მესამე რაიხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Pkhoveli.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2015 წლის 24 ივლისი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

გერმანული რაიხი
მესამე რაიხი
Deutsches Reich (1933–1943)
Großdeutsches Reich (1943–1945)
სახელმწიფო/იმპერია აღარ არსებობს

1933–1945
დროშა გერბი
დევიზი
Ein Volk, ein Reich, ein Führer
"ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი"
ჰიმნი
გერმანიის ტერიტორიული პიკი, მეორე მსოფლიო ომის დროს (1942 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე)
დედაქალაქი ბერლინი
უდიდესი ქალაქები ბერლინი, ვენა, ჰამბურგი, მიუნხენი
ენები გერმანული ენა
რელიგია საერო სახელმწიფო
მთავრობა ნაცისტური ერთპარტიული სახელმწიფო ტოტალიტარული დიქტატურით
ფიურერი
 -  1933 – 1945 ადოლფ ჰიტლერი
რაიხსპრეზიდენტი
 -  1933 – 1934 პაულ ჰინდენბურგი
 -  1933 – 1945 ადოლფ ჰიტლერი
 -  1945 – 1945 კარლ დიონიცი
რაიხსკანცრელი
 -  1933 – 1945 ადოლფ ჰიტლერი
 -  1945 – 1945 იოზეფ გებელსი
 -  1945 – 1945 იოჰან ფონ კროზიგკი
საკანონმდებლო ხელისუფლება რაიხსტაგი
 -  სახელმწიფო საბჭო რაიხსტარი
ისტორიული ერა ომებსშორისი პერიოდი/
მეორე მსოფლიო ომი
 -  მახტერგრეიფუნგი 30 იანვარი 1933
 -  გლაიხშალტუნგი 27 თებერვალი 1933
 -  ანშლუსი 12 მარტი 1938
 -  II მსოფლიო ომი 1 სექტემბერი 1939
 -  კაპუტულაცია 8 მაისი 1945
 -  საბოლოო დაშლა 23 მაისი 1945
ფართობი
 -  1939 633,786 კმ² (244,706 მლ²)
 -  1941 696,265 კმ² (268,829 მლ²)
მოსახლეობა
 -  1939 წელი 69,314,000 
სიმჭიდროვე 109.4 /კმ²  (283.3 /მლ²)
 -  1941 წელი 90,000,000 
სიმჭიდროვე 129.3 /კმ²  (334.8 /მლ²)
ვალუტა რაიხსმარკა (ℛℳ)
წინამორბედი
მემკვიდრე
ვაიმარის რესპუბლიკა
გერმანია
ავსტრია
პოლონეთი
ჩეხოსლოვაკია
სსრკ
იუგოსლავია
დღეს ამ ტერიტორიაზე

გერმანული რაიხი (გერმ. Deutsches Reich; ქართ. გერმანული იმპერია), დიდი გერმანული რაიხი (გერმ. Großdeutsches Reich; ქართ. დიდი გერმანული იმპერია), მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reich; ქართ. მესამე იმპერია) ასევე ნაცისტური გერმანიაგერმანული სახელმწიფო, რომელმაც 1933 წლიდან 1945 წლამდე იარსება, რა დროსაც იმპერიას დიქტატორი მმართველი ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია მართავდა. ჰიტლერის მმართველობისას გერმანია ტრანსფორმირდა ფაშისტურ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, რომელიც სიცოცხლის (ცხოვრების) თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა. 1945 წლის მაისში საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის აღებისა და მოკავშირეთა ძალების მიერ გერმანიის დამარცხების შემდეგ, მესამე რაიხმა არსებობა შეწყვიტა, რითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

1933 წლის 30 იანვარს ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. რის შემდეგაც საკუთარი ძალებისა და პოზიციების გამაგრება/გამყარების მიზნით ნაცისტურმა პარტიამ ყველა პოლიტიკური ოპიზიციის გაუქმება (ლიკვიდაცია) დაიწყო. 1934 წლის 2 აგვისტოს ფონ ჰინდენბურგის გარდაიცვალების შემდეგ, ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტისა და რაიხსკანცლერის თანამდებობების შერწყმით გერმანიის დიქტატორი გახდა. 1934 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, ჰიტლერი გერმანიის ერთადერთ (სოლო) ლიდერად ფიურერად აირჩიეს. მთელი ძალები ჰიტლერის ხელში იყო ცენტრალიზებული, მისი სიტყვა კი ყველა კანონზე მაღლა იდგა. ხელისუფლება არ იყო კოორდინირებული, არ არსებობდა თანამშრომლობის ორგანო, არსებობდნენ მხოლოდ სხვადასხვა ფრაქციები, რომლებიც ძალაუფლებისა და ჰიტლერის კეთილგანწყობილების (მფარველობის) მოპოვებისთვის იბრძოდნენ. დიდი დეპრესიის დროს, ნაცისტებმა აღადგინეს ეკონომიკური სტაბილურობა, მძიმე სამხედრო ხარჯებისა და შერეული ეკონომიკის ხარჯზე კი ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრეს. ჩატარდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაოები, მათ შორის ავტობანების (ჩქაროსნული ავტომაგისტრალების) მშენებლობა. ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებამ, ქვეყანაში რეჟიმის პოპულარობა უფრო გაზარდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]