერეკას ქალაქი ბრუნეი მუარა 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.19 000
7 ტუტონგის ქალაქი ტუტონგი 0ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი..ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი რიცხვი.15 000
8 ბანგარი ტემბურონგი &&&&&&&&&&&04000.&&&&&04 000

ბრუნეის მთავარი სიმდიდრეა ნავთობი და ბუნებრივი აირი. 1929 წელს მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბრუნეიში ნავთობი აღმოაჩინეს. ორმა პიროვნებამ – ფ. მარიოტმა და ტ. კოკრეინმა 1926 წლის ბოლოს იგრძნეს ნავთობის სუნი მდინარე სერიასთან. ამის შესახებ შეატყობინეს გეოფიზიკოსს, რომელიც იქვე აწარმოებდა გადაღებებს. 1927 წელს ამ რეგიონში გაზის გაჟონვა დაფიქსირდა 1928 წლის 12 ივლისს გათხარეს სერია № 1 (S-1) ჭაბურღილი და 1929 წლის 5 აპრილს 297 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს ნავთობი. 1929 წლის 29 აგვისტოს გათხარეს სერია № 2 ჭაბურღილი. ნავთობის მოპოვება მუდმივად გრძელდება. 1940 წლისათვის დაახლოებით 6 მილიონ ბარელს შეადგენდა. ბრიტანულ-მალაური ნავთობკომპანია ამჟამად Brunei Shell Petroleum Company დაარსდა 1922 წლის 22 ივლისს. პირველი საზღვაო ჭაბურღილი გათხარეს 1957 წელს. 1973 წელს დასრულდა ერთ-ერთი უდიდესი გაზის გასათხევადებელი საწარმოს მშენებლობა. ნავთობი და ბუნებრივი გაზი ბრუნეის განვითარებისა და სიმდიდრის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

დიდი მნიშვნელობა აქვს კაუჩუკის დამზადებას (წლიურად 430-450 ათასი ტ.). ადგილობრივი მოხმარებისათვის თესავენ ბრინჯსა და საგოს. დამუშავებითი მრეწველობა წარმოდგენილია ხე-ტყისა და კვების საწარმოებით. მეცხოველეობა შედარებით სუსტადაა განვითარებული, გარკვეული მნიშვნელობა აქვს მეთევზეობას. ექსპორტის მთავარი საგნებია: ნავთობი, პილპილი.

უპირატესობანი: ნავთობის და ბუნებრივი აირის მარაგი 20-30 წლის საკმარისია. თუმცა უცხოური ინვესტიციებიდან შემოსავალი (2004 $7,75 მლრდ) აღემატება ბუნებრივი აირიდან და ნავთობიდან შემოსულ შემოსავალს.

სუსტი მხარეა დივერსიფიკაციის არ ქონა. ქვეყნის ეკონომიკა ორიენტირებულია ერთ პროდუქტზე.

ქვეყანა წელიწადში მოიპოვებს 10 მლრდ. ტონა ნავთობს და 12 მლრდ მ³ გაზს. ნავთობისა და გაზის დიდი მარაგების გამო ქვეყანას ერთ-ერთი წამყანი ადგილი უკავია ცხოვრების დონის მიხედვით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.

ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად.

• საზღვარგარეთული აზიის ქვეყნები,/ გეოგრაფიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ცნობარი/ გვ. 26-ბრუნეი, თბილისი 1978 წელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მთავრობა
ზოგადი ინფორმაცია
ბიზნესი
ტურიზმი
  1. 1.0 1.1 Brunei. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 22 January 2016.
  2. 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 14 December 2015.
  3. Census Report 2022, p. 47.