გამბია
| გამბიის რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| დევიზი: ინგლ. "Progress, Peace, and Prosperity" „პროგრესი, მშვიდობა და კეთილდღეობა“ |
||||||
| ჰიმნი: ინგლ. "For The Gambia Our Homeland" "გამბიისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის" |
||||||
| დედაქალაქი | ბანჯული 13°28′ ჩ. გ. 16°36′ დ. გ. / 13.467° ჩ. გ. 16.600° დ. გ. | |||||
| უდიდესი | სერეკუნდა | |||||
| ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
| მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | ადამა ბაროუ | ||||
| - | ვიცე-პრეზიდენტი | მუჰამად იალოუ | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 10 380 კმ2 (164-ე) | ||||
| - | წყალი (%) | 11,5 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2013 შეფასება | 1 882 450[1] (146-ე) | ||||
| - | 2024 აღწერა | 2 422 712[2] | ||||
| - | სიმჭიდროვე | 176,1 კაცი/კმ2 (74-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2023 შეფასება | |||||
| - | სულ | $7.502 მილიარდი[3] (166-ე) | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $2,837[3] (175-ე) | ||||
| აგი (2023) | 0.524[4] დაბალი · 170-ე |
|||||
| ვალუტა | გამბიური დალასი (GMD) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | +220 | |||||
| ISO 3166 კოდი | GMB | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .gm | |||||
გამბია (ინგლ. Gambia, წარმოითქმის /ɡ'æ'm'b'i'ə/ (
მოსმენა)), ოფიციალურად გამბიის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of The Gambia) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, 2013 წლის 2 ოქტომბრამდე შედიოდა ერთა თანამეგობრობაში[5], მაგრამ 2018 წელს კვლავ უკან დაბრუნდა.[6] გამბიის მე-2 პრეზიდენტის იაჰია ჯამეს ადმინისტრაციამ 2015 წლის დეკემბერში ქვეყნას სახელი შეიცვალა და მას გამბიის ისლამური რესპუბლიკა დაარქვა,[7] მაგრამ 2017 წლის 29 იანვარს ახლად არჩეულმა გამბიის მე-3 პრეზიდენტმა ადამა ბეროუმ ქვეყანას სახელი კვლავ გამბიის რესპუბლიკა დაარქვა.[8][9]
პოლიტიკური წყობილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მმართველობის ფორმა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ადამა ბაროუ.
- საკანონმდებლო ორგანო: ეროვნული ასამბლეა (53 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 5 პროვინცია და დედაქალაქი - ქვემო, ზემო, ცენტრალური, ჩრდილოეთი და დასავლეთი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გამბიის ტერიტორია XIII-XV საუკუნეებში შედიოდა აფრიკის შუა საუკუნეების სახელმწიფოების (მალი, მოგვიანებით - სონგაი) შემადგენლობაში. პირველი ევროპელები გამბიის ტერიტორიაზე იყვნენ ვენეციელები და გენუელები. XV საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდნენ პორტუგალიელები, XVI საუკუნის დამლევს კი ინგლისელი ვაჭრები. XVII საუკუნიდან გამბიაში ფრანგები ცდილობდნენ დამკვიდრებას. 1783 წელს ინგლისის მიერ დაპყრობილი გამბიის ტერიტორიის ნაწილი 1807 წელს სამეფო კოლონიად გამოცხადდა. 1821 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორია დაექვემდებარა სიერა-ლეონეს გუბერნატორს, 1843 წელს კი ცალკე კოლონიად გამოცხადდა. 1866-1888 წწ. კვლავ სიერა-ლეონეს გუბერნატორი განაგებდა.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან გამბიაში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1965 წლის 18 თებერვალს ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ერთა თაბნამეგობრობის ფარგლებში. ამავე წელს გახდა გაეროს წევრი. 1970 წლის 24 აპრილს კი გამოცხადდა რესპუბლიკური მმართველობა ახლად წარმოქმნილი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა დაუდა კაირიბა ჯავარა, რომელიც სახელმწიფოს სათავეში იდგა 1994 წლამდე და უსისხლო სამხედრო გადატრიალების შედეგად მმართველობას ჩამოაშორა 29 წლის ლეიტენანტმა იაჰია ჯამემ. გადატრიალების შედეგად აიკრძალა ყოველგვარი პოლიტიკური მოღვაწეობა, შეიქმნა შეიარაღებული ძალების დროებითი მმართველი საბჭო. 1996 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუციის პროექტი. ამავე წლის 26 სექტემბერს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 55,7 %-ით გაიმარჯვა იაჰია ჯამემ. არჩევნებიდან ორ დღეში დაითხოვა დროებითი სამხედრო საბჭო და 1997 წლისათვის დანიშნა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა პრეზიდენტის პარტიამ.
2001 წელს იაჰია ჯამე ხელახლა იქნა არჩეული ხმების 53 %-ით, ხოლო 2006 წელს ხმების 67 %-ით კიდევ ერთი ხუთწლიანი ვადით გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო მმართველობა.
ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამბიის ტერიტორია უმთავრესად ბრტყელი ვაკეა (სიმაღლე 100 მეტრამდე), რომელსაც განიერი და წყალუხვი მდინარე გამბია კვეთს. ქვეყანა სასარგებლო წიაღისეულით ძალზედ ღარიბია. ჰავა ეკვატორულ-მუსონურია, ზაფხული წვიმიანია, ზამთარი მშრალი. დედაქალაქ ბანჯულში ივლისის საშუალო ტემპერატურა 27 °C-ია, ხოლო თებერვლისა 23 °C. ნალექები 750 მმ-დან 1500 მმ-მდე წელიწადში. მცენარეულ საფარში სჭარბობს სავანები. მდინარე გამბიის ხეობაში ჭალის მარადმწვანე ტროპიკული ტყეა. ცხოველებიდან შემორჩენილია ანტილოპა, ჯიქი. ბევრია მაიმუნი, ბეჰემოთი, ნიანგი და სხვა.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადმინისტრაციულად გამბია დაყოფილია 5 რეგიონად და დედაქალაქ ბანჯულის მუნიციპალიტეტად.
| № | რეგიონი (ქართ.) | რეგიონი (ინგლ.) | ადმ. ცენტრი | ფართობი (კმ²)[10] |
მოსახლეობა (ად. 2024 წ.)[2] |
სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
რუკა |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | დიდი ბანჯული | Greater Banjul | ბანჯული | 87,78 | 405 809 | 4623 | |
| 2 | ცენტრალური მდინარე | Central River | ჯანჯანბურეჰი | 2894.25 | 265 516 | 92 | |
| 3 | ქვედა მდინარე | Lower River | მანსა-კონკო | 1618,00 | 90 624 | 56 | |
| 4 | ჩრდილოეთ სანაპირო | North Bank | კერევანი | 2255,50 | 248 475 | 110 | |
| 5 | ზემო მდინარე | Upper River | ბასე | 2069,50 | 261 160 | 126 | |
| 6 | დასავლეთ სანაპირო | West Coast | ბრიკამა | 1764,25 | 1 151 128 | 652 |
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2007 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 1 700 000 კაცს, რომელთა 99 %-ს აფრიკელები შეადგენენ: 42 % - მანდინკა, 18 % - ფულბე, 16 % - ვოლოფი, 10 % - დიოლა, 9 % - სონინკე. მოსახლეობის სიმჭიდროვე - 180,7 ადამიანია კვ. კმ-ზე. ქალაქად ცხოვრობს მოსახლეობის 26,3 % (2003).
მოსახლეობის 50,41 % ქალია, მამაკაცი კი (49,59 %) (2003).
ასაკობრივი მაჩვენებელი კი ასეთია:
- 0-15 წწ. - 40,1 %
- 15-29 წწ. - 26,4 %
- 30-44 წწ. - 17,3 %
- 45-59 წწ. - 10,2 %
- 60-74 წწ. - 5 %
- 75-84 წწ. - 0,9 %
- 85-ზევით - 0,1 %
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (2005): 52,3 წელი (მამაკაცები), 56,0 წელი (ქალები). შობადობა — 39,9 ბავშვი 1000 მაცხოვრებელზე (2005), სიკვდილიანობა — 12,5 ადამიანი 1000 მაცხოვრებელზე (2005). ბუნებრივი ნამატი — 27,4 ადამიანი 1000 მაცხოვრებელზე (2005).
ეკონომიკურად აქტიურია 730 000 ადამიანი (52,2 %) (2003).
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუნიტური ისლამის მიმდევარია მოსახლეობის 90 %, ქრისტიანია - 8 %, ხოლო ადგილობრივი რწმენის (ანიმალიზმი, ფეტიშიზმი, ბუნების ძალები) მიმდევარია - 2 %.[11]
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| თარიღი | დასახელება | ინგლისური სახელწოდება |
|---|---|---|
| 1 იანვარი | ახალი წელი | New Year’s Day |
| 18 თებერვალი | დამოუკიდებლობის დღე | Independence Day |
| 24 აპრილი | რესპუბლიკის დღე | Republic Day |
| 1 მაისი | შრომის დღე | Labour Day |
| 15 აგვისტო | მარიამობა | Assumption |
| 25 დეკემბერი | შობა | Christmas Day |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bennet, Lindsey and Voormeij, Lisa, The Gambia (Travellers), (Thomas Cook Publishing, 2009)
- Emms, Craig and Barnett, Linda, Gambia (Bradt Travel Guides), (Bradt Travel Guides, 2006)
- Hughes, Arnold, Historical Dictionary of the Gambia, (Scarecrow Press, 2008)
- Hughes, Arnold and Perfect, David, A Political History of The Gambia, 1816–1994, (University of Rochester Press, 2008)
- Gregg, Emma and Trillo, Richard, The Rough Guide to The Gambia, (Rough Guides, 2006)
- Kane, Katharina, Lonely Planet Guide: The Gambia and Senegal, (Lonely Planet Publications, 2009)
- Rice, Berkeley, Enter Gambia: The Birth of an Improbable Nation, (Houghton Mifflin. 1967)
- Sarr, Samsudeen, Coup d'État by the Gambia National Army, (Xlibris, Corp., 2007)
- Sternfeldt, Ann-Britt, The Good Tourist in The Gambia: Travelguide for conscious tourists Translated from Swedish by Rolli Fölsch (Sexdrega,2000)
- Tomkinson, Michael, Michael Tomkinson's Gambia, (Michael Tomkinson Publishing, 2001)
- Various, Insight Guide: Gambia and Senegal, (APA Publications Pte Ltd., 2009)
- Wright, Donald R, The World and a Very Small Place in Africa: A History of Glogalization in Niumi, The Gambia (New York: M.E. Sharpe, 2004)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Gambia 2013 Population and Housing Census Preliminary Results. ციტირების თარიღი: 2015-05-14
- ↑ 2.0 2.1 The Gambia 2024 Population and Housing Census: Preliminary Report. Gambian Bureau of Statistics (August 2024). ციტირების თარიღი: 18 June 2025
- ↑ 3.0 3.1 World Economic Outlook Database, October 2023 Edition. (Gambia). International Monetary Fund (10 October 2023). ციტირების თარიღი: 27 October 2023
- ↑ Human Development Report 2025. United Nations Development Programme (6 May 2025). ციტირების თარიღი: 6 May 2025
- ↑ UK regrets The Gambia's withdrawal from Commonwealth
- ↑ The Gambia rejoins the Commonwealth. ციტირების თარიღი: 2022-12-02
- ↑ La Gambie s'autoproclame 'État islamique' fr. Europe 1 (13 December 2015). ციტირების თარიღი: 14 December 2015
- ↑ Adegun, Aanu (29 January 2017). „Adama Barrow removes 'Islamic' title from Gambia's name“. Naij. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 January 2017. ციტირების თარიღი: 31 January 2017.
- ↑ The Gambia: President Adama Barrow pledges reforms (28 January 2017). ციტირების თარიღი: 31 January 2017
- ↑ Census of The Gambia. Gambia Bureau of Statistics (2013). ციტირების თარიღი: 25 November 2016
- ↑ Religions in the Gambia. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 28 July 2013.
| |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||







