შინაარსზე გადასვლა

სენტ-ლუსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენტ-ლუსია
ინგლ. Saint Lucia
სენტ-ლუსია
სენტ-ლუსიის
დევიზი: The Land, The People, The Light
ჰიმნი: Sons and Daughters of Saint Lucia
სენტ-ლუსიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კასტრი
14°01′ ჩ. გ. 60°59′ დ. გ. / 14.017° ჩ. გ. 60.983° დ. გ. / 14.017; -60.983
ოფიციალური ენა ინგლისური, პაპიამენტო
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი დეიმ პერლეტ ლუისი
 -  პრემიერ-მინისტრი სტეფენსონ კინგი
ფართობი
 -  სულ 620 კმ2 (193-ე)
 -  წყალი (%) 1.6
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 160 765 
 -  სიმჭიდროვე 298 კაცი/კმ2 (41-ე)
მშპ (მუპ) 2002 შეფასებით
 -  სულ $866 მილიონი (197-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $5950 (98-ე)
აგი (2007) 0.795 (საშუალო) (72-ე)
ვალუტა აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD)
დროის სარტყელი UTC-04:00
Internet TLD .lc
სატელეფონო კოდი 1758

სენტ-ლუსია (ინგლ. Saint Lucia) — სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულზე, კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის ერთა თანამეგობრობაში. ფართობი — 616 კმ². მოსახლეობა — 160 ათასი კაცი. მოსახლეობის უმრავლესობა შავკანიანი და მულატია. რელიგიაქრისტიანობა (85 % კათოლიკე). დედაქალაქიკასტრი. ოფიციალური ენაინგლისური. დიდი ნაწილი საუბრობს ფრანგული ენის ადგილობრივ დიალექტზე — პატუა. ეროვნული დღესასწაულია 22 თებერვალი — დამოუკიდებლობის დღე. ფულის ერთეულია — აღმოსავლეთ კარიბის დოლარი.

ვინდვარდის კუნძულებიდან ერთ-ერთს, სენტ-ლუსიას სახელწოდება სირაკუზელი წმინდა ლუსიას პატივსაცემად დაექვა. [1] დაარქივებული 2016-01-30 საიტზე Wayback Machine. ის ერთ-ერთია მსოფლიოს მხოლოდ ორი ქვეყნიდა, რომელსაც სახელწოდება ქალის პატივსაცემად შეურციეს (მეორე ასეთი ქვეყანა ირლანდიაა, რომელსაც კელტური ქალღმერთის, ეირისუის პატივსაცემად დაერქვა)[2] ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ისტორიული ქალბატონის პატივსაცემად უწოდეს სახელი. წმინდა ელენეს კუნძულის სახელწოდებაც ისტორიული ქალიდან,. იმპერატორ კონსტანტინეს დედისგან მოდის, მაგრამ ეს კუნძული დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულ ტერიტორიას წარმოადგენს და არა სუვერენულ სახელმწიფოს. ლეგენდის თანახმად ფრანგი მეზღვაურები კუნძულზე წმინდა ლუსიას დღეს ჩავიდნენ 13 დეკემბერს, რის გამოც კუნძულს სენტ-ლუსია ეწოდა.

კოლონიამდელი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის პირველი მცხოვრებლები არავაკები იყვნენ, მაგრამ ისტორიული წყაროების თანახმად კუნძული მათ დასახლებამდეც დასახლებული იყო. სავარაუდოდ არავაკები ტერიტორიაზე სამხრეთ ამერიკიდან უნდა მომხვდარიყვნენ ახალი წელთაღრიცხვით 200-400 წლებში.მათი აქ ყოფნის მთავარ მტკიცებულებას არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები წარმოადგენს, რომელტაგან უმრავლესობაც არავაკების მიერ დამზადებული ჭურჭლის ნიმუშებია. არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ არავაკებმა კუნძულს იოუანალო უწოდეს. სახელწოდება ითარგმნება როგორც იგუანების მიწა. ეს კუნძულზე მობინადრე იგუანების გამო უნდა მომხდარიყო.

კუნძულის ტერიტორიაზე დაახლოებით 800 წელს კარიბების სხვა ტომი ჩავიდა, რომლებმაც არავაკების მამაკაცების მთლიანი მოსახლეობა ამოხოცა და ქალები თავიანთ საზოგადოებაში დაამკვიდრეს. მათ კუნძულს ჰევანარაუ უწოდეს.[3] დაარქივებული 2020-07-27 საიტზე Wayback Machine.

ევროპელების გამოჩენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძულს თავისი მეოთხე მოგზაურობისას მიაღწია 1502 წელს, მაგრამ კუნძულის შესახებ ინფორმაცია მის ჩანაწერებში შენახული არაა. ხუან დე ლა კოზამ კუნძული თავის რუკაზე 1500 წელს დაიტანა და მას ელ ფალკონი უწოდა. 1511 წელს ესპანურ წყაროებში კუნძული მოხსენიებული იყო როგორც ესპანეთის დომინიონი. ვატიკანში 1520 წელს დამზადებულ გლობუსზე კუნძული დატანილია როგორც სენტ-ლუსია.

1550-იანი წლების ბოლოს ფრანგი მეკობრე, ფრანსუა ლე კლერკი კუნძულის მახლობლად ესპანურ გემებს თავს დაესხა. 1605 წელს აშენებული ინგლისური ხომალდი, რომელიც გაიანაში მიემგზავრებოდა სენტ-ლუსიაზე შეჩერდა. ეკიპაჟის 65 წევრი კუნძულზე გადავიდა და იქ დასახლდა. 1605 წლის 26 სექტემბერს მათგან მხოლოდ 19 გადაურჩა კარიბების შემოტევებს, რომლების შემდგომში კუნძულიდან გაიქცნენ.

1664 წელს თომას ვორნერმა (აღმომჩენი თომას ვორნერის ვაჟი) სენტ-ლუსია ბრიტანეთისათვის დაიპყრო. მან კუნძულზე 1000 ადამიანი ჩაიყვანა ფრანგებისგან თავის დასაცავად, მაგრამ ორი წლის შემდეგ მათგან მხოლოდ 89-ღა იყო ცოცხალი. უმეტესობა სხვადასხვა დაავადებების გამო გარდაიცვალა. 1666 წელს ფრანგულმა დასავლეთ ინდოეთის კომპანიამ კუნძულზე კონტროლი განაახლა, მოგვიანებით 1674 წელს კუნძულზე შეიქმნა ოფიციალური ფრანგული გვირგვინის კოლონია და სენტ-ლუსია ტერიტორიაში შევიდა როგორც მარტინიკაზე დამოკიდებლი ტერიტორია.

სენტ-ლუსიის დროშა 1939–1967 წლებში

1958-1962 წლებში კუნძული იყო დასავლეთ ინდიელთა ფედერაციის წევრი. 1979 წლის 22 თებერვალს სენტ-ლუსიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მან თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოდ დარჩენა გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მმართველად გაერთიანებული სამეფოს მონარქი ითვლება (ამჟამად ჩარლზ III).

კუნძულის მთიანი ნაპირი

სენტ-ლუსია შედის ქარპირა კუნძულების ჯგუფში. კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. რელიეფი უმთავრესად მთაგორიანია. სიმაღლე 950 მეტრამდე. ჰავა ტროპიკული პასატურია, ნოტიო. ნალექები დაახლოებით 1500 მმ წელიწადში. არის ცხელი წყაროები. ნიადაგები ნოყიერია. მთაში შემორჩენილია მარადმწვანე ტროპიკული ტყე. სენტ-ლუსია ერთადერთი კუნძულია კარიბებში, სადაც მოქმედი ვულკანი მდებარეობს.

სენტ-ლუსია ვულკანური წარმოშობის კუნძულია და ის კარიბებში ყველაზე მთიან სახელმწიფოს წარმოადგენს. კუნძულის მიმდებარედ რამდენიმე მცირე ზომის კუნძულია, რომელთაგან უდიდესი მარიას კუნძულია მთავარი კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში.

სენტ-ლუსიას დედაქალაქი კასტრი (მოსახლეობა 60,263) ქვეყნის უდიდესი ქალაქია, სადაც მოსახლეობის 32.4% ცხოვრობს. მოსახლეობა მეტწილად განლაგებულია სანაპირო ზოლის გასწვრივ. ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი მეტწილად დაუსახლებელია იქ მდებარრე ტყეების გამო.

პრემიერი ალენ ჩასტანეთი

სენტ-ლუსია თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოა. ქვეყნის მეფე არის ჩარლზ III. ის კუნძლზე გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი. ქვეყნის პრემიერ მინისტრი[1] ჩვეულებრივსამებრ პარტიის ხელმძღვანელია, რომელიც ასამბლეის მინიმუმ 17 წევრის მხარდაჭერას მოიპოვებს. პარლამენტის სხვა განყოფილებას, სენატს თერთმეტი წევრი ჰყავს.

სენტ-ლუსია ორპარტიული საპარლამენტო დემოკრატიაა. 2016 წლის 6 ივნისს გამართულ არჩევნებში მონაწილეობა სამმა პარტიამ მიიღო. გაერთიანებულმა მუშათა პარტიამ ალენ ცასტანეტის ხელმძღვანელობით არჩევნებში გაიმარჯვა, რითაც მან პრემიერ-მინისტრის ტანამდებობა მოიპოვა, ხოლო მისმა პარტიამ 16-დან 11 ადგილი.[4]

საგარეო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სენტ-ლუსიის დიპლომატიური ურთიერთობები

სენტ-ლუსია მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს კარიბის ზღვის სხვა სახელმწიფოებთან. მას მეგობრული დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან და საფრანგეთთან. სენტ-ლუსიას არ აქვს მიმდინარე საერთაშორისო დავები სხვა სახელმწიფოებთან.

სენტ-ლუსია არის კარიბის გაერთიანების წევრი სახელმწიფო. ასევე აღმოსავლეთ კარიბების ორგანიზაციისა და ფრანკოფონიის წევრი სახელმწიფო.

სენტ-ლუსია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 195-ე წევრი 1979 წლის 9 დეკემბერს გახდა.[5] 2018 წლის იანვრის მონაცემებით სენტ-ლუსიას წარმომადგენელი გაეროში კოსმოს რიჩარდსონია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენტ-ლუსია მეოთხედებადაა დაყოფილი.

ანსე ლა რაიე გროს ისლეტი სენტ-ლუსიას კანარები ლაბორიე
კასტრიები მიქოუდი ჩოისეული სოუფრიერი
დაუფინი ვიუქს ფორტი დენნერი

გაეროს მონაცემებით სენტ-ლუსია პატარა, კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოა. ის სხვა სახელმწიფოებისგან მისი კუნძულის დამახასიათებელი ბუნებით განსხვავდება.[6] მომსახურების სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 82.8% -ს შეადგენს, შემდეგ მოდის მრეწველობა 14.2%-ით და სოფლის მეურნეობა 2.9%-ით.

განათლებული მუშახელი, ასევე გზების, კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და საპორტო ობიექტების გაუმჯობესებისათვის თანხები უცხოურ ინვესტიციებს წარმოადგენს. 2009 წლის დასაწყისში ევროკავშირის იმპორტის უპირატესობის რეჟიმის ბოლოდროინდელმა ცვლილებამ და ლათინური ამერიკის ბანანის მოთხოვნილების გაზრდამ სენტ-ლუსიას ეკონომიკური მრავალფეროვნება მოუტანა. ტურიზმი ქვეყნის უმთავრეს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ქვეყნის საწარმოო სექტორი აღმოსავლეთ კარიბებში ყველაზე მეტად მრავალფეროვანია. ამასთანავე სენტ-ლუსიის მთავრობა ბანანის ინდუსტრიის აღორძინებასაც ცდილობს.

კუნძულის ერთ-ერთი ტურისტული ლოკაცია

ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სენტ-ლუსიის ეკონომიკისთვის. მისი ეკონომიკური მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბანანის ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. ქვეყანაში ვიზიტორების უმრავლესობა მშრალ სეზონზე (იანვრიდან აპრილის ჩათვლით) შედის. ამ პერიოდ ხშირად კუნძულის ტურისტულ პერიოდსაც უწოდებენ. სენტ-ლუსია ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილს მისი ტროპიკული ამინდით, პეიზაჟებით, მრავალრიცხოვანი პლიაჟებითა და კურორტებით წარმოადგენს.

ტურისტული ადგილებიდან აღსანიშნავია: მოქმედი ვულკანი, გოგირდოვანი წყაროები (სოუფრიერი), ზიპ-ლაინი ჩანჩქერებზე, ბოტანიკური ბაღები, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, წვიმიანი ტყეები და მრავალი სხვა.

ტურისტების უმრავლესობა კუნძულზე კრუიზით ჩადის.

ტურიზმის ამჟამინდელი მინისტრი დომინიკ ფედეა, რომელიც ამ პოსტს 2016 წლის შემდეგ იკავებს.

სენტ-ლუსიის მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით 165 595 ადამიანია. გაეროს 2018 წლის მონაცემებით კი ქვეყნის მოსახლეობას 181 889 ადამიანი შეადგენს.[7] ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ქალაქებში ცხოვრობს. მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი კი დედაქალაქ კასტრში ცხოვრობს.

ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად ქვეყნის მოსახლეობა მაინც სწრაფად, წლიურად 1.2%-ით იზრდება. მოსახლეობის უმეტესობა საცხოვრებლად ანგლოფონის ქვეყნებში გადადის. ჯერ მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 10 000 სენტ-ლუსიელი დაიბადა, 30 000-ზე მეტი კი წარმოშობით სწორედ აქედანაა. სენტ-ლუსიელი მიგრანტებისთვის მეორე, ყველაზე პოპულარულ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს.

მტრედის კუნძული

სენტ-ლუსიის მოსახლეობის უმეტესობა აფრიკული წარმოშობისაა. მეტწილად ისინი შენრეული რასისები არიან. ქვეყნის მოსახლეობის 3% კარიბელი ინდიელია.

ქვეყნის ოფიციალური ენა ინგლისურია.[8] სენტ-ლუსიური კრეოლი, რომელიც ფრანგულზე დაფუძნებულია ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული. მას ადგილობრივები პატიოსს უწოდებენ. მოსახლეობის 95% სწორედ ამ ენაზე საუბრობს. ანტილიური კრეოლი გამოყენებულია ლიტერატურასა და მუსიკაშიც. ეს ენები ფრანგული კოლონიზაციის ადრეუ პერიოდში განვითარდნენ და დაფუძდნენ ფრანგულსა და დასავლეთ აფრიკულ ენებზე. ენის ლექსიკონის ნაწილი ადგილობრივი კარიბული ენის ნაწილებსაც შეიცავს.

სენტ-ლუსიის მთავარ რელიგიას ქრისტიანობა წარმოადგენს. მოსახლეობის 61.5% კათოლიკეა, 25.5% კი- პროტესტანტი. ქვეყნის მოსახლეობაში შედიან: იეჰოვას მოწმეები, მუსლიმანები, ბაჰაისტები, ბუდისტები, იუდეველები.

სენტ-ლუსიის კულტურა აფრიკულ, აღმოსავლურ ინდურ, ფრანგულ და ინგლისურ კულტურის ელემენტებს შეიცავს. სენტ-ლუსიური ფრანგული კრეოლი მოსახლეობსი აბსოლუტური უმრავლესობის სალაპარაკო ენას წარმოადგენს. ნობელის პრემიის მოსახლეობაზე გაანგარიშების მოხედვიტ სენტ=ლუსია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ნობელის პრემიის სენტ-ლუსიელი ლაურეატები არიან: სერ არტულრ ლევისი, რომელცმაც პრემია ეკონომიკის დარგში მიიღო 1979 წელს და დერეკ ვოლკოტი, რომელსაც ეს პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა 1992 წელს.

სენტ-ლუსიის ჯაზ-ფესტივალი

სენტ-ლუსიის ფესტივალებს შორის გამროჩეულია ლა როზე და ლა მარგუერიტე. ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფესტივალს კი სენტ-ლუსიის ჯაზის ფესტივალი წარმოადგენს. ეს ფესტივალი მოსფლიოს გარშემო მრავალ საერთაშორისო ვიზიტორს იზიდავს სენტ-ლუსიაში ჩასასვლელად. ეს ფესტივალი სენტ-ლუსიის ჩრდილოეთით მდებარე მტრედის კუძულზე ტარდება.

ტრადიციულად, როგორც სხვა კარიბის ქვეყნებს, სენტ-ლუსიასაც აქვს კარნავალი. 1999 წელს ქვეყნის მთავრობამ კარნავალი ივლისის შუა რიცხვებში გადაიტანა, რათა თავიდან აეცილებინა ტრინიდადისა და ტობაგოს ფესტივალთან დამთხვევა, რაც თვის მხრივ შეჯიბრს გამოიწვევდა, რომელშიც ტრინიდადის და ტობაგოს ფესტივალი მეტად ფართომაშტაბიანობის გამო გაიმარჯვებდა. 1000

სენტ-ლუსიაში 5-დან 15 წლამდე განათლების მიღება უფასოა. განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5.8% იხარჯება.

სენტ-ლუსიას აქვს საჯარო კოლეჯი(არტურ ლევისის სახელობის კოლეჯი), დასავლეთ ინიელების უნივერსიტეტის ერთი კამპუსი, რამდენიმე სამედიცინო ინსტიტუტი (ამერიკის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ამერიკული უნივერსიტეტი- მედიცინის კოლეჯი).

ინდიელთა ტრადიციული კერძი, რომელიც სენტ-ლუსიის გასტრონომიის ნაწილსაც წარმოადგენს

მონროეს კოლეჯი კერძო სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ნიუ-იორკში დაარსდა და 2007 წელს სენტ-ლუსიაშიც გაიხსნა.

სენტ-ლუსიის ეროვნულ კერძებს მწვანე ლეღვი და დამარილებული თვეზი წარმოადგენს.

კუნძულის სამზარეულო აფრიკულ, ევროპულ (მეტწილად ბრიტანული და ფრანგული) და ადგილობრივ კარიბულ ელემენტების ნაზავს წარმოადგენს. კერძებიდან აღსანიშნავია მაკარონის ნამცხვარი, ქათმის სტიუ (ბულიონი), ბრინჯი და ბარდა და სუპები, რომლებიც მეტწილად ადგილობრივ ბოსტნეულსა და სტაფილოს შეიცავენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-24. ციტირების თარიღი: 2020-08-06.