ინდულგენცია
იერსახე
ინდულგენცია — რომის პაპის მიერ ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელი. ინდულგენციებით ვაჭრობა გავრცელებული იყო ძირითადად გერმანიაში, XV-XVI საუკუნეებში. გერმანული კათოლიკური ეკლესია ირწმუნებოდა, რომ ვინც ინდულგენციას შეიძენდა, გათავისუფლდებოდა როგორც წარსულში, ასევე მომავალში ჩადენილი ცოდვებისაგან. გარდაცვალების შემდეგ კი ღმერთი მას ცოდვებისათვის პასუხს აღარ მოსთხოვდა. ბერები ამტკიცებდნენ, რომ ინდულგენციის შესყიდვით შეიძლებოდა გარდაცვლილი ახლობელის დახსნა ჯოჯოხეთიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gustav Adolf Benrath: Ablaß. წიგნში: Theologische Realenzyklopädie (TRE). ტომი 1, de Gruyter, ბერლინი/ნიუ-იორკი 1977, ISBN 3-11-006944-X, გვ. 347–364.