სენეგალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენეგალის რესპუბლიკა
République du Sénégal
სენეგალი
სენეგალის
დროშა გერბი
დევიზი: ”Un Peuple, Un But, Une Foi”
"ერთი ხალხი, ერთი მიზანი, ერთი რწმენა"
ჰიმნი: 
Pincez Tous vos Koras, Frappez les Balafons
ყველამ აჟღარუნეთ თქვენი კორა, დაარტყით ბალაფონს

დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დაკარი
14°40′ ჩ. გ. 17°25′ დ. გ. / 14.667° ჩ. გ. 17.417° დ. გ. / 14.667; -17.417
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მაკი სალი
 -  პრემიერ-მინისტრი მოჰამედ დიონე
ფართობი
 -  სულ 196,712 კმ2 (87-ე)
 -  წყალი (%) 2.1
მოსახლეობა
 -  2016 შეფასებით 15,589,485[1] (72-ე)
 -  14,320,055[2] აღწერა 2016 
 -  სიმჭიდროვე 68.7 ად კაცი/კმ2 (134-ე)
მშპ (მუპ) 2017 შეფასებით
 -  სულ $43.326 მილიარდი[3] 
 -  ერთ მოსახლეზე $2,732[3] 
აგი (2015) 0.494[4] (დაბალი) (162-ე)
ვალუტა აფრიკული ფრანკი (XOF)
დროის სარტყელი (UTC +0სთ.)
ქვეყნის კოდი SEN
Internet TLD .sn
სატელეფონო კოდი 221

სენეგალი (ფრანგ. Sénégal); ოფიციალურად სენეგალის რესპუბლიკა — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. სენეგალს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მავრიტანია, აღმოსავლეთიდან მალი, სამხრეთი-აღმოსავლეთიდან გვინეა და სამხრეთი-დასავლეთით გვინეა-ბისაუ. სენეგალს კაბო-ვერდესთან საზღვაო საზღვარი აქვს. სენეგალის პოლიტიკური და ეკონომიკური დედაქალაქია დაკარი. ის აფროევრაზიის ყველაზე დასავლეთიტ ასებული ქვეყანაა.[5] მისი სახელი მომდინარეობს მდინარე სენეგალიდან. თვითონ მდინარის საელი მომდინარეობს ვოლოფური სიტყვა „სუნი გაალიდან“ რაც ნიშნავს „ჩვენ ნავს“. სენეგალი მოიცავს 197,000 კმ²-ს. და დაახლოებით 15 მილიონი მოსახლე ცხოვრობს.[6] კლიმატი არის საჰელი წვიმების სეზონებით.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს მდინარე სენეგალიდან, რომლის ეტიმოლოგიაც სადავოა. დავიდ ბოილატის მიერ 1853 წელს შემოთავაზებული პოპულარული თეორიის მიხედვით მომდინარეობს ვოლოფური გამონათქვამიდან: sunu gaal - ჩვენი კანოე ან ჩვენი პირაგუა. ეს იდეა გამოიყენება ეროვნული სოლიდარობის პროპაგანდისთვის - "ჩვენყველა ერთი ნავიდან ვართ".

თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სახელი მომდინარეობს მდინარის ჩრდილოეთით მცხოვრები ბერბერებისგან. ამ თეორიის მიხედვით სახელი მომდინარეობს შუა საუკუნეების ქალაქ "სანგანა"-დან, რომელიც არაბი გეოგრაფის ალ-ბაკრის 1068 წელის აღწერის მიხედვით მდინარის სათავესთან მდებარეობდა.

სამხრეთით მცხოვრები სერერები მიიჩნევენ, რომ მდინარის სახელი მომდინარეობს სერერული ტერმინების: სენე (სერერების რელიგიის უმთავრესი ღვთაება) და ო გალ ("წყლის სხეული").

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სენეგალის გეოგრაფია.
Sg-map KA.png

ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, 12-17 განედებსა და 11-18 გრძედებს შორის.

სენეგალი გარედან შემოსაზღვრულია: დასავლეთიდან ატლანტის ოკეანით, ჩრდილოეთიდან მავრიტანიით, აღმოსავლეთიდან მალით, სამხრეთიდან გვინეათი და გვინეა-ბისაუთი. შიგნიდა ის თითქმის მთლიანად (აღმოსავლეთით ატლანტიკის ოკენის სანაპიროს გარდა) საზღვრავს გამბიას.

სენეგალის ლანდშაფტი ძირითადად დასავლეთი საჰელის ქვიშიანი ბორცვებისგან. ქვეყნის უმაღლესი ადგილის სიმაღლე შეადგენს 648 მეტრს.[7] ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს მდინარე სენეგალი. ქვეყნის სხვა დიდი მდინარეებია: გამბია და კაზამანსი. დედაქალაქი მდებარეობს აფრიკის უკიდურეს დასავლეთ წერტილში -კაპ-ვერის ნახევარკუნძულზე. ქვეყნის ფართობი წარმოადგენს 196 192 კმ²-ს.

მწვანე კონცხის ნახევარკუნძულის რაიონში არის ჩამქრალი ვულკანები. სანაპირო დაკარის ჩრდილოეთით მოსწორებულია, სამხრეთით დანაწევრებულია მდინარეთა ესტუარებით. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ფოსფორიტები, ალუმინფოსფატები, რკინის მადანი, ილმენიტი, რუტილი, ცირკონიუმი, ქვამარილი, ბოქსიტი. შელფურ ზონაში ნავთობის საბადოებია.

ჰავა ტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 30 °C.[8] ნალექები ჩრდილოეთით 250-300 მმ-ია წელიწადში, სამხრეთით დაახლოებით 1 500 მმ. მთავარი მდინარეებია სენეგალი, კაზამანსი, გამბია (ზემო დინება). ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მოწითალო-მურა ნიადაგებზე, გაუდაბნოებული სავანაა. სამხრეთით აქა-იქ ჩნდება ხეები (აკაცია, ბაობაბი), უფრო სამხრეთით, წითელ-მურა ნიადაგებზე, განვითარებულია ტიპიური სავანა, მდინარე კაზამანსის ქვემო დინებაში შერეული ფოთოლმცვივან-მარადმწვანე ტყეა. სავანაში შემორჩენილია ანტილოპები, ჩრდილო-განაპირა რაიონებში და ეროვნულ პარკებში - ტურა, აფთარი, ჯიქი, ავაზა. ბევრია მღრღნელი, ფრინველი ქვეწარმავალი, მწერი. სანაპირო წყლები მდიდარია თევზით (თინუსი, მაკრელი, სარდინი, ქორჭილა და სხვა). გვხვდება ზვიგენიც.

სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკი სალი პრეზიდენტი 2012 წლიდან.

სენეგალის სახელმწიფო სისტემაა საპრეზიდენტო რესპუბლიკა. 2001 წლიდან პრეზიდენტი ირჩევა საყოველთაო არჩევნებზე 5 წლით (მანამდე ირჩეოდა 7 წლით). პირველი პრეზიდენტი იყო ოეტი და მწერალი ლეოპოლდ სედარ სენგორი, ის პირველი აფრიკელი გახდა რომელიც Académie française-ში აირჩიეს.მეორე პრეზიდენტი აბდუ დიუფი, საპრეზიდენტი ვადის შემდეგ ის მსახურობდა Organisation de la Francophonie-ის გენერალურ მდივნად. მესამე პრეზიდენტი იყო - აბდულაი ვადი იურისტი, ხოლო მეოთხე და დღევანდელი პროზიდენტი მაკი სალი პოსტს 2012 წლიდან იკავებს.

სენეგალში 80-ზე მეტი პოლიტიკური პარტია მოღვაწეობს. სენეგალის ეროვნული ყრილობა წარმოადგენს ერთპალატიან პარლამენტს 150 პარლამენტარით. 1999-2001 და 2007-2012 წლებში ქვეყანაში ასევე მოქმედებდა სენატი.[9]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენეგალის რეგიონები

სენეგალი დაყოფილია 14 რეგიონად,[10] თითოეული იმართება რეგიონალური საბჭოთი (Conseil Régional), რომელსაც არჩევნებზე ირჩევენ. რეგიონები დაყოფილია 45 დეპარტამენტად (Départements), დეპარტამენტები თავისმხრივ 113 არონდისმანად (Arrondissement) იყოფა, რომლებსად ადმინისტრაციული ფუნქცია აქვთ.

რეგიონების დედაქალაქებს ქვიათ შესაბამისი რეგიონის სახელები:

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენეგალის მოსახლეობის ზრდა 1962-2004 წლებში.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სენეგალის დემოგრაფია.

სენეგალის მოსახლეობა დაახლოებით 13.5 მილიონს შადგენს.[11] მათგან 42% სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია.

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუჩის ბაზარი მალენ-ჰოდარში

სენეგალში ბევრი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს: ყველაზე მრავალრიცხოვანია ვოლოფი, მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 43%; ფულბე და ტუკულიორები 24%-ს (ასევე ცნობილი როგორც ჰალპულაარები ანუ პილაარზე-მოსაუბრეები); სერერები 14.7%;[12] ჯოლა 4%; მანდინკა 3% და სხვა მცირე ჯგუფები 9%.

სენეგალში ასევე ცხოვრობს დაახლოებით 50 000 ევროპელი (ძირითადად ფრანგები) და ლიბანელი.[13] ლიბანელების უმეტესობა დასაქმებულია ვაჭრობაში.[14] ქვეყნის ჩრდილოეთში ასევე ცხოვრობს ათეულობით ათასი მავრიტანიელი ლტოლვილი.[15]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაკარის უბანი იოფი.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სენეგალის ენები.

ოფიციალური ენაა ფრანგული. მოსახლეობა ასევე საუბრობს მათ მშობლიურ ენებზეც. სხვა გავრცელებული ენებია: ვოლოფი რომელიც ლინგვა ფრანკაა, პულაარი რომელზეც საუბრობენ ფულბე და ტუკულიორები, სერერი რომელზეც საუბრობენ როგორც სერერები ასევე გავრცელებულია სხვა ეთნიკურ ჯგუფებშიც. ჯოლას ენები ფართოდაა გავრცელებული კაზამანსეს რეგიონში.

სენეგალის რამდენიმე ენას აქვს ეროვნული ენის სტატუსი: ბალანტა, ჰასანია, ჯოლა-ფონი, მანდინკა, მანდიაკი, მანკანია, ნუნი, პულაარი, სერერი, სონინკე, ვოლოფი.

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენეგალის უდიდესი ქალაქია დედაქალაქი დაკარი 2 მილიონზე მეტი მოსახლით.[16] სიდიდით მეორე ქალაქია ტუბა ნახევარი მილიონი მოსახლით.[16][17] სხვა დიდი ქალაქებია ტიესი და კაოლაკი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენეგალის ექსპორტის პროპორციული გრაფიკა.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სენეგალის ეკონომიკა.

1993 წელს სენეგალმა საერთაშორისო დონორების დახმარებით ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო. რეფორმები ქვეყნის ვალუტის 50%-იანი დევალვაციით დაიწყო. გაუქმდა ფასის კონტროლი და სახელმწიფო სუბსიდიები. შედეგად სენეგალის ინფლაცია შემცირდა, ინვესტიციები გაიზარდა და მშპ 1995-2001 წლებში დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.[9]

ქვეყნის ძირითადი ინდუსტრიებია: საკვები მრეწველობა, წიაღისეულის მოპოვება, ცემენტის წარმოება, სასუქის წარმოება, ქიმიური მრეწველობა, საფეიქრო მრეწველობა, აფინაჟი, ტურიზმი. ექსპორტზე გადის: თევზი, ქიმიური ნაწარმი, ბამბა, ქსოვილები, მიწის თხილი და კალციუმის ფოსფატი. 1998 წლის მიხედვით ყველაზე დიდ უცხოური ბაზრის წილი ქონდა ინდოეთს - 26.7%.

სენეგალს გააჩნია 22 კილომეტრიანი სათევზაო ზონა. წელიწადში დაახლოებით 300 000 ტონა თევზის უკანონოდ მოპოვება ხდება, მათგან უმეტესობა ხორციელდება უცხო ქვეყნებში რეგიტრირებული გემებით. 2014 წელს გვინეა-ბისაუს საზღვაო საზღვართან მოხდა რუსული ტრალერის Oleg Naydenov-ის დაკავება.[18]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენეგალის ტერიტორიაზე XV საუკუნეში პორტუგალიელები მოვიდნენ. მათ იქედან გაჰქონდათ სპილოს ძვალი, გუმიარაბიკი, ოქროს ქვიშა, XVI საუკუნიდან კი მონებით ვაჭრობაც დაიწყეს. XVI-XVII საუკუნეებში სენეგალის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბრძოლა ვაჭრობის მონოპოლიისათვის პორტუგალიას, ნიდერლანდს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს შორის. 1633 წელს ფრანგებმა დააარსეს სენეგალის კომპანია, 1638 წელს კი მდინარე სენეგალის შესართავთან - ფაქტორია (1659 წლიდან - ქალაქი სენ-ლუი), რომელიც შემდგომი კოლონიური ექსპედიციების დასაყრდენი პუნქტი გახდა.

კოლონიური სენ-ლუი. 1900 წელი

1895 წელს სენეგალის ტერიტორია საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში შევიდა, დაკარი კი მისი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა (1904 წლიდან). სენეგალის ეკონომიკა ცალმხრივად ვითარდებოდა. XIX საუკუნის დასასრულს აშენდა პირველი რკინიგზები, ერთგვარად განვითარდა მოპოვებითი და დამუშავებითი მრეწველობა, გაიზარდა დაქირავებული შრომით დაკავებულ პირთა რიცხვი, ჩამოყალიბდა ეროვნული ინტელიგენცია, ქალაქებში: დაკარში, სენ-ლუიში, რიუფისკსა და კუნძულ გორეზე შეიქმნა „სრულუფლებიანი კომუნები”. კუნძულის მცხოვრებლები საფრანგეთის მოქალაქეებად ითვლებოდნენ და საფრანგეთის პარლამენტში ერთი დეპუტატის არჩევის უფლებით სარგებლობდნენ, სენეგალის დანარჩენ მოსახლეობას პოლიტიკური უფლებები წართმეული ჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა პირველი პოლიტიკური ორგანიზაციები; სტიქიური ანტიკოლონისტური გამოსვლების გვერდით ეწყობოდა პირველი გაფიცვები.

მეორე მსოფლიო ომის წლებში სენეგალი და განსაკუთრებით დაკარი, „მებრძოლი საფრანგეთის” ერთ-ერთი საყრდენი ბაზა და მოკავშირეთა სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო. ომის შემდეგ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა. ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტია გახდა 1948 წელს შექმნილი სენეგალის დემოკრატიული ბლოკი, რომლის სათავეში ლ. ს. სენგორი იდგა. 1958 წელს სენეგალი გახდა ავტონომიური სახელმწიფო საფრანგეთის გაერთიანების შემადგენლობაში. 1960 წლის 20 აგვისტოს სენეგალი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. იგი დარჩა საფრანგეთის საფრანგეთის წევრად და საფრანგეთთან დადებული ყველა შეთანხმება აღიარა. 1960 წლის 28 სექტემბერს სენეგალი გაეროში მიიღეს. ჰქონდა ტერიტორიული დავები მავრიტანიასთან.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 285-286, თბ., 1985 წელი.
  • Babou, Cheikh Anta, Fighting the Greater Jihad: Amadu Bamba and the Founding of the Muridiyya of Senegal, 1853–1913, (Ohio University Press, 2007)
  • Behrman, Lucy C, Muslim Brotherhood and Politics in Senegal, (iUniverse.com, 1999)
  • Buggenhage, Beth A, Muslim Families in Global Senegal: Money Takes Care of Shame, (Indiana University Press, 2012)
  • Bugul, Ken, The Abandoned Baobab: The Autobiography of a Senegalese Woman, (University of Virginia Press, 2008)
  • Foley, Ellen E, Your Pocket is What Cures You: The Politics of Health in Senegal, (Rutgers University Press, 2010)
  • Gellar, Sheldon, Democracy in Senegal: Tocquevillian Analytics in Africa, (Palgrave Macmillan, 2005)
  • Glover, John, Sufism and Jihad in Modern Senegal: The Murid Order, (University of Rochester Press, 2007)
  • Kane, Katharina, Lonely Planet Guide: The Gambia and Senegal, (Lonely Planet Publications, 2009)
  • Kueniza, Michelle, Education and Democracy in Senegal, (Palgrave Macmillan, 2011)
  • Mbacké, Khadim, Sufism and Religious Brotherhoods in Senegal, (Markus Wiener Publishing Inc., 2005)
  • Streissguth, Thomas, Senegal in Pictures, (Twentyfirst Century Books, 2009)
  • Various, Insight Guide: Gambia and Senegal, (APA Publications Pte Ltd., 2009)
  • Various, New Perspectives on Islam in Senegal: Conversion, Migration, Wealth, Power, and Femininity, (Palgrave Macmillan, 2009)
  • Various, Senegal: Essays in Statecraft, (Codesria, 2003)
  • Various, Street Children in Senegal, (GYAN France, 2006)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Senegal Population. Worldometers.info. წაკითხვის თარიღი: 5 February 2017.
  2. Senegal. Central Intelligence Agency. წაკითხვის თარიღი: 5 February 2017.
  3. 3.0 3.1 Senegal. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 17 April 2013.
  4. 2016 Human Development Report. United Nations Development Programme (2016). წაკითხვის თარიღი: 21 March 2017.
  5. Janet H. Gritzner, Charles F. Gritzner – 2009, Senegal – Page 8
  6. 15 million Senegal Population. Worldometers.info. წაკითხვის თარიღი: 5 February 2017.
  7. Senegal High Point. SRTM.
  8. Dakar, Senegal Climate Information – ClimateTemp.info, Making Sense of Average Monthly Weather & Temperature Data with Detailed Climate Graphs That Portray Average Rainfall & Sunshine Hours. ClimaTemps.com (22 July 2011). წაკითხვის თარიღი: 29 March 2012.
  9. 9.0 9.1 Central Intelligence Agency. (2009)Senegal. The World Factbook. წაკითხვის თარიღი: 12 October 2015.
  10. Statoids page on Senegal (noting that three new regions were split off on 10 September 2008).
  11. (ფრანგული) ANSD Retrieved 2013-12-10.
  12. Gambia. CIA. The World Factbook
  13. Senegal (03/08), U. S. Department of State
  14. Lebanese Immigrants Boost West African Commerce, By Naomi Schwarz, voanews.com, 10 July 2007
  15. Boost for the reintegration of Mauritanian returnees“, 26 November 2008. წაკითხვის თარიღი: 12 January 2010. 
  16. 16.0 16.1 Agence Nationale de la Statistique et de la Démographie. (2005)Situation économique et sociale du Sénégal French (PDF). Government of Senegal. დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 June 2008. წაკითხვის თარიღი: 18 November 2008.
  17. Forsberg, Jan. Cities in Senegal. წაკითხვის თარიღი: 18 November 2008.
  18. 'Russia says factory ship was seized on Greenpeace's orders; Trawler held by Senegal over alleged illegal fishing' by John Vidal The Guardian (UK newspaper) 10 January 2014 page 23