პარმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარმა
Parma

პარმა
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ემილია-რომანია
კოორდინატები 44°48′00″ ჩ. გ. 10°20′00″ ა. გ. / 44.80000° ჩ. გ. 10.33333° ა. გ. / 44.80000; 10.33333
ფართობი 260 კმ²
ცენტრის სიმაღლე 55
მოსახლეობა 178,718 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 687 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 0521
საფოსტო ინდექსი 43100
საავტომობილო კოდი PR
ოფიციალური საიტი comune.parma.it
Italy location map.svg
Italy location map.svg

პარმა — ქალაქი იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში. ცნობილია თავისი ყველით, არქიტექტურით და მის გარშემო მდებარე ლამაზი სოფლებით. სახელი პარმა მოდის მრგვალი ფარის სახელიდან, რომელსაც ძველად პარმას ეძახდნენ. ქალაქში იგივე სახელობის მდინარე მიედინება. პარმას უნივერსიტეტი არის ერთ–ერთი უძველესი მსოფლიოში. იგი XI საუკუნეშია დაარსებული.

იტალიელი მწერალი არტილიო ბერტოლუჩი (დაბადებული სოფელ ჰამლეტში) სწერდა: „როგორც დედაქალაქს მას აქვს მდინარე. როგორც პატარა ქალაქს კი მას აქვს ნაკადული რომელიც ხშირად შრება.“

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარმას საფეხბურთო კლუბი დაარსებულია 1913 წელს. საფეხბურთო კლუბი ამჟამად სერია ა-ში გამოდის. იგი გამარჯვებულია ისეთი ჩემპიონატების, როგორებიცაა ევროპის თასების მფლობელთა თასის, უეფას თასის(ორჯერ), ევროპის სუპერთასისა და იტალიის სუპერთასის. კლუბის სტადიონია - ენიო ტარდინი, რომელიც 29,000 მაყურებელს იტევს. ქალაქში ფეხბურთის გარდა პოპულარულია კალათბურთი, რაგბი და ფრენბურთი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]