კენია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კენიის რესპუბლიკა
Republic of Kenya
Jamhuri ya Kenya
კენია
კენიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Ee Mungu Nguyu Yetu
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ნაირობი
1°16′ ს. გ. 36°48′ ა. გ. / 1.267° ს. გ. 36.800° ა. გ. / -1.267; 36.800
ოფიციალური ენა(ები) ინგლისური, სუაჰილი
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მვაი კიბაკი
 -  პრ.-მინისტრი
ფართობი
 -  სულ 580,367 კმ2 (47-ე)
 -  წყალი (%) 2.3
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 39,002,772 (32-ე)
 -   აღწერა 31,138,735 
 -  სიმჭიდროვე 67.2 ად კაცი/კმ2 (140-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $48.33 მილიარდი (79-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1,445 (156-ე)
აგი (2007) 0.521 (საშუალო) (148-ე)
ვალუტა კენიური შილინგი (KES)
დროის სარტყელი (UTC +3სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი KEN
Internet TLD .ke
სატელეფონო კოდი 254

კენიის რესპუბლიკა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კვეთს ეკვატორი. მოსაზღვრე ქვეყნებია ეთიოპია (ჩრდილოეთით), სომალი (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ტანზანია (სამხრეთით), უგანდა, ასევე ტბა ვიქტორია (დასავლეთით), სამხრეთი სუდანი (ჩრდილო-დასავლეთით). დედაქალაქია ნაირობი. უკანასკნელ წლებში, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და შეადგენს დაახლოებით 38 მილიონს. კენია ფლობს ველური ბუნების უზარმაზარ რეზერვებს. აქ გავრცელებულია ცხოველთა ათასობით სახეობა.

ქვეყანას სახელი ეწოდა მწვერვალ კენიისგან, რომელიც სიმაღლით მეორეა აფრიკის მწვერვალებს შორის. 1920 წლამდე, ის ტერიტორია, რასაც დღეს ჩვენ კენიას ვუწოდებთ, ცნობილი იყო, როგორც ბრიტანეთის აღმოსავლეთ აფრიკის პროტექტორატი.

ქვეყნის ფართობია 582.646 კვ.კმ.



სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: კენიის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Kenya, Jamhuri ya Kenya; Republic of Kenya.
  • ეტიმოლოგია: ეწოდა კენიის მთის მიხედვით KiriKirinyaga ანუ Kere-Nyaga, ნიშნავს "თეთრ მთას".


გეოგრაფია[რედაქტირება]

Ke-map.png

ფართობის მიხედვით (582.646 კმ.კვ) კენია მსოფლიოს ქვეყნებს შორის ორმოცდამეშვიდე ადგილზეა (მადაგასკარის შემდეგ). ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლზე არსებული ვაკეები, ნელ-ნელა გადადის ცენტრალურ მთიანეთში. ამ ზეგნებს შუაზე ყოფს დიდი რიფტის ხეობა. კენიის ზეგნები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ სასოფლო სამეურნეო რეგიონს მთელს აფრიკაში. ამ მთიანეთში მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კენია (5 199 მ), ასევე რამდენიმე მყინვარი. სანაპიროზე კლიმატი ტროპიკულია, ქვეყნის შიგნით კი გადადის მშრალში. კენიიდან, ტანზანიის საზღვრის სიახლოვიდან შესასძლებელია აფრიკის უმაღლესი მწვერვალის – კილიმანჯაროს დანახვა (5. 895 მ).


კლიმატი[რედაქტირება]

კენიაში წარმოდგენილია ტროპიკული კლიმატი. სანაპირო რაიონებში ის ცხელი და ტენიანია, ქვეყნის შიდა რაიონებში ზომიერი, ხოლო ჩრდილოეთ და ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონში მშრალი. მარტი და მაისი უხვნალექიანი სეზონია, ასევე ნალექიანია ოქტომბერი და ნოემბერი, მაგრამ შედარებით ნაკლებად, მიუხედავად წვიმებისა, ამ თვეებში ტემპერატურა მაინც საკმაოდ მაღალია.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

კენია ველური ბუნების ერთ-ერთი კერაა. განსაკუთრებით მისი ერთ-ერთი რეგიონი – მასაი მარა, სადაც ყოველწლიურ მიგრაციისას უამრავი ლურჯი ანტილოპა (Connochaetes taurinus) და სხვა ძუძუმწოვრები გადაადგილდებიან. ყოველ მშრალ სეზონზე 250. 000-ზე მეტი ლურჯი ანტილოპა იღუპება საკვების ძიებაში რთულ და მომქანცველ ხეტიალში. კენიაში ასევე ბინადრობს აფრიკის ცხოველების `დიდი ხუთეული~: ლომი, ლეოპარდი, კამეჩი, მარტორქა და სპილო. ფლორისა და ფაუნის სხვა არაერთი წარმომადგენელი გვხვდება ეროვნულ პარკებსა და ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე. გაუარესებული გარემო დიდ საფრთხეს უქმნის კენიაში არსებული პოპულაციების გამრავლებას.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი მვაი კიბაკი (2002).
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - ბუნგე (224 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 7 პროვინცია (province).

კენია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა მრავალპარტიული სისტემით. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია ქვეყნის პრეზიდენტი. აღმასრულებელი ძალაუფლება ეკუთვნის მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია მთავრობასა და ეროვნულ ასამბლეას შორის. სასამართლო ხელისუფლერება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან.

2002 წლეს, კენიაში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც თავისუფალი და ყველენაირი წესის დაცვით ჩატარებული. ეს არჩევნები მნიშვნელოვანი წინგადაგდმული ნაბიჯი იყო კენიის დემოკრატიისაკენ სვლაში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

კენია იყოფა 7 პროვინციად, ხოლო თითოეული პროვინცია რაიონებად (ვილაია). 1999 წლის მონაცემებით, არსებობდა 69 ვილაია.რაიონები თავის მხრივ იყოფა დანაყოფებად (ტაარაფა) სულ ასეთი 497 დანაყოფია, რომლებიც კიდევ იყოფა სულ 2, 427 დასახლებად (მთაა). დედაქალაქი ნაირობი ატარებს სრული ადმინისტრაციული პროვინციის სტატუსს. კენიის პროვინციებია:

  • ცენტრალური პროვინცია
  • სანაპირო პროვინცია
  • აღმოსავლეთ პროვინცია
  • ნაირობის პროვინცია
  • ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია
  • ნიანზა
  • რიფტ-ველი
  • დასავლეთ პროვინცია

დემოგრაფია[რედაქტირება]

  • მოსახლეობა - 32,021,856 (2005), მათ შორის კიკუიუ 22%, ლუჰია 14%, აგრეთვე ლუო, კამბა, გუსაი.
  • სახელმწიფო ენა : სუაჰილი და ინგლისური.
  • დედაქალაქი : ნაირობი (2,412 ათასი).
  • ქალაქები: მომბასა (713), ნაკურუ (334).


ეკონომიკა[რედაქტირება]

  • რესურსები : ოქრო, კირქვა, სოდა, მარილი.
  • ექსპორტი : ჩაი, ყავა, ხილი, ბოსტნეული, ნავთობპროდუქტები.
  • ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1145 $.
  • ვალუტა : კენიური შილინგი (KES).

ისტორია[რედაქტირება]

1963 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა ბრიტანეთისაგან. პირველი პრეზიდენტი გახდა ჯომო კენიატა, რომელიც 1978 წლამდე მართავდა ქვეყანას. მისი ადგილი დაიკავა დანიელ არაპ მოიმ. 1991-92 წლებში ქვეყანაში იყო ხალხის მასობრივი გამოსვლები დემოკრატიული მთავრობის მოთხოვნით.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • ვასკო და გამას კოლონა მალინდაში (XVI ს);
  • იესოს ფორტი მომბასაში (XVI ს.);
  • სიბილოის ეროვნული პარკი,
  • მაუნთ-კენიის ბუნებრივი ტყე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კენია&oldid=2354534“-დან