კლემენტ VIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლემენტ VIII

კლემენტ VIII (ლათ. Clemens PP. VIII; ერისკაცობაში იპოლიტო ალდობრანდინი; დ. 24 თებერვალი, 1536 ფანო, იტალია – გ. 5 მარტი, 1605, რომი, იტალია) – რომის პაპი 1592-1605 წწ.

იპოლიტო ალდობრანდინი დაიბადა 1536 წლის 24 თებერვალს ფანოში, ფლორენციის მახლობლად. მიიღო იურიდიული განათლება. 1585 წელს დაინიშნა კარდინალად და გახდა პაპის ლეგატი პოლონეთში. სადაც მხარი დაუჭირა ჰაბსბურგების კანდიდატურას სტეფანე ბატორის გარდაცვალების შემდეგ. პრაქტიკაში ახორციელებდა ნეპოტიზმის პრინციპებს. პაპად არჩევიდან სულ მალე მან კარდინალის წოდება მიანიჭა თავის 4 უახლოეს ნათესავს.

მისი პაპობის პერიოდში 1600 წელს, კოცონზე დაწვეს ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო.

წინამორბედი:
ინოკენტი IX
რომის პაპი

15921605
შემდეგი:
ლეო XI