იუდეველთა სამეფო
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|იუდეველთა სამეფო}} |

იუდეველთა სამეფო (ივრ. מַלְכוּת יְהוּדָה) ან იუდეა (ივრ. יְהוּדָה) — გაერთიანებული ისრაელის სამეფოს დაშლის შედეგად, ძვ. წ. X საუკუნეში, წარმოშვობილი სახელმწიფო, დედაქალაქით იერუსალიმში. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ იუდას ტომმა (ბენიამინელებთან ერთად) მეფედ გამოაცხადა მისი ძე რობოამი (დაახლოებით ძვ. წ. 928 - ძვ. წ. 911), რასაც მტრულად შეხვდნენ ისრაელის და მისი მეზობელი სხვა ებრაელთა ტომები. მათ თავის მხრივ მეფედ აღიარეს - იერობოამი, რომელიც ეგვიპტეს აფარებდა თავს.
იუდეა ცდილობდა თავი დაეცვა დიდი მეზობლებისგან-ასურეთისგან,ეგვიპტისგან, ბაბილონისგან რომლებიც რიგრიგობით ესხმოდნენ თავს და მორჩილებას სთხოვდნენ. განსაკუთრებით დიდი აურზაური მოყვა ბაბილონის მეფის ნაბუქოდოროსორის შემოტევას. რომლის დროსაც მოხდა დარბევა და სოლომონის ტაძრის დანგრევა. ასევე ბაბილონური ტყვეობა. მაგრამ ირანის მეფემ მოახერხა ბაბილონის დამორჩილება. ტყვეები გაუშვა და ტაძრის აღდგენის უფლება მისცა. მათ ამით ისარგებლეს და ტაძრის მშენებლობა გააჭიანურეს. მაგრამ ისინი ავტონომიას ინარჩუნებდნენ მაკედონიელის ლაშქრობის დროსაც. ებრაელებმა სამი დიდი აჯანყება მოაწყვეს რომის წინააღმდეგ რაც ახ. წ. 135 წელს ქვეყნისა და ქალაქის სახელწოდებების შეცვლით დასრულდა