წმინდა მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
1759 წლის რუკა

წმინდა მიწა (ებრ. אֶרֶץ הַקוֹדֵשׁ; ლათ. Terra Sancta; არაბ. الأرض المقدسة) — არეალი იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე, იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირის ჩათვლით. იგი არის ტრადიციული სინონიმი ისრაელის მიწისა და ისტორიული პალესტინისა. იგი მოიცავს ისრაელს, პალესტინის ნაწილს, დასავლეთ იორდანიას, სამხრეთ ლიბანს და სამხრეთ-დასავლეთ სირიას. იგი მიიჩნევა წმინდად როგორც ებრაელებისთვის, ასევე ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის. ეს ტერიტორია წმინდაა იერუსალიმის რელიგიური მნიშვნელობით. იგი არის ებრაელების უწმინდესი ქალაქი, ქრისტიანებისათვის იესოს მოღვაწეობის მთავარი არეალი და მუსლიმებისთვის ისრის და მირჟის ადგილი.

ამ ტერიტორიის სიწმინდემ ქრისტიანობაში, შუა საუკუნეებში გამოიწვია ჯვაროსნული ლაშქრობები. ჯვაროსნები ცდილობდნენ მუსლიმთაგან დაეხსნათ „წმინდა საფლავი“, რომელიც მათ ბიზანტიას წაართვეს.

წმიდა მიწაზე მრავალი ადგილი უკვე დიდი ხანია არის აბრაამის რელიგიის მიმდევრების, მათ შორის იუდეველების, ქრისტიანების, მუსლიმებისა და ბაჰაელების ერთ-ერთი მთავარი მოსალოცი ადგილი. პილიგრიმები ჩადიან წმინდა მიწაზე, რათა შეეხონ და იხილონ თავიანთი რწმენის ფიზიკურ გამოვლინებები და ადასტურებენ თავიანთ რწმენას წმინდა კონტექსტში კოლექტიური აღელვებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: