ფილიოკვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კათოლიკური ფრესკა, რომელიც ასახავს სულიწმინდის გამომავლობას მამისაგან და ძისაგან ფილიოკვეს მიხედვით. საფრანგეთი, პროვანსი, დაახლ. 1450 წ.

ფილიოკვე“ (ლათ. Filioque, „და ძისაგან“) — ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბლოსოს (მრწამსის) ტექსტში ჩამატებული სიტყვა სულიწმინდის გამომავლობის შესახებ. ფილიოკვეს არ შეიცავდა საერთოქრისტიანული მრწამსის თავდაპირველი, 381 წელს მიღებული ვარიანტი. რომის ეკლესიაში ცალკეული მოღვაწეები მას უკვე V საუკუნიდან იყენებდა სამების არსის თეოლოგიური განმარტებების დროს, თუმცა აღმოსავლეთის ავტოკეფალური ეკლესიები ამ სწავლებას იზიარებდნენ. კათოლიკურ ეკლესიაში ფილიოკვე XIII საუკუნეში იქნა აყვანილი დოგმის ხარისხში და დღემდეა აღიარებული როგორც კათოლიკეების, ისე ევანგელისტების მიერ. ძველკათოლიკური, მართლმადიდებელი და აღმოსავლეთის სხვა ეკლესიები უარყოფენ სარწმუნოების სიმბოლოში ფილიოკვეს ჩამატების ჭეშმარიტებას. ფილიოკვე პაპის პრიმატთან ერთად ის უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური სადავო საკითხია, რომელმაც ერთი მხრივ გამოიწვია დიდი სქიზმა და, მეორე მხრივ, დღემდე აფერხებს კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას თითქმის ათასწლიანი განხეთქილების შემდეგ.

ტექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიოკვე, ლათინურად Filioque ქართულად დაახლოებით ითარგმნება, როგორც „და ძისაგან“ ან „ძითურთ“, „ძესთან ერთად“. კერძოდ, ეს სიტყვა სარწმუნოების სიმბოლოში შემდეგ ადგილასაა ჩამატებული:

ვიკიციტატები (ლათინური)
„... et in Spiritum Sanctum, Dominum et vivificantem, qui ex Patre Filioque procedit ... “
ვიკიციტატა (ქართული)
„... და სული წმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს ... “

ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს თავდაპირველ ვარიანტში (ბერძნულ ორიგინალში) შესაბამისი წინადადება ამგვარია:

ვიკიციტატები (ბერძნული)
„... καὶ εἰς τὸ Πνεῦμα τὸ Ἅγιον, τὸ κύριον, τὸ ζωοποιόν, τὸ ἐκ τοῦ Πατρὸς ἐκπορευόμενον ... “
ვიკიციტატა (ქართული)
„... და სული წმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს ... “

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თინიკაშვილი, დავით. "ფილიოკვე - მოხსნილი პრობლემა", სტატიათა კრებულში: აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა. თბ., 2009, http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8353/1/Agmosavlur-Dasavluri_Qristianoba.pdf
  • Peter Gemeinhardt: Die Filioque-Kontroverse zwischen Ost- und Westkirche im Frühmittelalter; Berlin und New York 2002
  • Bernd Oberdorfer: Filioque. Geschichte und Theologie eines ökumenischen Problems; Göttingen 2001
  • A. Edward Siecienski: The Filioque. History of a Doctrinal Controversy; Oxford 2010
  • Michael Böhnke/Assaad Elias Kattan[Bernd Oberdorfer (Hg.): Die Filioque-Kontroverse. Historische, ökumenische und dogmatische Perspektiven 1200 Jahre nach der Aachener Synode (Quaestiones Disputatae 245); Freiburg 2011