ჯვართამაღლება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. კონსტანტინე და დედოფალი ელენე
(მხატ. საზონოვი, XIX ს.)

ჯვართამაღლება, ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს (ძველი სტილით 14 სექტემბერს). მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ამათგან უფრო მიღებულის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.

ჯვართამაღლების დღესასწაული ორ დღეს მოიცავს: „წინადღე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა“ – როდესაც დაწესებულია მკაცრი მარხვა (26 სექტემბერი) და „მსოფლიო ამაღლება პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა“.

ამაღლება პატიოსანი ჯვარისა (ილუსტრაცია წიგნიდან „დუკა ბერის მდიდარი საათები“, საფრანგეთი)

ტროპარი[რედაქტირება]

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!

კონდაკი[რედაქტირება]

რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა, და ძლევა მოჰმადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა-შემწედ აქვს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი, ყოვლად-ძლიერი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 557-558, თბ., 1987