შინაარსზე გადასვლა

სირია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირია
არაბ. سُورِيَا
სირია
სირიის
დროშა გერბი
დედაქალაქი
და
დამასკო
33°30′ ჩ. გ. 36°18′ ა. გ. / 33.500° ჩ. გ. 36.300° ა. გ. / 33.500; 36.300
ოფიციალური ენა არაბული
აღიარებული ეროვნული ენები ქურთული[1][2]
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა
 -  პრემიერ მინისტრი მუჰამად ალ-ბაშირი
ფართობი
 -  სულ 186 475 კმ2 (89-ე)
 -  წყალი (%) 1,1
მოსახლეობა
 -  2012 შეფასება 22 530 746[3] (54-ე)
 -  სიმჭიდროვე 118,3 კაცი/კმ2 (101-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასება
 -  სულ $107.831 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $5100[3]
აგი (2013)0.648[4]
საშუალო · 116-ე
ვალუტა სირიული ფუნტი (SYP)
სასაათო სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +963
ISO 3166 კოდი SYR
ინტერნეტ-დომენი .sy

სირია (არაბ. سورية; სირიული: ܣܘܪܝܐ) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.

თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში; გარდა ამისა, დამასკო დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა[5].

2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია[6][7]. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.

1963 წლიდან 2024 წლამდე რესპუბლიკას მართავდა პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას, ქურთების დაჯგუფებებსა და 2014 წლიდან ისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

სახელგნთქმული ქალაქ პალმირას ნანგრევები, რომელიც სირიის უდაბნოში I და II საუკუნეებში აღორძინდა.

1946 წელს მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან. 1958-61 წლებში ეგვიპტესთან ერთად შედიოდა არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში. ექვსდღიანი ომის შედეგად (1967) დაკარგა გოლანის მაღლობები, რომელსაც ახლაც ისრაელი აკონტროლებს. 1981-82 წლებში ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი ლიბანთან. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა ერაყის წინააღმდეგ. ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სირიაში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.

სირიის რუკა

სირია მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი. ფართობი შეადგენს 185 180 კვ. კმ-ს.

  • სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 14 მუჰაფაზა (mufazah).

ადმინისტრაციული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სირიის მუჰაფაზები

სირია იყოფა 14 მუჰაფაზად (არაბ. مُحافظة). მათ შორის მუჰაფაზის სტატუსი გააჩნია დედაქალაქ დამასკოსაც. ოლქები იყოფა 65 მინტაკად (არაბ. منطقة), ხოლო მინტაკები თავის მხრივ იყოფა 206 ნაჰიად (არაბ. ناحية).

ალ-კუნეიტრის მუჰაფაზა 1973-1981 წლებში ოკუპირებული იყო ისრაელის მხრიდან. ამჟამად მუჰაფაზის ნაწილი დემილიტარიზებული ზონაა და იმყოფება გაეროს მანდატის ქვეშ.

2007 წლიდან სირიაში მოითვლიან 83 დიდ ქალაქსა 6432 დასახლებას (მცირე ქალაქსა და სოფელს).

ნომერი მუჰაფაზა (ქართ.) მუჰაფაზა (არაბ.) ადმ. ცენტრი ფართობი კმ² მოსახლეობა ად. (2011 წ.) სიმჭიდროვე ად./კმ² სურათი რუკა
1 დამასკოს მუჰაფაზა مُحافظة دمشق დამასკო 118 1 754 000 14 864,41
2 დარის მუჰაფაზა مُحافظة درعا დარა 3730 1 027 000 275,34
3 დაირ-ელ-ზავრის მუჰაფაზა مُحافظة دير الزور დაირ-ელ-ზავრი 33 060 1 239 000 37,48
4 ალეპოს მუჰაფაზა مُحافظة حلب ალეპო 18 498 4 868 000 263,16
5 ჰამის მუჰაფაზა مُحافظة حماه ჰამა 10 163 1 628 000 160,19
6 ელ-ჰასაქის მუჰაფაზა مُحافظة الحسكة ელ-ჰასაქა 23 334 1 512 000 64,80
7 ჰომსის მუჰაფაზა مُحافظة حمص ჰომსი 40 940 1 803 000 44,04
8 იდლიბის მუჰაფაზა مُحافظة ادلب იდლიბი 6097 1 501 000 246,19
9 ელ-კუნეიტრის მუჰაფაზა مُحافظة قنيطرة ელ-კუნეიტრა 1861 90 000 48,36
10 ლატაკიის მუჰაფაზა مُحافظة اللاذقية ლატაკია 2297 1 008 000 438,83
11 რაკის მუჰაფაზა مُحافظة الرقة რაკა 19 618 944 000 48,12
12 რიფ-დიმაშკის მუჰაფაზა مُحافظة ريف دمشق დუმა 18 036 2 836 000 160
13 ელ-სუვაიდის მუჰაფაზა مُحافظة السويداء ელ-სუვაიდა 5550 370 000 66,67
14 ტარტუსის მუჰაფაზა مُحافظة طرطوس ტარტუსი 1896 797 000 420,36
  1. Syria's Sharaa declares Kurdish a national language, recognizes Nowruz - AL-Monitor: The Middle East's leading independent news source since 2012 en. ციტირების თარიღი: 2026-01-16
  2. President al-Sharaa issues decree that confirms Kurds as basic part of Syrian people (16 January 2026). ციტირების თარიღი: 16 January 2026
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Syria. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  4. Human Development Index and its components. Human Development Report 2011 (PDF). ციტირების თარიღი: 2013-01-25.
  5. Дамаск — самая древняя живая столица в мире | Архив | Аргументы и Факты
  6. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
  7. Syria Demographics Profile 2014