პროტესტანტული რეფორმაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროტესტანტიზმი
95Thesen.jpg
რეფორმაცია
ისტორია

წინა-რეფორმაციული მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები


რეფორმაციის მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • კონტრ-რეფორმაცია • ლუთერანობა • პოლონური დასი • რემონსტრანტები • ცვინგლიანობა • ჰუგენოტები


პოსტ-რეფორმაციული მოძრაობები

ბაპტიზმი • კონგრეციონალისტები • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები


პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი •

XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


რეფორმაცია და კონტრ რეფორმაცია ევროპაში, ლურჯი ფერი აღნიშნავს პროტესტანტულ ქვეყნებს

პროტესტანტული რეფორმაცია — მასიური რელიგიური და პოლიტიკური მოძრაობა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში XVI საუკუნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე.

XV საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, პაპები ფაქტობრივად საერო მმართველებად იქცნენ. მათი ვერცხლისმოყვარეობა და ზოგადად, კათოლიკურ ეკლესიაში ამ დროისათვის გავრცელებული მანკიერებანი ბევრი ქრისტიანის აღშფოთებას იწვევდა.

მათ შორის იყო ვიტენბერგელი ბერი და თეოლოგიის პროფესორი მარტინ ლუთერი (1483–1546), კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის წინააღმდეგ მიმართული იმ მძლავრი მოძრაობის მამამთავარი, რომელიც დასავლეთის ქრისტიანობის საბოლოო განხეთქილებით დასრულდა. ეს მოძრაობა ისტორიაში პროტესტანტული რევოლუციის სახელით შევიდა.

ინდულგენციებით ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროტესტანტული მოძრაობის დაწყების უშუალო საბაბი გახდა ინდულგენციებით ვაჭრობა. გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერს შეეძლო მიეღო ეკლესიისაგან ინდულგენცია ანუ "ცოდვების მიტევების" სიგელი.

1515 წელს პაპმა ლეო X-მ, წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობისათვის დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით, გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ. ჩრდილო გერმანიაში ინდულგენციების გაყიდვა დომინიკელ ბერ იოჰანეს ტეტცელს დაევალა. მან ვიტენბერგის მახლობლად მოაწყო სავაჭრო ადგილი.

95 თეზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მარტინ ლუთერი.

საპასუხოდ, 1517 წლის ოქტომბერში ლუთერმა, ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსეობისათვის ყურადღების მისაპყრობად, ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი "95 თეზისი", სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი პაპის ინდულგენციებით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებს ხსნას. ლუთერმა ეკლესია მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე დისპუტში გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. 1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. 1520 წელს პაპმა ლეო X–მ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა უგულვებელყო პაპის განაჩენი.

პაპმა ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისთვის გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორს კარლ V-ს მიმართა. კარლ V-მ 1521 წელს ქ. ვორმსში მოიწვია გერმანელი მთავრების კრება, სადაც ლუთერს უარი უნდა ეთქვა თავის მოძღვრებაზე, რაზეც ის არ დასთანხმდა. იმპერატორმა გამოსცა ედიქტი, რომელიც მას კანონგარეშედ აცხადებდა და ლუთერს კოცონზე დაწვა არ ასცდებოდა, რომ არა საქსონიის კურფიურისტი ფრიდრიხ ბრძენი, რომელმაც იგი შეიფარა. ეს ბრძოლა გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორ კარლ V-ს შორის საბოლოოდ 1555 წელს აუგსბურგში დადებული რელიგიური ზავით დასრულდა, რომლის თანახმადაც ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს, მათი ქვეშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია თანახმად პრინციპისა - „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება“ ან სხვაგან გადასახლებულიყვნენ. აუგსბურგის რელიგიური ზავმა პროტესტანტიზმი კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა.

ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად "ქრისტეს ნაცვლის", ასევე საეკლესიო მოძღვრის, როგორც მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკენ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. ნაშრომში "ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ", ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა მარხვა, მომლოცველობა, აღსარება, წმინდანთა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან ის მხოლოდ ორს – ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა.

რეფორმაცია გერმანიის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულრიხ ცვინგლი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ულრიხ ცვინგლი.

შვეიცარია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა ულრიხ ცვინგლის თაოსნობით შვეიცარიაშიც დაიწყო. რეფორმაციული იდეები ახლად გამოგონილი საბეჭდი მანქანების წყალობით უცბად გავრცელდა ორივე ქვეყანაში, თუმცა მათ შორის იყო იდეოლოგიური განსხვავებები. ცვინგლის მიმდევრები თვლიდნენ, რომ გერმანული რეფორმაცია კონსერვატული იყო და ისინი უფრო რადიკალურ ცვლილებებს ემხრობოდნენ. შვეიცარიელი რეფორმაციონერები დღეისთვის ცნობილი არიან ანაბაპტისტების სახელით.

რეფორმაცია ინგლისში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის მეფე ჰენრი VIII(1509-1547) თავდაპირებლად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ 1521 წელს, მეფეს პაპმა ლეო X-მ ანტილუთენარული პამფელტისათვის საპატიო წოდება — „რწმენის დამცველი“ მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი VIII-ს მეუღლესთან განქორწინებაზე უარი უთხრა(1525), მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა „ანგლიკანური ეკლესია“, რომლის რეფორმირებაც უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, ედუარდ VI-ის (1546-1553) დროს მოხდა. ლოცვა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა, ღვთისმსახურების წესი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ედუარდ VI-ის დედოფალი მერი(„კათოლიკედ“ წოდებული, 1553-1557) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა, დედოფალმა ელიზაბეთ I-მა (1557 - 1603) კი 1559 წელს აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი მრწამსი - ძირითადად კალვინისტური.

ჟან კალვინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟან კალვინი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჟან კალვინი.

ლუთრის განკვეთისა და რეფორმაციის დაგმობის შემდეგ ჟან კალვინის ნაშრომები პოპულარული გახდა და ხელი შეუწყო სხვადასხვა დაჯგუფებების გაერთიანებას, როგორც შვეიცარიაში ასევე გერმანიაში, უნგრეთში, შოტლანდიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ჟენევა გახდა პროტესტანტული მოძრაობის არაოფიციალური დედაქალაქი.

რეფორმაცია იდეოლოგიურად დაუკავშირდა ავგუსტიანელობას. როგორდ ლუთერი ასევე კალვინიც იყენებდნენ ნეტარი ავგუსტინეს სწავლებებს. ეს მათ პალაგიანიზმის წინააღმდეგ უბიძგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სწავლება ძალიან მსგავსი იყო, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო და კონფლიქტამდეც კი მივიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: