შინაარსზე გადასვლა

კორდობა (ესპანეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კორდობა.
ქალაქი
კორდობა
ესპ. Córdoba
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
რეგიონი ანდალუსია
კოორდინატები 37°53′24″ ჩ. გ. 4°46′48″ დ. გ. / 37.89000° ჩ. გ. 4.78000° დ. გ. / 37.89000; -4.78000
მმართველი José María Bellido
ადრეული სახელები კორდუბა
ფართობი 1253 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120±1 მეტრი
მოსახლეობა 323 262 (2025)[1]
სატელეფონო კოდი 957
საფოსტო ინდექსი 14000–14999
საავტომობილო კოდი CO
ოფიციალური საიტი https://www.cordoba.es/
კორდობა (ესპანეთი) — ესპანეთი
კორდობა (ესპანეთი)

კორდობა (ესპ. Córdoba) — ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიაში, მდინარე გვადალკვივირის ნაპირზე. კორდობის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

კორდობა ცნობილია ფინიკიელთა კოლონიზაციის დროიდან. სტრაბონისა და პტოლემეს ცნობით, იგი იყო ტურდეტანების ტომის ცენტრი. II პუნიკური ომის (ძვ. წ. 218–201) დროს დაიპყრეს რომაელებმა. ავგუსტუსის დროს ბეტიკის პროვინციის მთავარი ქალაქი იყო. სხვადასხვა დროს დაიპყრეს ვანდალებმა, ბიზანტიამ, ვესტგუთებმა, ხოლო 711 წელს – არაბებმა. 756 წლიდან იყო კორდობის საემიროს, ხოლო 929 წლიდან კორდობის სახალიფოს დედაქალაქი. X საუკუნეში კორდობა იქცა განათლებისა და მეცნიერების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. კორდობის სახალიფოს დაშლის (1031 წელი) შემდეგ კორდობა მხოლოდ 1070 წლამდე (დაიმორჩილა სევილიის ამირამ) ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. რეკონკისტის დროს კასტილიის მეფეთა ხელში გადავიდა (1236 წ.).

ქალაქის ცენტრს შენარჩუნებული აქვს ძველი არქიტექტურული დაგეგმარება. განაშენიანებულია მავრიტანული ეპოქის დროინდელი დაბალი ერთსართულიანი სახლებით, რომელთაც ყრუ ფასადები და გამწვანებული შიდა ეზოები (პატიო) აქვთ.

ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია:

  • რომაული ხანის ხიდი.
  • არაბული კოშკი კალაორა.
  • ტაძარი (758 წ. 1236 წლამდე მეჩეთი).
  • სან-ნიკოლასის ეკლესია (XIII-XVI სს.).
  • სინაგოგა (1315 წ.).
  • რატუშა (1594–1631 წწ.).
  • XVIII საუკუნის რენესანსული სასახლეები, მოედნები.

კორდობაში არის ნატიფი ხელოვნების მუზეუმი და არქეოლოგიური მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 788
ინგლ. • რუს. • ფრ.
  1. ↑ National Statistics Institute Padrón municipal de España de 2025 — 2025.