რომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „რომი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ რომი (მრავალმნიშვნელოვანი).
რომი
Roma
ზედა მარცხენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით: კოლოსეუმი, ვიტორიო ემანუელე II-ის მონუმენტი, სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრე, ხედი ქალაქის ისტორიულ ცენტრზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათი, ტრევის შადრევანი, რესპუბლიკის მოედანი.
ზედა მარცხენა კუთხიდან საათის ისრის მიმართულებით: კოლოსეუმი, ვიტორიო ემანუელე II-ის მონუმენტი, სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრე, ხედი ქალაქის ისტორიულ ცენტრზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათი, ტრევის შადრევანი, რესპუბლიკის მოედანი.
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი დედაქალაქი
რეგიონი ლაციო
კოორდინატები 41°54′ ჩ. გ. 12°30′ ა. გ. / 41.900° ჩ. გ. 12.500° ა. გ. / 41.900; 12.500
ქალაქის მერი იგნასიო მარინო
დაარსდა ძვ. წ. 753|21 აპრილი, ძვ. წ. 753
ფართობი 1 285 კმ²
სიმაღლე 20
მოსახლეობა 2 705 603 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 2 105,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 06
საფოსტო ინდექსი 00121 - 00199
ოფიციალური საიტი www.comune.roma.it

რომი მდებარეობა იტალია

Red pog.svg

რომი (იტალ. Roma; ლათ. Rōma) — ქალაქი და სპეციალური კომუნა („Roma Capitale“) იტალიაში. რომი არის იტალიისა და ლაციოს რეგიონის დედაქალაქი. 2,9 მილიონი მცხოვრებით 1 285 კმ²-ზე, იგი, ასევე, არის ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა და მეოთხე უდიდესი ქალაქი ევროკავშირში ქალაქის საზღვრებში არსებული მოსახლეობის მიხედვით. რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4,3 მილიონი ადამიანი.[1] ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტიბრის სანაპიროებზე. ვატიკანი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო რომის საზღვრებში. ეს არის ერთადერთი მაგალითი ქალაქში არსებული სახელმწიფოსი, ამ მიზეზით, რომს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს.[2][3]

რომის ისტორია 2,5 ათასწლეულზე მეტს მოიცავს. რომაული მითოლოგიის თანახმად, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 753 წელს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც რომი არის ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი ევროპაში.[4] ქალაქის თავდაპირველი მოსახლეობა წარმოადგენდა ლათინების, ეტრუსკებისა და საბინების ნაზავს. საბოლოოდ რომი გახდა, თანმიმდევრულად, რომის სამეფოს, რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის დედაქალაქი. იგი ითვლება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ (მარადიული ქალაქი)[5] და „Caput Mundi“ (მსოფლიოს დედაქალაქი), ორი ცენტრალური ცნებით ძველ რომაულ კულტურაში.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რაც შუა საუკუნეების დასაწყისად ითვლება, რომი ნელ-ნელა მოექცა პაპის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რომელიც ქალაქში I საუკუნეში დასახლდა, სანამ VIII საუკუნეში პაპის ოლქის დედაქალაქად არ იქცა, რაც 1870 წლამდე გაგრძელდა.

რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პაპი, დაწყებული ნიკოლოზ V-დან (1422–55 წწ.) ოთხასი წლის განმავლობაში ატარებდა თანმიმდევრულ ქალაქდაგეგმარებით და არქიტექტურულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქის მსოფლიოს მხატვრულ და კულტურულ ცენტრად გადაქცევას.[6] ამის გამო, რომი გახდა უპირველესი იტალიური რენესანსის მთავარ ცენტრებს შორის,[7] ხოლო მოგვიანებით აქვე ჩაისახა ბაროკო. რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების ცნობილმა მხატვრებმა და არქიტექტორებმა რომი თავიანთი მოღვაწეობის ცენტრად აქციეს, რის შედეგადაც მთელ ქალაქში უამრავი შედევრი შეიქმნა. 1871 წელს რომი გახდა იტალიის სამეფოს, ხოლო 1946 წელს იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქი.

რომს გააჩნია გლობალური ქალაქის სტატუსი.[8][9][10] 2011 წელს, იგი იყო მე-18 ყველაზე მეტად მონახულებადი ქალაქი მსოფლიოში, მესამე — ევროპის კავშირში და ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი იტალიაში.[11] რომის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[12] ვატიკანის მუზეუმებისა და კოლოსეუმის მსგავსი ძეგლები და მუზეუმები მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ტურისტულ ობიექტთა შორისაა, რომლებიც წელიწადში მილიონობით ვიზიტორს ღებულობენ. რომმა უმასპინძლა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ქალაქში, ასევე, მდებარეობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შტაბ-ბინა.

სექციების სია

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ქალაქის დაარსების ძველი რომაული მითის მიხედვით,[13] არსებობს სახელი „რომის“ წარმოშობის ხანგრძლივი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ის მომდინარეობს რომის დამაარსებლისა და პირველი მეფის, რომულუსის სახელიდან.[14] თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ თავად სახელი რომულუსი მომდინარეობს რომიდან. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში არსებობდა ალტერნატიური თეორიები სახელ რომის წარმოშობის შესახებ. არსებობს სახელის წარმოშობის რამდენიმე ჰიპოთეზა, რომლებიც აქცენტს მის გაურკვეველ ენობრივ ფესვებზე აკეთებენ:[15]

  • მდინარე ტიბრის ანტიკური სახელის — რუმონის ან რუმენისაგან, რომელსაც აქვს იგივე ძირი რაც ბერძნულ ზმნა ῥέω-სა და ლათინურ ზმნა ruo-ს, რომელთაგან ორივე „დენა“-ს ნიშნავს.[16]
  • ეტრუსკული სიტყვა რუმა-საგან (ruma), რომლის ძირი არის რუმ (rum) — „საწოვარა“, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ძუ მგელს, რომელმაც ძმები — რომულუსი და რემუსი გამოკვება ან პალატინისა და ავენტინის ბორცვების ფორმას.
  • ბერძნული სიტყვა „რჰომე“-საგან (ῤώμη), რაც ძალას ნიშნავს.[კ 1]

ისტორია[რედაქტირება]

უძველესი ისტორია[რედაქტირება]

არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანი რომის ტერიტორიაზე დაახლოებით 14 000 წლის წინ დასახლდა, მაგრამ ბევრად ახალგაზრდა ნარჩენების მკვრივი ფენა ბუნდოვანს ხდის პალეოლითურ და ნეოლითურ ფენებს.[4] ქვის ხელსაწყო-იარაღები და ჭურჭელი ადასტურებს ადამიანის 10 000 წლიან ცხოვრებას რომის ტერიტორიაზე. რამდენიმე არქეოლოგიური გათხრა ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ რომი პალატინის ბორცვზე არსებული სოფლის ტიპის დასახლებიდან განვითარდა, მომავალი რომის ფორუმის ზედა ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი არქეოლოგი ამტკიცებს, რომ რომი ნამდვილად დაარსდა ძვ. წ. VIII საუკუნის შუა ხანებში (ქალაქის დაარსების ტრადიციული თარიღი), რომის დაარსების თარიღი მაინც დაპირისპირების საკითხს წარმოადგენს.[17]

რომის დაარსების ლეგენდა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რომის დაარსება.

რომის დაარსების ტრადიციული ისტორია წარმოადგენს ალბათ ყველაზე ცნობილ ძველრომაულ მითს ტყუპ ძმებზე, რომულუსსა და რემუსზე, რომლებიც ძუ მგელმა გაზარდა.[13] ძმებმა ქალაქის აშენება გადაწყვიტეს, თუმცა უთანხმოების შემდეგ რომულუსმა მოკლა რემუსი. რომაელი ისტორიკოსების მიხედვით, ეს მოხდა ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილს.[18]

ეს ლეგენდა შეჯერებული უნდა იყოს ორმაგი ტრადიციით, რომლის მიხედვითაც, ტროელი ლტოლვილი ენეასი გაიქცა იტალიაში და გახდა რომაელთა ხაზის დამაარსებელი მისი ვაჟის, იულიუს-კლავდიუსების სეხნიის, იულიუსის მეშვეობით.[19] აღნიშნულ ტრადიციას გადმოგვცემს პირველი საუკუნის რომაელი პოეტი ვერგილიუსი.

მონარქია, რესპუბლიკა, იმპერია[რედაქტირება]

რომულუსის მიერ ქალაქის ლეგენდარული დაარსების შემდეგ,[18] რომი 244 წლის განმავლობაში მონარქიული სისტემით იმართებოდა, თავდაპირველად, ლათინური და საბინური წარმოშობის, მოგვიანებით კი ეტრუსკი მეფეების მიერ. ტრადიციული გადმოცემით, რომს სულ შვიდი მეფე მართავდა: რომულუსი, ნუმა პომპილიუსი, ტულიუს ჰოსტილიუსი, ანკუს მარციუსი, ლუციუს პრისკუს ტარკვინიუსი, სერვიუს ტულიუსი და ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი.[18]

ძვ. წ. 509 წელს რომაელებმა ქალაქიდან გააძევეს უკანასკნელი მეფე და დაამყარეს ოლიგარქიული რესპუბლიკა. ამის შემდეგ, რომისათვის დაიწყო პერიოდი, რომელიც ხასიათდება შიდა დაპირისპირებით პატრიციებსა (არისტოკრატია) და პლებსს (მცირემიწათმფლობელები) შორის და მუდმივი ომით ცენტრალური იტალიის ხალხების, ეტრუსკების, ლათინების, ვოლსკების, ეკვიების წინააღმდეგ.[20] ლაციაში გაბატონების შემდეგ რომმა რამდენიმე ომი გადაიხადა (გალების, ოსკი-სამნიტებისა და ბერძნული კოლონია ტარანტოს წინააღმდეგ, რომლებშიც მისი მოკავშირე იყო ეპიროსის მეფე პიროსი), რის შედეგადაც დაიპყრო აპენინის ნახევარკუნძული ცენტრალური ნაწილიდან დიდ საბერძნეთამდე.[21]

დაარსებიდან ძვ. წ. 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ ქალაქში კელტები არ შევიდნენ, თუმცა ამავე წლის დამლევს რომაელებმა არა მხოლოდ განდევნეს ისინი, არამედ დაიპყრეს კიდეც.

ძვ. წ. III და II საუკუნეებში, ქალაქ კართაგენის წინააღმდეგ წარმოებული სამი პუნიკური ომისა (ძვ. წ. 264-146) და მაკედონიასთან გადახდილი ოთხი მაკედონური ომის (ძვ. წ. 215-148) შედეგად, რომმა ხმელთაშუა ზღვასა და აღმოსავლეთზე სრული ჰეგემონია მოიპოვა.[22] ამის შემდეგ შეიქმნა პირველი რომაული პროვინციები: სიცილია, კორსიკა და სარდინია, ესპანეთი, მაკედონია, საბერძნეთი (აქაია), აფრიკა.[23]

რომი გვიან ანტიკურ ხანაში.

ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისიდან, ძალაუფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდა არისტოკრატთა ორი ჯგუფი: ოპტიმატები, რომლებიც სენატის კონსერვატიულ ნაწილს წარმოადგენდნენ და პოპულარები, რომლებიც ქალაქის მოსახლეობას ეყრდნობოდნენ. ამავე პერიოდში, მცირე მიწათმოქმედთა გაკოტრებამ და მონათა დიდი მასის ჩამოყალიბებამ გამოიწვია ხალხის დიდი ნაკადის მიგრაცია ქალაქში. გამუდმებული ომის პირობებში აუცილებელი გახდა პროფესიული არმიის არსებობა, რომელიც მისი მეთაურების მიმართ უფრო ერთგული იქნებოდა, ვიდრე რესპუბლიკის მიმართ. ამის გამო, ძვ. წ. II საუკუნის მეორე ნახევარსა და ძვ. წ. I საუკუნეში რომი გახდა როგორც საგარეო, ისე სამოქალაქო ომების მომსწრე: ტიბერიუს და გაიუს გრაკქუსების მიერ სოციალური რეფორმის გატარების წარუმატებელი მცდელობისა[24] და იუგურთას წინააღმდეგ წარმოებული ომის შემდეგ,[24] მიმდინარეობდა პირველი სამოქალაქო ომი გაიუს მარიუსსა და სულას შორის,[24] რასაც მოჰყვა მონათა აჯანყება სპარტაკის მეთაურობით[25] და პირველი ტრიუმვირატის ჩამოყალიბება კეისრის, პომპეუსისა და კრასუსის შემადგენლობით.[25]

გალიის დაპყრობის შემდეგ მნიშვნელოვნად ამაღლდა კეისრის რეიტინგი, რომელიც დაუპირისპირდა პომპეუსსა და სენატს მეორე სამოქალაქო ომში, რაში გამარჯვების შემდეგაც იგი სამუდამო დიქტატორი გახდა.[25] კეისრის მკვლელობის შემდეგ შეიქმნა მეორე ტრიუმვირატი ოქტავიანეს (კეისრის დისშვილი და მემკვიდრე), ანტონიუსისა და ლეპიდუსის შემადგენლობით, რაც, საბოლოოდ, დასრულდა სამოქალაქო ომით ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის.[26] ძვ. წ. 27 წელს ეს უკანასკნელი გახდა პრინცეპს ცივიტატისი (princeps civitatis) და მიიღო ავგუსტუსის ტიტული, რითაც გახდა პრინციპატის (დიარქია პრინცეპსსა და სენატს შორის) დამაარსებელი.[26] შეიქმნა დე-ფაქტო იმპერია, რომელმაც უდიდეს საზღვრებს II საუკუნეში, იმპერატორ ტრაიანეს დროს მიაღწია. რომი მოიხსენიებოდა, როგორც კაპუტ მუნდი (caput Mundi) — მსოფლიოს დედაქალაქი, ფრაზით, რომელიც ჯერ კიდევ რესპუბლიკის პერიოდში არსებობდა. იმპერიის არსებობის პირველი ორი საუკუნის განმავლობაში, რომს, ოქტავიანე ავგუსტუსის შემდეგ, მართავდნენ იულიუს-კლავდიუსების,[27] ფლავიუსებისა (მათ დროს აიგო გრანდიოზული ამფითეატრი, რომელიც კოლოსეუმის სახელითაა ცნობილი)[27] და ანტონინუსების დინასტიების წარმომადგენლები.[28] ეს პერიოდი, ასევე, ხასიათდება ქრისტიანული რელიგიის გავრცელებით, რომელიც იესო ქრისტემ იქადაგა იუდეაში პირველი საუკუნის პირველ ნახევარში (ტიბერიუსის მმართველობისას), ხოლო შემდეგ მისმა მოწაფეებმა გაავრცელეს იმპერიაში.[29] ანტონინუსების დინასტიის მმართველობის პერიოდი ითვლება იმპერიის ძლიერებისა და აყვავების მწვერვალად, როდესაც მისი ტერიტორია გადაჭიმული იყო ატლანტის ოკეანიდან ევფრატამდე და ბრიტანეთის ჩრდილო-ცენტრალური ნაწილიდან ეგვიპტემდე.[28]

რომის იმპერია მის მაქსიმალურ საზღვრებში, როდესაც იგი აკონტროლებდა დაახლოებით 6,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს.[30]

III საუკუნეში, ანტონინუსების დინასტიის მმართველობის დასრულების შემდეგ, სევერუსებმა პრინციპატი სამხედრო ხელისუფლებით ჩაანაცვლეს, რასაც მალევე მოჰყვა სამხედრო ანარქიით გამოწვეული დესტაბილიზაციის პერიოდი. ამავდროულად, გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა, გაიზარდა ინფლაცია, ხოლო რომის ისტორიულმა მტრებმა, გერმანელებმა დასავლეთით და სპარსეთის იმპერიამ აღმოსავლეთით, იმპერიის საზღვრებზე ზეწოლა გააგრძელეს.[31]

იმპერატორი დიოკლეტიანე (284-305) ებრძოდა ეკონომიკურ და სამხედრო პრობლემებს დომინატის, აბსოლუტური მონარქიის, შემოღებით, სადაც იმპერატორი გაღმერთებული იყო, ფასებზე კონტროლის დაწესებითა და ადმინისტრაციის დეცენტრალიზაციით: იმპერია დაყო თორმეტ დიოცეზად, რომლის აღმოსავლეთი ნაწილსაც თავად მართავდა ავგუსტუსის ტიტულით (რეზიდენციით ნიკომედიაში), ხოლო დასავლეთ ნაწილის მართავდა მაქსიმიანე ავგუსტუსი, რომლის დედაქალაქიც მედიოლანუმში იქნა გადატანილი.[31] მემკვიდრეობის საკითხი რეგულირდებოდა ტეტრარქიის სისტემით: თითოეულ ავგუსტუსს, ფაქტობრივად, უნდა დაენიშნა უმცროსი იმპერატორი კეისრის ტიტულით, რომელსაც უნდა ემართა იმპერიის ტერიტორიის ნაწილი თავისი ავგუსტუსის სახელით და რომელიც, საბოლოოდ, უნდა გამხდარიყო ახალი იმპერატორი.[31]

დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს გადადგომისა (305 წ.) და მრავალი დინასტიური ბრძოლის შემდეგ არსებულმა სისტემამ კრახი განიცადა. ახალმა მმართველმა, კონსტანტინემ, ხელახლა მოახდინა ძალაუფლების ცენტრალიზება, 313 წლის მილანის ედიქტით ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა და ახალი რელიგიის სტაბილურობის დაცვის პირობა დადო. ააგო რამდენიმე ტაძარი და რომის სამოქალაქო ხელისუფლება პაპ სილვესტერ I-ს გადასცა, თავად კი იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში დააარსა ახალი დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი.[32]

ქრისტიანობა იმპერიის ოფიციალურ რელიგიად იმპერატორ თეოდოსიუსის მიერ 380 წელს თესალონიკის ედიქტის გამოცემის შემდეგ გამოცხადდა. თეოდოსიუსი იყო ერთიანი იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც (395 წ.), მისმა შვილებმა, არკადიუსმა და ჰონორიუსმა იმპერია გაიყვეს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი გახდა რავენა.[32]

რომი, რომელმაც დაკარგა თავისი ცენტრალური როლი იმპერიის ადმინისტრაციაში, 410 წელს ვესტგუთებმა, ალარიხ I-ის მეთაურებით აიღეს და გაძარცვეს.[33] გაღატაკებული და მოსახლეობისაგან დაცლილი ქალაქი 455 წელს ვანდალებმა ააოხრეს მეფე გაიზერიხის მეთაურობით.[34] მეხუთე საუკუნის სუსტ იმპერატორებს იმპერიის რეგრესის შეჩერება არ შეეძლოთ. 476 წლის 22 აგვისტოს უკანასკნელი იმპერატორის, რომულუს ავგუსტულუსის დამხობა მიიჩნევა დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის თარიღად და მრავალი ისტორიკოსისათვის შუა საუკუნეები დასაწყისად.[32]

შუა საუკუნეები[რედაქტირება]

XV საუკუნის მინიატურა, სადაც 410 წლის რომის რბევაა გამოსახული.

რომის ეპისკოპოსი, რომელსაც პაპს უწოდებენ, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდანვე, რადგან ქრისტეს ორი მოციქული — პეტრე და პავლე სწორედ რომში აწამეს. რომის ეპისკოპოსები ითვლებოდნენ (კათოლიკეები დღესაც თვლიან) წმინდა პეტრეს, როგორც რომის პირველი ეპისკოპოსის მემკვიდრეებად. ქალაქი კათოლიკური ეკლესიის მზარდი მნიშვნელობის ცენტრი გახდა. 476 წელს, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რომი, თავდაპირველად, ოდოაკრის კონტროლის ქვეშ მოიექცა, შემდეგ კი ოსტგუთების სამეფოს ნაწილი გახდა, სანამ აღმოსავლეთ რომის იმპერიამ არ აღიდგინა კონტროლი ქალაქზე გოთური ომების შემდეგ, რამაც რომის აოხრება გამოიწვია. მისი მოსახლეობა შემცირდა მილიონზე მეტიდან (210 წ.) 500 000-მდე (273 წ.)[35] ხოლო გოთური ომების შემდეგ 35 000-მდე.[36] უზარმაზარი ქალაქი ნანგრევების, ვენახების, მცენარეებისა და ბაზრების დიდ ტერიტორიებს შორის მოქცეულ მაცხოვრებელთა სახლების მცირე ჯგუფებად იქცა.[37]

ლანგობარდების იტალიაში შეჭრის შემდეგ, ქალაქი ნომინალურად ბიზანტიას ეკუთვნოდა, თუმცა, რეალურად, პაპები ატარებდნენ პოლიტიკას, რომელიც ბიზანტიას, ფრანკებსა და ლანგობარდებს შორის წონასწორობის შენარჩუნებას გულისხმობდა.[38] 729 წელს, ლანგობარდთა მეფე ლიუტპრანდმა, ეკლესიას ჩრდილოეთ ლაციუმში მდებარე ქალაქი სუტრი გადასცა, რის შემდეგაც დაიწყო ეკლესიის ძლიერების აღმავლობა.[38] 756 წელს პიპინ მოკლემ, ლანგობარდების დამარცხების შემდეგ, პაპს მიანიჭა დროებითი იურისდიქცია რომის საჰერცოგოსა და რავენის საეგზარქოსოზე, რის შედეგადაც შეიქმნა პაპის ოლქი.[38] ამ პერიოდის შემდეგ, ქალაქში ძალაუფლების მოპოვებას სამი ძალა ცდილობდა: პაპი, წარჩინებულები სამხედრო მეთაურებთან, მოსამართლეებთან, სენატსა და მოსახლეობასთან ერთად და ფრანკთა მეფე, როგორც ლანგობარდების მეფე, პატრიციუსი და იმპერატორი.[38] ეს სამი პოლიტიკური ძალა (თეოკრატიული, რესპუბლიკური და იმპერიული) წარმოადგენდა უმთავრეს მოთამაშეს რომის ცხოვრებაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში.[38] 800 წლის შობის ღამეს, პაპმა ლეო III-მ კარლოს დიდი საღვთო რომის იმპერიის პირველ იმპერატორად აკურთხა. ამ დროს რომმა პირველად უმასპინძლა ორ ძლას, რომელთა დაპირისპირებაც საყოველთაო ძალაუფლებისათვის მთელი შუა საუკუნეების პერიოდის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.[38]

კარლოს დიდის კორონაცია წმინდა პეტრეს ძველ ბაზილიკაში 800 წლის 25 დეკემბერს.

846 წელს მაჰმადიანმა არაბებმა წარუმატებლად სცადეს ქალაქში შეჭრა, თუმცა წმინდა პეტრესა და პავლეს ბაზილიკების გაძარცვა მაინც მოახერხეს, რადგან ორივე მათგანი ქალაქის კედლებს გარეთ მდებარეობდა.[39] კაროლინგების დასუსტების შემდეგ, რომი ფეოდალურმა ანარქიამ მოიცვა: რამდენიმე წარჩინებული ოჯახი იბრძოდა პაპის, იმპერატორისა და ერთმანეთის წინააღმდეგ. ეს პერიოდი ხელსაყრელი იყო თეოდორასა და მისი ქალიშვილი მაროზიასათვის, რომლებიც რამდენიმე პაპის საყვარლები და დედები იყვნენ და ასევე, კრესცენტიუსისათვის, ძლევამოსილი ფეოდალისათვის, რომელიც იბრძოდა იმპერატორ ოტო II-ისა და ოტო III-ის წინააღმდეგ.[40] ამ პერიოდის სკანდალებმა აიძულა პაპიზმი საკუთარი თავის რეფორმირებისათვის: პაპის არჩევის უფლება კარდინალებს გადაეცათ, ასევე, სცადეს სამღვდელოების რეფორმის გატარება, თუმცა ამ გარდაქმნების მამოძრავებელმა ძალამ — ბერმა ჰილდებრანდ სოვანელმა გრიგოლ VII-ის სახელთ პაპად არჩევის შემდეგ აქტიურად დაიწყო იმპერატორ ჰაინრიხ IV-სთან ბრძოლა საეკლესიო ინვესტიტურის უფლებისათვის.[40] ამ პერიოდში რომი აიღეს და გადაწვეს ნორმანებმა რობერტ გვიზარდის მეთაურობით, რომელსაც იმპერატორის მიერ სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრეში ალყაში მოქცეულმა პაპმა მიმართა დახმარებისათვის.[40]

XII საუკუნეში რომს დამოუკიდებლად მართავდა სენატორი ან პატრიციო. ეს ადმინისტრაცია, იტალიის მრავალი სხვა ქალაქის მსგავსად, ჩამოყალიბდა კომუნად, სოციალური ორგანიზაციის ახალ ფორმად, რომელიც ახალი, შეძლებული, კლასების ინტერესებს გამოხატავდა.[40] პაპმა ლუციუს II-მ დაიწყო ბრძოლა რომის კომუნის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა გააგრძელა მისმა მემკვიდრემ — ევგენი III-მ. მაშინ, კომუნამ, რომელმაც კავშირი შეკრა წარჩინებულებთან, მხარი დაუჭირა არნალდო და ბრესციას, ბერს, რომელიც იყო რელიგიური და სოციალური რეფორმატორი.[41] პაპის გარდაცვალების შემდეგ, არნალდო დააპატიმრეს ადრიანე IV-ის ბრძანებით, რომელიც რომის კომუნის ავტონომიის გამაუქმებლად ითვლება.[41] პაპ ინოკენტი III-ის მმართველობისას, რომლის დროსაც პაპიზმმა თავისი ძლიერების პიკს მიაღწია, კომუნამ გააუქმა სენატი და ის სენატორით ჩაანაცვლა, რომელიც პაპს ექვემდებარებოდა.[41]

ამ პერიოდში, პაპიზმი თამაშობდა მნიშვნელოვან საერო მნიშვნელობის როლს დასავლეთ ევროპაში, ხშირად გამოდიოდა არბიტრის როლში ქრისტიან მონარქებს შორის და ახორციელებდა დამატებით პოლიტიკურ ძალაუფლებას.[42][43][კ 2]

1266 წელს, შარლ ანჟუელი, რომელიც პაპის სახელით ჰოენშტაუფენებს ებრძოდა, სენატორად დაინიშნა. შარლმა დააარსა საპიენცა, რომის უნივერსიტეტი.[41] ამ პერიოდში გარდაიცვალა პაპი და კარდინალები, რომლებიც ვიტებროში იყვნენ შეკრებილები, მის შემცვლელზე ვერ შეთანხმდნენ. ამან ქალაქის მოსახელობის გაღიზიანება გამოიწვია. მათ სახურავი გადახადეს შენობას, სადაც მიმდინარეობდა შეკრება და დააპატიმრეს კარდინალები სანამ მათ ახალი პაპი არ აირჩიეს. ეს მოვლენები კონკლავის დაარსების თარიღად მიიჩნევა.[41] ამავე პერიოდში რომი მნიშვნელოვნად დაზიანდა წარჩინებულ ოჯახებს: ანიბალდის, კაეტანის, კოლონას, ორსინისა და კონტის შორის მიმდინარე უწყვეტი ბრძოლების შედეგად. ეს ოჯახები, რომელთაც თავიანთი ციხესიმაგრეები უძველეს რომაულ ნაგებობებზე ააშენეს, ერთმანეთს პაპობის გასაკონტროლებლად ებრძოდნენ.[41]

პაპი ბონიფაციუს VIII იყო უკანასკნელი პაპი, რომელიც ეკლესიის საყოველთაო ძალაუფლებისათვის იბრძოდა. 1300 წელს შემოიღო საუკუნეების დამდეგის აღმნიშვნელი საიუბილეო წლების დღესასწაული, რის გამოც რომში მილიონობით პილიგრიმი ჩავიდა.[41] ბონიფაციუს VIII დამარცხდა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზთან კონფლიქტში, რომელმაც იგი ტყვედ წაიყვანა ავინიონში.[41] ამის შემდეგ აირჩიეს ახალი, საფრანგეთის ერთგული პაპი, ხოლო პაპის ტახტი რომიდან ავინიონში იქნა გადატანილი (1309–1377 წწ. იხ. პაპების ავინიონის ტყვეობა).[44] ამ პერიოდის განმავლობაში, რომის მნიშვნელობა დაკნინდა, სანამ ძალაუფლება კოლა დი რიენცოს ხელში არ აღმოჩნდა.[44] იდეალისტი და ანტიკურ რომზე შეყვარებული კოლა რომის იმპერიის აღორძინებაზე ოცნებობდა, თუმცა სახალხო ტრიბუნის ტიტულის მიღების შემდეგ მისი რეფორმები მოსახლეობამ არ მიიღო. საბოლოოდ იგი რომის მაცხოვრებლებმა მოკლეს. 1377 წელს პაპმა გრიგოლ XI-მ პაპის ტახტი კვლავ რომში გადმოიტანა, რის შემდეგაც ქალაქი კვლავ გახდა კათოლიკური ეკლესიის ცენტრი.[44] პაპის რომში დაბრუნებას მოჰყვა დიდი განხეთქილება (1378-1417 წწ.). მომდევნო ორმოცი წლის განმავლობაში, ქალაქი იქცა ბრძოლების ასპარეზად, რომელმაც დაანაწევრა ეკლესია და მნიშვნელოვნად შეარყია მისი ავტორიტეტი.[44]

ადრეული თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება]

ტემპიეტო (სან-პიეტრო-ინ-მონტორიო), იტალიური რენესანსის არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითია.

1418 წელს კონსტანცის საეკლესიო კრებამ წერტილი დაუსვა დიდ განხეთქილებას და არჩეულ იქნა რომის ახალი პაპი მარტინ V.[44] ამან რომს ხანგრძლივი მშვიდობა მოუტანა, რაც რენესანსის დაწყებით აღინიშნა.[44] რომის მმართველმა პაპებმა XVI საუკუნის პირველ ნახევრამდე, ნიკოლოზ V-დან, ვატიკანის ბიბლიოთეკის დამაარსებლიდან, პიუს II-მდე, ჰუმანისტსა და ლიტერატორამდე, სიქსტუს IV-დან, მეომარი პაპიდან, ალექსანდრე VI-მდე, ამორალურ და ნეპოტისტ პიროვნებამდე, იულიუს II-დან, ჯარისკაცი და მეცენატიდან, ლეო X-მდე, რომელმაც ამ პერიოდს საკუთარი სახელი მისცა („ლეო X-ის საუკუნე“), ყველამ მიუძღვნა თავისი ენერგია მარადიული ქალაქის განდიდებასა და გალამაზებას თავიანთი ფონდის ძალითა და ხელოვნების მფარველობითა და მეცენატობით.[44] ამ პერიოდში იტალიური რენესანსის ცენტრმა ფლორენციიდან რომში გადაინაცვლა. მიმდინარეობდა ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორებიც იყო წმინდა პეტრეს ახალი ბაზილიკის, სიქსტეს კაპელისა და პონტე სისტოს (პირველი ხიდი მდინარე ტიბრზე ანტიკური პერიოდის შემდეგ) მშენებლობა. თავიანთი გრანდიოზული მიზნების განსახორციელებლად პაპები იწვევდნენ იმ დროის საუკეთესო მხატვრებს, როგორებიც იყვნენ მიქელანჯელო, პერუჯინო, რაფაელი, გირლანდაიო, ლუკა სიგნორელი, ბოტიჩელი და კოზიმო როსელი.

ეს პერიოდი, ასევე, სამარცხვინო იყო პაპების კორუფციის, ნეპოტიზმისა და სიმონიის გამო. პაპების კორუმპირებულობამ და მათი გრანდიოზული სამშენებლო პროექტებისათვის გამოყოფილმა დიდმა ხარჯებმა, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო რეფორმაციისა და მოგვიანებით, საპასუხოდ, კონტრ-რეფორმაციის დაწყებას. ალექსანდრე VI-ის მსგავსი პაპები კარგად იყვნენ ცნობილნი თავიანთი აღვირახსნილი, ამორალური და ექსტრავაგანტული ცხოვრების გამო.[45] მიუხედავად ამისა, ასეთი ექსტრავაგანტური და მდიდარი პაპების პერიოდში რომი ხელოვნების, პოეზიის, მუსიკის, ლიტერატურის, განათლებისა და კულტურის ცენტრად ჩამოყალიბდა. რომი კონკურენციას უწევდა სხვა წამყვან ევროპულ ქალაქებს სიმდიდრეში, სიდიადეში, ხელოვნებაში, განათლებასა და არქიტექტურაში. რენესანსის პერიოდში შეიცვალა რომის იერსახე ისეთი ნამუშევრებით, როგორიცაა მიქელანჯელოს პიეტა და ბორჯიას აპარტამენტების ფრესკები. რომმა ბრწყინვალების მწვერვალს მიაღწია პაპ იულიუს II-ისა და მისი მემკვიდრეების, ლეო X-ისა და კლიმენტ VII-ის (ორივე მედიჩის ოჯახის წარმომადგენელი) დროს.

ამ ოცწლიან პერიოდში რომი გახდა ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი მსოფლიოში. კონსტანტინე დიდის მიერ აგებული წმინდა პეტრეს ძველი ბაზილიკა[46] დაანგრიეს და დაიწყეს ახლის მშენებლობა. ქალაქი მასპინძლობდა ისეთ ხელოვანებს, როგორებიც იყვნენ რიდოლფო გირლანდაიო, პიეტრო პერუჯინო, სანდრო ბოტიჩელი, დონატო ბრამანტე, რომლებმაც ააგეს სან-პიეტრო-ინ-მონტორიოს ტაძარი და შეიმუშავეს ვატიკანის განახლების გრანდიოზული გეგმა. რაფაელმა, რომელიც რომში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი მხატვარი გახდა, შექმნა ფრესკები ვილა ფარნეზინაში, რაფაელის ოთახებში (აპოსტოლურ სასახლეში), ასევე, მრავალი ცნობილი ფერწერული ნამუშევარი. მიქელანჯელომ დაიწყო სიქსტეს კაპელის ჭერის გაფორმება და შექმნა მოსეს ცნობილი ქანდაკება იულიუს II-ის საფლავისათვის. რომმა დაკარგა თავისი რელიგიური ხასიათის ნაწილი ნამდვილ რენესანსულ ქალაქად ჩამოყალიბებით დიდი რაოდენობით პოპულარული დღესასწაულის, ცხენების რბოლების, პარტიების, ინტრიგებისა და სკანდალების თანხლებით.

მიქელანჯელოს მიერ მოხატული სიქსტეს კაპელის ჭერი.

ქალაქის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერი იყო. რომში იმყოფებოდა რამდენიმე ტოსკანელი ბანკირი, მათ შორის რაფაელის მეგობარი და ხელოვნების მეცენატი აგოსტინო ჩიჯი. ადრეულ ასაკში სიკვდილამდე, რაფაელმა, ასევე, ხელი შეუწყო უძველესი ნანგრევების შენარჩუნებას. ევროპაში საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მიმდინარე ბრძოლებმა გამოიწვია რომის პირველი გაძარცვა ბოლო ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 1527 წელს, იმპერატორ კარლ V-ის ლანდსკნეხტებმა ქალაქი აიღეს, რამაც დასასრულამდე მიიყვანა რენესანსის ოქროს ხანა რომში.[44]

1545 წელს ტრიენტის კრების გახსნით ეკლესიამ დაიწყო კონტრ-რეფორმაცია, როგორც საპასუხო ნაბიჯი რეფორმაციის კითხვებზე ეკლესიის ავტორიტეტზე სულიერ და მმართველობის საკითხებში. პიუს IV-დან სიქსტუს V-მდე პაპების პერიოდში რომი რეფორმირებული კათოლიციზმის ცენტრად იქცა და შეივსო ახალი ძეგლებით, რითაც აღინიშნა პაპების აღდგენილი სიდიადე.[47] XVII და ადრეული XVIII საუკუნის პაპებმა და კარდინალებმა ქალაქის ლანდშაფტი ბაროკოს შენობებით გაამდიდრეს.[47]

რომი 1642 წელს.

ეს პერიოდი ხასიათდება კიდევ ერთი პროტექციონისტული ურთიერთობებით: ახალ წარჩინებულ ოჯახებს (ბარბერინი, პამფილი, ჩიჯი, როსპიგლიოსი, ალტიერი, ოდესკალჩი) მფარველობდნენ მათ მიერ მხარდაჭერილი პაპები, რომლებიც მათი ნათესავებისათვის აგებდნენ ბაროკოს დიდებულ შენობებს.[47] განმანათლებლობის პერიოდში ახალმა იდეებმა მარადიულ ქალაქამდეც მიაღწია, სადაც პაპები მხარს უჭერდნენ არქეოლოგიურ კვლევებსა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.[44] მიუხედავად ამისა, კონტრ-რეფორმაციის პერიოდში ყველაფერი ეკლესიის სასარგებლოდ არ წარიმართა. იგი უპირისპირდებოდა ევროპის სახელმწიფოთა ანტიეკლესიურ პოლიტიკას, თუმცა ამ ბრძოლაში წარმატებებს ვერ მიაღწია, ამ მხრივ ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი უკანდახევა, ალბათ, 1773 წელს მოხდა, როდესაც პაპი კლიმენტ XIV იძულებული გახდა იეზუიტთა ორდენისათვის საერო უფლებამოსილებები ჩამოერთმია.[44]

XIX-XX საუკუნეები[რედაქტირება]

პაპების მმართველობას ხელი შეუშალა ხანმოკლე რომის რესპუბლიკამ (1798-1800 წწ.), რომელიც საფრანგეთის რევოლუციის შედეგად შეიქმნა. პაპის ოლქი აღდგა 1800 წლის ივნისში, თუმცა ნაპოლეონის მმართველობისას რომი ანიქსირებულ იქნა, როგორც საფრანგეთის იმპერიის დეპარტამენტი: თავდაპირველად როგორც ტიბრის დეპარტამენტი (1808-1810 წწ.), ხოლო შემდეგ როგორც რომის დეპარტამენტი (1810-1814 წწ.). 1814 წელს, ნაპოლეონის მარცხის შემდეგ, ვენის კონგრესის საშუალებით აღდგა პაპის ოლქი.

1849 წელს კიდევ ერთი რომის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა 1848 წლის რევოლუციების ფარგლებში. ორი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იტალიის გაერთიანების საკითხში — ჯუზეპე მაძინი და ჯუზეპე გარიბალდი იბრძოდნენ ამ ხანმოკლე რესპუბლიკისათვის.

იტალიელი ჯარისკაცები შედიან რომში 1870 წლის 20 სექტემბერს.

მოგვიანებით, რომი გახდა იტალიის გაერთიანების იმედების ეპიცენტრი, რამდენადაც მთელი დანარჩენი იტალია უკვე გაერთიანებული იყო, როგორც იტალიის სამეფო დროებითი დედაქალაქით ფლორენციაში. 1861 წელს რომი იტალიის დედაქალაქად გამოცხადდა, მიუხედავად იმისა რომ იგი კვლავ პაპის მმართველობის ქვეშ რჩებოდა. 1860 წლიდან, ნაპოლეონ III-ის საგარეო პოლიტიკის წყალობით, პაპის ოლქის უკანასკნელი ნარჩენები ფრანგული დაცვის ქვეშ აღმოჩნდა. 1870 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომის მსვლელობისას, იტალიელმა ჯარისკაცებმა მოახერხეს პორტა-პიას მახლობლად დაცვის გარღვევა და ქალაქში შევიდნენ. ამის შემდეგ, პაპმა პიუს IX-მ თავი ვატიკანის პატიმრად გამოაცხადა. 1871 წელს იტალიის დედაქალაქი საბოლოოდ გადავიდა ფლორენციიდან რომში.[48]

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რომი ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დამყარების მოწმე გახდა. 1922 წელს მუსოლინიმ ქალაქში მარშით გაიარა, სადაც ახალი იმპერიის დაარსებისა და ფაშისტურ გერმანიასთან ალიანსის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. მუსოლინის განკარგულებით დაანგრიეს ქალაქის ცენტრის დიდი ნაწილი, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ფართო ქუჩებისა და მოედნების აგება ფაშისტური რეჟიმისა და კლასიკური რომის აღმავლობის აღსანიშნავად.[49] ეს პერიოდი მოსახლეობის სწრაფი ზრდით გამოირჩევა, როდესაც ქალაქის მოსახლეობამ მილიონს გადააჭარბა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, მისი ხელოვნებისა და ვატიკანის საგანძურის წყალობით რომი, ძირითადად, გადაურჩა სხვა ევროპული ქალაქების ტრგიკულ ბედს, თუმცა, 1943 წლის 19 ივლისს ამერიკულ-ბრიტანულმა ძალებმა დაბომბეს სან-ლორენცოს რაიონი, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 3 000 ადამიანი, ხოლო 11 000 დაიჭრა. მუსოლინის დამხობისა და იტალიის ზავის დადების შემდეგ, 1943 წლის 8 სექტემბერს, გერმანელებმა მოახდინეს რომის ოკუპაცია და ის ღია ქალაქად გამოაცხადეს და ასევე დარჩა 1944 წლის 4 ივნისს მის გათავისუფლებამდე.

ომის დასრულების შემდეგ რომი ისევ აღორძინებას იწყებს, როგორც იტალიის ომისშემდგომი მოდერნიზაციისა და „იტალიის ეკონომიკური სასწაულის“ ფლაგმანი.

1950-1960-იან წლებში რომი ხდება მოდური ქალაქი და ისეთი კლასიკური ფილმების გადასაღები მოედანი, როგორებიცაა ბენ-ჰური, რომაული არდადეგები, ტკბილი ცხოვრება და სხვა. ამ წლებს „ტკბილი ცხოვრება“ (la dolce vita) ეწოდება. მოსახლეობის ზრდის ტენდენცია რომს 1980-იანი წლების შუა ხანებამდე მოჰყვა, როდესაც კომუნის მოსახლეობამ 2 800 000-ს მიაღწია, შემდგომ მოსახლეობამ თანდათან გარეუბნებში იწყო გადასვლა. 80-იან წლებში რომი მეტად „გადაჭედილი“ ქალაქი იყო გართულებული მგზავრობითა და უსუფთაო ჰაერით, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობა ისევ იზრდება, ოღონდ, ძირითადად, უცხო ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტების ხარჯზე.

მთავრობა[რედაქტირება]

ადგილობრივი მთავრობა[რედაქტირება]

პალაცო სენატორიო, რომის მერია.

რომი წარმოადგენს სპეციალურ კომუნას სახელწოდებით „რომა კაპიტალე“ (იტალ. Roma Capitale)[50] და უდიდესია როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის მიხედვით იტალიის 8 101 კომუნას შორის. ქალაქს ხელმძღვანელობს მერი (ახლანდელი მერია იგნაზიო მარინო) და საკრებულო. კომუნის ხელმძღვანელობა განთავსებულია პალაცო სენატორიოში, კაპიტოლიუმის ბორცვზე, ქალაქის მთავრობის ისტორიული ადგილსამყოფლის ადგილას. ადგილობრივი მთავრობა ხშირად მოიხსენიება ბორცვის იტალიური სახელით — „კამპიდოლიო“-თი (იტალ. Campidoglio).

ადმინისტრაციული და ისტორიული დაყოფა[რედაქტირება]

რომის მუნიციპიოები.

1972 წლიდან ქალაქი დაიყო ადმინისტრაციულ ტერიტორიებად — მუნიციპიოებად (იტალ. municipio) (2001 წლამდე ერქვათ კირკოსკრიციონები (იტალ. circoscrizioni)). ისინი შეიქმნენ ადმინისტრაციული მიზეზით — ქალაქის დეცენტრალიზაციის გასაზრდელად. თითოეულ მუნიციპიოს მართავს პრეზიდენტი და ოთხი წევრისაგან შემდგარი საბჭო, რომელსაც მაცხოვრებლები ხუთ წლში ერთხელ ირჩევენ. მუნიციპიოები ხშირად კვეთენ ქალაქის ტრადიციულ, არაადმინისტრაციულ ერთეულებს.

თავდაპირველად არსებობდა 20 მუნიციპიო, შემდეგ 19.[კ 3] 2013 წელს მათი რაოდენობა 15-მდე შემცირდა.[51]

რომი, ასევე, იყოფა სხვადასხვა სახის არაადმინისტრაციულ ერთეულად. ისტორიული ცენტრი დაყოფილია 22 რაიონად, რომლებიც ავრელიანეს კედლის შიგნით მდებარეობენ პრატისა და ბორგოს გარდა.

ეს სისტემა სათავეს ანტიკური რომის რეგიონებიდან იღებს, რომლებიც შუა საუკუნეებში რაიონებად ჩამოყალიბდნენ.[52] რენესანსის ეპოქაში, პაპ სიქსტუს V-ის დროს მათმა რიცხვმა კვლავ 14-ს მიაღწია, ხოლო მათი საზღვრები საბოლოოდ 1743 წელს, ბენედიქტე XIV-ის დროს დადგინდა.

ქალაქის ახალი ადმინისტრაციული დაყოფა ნაპოლეონის დროს ეფემერული იყო და 1870 წლამდე, როდესაც რომი იტალიის დედაქალაქი გახდა, ქალაქის ორგანიზებაში გააზრებული ცვლილებები არ ყოფილა. ახალ დედაქალაქში დაიწყო როგორც ურბანიზაციური, ისე დემოგრაფიული აფეთქება როგორც ავრელიანეს კედლებს შიგნით, ისე მის გარეთ. 1874 წელს შეიქმნა მე-15, ესკვილინის რაიონი ახლად ურბანიზებულ მონტის ზონაში. XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნენ დანარჩენი რაიონებიც (უკანასკნელი მათგანი — პრატი, 1921 წელს შეიქმნა და ერთადერთია, რომელიც პაპ ურბან VIII-ის კედლებს გარეთ მდებარეობს). ამის შემდეგ, ქალაქის ახალი ადმინისტრაციული ერთეულების აღსანიშნავად გამოიყენებოდა სახელი „კუარტიერე“ (იტალ. quartiere). დღეს ყველა რაიონი პირველი მუნიციპიოს შემადგენლობაში შედის, რომელიც, შესაბამისად, მთლიანად ემთხვევა ისტორიულ ქალაქს (Centro Storico).

მეტროპოლიური და რეგიონალური მთავრობა[რედაქტირება]

რომი არის ქალაქ რომის მეტროპოლიის ძირითადი ქალაქი 2015 წლის 1 იანვრიდან. მეტროპოლიურმა ქალაქმა ჩაანაცვლა ძველი, რომის პროვინცია, რომელიც მოიცავდა ქალაქის მეტროპოლიურ არეალსა და ვრცელდებოდა უფრო ჩრდილოეთით, ქალაქ ჩივიტავეკიამდე. რომის მეტროპოლიური ქალაქი იტალიაში უდიდესია ფართობის მიხედვით. 5 352 კმ²-იანი ფართობით იგი თითქმის ლიგურიის რეგიონის ტოლია. გარდა ამისა, რომი არის ლაციოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ეროვნული მთავრობა[რედაქტირება]

რომი არის იტალიის ეროვნული დედაქალაქი და იტალიის მთავრობის ადგილსამყოფელი. იტალიის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის ორივე პალატისა და საკონსტუტიციო სასამართლოს ოფიციალური რეზიდენციები რომის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, ხოლო სამინისტროები ქალაქის ირგვლივაა განთავსებული.

გეოგრაფია[რედაქტირება]

რომის ხედი წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათიდან.
რომის ხედი წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათიდან.
რომი, ხედი კოსმოსიდან, 2002

მდებარეობა[რედაქტირება]

რომი მდებარეობს ლაციოს რეგიონში, ცენტრალურ იტალიაში, მდინარე ტიბრზე (იტალ. Tevere). მეფეთა მიერ აგებული რომი გაშენებული იყო შვიდ (ავენტინის ბორცვი, ცელიუსის ბორცვი, კაპიტოლიუმის ბორცვი, ესკვილინის ბორცვი, პალატინის ბორცვი, კვირინალის ბორცვი, ვიმინალის ბორცვი) ბორცვზე. თანამედროვე რომს, ასევე, კვეთს სხვა მდინარეც — ანიენი, რომელიც მდინარე ტიბრს ქალაქის ისტორიული ცენტრიდან ჩრდილოეთით უერთდება.

ქალაქის ცენტრი დაახლოებით 24 კმ-ითაა დაშორებული ტირენიის ზღვიდან, თუმცა ქალაქის ტერიტორია სანაპირომდე ვრცელდება, სადაც სამხრეთ-დასავლეთი დასახლება — ოსტია მდებარეობს. სიმაღლე ზღვის დონიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მერყეობს 13 მეტრიდან (პანთეონის ტერიტორია) 139 მეტრამდე (მონტე მარიოს პიკი).[53] რომის კომუნის საერთო ფართობია დაახლოებით 1 285 კმ², რომელიც მრავალ მწვანე არეასაც მოიცავს.

ტოპოგრაფია[რედაქტირება]

რომი, ხედი თანამგზავრიდან.

რომის მთელი ისტორიის განმავლობაში ურბანულ არეალად მიიჩნეოდა ქალაქის კედლების შიგნით არსებული ტერიტორია. თავდაპირველად, იგი წარმოადგენდა სერვიანეს კედლებს, რომელიც ქალაქში გალების შეჭრიდან (ძვ. წ. 390 წ.) 12 წლის შემდეგ ააგეს. კედლები, ყველაზე მეტად, მოიცავდა ესკვილინისა და ცელიუსის ბორცვებს, ისევე, როგორც დანარჩენ ხუთს. მოგვიანებით, ქალაქი სერვიანეს კედლების გარეთაც გაფართოვდა, თუმცა ახალი კედლები თითქმის 700 წლის განმავლობაში არ აშენებულა, სანამ ახ. წ. 270 წელს იმპერატორმა ავრელიანემ ავრელიანეს კედლის მშენებლობა არ დაიწყო. კედლის სიგრძე 19 კილომეტრი იყო და კვლავ არსებობდა XIX საუკუნეში, როდესაც იტალიის სამეფოს ჯარებს 1870 წელს ქალაქში შესასვლელად მისი დარღვევა მოუხდათ. რომის ურბანულ ტერიტორიას ორად ყოფს ავტოსტრადა A90, რომელიც 1962 წელს დასრულდა და ქალაქის ცენტრიდან დაწყებული, დაახლოებით, 10 კმ-იანი რადიუსის მქონე წრის ფორმა აქვს. მისი დასრულების შემდეგ, დასახლებული არეალის უდიდესი ნაწილი ავტოსტრადის შიგნით მოექცა (რამდენიმე გამონაკლისთაგან ერთ-ერთი იყო ყოფილი სოფელი ოსტია, რომელიც ტირენიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს), თუმცა ამასობაში აშენდა საცხოვრებელი კვარტლები, რომლებიც ავტოსტრადის გარეთ 20 კილომეტრზე ვრცელდება.

კომუნის ფართობი A90-ის შიგნით მოქცეულ ტერიტორიაზე სამჯერ მეტია და ექვსჯერ აღემატება მილანისა და ნეაპოლის მეტროპოლიების ფართობებს. კომუნა, ასევე, მოიცავს მნიშვნელოვანი ფართობის დაჭაობებულ მიწას, რომელიც გამოუსადეგარია როგორც ურბანული განვითარების, ისე სოფლის მეურნეობისათვის. შედეგად, კომუნის სიმჭიდროვე მაღალი არაა, რადგან იგი მოიცავს როგორც ძალზე მაღალურბანიზებულ არეალებს, ისე პარკებს, ნაკრძალებსა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებს.

კლიმატი[რედაქტირება]

რომს ახასიათებს ხმელთაშუაზღვიური კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Csa),[54] გრილი, ნოტიო ზამთრითა და ცხელი, მშრალი ზაფხულით.

ქალაქის საშუალო წლიური ტემპერატურა აღემატება 20°C-ს დღისით და 10°C-ს ღამით. ყველაზე ცივ თვეში — იანვარში, საშუალო ტემპერატურაა 12°C დღისით და 3°C ღამით. ყველაზე ცხელ თვეებში — ივლისსა და აგვისტოში, საშუალო ტემპერატურაა 30°C დღისით და 18°C ღამით.

დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ყველაზე ცივი თვეებია. ამ დროს საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 12,5°C დღისით და 3,6°C ღამით. ტემპერატურა, ძირითადად, მერყეობს 10°C-დან 15°C-მდე დღისით და 3°C-დან 5°C-მდე ღამით. დიდთოვლობა იშვიათია, თუმცა არა უჩვეულო. მცირე რაოდენობით თოვლი თითქმის ყოველ ზამთარს მოდის, ძირითადად, დაგროვების გარეშე. დიდთოვლობა ხდება ყოველ 20 ან 25 წელში ერთხელ (უკანასკნელი დიდთოვლობა დაფიქსირდა 2012 წელს).[55]

საშუალო ფარდობითი ტენიანობაა 75%. წლის განმავლობაში იცვლება 72%-დან (ივლისში) 77%-მდე (ნოემბერში). ზღვის ტემპერატურა მერყეობს დაბალი 13°C-დან თებერვალსა და მარტში მაღალ 24°C-მდე აგვისტოში.[56]


წლიური ამინდი — რომის ჩამპინოს აეროპორტი (altitude: 105 m sl, 13 km south-east from Colosseum satellite view)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 11.9 (53) 13.0 (55) 15.2 (59) 17.7 (64) 22.8 (73) 26.9 (80) 30.3 (87) 30.6 (87) 26.5 (80) 21.4 (71) 15.9 (61) 12.6 (55) 20.4 (69)
საშუალო დღიური °C (°F) 7.5 (46) 8.2 (47) 10.2 (50) 12.6 (55) 17.2 (63) 21.1 (70) 24.1 (75) 24.5 (76) 20.8 (69) 16.4 (62) 11.4 (53) 8.4 (47) 15.2 (59)
საშუალო დაბალი °C (°F) 3.1 (38) 3.5 (38) 5.2 (41) 7.5 (46) 11.6 (53) 15.3 (60) 18.0 (64) 18.3 (65) 15.2 (59) 11.3 (52) 6.9 (44) 4.2 (40) 10.0 (50)
ნალექი მმ (დუიმი) 66.9 (2.6) 73.3 (2.9) 57.8 (2.3) 80.5 (3.2) 52.8 (2.1) 34.0 (1.3) 19.2 (0.8) 36.8 (1.4) 73.3 (2.9) 113.3 (4.5) 115.4 (4.5) 81.0 (3.2) 804.3 (31.7)


საშ. მზიანი საათები 120.9 132.8 167.4 201.0 263.5 285.0 331.7 297.6 237.0 195.3 129.0 111.6
წყარო: Servizio Meteorologico,[57] data of sunshine hours[58] April 2012


დემოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იტალიის დემოგრაფია.
მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1861 194,500
1871 212,432 +9.2%
1881 273,952 +29.0%
1901 422,411 +54.2%
1911 518,917 +22.8%
1921 660,235 +27.2%
1931 930,926 +41.0%
1936 1,150,589 +23.6%
1951 1,651,754 +43.6%
1961 2,188,160 +32.5%
1971 2,781,993 +27.1%
1981 2,840,259 +2.1%
1991 2,775,250 −2.3%
2001 2,663,182 −4.0%
2011 2,617,175 −1.7%

ძვ. წ. 550 წელს ტარენტუმის შემდეგ უდიდესი ქალაქი იყო იტალიაში. ის იკავებდა დაახლოებით 285 ჰექტარ ფართობს, სავარაუდო მოსახლეობა კი 35 000-ს შეადგენდა. სხვა წყაროები მხოლოდ იმას ვარაუდობენ, რომ ძვ. წ. 600-500 წლებში ქალაქის მოსახლეობა 100 000-ზე მცირე იყო.[61][62]

ძვ. წ. 509 წელს, რესპუბლიკის დაარსებისას ჩატარებულმა აღწერამ 130 000 მაცხოვრებელი აღრიცხა. რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა საკუთრივ ქალაქი და მიმდებარე ტერიტორია. სხვა წყაროები ძვ. წ. 500 წლისათვის 150 000-იან მოსახლეობას ვარაუდობენ. ძვ. წ. 150 წელს მოსახლეობამ 300 000-ს გადააჭარბა.[63][64][65][66][67]

იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში, რომი, დაახლოებით ერთ მილიონიანი მოსახლეობით, იყო უდიდესი ქალაქი მსოფლიოში (დაახლოებით ადრეული XIX საუკუნის ლონდონის ზომის, როდესაც ლონდონი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი იყო).[68][69][70][71]

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა 50 000-ზე ნაკლებ მცხოვრებამდე შემცირდა. მოსახლეობის კლების პროცესი რენესანსის პერიოდამდე გაგრძელდა.[72]

1870 წელს, როდესაც იტალიის სამეფომ რომი შეიერთა, ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 200 000-ს შეადგენდა. ეს რიცხვი პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 600 000-მდე გაიზარდა. მუსოლინის ფაშისტურმა რეჟიმმა სცადა შეეჩერებინა ქალაქის სწრაფი დემოგრაფიული ზრდა, თუმცა რომმა მაინც მიაღწია მილიონიან მოსახლეობას 1930-იანი წლების დასაწყისში.[საჭიროებს წყაროს მითითებას] მოსახლეობის ზრდა გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რასაც ხელი შეუწყო ომის შემდგომმა ეკონომიკურმა ბუმმა. სამშენებლო ბუმმა, ასევე, შექმნა გარეუბანთა დიდი რიცხვი 1950-იან და 1960-იან წლებში.

2010 წლის შუა რიცხვებში ქალაქში ცხოვრობდა 2 754 440 ადამიანი, თუმცა დიდი რომის არეალში ცხოვრობდა 4,2 მილიონი მოსახლე (რომელიც, დაახლოებით, შეიძლება ქალაქის ადმინისტრაციული მეტროპოლიით განისაზღვროს, დაახლოებით 800 მოსახლე/კმ²-ზე სიმჭიდროვით, რომელიც 5 000 კმ²-ზე მეტ ფართობს მოიცავს). არასრულწლოვანთა (18 წლის და უფრო ახალგაზრდა) რაოდენობა საერთო მოსახლეობის 17 %-ს შეადგენს, პენსიონერთა კი 20,76 %-ს. შესადარებლად, არასრულწლოვნები იტალიის მთლიანი მოსახლეობის 18,6 %-ს შეადგენენ, პენსიონერები კი — 19,94 %-ს. რომის მაცხოვრებელთა საშუალო ასაკია 43 წელი, ხოლო იტალიისა კი — 42 წელი. ხუთ წელში, 2002 წლიდან 2007 წლამდე, რომის მოსახლეობა გაიზარდა 6,54 %-ით, როდესაც იტალიის მოსახლეობა გაიზარდა 3,56 %-ით.[73] მიმდინარე შობადობის კოეფიციენტი ქალაქში შეადგენს 9,1 ახალშობილს ყოველ 1 000 სულ მოსახლეზე, მაშინ, როდესაც იტალიის მოსახლეობაში ეს კოეფიციენტი 9,45-ს უდრის.

რომის ურბანული არეალი, დაახლოებით 3,9 მილიონიანი მოსახლეობით სცილდება ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს.[74] რომის აგლომერაციაში ცხოვრობს 3,2-დან 4,2 მილიონამდე ადამიანი.[75][76][77][78][79]

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება]

ისტატის (ISTAT) მიერ ჩატარებული უკანასკნელი სტატისტიკური კვლევის მიხედვით,[80] მოსახლეობის დაახლოებით 9,5 % არაიტალიელია. ემიგრანტი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ევროპული წარმოშობისაა (უმეტესად რუმინელები, პოლონელები, უკრაინელები და ალბანელები). მათი რაოდენობაა 131 118 (მთლიანი მოსახლეობის 4,7%). დანარჩენ 4,8 %-ს შეადგენენ არაევროპული წარმოშობის მცხოვრებლები, უმეტესად ფილიპინელები (26 933), ბანგლადეშელები (12 154) და ჩინელები (10 283).

ტერმინის სარკინიგზო სადგურის ესკუილინოს რაიონი, ძირითადად, ემიგრანტულ სამეზობლოში განვითარდა. მას აღიქვამენ, როგორც რომის „ჩაინათაუნს“. ემიგრანტები ასზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ იქ ცხოვრობენ. კომერციული დასახლება, ესკუილინო მრავალი სახის ინტერნაციონალურ სამზარეულოს რესტორნებს მოიცავს. აქ, ასევე, განლაგებულია ტანსაცმლის მრავალი საბითუმო მაღაზია. რაიონში არსებული 1 300 კომერციული ფართიდან 800 ეკუთვნით ჩინელებს, 300 ემიგრანტებს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან, 200 კი — იტალიელებს.

რელიგია[რედაქტირება]

ლატერანის ბაზილიკა, რომის კათედრალი.

რომი, დანარჩენი იტალიის მსგავსად, ძირითადად, კათოლიკური ქალაქია. იგი საუკუნეთა განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი რელიგიური და პილიგრიმული ცენტრი, თავდაპირველად ქალაქში რომაული რელიგიისა და პონტიფექს მაქსიმუსის, ხოლო მოგვიანებით ვატიკანისა და პაპის არსებობის გამო. ქრისტიანების გამოჩენამდე, მთელი ანტიკური პერიოდის განმავლობაში ქალაქში ძირითადი ადგილი რომაულ რელიგიას ეკავა. პირველი ღმერთები, რომელთაც რომაელები თაყვანს სცემდნენ, იყვნენ იუპიტერი, უზენაესი ღვთაება და მარსი, ომის ღმერთი და ტრადიციის მიხედვით, რომის ტყუპი დამაარსებლების — რომულუსისა და რემუსის მამა. რომაელები პატივს მიაგებდნენ ვესტასა და მინერვას მსგავს სხვა ღმერთებსა და ქალღმერთებსაც. რომი იყო, ასევე, მიტრაიზმის მსგავსი რამდენიმე მისტიკური კულტის საფუძველი. ქალაქში წმინდა პეტრესა და პავლეს წამებისა და პირველი ქრისტიანების გამოჩენის შემდეგ, რომი გაქრისტიანდა. 313 წელს აიგო წმინდა პეტრეს ძველი ბაზილიკა. გარკვეული შეფერხებების მიუხედავად (მაგალითად პაპების ავინიონის ტყვეობა), რომი საუკუნეთა განმავლობაში იყო კათოლიკური ეკლესიის ცენტრი და რომის ეპისკოპოსის — პაპის ადილსამყოფელი.

რომის მეჩეთი უდიდესია ევროპაში.

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ აქ მდებარეობს ვატიკანი და წმინდა პეტრეს ბაზილიკა, რომის კათედრალი მაინც წმინდა იოანე ლატერანის ბაზილიკაა, რომელიც ქალაქის ცენტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. თავად კათედრალის გარდა, რომში სულ დაახლოებით 900 ეკლესიაა. ზოგიერთი მნიშვნელოვანი მათგანია: სანტა-მარია მაჯორიეს ბაზილიკა, სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა, წმინდა კლიმენტის ბაზილიკა, სან-კარლო-ალე-კუატრო-ფონტანე და ჯიეზუს ეკლესია. ქალაქის ქვეშ მდებარეობს ანტიკური კატაკომბები. რომში მდებარეობს მრავალი ისეთი უაღრესად მნიშვნელოვანი სასულიერო სასწავლებელი, როგორებიცაა: პონტიფიკოსის ლატერანის უნივერსიტეტი, პონტიფიკოსის ბიბლიური უნივერსიტეტი, პონტიფიკოსის გრიგორიანული უნივერსიტეტი და პონტიფიკოსის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

უკანასკნელ წლებში რომში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაჰმადიანი მოსახლეობა, რისი მიზეზიც, ძირითადად, ჩრდილოეთი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტები არიან. ისლამური საზოგადოების რიცხოვნობის ზრდის გათვალისწინებით, კომუნამ ხელი შეუწყო რომის მეჩეთის მშენებლობას, რომელიც უდიდესია ევროპაში. მეჩეთი დააპროექტა არქიტექტორმა პაოლო პორტოგესიმ და გაიხსნა 1995 წლის 21 ივნისს. რომის რესპუბლიკის არსებობის დასრულების შემდეგ, რომი გახდა მნიშვნელოვანი ებრაული თემის ცენტრიც,[81] რომელიც ჯერ ტრასტევერეში, შემდეგ კი რომის გეტოში დაფუძნდა. აქ მდებარეობს რომის მთავარი სინაგოგაც, ტემპიო მაჯიორე.

ვატიკანი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ვატიკანი.

ვატიკანის ტერიტორია წარმოადგენს მონს ვატიკანუსისა (ვატიკანის ბორცვი) და მიმდებარე ყოფილი ვატიკანის მდელოების ნაწილს სადაც, წმინდა პეტრეს ბაზილიკა, აპოსტოლური სასახლე, სიქსტეს კაპელა და მუზეუმებია განთავსებული სხვა შენობებთან ერთად. ეს ტერიტორია იყო ბორგოს რაიონის ნაწილი 1929 წლამდე. ვატიკანი მდინარე ტიბრის დასავლეთ სანაპიროზეა რაც მას ნატურალურად გამოყოფს ქალაქი რომისაგან. ვატიკანს კედლები პირველად პაპმა ლეო IV-მ შემოარტყა რაც შემდგომში პავლე III-ს, პიუს IV-ისა და ურბან VIII-ს ზეობების პერიოდში გაფართოვდა და საბოლოოდ, თანამედროვე კედლის დამატებით დღევანდელი სახე მიიღო. ვატიკანი, როგორც სუვერენული სახელმწიფო 1929 წელს ლატერანის ხელშეკრულების შედეგად შეიქმნა.

ვატიკანის ტერიტორია მოიცავს წმინდა პეტრეს მოედანს, რომელიც იტალიის ტერიტორიისაგან მხოლოდ თეთრი ხაზითაა გამოყოფილი და რომელიც მოედანს მიჰყვება, სადაც მას პიუს XII-ის მოედანი ესაზღვრება. წმინდა პეტრეს მოედანს მდინარე ტიბრთან აკავშირებს ვია დელა კონჩილიაციონეს ქუჩა, რომელიც ლატერანის ხელშეკრულების დადების შემდეგ ბენიტო მუსოლინის ინიციატივით დააპროექტეს არქიტექტორებმა პიაჩენტინიმ და სპაცარელიმ. ხელშეკრულების თანახმად, წმინდა საყდრის საკუთრებაში არსებული ნაგებობები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზეა მოქცეული, მაგალითად Castel Gandolfo და რამდენიმე დიდი ბაზილიკა, სარგებლობენ ექსტრა-ტერიტორიალური სტატუსით ისე, როგორც უცხოური საელჩოები მოცემულ ქვეყანაში.

პილიგრიმობა[რედაქტირება]

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, რომი ასრულებდა მომლოცველთა უმთავრესი ცენტრის ფუნქციას. ხალხი მთელი მსოფლიოდან მოდის რომში მდებარე ვატიკანში, პაპის რეზიდენციაში. პაპი შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში ქალაქი იქცა პილიგრიმთა უმნიშვნელოვანეს პუნქტად და პაპსა და საღვთო რომის იმპერიას შორის არსებული დაპირისპირების ასპარეზად, კარლოს დიდიდან მოყოლებული, რომელიც იმპერატორად სწორედ აქ ეკურთხა 800 წელს პაპ ლეო III-ის მიერ. გარდა დამოუკიდებელი ქალაქის პერიოდის მსგავსი მომენტებისა, რომი ყოველთვის ინარჩუნებდა პაპის დედაქალაქისა და „წმინდა ქალაქის“ სტატუსს, მაშინაც კი, როდესაც პაპის რეზიდენცია დროებით ავინიონში გადაიტანეს. კათოლიკეებს სჯერათ, რომ ვატიკანი არის წმინდა პეტრეს უკანასკნელი განსასვენებელი.

მომლოცველებს შეუძლიათ მოინახულონ მრავალი ადგილი როგორც ვატიკანის შიგნით, ისე იტალიის ტერიტორიაზე. პოპულარული ღირსშესანიშნაობაა წმინდა კიბე. ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, ეს კიბე იყო განთავსებული იერუსალიმში, პონციუს პილატეს სასახლეში და მასზე ავიდა იესო ქრისტე, როდესაც სამსჯავროსაკენ მიემართებოდა.[82] გადმოცემის მიხედვით, კიბე რომში წმინდა ელენემ ჩამოიტანა იერუსალიმიდან IV საუკუნეში. საუკუნეთა განმავლობაში, წმინდა კიბემ ქრისტიან მომლოცველთა ყურადღება მიიპყრო, რომელთაც ქრისტეს სამსჯავროსათვის თაყვანისცემა სურდათ. მომლოცველობის ობიექტს წარმოადგენს, ასევე, ანტიკური რომის პერიოდში აშენებული რამდენიმე კატაკომბა, რომლებშიც ქრისტიანები ლოცულობდნენ, კრძალავდნენ მიცვალებულებს და აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას დევნის პერიოდში და სხვადასხვა ეროვნული ეკლესია (მათ შორის სან-ლუიჯი-დეი-ფრანჩეზი და სანტა-მარია-დელ-ანიმა), ასევე ცალკეულ რელიგიურ ორდენებთან დაკავშირებული ეკლესიები, როგორებიცაა იესოს იეზუიტური ეკლესია და სანტ-იგნაზიო.

ტრადიციულად, მომლოცველები და რომის მოქალაქეები ღმერთს მადლობას სწირავენ შვიდი პილიგრიმული ეკლესიის (იტალ. Le sette chiese) ფეხით მოვლისათვის 24 საათში. შუა საუკუნეებში ეს ტრადიცია ყველა პილიგრიმისათვის სავალდებულო იყო. მისი კოდიფიცირება XVI საუკუნეში წმინდა ფილიპ ნერმა მოახდინა. შვიდი ეკლესიიდან ოთხი მთავარი ბაზილიკაა (წმინდა პეტრეს ბაზილიკა, სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა, ლატერანის ბაზილიკა, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა), ხოლო დანარჩენი სამია სან-ლორენცო-ფუორი-ლე-მურა (წინაქრისტიანული ბაზილიკა), სანტა-კროჩე-ინ-ჯერუსალემე (ტაძარში დაცულია წმინდა ჯვრის ფრაგმენტები; დააარსა კონსტანტინე I დიდის დედამ, ელენემ) და სან-სებასტიანო-ფუორი-ლე-მურა (ტაძარი მდებარეობს ვია აპიაზე, აგებულია რომის კატაკომბების თავზე).

ქალაქდაგეგმარება[რედაქტირება]

კოლოსეუმი და კონსტანტინეს ტრიუმფალური თაღი.
კოლოსეუმი და კონსტანტინეს ტრიუმფალური თაღი.

არქიტექტურა[რედაქტირება]

რომის არქიტექტურა საუკუნეთა განმავლობაში მნიშვნელოვნად ვითარდებოდა, განსაკუთრებით, კლასიკური და იმპერიული სტილიდან თანამედროვე ფაშისტურ არქიტექტურამდე. ქალაქი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო კლასიკური არქიტექტურის მთავარი ცენტრი, სადაც განვითარდა ისეთი არქიტექტურული დეტალები, როგორებიცაა თაღი, გუმბათი და კამარა.[83] XI, XII და XIII საუკუნეებში რომის არქიტექტურაში, ასევე, ფართოდ გამოიყენებოდა რომანული სტილი, მოგვიანებით კი ქალაქი რენესანსისა და ბაროკოს არქიტექტურის ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად იქცა.[83]

ანტიკური რომი[რედაქტირება]

სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრე.

რომის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს კოლოსეუმი (70-80 წწ.), უდიდესი ამფითეატრი რომის იმპერიაში ოდესმე აშენებულთა შორის. იგი გლადიატორთა ბრძოლების ასპარეზად გამოიყენებოდა და თავდაპირველად, 60 000 მაყურებელს იტევდა. ანტიკური რომის მნიშვნელოვანი ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა სიაში შედის: რომის ფორუმი, ოქროს სახლი, პანთეონი, ტრაიანეს სვეტი, ტრაიანეს ბაზარი, კატაკომბები, მაქსიმუსის ცირკი, კარაკალას აბანოები, სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრე, ავგუსტუსის მავზოლეუმი, ავგუსტუსის მშვიდობის საკურთხეველი, კონსტანტინეს ტრიუმფალური თაღი, ცესტიუსის პირამიდა და სიმართლის პირი.

შუა საუკუნეები[რედაქტირება]

ხშირად შეუმჩნეველი რომის შუასაუკუნეობრივი მემკვიდრეობა ერთ-ერთი უმთავრესია იტალიის ქალაქებს შორის. ადრექრისტიანული პერიოდით დათარიღებულ ბაზილიკებში, სანტა-მარია-მაჯორესა და სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურას ჩათვლით (ეს უკანასკნელი მეტწილად XIX საუკუნეშია გადაკეთებული), IV საუკუნის მოზაიკებია დაცული. უფრო გვიანდელი შუა საუკუნეების მოზაიკები და ფრესკები შემონახულია სანტა-მარია-ინ-ტრასტევერეს, სანტი-კუატრო-კორონატისა და სანტა პრასედეს ტაძრებში. სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს განეკუთვნება მთელი რიგი კოშკებისა, რომელთაგან უდიდესებია ტორე-დელე-მილიციე და ტორე-დეი-კონტი (ორივე რომის ფორუმის გვერდით მდებარეობს) და უზარმაზარი კიბე, რომელიც სანტა-მარია-ინ-არაჩელის ტაძრისაკენ მიემართება.

რენესანსი და ბაროკო[რედაქტირება]

რომი იყო რენესანსის მსოფლიო ცენტრი, მეორე მხოლოდ ფლორენციის შემდეგ, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მასზე. რომში არსებული რენესანსის არქიტექტურიდან მიქელანჯელოს დაპროექტებული კამპოდიგლიოს მოედანი ნამდვილ შედევრს წარმოადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში რომის არისტოკრატული ოჯახები აგებდნენ დიდებულ და მდიდრულ საცხოვრებლებს, როგორებიცაა: ქვირინალის სასახლე (ამჟამად იტალიის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია), პალაცო ვენეცია, პალაცო ფარნეზე, პალაცო ბარბერინი, პალაცო ჩიჯი (ამჟამად იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენცია), პალაცო სპადა, პალაცო დელა კანჩელერია და ვილა ფარნეზინა.

კამპოდიგლიოს მოედნის პანორამა მარკუს ავრელიუსის ქანდაკების ასლითურთ.
კამპოდიგლიოს მოედნის პანორამა მარკუს ავრელიუსის ქანდაკების ასლითურთ.

ქალაქის მრავალმა ცნობილმა მოედანმა, რამდენიმე დიდმა, დიდებულმა და ხშირად ობელისკებით მორთულმა, ზოგმა მცირემ, თუმცა თვალწარმტაცმა, თავისი დღევანდელი სახე რენესანსისა და ბაროკოს პერიოდში მიიღო. ბაროკოს პერიოდის ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლია ნიკოლა სალვის შექმნილი ტრევის შადრევანი. ბაროკოს პერიოდის სასახლეებიდან, ასევე, აღსანიშნავია პალაცო მადამა, რომელშიც ამჟამად იტალიის სენატია განთავსებული და პალაცო მონტეჩიტორიო — იტალიის დეპუტატთა პალატის ადგილსამყოფელი.

ნეოკლასიციზმი[რედაქტირება]

ვიტორიო ემანუელე II-ის მონუმენტი.
სახალხო მოედანი.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნეოკლასიციზმი.

1870 წელს რომი ახლადშექმნილი იტალიის სამეფოს დედაქალაქი გახდა. ამ პერიოდში ნეოკლასიციზმმა, სამშენებლო სტილმა, რომელზეც დიდი გავლენა მოახდინა ანტიკურმა არქიტექტურამ, ქალაქში დომინანტური როლი შეიძინა. ამ დროს სამინისტროებისათვის, საელჩოებისა და მთავრობის სხვა ორგანოებისათვის მრავალი დიდებული სასახლე აიგო ნეოკლასიცისტურ სტილში. რომაული ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ცნობილი ნიმუშია ვიტორიო ემანუელე II-ის მონუმენტი ანდა „სამშობლოს საკურთხეველი“ სადაც მდებარეობს უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ 650 000 იტალიელს ეძღვნება.

ფაშისტური არქიტექტურა[რედაქტირება]

ფაშისტურმა რეჟიმმა, რომელიც იტალიას 1922-1943 წლებში მართავდა, განავითარა არქიტექტურული სტილი, რომელიც ხასიათდება თავისი კავშირებით ანტიკური რომის არქიტექტურასთან. ამ სტილის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია E.U.R-ის რაიონი, რომელიც 1938 წელს მარჩელო პიაჩენტინიმ დააპროექტა. ის, თავდაპირველად, 1942 წლის მსოფლიო გამოფენისათვის იყო ჩაფიქრებული, რის გამოც „E.42“ ("Esposizione 42") ეწოდა, თუმცა ეს გამოფენა საერთოდ არ ჩატარებულა, რადგან 1940 წელს იტალია მეორე მსოფლიო ომში ჩაება. ამ სტილის ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა E.U.R-ში არის პალაცო დელა ცივილტა იტალიანა (1938-1943 წწ.), რომელიც შეფასებულია, როგორც კვადრატული კოლოსეუმი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, რომის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ მათ უკვე ჰქონდათ ისეთი ბიზნეს-რაიონი, როგორებსაც სხვა დედაქალაქები ჯერ კიდევ გეგმავდნენ (დოკლანდსი ლონდონში და ლა-დეფანსი პარიზში). ასევე, პალაცო დელა ფარნეზინა, რომელშიც განთავსებულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 1935 წელს დაპროექტდა ტიპიურ ფაშისტურ სტილში.

პარკები და ბაღები[რედაქტირება]

ვილა ბორგეზეს ბაღები.
ესპანური კიბე და ტრინიტა-დეი-მონტი.

საზოგადოებრივ პარკებსა და ნაკრძალებს რომში დიდი ფართობი უკავიათ. ქალაქი ერთ-ერთი ლიდერია ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს შორის მწვანე საფარის სიდიდის მიხედვით.[84] ამ მწვანე სივრცის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილს წარმოადგენს იტალიელი არისტოკრატების მიერ შექმნილი მრავალი ვილა და ლანდშაფტური ბაღი. მიუხედავად იმისა, რომ ვილების ირგვლივ არსებული პარკების უმეტესობა XIX საუკუნის ბოლოს სამშენებლო ბუმისას განადგურდა, ზოგიერთი მათგანი მაინც გადარჩა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ვილა ბორგეზე, ვილა ადა და ვილა დორია პამფილი. ეს უკანასკნელი გიანიკოლოს ბორცვის დასავლეთით მდებარეობს და 1,8 კმ² ფართობი უკავია. ამავე ბორცვზე მდებარეობს ვილა სკიარაც, საბავშვო მოედნითა და დაჩრდილული სასეირნო ტერიტორიებით. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია გრილ და დაჩრდილულ ადგილებს უკავია. ძველი რომაული იპოდრომი (მაქსიმუსის ცირკი) ქალაქის კიდევ ერთი დიდი მწვანე არეალია, სადაც ხეები ნაკლებადაა, თუმცა სწორედ აქ მდებარეობს პალატინისა და ვარდების ბაღები. იქვე მდებარეობს აყვავებული ვილა კელიმონტანა, მის მახლობლად კი კარაკალას აბანოები. ვილა ბორგეზეს ბაღები ცნობილი სამხატვრო გალერეებითურთ ყველაზე ცნობილი დიდი მწვანე სივრცეა რომში. სახალხო მოედანი და ესპანური კიბე პინჩიოს ბორცვისა და ვილა მედიჩის ბაღებს წარმოადგენენ. ასევე, აღსანიშნავია კასტელფუსანოს ფიჭვის ტყე ოსტიის მახლობლად. რომში მდებარეობს პინეტოს მსგავსი მთელი რიგი რეგიონალური პარკები, რომელთა უმეტესობაც ბოლო პერიოდში შეიქმნა. აქვეა მარციგლიანისა და ტენუტა დი კასტელპორციანოს ნაკრძალებიც.

შადრევნები და აკვედუკები[რედაქტირება]

ტრევის შადრევანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში.
ტრევის შადრევანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში.

რომი ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი, მრავალ განსხვავებულ (კლასიკური, შუა საუკუნეების, ბაროკოსა და ნეოკლასიცისტური) სტილში აგებული შადრევნებით, რომლებიც ორი ათას წელზე მეტია ამშვენებენ ქალაქის მოედნებს და სასმელი წყლითაც უზრუნველყოფდნენ მას. რომის იმპერიის პერიოდში, 98 წელს, რომის კონსულის, სექსტუს იულიუს ფრონტინუსის მიხედვით, რომელიც ქალაქის წყალმომარაგების კურატორის ფუნქციას ასრულებდა, რომს ჰქონდა ცხრა აკვედუკი, რომლებითაც მარაგდებოდა 39 მონუმენტური შადრევანი და 591 საჯარო აუზი თუ არ ჩავთვლით საიმპერატორო საცხოვრებლებს, აბანოებსა და კერძო ვილებს. თითოეული მთავარი შადრევანი ერთდროულად ორ სხვადასხვა აკვედუკს უკავშირდებოდა, რაც გამორიცხავდა წყლის მიწოდების პრობლემას ერთ-ერთი მათგანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.[85]

XVII და XVIII საუკუნეების პაპებმა აღადგინეს დანგრეული აკვედუკები და ააგეს შადრევნები, რითაც აღინიშნა რომაული შადრევნების ოქროს ხანის დასაწყისი. რომის შადრევნები, რუბენსის ფერწერული ნამუშევრების მსგავსად, ახალ, ბაროკოს სტილს განეკუთვნებიან. ალეგორიული ფიგურებით, ემოციებითა და მოძრაობებით აღსავსე ამ შადრევნებში ძირითად ელემენტებად ქანდაკება იქცა, ხოლო წყალმა უბრალო, დეკორატიული ფუნქცია შეიძინა. ისინი, ბაროკოს ბაღების მსგავსად, წარმოადგენდნენ „ნდობისა და ძალის ვიზუალურ გამოსახულებას“.[86]

ქანდაკებები[რედაქტირება]

მარფორიო, ერთ-ერთი რომის მოლაპარაკე ქანდაკებებიდან.
39,7 მეტრის სიმაღლის[87] მარკუს ავრელიუსის სვეტი.

რომი კარგადაა ცნობილი მისი ქანდაკებებით, კერძოდ, რომის მოლაპარაკე ქანდაკებებით. ისინი, ძირითადად, უძველესი ქანდაკებებია, რომლებიც გახდნენ პოპულარული თავშეყრის ადგილები პოლიტიკური და სოციალური დისკუსიებისათვის და ასევე, წარმოადგენდნენ ადგილს, სადაც ხალხს შეეძლო საკუთარი აზრის დაფიქსირება.[88] არსებობს ორი მთავარი მოლაპარაკე ქანდაკება: პასკუინო და მარფორიო, თუმცა მათ ოთხ სხვასაც მიაკუთვნებენ: ილ ბაბუნიო, მადამა ლუკრეცია, ილ ფაჩინო და აბატი ლუიჯი. ქანდაკებათა უმეტესობა ანტიკური რომაული ან კლასიკურია და მათი უმრავლესობა, ასევე, ასახავს მითიურ ღმერთებს, ანტიკური პერიოდის ადამიანებსა და ლეგენდარულ ფიგურებს. ილ პასკუინო განასახიერებს მენელაოსს, აბატი ლუიჯი რომის უცნობი მაგისტრატია, ილ ბაბუნიო, სავარაუდოდ, სილენუსია, მარფორიო წარმოადგენს ოკეანოსს, მადამა ლუკრეცია ისიდას ბიუსტია, ხოლო ილ ფაჩინო ერთადერთი არარომაული ქანდაკებაა, რომელიც 1580 წელს შეიქმნა და კონკრეტულად არავის განასახიერებს. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი ხშირად იფარებოდნენ პოლიტიკური იდეებისა და შეხედულებების ამსახველი პლაკატებითა და წარწერებით. სხვა ნიმუშები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი მოსაუბრე ქანდაკებებთან, მაგალითად სანტ-ანჯელოს ქანდაკებები, მთელ ქალაქშია მიმოფანტული.

ობელისკები და სვეტები[რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს რვა ძველეგვიპტური და ხუთი ანტიკური რომის ობელისკი მრავალ თანამედროვე ობელისკთან ერთად. 2005 წლამდე, რომში მდებარეობდა, ასევე, უძველესი ეთიოპიური ობელისკი.[89] რამდენიმე ობელისკი მოედანზეა განთავსებული, მაგალითად ნავონას, წმინდა პეტრეს, მონტეკიტორიოსა და სახალხო მოედნებზე, ხოლო სხვები ვილებში, თერმულ პარკებსა და ბაღებში. მათ მაგალითები გვხვდება ვილა კელიმონტანაში, დიოკლეტიანეს აბანოებსა და პინჩიანის ბორცვზე. გარდა ამისა, რომის ცენტრში მდებარეობს ტრაიანესა და მარკუს ავრელიუსის სვეტები.

ხიდები[რედაქტირება]

სანტ-ანჯელოს ხიდი.

რომში მდებარეობს უამრავი ცნობილი ხიდი, რომლებიც კვეთენ მდინარე ტიბრს. ერთადერთი ხიდი, რომელიც კლასიკური პერიოდიდან უცვლელად შემორჩა, არის პონტე-დეი-კუატრო-კაპი, რომელიც ტიბერინას კუნძულს მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს. ტიბრზე მდებარე სხვა შემორჩენილი, თუმცა სახეშეცვლილი, ძველი რომაული ხიდებია: ჩესტიუსის ხიდი, სანტ-ანჯელოს ხიდი და მილვიოს ხიდი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნომენტანოს ხიდი, ასევე, ანტიკურ პერიოდში აშენდა. იგი მდინარე ანიენზეა აგებული. სწორედ აქ მდებარეობს აქამდე შემონახული ხუთი ანტიკური რომაული ხიდი. სხვა აღსანიშნავი ხიდებია სისტოს ხიდი, რენესანსის პერიოდში აგებული პირველი ხიდი ძველ რომაულ საფუძვლებზე; როტოს ხიდი, რეალურად, ანტიკური პონს აემილუსის ერთადერთი შემორჩენილი თაღი, ჩამოინგრა 1598 წელს წყალდიდობის გამო და დაანგრიეს XIX საუკუნის ბოლოს და ვიტორიო ემანუელე II-ის ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კორსო ვიტორიო ემანუელესა და ბორგოს. ქალაქის საზოგადოებრივი ხიდების უმეტესობა აშენდა კლასიკურ ან რენესანსის სტილში, ასევე ბაროკოს, ნეოკლასიციზმისა და მოდერნის სტილებში. ენციკლოპედია ბრიტანიკას მიხედვით, საუკეთესოდ შემონახული ანტიკური ხიდია სანტ-ანჯელოს ხიდი, რომლის მშენებლობა 135 წელს დასრულდა, ხოლო 1688 წელს მოირთო ბერნინის დიზაინით შექმნილი ათი ანგელოზის ქანდაკებით.[90]

კატაკომბები[რედაქტირება]

რომის შემოგარენში მდებარეობს სულ ცოტა 40 უძველესი კატაკომბა ან მიწისქვეშა სამარხი, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცნობილი ქრისტიანული სამარხებია, მათ შორის წარმართული და ებრაული სამარხიცაა, რომლებიც ან ცალკ-ცალკეა ან ერთ კატაკომბაშია მოთავსებული. პირველი დიდი ზომის კატაკომბები II საუკუნეს განეკუთვნებიან. ისინი რბილი ვულკანური ქანით, ტუფით არიან მოჩუქურთმებულები და ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ, რადგან რომაული კანონი კრძალავდა საფლავების არსებობას ქალაქის საზღვრებში. ამჟამად კატაკომბები ვატიკანს ეკუთვნის, რომელიც მათ კვლევას ახორციელებს.

ეკონომიკა[რედაქტირება]

პანორამული ხედი EUR-ის ბიზნესრაიონზე.
პანორამული ხედი EUR-ის ბიზნესრაიონზე.

როგორც იტალიის დედაქალაქში, რომში განთავსებულია სახელმწიფოს ყველა ძირითადი ინსტიტუცია, როგორებიცაა რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთავრობა (და მისი სამინისტროები), პარლამენტი, უზენაესი სასამართლოები და ყველა ქვეყნის დიპლომატიური მისია იტალიასა და ვატიკანში (საინტერესოა, რომ რომში, მის იტალიურ ტერიტორიაზე, ასევე, განთავსებულია იტალიის საელჩო ვატიკანში, რაც უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც საელჩო საკუთარი ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული). რომში მდებარეობს მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტი, განსაკუთრებით კულტურული და სამეცნიერო მიმართულებისა, როგორებიცაა ამერიკული ინსტიტუტი, ბრიტანული სკოლა, ფრანგული აკადემია, სკანდინავიური ინსტიტუტები, გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი, ასევე, გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები, როგორიცაა FAO. რომში განთავსებულია, ასევე, მთავარი საერთაშორისო და მსოფლიო დონის პოლიტიკური და კულტურული ორგანიზაციები, როგორიცაა აგროკულტურული განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), მსოფლიო სასურსათო საბჭო (WFP), ნატოს დავდაცვითი კოლეჯი და ICCROM — კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისა და აღდგენის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი. ამჟამად, რომი ბეტა+ დონის გლობალური ქალაქია, რომელზეც 2008 წელს ბერლინთან, ბუქარესტთან, ათენთან, ლისაბონთან, მონრეალსა და ბუდაპეშტთან ერთად ჩამოქვეითდა ალფა რანგიდან.[8]

2014 წელს გლობალური ქალაქების ინდექსში რომმა 32-ე ადგილი დაიკავა, რითაც, ასევე, გახდა ყველაზე მაღალი რანგის ქალაქი იტალიაში.[10] 2005 წლის მონაცემებით, რომის მშპ შეადგენს 94,376 მილიარდ ევროს (121,5 მილიარდი აშშ დოლარი),[91] რის მიხედვითაც ქალაქი აწარმოებს ქვეყნის მშპ-ის 6,7%-ს (მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალაქი იტალიაში), ხოლო მისი უმუშევრობის დონე 2001-დან 2005 წლამდე 11,1%-დან 6,5%-მდე შემცირდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის ყველა ქვეყნის დედაქალაქს შორის. რომის ეკონომიკა ყოველწლიურად 4,4%-ით იზრდება, რაც ამავდროულად ყველაზე მზარდი მაჩვენებელია იტალიის დანარჩენ ქალაქებთან შედარებით.[91] ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ თუ რომი იქნებოდა დამოუკიდებელი ქვეყანა, იგი იქნებოდა მსოფლიოს 52-ე უმდიდრესი ქვეყანა მშპ-ის მიხედვით (დაახლოებით ეგვიპტის დონის). 2003 წელს რომის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 29 153 ევროს (37 412 აშშ დოლარი) შეადგენდა, რითაც იტალიაში მხოლოდ მილანს ჩამორჩებოდა, თუმცა, ამავდროულად აღემატებოდა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 134,1%-ს. რომს, მთლიანობაში, აქვს ყველაზე მაღალი შემოსავლის მაჩვენებელი იტალიაში, რომელმაც 2008 წელს 47 076 890 463 ევროს მიაღწია,[92] თუმცა, საშუალო მომუშავის შემოსავლის თვალსაზრისით, იტალიის ქალაქებს შორის მეცხრეა 24 509 ევროთი.[92] გლობალურ დონეზე, რომის მომუშავეები იღებენ 30-ე უმაღლეს ანაზღაურებას 2009 წლის მდგომარეობით, რაც სამი ადგილით მაღალია 2008 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქალაქს 33-ე ადგილი ეკავა.[93] რომის არეალს 167,8 მილიარდ დოლარიანი მშპ გააჩნია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 38,765 დოლარს შეადგენს.[94]

რომი ეკონომიკა, ძირითადად, მძიმე მრეწველობით არ ხასიათდება. დომინანტი როლი უკვია მომსახურებას, მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს (IT, აერო-კოსმოსური, თავდაცვითი, სატელეკომუნიკაციო), კვლევას, სამშენებლო და კომერციულ (განსაკუთრებით, საბანკო) საქმიანობას, ასევე განვითარებად ტურიზმს, რომელსაც ქალაქის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია. რომის საერთაშორისო აეროპორტი, ფიუმიჩინო, იტალიაში უმსხვილესია. ქალაქში განთავსებულია იტალიის უმსხვილესი კომპანიების სათაო ოფისები, ასევე, მსოფლიოს 100 უმსხვილესი კომპანიიდან სამის, Enel-ის, Eni-სა და Telecom Italia-ს ცენტრალური ოფისები.

უნივერსიტეტები, ეროვნული რადიო, ტელე და კინოინდუსტრია რომის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ჩინეჩიტა სტუდიოს დამსახურებით, რომელიც 1930-იანი წლებიდან მუშაობს, ქალაქი იტალიური კინოინდუსტრიის კერაა. რომი საბანკო, სადაზღვეო, ელექტრო, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და კოსმოსური მრეწველობის ცენტრია. უამრავი საერთაშორისო კომპანიისა და სააგენტოს შტაბი, სამინისტროები, საკონფერენციო ცენტრები, სპორტული ობიექტები და მუზეუმებია განთავსებული რომის ძირითად ბიზნესრაიონებში: EUR-ში, ტორინოსა და სხვებში.

განათლება[რედაქტირება]

1935 წელს მარჩელო პიაჩენტინის მიერ აშენებული რომის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი 1938 წლის ფოტოზე.

რომი უმაღლესი განათლების ეროვნული და საერთაშორისო ცენტრია, სადაც მრავალი აკადემია, კოლეჯი და უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. საქალაქო ბრენდების ინდექსის მიხედვით, რომი ითვლება მსოფლიოში ისტორიული, საგანმანათლებლო და კულტურული თვალსაზრისით მეორე ყველაზე საინტერესო და ლამაზ ქალაქად.[95] ქალაქი გამოირჩევა მრავალი სხვადასხვა სახის აკადემიითა და უნივერსიტეტით და ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს ინტელექტუალურ და საგანმანათლებლო ცენტრს განსაკუთრებით, ანტიკურ პერიოდში და რენესანსის განმავლობაში ფლორენციასთან ერთად.[96]

რომში მდებარეობს მრავალი უნივერსიტეტი და კოლეჯი. მისი პირველი უნივერსიტეტი — საპიენცა (დაარსდა 1303 წელს), სადაც 140 000 სტუდენტი სწავლობს, უდიდესია ევროპაში და მეორე უდიდესი მსოფლიოში. 2005 წელს ის დასახელდა ევროპის 33-ე საუკეთესო უნივერსიტეტად,[97] ამჟამად კი ევროპის 50 და მსოფლიოს 150 საუკეთესო კოლეჯს შორისაა.[97] საპიენცის უნივერსიტეტის გადატვირთულობის შესამცირებლად უკანასკნელ ათწლეულებში ორი ახალი საჯარო უნივერსიტეტი დაარსდა: ტორ ვერგატა 1982 წელს და რომა ტრე 1992 წელს. რომში მდებარეობს, ასევე, ლუისის მთავრობის სკოლა (LUISS School of Government), იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი უმაღლესი სასწავლებელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული საკითხების სფეროებში. რომის ISIA დაარსდა 1973 წელს ჯულიო კარლო არგანის მიერ და წარმოადგენს იტალიის უძველეს დაწესებულებას სამრეწველო დიზაინის სფეროში.

რომის მთავარ ბიბლიოთეკებს, რომლებიც მოიცავს ბიბლიოთეკა ანჯელიკას (გაიხსნა 1604 წელს; იტალიის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა), ბიბლიოთეკა კასენიტენსს (გაიხსნა 1701 წელს), ბიბლიოთეკა ვალიჩელიანას, ბიბლიოთეკა ჰერციენას (მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, რომში მდებარე გერმანული ბიბლიოთეკა) ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შესანიშნავებს ხელოვნებასა და მეცნიერებაში.[98] ქალაქში მდებარეობს, ასევე, მრავალი სხვა ბიბლიოთეკა, რომელთაგან უმნიშვნელოვანესებია ცენტრალური ეროვნული ბიბლიოთეკა, (ერთ-ერთი იტალიის ორი ეროვნული ბიბლიოთეკიდან) რომელიც 4 126 002 ტომს მოიცავს; ბიბლიოთეკა დელა სოსიეტა ჯიოგრაფიკა იტალიანა — იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული ბიბლიოთეკა[99] და ვატიკანის ბიბლიოთეკა, რომელიც 1475 წელს დაარსდა, თუმცა, რეალურად, ბევრად უფრო ძველია და სადაც ისტორიის სხვადასხვა პერიოდის 75 000 ხელნაწერი წიგნია დაცული.[100]

კულტურა[რედაქტირება]

საშემსრულებლო ხელოვნება[რედაქტირება]

რომი მუსიკის მნიშვნელოვანი ცენტრია და აქვს ინტენსიური მუსიკალური სცენა რამდენიმე პრესტიჟული კონსერვატორიისა და მუსიკალური თეატრის ჩათვლით. ქალაქში მდებარეობს წმინდა ჩეჩილიას ეროვნული აკადემია (დაარსდა 1585 წელს), რომლისათვისაც ახალი საკონცერტო დარბაზები აშენდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მუსიკალურ კომპლექსში — ახალ აუდიტორიუმ პარკო დელა მუზიკაში. ქალაქს აქვს ოპერის თეატრიც, ასევე, რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი მუსიკალური დაწესებულება. 1991 წელს რომმა უმასპინძლა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, 2004 წელს კი MTV-ის ევროპული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალს.

რომმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მუსიკის ისტორიაზე. რომაული სკოლა წარმოადგენდა, ძირითადად, საეკლესიო მუსიკის კომპოზიტორთა ჯგუფს, რომლებიც განსაკუთრებით გვიანი რენესანსისა და ადრეული ბაროკოს პერიოდში, XVI-XVII საუკუნეებში აქტიურობდნენ. მრავალი კომპოზიტორი პირდაპირ იყო დაკავშირებული ვატიკანსა და პაპის სამლოცველოსთან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ეკლესიისათვის მუშაობდნენ. რომაელ კომპოზიტორთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯოვანი პიერლუიჯი და პალესტრინა, რომლის სახელი უკვე ოთხასი წელია ასოცირდება რბილ, ნათელ, პოლიფონიურ სრულყოფილებასთან. რომში ასევე, მრავალი სხვადასხვა სტილისა და მიმართულების კომპოზიტორი მოღვაწეობდა.

ტურიზმი[რედაქტირება]

რომის ისტორიული ცენტრი, ვატიკანის ქონება და სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Forum Romanum Rom.jpg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია ვატიკანის დროშა ვატიკანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 91
გაფართოება 1990 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

მისი შეუფასებელი არქეოლოგიური და მხატვრული საგანძურის, უნიკალური ტრადიციების ხიბლის, პანორამული ხედებისა და ბრწყინვალე ვილების (პარკები) წყალობით, რომი დღესდღეისობით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია მსოფლიოში. უზარმაზრი ტურისტული რესურსებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მუზეუმები — კაპიტოლიუმის მუზეუმები, ვატიკანის მუზეუმები, ბორგეზეს გალერეა და სხვა, რომლებიც თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება; ასევე, აკვედუკები, შადრევნები, ეკლესიები, სასახლეები, ისტორიული ნაგებობები, რომის ფორუმის ძეგლები და ნანგრევები და კატაკომბები. ლონდონისა და პარიზის შემდეგ, რომი ყველაზე მონახულებადი ქალაქია ევროკავშირში, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 7-10 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. ეს რიცხვი წმინდა წლების დროს ზოგჯერ ორმაგდება კიდეც. უკანასკნელი კვლევების თანახმად, კოლოსეუმი (4 მილიონი ვიზიტორი) და ვატიკანის მუზეუმები (4,2 მილიონი ვიზიტორი), შესაბამისად, 39-ე და 37-ე ყველაზე მონახულებადი ადგილებია მსოფლიოში.

რომი არის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური კერა და ერთ-ერთი უმთავრესი არქეოლოგიური კვლევის ცენტრი მსოფლიოში. ქალაქში მდებარეობს მრავალი კულტურული და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, როგორებიცაა ამერიკული აკადემია რომში[101] და შვედეთის ინსტიტუტი რომში.[102] ქალაქი მოიცავს მრავალ ანტიკურ ძეგლს, მათ შორისაა რომის ფორუმი, ტრაიანეს ბაზარი, ტრაიანეს ფორუმი,[103] კოლოსეუმი და პანთეონი. კოლოსეუმი, რომელიც რომის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, განიხილება, როგორც მსოფლიოს საოცრება.[104][105]

რომი მოიცავს მრავალი განსხვავებული პერიოდის ხელოვნების, სკულპტურის, შადრევნების, მოზაიკის, ფრესკებისა და ფერწერის დიდ და შთამბეჭდავ კოლექციებს. ქალაქი ძირითადი მხატვრული ცენტრი ანტიკური რომის პერიოდში გახდა, როდესაც რომში ყვაოდა რომაული ხელოვნების ისეთი დარგები, როგორებიცაა არქიტექტურა, მხატვრობა, ქანდაკება და მოზაიკა; ასევე, მეტალის დამუშავება, ძვირფასი ქვის გრავიურა, სპილოს ძვლის მოჩუქურთმება, კერამიკა და წიგნის ილუსტრირება, რაც რომაული შემოქმედების „მცირე“ ფორმებად ითვლება.[106] მას შემდეგ, რაც პაპებმა დაიწყეს უზარმაზარი თანხების ხარჯვა გრანდიოზული ბაზილიკების, სასახლეების, მოედნებისა და საზოგადოებრივი შენობების ასაგებად, რომი რენესანსის ხელოვნების ძირითად ცენტრად იქცა. ქალაქმა ცენტრალური ადგილი დაიკავა ევროპაში რენესანსის ნამუშევრების თვალსაზრისით და ამ მხრივ მხოლოდ ფლორენციას ჩამორჩებოდა. ამავდროულად, შეძლო გატოლებოდა პარიზისა და ვენეციის მსგავს დიდ ქალაქებსა და კულტურულ ცენტრებს. რომზე დიდი გავლენა მოახდინა ბაროკომ და იგი ისეთი ცნობილი მხატვრებისა და არქიტექტორების სახლად იქცა, როგორებიც იყვნენ ბერნინი, კარავაჯო, კარაჩი, ბორომინი და კორტონა. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, რომი გახდა გრან-ტურის ერთ-ერთი ცენტრი,[107] როდესაც ახალგაზრდა და მდიდარი ინგლისელი და ზოგადად, ევროპელი არისტოკრატები მოდიოდნენ რომში, რათა გასცნობოდნენ ანტიკურ რომაულ კულტურას, ხელოვნებას, ფილოსოფიასა და არქიტექტურას. ქალაქი მასპინძლობდა მრავალ ნეოკლასიცისტ და როკოკოს ხელოვანს, მათ შორის პანინისა და ბერნარდო ბელოტოს. დღესდღეისობით, რომი არის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, უამრავი სახელოვნებო სასწავლებლითა[108] და მუზეუმით.

კოლოსეუმის შიდა ხედი
კოლოსეუმის შიდა ხედი
ორიგინალი რელიეფი ტიტუსის თაღიდან, რომელზეც გამოსახულია იერუსალიმის ალყა და მისი ცნობილი მეორე ტაძრის განადგურება.

რომს აქვს თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის მზარდი ფონდი. თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ გალერეას მუდმივ გამოფენებზე აქვს გამოტანილი ბალას, მორანდის, პირანჯელოს, კარას, დე ჩირიკოს, დე პისისის, გუტუსოს, ფონტანას, ბურის, მასტროიანის, ტურკატოს, კანდინსკისა და ჩეზანეს ნამუშევრები. 2010 წელს გაიხსნა რომის უახლესი ხელოვნების საფუძველი, თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის გალერეა, რომელიც ცნობილი ერაყელი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერაა დაპროექტებული და ცნობილია, როგორც MAXXI — XXI საუკუნის ეროვნული მუზეუმი. MAXXI-ის[109] შემადგენლობაში შედის კულტურის, ექსპერიმენტალური კვლევითი ლაბორატორიების, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, კვლევისა და სწავლების კამპუსები. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ თანამედროვე არქიტექტურულ პროექტს რომში.

რომი, ასევე, არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც მსოფლიო მოდის დედაქალაქი, თუმცა არა იმდენად მნიშვნელოვანი, როგორიც მილანია. Global Language Monitor-ის 2009 წლის კვლევის მიხედვით, ქალაქი მსოფლიო მოდის მეოთხე უმნიშვნელოვანესი ცენტრია მილანის, ნიუ-იორკისა და პარიზის შემდეგ, ამასთან, რომი სჯაბნის ლონდონს.[110] რომში აქვთ განთავსებული სათაო ოფისები ან დაარსდნენ ისეთი მოდის სახლები და საიუველირო ქსელები, როგორებიცაა Bulgari, Fendi,[111] Laura Biagiotti და Brioni. ამასთანავე, სხვა ძირითად ბრენდებს, როგორებიცაა შანელი, Prada, Dolce & Gabbana, Armani და Versace, აქვთ საკუთარი ბუტიკები, უპირველეს ყოვლისა, პრესტიჟული ვია კონდოტის გასწვრივ.

სამზარეულო[რედაქტირება]

სპაგეტი ალა კარბონარა, ტიპიური რომაული კერძი.
კარჩიოფი ალა ჯუდია, რომაულ-ებრაული სამზრეულოს ნიმუში

რომის სამზარეულო განვითარდა საუკუნეებისა და სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ცვლილებების განმავლობაში. ქალაქი ძირითადი გასტრონომიული ცენტრი ანტიკურ პერიოდში გახდა. ანტიკურ რომაულ სამზარეულოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძველმა ბერძნულმა კულტურამ და შემდეგ, იმპერიის უზარმაზარ ტერიტორიებზე გადაჭიმვის შემდეგ, მრავალი ახალი პროვინციული კულინარიული ჩვევისა და ტრადიციის დამკვიდრებამ. რენესანსის პერიოდში, რომი ფართოდ გახდა ცნობილი, როგორც მაღალი დონის კულინარიული ცენტრი, რადგან იმ დროის რამდენიმე საუკეთესო მზარეული პაპებთან მუშაობდა. მაგალითად, ბართოლომეო სკაპი, მთავარი მზარეული, რომელიც ვატიკანის სამზარეულოში პაპ პიუს IV-სათვის მუშაობდა. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა 1570 წელს, როდესაც მან გამოსცა კულინარიული რეცეპტების წიგნი (Opera dell'arte del cucinare). წიგნში ჩამოთვლილია რენესანსის სამზარეულოს დაახლოებით 1 000 რეცეპტი, ასევე აღწერილია მომზადების ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები. წიგნში, ასევე, მოცემულია ჩანგლის პირველი გამოსახულება.[112]

თანამედროვე პერიოდში, ქალაქი განვითარდა თავისებური სამზარეულოთი, რომელიც ახლოს მდებარე კამპანიის პროდუქტებს ეფუძნება, მათ შორის ცხვარსა და ბოსტნეულს (გავრცელებულია არტიშოკი).[113] პარალელურად, რომაელმა ებრაელებმა, რომლებიც აქ ძვ. წ. I საუკუნიდან ცხოვრობენ, საკუთარი სამზარეულო განავითარეს — კუჩინა ჯუდეიკო-რომანესკა. რომაული სამზარეულოს ნიმუშებია: „სალტიმბოკა ლა რომანა“ — რომაული სტილის ხბოს კატლეტი; „კარჩიოფი ალა რომანა“ — არტიშოკი რომაულად; „კარჩიოფი ალა ჯუდია“ — ზეითუნის ზეთში შემწვარი არტიშოკი, ტიპიური რომაულ-ებრაული სამზარეულოსათვის; „სპაგეტი ალა კარბონარა“ — სპაგეტი ბეკონით, კვერცხითა და პეკორინოთი;

კინო[რედაქტირება]

ნიუ-იორკის ბანდების გადასაღები მოედანი ჩინეჩიტაში, რომი.

რომში მდებარეობს ჩინეჩიტას სტუდიები,[114] კონტინენტური ევროპის უდიდესი კინო და სატელევიზიო საწარმო და იტალიური კინოს ცენტრი. 40 ჰექტარი ფართობის სტუდიური კომპლექსი, რომელიც რომის ცენტრიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული, ჰოლივუდის შემდეგ მსოფლიოს უდიდესი კინოსაწარმოა მსოფლიოში, სადაც 5 000-მდე პროფესიონალი მუშაობს დაწყებული კოსტიუმების დიზაინერებიდან, დამთავრებული ვიზუალური ეფექტების სპეციალისტებით. ჩინეჩიტასთანაა დაკავშირებული მრავალი გახმაურებული ნამუშევარი, როგორებიცაა ქრისტეს ვნებანი, ნიუ-იორკის ბანდები, HBO-ს რომი, დინო დე ლაურენტისის დეკამერონი, ბენ-ჰური, კლეოპატრა და ფედერიკო ფელინის ფილმები.

ჩინეჩიტა დაარსდა 1937 წელს ბენიტო მუსოლინის ინიციატივით. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში დაიბომბა მოკავშირეების ძალების მიერ. 1950-იან წლებში იგი რამდენიმე მსხვილი ამერიკული ფილმის გადასაღებ მოედანს წარმოადგენდა, შემდეგ კი იქცა სტუდიად, რომელიც ყველაზე მჭიდროდ უკავშირდება ფედერიკო ფელინის.

ენა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლათინური ენა.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური რომი მხოლოდ ლათინურ ენასთან ასოცირდება, რეალურად, იგი მრავალენოვანი იყო. ადრე ანტიკურ ხანაში საბინური ტომები დღევანდელი რომის ტერიტორიას ლათინურ ტომებთან იზიარებდნენ. საბინური ენა, რომელიც უძველესი იტალიური ენების იტალიკურ ენათა ჯგუფში შედის, ეტრუსკულ ენასთან ერთად ძირითადი ენა უნდა ყოფილიყო რომის უკანასკნელი სამი მეფის პერიოდში, რომლებიც ქალაქს ძვ. წ. 509 წელს რესპუბლიკის დაარსებამდე მართავდნენ. ამ პერიოდიდან საუკუნეების შემდეგ, სვეტონიუსის მიხედვით, ურგანილა ან პლაუტია ურგულანილა, იმპერატორ კლავდიუსის ცოლი, სავარაუდოდ, ეტრუსკულად ლაპარაკობდა. რასაკვირველია, ლათინური, განვითარების სხვადასხვა ფორმაში, კლასიკური რომის ძირითად ენას წარმოადგენდა, თუმცა, რადგანაც ქალაქში ადგილობრივების გარდა, ასევე, ცხოვრობდნენ ემიგრანტები, მონები, ელჩები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, იგი ასევე მრავალენოვანიც იყო. მრავალი განათლებული რომაელი ბერძნულადაც ლაპარაკობდა. იმპერიის ჩამოყალიბებამდე, რომის სხვადასხვა ნაწილში არსებობდა მრავალრიცხოვანი ბერძნული, სირიული და ებრაული მოსახლეობა.

შუა საუკუნეებში ლათინური ახალ ენად, ვოგარედ განვითარდა. ეს უკანასკნელი სხვადასხვა რეგიონალური დიალექტის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა, რომელთა შორისაც ტოსკანური დიალექტი დომინირებდა, თუმცა რომის მოსახლეობამ, ასევე, შეიმუშავა საკუთარი დიალექტი — რომანესკო. შუა საუკუნეებში სალაპარაკო რომანესკო სამხრეთიტალიური დიალექტი იყო და ძალიან უახლოვდებოდა ნეაპოლურ ენას. რენესანსის პერიოდში ფლორენციის კულტურის გავლენის გაზრდისა და უპირველეს ყოვლისა, ორი მედიჩი პაპის (ლეო X და კლემენტ VII) შემდეგ რომში მრავალი ფლორენციელის მიგრირების შედეგად, დიალექტმა ძირითადი ცვლილებები განიცადა და უფრო მეტად დაემსგავსა ტოსკანურ ვარიაციებს. XIX საუკუნემდე მისი გავრცელების არეალი, ძირითადად, რომით შემოიფარგლებოდა, თუმცა, მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, რომის მზარდი მოსახლეობისა და სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების წყალობით, დიალექტი ლაციოს სხვა ნაწილებშიც გავრცელდა (ჩივიტავეკია, ლატინა). საგანმანათლებლო სისტემისა და ისეთი მედიასაშუალებების წყალობით, როგორებიცაა რადიო და ტელევიზია, იგი უფრო და უფრო დაუახლოვდა სტანდარტულ იტალიურს. რომანესკოს ტრადიციული ფორმის დიალექტურ ლიტერატურას ეკუთვნის ისეთ ავტორთა ნამუშევრები, როგორებიც არიან ჯუზეპე ჯოაკინო ბელი (ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიელი პოეტი), ტრილუსა და ჩეზარე პასკარელა. თანამედროვე რომანესკო, ძირითადად, წარმოდგენილია ალდო ფაბრიცის, ალბერტო სორდის, ნინო მანფრედის, ანა მანიანის, ჯიჯი პროიეტის, ენრიკო მონტესანოსა და კარლო ვერდონეს მსგავსი პოპულარული მსახიობების სახით.

ბევრად უფრო ფართოა რომის წვლილი მსოფლიოს ენათა განვითარებაში. რომანიზაციის პროცესში, გალიის, პირენეს ნახევარკუნძულის, იტალიისა და დაკიის ხალხებმა განავითარეს საკუთარი ენები, რომლებიც უშუალოდ ლათინურიდან გამომდინარეობენ და რომლებიც კოლონიზაციისა და კულტურული გავლენის გავრცელების გზებით მსოფლიოს დიდ ტერიტორიებზე გავრცელდა. გარდა ამისა, თანამედროვე ინგლისურმა ენამ თვისი ლექსიკური მარაგის დიდი ნაწილი სწორედ ლათინური ენიდან ისესხა. რომაული ან ლათინური ანბანი კი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ანბანური დამწერლობაა, რომელსაც ენათა უდიდესი ნაწილი იყენებს.[115]

სპორტი[რედაქტირება]

სტადიო ოლიმპიკო ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ევროპაში, რომელიც 70 000 ადამიანზე მეტს იტევს.[116]

ოლიმპიური სტადიონი, უმეტესად, გამოიყენება, როგორც სერია A-ს საფეხბურთო კლუბების — ლაციოსა და რომას საერთო მოედანი, რომლებიც დედაქალაქის ჩემპიონატში მონაწილეობენ.[117]

რომში, ისევე, როგორც მთელ დანარჩენ ქვეყანაში, ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. ქალაქმა უმასპინძლა 1934 და 1990 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს. უკანასკნელი მათგანი ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, რომელიც, ასევე, სერია A-ს საფეხბურთო გუნდების, 1900 წელს დაარსებული ლაციოსა და 1927 წელს დაარსებული რომას (ამ გუნდების დაპირისპირება რომაული საფეხბურთო კულტურის საფუძვლადაა მიჩნეული) საშინაო მოედანს წარმოადგენს. ფეხბურთელები, რომლებიც ამ გუნდებში თამაშობენ და ამავდროულად, რომში არიან დაბადებულები, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ, რისი მაგალითებიც ფრანჩესკო ტოტი და დანიელე დე როსი არიან (ორივე მათგანი რომაში თამაშობს). რომის ატლეტიკო უმნიშვნელო გუნდია, რომელიც 2012 წლამდე პირველ დივიზიონში თამაშობდა. მისი საშინაო სტადიონი იყო სტადიო ფლამინიო.

1960 წელს რომმა უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომლის მსვლელობისას არენებად დიდი წარმატებით გამოიყენებოდა ბევრი უძველესი ძეგლი, როგორებიცაა ვილა ბორგეზე და კარაკალას აბანოები. ოლიმპიური თამაშებისათვის შეიქმნა მრავალი ახალი ობიექტი, მაგალითად, ახალი, დიდი ოლიმპიური სტადიონი (რომელიც 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ფინალური მატჩისათვის გაფართოვდა და განახლდა), ვილაჯ ოლიმპიკო (ოლიმპიური სოფელი, (იტალ. Villaggio Olimpico) რომელიც სპორტსმენების სამასპინძლოდ აშენდა, ხოლო თამაშების შემდეგ საცხოვრებელ უბნად გადაკეთდა) და ა. შ. რომმა განაცხადი შეიტანა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისათვის, თუმცა ქალაქის აპლიკაცია განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე იქნა უარყოფილი.[118][119]

რომში რაგბი მზარდი პოპულარობით სარგებლობს. სტადიო ფლამინიო, 2011 წლამდე, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საშინაო მოედანი იყო. ნაკრები 2000 წლიდან მონაწილეობს ექვსი ერის ჩემპიონატში. გუნდი საშინაო მატჩებს სტადიო ოლიმპიკოზე მართავს, რადგან სტადიო ფლამინიო საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს როგორც მოცულობის, ისე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. რომში არსებობს რაგბის რამდენიმე ადგილობრივი გუნდი.

ყოველ მაისს ქალაქი მასპინძლობს ATP მასტერს 1000-ის მსოფლიო ტურნირს ჩოგბურთში ფორო იტალიკოს თიხის კორტებზე. ველორბოლა პოპულარული სპორტის სახეობა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში, თუმცა მისდამი ინტერესი გაქრა. 1989 და 2000 წლებში რომმა უმასპინძლა გირო დ'იტალიის ფინალურ ნაწილს. ქალაქში არსებობს, ასევე, სპორტის სხვა სახეობების, მათ შორის კალათბურთის (ვირტუს რომა), ფრენბურთის, ხელბურთისა და წყალბურთის გუნდებიც.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტი[რედაქტირება]

რომს გარს აკრავს რადიალური გზების ქსელი, რომლებიც უძველესი რომაული გზების ხაზებს მიჰყვება, რომლებიც კაპიტოლიუმის ბორცვს იმპერიასთან აკავშირებდა.

ტერმინის სადგური იტალიის ყველაზე დატვირთული რკინიგზის სადგურია.

აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობის გამო რომი ცენტრალური იტალიის ძირითადი სარკინიგზო კვანძია. რომის მთავარი რკინიგზის სადგური, ტერმინი, ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და ყველაზე დატვირთული იტალიაში. მისი გავლით ყოველდღიურად დაახლოებით 400 000 ადამიანი მგზავრობს. ქალაქის სიდიდით მეორე სადგური — რომა ტიბურტინა მაღალი სიჩქარის სარკინიგზო ტერმინალადაა გადაკეთებული.[120]

რომი განიცდის სატრანსპორტო მოძრაობის პრობლემებს, მეტწილად, რადიალური ქუჩების სისტემის არსებობის გამო, რაც ხელს უშლის ქალაქის მაცხოვრებლებს მარტივად გადაადგილდნენ ერთი რადიალური გზიდან მეორეზე ისტორიულ ცენტრში შესვლის ან „ბეჭდის გზის“ გამოყენების გარეშე. აღნიშნულ პრობლემას ვერ წყვეტს შეზღუდული ზომის მეტროპოლიტენი, რომლის მაშტაბიც მკვეთრად ჩამორჩება სხვა მსგავსი ზომის ქალაქების ანალოგებს. გარდა ამისა, რომში ყოველ 10 000 მოსახლეზე მხოლოდ 21 ტაქსი მოდის, რითაც ბევრად ჩამორჩება სხვა ევროპულ ქალაქებს.[121] 1970 და 1980-იან წლებში გამუდმებულმა საგზაო საცობებმა გამოიწვია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დღის საათებში ავტომანქანებისათვის შეზღუდვების დაწესება. ტერიტორიებს სადაც ეს შეზღუდვები გავრცელდა ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შეზღუდული მოძრაობის ზონებს (Zona a Traffico Limitato (ZTL) იტალიურად). ბოლო პერიოდში გარკვეულ არეალებში შეზღუდვები ღამის საათებშიც დაწესდა.

აეროპორტები[რედაქტირება]

ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი იყო მერვე ყველაზე დატვირთული აეროპორტი ევროპაში 2012 წელს.

რომს სამი აეროპორტი ემსახურება, აქედან ორი „აეროპორტი დი რომას“ კუთვნილებაა. რომისა და სრულიად იტალიის უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა, თუმცა, რომის სამხრეთ-დასავლეთით, ფიუმიჩინოს კომუნაში მდებარეობის გამო, მას ხშირად ფიუმიჩინოს აეროპორტსაც უწოდებენ. უფრო ძველ ჩიამპინოს აეროპორტს, რომელიც რომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩიამპინოსთან მდებარეობს, იყენებენ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო რეისების შესასრულებლად. მესამე, ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრში მდებარე ურბეს სამოქალაქო აეროპორტი შედარებით მცირეა და უფრო მეტად აეროდრომის ფუნქციებს ასრულებს. იგი ძირითადად ვერტმფრენებსა და კერძო ფრენებს ემსახურება.

მეტროპოლიტენი[რედაქტირება]

რომის მიწისქვეშა და სარკინიგზო სისტემის სქემა 2014 წლის მდგომარეობით.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რომის მეტროპოლიტენი.

რომში ფუნქციონირებს სამხაზიანი მეტროსისტემა, რომელსაც მეტროპოლიტანა ეწოდება. პირველი განყოფილების მშენებლობა 1930 წელს დაიწყო. გეგმის მიხედვით, ხაზს ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა რკინიგზის მთავარი სადური და სამხრეთ გარეუბანში ახლადდაგეგმილი E42-ის ტერიტორია, სადაც 1942 წელს მსოფლიო გამოფენა უნდა გამართულიყო. მეორე მსოფლიო ომის გამო ღონისძიება ჩაიშალა, თუმცა ნაწილობრივი გადაკეთების შემდეგ ტერიტორიას EUR (Esposizione Universale di Roma — რომის უნივერსალური გამოფენა) ეწოდა და 1950-იან წლებში თანამედროვე ბიზნეს რაიონად ჩამოყალიბდა. ხაზი საბოლოოდ 1955 წელს გაიხსნა და ამჟამად, ხაზის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს.

ხაზი გაიხსნა 1980 წელს და ერთმანეთთან აკავშირებდა ოტავიანოსა და ანაგნინას სადგურებს, მოგვიანებით, ეტაპობრივად გაფართოვდა (1999–2000 წწ.) ბატისტინის სადგურამდე. 1990-იან წლებში გაიხსნა ხაზის გაგრძელება, რომელიც ტერმინის სადგურს რებიბიასთან აკავშირებდა. ეს მიწისქვეშა ქსელი, ზოგადად, საიმედოა (თუმცა შეიძლება გადაიტვირთოს პიკის საათებისა და სხვადასხვა შემთხვევის დროს, განსაკუთრებით, ხაზი), რადგან შედარებით მოკლეა.

და ხაზები ტერმინის სადგურთან იკვეთება. ხაზის ახალი განშტოება (ბ1) გაიხსნა 2012 წლის 13 ივნისს, მას შემდეგ, რაც მშენებლობის ღირებულება 500 მილიონ ევროდ შეფასდა. ბ1 პიაცა ბოლონიას ხაზთან კავშირებს და აქვს ოთხი სადგური 3,9 კმ სიგრძეზე. მესამე, მშენებარე ხაზს, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 მილიარდი ევროა, 25,5 კმ მანძილზე 30 გაჩერება ექნება და ნაწილობრივ ჩაანაცვლებს არსებულ ტერმინი-პანტანოს სარკინიგზო ხაზს და იმოძრავებენ სრულიად ავტომატიზირებული მატარებლები.[122] თხუთმეტსადგურიანი პირველი ნაწილი, რომელიც პანტანოს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჩენტოჩელეს კვარტალთან აკავშირებს, 2014 წლის 9 ნოემბერს გაიხსნა.[123] სამუშაოების დასრულება 2015 წლისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა არქეოლოგიური აღმოჩენების გამო მიწისქვეშა მშენებლობები ხშირად შეფერხდა.

ასევე, დაგეგმილია მეოთხე, ხაზის გაყვანა. მისი სადგურების რაოდენობა 22 იქნება, სიგრძე კი 20 კმ. ხაზის პირველი ნაწილის გახსნა 2015 წელს იყო დაგეგმილი, დასრულება კი 2035 წლამდე, თუმცა ქალაქის ფინანსური კრიზისის გამო, პროექტი შეჩერებულია.

სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი[რედაქტირება]

მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომში შედგება ავტობუსის, ტრამვაისა და ქალაქური მატარებლის ქსელისაგან (FR ხაზები). ქალაქში არსებობს ავტობუსის 350 ხაზი და 8 000 გაჩერება, ხოლო უფრო შეზღუდული ტრამვაის სისტემა 39 კმ სიგრძის მარშრუტისა და 192 გაჩერებისაგან შედგება.[124][125] რომში არსებობს, ასევე, ტროლეიბუსის ერთი ხაზი, რომელიც 2005 წელს გაიხსნა. დაგეგმილია ტროლეიბუსის დამატებითი ხაზების მშენებლობა.[126]

მიუხედავად იმისა, რომ რომს აქვს საკუთარი კვარტალი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (ოსტია), იგი, არსებითად, ცარიელ ტერიტორიასა და სათევზაო კატარღებისათვის განკუთვნილ მცირე ნავსადგურს მოიცავს. ძირითადი პორტი, რომელიც ქალაქს ემსახურება, რომიდან ჩრდილო-დასავლეთით 62 კმ-ის დაშორებით ჩივიტავეკიაში მდებარეობს.[127]

ჩართულობა საერთაშორისო გაერთიანებებსა და ორგანიზაციებში[რედაქტირება]

FAO-ს შტაბ-ბინა რომში

გლობალურ ქალაქებს შორის რომი უნიკალურია, რადგან მთლიანად ქალაქის ფარგლებში მდებარეობს სუვერენული სახელმწიფო — ვატიკანი. ვატიკანი ანკლავია იტალიის დედაქალაქში, რომელიც წმინდა საყდრის სუვერენულ მფლობელობაშია და რომის ეპარქიასა და კათოლიკური ეკლესიის უზენაეს ხელისუფლებას წარმოადგენს. რომში განთავსებულია საელჩოები როგორც იტალიაში, ისე წმინდა საყდარში, ამასთანავე, ზოგიერთი ელჩი ერთდროულად ორივე მათგანშია აკრედიტებული. რომშია განთავსებული რამდენიმე საერთაშორისო რომაული კოლეჯი და პონტიფიკოსის უნივერსიტეტი. პაპი, ამავდროულად, რომის ეპისკოპოსიცაა და მისი ოფიციალური რეზიდენციაა წმინდა იოანე ლატერანის არქბაზილიკა.

1798 წელს, ნაპოლეონის მიერ მალტის დაპყრობის გამო, 1834 წელს მალტის სუვერენულმა სამხედრო ორდენმა თავი შეაფარა რომს. ორდენი, ზოგჯერ, კლასიფიცირდება, როგორც სუვერენიტეტის მქონე, თუმცა რადგანაც მას არ გააჩნია ტერიტორია არც რომში და არც სადმე სხვაგან, მისი რეალური სუვერენიტეტის საკითხი დავის საგანს წარმოადგენს.

რომში განთავსებულია ე. წ. პოლო რომანო,[128] რომელიც, ძირითადად, გაეროს სამი საერთაშორისო სააგენტოსაგან შედგება, ესენია: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მსოფლიო სასურსათო საბჭო (WFP) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD).

ქალაქი, ტრადიციულად, ჩართულია ევროპის პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში. ევროკავშირის ხელშეკრულებები განთავსებულია პალაცო დელა ფარნეზინაში, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, რადგანაც იტალიის ხელისუფლებაა ამ ხელშეკრულებათა დეპოზიტორი. 1957 წელს რომმა უმასპინძლა რომის ხელშეკრულების ხელმოწერას, რის შედეგადაც დაარსდა ევროპული თანამეგობრობა (ევროკავშირის წინამორბედი), 2004 წლის ივლისში კი — ევროპის კონსტიტუციის პროექტის ოფიციალურ ხელმოწერას.

რომში განთავსებულია ევროპის ოლიმპიური კომიტეტი და ნატოს თავდაცვითი კოლეჯი. რომში ჩამოყალიბდა, ასევე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

ქალაქი მასპინძლობს, ასევე, სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, როგორებიცაა IDLO (სამართლის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია), ICCROM (კულტურული ფასეულობების დაცვისა და აღდგენის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი) და UNIDROIT (კერძო სამართლის გაერთიანების საერთაშორისო ინსტიტუტი).

დაძმობილებული, დობილი და პარტნიორი ქალაქები[რედაქტირება]

1956 წელს პარიზისადმი მიძღვნილი სვეტი დიოკლეტიანეს აბანოების მახლობლად.

1956 წლის 9 აპრილიდან რომი ექსკლუზიურად დაძმობილებულია მხოლოდ ერთ ქალაქთან:

(ფრანგული) Seule Paris est digne de Rome; seule Rome est digne de Paris.
(იტალიური) Solo Parigi è degna di Roma; solo Roma è degna di Parigi.
„მხოლოდ პარიზი შეედრება რომს და მხოლოდ რომია პარიზის ღირსი.“[129][130]

რომის დობილი და პარტნიორი ქალაქებია:

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ოფიციალური

კომენტარები[რედაქტირება]

  1. ეს ჰიპოთეზა სათავეს პლუტარქესაგან იღებს.
  2. როგორიც იყო ახალი მსოფლიოს კოლონიზაციის რეგულირება. იხილეთ ტორდესილასის ხელშეკრულება.
  3. 1992 წელს, რეფერენდუმის შედეგად, XIX კირკოსკრიციონე გახდა ფიუმიჩინოს კომუნა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Bilancio demografico Anno 2014 (dati provvisori). Provincia: Roma - Demo.istat.it
  2. Discorsi del Presidente Ciampi. Presidenza della Repubblica. წაკითხვის თარიღი: 17 May 2013.
  3. Le istituzioni salutano Benedetto XVI. La Repubblica. წაკითხვის თარიღი: 17 May 2013.
  4. 4.0 4.1 Heiken, G., Funiciello, R. and De Rita, D. (2005), The Seven Hills of Rome: A Geological Tour of the Eternal City. Princeton University Press.
  5. Andres Perez, Javier. (2010)APROXIMACIÓN A LA ICONOGRAFÍA DE ROMA AETERNA pp. 349–363. El Futuro del Pasado. წაკითხვის თარიღი: 28 May 2014.
  6. Giovannoni, Gustavo (1958) Topografia e urbanistica di Roma (Italian). Rome: Istituto di Studi Romani, გვ. 346–47. 
  7. „Rome, city, Italy“. Columbia Encyclopedia (6th რედ.). 2009. http://www.questia.com/PM.qst?a=o&d=117042793.
  8. 8.0 8.1 GaWC – The World According to GaWC 2012. Lboro.ac.uk (13 January 2014). წაკითხვის თარიღი: 2 August 2014.
  9. The Global City Competitiveness Index. Managementthinking.eiu.com (12 March 2012). წაკითხვის თარიღი: 9 May 2012.
  10. 10.0 10.1 2014 Global Cities Index and Emerging Cities Outlook. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2014.
  11. გრანტი, მიკელე. (21 იანვარი 2013)Euromonitor International's Top City Destinations Ranking. Euromonitor International. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო 2014.
  12. Historic Centre of Rome, the Properties of the Holy See in that City Enjoying Extraterritorial Rights and San Paolo Fuori le Mura. UNESCO World Heritage Center. წაკითხვის თარიღი: 8 June 2008.
  13. 13.0 13.1 Livy (1797). რომის ისტორია, George Baker (trans.), Printed for A.Strahan. 
  14. რომულუსი და რემუსი. Brittanica.com (25 ნოემბერი, 2014). წაკითხვის თარიღი: 9 მარტი, 2015.
  15. Claudio Rendina, Roma ieri, oggi, domani, Newton Compton, რომი, 2007, გვ. 17
  16. This hypothesis originates from the Roman Grammarian Maurus Servius Honoratus.
  17. Wilford, John Nobel. “More Clues in the Legend (or Is It Fact?) of Romulus“, New York Times, 12 June 2007. წაკითხვის თარიღი: 11 August 2008. 
  18. 18.0 18.1 18.2 ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 73
  19. Livy (26 მაისი, 2005). რომის ადრეული ისტორია. Penguin Books Ltd. ISBN 978-0-14-196307-5. 
  20. ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 77
  21. ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 79
  22. ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 81-83
  23. ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 81-85
  24. 24.0 24.1 24.2 ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 89
  25. 25.0 25.1 25.2 ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 91
  26. 26.0 26.1 ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 93
  27. 27.0 27.1 ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 97
  28. 28.0 28.1 ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 99
  29. ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 107
  30. პარკერი, ფილიპ, „იმპერია ჩერდება აქ“. გვ. 2.
  31. 31.0 31.1 31.2 ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 101
  32. 32.0 32.1 32.2 ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 103
  33. ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 115
  34. ჰერმანი და ჰილგემანი (1964), გვ. 117
  35. Editors, Mandatory. (24 იანვარი, 2013)travel, history, civilizations, greatest cities, largest cities, Rome. Mandatory. წაკითხვის თარიღი: 12 მარტი, 2013.
  36. Luc-Normand Tellier (2009). "Urban world history: an economic and geographical perspective". PUQ. p.185. ISBN 2-7605-1588-5
  37. Norman John Greville Pounds. ევროპის ისტორიული გეოგრაფია ძვ. წ. 450 წლიდან ახ. წ. 1330 წლამდე. გვ. 192.
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 38.4 38.5 ბერტარელი (1925), გვ. 19
  39. აპენინის ნახევარკუნძული, 500–1000 წლებში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 ბერტარელი (1925), გვ. 20
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 41.4 41.5 41.6 41.7 ბერტარელი (1925), გვ. 21
  42. Faus, José Ignacio Gonzáles. "Autoridade da Verdade - Momentos Obscuros do Magistério Eclesiástico". Capítulo VIII: Os papas repartem terras - Pág.: 64-65 e Capítulo VI: O papa tem poder temporal absoluto – Pág.: 49-55. Edições Loyola. ISBN 85-15-01750-4. Embora Faus critique profundamente o poder temporal dos papas ("Mais uma vez isso salienta um dos maiores inconvenientes do status político dos sucessores de Pedro" - pág.: 64), ele também admite um papel secular positivo por parte dos papas ("Não podemos negar que intervenções papais desse gênero evitaram mais de uma guerra na Europa" - pág.: 65).
  43. Jarrett, Bede (1913). "Papal Arbitration". Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton Company.
  44. 44.0 44.1 44.2 44.3 44.4 44.5 44.6 44.7 44.8 44.9 ბერტარელი (1925), გვ. 22
  45. პაპი ალექსანდრე VI. Nndb.com. წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2010.
  46. წმინდა პეტრეს ბაზილიკა. კათოლიკური ენციკლოპედია. Newadvent.org (1 თებერვალი, 1912). წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2010.
  47. 47.0 47.1 47.2 ბერტარელი (1925), გვ. 23
  48. პაპი პიუს IX. კათოლიკური ენციკლოპედია. Newadvent.org. წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2010.
  49. Cederna, Antonio (1979) Mussolini urbanista (Italian). Bari: Laterza, გვ. passim. 
  50. Roma diventa Capitale Italian. წაკითხვის თარიღი: 6 მარტი, 2012.
  51. Roma, sì all'accorpamento dei municipi: il Consiglio li riduce da 19 a 15“, 11 მარტი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 მარტი, 2013. 
  52. The "Rioni" of Rome. Romeartlover.it. წაკითხვის თარიღი: 3 February 2010.
  53. Ravaglioli, Armando (1997) Roma anno 2750 ab Urbe condita (იტალიური). რომი: Tascabili Economici Newton. ISBN 88-8183-670-X. 
  54. World Map of Köppen−Geiger Climate Classification.
  55. Storia della neve a Roma. დაარქივებულია ორიგინალიდან 27 July 2013-ში. წაკითხვის თარიღი: 2 October 2014.
  56. Rome Climate. Retrieved 9 August 2012
  57. Tabelle climatiche 1971–2000 della stazione meteorologica di Roma-Ciampino Ponente dall'Atlante Climatico 1971–2000 – Servizio Meteorologico dell'Aeronautica Militare
  58. Visualizzazione tabella CLINO della stazione / CLINO Averages Listed for the station Roma Ciampino. წაკითხვის თარიღი: 13 June 2011.
  59. Tabelle climatiche 1971–2000 della stazione meteorologica di Roma-Fiumicino Ponente dall'Atlante Climatico 1971–2000 – Servizio Meteorologico dell'Aeronautica Militare
  60. Tabelle climatiche 1971–2000 della stazione meteorologica di Roma-Urbe Ponente dall'Atlante Climatico 1971–2000 – Servizio Meteorologico dell'Aeronautica Militare
  61. Cornell (1995) 204–5
  62. (30 January 2007) Floods of the Tiber in Ancient Rome – Gregory S. Aldrete. Books Google. წაკითხვის თარიღი: 13 July 2014. 
  63. The History of Human Populations: Forms of growth and decline – P. M. G. Harris. Books Google. წაკითხვის თარიღი: 13 July 2014. 
  64. Herreros, Francisco. Size and Virtue. Academia. წაკითხვის თარიღი: 13 July 2014.
  65. http://www.jstor.org/discover/10.2307/295257?uid=3737880&uid=2134&uid=2&uid=70&uid=4&sid=21103645376217
  66. http://media.johnwiley.com.au/product_data/excerpt/14/14443392/1444339214.pdf
  67. (18 June 1991) Cities and Economic Development: From the Dawn of History to the Present – Paul Bairoch. Books Google. წაკითხვის თარიღი: 13 July 2014. 
  68. N.Morley, Metropolis and Hinterland (Cambridge, 1996) 33–9
  69. Duiker, 2001. page 149.
  70. Abstrat of The population of ancient Rome. by Glenn R. Storey. HighBeam Research. Written 1 December 1997. Retrieved 22 April 2007.
  71. რომის მოსახლეობა by Whitney J. Oates. Originally published in Classical Philology. Vol. 29, No. 2 (April 1934), pp 101–116. Retrieved 22 April 2007.
  72. P. Llewellyn, Rome in the Dark Ages (London 1993), p. 97.
  73. Statistiche demografiche ISTAT. Demo.istat.it. წაკითხვის თარიღი: 3 February 2010.
  74. დემოგრაფია: მსოფლიოს ურბანული არეები, იანვარი 2015
  75. European Spatial Planning Observation Network, Study on Urban Functions (Project 1.4.3), Final Report, Chapter 3, (ESPON, 2007)
  76. Eurostat, Total population in Urban Audit cities, Larger Urban Zone, accessed on 23 June 2009. Data for 2009 unless otherwise noted.
  77. United Nations Department of Economic and Social Affairs, World Urbanization Prospects (2009 revision), (United Nations, 2010), Table A.12. Data for 2007.
  78. Organization for Economic Cooperation and Development, Competitive Cities in the Global Economy, OECD Territorial Reviews, (OECD Publishing, 2006), Table 1.1
  79. Thomas Brinkoff, Principal Agglomerations of the World, accessed on 12 March 2009. Data for 1 April 2011.
  80. Statistiche demografiche ISTAT. Demo.istat.it. წაკითხვის თარიღი: 30 January 2011.
  81. კოარელი, გვ. 308.
  82. Steps Jesus walked to trial restored to glory, Daily Telegraph, Malcolm Moore, 14 June 2007
  83. 83.0 83.1 Eyewitness Travel (2006), გვ. 36-37.
  84. მწვანე არეალები. RomaPerKyoto.org. დაარქივებულია ორიგინალიდან 4 თებერვალი, 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 9 ნოემბერი, 2008.
  85. Frontin, Les Aqueducs de la ville de Rome, translation and commentary by Pierre Grimal, Société d'édition Les Belles Lettres, Paris, 1944.
  86. იტალიური ბაღები, კულტურის ისტორია, Helen Attlee. Francis Lincoln Limited, ლონდონი, 2006.
  87. Height of shaft, base and above ground: Jones 2000
  88. imogzaure.ge — რომის “მოლაპარაკე” ქანდაკებები
  89. Chasing Obelisks in Rome. Initaly.com. წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2010.
  90. Sant'Angelo Bridge. Encyclopædia Britannica. წაკითხვის თარიღი: 3 February 2010.
  91. 91.0 91.1 Rapporto Censis 2006. Censis.it. წაკითხვის თარიღი: 3 February 2010.
  92. 92.0 92.1 La classifica dei redditi nei comuni capoluogo di provincia. Il Sole 24 ORE. წაკითხვის თარიღი: 14 June 2010.
  93. World's richest cities in 2009. City Mayors (22 August 2009). წაკითხვის თარიღი: 14 June 2010.
  94. Global city GDP 2011. Brookings Institution.
  95. debonair.co.uk; destinations — Italy, Rome
  96. რომაული აკადემიები. კათოლიკური ენციკლოპედია. Newadvent.org (1 მარტი, 1907). წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2010.
  97. 97.0 97.1 cooperhewitt.org
  98. Max Planck Gesellschaft e.V. (17 მაისი, 2006)Max Planck Society – Hanno and Ilse Hahn Prize. Mpg.de. დაარქივებულია ორიგინალიდან 13 ივნისი, 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 25 იანვარი, 2010.
  99. Amedeo Benedetti, La Biblioteca della Società Geografica Italiana, "Biblioteche oggi", n. 3, aprile 2009, p. 41.
  100. Vatican Film Library informational pamphlet
  101. AIRC-HC Program in Archaeology, Classics, and Mediterranean Culture. Romanculture.org. წაკითხვის თარიღი: 3 February 2010.
  102. Isvroma.it. Isvroma.it. დაარქივებულია ორიგინალიდან 8 July 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 3 February 2010.
  103. James E. Packer (January–February 1998). „Trajan's Glorious Forum“. Archaeology 51 (1). წაკითხვის თარიღი: 2 October 2010. 
  104. I H Evans (reviser), Brewer's Dictionary of Phrase and Fable (Centenary edition Fourth impression (corrected); London: Cassell, 1975), გვ. 1 163
  105. ფრენსის ტრეველიან მილერი, ვუდრო უილსონი, უილიამ ჰოვარდ ტაფტი, თეოდორ რუზველტი. ამერიკა, მიწა რომელიც გვიყვარს (1915), გვ. 201 Google Books Search
  106. Toynbee, J. M. C. (December 1971). „Roman Art“. The Classical Review 21 (3): გვ. 439–442. DOI:10.1017/S0009840X00221331. 
  107. Matt Rosenberg. Grand Tour of Europe: The Travels of 17th & 18th Century Twenty-Somethings. About.com. წაკითხვის თარიღი: 3 February 2010.
  108. The Franca Camiz Memorial Field Seminar in Art History. Trinity College, Hartford Connecticlt. დაარქივებულია ორიგინალიდან 30 მაისი, 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2010.
  109. Maxxi_Museo Nazionale Delle Arti Del Xxi Secolo. Maxxi.beniculturali.it. წაკითხვის თარიღი: 25 March 2010.
  110. The Global Language Monitor » Fashion. Languagemonitor.com (20 July 2009). წაკითხვის თარიღი: 17 October 2009.
  111. Fendi. fendi.com. წაკითხვის თარიღი: 17 October 2009.
  112. (Rolland 2006, p. 273).
  113. Piras, 291.
  114. history of Cinecittà Studios in Rome. Romefile.com. წაკითხვის თარიღი: 17 October 2009.
  115. Ostler, N. (2007), Ad Infinitum: A Biography of Latin. London: HarperCollins
  116. Brief Guide to Olympic Stadium of Rome | SPOSTARE LA FINALE DA ROMA? NO! GRAZIE. Maspostatevilaregina.com (23 აპრილი, 2009). წაკითხვის თარიღი: 30 January 2011.
  117. Football First 11: Do or die derbies. CNN (22 ოქტომბერი, 2008). წაკითხვის თარიღი: 5 ოქტომბერი, 2014.
  118. Media. Olympic.org. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი, 2011.
  119. მომავალი ოლიმპიური თამაშების კანდიდატი ქალაქები. Bladesplace.id.au. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი, 2009.
  120. – Entry on Roma Tiburtina station on the official website of the Italian high-speed rail service (იტალიური)
  121. Kiefer, Peter. “Central Rome Streets Blocked by Taxi Drivers“, New York Times, 30 ნოემბერი, 2007. წაკითხვის თარიღი: 10 თებერვალი, 2008. 
  122. Kington, Tom. “Roman remains threaten metro“, Guardian, 14 მაისი, 2007. წაკითხვის თარიღი: 10 აგვისტო, 2008. 
  123. Metro C, apre la Pantano-Centocelle: folla di romani all'inaugurazione“, Il Messaggero, 9 ნოემბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი, 2014. (იტალიური) 
  124. The figures are from the ATAC website (იტალიური).
  125. and from the information page of the iOS app In Arrivo! (იტალიური).
  126. Webb, Mary (ed.) (2009). Jane's Urban Transport Systems 2009–2010, გვ. 195. Coulsdon (UK): Jane's Information Group. ISBN 978-0-7106-2903-6.
  127. Porti di Roma. წაკითხვის თარიღი: 6 მარტი, 2015.
  128. parlamento.it
  129. დაძმობილება რომთან. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2010.
  130. Les pactes d'amitié et de coopération. Mairie de Paris. წაკითხვის თარიღი: 14 October 2007.
  131. დობილი ქალაქები. პეკინის მუნიციპალური მთავრობა. წაკითხვის თარიღი: 23 ივნისი, 2009.
  132. Le jumelage avec Rome French. Municipalité de Paris. წაკითხვის თარიღი: 9 ივლისი, 2008.
  133. Kraków – Miasta Partnerskie Polish. Miejska Platforma Internetowa Magiczny Kraków. დაარქივებულია ორიგინალიდან 2 ივლისი, 2013-ში. წაკითხვის თარიღი: 10 აგვისტო, 2013.
  134. Mapa Mundi de las ciudades hermanadas. Ayuntamiento de Madrid. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი, 2009.
  135. NYC's Partner Cities. The City of New York. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2012.
  136. საერთაშორისო ურთიერთობები: დობილი ქალაქები. Seoul Metropolitan Government. www.seoul.go.kr. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 December 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 26 იანვარი, 2008.
  137. სეულის დობილი ქალაქები [via WayBackMachine]. Seoul Metropolitan Government (archived 2012-04-25). წაკითხვის თარიღი: 23 August 2013.
  138. Twinning Cities: International Relations (PDF). Municipality of Tirana. www.tirana.gov.al. წაკითხვის თარიღი: 23 June 2009.
  139. Twinning Cities: International Relations. Municipality of Tirana. www.tirana.gov.al. Retrieved on 25 January 2008.
  140. Cooperation Internationale French. 2003–2009 City of Tunis Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან 8 May 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი, 2009.
  141. Visita a Washington del Sindaco. წაკითხვის თარიღი: 3 ოქტომბერი, 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რომი&oldid=2932726“-დან