ვენესუელა
| ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
| დევიზი: ესპ. „Dios y Federación“ „ღმერთი და ფედერაცია“ |
||||||
| ჰიმნი: ესპ. Gloria al Bravo Pueblo "დიდება მამაც ხალხს" |
||||||
| დედაქალაქი და | კარაკასი 10°30′ ჩ. გ. 66°58′ დ. გ. / 10.500° ჩ. გ. 66.967° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
| მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | დელსი როდრიგესი (მ/შ) | ||||
| - | ვიცე-პრეზიდენტი | |||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 916 445 კმ2 (33-ე) | ||||
| - | წყალი (%) | 0,32 | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2010 შეფასება | 29 105 632 (მე-40) | ||||
| - | 2001 აღწერა | 23 054 210 | ||||
| - | სიმჭიდროვე | 30,2 კაცი/კმ2 (173-ე) | ||||
| მშპ (მუპ) | 2010 შეფასება | |||||
| - | სულ | $346.973 მილიარდი[1] (30-ე) | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $11 889[1] (63-ე) | ||||
| აგი (2010) | 0.696[2] საშუალო · 75-ე |
|||||
| ვალუტა | ვენესუელის ბოლივარი (VES) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC-04:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | 58 | |||||
| ISO 3166 კოდი | VEN | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .ve | |||||
ვენესუელა, ოფიციალურად — ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა (ესპ. República Bolivariana de Venezuela) — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. დასავლეთით ესაზღვრება კოლუმბია, აღმოსავლეთით — გაიანა და სამხრეთით — ბრაზილია. ჩრდილოეთი სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით 2800 კილომეტრია და მოიცავს მრავალ კუნძულს კარიბის ზღვაში, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანეს. ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს კარიბის კუნძულები — ტრინიდადი და ტობაგო, გრენადა, კიურასაო, ბონაირე, არუბა და ლევარდის კუნძულები. ვენესუელის ტერიტორია მოიცავს 916 445 კმ²-ს. მოსახლეობა შეადგენს 29 105 632 ადამიანს. ვენესუელა გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით. მისი ბიოტოპი მოიცავს აღმოსავლეთით ანდებს, ხოლო სამხრეთით ამაზონის ტროპიკულ ტყეებს.
ესპანეთის მიერ ვენესუელის კოლონიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, 1522 წელს დასრულდა. იყო ესპანეთის პირველი ამერიკული კოლონია, რომელმაც 1811 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა (ვენესუელის პირველი რესპუბლიკა), თუმცა ვერ მოახერხა დამოუკიდებლობის გამყარება 1821 წლამდე, როდესაც გახდა დიდი კოლუმბიის ფედერაციის ნაწილი. საბოლოო დამოუკიდებლობა მოიპოვა 1830 წელს. XIX საუკუნეში ვენესუელა განიცდიდა პოლიტიკურ პრობლემებს და მოქცეული იყო დიქტატურის ქვეშ. XX საუკუნეში ვენესუელაში ბატონობდა სამხედრო მმართველობა. პირველი დემოკრატიული მმართველობა შედგა 1945-1948 წლებში, შემდეგ კი რამდენიმე დიქტატორული რეჟიმის შემდეგ, 1958 წლიდან. 1980-1990 წლების ეკონომიკურ კრიზისს თან მოჰყვა პოლიტიკური კრიზისიც. ამის შედეგი იყო 1998 წლის არჩევნების ჩავარდნა და უგო ჩავესის მიერ ვენესუელის რევოლუციის ჩამოყალიბება, რომელიც 1999 წლის საკონსტიტუციო ყრილობით და ახალი კონსტიტუციის მიღებით დაიწყო.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური: ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა.
- ეროვნული: República Bolivariana de Venezuela.
- ეტიმოლოგია: მიიჩნევა, რომ სახელის „ვენესუელა“ წარმოშობა მომდინარეობს ამერიგო ვესპუჩისაგან, რომელმაც ალონსო დე ოხედასთან ერთად 1499 წელს იმოგზაურა ვენესუელის ყურის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ლა-გუახირის ნახევარკუნძულთან მოგზაურებმა შენიშნეს სოფლები ე. წ. პალაფიტოები (palafitos), სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლები წყალზე ჰქონდათ აგებული. ამან ვესპუჩის ქალაქი ვენეცია მოაგონა (იტალია) და ამ ადგილს „ვენეზუოლა“ უწოდა, რაც იტალიურად პატარა ვენეციას ნიშნავდა. ესპანურშიც სუფიქსი "zuela" კნინობით ფორმას აძლევს სიტყვას. ამიტომ ამ სიტყვის შინაარსი იგივენაირად განიმარტება ამ შემთხვევაშიც.
მარტინ ფერნადეს დე ენცისო, რომელიც ვესპუჩისა და ოხედასთან ერთად მოფზაურობდა, თავი ნაშრომში Summa de Geogrfia წერს, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი საკუთარ მიწას „ვენეცუიელას“ უწოდებდნენ. შესაძლოა, რომ სახელი სწორედ ამ ადგილობრივი ტერმინიდან განვითარდა. თუმცა ვესპუჩის ისტორია უფრო მეტად პოპულარული რჩება. ინგლისურ ენაში ვენესუელა წარმოითქმის, როგორც „ვენეზუეილა“, ხოლო ესპანურში როგორც „ბენესველა“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანთა დასახლებები ვენესუელის ტერიტორიაზე ჩნდება 15 000 წლის წინათ. ქვეყნის მრავალ ადგილზე აღმოჩენილია ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი საბრძოლო, სანადირო და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები, რაც ამ დროისათვის ადგილობრივი ცივილიზაციისაკენ მიუთითებს.
1498 წელს ვენესუელის სანაპიროები ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. 1499 წელს ა. დე ოხედას ექსპედიციამ, რომელმაც მარაკაიბოს ყურეში, ხიმინჯებზე შემდგარი ინდიელთა ნაგებობანი ნახა, ქვეყანას ვენესუელა („პატარა ვენეცია“) უწოდა. XVI საუკუნეში, კერძოდ 1522 წელს, ესპანეთის იმპერიამ მოახდინა ვენესუელის ტერიტორიის კოლონიზაცია. გაშენდა შაქრის ლერწმის, ბამბის, თამბაქოს პლანტაციები; განვითარდა მესაქონლეობა. ძირითად მუშახელს წარმოადგენდნენ ინდიელები და აფრიკიდან შემოყვანილი ზანგი მონები. XVI საუკუნეში ქვეყანა ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო 1777 წელს გარდაიქმნა საგენერალ-საკაპიტნო ადგილად. მოსახლეობა ესპანეთის მთავრობის უკმაყოფილო იყო. 1749 წელს მოეწყო ანტიესპანური აჯანყება დე ლეონის მეთაურობით, 1797 წელს — შეთქმულება ლა-გუაირასა და კარაკასში. 1806 წელს ბრძოლას სათავეში ჩაუდა ფრანსისკო მირანდა.
მხოლოდ 1811 წელს შეძლო ვენესუელამ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, თუმცა ის ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა. რეალური დამოუკიდებლობა ვენესუელას მოუტანა სიმონ ბოლივარმა ე. წ. ბოლივარ განმათავისუფლებელმა, რომელმაც კარაბობოს ბრძოლაში გამარჯვებით შექმნა დიდი კოლუმბიის სახელმწიფო. ამ სახელმწიფოდან ვენესუელამ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა 1830 წელს.
XX საუკუნის დასაწყისის ვენესუელა სამხედრო რეჟიმებით ხასიათდება. პირველი მსოფლიო ომის დროს ნავთობინდუსტრიამ ვენესუელის ეკონომიკის ბუმი განაპირობა. ყველაზე მდიდარ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში სამხრეთ ევროპიდანაც კი დაიწყო ემიგრაცია. თუმცა 80-იანი წლების ნავთობის ფასების ვარდნამ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია ნავთობზე დამოკიდებულ ქვეყანაში.
1992 წელს ყოფილმა სამხედრომ (პარაშუტისტი) — უგო ჩავესმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. მან პრეზიდენტ კარლოს ანდრეა პერესის გადაგდება ვერ შეძლო ვერც მისი შემდგომი მცდელობის დროს. თუმცა 2002 წელს ჩავესმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა, როგორც იმ დროს არსებული რეჟიმის რეაქციულმა ოპოზიციონერმა. ჩავესმა დაიწყო საკუთარი იდეოლოგია „ბოლივარიზაციის“ განხორციელება.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვენესუელა მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კარიბის ზღვა, სამხრეთით — ბრაზილია, აღმოსავლეთით — გაიანა, ხოლო დასავლეთით კოლუმბია. ქვეყნის საერთო ფართობი 916 445 კვადრატული კილომეტრია, ხოლო ხმელეთის ფართობი — 882 050 კვადრატული კილომეტრი. ვენესუელის სანაპირო ზოლის სიგრძე 2800 კილომეტრს შეადგენს.
2800 კმ სიგრძის სანაპირო ზოლში სხვადასხვა სახის ლანდშაფტი არსებობს. უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი უჭირავს ანდებს რომელიც ვენესუელის ჩრდილო-დასავლეთამდე აღწევს და გრძელდება ჩრდილოეთ კარიბის ზღვის სანაპიროზე. ამ რეგიონში მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი, 4979 მეტრის სიმაღლის მწვერვალი ბოლივარის პიკი. ქვეყნის ცენტრალური ნაწილი ხასიათდება ლიანოსით, რომლებიც წარმოადგენს ფართო ვაკეს, გადაჭიმულს კოლუმბიის საზღვრიდან მდინარე ორინოკოს დელტამდე.
სამხრეთით, გვიანის მაღალმთიანეთში, მდებარეობს ამაზონის აუზის ჩრდილოეთის განტოტებები და მსოფლიოში ყველაზე მაღალი — ანხელის ჩანჩქერი, ასევე, კანაიმის ეროვნული პარკი მაგიდის მოყვანილობის მთები (ტეპუი). ალუვიონით მდიდარი მდინარე ორინოკო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამდინარო სისტემას ქმნის. ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია კარონი და აპურე.
ვენესუელის დაყოფა კლიმატური და ბიოგეოგრაფიული თვალსაზრისით შეიძლება ათ გეოგრაფიულ ერთეულად. ჩრდილოეთით არის ვენესუელის ანდები და კოროს რეგიონის მთიანი ზოლი, რომელზეც მდებარეობს რამდენიმე ხეობა. მათგან აღმოსავლეთით არის დაბლობები, რომელთაც ესაზღვრება მარაკაიბოს ტბა და ვენესუელის ყურე. ცენტრალური ქედი სანაპიროს პარალელურად გასდევს და კარაკასის მიმდებარე მთიანეთს მოიცავს; აღმოსავლეთ ქედი, რომელიც ცენტრალური ქედისგან კარიაკოს ყურით არის გამოყოფილი, მოიცავს სუკრესა და ჩრდილოეთ მონაგასის შტატებს.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ნიკოლას მადურო.
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (165 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 23 შტატი (estado), 1 ფედერალური ოლქი (distrito federal) და 1 სამფლობელო (dependencia federal).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობა - 24 653 ათასი (2003), მათ შორის 85,5 % ვენესუელელები, 8,6 % კოლუმბიელები.
- სახელმწიფო ენა: ესპანური.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- დედაქალაქი: კარაკასი (1741 ათასი).
- ქალაქები (ათ.): მარაკაიბო (1854), ვალენსია (1515), ბარკისიმეტო (949).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კანაიმის ეროვნული პარკი
- კარაკასის საუნივერსიტეტო ქალაქი
- ქალაქი კორო და მისი პორტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1 2 Venezuela. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 10 October 2010.
- ↑ Human Development Report 2010 (PDF). United Nations (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 5 November 2010.
| |||||||||||
| |||||
