შინაარსზე გადასვლა

იამაიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იამაიკა
ინგლ. Jamaica
იამაიკა
იამაიკის
გერბი
დევიზი: Out Of Many One People
ჰიმნი: Jamaica, Land We Love
იამაიკის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კინგსტონი
17°59′ ჩ. გ. 76°48′ დ. გ. / 17.983° ჩ. გ. 76.800° დ. გ. / 17.983; -76.800
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია, კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი კენეტ ჰოლი
 -  პრ.-მინისტრი ბრიუს გოლდინგი
ფართობი
 -  სულ 10 990 კმ2 (166-ე)
 -  წყალი (%) 1.5
მოსახლეობა
 -  2018 შეფასებით 2,726,667[1] (141-ე)
 -  სიმჭიდროვე 252 კაცი/კმ2 (49-ე)
მშპ (მუპ) 2018 შეფასებით
 -  სულ $26.981 მილიარდი[2] (134-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $9,434[2] (109-ე)
აგი (2018) 0.726[3] (მაღალი) (96-ე)
ვალუტა დოლარი (JMD)
დროის სარტყელი UTC-05:00
ქვეყნის კოდი JAM
Internet TLD .jm
სატელეფონო კოდი 1 876

იამაიკა (ინგლ. Jamaica) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვაში, დიდი ანტილის კუნძულთა ჯგუფში. კუნძულის სიგრძე შეადგენს 234 კილომეტრს, ხოლო სიგანე 80 კილომეტრს. 10,990 კვადრატული კილომეტრის ტოლი ფართობით არის დიდი ანტილის კუნძულებისა და კარიბების მესამე ყველაზე დიდი კუნძული (კუბისა და ჰაიტის შემდეგ).[4] ქვეყანა მდებარეობს კარიბის ზღვაში. იამაიკა, კუბიდან სამხრეთით 145 კილომეტრის და ჰაიტის კუნძულიდან 190 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

თავდაპირველად დასახლებული იყო არავაკებისა და ტაინოს ხალხებით. ქრისტეფორე კოლუმბის მოსვლის შემდეგ, 1494 წელს, კუნძული ესპანეთის მმართველობაში შევიდა. ძირძველი მოსახლეობის უმეტესობა მოკლეს, ან გარდაიცვალა გავრცელებული დაავადებით, რომლის წინააღმდეგაც მათ იმუნიტეტი არ გააჩნდათ; ესპანელებმა კი იამაიკაში სამუშაოდ იძულებით ჩამოიყვანა დიდი რაოდენობით აფრიკელი მონები.[4] კუნძული 1655 წლამდე ესპანეთის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო შემდეგ მას ინგლისი (შემდგომში დიდი ბრიტანეთი) დაეპატრონა, რომლისთვისაც აღნიშნული ტერიტორია რიგითი კოლონია იყო; სახელი Jamaica კუნძულს სწორედ მათ უწოდეს. ბრიტანული კოლონიური მმართველობის პერიდში იამაიკა გახდა შაქრის წამყვანი ექსპორტიორი; პლანტაციების ეკონომიკა დამოკიდებული იყო აფრიკელ მონებზე და მოგვიანებით მათ შთამომავლებზე. 1838 წელს ბრიტანელებმა ყველა მონა გაათავისუფლეს; ბევრმა მათგანმა პლანტაციაში მუშაობას სამომხმარებლო სოფლის მეურნეობის წარმოება არჩია. კუნძულმა გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა 1962 წლის 6 აგვისტოს მოიპოვა.[4]

2.9 მილიონი მცხოვრებით[5][6] იამაიკა არის მესამე ყველაზე დასახლებული ანგლოფონური ქვეყანა ამერიკაში (აშშ-სა და კანადის შემდეგ) და მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა კარიბებში. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი კინგსტონია. იამაიკის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სუბსაჰარელი აფრიკელების შთამომავლები არიან; მოსახლეობაში აგვეთვე ვხვდებით წარმოშობით ევროპელების, სამხრეთ აზიელების, ინდიელების, ლიბანელებსა და შერეული რასის მცირე ჯგუფებს.[4] 1960-იანი წლებიდან ემიგრაციის მაღალი ტემპის გამო, რომლის მიზანიც სამუშაოს პოვნა იყო, არსებობს უამრავი იამაიკური დიასპორა; მათგან აღსანიშნავია კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის იამაიკელების დიასპორები.

იამაიკა არის საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა,[7] რომლის ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული ტურიზმზე. მას წელიწადში საშუალოდ 4,3 მილიონი ტურისტი სტუმრობს.[8] პოლიტიკურად თანამეგობრობის სამეფოებს მიეკუთვნება, რომლებიც მეფე ჩარლზ III-ს თვლიან.[4] მეფის წარმომადგენელი ქვეყანაში არის იამაიკის გენერალ-გუბერნატორი, პოსტი, რომელიც პატრიკ ალენს 2009 წლიდან უკავია. 2016 წლის მარტის შემდეგ იამაიკის პრემიერ მინისტრი ენდრიუ ჰოლსია. მმართველობის მხრივ იამაიკა არის საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია, რომელსაც საკანონმდებლო ძალა იამაიკის პარლამენტში ორად აქვს გადანაწილებული (ერთი დანიშნული სენატია, ხოლო მეორე - უშუალოდ არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარი პალატა).[4]

ძირძველი ხალხი, იამაიეები (Yamaye, აგრეთვე ცნობილი როგორც ტაინოს ხალხი) კუნძულს არავაკულ ენაზე Xaymaca-ს უწოდებდნენ,[9] რაც ნიშნავს „ხისა და წყლის მიწას“ ან „წყაროების მიწას“.[10][4]

არაფორმალურად იამაიკელები საკუთარ კუნძულს „კლდედ“ მოიხსენიებენ; აქედან გამომდინარეობს კუნძულის ჟარგონული სახელწოდებები; მაგალითად, „იამროკი“, „იამდაუნი“ ან მოკლედ „ია“.[11]

იამაიკის მოსახლეობა (1961–2003)
მონტეგო ბეი, იამაიკის მეორე უდიდესი ქალაქი
იამაიკა
ლურჯი მთები

იამაიკა არის მესამე უდიდესი კუნძული კარიბებში.[12] იგი მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 17° და 19° პარალელებსა და დასავლეთ გრძედის 76° და 79° მერიდიანებს შორის. ქვეყნის შიდა ნაწილში მთიანი რელიეფი დომინირებს; მათ შორისაა: დონ-ფიგურერო, სანტა-კრუზი, დასავლეთით მდებარე მეი-დეის მთები, ცენტრში მდებარე მშრალი ნავსადგურის მთები და აღმოსავლეთით მდებარე ჯონ ქროუსა და ლურჯი მთები; ლურჯ მთებში შედის იამაიკის ყველაზე მაღალი წერტილი (ლურჯი მთების მწვერვალი) რომლის სიმაღლე 2256 მეტრია.[4][13] ისინი გარშემორტყმული არიან ვიწრო სანაპირო დაბლობებით.[14][4] იამაიკაში მხოლოდ ორი ქალაქია; პირველი არის კინგსტონი, დედაქალაქი და ბიზნეს-ცენტრი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ სანაპიროზე, ხოლო მეორე მონტეგო ბეია, ტურიზმის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი კარიბის ზღვაში, რომელიც ჩრდილოეთ სანაპიროზეა გაშენებული. კინგსტონის ნავსადგური არის მეშვიდე უდიდესი ბუნებრივი ნავსადგური მსოფლიოში,[15] რამაც ხელი შეუწყო ქალაქის დედაქალაქად გახდომას (1872 წელს). სხვა აღსანიშნავ დასახლებებში შედის: პორტმორი, სპანიშ-ტაუნი („ესპანური ქალაქი“), სავანა-ლა-მარი, მანდევილი; აგრეთვე საკურორტო ქალაქები: ოჩო-რიოსი, პორტ-ანტონიო და ნეგრილი.[16] ტურისტულ ღირსშესანიშნაობებში შედის: მდინარე დუნის ჩანჩქერები, YS ჩანჩქერი, ლურჯი ლაგუნა პორტლენდში (ითვლება, რომ ჩამქრალი ვულკანის კრატერია) [წყარო არ არის მითითებული 1595 დღე], პორტ როიალი (1692 წლის იამაიკის მიწისძვრის ეპიცენტრი; მიწისძვრამ ხელი შეუწყო კუნძულის პალიზაიდების ჩამოყალიბებას).[17][18][19][20]

ხმელეთის, წყლისა და ზღვის თანხვედრა აყალიბებს ეკოსისტემებს; მათ შორისაა: მშრალი და სველი კირქვის ტყეები, წვიმის ტყეები, რიტარული ტყეები, ჭაობები, გამოქვაბულები, მდინარეები და მარჯნის რიფები. ხელისუფლებამ გააცნობიერა გარემოს მნიშვნელობა და პოტენციური „ნაყოფიერი“ მიწების ნაწილი დაცულ ტერიტორიებად გამოაცხადა. დაცულ ტერიტორიებს შორისაა: Cockpit Country, ჰელშირის მთები და ლიჩფილდის ტყეების ნაკრძალები. 1992 წელს, მონტეგოს ბეიში გაიხსნა იამაიკის პირველი საზღვაო პარკი, რომელიც მოიცავს თითქმის 15 კვადრატულ კილომეტრს. პორტლენდის დაცული ტერიტორია 1999 წელს შეიქმნა.[21] მომდევნო წელს შეიქმნა ლურჯი მთებისა და ჯონ ქროუს მთების ეროვნული პარკი, რომელიც ველური ტერიტორიის დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრი უჭირავს; აქ ხარობს ხეებისა და გვიმრების მრავალი იშვიათი სახეობა, აგრეთვე ბინადრობს ცხოველების იშვიათი სახეობები.

იამაიკას ახასიათებს ტროპიკული კლიმატი, ცხელი და ნოტიო ამინდით; თუმცა კუნძულის შედარებით მაღლამდებარე ადგილებში ვხვდებით უფრო ზომიერ კლიმატს.[22][13] სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ლიგუნას დაბლობზე და პედროს დაბლობზე, ვხვდებით შედარებით ნაკლებად წვიმიან ადგილებს.[23]

იამაიკა მდებარეობს ატლანტის ოკეანის ქარიშხლიან სარტყელში და ამის გამო კუნძულ შტორმები ზოგჯერ მნიშვნელოვნად აზიანებს.[24][13] ქარიშხალმა ჩარლიმ და გილბერტმა, შესაბამისად, 1951 და 1988 წელს შეუტია კუნძულს, რამაც მას დიდი ზიანი მიაყენა (დაიღუპა მრავალი ადამიანი). 2000-იან წლებში ქარიშხლებმა ივანმა, დაევმა და გუსტავმა მეტად ცუდი ამინდები მოუტანა კუნძულს.

ეთნიკური ჯგუფი % მოსახლეობა
შავკანიანები ან შერეული შავკანიანები[25] 92.1% 2,661,965
შერეული არა-შავკანიანები[25] 6.1% 176,308
აზიელები[25] 0.8% 23,122
სხვები[25] 0.4% 11,561
დაუზუსტებელი[25] 0.7% 20,232

2018 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, კუნძულის 2,812,000 მცხოვრებს[4] შორის უმეტესი მათგანი აფრიკული ან ნაწილობრივ აფრიკული წარმომავლობისაა.[13][26] სხვა ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს ქმნიან ევროპიდან,[27] სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიდან გადმოსახლებული მცხოვრებლებიც.[28] 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აფრიკული წარმოშობის იამაიკელები წარმოადგენენ მოსახლეობის 76.3%-ს; შემდეგ მოდის 15.1% აფრო-ევროპელები, 3.4% აღმოსავლეთ ინდოელები და აფრო-აღმოსავლეთ ინდოელები, 3.2% კავკასიელები, 1.2% ჩინელები და 0.8% სხვა.[29]

აკომპონგსა და სხვა დასახლებებში ცხოვრობენ იამაიკელი მაროუნები, იმ აფრიკელი მონების შთამომავლები, რომლებიც პლანტაციებიდან კუნძულის შუა ნაწილში გაიქცნენ და საკუთარი ავტონომური თემები შექმნეს.[30][31][32] ბევრი მაროუნი კვლავ ტრადიციულად ცხოვრებას აგრძელებს; საუბრობენ საკუთარ ენაზე, რომელსაც ადგილობრივად კრომანტი (Kromanti) ეწოდება.[33]

აზიელები კუძულზე მეორე უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან; მასში ინდო-იამაიკელები და ჩინელი-იამაიკელები შედიან.[34] უმეტესი მათგანი კუნძულზე მონობის გაუქმების შემდეგ (1838), შრომითი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ბრიტანეთის კოლონიური მთავრობის მიერაა ჩამოსახლებული. ცნობილ ინდო-იამაიკელებს შორის არიან: შაუნ ბრიჯმოჰანი, პირველი იამაიკელი, რომელმაც კენტუკის დერბში მიიღო მონაწილეობა, NBC Nightly News-ის ჟურნალისტი ლესტერ ჰოლტი და „მის იამაიკის სამყაროსა“ და „მის იამაიკის მსოფლიოს“ გამარჯვებული ენდი ფილიპსი.

კუნძულზე დაახლოებით 20,000 იამაიკელი ცხოვრობს, რომელის წინაპრებიც წარმოშობით ლიბანელები ან სირიელები იყვნენ.[35] მათი უმეტესობა ქრისტიანი ემიგრანტი იყო, რომლებმაც XIX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის მიერ ლიბანის ოკუპაციის გამო დატოვეს ქვეყანა - გამოიქცნენ. საბოლოოდ, მათი შთამომავლები წარმატებული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები გახდნენ. მათ შორისაა: ყოფილი იამაიკის პრემიერ მინისტრი ედვარდ სიაგა, პოლიტიკოსი და ყოფილი მის მსოფლიო ლიზა ანა, პოლიტიკოსები ედვარდ ზეკა და შაინ რობინსონი, და აბრაამ-ელიას ისა.

იამაიკა ორენოვან ქვეყნად მიიჩნევა; მოსახლეობა აქ ორ ძირითად ენაზე საუბრობს.[36][34] ოფიციალური ენა ინგლისურია, რომელიც „საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგში გამოიყენება“, მათ შორის მთავრობაში, სამართლებრივი სისტემაში, მედიასა და განათლებაში. თუმცა, ძირითადი სალაპარაკო ენა ინგლისურზე დაფუძნებული კრეოლია, რომელსაც ეწოდება იამაიკური პატოისი (ან პატვა). 2007 წელს იამაიკის ენის განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 17.1% მხოლოდ ინგლისურ ენაზე საუბრობდა, ხოლო 36.5% მხოლოდ პატოისზე, ორივე ენას კი 46.4% ფლობდა; აღსანიშნავია, რომ ადრე ორივე ენას მოსახლეობის 90%-ზე მეფი ფლობდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია.[37]

1962 წელს, როცა იამაიკამ დაიმოუკიდებლობა მოიპოვა, მკვლელობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე იყო 3.9 (ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში).[38] 2009 წლისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 62-ს გაუტოლდა, რაც მსოფლიოში უმაღლესი მაჩვენებელი იყო.[39] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით იამაიკა მკვლელობის დონით მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა მოწინავე პოზიციას.[40][41] დანაშაულის და ძალადობის მაღალის დონით გამოირჩევა იამაიკის კინგსტონისა და მონტეგო ბეის ღარიბი უბნები.[42]

2009 წელს იამაიკაში 1,682 მკვლელობის შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2010 წელს - 1,428. [წყარო არ არის მითითებული 1594 დღე] დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიული პროგრამების ამოქმედების შემდეგ, 2011 წლიდან მკვლელობის მაჩვენებელმა კლება განაგრძო.[43] 2012 წელს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაცხადა, მკვლელობები 30%-ით შემცირდა.[44] მიუხედავად ამისა, 2017 წელს მკვლელობების რიცხვმა წინა წელთან შედარებით 22%-ით მოიმატა.[45]

მრავალი იამაიკელი მტრულად არის განწყობილი ინტერსექსუალებისა და ლგბტ საზოგადოების მიმართ;[46][47][48] ფიქსირდება გეი ხალხზე მიზანმიმართული თავდასხმების შემთხვევები.[49][50][51] იამაიკაშია შექმნილი უამრავი გახმაურებული რაგასა და დენსჰოლის ტიპის მუსიკები, რომლებიც აშკარად ჰომოფობურ ტექსტებს შეიცავს.[52] ქვეყანაში მამრობითი სქესის ჰომოსექსუალობა არაკანონიერია და ისჯება ციხით.[53][54]


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Population Usually Resident in Jamaica, by Parish: 2011. Statistical Institute of Jamaica. ციტირების თარიღი: 2019-12-28
  2. 2.0 2.1 World Economic Outlook Database, October 2018. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 12 March 2019
  3. Human Development Report 2019 (PDF). United Nations Development Programme (10 December 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 10 December 2019.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 CIA World Factbook — Jamaica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 29 July 2019.
  5. ""World Population prospects – Population division"". population.un.org. United Nations Department of Economic and Social Affairs, Population Division. Retrieved 9 November 2019.
  6. ""Overall total population" – World Population Prospects: The 2019 Revision" (xslx). population.un.org (custom data acquired via website). United Nations Department of Economic and Social Affairs, Population Division. Retrieved 9 November 2019.
  7. Jamaica (country). World Bank. ციტირების თარიღი: 21 February 2019
  8. Record 4.3 Million Tourist Arrivals in 2017. Jamaica Information Service (Government of Jamaica). ციტირების თარიღი: 21 February 2019
  9. As represented in Old Spanish orthography, meaning it began with a "sh" sound.
  10. Taíno Dictionary Spanish. The United Confederation of Taíno People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 October 2007. ციტირების თარიღი: 18 October 2007.
  11. Jamaica - Caribbean Customs Law Enforcement Council. aribbean Customs Law Enforcement Council (2018). ციტატა: „Colloquially Jamaicans refer to their home island as the “Rock.”.“ ციტირების თარიღი: 30 June 2020
  12. County Background – Jamaica. Pan American Health Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Encyclopedia Britannica — Jamaica. ციტირების თარიღი: 29 July 2019.
  14. Geography of Jamaica. Jamaica Gleaner. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  15. Port Authority History. Port Authority of Jamaica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  16. Jamaican Cities. My Island Jamaica. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  17. Kingston tourist destinations. Planet Aware. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  18. Jamaican tourist attractions. Planet Aware. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  19. Port Antonio tourist attractions. Planet Aware. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  20. Ocho Rios tourist attractions. Planet Aware. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  21. CSI Activities (Portland Bight, Jamaica). Unesco.org. ციტირების თარიღი: 20 October 2012.
  22. Jamaica Climate and Weather. Word Travels. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  23. Climate of Jamaica. Jamaica Gleaner. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  24. Construction and Building in Jamaica. Projects Abroad. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 The CIA World Factbook – Jamaica დაარქივებული 8 July 2018 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 2015-09-16.
  26. Richardson, David; Tibbles, Anthony; Schwarz, Suzanne (2007) Liverpool and Transatlantic Slavery. Liverpool University Press, გვ. 141. ISBN 978-1-84631-066-9. 
  27. Pieces of the Past:The Arrival Of The Irish. Jamaica Gleaner (1 December 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 January 2011. ციტირების თარიღი: 20 December 2010.
  28. Bouknight-Davis 2004, p. 83
  29. Jamaican Population 2020, World Population Review https://worldpopulationreview.com/countries/jamaica-population Retrieved 25 July 2020.
  30. Michael Sivapragasam, After the Treaties: A Social, Economic and Demographic History of Maroon Society in Jamaica, 1739–1842 დაარქივებული 2021-05-20 საიტზე Wayback Machine. , PhD Dissertation, African-Caribbean Institute of Jamaica library (Southampton: Southampton University, 2018), pp. 23–24.
  31. E. Kofi Agorsah, "Archaeology of Maroon Settlements in Jamaica", Maroon Heritage: Archaeological, Ethnographic and Historical Perspectives, ed. E. Kofi Agorsah (Kingston: University of the West Indies Canoe Press, 1994), pp. 180-81.
  32. Craton, Michael. Testing the Chains. Cornell University Press, 1982, p. 70.
  33. Bilby, Kenneth (1983). „How the "older heads" talk: A Jamaican Maroon spirit possession language and its relationship to the creoles of Suriname and Sierra Leone“. New West Indian Guide / Nieuwe West-Indische Gids. 57 (1/2): 37–88. doi:10.1163/13822373-90002097. ISSN 1382-2373.
  34. 34.0 34.1 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/jm.html დაარქივებული 8 July 2018 საიტზე Wayback Machine. CIA (The World Factbook): Jamaica
  35. Jamaica Gleaner : Pieces of the Past:The Arrival Of The Lebanese. ციტირების თარიღი: 7 April 2020.
  36. Ronald C. Morren and Diane M. Morren (2007). Are the goals and objectives of Jamaica's Bilingual Education Project being met?" დაარქივებული 16 May 2017 საიტზე Wayback Machine. – SIL International (working paper). Retrieved 31 August 2015.
  37. Jettka, Daniel (2010). „English in Jamaica: The Coexistence of Standard Jamaican English and the English-based Jamaican Creole“ (PDF). Hamburg Centre for Language Corpora. Hamburg University. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 15 November 2015. ციტირების თარიღი: 31 August 2015. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  38. Crime and crisis in Jamaica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-30. ციტირების თარიღი: 2019-06-28
  39. Crime and crisis in Jamaica. Focal.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-21. ციტირების თარიღი: 2017-09-25.
  40. Nationmaster Crime Stats. Nationmaster.com. ციტირების თარიღი: 4 July 2009.
  41. Crime, violence and development: trends, costs, and policy options in the Caribbean. United Nations Office on Drugs and Crime. ციტირების თარიღი: 26 December 2007.
  42. Jamaica Travel Advice: Safety and Security. Foreign Travel Advice. Government of the United Kingdom. ციტირების თარიღი: 25 June 2014.
  43. Prime Minister Golding Speaks on Crime Reduction (June 9, 2011). ციტირების თარიღი: 16 December 2017
  44. Pachico, Elyssa (2012-3-30). "Jamaica Murder Rate Dropped 30% in 2012". InSightCrime: Organized Crime in the Americas. Retrieved 2012-12-1.
  45. Jamaica's Murder Tally Over 1,500 This Year. ციტირების თარიღი: 15 December 2017
  46. Padgett, Tim (12 April 2006). „The Most Homophobic Place on Earth?“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 June 2006. ციტირების თარიღი: 26 April 2006. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  47. 2012 Country Reports on Human Rights Practices: Jamaica, Bureau of Democracy, Human Rights and Labor, U.S. Department of State, pages 20-22. ციტირების თარიღი: 25 May 2019
  48. Jamaica Travel Advice: Local Laws and Customs. Foreign Travel Advice. Government of the United Kingdom. ციტირების თარიღი: 25 June 2014.
  49. Lacey, Marc (24 February 2008). „Attacks Show Easygoing Jamaica Is Dire Place for Gays“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2009. ციტირების თარიღი: 19 March 2009.
  50. Jamaica: Shield Gays from Mob Attacks. Human Rights Watch (31 January 2008). ციტირების თარიღი: 19 March 2009.
  51. „Document – Jamaica: Amnesty International condemns homophobic violence“ (პრეს-რელიზი). Amnesty International. 15 აპრილი 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 19 მარტი 2009.
  52. Concluding Observations of the Human Rights Committee: Jamaica, United Nations Human Rights Committee, CCPR/C/JAM/CO/3, paragraph 8, pages 2-3, 17 November 2011. ციტირების თარიღი: 11 November 2013
  53. State Sponsored Homophobia 2016: A world survey of sexual orientation laws: criminalisation, protection and recognition. International Lesbian, Gay, Bisexual, Trans and Intersex Association (17 May 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 April 2018
  54. „71 Countries Where Homosexuality is Illegal“. Newsweek. 4 April 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2019. ციტირების თარიღი: 16 August 2019.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: