ლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ლობი, ლობირება (ინგლ. lobbyვესტიბიული, შენობის შესასვლელი ნაწილი, პარლამენტის კულუარი) — ამა თუ იმ ინტერესთა ჯგუფის გამომხატველი ორგანიზებული გუნდი, რომელიც მუშაობს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ხელისუფლებასთან დამკვეთი ჯგუფის სასარგებლოდ.

ლობირების მიზანი შეიძლება იყოს რაიმე საკანონმდებლო აქტის მიღება ან რაიმე სხვა კონკრეტული გადაწყვეტილება დამკვეთის ინტერესების შესაბამისად. ამ ტერმინით ასევე აღინიშნება ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სტრუქტურების წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო პოლიტიკაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლობი&oldid=3852062“-დან