განა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
განის რესპუბლიკა
Republic of Ghana
განა
განის
დროშა გერბი
დევიზი: Freedom and Justice
ჰიმნი: God Bless Our Homeland Ghana
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
აკრა
5°33′ ჩ. გ. 0°15′ დ. გ. / 5.550° ჩ. გ. 0.250° დ. გ. / 5.550; -0.250
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჯონ ატა მილსი
 -  ვიცე-პრეზიდენტი კუესი ამისაა-ართური
ფართობი
 -  სულ 238,535 კმ2 (91-ე)
 -  წყალი (%) 3.5
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 27 მილიონი[1] (45)
 -  2010 აღწერა 24.2 მილიონი[2] 
 -  სიმჭიდროვე 101.5 კაცი/კმ2 (103-ე)
მშპ (მუპ) 2016 შეფასებით
 -  სულ $38.171 მილიარდი (70-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $4,390 (126-ე)
აგი (2014) 0.579[3] (საშუალო) (140-ე)
ვალუტა სედი (GHS)
დროის სარტყელი (UTC +0)
ქვეყნის კოდი GHA
Internet TLD .gh
სატელეფონო კოდი 233

განა — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. შედის ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. დასავლეთიდან ესაზღვრება კოტ-დ’ივუარი, ჩრდილოეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთით — ბურკინა-ფასო, აღმოსავლეთით — ტოგო, სამხრეთიდან კი — გვინეის ყურე. დედაქალაქი აკრა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წლის რუკა, ოთხი რეგიონი რომელიც განას სახელით გაერთიანდა.

სიტყვა განა-ს ეტიმოლოგია აღნიშნავს "მებრძოლ მეფეს" და წარმოადგენდა შუა საუკუნეებში დასავლეთ აფრიკაში არსებული განას იმპერიის მეფის ტიტულს. ეს იმპერია მდებარეობდა გვინეის რეგიონში, უფრო ჩრდილოეთით ვიდრე დღევანდელი განა.[4]

სავარაუდოდ სიტყვა "განა" ასევე გახდა გვინეის წყაროც, რომელსაც ფრანგები უწოდებდნენ დასავლეთ აფრიკის სანაპიროს (გვინეის ყურე).[5]

დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბების შემდეგ, მანამდე არსებული ოთხი განსხვავებული ნაწილის საერთო იურიდიულ სახელად შერჩეული იქნა "განა":

ამ პროცესზე პასუხისმგებელი ლორდი უილიამ ჰარის განცხადებითსახალი შერჩეული იქნა "ადგილობრივების სურვილის მიხედვით".[6]

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განას სანაპირო ხაზი (დაახლოებით 535 კმ) სუსტადაა დანაწევრებული, ბუნებრივი ნავსაყუდელები არ აქვს. ტერიტორიის დიდი ნაწილი ვაკეა. სანაპიროს გასწვრივ 15 კმ-მდე სიგანის ზღვისპირა დაბლობია. ცენტრალურ ნაწილში გაშლილია აშანტის ვრცელი პლატო (სიმაღლე 300 მ-მდე); ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 200 კმ-ზე გადაჭიმულია კვაჰუს პლატო. ჩრდილო ნაწილები ვაკეებს უჭირავს.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავა ეკვატორულ-მუსონურია, სამხრეთ-დასავლეთით ეკვატორულში გარდამავალი. ყველაზე თბილი თვის (მარტი) საშუალო ტემპერატურაა 27 °C-დან (სამხრეთი) 32 °C-მდე (ჩრდილოეთი). ყველაზე ცივი თვის (აგვისტო), შესაბამისად 23 °C-დან 26 °C-მდე. ნალექები სანაპიროს დასავლეთ ნაწილსა და აშანტის პლატოზე 1 500 - 2 000 მმ წელიწადში, აკრის რაიონსა და სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში - 650 - 750 მმ, ქვეყნის ჩრდილოეთში - 1 000 - 1 200 მმ. ნოემბერ-დეკემბერში საჰარის უდაბნოდან ქრის მშრალი და ცხელი ქარი ჰარმატანი.

ფიზიკური რუკა

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეთა ქსელი ხშირია. უდიდესი მდინარის - ვოლტას აუზს ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უჭირავს. მდინარეები - პრა, ანკობრა და ტანო ჭორომიანია, წვიმიან სეზონში დიდდება და სანაოსნოდ იყენებენ. განაში ერთადერთი ტბაა - ბოსუმტვი.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიის დიდი ნაწილი სავანის ტყითა და მაღალბალახოვანი სავანითაა დაფარული. სამხრეთითა და სამხრეთ-დასავლეთით მათ ნოტიო სუბტროპიკული ტყეები ცვლის. ტყეებს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 10% უჭირავს. ოკეანის სანაპირო ზოლში ბუჩქოვანი მცენარეულობაა, ბევრია ზეთისა და ქოქოსის პალმა. ნიადაგები უმთავრესად ლატერიტულია. ცხოველებიდან სავანის ტყეებში შემორჩენილია სპილო, სავანებში - ლომი. ასევე ბინადრობს კამეჩი, ბეჰემოთი, ჯიქი, მაიმუნი, ანტილოპა და სხვა. მრავალფეროვანია ფრინველთა და ქვეწარმავალთა სამყარო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. ევროპელების მოსვლამდე (XV საუკუნე) განის ტერიტორიაზე არსებობდა ადრეფეოდალური ტიპის ბევრი პატარა სახელმწიფო. XVII-XVIII საუკუნეებში ევროპელების ჩარევამ შეაჩერა მსხვილი ცენტრალიზებული სახელმწიფოების შექმნის კანონზომიერი პროცესი.

განის ტერიტორიაზე ევროპელთაგან პირველად პორტუგალიელები დამკვიდრდნენ. 1482 წელს ფანტის მიწაზე მათ ააშენეს გამაგრებული ფაქტორია - ელმინა, დაიწყეს მონების გაყვანა, დიდი რაოდენობით ოქროს გატანა (აქედან მოდის სახელწოდება „ოქროს ნაპირი”; განა ევროპაში ამ სახელით გახდა ცნობილი). ოქროს ნაპირის სიმდიდრემ მიიზიდა ჰოლანდია, დანია, შვედეთი, პრუსია, ბრიტანეთი. ამ უკანასკნელმა თანდათანობით განდევნა კონკურენტები და განის დაპყრობა დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 1843 წელს თავის გამგებლობას დაუმორჩილა ინგლსური ფორტები ოქროს ნაპირზე და იქ თავისი გუბერნატორი (1874 წლამდე ექვემდებარებოდა ინგლისის კოლონია სიერა-ლეონეს გუბერნატორს) დანიშნა. ინგლისელ დამპყრობლებს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ აშანტის მკვიდრნი. 1896 წელს ინგლისმა დაიპყრო აშანტი და 1901 წელს თავის სამფლობელოდ გამოაცხადა.

კოლონიაში უზენაესი ხელისუფლება ინგლისელი გუბერნატორის ხელში იყო. 1888 წელს საკანონმდებლო საბჭოს (არსებითად საკონსულტაციო ორგანო) შემადგენლობაში მხოლოდ ერთი აფრიკელი შეიყვანეს. პირველი მსოფლიო ომის ბოლოსათვის მათი რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, თუმცა ყველა მათგანს გუბერნატორი ნიშნავდა. 1920 წელს ბრიტანეთის დასავლეთ აფრიკის ეროვნული კონგრესის შექმნით დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი. 1925 წელს იძულებულები გახდნენ შემოეღოთ ახალი კოლონიური კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო საბჭოში 3 დეპუტატი შეიყვანეს.

მეორე მსოფლიო ომმა დიდი გავლენა მოახდინა ოქროს ნაპირის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. 1945 წელს დაარსდა ოქროს ნაპირის პროფკავშირთა კონგრესი; 1947 წელს შეიქმნა ეროვნული ორგანიზაცია - ოქროს ნაპირის გაერთიანებული კონვენტი, რომელიც ითხოვდა უმოკლეს ვადაში ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას. 1956 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოქროს ნაპირის კოლონიას დომინიონის სტატუსი მიანიჭა; 1956 წლის მაისის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ოქროს ნაპირს შეუერთდა ტოგოს ნაწილი.

1957 წლის 6 მარტს გამოცხადდა ოქროს ნაპირის დამოუკიდებლობა განას (დასავლეთ სუდანის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების სახელმწიფოს სახელი) სახელწოდებით. ამავე დროს, 1957 წლის კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურად ითვლებოდა გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, რომლის წარმომადგენელი იყო გენერალ-გუბერნატორი. 1957 წლის 8 მარტს განა გაეროში მიიღეს. 1960 წლის 1 ივლისს განა რესპუბლიკად გამოცხადდა.

განას მთავრობები XX საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ დრამანი მაჰამა ჯონ ატა მილსი ჯონ კუფუორი ჯერი როლინგსი ჯერი როლინგსი ჰილა ლიმანი ჯერი როლინგსი ფრედერიკ აკუფო იგნატიუს აჩეამპონგი ედუარდ აკუფო-ადო ნიი ამაა ოლენუ აკვასი აფრიფა ჯოზეფ ანკრა კვამე ნკრუმა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 669-671, თბ., 1977 წელი.
  • Arhin, Kwame, The Life and Work of Kwame Nkrumah (Africa Research & Publications, 1995)
  • Babatope, Ebenezer, The Ghana Revolution: From Nkrumah to Jerry Rawlings (Fourth Dimension Publishing, 1982)
  • Birmingham, David, Kwame Nkrumah: Father Of African Nationalism (Ohio University Press, 1998)
  • Boafo-Arthur, Kwame, Ghana: One Decade of the Liberal State (Zed Books Ltd, 2007)
  • Briggs, Philip, Ghana (Bradt Travel Guide) (Bradt Travel Guides, 2010)
  • Clark, Gracia, African Market Women: Seven Life Stories from Ghana (Indiana University Press, 2010)
  • Davidson, Basil, Black Star: A View of the Life and Times of Kwame Nkrumah (James Currey, 2007)
  • Falola, Toyin and Salm, Stephen J, Culture and Customs of Ghana (Greenwood, 2002)
  • Grant, Richard, Globalizing City: The Urban and Economic Transformation of Accra, Ghana (Syracuse University Press, 2008)
  • Hadjor, Kofi Buenor, Nkrumah and Ghana (Africa Research & Publications, 2003)
  • Hasty, Jennifer, The Press and Political Culture in Ghana (Indiana University Press, 2005)
  • James, C.L.R., Kwame Nkrumah and the Ghana Revolution (Allison & Busby, 1977)
  • Kuada, John and Chachah Yao, Ghana. Understanding the People and their Culture (Woeli Publishing Services, 1999)
  • Miescher, Stephan F, Making Men in Ghana (Indiana University Press, 2005)
  • Milne, June, Kwame Nkrumah, A Biography (Panaf Books, 2006)
  • Nkrumah, Kwame, Ghana : The Autobiography of Kwame Nkrumah (International Publishers, 1971)
  • Utley, Ian, Ghana – Culture Smart!: the essential guide to customs & culture (Kuperard, 2009)
  • Various, Ghana: An African Portrait Revisited (Peter E. Randall Publisher, 2007)
  • Younge, Paschal Yao, Music and Dance Traditions of Ghana: History, Performance and Teaching (Mcfarland & Co Inc., 2011)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Population projection by sex, 2010 to 2014, National. Ghana Statistical Service. დაარქივებულია ორიგინალიდან 3 August 2014-ში. წაკითხვის თარიღი: 3 August 2014.
  2. Antoinette I. Mintah (2010). „2010 Provisional Census Results Out“. წაკითხვის თარიღი: 7 February 2011. 
  3. 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2015). წაკითხვის თარიღი: 15 December 2015.
  4. Etymology of Ghana. Douglas Harper. წაკითხვის თარიღი: 12 May 2012.
  5. Ghana: West Africa Discovery. West Africa Discovery. წაკითხვის თარიღი: 1 June 2013.
  6. HC Deb 11 December 1956 vol 562 cc229-326, GHANA INDEPENDENCE BILL, The Under-Secretary of State for Commonwealth Relations (Lord John Hope) "First, there is the name "Ghana." This has been conferred on the new country in accordance with local wishes. It was the name of an ancient kingdom, in what is now French territory south of the Sahara, which has acquired great historic significance in the Gold Coast."
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=განა&oldid=3126549“-დან