გრანადის დაცემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრანადის დაცემა
რეკონკისტის ნაწილი
La Rendición de Granada - Pradilla.jpg
გრანადას გადასცემენ ფერდინანდსა და ისაბელს.
თარიღი 2 იანვარი, 1492
მდებარეობა გრანადა, ესპანეთი
შედეგი მავრების კაპიტულაცია და გრანადის საამიროს განადგურება
მხარეები
Bandera de la Corona de Castilla.svg კასტილიისა და ლეონის სამეფო Standard of Grenade after Cresques Atlas s XIV.svg გრანადის საამირო
მეთაურები
Bandera de la Corona de Castilla.svg როდრიგო პონსე დე ლეონი Standard of Grenade after Cresques Atlas s XIV.svg ბოაბდილი
ძალები
100 000 30 000
დანაკარგები
30 000 28 000

გრანადის დაცემაგრანადის ომის (1482-1492 წლები) კულმინაციური წერტილი. გაიმართა 1492 წლის 2 იანვარს ქალაქის რამდენიმე თვიანი ალყის შემდეგ. ქალაქი კასტილიისა და ლეონის სამეფომ დაიპყრო. გრანადის გადაცემა მოხდა გრანადის ხელშეკრულების შედეგად, რომელიც 77 პუნქტისაგან შედგებოდა. გრანადის დაცემასთან ერთად არსებობა შეწყვიტა გრანადის საამირომაც. გრანადის აღებამ დაასრულა არაბების 780-წლიანი ბატონობა იბერიის ნახევარკუნძულზე და დასრულდა რეკონკისტა. ამ გამარჯვების შემდეგ გაერთიანებულ ქრისტიანულ სახელმწიფოს ეწოდა ესპანეთი.

ამჟამად ქალაქში 2 იანვარი აღინიშნება როგორც დღესასწაული.

მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1491 წლის გაზაფხულისათვის პირენეს ნახევარკუნძულზე მავრების ხელში რჩებოდა მხოლოდ გრანადა. ქალაქის შტურმით აღება ფერდინანდისა და იზაბელას ჯარებს გაუჭირდათ. გადაწყვიტეს გრანადის ალყაში მოქცევა. დაიდო ზავი ოთხი თვით. ბოაბდილმა მოლაპარაკებები გამართა ფესის მეფესთან, თუმცა წარუმატებლად. ამასობაში ზავის ვადაც გავიდა და ქალაქი ჩაბარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Thomas Freller: Granada. Königreich zwischen Orient und Okzident. Jan Thorbecke Verlag, Ostfildern 2009, ISBN 978-3-7995-0825-4.