ჟან კალვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან კალვინი

ჟან კალვინი, ჟან კოვენი (ფრანგ. Jean Calvin, Jehan Cauvin, ლათ. Ioannes Calvinus; დ. 1509 ნუვაიონი, საფრანგეთი — გ. 1564, ჟენევა, შვეიცარია) — ფრანგი თეოლოგი, რეფორმატორი, კალვინიზმის დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟან კოვენი დაიბადა 1509 წლის 10 ივლისს ქალაქ ნუაიონში, საფრანგეთი. 14 წლის ასაკში მამამისმა, ადვოკატმა ჟერარ კოვენმა, გაგზავნა პარიზის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სასწავლად. 1532 წელს ორლეანში დაიცვა სადოქტორო ხარისხი.

1536 წელს გაემგზავრა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, თუმცა გზად შეჩერდა და, საბოლოოდ, დასახლდა ჟენევაში. იმავე წელს ქალაქიდან გაქცევა მოუწია, ვინაიდან ძალაუფლება მისმა მოწინააღმდეგეებმა ჩაიგდეს ხელთ. 15381541 წლებში სტრასბურში მღვდლად მსახურობდა. 1541 წელს ჟენევის მაგისტრატმა სთხოვა ქალაქში დაბრუნება. კალვინი დაბრუნდა ჟენევაში, სადაც სიკვდილამდე იცხოვრა. კალვინის რეფორმატორული იდეები არამარტო შვეიცარიაში გავრცელდა, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაში.

მიუხედავდ იმისა, რომ კალვინს არ ჰქონდა საერო ძალაუფლება, ნელ–ნელა ქალაქში დამყარდა რეჟიმი, რომელიც თეოკრატიულ დიქტატურას წააგავდა. კალვინს „ჟენევის პაპსაც“ კი უწოდებდნენ[1]. მიუხედავად ამისა, კალვინისტური ეკლესიის ორგანიზაციამ შედარებით დემოკრატიული ხასიათი შეინარჩუნა.

კალვინი გარდაიცვალა 1564 წლის 27 მაისს ქალაქ ჟენევაში.

სერვეტის გასამართლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ დროის ცნობილი მეცნიერი, ექიმი, თეოლოგი და ენათმეცნიერი მიგელ სერვეტი, რომელიც წერდა ნაშრომებს სამების დოგმატის წინააღმდეგ, ჩაება კალვინთან მიმოწერაში. კალვინმა რამდენიმე მიმოწერის შემდეგ, თავის მეგობარს მისწერა: „თუ სერვეტი ხელში ჩავიგდე, არ ვაცოცხლებ“. მართლაც, ცოტა ხანში პირველი მცდელობა კალვინის მხრიდან ვენაში მოხდა, სადაც სერვეტი გამოიჭირა და ბრალი დასდო. სერვეტი ციხეში ჩასვეს, თუმცა იგი გაიქცა ციხიდან, სანამ განაჩენს გამოუტანდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, სერვეტი ჟენევაში გამოჩნდა, სადაც კალვინმა თავისი ქადაგებისას მსმენელებში ამოიცნო და დააპატიმრებინა. ჟენევის კანონებით სხვა ქვეყნის მოქალაქის გასამართლება არ შეიძლებოდა, თუ იგი არაფერ ცუდს არ ჩაიდენდა ქალაქში. თუმცა კალვინმა მთელი თავისი გავლენა გამოიყენა, არამარტო თავის ქვეყანაში, არამედ წერილები დააგზავნა სხვა ქალაქებში და სთხოვა იქ მყოფთ, რომ სერვეტის მოკვლაში დახმარებოდნენ. საბოლოოდ, კალვინმა თავისი გაიტანა და განაჩენი 26 ოქტომბერს დამტკიცდა — 41 წლის სერვეტის ცეცხლზე დაწვა მიესაჯა. თავისი წიგნები მიაყარეს და ცეცხლი წაუკიდეს, მისი ბოლო სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, ძეო მარადიული ღვთისა, შემიწყალე მე“. კალვინი ამის შემდგომ წერდა: „უნდა განადგურდნენ ესენი (ანაბაპტისტები) ისე, როგორც ესპანელი სერვეტი გავანადგურე...“

1903 წელს კალვინისტებმა სერვეტის მკვლელობის ადგილას დაფა გააკეთეს წარწერით: „ვაღიარებთ და ვწუხვართ კალვინის შეცდომის გამო, რომელიც იყო მისი დროის შეცდომა.“[2]

თხზულებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დარიგებები ქრისტიანულ რწმენაში“ (1536)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მოკლა კალვინმა სერვეტი?“ — სტენფორდ რივესი, 2008.
  • „ერეტიკოსი, რომელზეც ნადირობდნენ“ — ბაინტონი.
  • „ცივილიზაციის ისტორია — რეფორმაცია“ — ვილიან დურანტი.
  • „ჟან კალვინის ცხოვრება, წერილები და ნაშრომები.“ — რეიბურნი და ჰიუ იანგი (1914).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ,,ისტორია - სრული კურსი აბიტურიენტთათვის, ნუგზარ მოლაშვილი, თბილისი, 2010, ,,ცის ნამი,, გვ. 152, ISBN 978-9941-419-01-0
  2. Rue Michel Servet, Genéve, Switzerland at Google maps