კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კონგოს რესპუბლიკა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ფრანგ. République démocratique du Congo
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის
დევიზი: სამართალი, მშვიდობა, შრომა
ჰიმნი: Debout Congolais (ფეხზე დავდგეთ კონგოელებო)
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კინშასა
4°19′ ს. გ. 15°19′ ა. გ. / 4.317° ს. გ. 15.317° ა. გ. / -4.317; 15.317
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჟოზეფ კაბილა
 -  პრ.-მინისტრი ოგიუსტენ მატატა პონიო
ფართობი
 -  სულ 2 344 858 კმ2 (მე-12)
 -  წყალი (%) 3,3
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 62,6 მილიონი (21-ე)
 -  2005 აღწერა 74 808 978[1] 
 -  სიმჭიდროვე 31,90 კაცი/კმ2 (188-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $46.491 მილიარდი (78-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $774 (174-ე)
აგი (2007) 0.411 (დაბალი) (168-ე)
ვალუტა კონგოს ფრანკი (CDF)
დროის სარტყელი WAT (UTC +1-დან +2-მდე)
 -  ზაფხულის (DST) WAT (UTC +1-დან +2-მდე) (UTC)
ქვეყნის კოდი CD
Internet TLD .cd
სატელეფონო კოდი 243

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ფრანგ. République Démocratique du Congo, ასევე წოდებული როგორც კონგო-კინშასა, ყოფილი ზაირი) — სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანს, აღმოსავლეთით უგანდას, რუანდას, ბურუნდისა და ტანზანიას, სამხრეთით ზამბიასა და ანგოლას (მათ შორის ექსკლავი კაბინდა), დასავლეთით კონგოს რესპუბლიკას. 1960 წლამდე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ბელგიის კოლონია. 2014 წელს იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო უღარიბესი ქვეყანაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების თანახმად[2]. ქვეყანას აქვს ზღვაზე გასასვლელი 40 კმ-ანი სიგანის ვიწრო ყელი მდინარე კონგოს გასწვრივ გვინეის ყურეში. სახელწოდება „კონგო“ (ნიშნავს მონადირეს) მომდინარეობს კონგოს ეთნიკური მოსახლეობიდან, რომელიც მდინარე კონგოს აუზში სახლობს.

ყოფილმა ბელგიურმა კოლონიამ 1960 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ სახელი კონგო-კინშასა 1971 წელს შეცვალა ზაირზე, რომელიც გაგრძელდა 1997 წლამდე. 1998 წლიდან ქვეყანას უდიდესი გამანადგურებელი ომის გადახდა მოუწია (ხშირად წოდებული როგორც აფრიკის მეორე მსოფლიო ომი), რაც მსოფლიოს ყველაზე მსხვერპლიანი ომი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ტერიტორიის ფართობის მიხედვით იგი აფრიკის კონტინენტზე სიდიდით მეორე ქვეყანაა ალჟირის შემდეგ და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეოთხე ნიგერიის, ეთიოპიის და ეგვიპტის შემდეგ. შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, აფრიკის კავშირში და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების განვითარების თანასაზოგადოებაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები.

სექციების სია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიამდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანტუს ხალხის მიგრაცია
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და ანგოლის ტერიტორიებზე სახელმწიფო წარმონაქმნების ევროპული რუკა

თანამედროვე კონგოს ტერიტორიაზე, კასაის, კონგოს (ლუალაბა) და ლუაპულის მდინარეების ზედა დინებაში აღმოჩენილია ქვედა პალეოლითის ხანის ქვის იარაღები. ტროპიკული ტყეებისათვის დამახასიათებელი იყო სანგოური კულტურა; ნეოლითის ხანის კულტურის ტუმბის ტიპის სხვადასხვა ვარიანტები, რომელთა სახელწოდებები აღნიშნავენ აღმოჩენის ადგილს — კალინა (ჩვენს წელთაღრიცხვამდე XXV ათასწლეული), ჯოკო (ჩვენს წელთაღრიცხვამდე X ათასწლეული), ლუპემბე (ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII ათასწლეული), ჩიტოლე (ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI ათასწლეული). კონგოს უძველესი მოსახლენი იყვნენ პიგმეები.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით II ათასწლეულში ჩრდილოეთიდან დაიწყო ბანტუს ხალხის მიგრაცია. მათ ამ რეგიონში მოიტანეს ცივილიზაციის ჩანასახი, მეტალურგიის ჩათვლით. ბანტუს ტომის ხალხმა შექმნა პირველი პროტოსახელმწიფოებრივი გაერთიანებები: მდინარე კონგოს (ზაირი) ქვედა დინებაში — კონგოს სამეფო, კაკონგო, მატამბა, ნდონგო; კონგოს ცენტრში — ბაკუბას (ანუ ბუშონგის) სახელმწიფო, ბატეკე (ანუ ტიო), ბოლია; კასაის, ლულუას და ლომამის მდინარეების ზედა დინებაში — სახელმწიფოები ლუბა, კუბა და ლუნდა.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო დაახლოებით XIV საუკუნეში დაარსებული კონგოს სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა ანგოლის ჩრდილოეთსაც. ამ სახელმწიფოს მმართველები ატარებდნენ მანი-კონგის ტიტულს, ხოლო დედაქალაქი იყო მბანზა-კონგო (სან-სალვადორი). სახელმწიფოს ძირითადი შემოსავალი იყო ევროპულ ქვეყნებთან მონებით ვაჭრობა, განსაკუთრებით პორტუგალიასთან. კონგოელ მონებს იყენებდნენ ამერიკის კონტინენტზე პლანტაციებში სამუშაოდ.

კონგოს ტერიტორიაზე ეკონომიკური ურთიერთობები ჩაისახა უძველესი დროიდან. ღირებულების ეკვივალენტის სახით ადგილობრივი ტომები იყენებდნენ სპილენძის მონეტებს — კატანგის ჯვარს წონით 0,5—0,7 კილოგრამი.

კოლონიზაციის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქრისტიანები (პორტუგალიელები) კონგოს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ 1491 წელს. პორტუგალიელების ექსპანსიამ გამოიწვია აჯანყება მბულა მატადის მეთაურობით (XVI საუკუნის 70—80-იანი წლები), რომელმაც აიძულა პორტუგალიის კოლონიალური იმპერია შეეზღუდა საკუთარი ყოფნა რეგიონში.

1703—1709 წლებში შეიქმნა ანტიევროპული მოძრაობა, რომელმაც სახელად მიიღო ანტონიანური ერესი. XIX საუკუნის დასაწყისისთვის თანამედროვე კონგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ბევრი პატარა სამთავრო, რომლებმაც შეინარჩუნეს საკუთარი დამოუკიდებლობა XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე.

1865 წელს რუანდის ტერიტორიიდან კივუს რეგიონის მიწებზე დაიწყო შეღწევა ტუტსის ტომის ხალხმა. 1876 წელს ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-მ საკუთარი თავჯდომარეობით ორგანიზება გაუკეთა ე. წ. საერთაშორისო ასოციაციას ცენტრალური აფრიკის ცივილიზაციის კვლევისათვის. მას ამოფარებული მეფის ემისარები (მოგზაურები, ოფიცრები, მისიონერები) ადგილობრივი ტომების ბელადებს თავს ახვევდნენ კაბალურ ხელშეკრულებებს. ლეოპოლდ II-მ გამოიყენა ურთიერთწინააღმდეგობები დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და აშშ-ს შორის და კონტროლი დაამყარა უზარმაზარ ტერიტორიაზე.

კონგოს თავისუფალი სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის შუა პერიოდამდე კონგო რჩებოდა დამოუკიდებელი აფრიკის გულად, რადგანაც ევროპელი კოლონიზატორები ვერ შედიოდნენ აფრიკის ასეთ ძნელად მისაღწევი სიღრმის ჯუნგლებში. აბორიგენების მკვეთრ წინააღმდეგობასთან ერთად, ევროპელების წინსვლას ცენტრალური აფრიკის სიღრმეში აფერხებდა მალარიული ტბები და აფრიკული ტრიპანოსომოზი. მხოლოდ ქინინის სამკურნალო თვისებების აღმოჩენამ ხელი შეუწყო ეკვატორული აფრიკის შიდა რეგიონების შესწავლის და კოლონიზაციის გააქტიურებას.

დასავლეთის სახელმწიფოები თავიდან ყურადღებას არ აქცევდნენ ამ რეგიონს ეკონომიკური შემოსავლის უპერსპექტივობის გამო. მაგრამ აფრიკის კოლონიალური დაყოფის პერიოდში (XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია გახდა კოლონიალური სახელმწიფოების წინააღმდეგობის ობიექტი.

1877 წელს ჰენრი მორტონ სტენლიმ ყურადღება მიაქცია კონგოს რეგიონს და ის იქ გააგზავნა ლეოპოლდ II-ს მიერ დაფინანსებულმა ასოციაციამ. ბერლინის კონფერენციამ 1884—1885 წლებში აღიარა ლეოპოლდ II დაპყრობილი ტერიტორიის სუვერენად, რომელსაც ეწოდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფო. ადგილობრივი მოსახლეობის დამორჩილება ხორციელდებოდა ათი წლის განმავლობაში, რომელსაც თან მოჰყვა სისხლიანი დაპირისპირებები.

კონგოს მრავალმილიონიან მოსახლეობაზე კონტროლის დასამყარებლად, გამოიყენებოდა «საზოგადოებრივი ძალები» (ფრანგ. Force Publique) — ადგილობრივი მეომარი ტომებისგან ჩამოყალიბებული კერძო არმია, რომელსაც ევროპელი ოფიცრები მეთაურობდნენ.

ქვეყანაში მეფობდა მოსახლეობის შეიარაღებული დატერორების, ექსპლოატაციისათვის ყველაზე უფრო მისაღწევი ბუნებრივი სიმდიდრეების აქტიური ძარცვის რეჟიმი. სპილოს ძვლის, კაუჩუკის, საკვების მიწოდების შეუსრულებლობისთვის, სამუშაოზე უარის გამოხატვისათვის ხელისუფლება სიკვდილით სჯიდა ადგილობრივ მოსახლეობას, წვავდა სოფლებს, აჩანაგებდა მთელ რაიონებს. კაუჩუკის პლანტაციებში სამუშაო პირობები იყო საკმაოდ მძიმე: ასობით ათასი ადამიანი იხოცებოდა შიმშილისგან და ეპიდემიისგან. ადგილობრივი მოსახლეობის სამუშაოზე იძულებით მისაყვანად, კოლონიის ხელისუფლებს მძევლად აჰყავდათ ქალები და მათ ამყოფებდნენ ციხეებში კაუჩუკის კრეფის მთელი სეზონის განმავლობაში. ეკონომიკური თვალსაზრისით ხელისუფლებამ შეძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა კაუჩუკის წარმოება. ბელგიური წყაროების მიხედვით, 1887 წელს კაუჩუკის წარმოების მოცულობა კონგოში შეადგენდა დაახლოებით 30 ტონას, 10 წლის შემდეგ, 1897 წლისთვის ის გაიზარდა 40-ჯერ (დაახლოებით 1300 ტონა), ხოლო 1903 წელს უკვე შეადგენდა დაახლოებით 5900 ტონას.

ზოგიერთი პლანტატორი უკრძალავდა თავის მომუშავე-აფრიკელებს გამოეხატათ არა მარტო საკუთარი სარწმუნოების ნიშნები, არამედ ქრისტიანობისაც. ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი ქრისტიანი, რომელიც დაისაჯა რელიგიური მრწამსისათვის, გახდა ახალგაზრდა აფრიკელი ისიდორ ბაკანჟა, რომელიც რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შერაცხა ნეტარად.

1914 წლის რუკა, კონგოს ბელგიის ხელისუფლებისათვის გადაცემის შემდეგ

მკაცრმა ექსპლოატაციის სისტემამ მოიტანა კონგოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება 30 მილიონიდან (1884 წელი) 15 მილიონამდე (1915 წელი)[3]. სულ მცირე დარღვევისათვის მომუშავეებს ასახიჩრებდნენ და კლავდნენ. «საზოგადოებრივი ძალების» მეომრებს სადამსჯელო ოპერაციების დროს იარაღის პატრონების «მიზნობრივი» ხარჯვის დასამტკიცებლად ევალებოდათ წარმოედგინათ მოკლულებისათვის მოჭრილი ხელი. კონგოს ექსპლოატაციისგან მიღებული შემოსავალი მეფემ გაუგზავნა საკუთარ საყვარელს ბლანშ დელაკრუას, რომელსაც ჟურნალისტებმა შეარქვეს «კონგოს დედოფალი» (ფრანგ. la reine du Congo). ბელგიის ხელისუფლება ზოგიერთ შემთხვევაში ხელს უწყობდა პრესაში გავრცელებული კონგოელი ხალხის მიმართ უმოწყალო დამოკიდებულება აეხსნა იმით, რომ ეს ვითომდა იყო იძულებითი ღონისძიება თვითონ კონგოელების არასტუმართმოყვარე ხასიათის წინააღმდეგ, რადგანაც მდინარე კონგოს აუზის რეგიონში ცხოვრობდნენ ტომები, რომლებიც კანიბალიზმით იყვნენ დაკავებულები.

სიკვდილის წინ, 1908 წლის 15 ნოემბერს, ბელგიის მეფემ მიჰყიდა თავისი აფრიკული სამფლობელოები ბელგიის სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ბელგიის კონგოს (ფრანგ. Congo belge, ნიდერლ. Belgisch-Kongo) კოლონიის წარმოქმნა.

ბელგიის კონგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წლის ოქტომბერში ბელგიის ფედერალურმა პარლამენტმა მიიღო «კანონი ბელგიის კონგოს მართვის შესახებ» (ეგრედ წოდებული კოლონიალური ქარტია). ამ კანონის თანახმად საკანონმდებლო ხელისუფლებას ბელგიის კონგოში ახორციელებდნენ ბელგიის მონარქი და ბელგიის ფედერალური პარლამენტი, ასევე გენერალ-გუბერნატორი, რომელსაც იმავდროულად გადაეცა აღმასრულებელი ხელისუფლების მთლიანი ძალაუფლება. კოლონიალურ ადმინისტრაციის მოღვაწეობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა სპეციალურად დანიშნული კაბინეტის წევრი — ბელგიის კონგოს საქმეთა მინისტრი. კოლონიის დედაქალაქები იყვნენ ქალაქი ბომა (1926 წლამდე) და მოგვიანებით ლეოპოლდვილი; სხვა მსხვილი ცენტრები იყვნენ — სტენლივილი და ელიზაბეტვილი.

1914 წელს კოლონია დაიყო 4 ვიცე-საგუბერნატოროდ, ხოლო 1933 წელს — 6 პროვინციად, რომლებიც თავის მხრივ იყოფოდა დისტრიქტებად, ტერიტორიებად და შეფერიებად (ეთნიკურად ერთეროვანი მოსახლეობით) ან სექტორებად (შერეული მოსახლეობით). გენერალ-გუბერნატორთან და პროვინციების გუბერნატორებთან არსებობდა მათ მიერ ჩამოყალიბებული საკონსულტაციო საბჭოები.

ძირითადი ეკონომიკური მოღვაწეობა თავმოყრილი იყო კატანგის პროვინციაში. შემოსავლების მთავარი წყარო იყო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. ბელგიის ნაცისტური ოკუპაციის წლებში, კონგო იმყოფებოდა «თავისუფალი ბელგიის ძალების» კონტროლის ქვეშ. კოლონიის სამთო მადანის პროდუქცია გადიოდა დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში. კერძოდ, კატანგაში იქნა მიღებული ურანი ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვისათვის[4].

1921 წელს ბაპტისტმა მოძღვარმა სიმონ კიმბანგუმ დააარსა ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა კიმბანგიზმი, რომლის ლოზუნგია «კონგო— კონგოელებს». თავიდან ეს იყო საიდუმლო საზოგადოებები, ომის შემდეგ მათ მაგივრად მოვიდნენ კულტურულ-საგანმანათლო თანასაზოგადოებები, პროფკავშირული ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

ბელგიის კონგოში აფრიკული ეროვნული მოძრაობები ვითარდებოდნენ 1950-იანი წლებიდან, პირველ რიგში «évolués»-ს შორის. მოძრაობა დაიშალა რამდენიმე პარტიებად და ჯგუფებად, რომლებიც დაყოფილები იყვნენ ეთნიკური და გეოგრაფიული ნიშნებით და ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს[5]. მსხვილი ეროვნული მოძრაობა — კონგოს ეროვნული მოძრაობა (კემ) — იყო ერთიანი ორგანიზაცია, მიმართული ქვეყნის დამოუკიდებლობის თანდათანობით მიღწევაზე[6]. მოძრაობის დამფუძნებლებს შორის იყვნენ პატრის ლუმუმბა, სირილ ადულა და ჟოზეფ ილეო, მაგრამ სხვა პოლიტიკოსები ბრალს დებდნენ პარტიას ზედმეტ ზომიერებაში[7]. ლუმუმბა გახდა წამყვანი ფიგურა კონგოს ეროვნულ მოძრაობაში და 1959 წლის ბოლოსათვის ითვლიდა 58 000 წევრს[8].

აბაკოს ლიდერი ჟოზეფ კასავუბუ, რომელიც მოგვიანებით კონგოს პირველი პრეზიდენტი გახდა

კონგოს ეროვნული მოძრაობის ძირითადი კონკურენტი იყო აბაკო (ფრანგ. Alliance des Bakongo) ჟოზეფ კასავუბუს მეთაურობით, რომელსაც ეკავა უფრო რადიკალური პოზიცია, მოუწოდებდა დაუყოვნებელი დამოუკიდებლობისკენ და რეგიონალური იდენტიფიცირებისკენ[9]. აბაკოს იდეოლოგია ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელი კონგო უნდა ყოფილიყო კონგოს ხალხის სახელმწიფო[10]. მნიშვნელობით მესამე პარტია იყო კონაკატი (ფრანგ. Confédération des Associations Tribales du Katanga), მუაზ ჩომბეს ხელმძღვანელობით. კონაკატი მოუწოდებდა ფედერალიზმისაკენ და წარმოადგენდა პირველ რიგში სამხრეთ კატანგის პროვინციას. უფრო მცირერიცხოვანი პარტიებიდან შეიძლება აღინიშნოს აფრიკული სოლიდარობის რადიკალური პარტია და «ბაიანზის ალიანსი»[11].

მიუხედავად იმისა, რომ კონგოს ეროვნული მოძრაობა (კემ) იყო ყველაზე დიდი აფრიკულ ეროვნულ პარტიებს შორის, მის შიგნით არსებობდა ბევრი ფრაქცია, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა პოზიციები მთელ რიგ საკუთხებზე. განსაკუთრებით პოლარიზებული იყო ზომიერი «évolués»-ის და პარტიის უფრო რადიკალური უმრავლესობის პოზიციები[12]. რადიკალური ფრაქცია ილეოს და ალბერ კალონჟის მეთაურობით გამოეყო კონგოს ეროვნულ მოძრაობას 1959 წლის ივლისში, მაგრამ მას არ გამოუწვევია პარტიის რიგების მასიური დატოვება მისი წევრების მხრიდან. კალონჟის ფრაქციამ მიიღო არაოფიციალური დასახელება კემ-კ (კემ-კალონჟი), ხოლო უმრავლესობამ ლუმუმბას მეთაურობით — კემ-ლ (კემ-ლუმუმბა). ლუმუმბას მხარდამჭერთა ცენტრი გახდა ქალაქი სტენლივილი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხოლო კალონჟის მხარდამჭერები ძირითადად დაბანაკებულები იყვნენ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ელიზაბეტვილში[13].

1959 წლის 4 იანვარს კონგოს დედაქალაქ ლეოპოლდვილში, პოლიტიკური დემონსტრაცია გადაიზარდა არეულობებში. კოლონიალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა არეულობის მონაწილეთა წინააღმდეგ, დაიღუპა სულ ცოტა 49 ადამიანი, ხოლო მსხვერპლის საერთო რაოდენობამ გადააჭარბა 500 ადამიანს[14]. ეროვნული პარტიების გავლენა პირველად გასცდა მსხვილი ქალაქების ფარგლებს გარეთ, ეროვნული დემონსტრაციები და არეულობები გახდა ჩვეულებრივ მოვლენად მომდევნო წლის განმავლობაში. ბევრი შავკანიანი უარს ამბობდა გადაეხადა გადასახადი და დამორჩილებოდა კოლონიალურ კანონებს. აბაკოს პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობა დაპატიმრებული იქნა, რამაც კონგოს ეროვნული მოძრაობა ჩააყენა მომგებიან მდგომარეობაში[15].

ამ მოვლენებმა გამოიწვია ქვეყნის თეთრკანიანი საზოგადოების რადიკალიზაციაც. ზოგიერთი თეთრკანიანი გეგმავდა მოეხდინა სახელმწიფო გადატრიალება, თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა შავკანიანთა მთავრობა[14]. ანარქიის პირობებში თეთრკანიანმა მოსახლეობამ დაიწყო მილიციელთა რაზმების შექმნა, ცნობილი როგორც Corps de Voluntaires Européens — «ევროპული ნებაყოფლობითი კორპუსი». ამ ბოევიკებმა დაიწყეს შავკანიან მოსახლეობაზე თავდასხმები[16].

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგიის საპარლამენტო მუშა ჯგუფმა უწესრიგობების დაწყების შემდეგ გამოაქვეყნა კომუნიკე კონგოს მომავლის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იყო მაღალი მოთხოვნა «შიდა ავტონომიაზე»[8]. კოლონიების მინისტრმა ოგიუსტ დე შრაივერმა ბრიუსელში 1960 წლის იანვარში ორგანიზება გაუკეთა კონგოს ყველა ძირითადი პარტიების ხელმძღვანელების «კონგოს მრგვალ მაგიდას»[17]. სტენლივილში უწესრიგობების შემდეგ დაპატიმრებული ლუმუმბა კონფერენციის დაწყებამდე გამოუშვეს ციხიდან და ის ხელმძღვანელობდა კემ-ლ-ის დელეგაციას[18]. ბელგიის ხელისუფლება გეგმავდა მიენიჭებინა კონგოსთვის დამოუკიდებლობა უახლოესი 30 წლის განმავლობაში, მაგრამ კონგოელების პოზიცია იყო ერთგვაროვანი და ურყევი — დამოუკიდებლობა 1960 წლის 30 ივნისისათვის[17]. ფედერალიზმის, ეთნიკური საკუთრების და კონგოს საქმეებში ბელგიის მომავალი როლის საკითხები დარჩა გადაუწყვეტელი, რადგანაც დელეგატებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ამის შესახებ[19].

პატრის ლუმუმბა, კემ-ლ-ის ლიდერი და კონგოს პირველი პრემიერ-მინისტრი, «კონგოს მრგვალი მაგიდის» კონფერენციაზე ბრიუსელში, 1960 წელი

ბელგიელებმა დაიწყეს კამპანია ლუმუმბას წინააღმდეგ მისი იზოლაციის მიზნით. მათ ის დაადანაშაულეს კომუნიზმნთან სიმპათიაში, იმედოვნებდნენ, რომ ამით დაანაწევრებდნენ ეროვნულ მოძრაობას, მხარს უჭერდნენ კემ-ლ-ის მეტოქე — კონაკატს[20]. ბევრ ბელგიელს იმედი ჰქონდა, რომ დამოუკიდებელი კონგო გახდებოდა ფედერაციის ნაწილი, საფრანგეთის თანამეგობრობის ან ბრიტანული ერთა თანამეგობრობის მსგავსი, და რომ მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ბელგიასთან გაგრძელდებოდა[21]. ბელგიის ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა კონგოს არჩევნებს 1960 წლის მაისში, რომელმაც გამარჯვება მოუტანა კონგოს ეროვნულ მოძრაობას (კემ)[18].

კონგოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება და კოლონიალური ბატონობის დასასრული, როგორც იგეგმებოდა, განხორციელდა 1960 წლის 30 ივნისს. ქალაქ ლეოპოლდვილის ერთა სასახლეში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ბელგიის მეფე ბოდუენი, რომელზეც კონგოში კოლონიალური მმართველობის დასასრული მან გამოაცხადა, როგორც ლეოპოლდ II-ის მიერ დაწყებული ბელგიის «ცივილიზატორული მისიის» კულმინაცია[22]. მეფის გამოსვლის შემდეგ მოულოდნელად სიტყვით გამოვიდა ლუმუმბა, რომელშიც მკვეთრად გააკრიტიკა კოლონიალიზმი და დამოუკიდებლობა აღწერა, როგორც ეროვნული მოძრაობის დიდი წარმატება[23]. თვით ზოგიერთმა კონგოელმა პოლიტიკოსმაც კი ეს გამოსვლა აღიქვა, როგორც ზედმეტად პროვოკაციული. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობა მთელ კონგოში ფართედ აღინიშნა[24].

პოლიტიკურად ახალი სახელმწიფო გახდა ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლება გაყოფილი იქნა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. კასავუბუ გამოცხადდა პრეზიდენტად, ხოლო ლუმუმბა — პრემიერ-მინისტრად[25]. მიუხედავად კონაკატის და სხვა პარტიების წინააღმდეგობისა, კონგოს კონსტიტუცია აცხადებდა ცენტრალიზმს — ხელისუფლების კონცენტრაციას ლეოპოლდვილის ცენტრალური მთავრობის ხელში, მნიშვნელოვანი ძალაუფლების პროვინციალურ დონეზე გადაცემის გარეშე[26].

1960 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კონგოს რესპუბლიკა მოიცვა მკვეთრმა პოლიტიკურმა კრიზისმა. გააქტიურდნენ სეპარატისტული ძალები, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს კატანგის სახელმწიფომ მუაზ ჩომბეს მეთაურობით და სამხრეთმა კასაიმ ალბერ კალონჟის მეთაურობით. კრიზისი გრძელდებოდა 5 წელი, ხელისუფლებაში მობუტუ სესე სეკოს მოსვლამდე. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში იძულებითი სიკვდილით დაიღუპა 100 ათას ადამიანზე მეტი[27].

კრიზისი კონგოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კონგოს კრიზისი.

მიუხედავად დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, ბელგიის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ თეთკანიანები შეძლებდნენ შეენარჩუნებინათ საკუთარი პოზიციები განუსაზღვრელი ვადით[26]. კონგოს რესპუბლიკა მაინც დამოკიდებული იყო ისეთ კოლონიალურ ინსტიტუტებზე, როგორიცაა Force Publique (ჟანდარმერია), სადავ თეთრკანიანებმა შეინარჩუნეს სამეთაურო თანამდებობები. ბევრი კონგოელი ვარაუდობდა, რომ დამოუკიდებლობა მოიტანდა უეცარ სოციალურ ცვლილებებს, შედეგად თეთრკანიანთა პოზიციების შენარჩუნება მათ დიდ უკმაყოფილებას იწვევდა[28].

«Force Publique»-ის ბელგიელმა მეთაურმა — გენერალ-ლეიტენანტმა ემილ იანსენსმა უარი განაცხადა კონგოს დამოუკიდებლობა განეხილა, როგორც ჟანდარმერიის მუშაობაში ცვლილებების შეტანის საფუძველი. 5 ივლისს «Force Publique»-ის რამდენიმე ასეული აუმხედრდა საკუთარ თეთრკანიან ოფიცრებს კემპ-ჰარდიში ქალაქ ტისვილთან ახლოს. მეორე დღეს ამბოხი გავრცელდა ლეოპოლდვილში, ხოლო მოგვიანებით — მთელი ქვეყნის გარნიზონებში[29].

იმის მაგივრად, რომ ბელგიის ჯარი გამოეყვანათ აჯანყების ჩასაქრობად, როგორც ამას იანსენსი მოუწოდებდა, ლუმუმბამ იგი გადააყენა და «Force Publique» გადააკეთა კონგოს ეროვნულ არმიად (კეა). ყველა შავკანიან ჯარისკაცს მოუმატეს სულ ცოტა ერთი თანრიგი[30]. სეჟანტ-მაიორი ვიქტორ ლუნდულა დაინიშნა კონგოს ეროვნული არმიის მეთაურად და წოდებით გახდა გენერალ-მაიორი. იმავდროულად მობუტუ სესე სეკო, სეჟანტ-მაიორი და ლუმუმბას უახლოესი თანაშემწე, გახდა ლუნდულას მოადგილე — შტაბის უფროსი[31]. ხელისუფლებამ სცადა შეეჩერებინა ამბოხი, ლუმუმბა და კასავუბუ პირადად გამოვიდნენ ლეოპოლდვილში და ტისვილში, რათა დაერწმუნებინათ ამბოხებულები დაეყარათ, მაგრამ ქვეყნის დიდ ნაწილში ამბოხი ძლიერდებოდა. თეთრკანიანი ოფიცრები და სამოქალაქო პირები ხდებოდნენ თავდასხმისა და ძარცვის მსხვერპლი, ხოლო თეთრკანიანი ქალები — ძალადობის მსხვერპლი. ბელგიის ხელისუფლება შეშფოთდა სიტუაციით, განსაკუთრებით როდესაც თეთრკანიანმა დევნილებმა დაიწყეს იქ ჩასვლა[32].

9 ივლისს ბელგიამ კონგოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე გადასხა საკუთარი დესანტი კაბალოში და სხვა პროვინციებში თეთრკანიანი სამოქალაქო პირების დასაცავად[33]. ბელგიის ინტერვენციამ ორად გაჰყო ლუმუმბას და კასავუბუს შეხედულებები. კასავუბუმ გაიზიარა ბელგიელთა ინტერვენცია[32], ხოლო ლუმუმბამ მოუწოდა ყველა კონგოელს დაეცვათ რესპუბლიკა მათგან, ვინც მას საფრთხეს უქმნიდა[33]. ლუმუმბას თხოვნით თეთრკანიანი სამოქალაქო პირები 11 ივლისს ევაკუირებულები იქნენ საპორტო ქალაქ მატადიდან ბელგიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ. მაგრამ შემდგომში ბელგიურმა გემებმა ცეცხლი დაუშინეს ქალაქს. დაიღუპა სულ ცოტა 19 მშვიდობიანი მაცხოვრებელი. ასეთმა მოქმედებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია, რასაც მოჰყვა თეთრკანიან მოსახლეობაზე თავდასხმები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბელგიის არმია შევიდა რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ლეოპოლდვილში, სადაც მოუხდათ კონგოს არმიასთან შეჯახება[32].

სეპარატიზმი კატანგაში და სამხრეთ კასაიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წლის 11 ივლისს კონაკატის პარტიის ლიდერმა მუაზ ჩომბემ გამოაცხადა კონგოს სამხრეთი პროვინციის — კატანგის დამოუკიდებელი სახელმწიფო — კატანგის სახელმწიფო — დედაქალაქით ელიზაბეტვილი, ხოლო საკუთარი თავი — მის პრეზიდენტად[34]. მინერალებით მდიდარი კატანგა ტრადიციულად უფრო ახლო იყო მეზობელ ჩრდილოეთ როდეზიასთან, ვიდრე დანარჩენ კონგოსთან[35]. კონაკატის პარტია ამტკიცებდა, რომ კატანგის მაცხოვრებლები ეთნიკური თვალსაზრისით განსხვავდება კონგოს ტომის ხალხისგან და სხვა კონგოელებისგან. კონგოს რესპუბლიკიდან გამოყოფა ნაწილობრივ მოტივირებული იყო კატანგელი სეპარატისტების სურვილით შეენარჩუნებინათ სპილენძის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან მიღებული შემოსავალი და არ გადაეცათ იგი ლეოპოლდვილში[36]. თვითგამოცხადებული კატანგის შექმნის გამოცხადებისას, ჩომბემ განაცხადა: «ჩვენ გამოვეყავით ქაოსს»[37].

კატანგის პროვინციაში არსებულმა მსხვილმა სამთომომპოვებელმა კომპანია «Union Minière du Haut Katanga»-მ (UMHK), თავდაპირველად მხარი დაუჭირა მის კონგოდან გამოყოფას, იმის შიშით, რომ კონგოს ცენტრალური ხელისუფლება მოახდენდა მრეწველობის ნაციონალიზაციას. UMHK-ს მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნოდა «Société Générale de Belgique»-ს, ცნობილ ჰოლდინგურ კომპანიას, რომლის ცენტრალური ოფისი მდებარეობდა ბრიუსელში და ჰქონდა მჭიდრო კავშირები ბელგიის ხელისუფლებასთან. კომპანია UMHK-ს ძალისხმევით ბელგიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კატანგის დამოუკიდებლობას, მოუწოდა სამხედროებს და სამოქალაქო მოსამსახურეებს დარჩენილიყვნენ თავიანთ პოსტებზე[38]. ჩომბემ დაიწყო დაქირავებულთა რაზმების შექმნა, ძირითადად თეთრკანიანების სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და როდეზიიდან, რათა გაეზარდა კატანგის ჯარის რაოდენობა[39]. ბელგიელების არაოფიციალური მხარდაჭერის დროსაც კი კატანგამ ვერ მიიღო ოფიციალური დიპლომატიური აღიარება ვერც ერთი ქვეყნიდან[40].

კატანგის გამოყოფიდან ერთ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, 8 აგვისტოს კატანგიდან ჩრდილოეთით მდებარე კასაის პროვინციის ნაწილმა გამოაცხადა ავტონომია ცენტრალური ხელისუფლებისგან და შექმნა სამხრეთი კასაი დედაქალაქით ბაკვანგა[38]. სამხრეთ კასაი იყო გაცილებით პატარა, ვიდრე კატანგა, მაგრამ იძლეოდა ალმასების მოპოვების თითქმის მთლიან მოცულობას კონგოს მასშტაბებში. სამხრეთ კასაი ძირითადად დასახლებული იყო ლუბას ტომის ხალხით და მისმა პრეზიდენტმა ალბერ კალონჟიმ განაცხადა, რომ ლეოპოლდვილიდან გამოყოფა დაკავშირებულია ლუბას ტომის ხალხის ჩაგვრასთან კონგოს დანარჩენ ნაწილში[38]. სამხრეთ კასაის მხარი დაუჭირა «Forminière»-ს მმართველობამ — მეორე ბელგიურმა სამთომომპოვებელმა კომპანიამ, რომელმაც მიიღო მთელი რიგი შეღავათები ახალი სახელმწიფოს ხელისუფლების მხრიდან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ[38].

საერთაშორისო რეაქცია და გაეროს ჯარების შეყვანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოში ბელგიის ხელისუფლების მიერ სეპარატისტებისადმი მხარდაჭერამ გამოიწვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მოწოდებები ბელგიის ჯარების კონგოს ტერიტორიიდან გამოყვანის მოთხოვნით. გაეროს გენერალური მდივანი დაგ ჰამარშელდი თვლიდა, რომ კონგოს კრიზისი გაეროს საშუალებას მისცემდა ეჩვენებინა საკუთარი სამშვიდობო პოტენციალი და მოუწოდა კონგოში გაეგზავნათ სამშვიდობოების მრავალეროვნული კონტინგენტი[41]. 14 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 143, რომელიც ბელგიას მოუწოდებდა გამოეყვანა ჯარები კონგოდან და ისინი შეცვლილიყვნენ გაეროს სამშვიდობოებით[42].

შვედი მშვიდობისმყოფელი კონგოში.

«კონგოში გაეროს ოპერატიული ჯგუფის» (ONUC) ჩამოსვლას თავდაპირველად დაეთანხმნენ ლუმუმბა და კასავუბუს ცენტრალური ხელისუფლება — ისინი თვლიდნენ, რომ გაერო დაეხმარებოდა მათ სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში[43]. მაგრამ ONUC-ის თავდაპირველი მანდატი ითვალისწინებდა მშვიდობის მხარდაჭერას, ჰამარშელდმა უარი თქვა გამოეყენებინათ გაეროს ჯარი სეპარატისტების წინააღმდეგ ცენტრალური ხელისუფლების დასახმარებლად. ის ამტკიცებდა, რომ გაეროს სამხედრო ჩარევა კრიზისში ჩაითვლება კონგოს სუვერენიტეტის დარღვევად. იმედგაცრუებულმა ლუმუმბამ მიმართა საბჭოთა კავშირს, რომელიც დათანხმდა ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადაეცათ სამხედრო იარაღი, გაეწიათ მატერიალურ-ტექნიკური და მატერიალური დახმარება. დაახლოებით 1000 საბჭოთა სამხედრო თანაშემწე მალევე ჩავიდნენ კონგოში[44]. ლუმუმბას მოქმედებებმა გააღიზიანა ხელისუფლების დანარჩენი წევრები, განსაკუთრებით კასავუბუ, რომელიც უფრთხოდა საბჭოთა სამხედრო ჩარევის შედეგებს. ამერიკელებს ასევე ეშინოდათ, რომ საბჭოეთის კონგოსადმი დახმარება ცენტრალურ აფრიკაში მოიტანდა კომუნისტური გავლენის მნიშვნელოვან გაფართოებას[44].

საბჭოთა კავშირის დახმარებით კონგოს ეროვნული არმიის 2000 ჯარისკაცმა დაიწყო დიდი შეტევა სამხრეთ კასაის სეპარატისტების ეინააღმდეგ[45]. შეტევა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მაგრამ შეტევის მიმდინარეობისას არმიამ დაიწყო მონაწილეობის მიღება ეთნიკური ჯგუფების — ბალუბასა და ლულუას შორის შიდა გარჩევებში[45]. შედეგად კონგოს ეროვნულმა არმიამ მოახდინა ლულუას წარმომადგენლების მთელი რიგი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა: დაახლოებით 3000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი იქნა დახოცილი[46]. ძალადობამ გამოიწვია ბალუბას ათასობით წარმომადგენლების მასიური გაქცევა, რომლებმაც მიატოვეს საკუთარი სახლ-კარი, რომ გარიდებოდნენ საბრძოლო მოქმედებებს[47].

კონგოს კონფლიქტში საბჭოთა კავშირის მონაწილეობამ შეაშფოთა აშშ. დუაიტ ეიზენჰაუერის ამერიკულ ხელისუფლებას ადრევე აეჭვებდა, რომ ლუმუმბა იყო კომუნისტი და ცდილობდა კონგო გადაექცია საბჭოთა კავშირის კონტროლირებად ქვეყანად. 1960 წლის აგვისტოში რეგიონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტები იტყობინებოდნენ, რომ «კონგო განიცდის… კლასიკურ კომუნისტურ ინტერვენციას», და ყველას აფრთხილებდნენ, რომ კონგო შეიძლება წავიდეს კუბის გზით[48].

განხეთქილება ცენტრალურ ხელისუფლებაში და მობუტუს პირველი გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კონგოს რესპუბლიკა 1960—1961 წლებში:
  პრეზიდენტის ძალების კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორია
  ლუმუმბას მომხრეების კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორია
  თვითგამოცხადებული სამხრეთი კასაის სახელმწიფოს ტერიტორია Flag of South Kasai.svg
  თვითგამოცხადებული კატანგის სახელმწიფოს ტერიტორია Flag of Katanga.svg

ლუბუმბას საბჭოთა კავშირისადმი დახმარების შესახებ მიმართვამ განხეთქილება შეიტანა კონგოს ხელისუფლებაში და დასავლეთის სახელმწიფოებისგან გამოიწვია ზეწოლის გაძლიერება ლუბუმბას ხელისუფლებიდან გაძევების მიზნით. ამას გარდა, ჩომბემ და კალონჟიმ მიმართეს კასავუბუს, რომელიც, მათი აზრით იყო უფრო ზომიერი პოლიტიკოსი, რომ ლუმუმბას გადაყენების შემთხვევაში ისინი პირობას დადებდმენ მოლაპარაკებაზე წამოსვლაზე[49]. ამას გარდა, მობუტუმ დაამყარა მთლიანი კონტროლი არმიაზე და გარედან მიღებული სამხედრო დახმარების მარშრუტებზე[31].

1960 წლის 5 სექტემბერს კასავუბუმ რადიოთი განაცხადა, რომ მან მიიღო ცალმხრივი გადაწყვეტილება ლუმუმბას პოსტიდან განთავისუფლების შესახებ, ბრალი დადო მას სამხრეთ კასაიში მასობრივი მკვლელობების მოწყობის შესახებ, ასევე დაპირდა ხალხს ამერიკულ დახმარებას[49]. გაეროს აშშ-ის წარმომადგენელმა კონგოში ენდრიუ კორდიემ, გამოიყენა თავისი კავშირები, რომ დაებლოკა კემ-ლ ფრაქციის შესაძლებლობები პასუხი გაეცა ბრალდებებზე[50]. მაგრამ პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა ლუმუმბას და გაამტყუნეს კასავუბუ[49]. ლუმუმბა ცდილობდა თანამდებობიდან გადაეყენებინა კასავუბუ, მაგრამ ამისათვის ვერ შეძლო აუცილებელი მხარდაჭერის მიღება. ვითომდა ჩიხიდან გამოსასვლელად, მობუტუ სესე სეკომ მოახდინა უსისხლო გადატრიალება და გადააყენა კასავუბუც და ლუმუმბაც, შეცვალა ისინი «კომისარების კოლეგიით», რომელიც შედგებოდა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მთელი რიგი წარმომადგენლებისგან ჟან-ჟიუსტენ მარი ბომბოკოს მეთაურობით[51]. საბჭოთა სამხედრო თანაშემწეებმა მიიღეს ბრძანება დაეტოვებინათ ქვეყანა[52]. მობუტუს პროპაგანდამ განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალებამ უნდა გამოაფხიზლოს პოლიტიკოსები, რის შემდეგაც ხელისუფლება კვლავ გახდება სამოქალაქო. მაგრამ რეალობაში მობუტუ გამოვიდა კასავუბუს მხარეს ლუმუმბას საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოკეტეს შინაურ პატიმრობაში გაეროს განელი სამშვიდობოების მეთვალყურეობის ქვეშ და კონგოს ეროვნული არმიის ჯარისკაცების გარეთა ალყაში[53]. კასავუბუ მობუტუს ინიციატივით 1961 წლის თებერვალში ხელახლა დაინიშნა პრეზიდენტად. ამ მომენტიდან მობუტუმ მიიღო შესაძლებლობა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა კრიზისის გადაწყვეტაზე[54][52].

კასავუბუს აღდგენის შემდეგ იყო კონგოს ფრაქციებს შორის დაახლოების მცდელობები. ჩომბემ დაიწყო მოლაპარაკებები კონფედერაციული კონგოს ჩამოყალიბების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეული იქნა კომპრომისული შეთანხმება, ის ფაქტიურად არ შესულა ძალაში კასავუბუსა და ჩომბეს შორის პირადი უთანხმოებების გამო[55]. შეთანხმების მიღწევის მცდელობებმა 1961 წლის ივლისში მოიტანა ახალი ხელისუფლების შექმნა სირილ ადულას მეთაურობით, რომელშიც შევიდნენ ლუმუმბას და სამხრეთ კასაის წარმომადგენლები და ფრაქციები, მაგრამ კატანგის მონაწილეობის გარეშე[55].

კემ-ლ-ის უკმაყოფილო წევრები გაიქცნენ აღმოსავლეთში — სტენლივილში, სადაც 1960 წლის ნოემბერში ანტუან გიზენგას მეთაურობით ჩამოაყალიბეს ამბოხებულთა ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ქალაქ ლეოპოლდვილში[55][56]. გიზენგას ხელისუფლება აღიარა ზოგიერთმა სახელმწიფომ, მათ შორის საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა, როგორც კონგოს ოფიციალური ხელისუფლება. მას შეეძლო გამოეყვანა 5500 ჯარისკაცი 7000 სამთავრობო ჯარისკაცის წინააღმდეგ[57]. მაგრამ გაეროს ზეწოლის შედეგად, გიზენგას ხელისუფლება თავისი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ დაეცა 1962 წლის იანვარში[58].

ლუმუმბას მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუმუმბა გაიქცა შინაური პატიმრობიდან აღმოსავლეთში — სტენლივილში, სადაც მან განიზრახა საკუთარი მომხრეების შეკრება. მას დაედევნა მობუტუს ერთგული ჯარი და 1960 წლის 1 დეკემბერს ქალაქ პორტ-ფრანკიში ის დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ლეოპოლდვილში ჩაიყვანეს[59]. საბჭოთა კავშირმა მოითხოვა ლუმუმბას განთავისუფლება. 1960 წლის 7 დეკემბერს გაიმართა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სასწრაფო სხდომა საბჭოთა კავშირის მოთხოვნების განსახილველად ლუმუმბას დაუყოვნებლივი განთავისუფლების, მისი კონგოს ხელისუფლების მეთაურის თანამდებობაზე აღდგენის და მობუტუს შეიარაღებული ძალების განიარაღების შესახებ. 1960 წლის 14 დეკემბერს საბჭოთა კავშირის პოზიციას მხარი დაუჭირა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რვა წევრმა ორის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ტყვეობაში ლუმუმბამ განიცადა წამება და გადაყვანილი იქნა ტისვილში, ხოლო შემდეგ კატანგის პროვინციაში, სადაც ის გადასცეს ჩომბესადმი ლოიალურ ძალებს[60]. 1961 წლის 17 იანვარს ელიზაბეტვილის რაიონში კატანგის ჯარისკაცებმა ლუმუმბა სიკვდილით დასაჯეს[61].

13 თებერვალს ლუმუმბას სიკვდილით დასჯის შესახებ პრესის ახალ ამბებში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა გამოიწვია საერთაშორისო აღშფოთება[62]. ბელგიის საელჩოს ბელგრადში შეუტიეს მომიტინგეებმა, დემონსტრაციები გაიმართა ლონდონში და ნიუ-იორკში.

გაეროს კონტინგენტის გაძლიერება და კატანგის შემოერთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კატანგელი ჯარისკაცები და თეთრკანიანი დაქირავებულები, 1962 წელი

1960 წლის ივლისიდან გაერომ გამოსცა მთელი რიგი დამატებითი რეზოლუციები, რომლებიც მოუწოდებდნენ ბელგიის ჯარს და დაქირავებულებს მთლიანად დაეტოვებინათ კატანგის პროვინცია. 1961 წლისთვის ONUK-ის რაოდენობა შეადგენდა თითქმის 20 000 ადამიანს[63]. მიუხედავად იმისა, რომ მათი მანდატი არ იძლეოდა უფლებას მიმხრობოდნენ ამა თუ იმ მებრძოლ მხარეს, ONUK-ის სამშვიდობოებს ჰქონდათ უფლება დაეპატიმრებინათ უცხოელი დაქირავებულები. 1961 წლის სექტემბერში კატანგელი დაქირავებულების ჯგუფის დაკავების მცდელობა «Morthor»-ის ოპერაციის დროს დამთავრდა ურთიერთსროლით[64]. სექტემბრის შუა რიცხვებში გაეროს ირლანდიელი სამშვიდობოების ასეული დაკავებული იქნა რაოდენობით უფრო მეტი კატანგელი ჯარისკაცების მიერ ქალაქ ლიკასის ექვსდღიანი ალყის შემდეგ. კატანგის მეომრებს ირლანდიელები დაკავებული ჰყავდათ, როგორც სამხედრო ტყვეები, რამაც გამოიწვია გაეროს აღშფოთება[65].

1961 წლის 18 სექტემბერს დაგ ჰამარშელდი ჩამოფრინდა ჩრდილოეთ როდეზიის ქალაქ ნდოლაში, კონგოს საზღვართან სიახლოვეს, რათა ეცადა ეკისრა შუამავლობა გაეროს სამხედრო ძალებსა და კატანგელ მეომრებს შორის შეწყვეტილიყო ცეცხლი. აეროპორტში დაშვების მცდელობისას მისმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ყველა ბორტზე მყოფი ადამიანი დაიღუპა[66]. გაეროს ახალი გენერალური მდივანი უ ტანი, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, მხარს უჭერდა კონგოს კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობის უფრო რადიკალურ პოლიტიკას[66]. ოქტომბრის შუა რიცხვებში კატანგელებმა გაანთავისუფლეს ირლანდიელი ჯარისკაცები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ONUK დათანხმდა გაეყვანა საკუთარი ჯარი თვითგამოცხადებული სახელმწიფოს საზღვრებიდან[65]. მაგრამ ამერიკელების მიერ კონგოში საკუთარი პოლიტიკის გადახედვამ და 1961 წლის ნოემბერში გაეროს 10 იტალიელი პილოტის მკვლელობამ ქალაქ კინდუში გააძლიერა გაეროს და კონგოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიციები[66]. 1961 წლის დეკემბერში სამხრეთი კასაი დაიკავა კონგოს ეროვნულმა ჯარმა, ხოლო კალონჟი დაპატიმრებული იქნა.

1961 წლის ნოემბერში გამოშვებული რეზოლუცია 169, მოუწოდებდა ONUK-ს რეაგირება მოეხდინა ადამიანის უფლებების გაუარესების სიტუაციაზე და შეეჩერებინა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი კონგოში. რეზოლუციამ სრულიად უარყო კატანგის პრეტენზიები დამოუკიდებლობის შესახებ და ONUK-ს ნება დართო გამოეყენებინა ყველა აუცილებელი ძალა «კონგოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის დასახმარებლად კანონიერების და მართლწესრიგის აღდგენაში და დაცვაში»[67]. კატანგელებმა მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, რის პასუხადაც ONUK-ის ჯარმა დაიწყო ოპერაცია «Unokat» ელიზაბეტვილის ირგვლივ სტრატეგიული პოზიციების დაპყრობის მიზნით. საერთაშორისო ზეგავლენის გამო 1962 წლის დეკემბერში ჩომბემ ხელი მოაწერა კიტონის დეკლარაციას, რომლითაც ის დათანხმდა ეღიარებინა ცენტრალური მთავრობის ხელისუფლება და კონსტიტუცია, რითაც მან უარი თქვა კატანგის დამოუკიდებლობის პრეტენზიაზე[68]. მაგრამ ჩომბესა და სირილ ადულას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თანაც კატანგელმა სეპარატისტებმა წარმატებული შეტევა განავითარეს გაეროს ჯარების წინააღმდეგ და შეავიწროვეს იგი. მაგრამ ბელგიელთა შეხედულება სეპარატისტების მიმართ შეიცვალა, მათ უკვე აღარ სურდათ დახმარებოდნენ კატანგას, რაც აჩვენებდა კატანგის სახელმწიფოებრიობის დღემოკლეობას[66].

1962 წლის 24 დეკემბერს ელიზაბეტვილის სიახლოვეს ერთმანეთს შეეჯახნენ გაეროს ჯარები და კატანგელი მეომრები. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის ცდების ჩავარდნის შემდეგ გაეროს ჯარებმა დაიკავეს ელიზაბეტვილი, რამაც აიძულა ჩომბე დაეტოვებინა ქვეყანა. ამის შემდეგ მალე ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. გაეროს ინდოელი მშვიდობისმყოფელები, მოქმედებდნენ რა მათზე გაცემული ბრძანებების ფარგლებს გარეთ, დაიკავეს ქალაქი ლიკასი, რითაც საშუალება არ მისცეს კატანგელებს გადაჯგუფებულიყვნენ[69]. თანდათანობით გაეროს ჯარმა დაიკავა კატანგის პროვინციის დარჩენილი ნაწილი და 1963 წლის 21 იანვარს ჩომბემ ჩააბარა მისი უკანასკნელი დასაყრდენი კოლვეზი, რითაც დამთავრდა კატანგის სახელმწიფოებრიობის მოკლე პერიოდი[69].

პოლიტიკური დარეგულირებების მცდელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატანგის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები დაქსაქსულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის[70]. მოლაპარაკებები დაემთხვა ბრაზავილში ემიგრირებული ლუმუმბას მომხრეების პოლიტიკური ჯგუფის — განთავისუფლების ეროვნული საბჭოს (გეს) შექმნას[71]. მოლაპარაკებები დამთავრდა ახალი კონსტიტუციის დამტკიცებით, რომელიც მოუწოდებდა ძალების ბალანსის შექმნას[70]. ახალმა კონსტიტუციამ გაზარდა პრეზიდენტის ხელისუფლება, შეკვეცა პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება და დაამშვიდა რეგიონალური ელიტა, გაზარდა პროვინციების რიცხვი 6-დან 21-მდე მათი ავტონომიის გაფართოებით[72][70]. კონსტიტუციამ ასევე შეცვალა სახელმწიფოს სახელწოდება: კონგოს რესპუბლიკის ნაცვლად მას ეწოდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა[70]. ის მიღებული იქნა 1964 წლის ივნისის რეფერენდუმზე. იმავდროულად ახალი აღცევნების ჩატარების მოლოდინის გამო დაითხოვეს პარლამენტი. კასავუბუმ კატანგის ყოფილი ლიდერი ჩომბე დანიშნა დროებით პრემიერ-მინისტრად[73]. დასავლეთმა მხარი დაუჭირა ამ კანდიდატურას, რადგანაც ჩომბე ითვლებოდა კომუნიზმის აშკარა მტრად, მაგრამ აფრიკის სახელმწიფოების ლიდერებს შორის, როგორიცაა მაროკოს მეფე ჰასან II, ის ითვლებოდა იმპერიალიზმის მარიონეტად მისი როლის გამო კატანგის გამოყოფაში[74].

ახალი არჩევნები დანიშნული იყო 30 მარტისთვის, მაგრამ ამ დროს დაიწყო დიდი აჯანყება კონგოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში[70].

სიმბას და კვილუს აჯანყებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კონგოს რუკა, წითელი ფერით აღნიშნულია სიმბას აჯანყებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, ყვითელით — კვილუს, 1964 წელი

პოლიტიკური კრიზისის პერიოდმა გამოიწვია იმედგაცრუება ცენტრალურ ხელისუფლებაში. დედაქალაქში გაიზარდა «მეორე დამოუკიდებლობის» მიღწევის მოთხოვნა[75]. «მეორე დამოუკიდებლობის» ლოზუნგი აიტაცეს კონგოს რევოლუციონერმა მაოისტებმა, კერძოდ პიერ მულელემ, რომელიც ერთ დროს იყო განათლების მინისტრი ლუმუმბას მთავრობაში. შედეგად პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია დიდი აჯანყება ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ[76].

აჯანყების კერები წარმოიშვა სოფლის დასახლებულ პუნქტებში, სადაც განსაკუთრებით აქტიური იყო ლუმუმბისტების აგიტაცია, ყველაზე უფრო მეტად პენდეს და მბუნდუს ხალხს შორის[75][77]. 1963 წლის ბოლოს დაიწყო მღელვარებები კონგოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში. 1964 წლის 16 იანვარს იფეთქა კვილუს აჯანყებამ კვილუს პროვინციის ქალაქებში იდიოფა და გუნგუ[78]. მალე აჯანყება გადაედო კივუს პროვინციის აღმოსავლეთს, ხოლო შემდეგ ქალაქ ალბერვილს, რამაც გამოიწვია სიმბას აჯანყება[79][78]. აჯანყებულებმა დაიწყეს თავიანთი ტერიტორიების გაფართოვება და სწრაფად გაემართნენ ჩრდილოეთისკენ, დაიკავეს სტენლივილი, პაულისი და ლისალა[78].

აჯანყებულებს, რომლებიც საკუთარ თავს «Simba»ს უწოდებდნენ (სუაჰილის ენაზე «ლომი»), ჰქონდათ საკმაოდ არეული იდეოლოგია, დაფუძნებული კომუნისტურ ლოზუნგებზე[80]. რევოლუციონერთა უმრავლესობა ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ აჯანყება მათ მისცემდა განვითარების შესაძლებლობას, რომელიც არ მიუცია ხელისუფლებას[81]. აჯანყებულებს სჯეროდათ მაგიური რიტუალების, თვლიდნენ, რომ ისინი მათ დაიცავდნენ ტყვიებისაგან[82].

აჯანყებულებმა დააარსეს სახელმწიფო — კონგოს სახალხო რესპუბლიკა — დედაქალაქით სტენლივილში, რომლის პრეზიდენტად დაინიშნა კრისტოფ გბენიე. ახალ სახელმწიფოს მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა, რომლებიც მას ამარაგებდნენ საბრძოლო იარაღით, ასევე აფრიკის მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა, კერძოდ ტანზანიამ[83]. კუბამ გააგზავნა 100 კონსულტანტზე უფრო მეტი რაოდენობის ჯგუფი ერნესტო ჩე გევარას ხელმძღვანელობით აჯანყებულებისათვის საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკის შესასწავლად[83]. სიმბას აჯანყება დაემთხვა ცივი ომის ესკალაციას ტონკინის ყურის ინციდენტის შემდეგ და ივარაუდებოდა, რომ, თუ აჯანყებას მალევე არ ჩაახშობდნენ, კონგოს ელოდა ვიეტნამის ომის მსგავსი სრულმასშტაბიანი ამერიკული სამხედრო ინტერვენცია[84].

აჯანყების ჩახშობა და ბელგიურ-ამერიკული ინტერვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წლის აგვისტოს ბოლოს აჯანყებულებმა დაიწყეს პოზიციების დაკარგვა. ქალაქები ალბერვილი და ლისალა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში დაიკავა კონგოს სამთავრობო ჯარებმა[85]. ჩომბემ, რომელიც მობუტუს ეყრდნობოდა, დაიბრუნა თავისი კატანგელი ყოფილი დაქირავებულების დიდი ნაწილი და ისინი გააგზავნა აჯანყებულების წინააღმდეგ[86]. ძირითადად დასავლეთ ევროპიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოყვანილი დაქირავებულები «ცოფიანი მაიკლ ჰოარის» მეთაურობით, შეყვანილი იყვნენ ქვედანაყოფში, ცნობილი როგორც კონგოს ეროვნული არმიის კომანდოსის მე-5 რაზმი[87]. ამ რაზმმა სახელი გაითქვა კონფლიქტის ზონაში თავისი სისასტიკით — მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით, წამებით, ძარცვა-გლეჯვით და გაუპატიურებით[88]. დაქირავებულებს ასევე დახმარებას უწევდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან[89].

ბელგიის დესანტი სტენლივილის აეროპორტში

1964 წლის ნოემბერში აჯანყებულებმა ტყვედ აიყვანეს ქალაქ სტენლივილის დარჩენილი თეთრკანიანი მოსახლეობა. თეთრკანიანები გახდნენ მძევლები «ვიქტორიის» ოტელში, რომლებსაც აჯანყებულები განიხილავდნენ კონგოს ეროვნულ არმიასთან მოლაპარაკებების დროს კოზირის სახით გამოსაყენებლად. მძევლების გასანთავისუფლებლად კონგოში ჩავიდნენ ბელგიელი პარაშუტისტები ამერიკული ავიაციის დახმარებით. 24 ნოემბერს «წითელი დრაკონის» ოპერაციის ფარგლებში ბელგიელი პარაშუტისტები გადასხდნენ სტენლივილში და შეუდგნენ მძევლების განთავისუფლებას[90]. ბრძოლის დროს საერთო ჯამში დაახლოებით 70 მძევალი და 1000 კონგოელი მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა, მაგრამ მძევლების უმრავლესობა მაინც განთავისუფლდა[91]. ბელგიელებს ჰქონდათ მხოლოდ მძევლების განთავისუფლების და არა ქალაქიდან აჯანყებულების განდევნის ბრძანება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ოპერაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აჯანყების მსვლელობაზე[90]. ოპერაციის დამთავრების შემდეგ ბელგიელი მოდესანტეები დაბრუნდნენ სამშობლოში[92].

გარედან ჩარევის შედეგად ჩომბემ დაკარგა კასავუბუს და მობუტუს მხარდაჭერა და 1965 წლის ოქტომბერში განთავისუფლდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. «წითელი დრაკონის» ოპერაციის დამთავრებისთანავე კონგოს ეროვნულმა არმიამ და დაქირავებულებმა დაიკავეს ქალაქი სტენლივილი და დაასრულეს სიმბას აჯანყება. წინააღმდეგობის კერები შენარჩუნდა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით სამხრეთ კივუს პროვინციაში, სადაც ლორან-დეზირე კაბილა სათავეში ჩაუდგა აჯანყებულების დაჯგუფებას[93].

მობუტუს მეორე გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წლის მარტის არჩევნებში ჩომბეს კონგოს ეროვნული კონგრესის პარტიამ (კეკ) მიიღო ხმათა უმრავლესობა, მაგრამ მისი პარტიის დიდმა ნაწილმა მალე დატოვა მისი რიგები და შექმნა კონგოს დემოკრატიული ფრონტი (კდფ)[94]. კასავუბუ ეცადა ესარგებლა სიტუაციით და მაქსიმალურად შეეზღუდა ჩომბეს მოქმედებები, მან კგფ-ს ლიდერი და ჩომბეს ოპონენტი ევარისტ კიმბა მუტომბო დანიშნა პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ჩომბესადმი ლოიალურად განწყობილმა პარლამენტმა უარი განაცხადა მისი დანიშვნის რატიფიცირებაზე. იმის ნაცვლად, რომ კასავაბუს მოეძებნა კომპრომისული კანდიდატი, მან ცალმხრივად გამოაცხადა კიმბა მუტომბო პრემიერ-მინისტრად, რამაც ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში. შედეგად მობუტუმ ხელმეორედ განახორციელა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება და 1965 წლის 25 ნოემბერს ხელში ჩაიგდო ხელისუფლება[94].

მობუტუმ ქვეყანაში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა 5 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ, მისი სიტყვებით, დემოკრატია იქნება აღდგენილი[95]. მობუტუს სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ხალხს პირდებოდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, უმეტეს ნაწილად განხორციელდა აშშ-ის და სხვა დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით. თავდაპირველად მისმა მმართველობამ მიიღო დიდი პოპულარობა. ის საკუთარ ხელში თავს უყრიდა სულ უფრო მეტ სახელისუფლებო ძალაუფლებას, 1966 წელს გააუქმა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო 1967 წელს პარლამენტი[95].

კრიზისის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მობუტუ და რიჩარდ ნიქსონი თეთრ სახლში, 1973 წელი

ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მობუტუ თანდათანობით აძლიერებდა საკუთარ ხელისუფლებას კონგოში. პროვინციების რაოდენობა შემცირდა, ხოლო მათი ავტონომია შეიზღუდა, რის შედეგადაც დამყარდა მაღალი ხარისხის ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1967 წელს, საკუთარი ლეგიტიმურობის საჩვენებლად, მობუტუმ შექმნა რევოლუციის სახალხო მოძრაობის (რსმ) პარტია, რომელიც 1990 წლამდე იყო ერთადერთი ლეგალური პარტია ქვეყანაში[95]. ყველა პროფკავშირული ორგანიზაცია გააერთიანეს ქვეყნის მშრომელთა ეროვნულ კავშირში, ხოლო სხვადასხვა ახალგაზრდული და სტუდენტური საზოგადოებები — მმართველი პარტიის ახალგაზრდულ სექციაში. 1971 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფოს გადაერქვა სახელი და ეწოდა «ზაირი» (ზაირი — პორტუგალიელების მიერ მდინარე კონგოს დამახინჯებული სახელწოდება (ნზარი, მვანზა — ადგილობრივ ენებზე)). კონგოს რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი პატრის ლუმუმბა გამოცხადდა ეროვნულ გმირად. მობუტუმ მოახდინა დარჩენილი უცხოური აქტივების ნაციონალიზაცია[96]. ხელისუფლება ხელს უწყობდა კერძო ბიზნესის განვითარებას და ცდილობდა შეესუსტებინა სახელმწიფოს ეკონომიკური დამოკიდებულება უცხოური კაპიტალისაგან. ასევე მიღებული იქნა ღონისძიებები სოციალურ სექტორში. 1967 წელს კონგოში ჩატარდა ფულადი რეფორმა, რომლის შედეგადაც შემოღებული იქნა ეროვნული ვალუტა ზაირი, რომელმაც შეცვალა კონგოს ფრანკი. ამ ღონისძიებებმა გააუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა ქვეყანაში. იმავე წელს მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლითაც გამოცხადდა მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა. 1970 წელს პირველ პრეზიდენტად არჩეული იქნა მობუტუ. საგარეო პოლიტიკაში მობუტუ ორიენტაციას აკეთებდა დასავლეთის ქვეყნებზე, ხოლო საშინაო პოლიტიკაში — იყენებდა ეროვნულ-რევოლუციურ რიტორიკას.

კრიზისის შემდგომ წლებში მობუტუმ შეძლო ყველა ოპოზიციონერის განეიტრალება, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ მისი ხელისუფლებისთვის. ჩომბე 1965 წელს გააგზავნეს მეორე გადასახლებაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით[97]. 1967 წელს ჩომბეს დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, ის იმავე წელს გაიტაცეს და დააპატიმრეს ალჟირში. 1969 წელს მისმა სიკვდილმა, ვითომდა ბუნებრივი მიზეზების გამო, გამოიწვია ეჭვი მობუტუს მასში მონაწილეობის შესახებ[97]. დევნილობიდან ამნისტიის დაპირებით კონგოში ასევე შემოიტყუეს მულელე, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც დააპატიმრეს, აწამეს და მოკლეს[98].

მთლიანობაში მობუტუს მმართველობა იყო მშვიდობიანი, თუმცა სხვადასხვა რეგიონებში, ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთში და შაბას პროვინციაში (ადრე კატანგის პროვინცია) დროგამოშვებით მაინც ხდებოდა ხანმოკლე საბრძოლო შეტაკებები. 1966 და 1967 წლებს შორის მოხდა ორი ამბოხი, აქედან ერთი სტენლივილში 800 კატანგელი ჟანდარმის მონაწილეობით და მეორე ჩომბეს ყოფილი დაქირავებულების მონაწილეობით[99]. საბოლოო ჯამში მოხდა ამბოხებულების ლიკვიდაცია. ანგოლის მომხრე კონგოს ეროვნული განთავისუფლების ფრონტმა (FLNC) ორჯერ მოაწყო შეიარაღებული აჯანყება შაბას პროვინციაში 1977 და 1978 წლებში.

კრიზისის შემდეგ ფედერალიზმისა და სახელმწიფო ცენტრალიზაციის საკითხები ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, ის რჩებოდა გაყინულ მდგომარეობაში[100]. მობუტუ იყო ცენტრალიზაციის მომხრე, 1965 წელს გამოცემული ერთ-ერთი მისი პირველი აქტი იყო პროვინციების გაერთიანების და მათი უფლებამოსილების დიდი ნაწილის გაუქმების შესახებ. შედეგად ამბოხი პროვინციებში გრძელდებოდა აღმოსავლეთ კონგოში 1980-იან წლებში და არასტაბილურობა მემკვიდრეობათ დატოვა კონგოს აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ[101].

აჯანყება შაბას პროვინციაში (1977)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაირი მთავარ როლს თამაშობდა 1975 წელს ანგოლაში დამყარებულ პროსაბჭოთა მარქსისტულ ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის რეჟიმის წინააღმდეგ. მობუტუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თანამშრომლობდა ჰოლდენ რობერტოსთან, ზაირის ტერიტორიაზე FNLA-ს გამოუყო პლაცდარმები.

ანგოლის სახალხო რესპუბლიკის რეჟიმი ზაირს აღიქვამდა, როგორც მტრულ ძალას. კონგოს ეროვნული განთავისუფლების ფრონტი (FLNC) იყო FNLA-ს თავისებური «სარკისებური ანარეკლი». უკვე 1976 წელს, სამოქალაქო ომის პირველი ეტაპის დამთავრებისთანავე, ანგოლის ხელისუფლებამ კატანგის შეიარაღებულ ემიგრაციასთან დადო შეთანხმებები. FNLC დახმარებას არა მარტო ანგოლის, არამედ კუბის ხელისუფლებასაც სთხოვდა. მაგრამ ანგოლაში კუბელი წარმომადგენლები არ ენდობოდნენ ჩომბეს ყოფილ ჟანდარმებს (მემარცხენე ლოზუნგების მხარდამჭერებსაც) და ყურადღებას არ აქცევდნენ მათ სამხედრო აქტიურობას.

შაბას პროვინციაში FNLC-ის დაჯგუფების შეჭრა დაიწყო 1977 წლის 8 მარტს[102]. რამდენიმე ათასმა მეომარმა ველოსიპედებით გადაკვეთა ანგოლა-ზაირის სახელმწიფო საზღვარი. პირველი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში მათი წინსვლა პრაქტიკულად უპრობლემოდ მიმდინარეობდა. 10 მარტისათვის მათ შაბის პროვინციის რამდენიმე ქალაქი ჰქონდათ დაკავებული. მობუტუმ კონფლიქტში ანგოლა და კუბა დაადანაშაულა.

ზაირის სამთავრობო ჯარების მოქმედებები იყო ნაკლებადეფექტური. კონტრშეტევების მცდელობებმა არანაირი წარმატებები არ მოიტანეს[103]. შაბის მოსახლეობა, რომელიც მობუტუს პოლიტიკით საკმაოდ უკმაყოფილო იყო, კეთილი ნებით შეხვდა ამბოხებულებს. ამავე დროს სახალხო აჯანყება, რისი იმედიც ჰქონდათ FNLA-ს და MPLA-ს არ მოხდა, აქტიური მასობრივი დახმარება არ აღინიშნებოდა. უმრავლესობა ცდილობდა თავი აერიდებინათ ძალადობისგან და გამოხატავდნენ ნეიტრალურ პოზიციას.

პირველი დიდი საბრძოლო შეტაკება მოხდა 18 მარტს ქალაქ კასაჟისთან ახლოს და დამთავრდა FNLC-ის მთლიანი გამარჯვებით. 25 მარტს ამბოხებულებმა დაიკავეს მუტშატშას სარკინიგზო კვანძი. ქალაქები ლუბუმბაში (შაბის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი) და კოლვეზი (სამეურნეო თვალსაზრისით მთავარი ქალაქი) აღმოჩნდნენ საფრთხის ქვეშ[104]. კოლვეზიდან დაიწყო ამერიკელი და ევროპელი საწარმოო სპეციალისტების ევაკუაცია.

FNLC-მ განაცხადა შაბას ადმინისტრაციის შექმნის და სოციალური დახმარებების დარიგების შესახებ. დაიწყო «კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის» მოქალაქეობის პირადობის მოწმობების გავრცელება. ამ ღონისძიებებმა გააძლიერა მოსახლეობის მხარდაჭერა.

მობუტუმ თავის მხარდასაჭერად კინშასას სტადიონზე მოიწვია მიტინგი, მაგრამ ამას არანაირი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. ადვილად შეიმჩნეოდა მისი ნაკლები რაოდენობა და მათი ადგილზე აშკარა ძალდატანებით მოყვანა.

ხელისუფლების საბრძოლო პასუხი გახდა ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორიების საჰაერო დაბომბვები. ზაირმა გამოაცხადა კუბასთან და საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. მობუტუმ სამხედრო დახმარებისათვის მიმართა მის ამერიკელ და დასავლეთევროპელ მოკავშირეებს.

მაროკოელი სამხედროების ჩამოსვლამ მკვეთრად შეცვალა ძალთა თანაფარდობა[105]. კარგად გაწვრთნილმა, შეიარაღებულმა და დიწიპლინირებულმა ჯარმა კომპეტენტური მეთაურებით შანსი არ დაუტოვეს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. სამთავრობო მხარემ დაიწყო კონტრშეტევა.

ახალმა სიტუაციამ აიძულა FNLC გაეაქტიურებინა კონტაქტები მსოფლიო პრესასთან. აჯანყებულთა ხელმძღვანელობამ დაგმო უცხოური ჩარევა და საფრანგეთს ბრალი დასდო ზაირში საკუთარი ეკონომიკური ინტერესებით დაინტერესებაში. აჯანყებისადმი მხარდაჭერა, უცხოური ჩარევის დაგმობა გამოხატა ჟან ჩომბე-უმცროსმა, 1960-იან წლებში კატანგელთა ლიდერის მუაზ ჩომბეს ვაჟმა. ის პირობასაც კი დებდა, რომ ანგოლა, კუბა და საბჭოთა კავშირი FNLC-ს არ უწევენ არანაირ სამხედრო დახმარებას[106]. FNLC-ის მიერ «მეგობარი ფრანგი ხალხისადმი» გაგზავნილი იქნა მეგობრული მიმართვა თხოვნით გავლენა მოეხდინათ საკუთარ ხელისუფლებაზე და აეძულებინათ იგი უარი ეთქვა «მობუტუს კორუმპირებული რეჟიმის» დახმარებაზე.

პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენმა უპასუხა, რომ საფრანგეთის სამხედრო ჩარევას აქვს მეგობარი სახელმწიფოს გარედან აგრესიის წინააღმდეგ დაცვის მიზანი[107].

14 აპრილს კოლვეზიში ჩავიდა მაროკოელი გენერალი აჰმედ დლიმი, რომელიც მაროკოს მეფის ჰასან II-ის უახლოეს წრეს ეკუთნოდა. დაიწყო ზაირის არმიის გაძლიერებული კომპლექტაცია — ქალაქის და სოფლის ახალგაზრდობის და თვით პიგმეები-მშვილდოსნების დაქირავებაც. აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო ზაირ-მაროკოს კომბინირებული შეტევა FNLC-ს პოზიციებზე. მობუტუმ ისევ გამართა მიტინგი სტადიონზე, გააკრიტიკა საბჭოთა კავშირი და კუბა და ბრძანა გამოეყოთ 60 ათასი ამერიკული დოლარი ჯარისკაცების კვების ულუფის გასაზრდელათ[108]. ამის შემდეგ ის გაფრინდა კოლვეზიში, სადაც ჩატარდა სადღესასწაულო შეხვედრა ეროვნული ცეკვებით.

25 აპრილს მაროკოს და სამთავრობო ჯარებმა დაიბრუნეს ქალაქი მუტშატშუ. მობუტუმ ქალაქში მოაწყო სამხედრო აღლუმი და გამოვიდა ჟურნალისტების წინაშე. მან განაცხადა, რომ გააგრძელებდა ბრძოლას საბჭოეთის ექსპანსიის წინააღმდეგ აფრიკაში. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დააანონსა ზაირისათვის 85 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფა და მოუწოდა საბანკო ჯგუფს განეახლებინათ 250 მილიონი დოლარის გამოყოფის პროგრამა.

მაროკოელი და სამთავრობო ჯარების შეტევა ძლიერდებოდა. პერიოდულად ადგილი ჰქონდა ექსცესებსაც. სამთავრობო ჯარები ხალხს უსწორდებოდნენ და ძარცვავდნენ. მაროკოელები დისწიპლინას იცავდნენ (მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის ერთადერთი ცნობილი შემთხვევა დამთავრდა სამი მაროკოელი ჯარისკაცის დახვრეტით სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემდეგ). 21 მაისს მობუტუმ განაცხადა ქალაქ დილოლოს აღების შესახებ. ხუთი დღის შემდეგ აღებული იქნა ქალაქი კაპანგა — უკანასკნელი დასახლებული პუნქტი, რომელსაც აკონტროლებდა FNLC[109]. მაისის ბოლოს FNLC-ის რაზმები გაყარეს ზაირიდან ანგოლის ტერიტორიაზე.

აჯანყება შაბას პროვინციაში (1978)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

FNLC-ის რაზმების საიდუმლო შეღწევა შაბის პროვინციის რაიონებში დაიწყო 1978 წლის 11 მაისს. 13 მაისს განვითარდა მასობრივი შეჭრა[110]. შეტევა მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით ანგოლიდან და ზამბიიდან. ზოგიერთი ოფიციალურად არასაიმედო მონაცემებით, შეტევის დროს გამოიყენებოდა კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების მიერ მიწოდებული სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო მწყობრულ მომზადებაში და ტექნიკურ სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტრუქტორები[111]. ჯარის საერთო რაოდენობა შეადგენდა 3-4 ათას მეომარს, რომლებიც წარმოადგენდნენ 11 ბატალიონს. FNLC-ს მეთაური იყო «გენერალ-კაპიტანი» ნათანიელ მბუმბა.

ზაირის სამთავრობო ჯარი არ გამოირჩეოდა არც მაღალი სამხედრო მომზადებით, არც კომპეტენტური მეთაურობით, არც ეფექტური შეიარაღებით. ამას გარდა, რეჟიმი ქვეყანაში არ სარგებლობდა ფართე პოპულარობით. შაბის მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ არ უწევდა FNLC-ს აქტიურ დახმარებას, არც წინააღმდეგობას არ უწევდა ამბოხებულებს — რაც უკვე გამოიხატა ერთი წლის წინანდელი 1977 წლის შაბის პროვინციის პირველი აჯანყების დროს.

13 მაისის დილით FNLC-ის დაახლოებით ათასმა მეომარმა შეუტია ლუბუმბაშის აეროპორტს. რამდენიმე საათის შემდეგ აეროდრომი ამბოხებულების კონტროლ ქვეშ აღმოჩნდა. იმავე დღის საღამოს FNLC-ის რაზმებმა დაიწყეს შეტევა კოლვეზიზე — პროვინციის ერთ-ერთ მთავარ ქალაქზე. 15 მაისს კოლვეზის ალყა შემოარტყეს, განადგურებულმა სამთავრობო ჯარებმა უწესრიგოდ უკან დაიხია. ნათელი გახდა, რომ შაბის დაკარგვა რამდენიმე დღის საკითხი იყო. ეს, თავის მხრივ, მაღალი ალბათობით ნიშნავდა მობუტუს რეჟიმის დაცემას და აფრიკაში გეოპოლიტიკური სიტუაციის კარდინალურ ცვლილებებს პროსაბჭოთა ძალების სასარგებლოდ.

FNLC-ის რაზმები გამოირჩეოდნენ მკაცრი დიწიპლინით (გაცილებით უფრო მაღალით, ვიდრე სამთავრობო ჯარი). თავდაპირველად ისინი თავს იკავებდნენ მოსახლეობის მოროდიორობისგან და ძარცვისგან. მაგრამ კოლვეზიში წარმატებების შემდეგ დაიწყო ძარცვა-გლეჯა და მკვლელობები[112]. მსხვერპლი ხდებოდნენ არა მარტო ზაირელები, არამედ ევროპელებიც — შაბის სამთო მრეწველობაში მომუშავე ფრანგი და ბელგიელი ტექნიკური სპეციალისტები.

მობუტუმ, რომელიც დასავლეთის მთავარი აფრიკელი მოკავშირე იყო, დახმარებისათვის მიმართა საფრანგეთს, აშშ-ს და მაროკოს (ზუსტად მაროკოელმა სამხედროებმა ითამაშეს მთავარი როლი 1977 წლის ამბოხის დამარცხებაში). ჯიმი კარტერის ადმინისტრაცია თავს იკავებდა პირდაპირი ჩარევისაგან, რადგანაც არ თვლიდა დამამტკიცებლად საბჭოთა კავშირის და კუბის მონაწილეობას ამ კონფლიქტში. მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ-დ’ესტენმა მიიღო გადაწყვეტილება გაეგზავნა შაბაში საფრანგეთის უცხოური ლეგიონი, რადგანაც საფრანგეთის მოქალაქეების სიცოცხლე, უსაფრთხოება და ქონება იმყოფებოდა სერიოზული საფრთხის ქვეშ. 14 მაისს ზაირში ჩამოვიდა 2-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი ფილიპ ერულენის მეთაურობით[113].

19 მაისს ფრანგმა პარაშუტისტებმა, ბელგიელი და მაროკოელი სამხედროების დახმარებით, დაიწყეს ქუჩის ბრძოლები ქალაქ კოლვეზიში[114]. საღამოსთვის ქალაქის დიდი ნაწილი იმყოფებოდა მათი კონტროლის ქვეშ. 20 მაისის ღამეს კოლვეზიში გადასხდა დამხმარე რაზმები. დღისით განთავისუფლებული მძევლები გადაიყვანეს აეროპორტში. 1978 წლის 21 მაისს ბრძოლა კოლვეზისთვის მთლიანად დასრულდა[115]. FNLC-ის რაზმები განადგურდა და გადარჩენილებმა უკან დაიხიეს ანგოლაში და ზამბიაში. შაბის პროვინციაში ჩამოვიდნენ აფრიკის ქვეყნების შეიარაღებული ძალები მაროკოს (დამატებითი), სენეგალის, გაბონის და ტოგოს ქვედანაყოფების შემადგენლობით. შაბის პროვინციიდან მოხდა დაახლოებით 2,5 ათასი ევროპელის ევაკუაცია ბელგიაში.

FNLC-ს დანაკარგებმა შეადგინა 250-დან 400-მდე დაღუპული მებრძოლი, დაახლოებით 160 ჩავარდა ტყვედ. უცხოურმა ლეგიონმა დაკარგა 7 დაღუპული ადამიანი (5 ფრანგი, ბელგიელი და მაროკოელი), ზაირის სამთავრობო ჯარებმა — დაახლოებით 120 ადამიანი.

FNLC იმედოვნებდა ანგოლის და სავარაუდოდ კუბის დახმარებას. მაგრამ FNLC-ის სწრაფმა სამხედრო განადგურებამ ამ ქვეყნებს ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა, ხოლო ზაირის საკმაოდ სუსტი შეიარაღებული ძალების შეჭრა მეზობელი ანგოლის და ზამბიის ტერიტორიაზე FNLC-ის დარჩენილი ძალების განადგურებისათვის პრაქტიკულად განუხორციელებელი იდეა იყო. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა პოლიტიკური შეთანხმების გამოძებნა. ანგოლისა და ზაირის ხელისუფლებებს შორის (კუბის და აშშ-ის უსიტყვო ზემოქმედებით) დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ანგოლა წყვეტდა FNLC-ის დახმარებას, ხოლო ზაირი — FNLA-ს და უნიტას დახმარებას.

კონფლიქტის გაფართოება აღარ მომხდარა. ანგოლასა და ზაირს შორის ფაქტიურად შენარჩუნდა სტატუს-კვო. «სოციალისტური ბანაკის» ქვეყნებმა მკვეთრად დაგმეს «იმპერიალისტური ჩარევა შაბის პროვინციაში», მაგრამ თავი შეიკავეს FNLC-ს მომავალში დახმარებაზე. (ეს ორგანიზაცია საბჭოთა პროპაგანდის მიერ არც კი ირიცხებოდა «პროგრესულ ძალებში» — რაც უცნაურიც კი იქნებოდა, რადგანაც ისინი წარმოდგებოდნენ ჩომბეს ჟანდარმებისაგან.)

ზაირში იმძლავრა საფრანგეთის პოლიტიკურმა გავლენამ. ახალი პრეფერენციები მიიღეს ფრანგულმა კომპანიებმა, განსაკუთრებით შაბის პროვინციაში მომუშავეებმა. ამასთან გაცივდა ურთიერთობა ზაირსა და აშშ-ს შორის — მობუტუ საკმაოდ უკმაყოფილო იყო პრეზიდენტ ჯიმი კარტერის თავშეკავებულობით.

კონგოს პირველი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კონგოს პირველი ომი, 1996 წლის ოქტომბერი - 1997 წლის მაისი.

დემოკრატიის ტალღამ გადაუარა მთელ აფრიკას 1990-იანი წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანი შიდა და გარე დაწოლის შემდეგ მობუტუ მოსახლეობას დაპირდა რეფორმებს. მან ოფიციალურად გააუქმა 1967 წელს მის მიერვე შემოღებული ერთპარტიული სისტემა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უარი თქვა მასშტაბური იდეის რეფორმებზე, რითაც თავიდან ჩამოიშორა უკანასკნელი მოკავშირეები, როგორც მის ქვეყანაში, ასევე უცხოეთშიც. ზაირის ეკონომიკა იმყოფებოდა ნანგრევებში, მოსახლეობა პრაქტიკულად დაუბრუნდა ნატურალურ მეურნეობას[116]. ხელფასებს მოკლებული ზაირის ეროვნული არმია (ზეა), ფაქტიურად გადავიდა დანასაულობრივ მოქმედებებზე, იტაცებდა ხალხს და ითხოვდა გამოსასყიდს.

ცენტრალური ხელისუფლების სისუსტისგან გამომდინარე, ზაირის აღმოსავლეთ პროვინციებში თავმოყრა დაიწყეს აჯანყებულების რაზმებმა. ოპოზიცია მოიცავდა პატრის ლუმუმბას იდეების მომხრე მემარცხენეებს, ასევე ეთნიკურ და რეგიონალურ უმცირესობებს, რომლებიც გამოდიოდნენ პროვინციების ავტონომიის გაფართოებისაკენ. მათი ლიდერი გახდა ლორან-დეზირე კაბილა, ეთნიკურად ლუბას ტომის წარმომადგენელი კატანგის პროვინციიდან, მობუტუს რეჟიმს ებრძოდა მისი დამყარების მომენტიდან[117]. მობუტუს რეჟიმის უძლურებამ აღმოსავლეთის რეგიონებში წინააღმდეგობა გაეწია აჯანყებულებისათვის საბოლოო ჯამში მათ გაერთიანების საშუალება.

1994 წლის მეზობელი რუანდის მოვლენებმა ქვეყანას დესტაბილიზაცია მოუტანა. სამოქალაქო ომმა ნილოტებსა (ტუტსი) და ბანტუს ხალხს (ჰუტუ) შორის გადაინაცვლა ზაირის ტერიტორიაზე, ხოლო მობუტუ სესე სეკოს მცდელობებმა მხარი დაეჭირა ერთი ან მეორე მხარისათვის გამოიწვია ანტისამთავრობო კოალიციის შექმნა და კონგოს პირველი ომი, რომელსაც მოჰყვა ანტისამთავრობო აჯანყება.

1996 წლის 24 ოქტომბერს აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი უვირა, ხოლო 1 ნოემბერს — ქალაქი გომა. რუანდის და უგანდის აქტიური დახმარებით კაბილამ 1996 წლის 25 დეკემბერს შეძლო აეღო 800х100 კმ ტერიტორია რუანდის, უგანდის და ბურუნდის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ[118]. ამ ოკუპაციამ დროებით დააკმაყოფილა აჯანყებულების მოთხოვნები, რადგანაც მათ ხელში აიღეს ძალაუფლება ქვეყნის აღმოსავლეთში და შესაძლებლობა მისცა დაეცვათ საკუთარი თავი ჰუტუს ტომის ინტერაჰამვესაგან. ამას გარდა, რუანდამ და უგანდამ მოახდინეს ჰუტუს მეომრების მოქმედებების პარალიზება ზაირის აღმოსავლეთში. შედეგად ომში დაისადგურა გარკვეულმა სიწყნარემ, რომელიც გრძელდებოდა 1997 წლის თებერვლამდე, როდესაც ომში ჩაერთო ანგოლა[119].

ამ დროის განმავლობაში რუანდამ შეძლო გაენადგურებინა დევნილების ბანაკები და დაეწყო ტუტსის ხალხის ძალისმიერი რეპატრიაცია რუანდაში. ამ პროცესის დროს რუანდელმა ჯარისკაცებმა მოახდინეს რამდენიმე თავდასხმა უიარაღო ჰუტუს ხალხზე[120]. ბოროტმოქმედების ნამდვილი მასშტაბები უცნობია, Amnesty International-ს (საერთაშორისო ამნისტია) მოჰყავს ციფრი 200 000 დახოცილი რუანდელი დევნილი ჰუტუს ხალხის შესახებ[121].

ომში ჩაბმულმა ანგოლელებმა მოითხოვეს მობუტუს ხელისუფლებიდან გადაყენება: მათ მხოლოდ ომის ასეთი დამთავრება აწყობდათ. რუანდის პრეზიდენტი პოლ კაგამე ომის გაგრძელებას და კინშასასკენ წინსვლას ხსნიდა იმით, რომ მობუტუმ დაიწყო უცხოელების აქტიური დაქირავება, რომელსაც შედეგად შეიძლება საფრთხე მოეტანა რუანდის უსაფრთხოებისათვის. ქალაქ ველიკალესათვის ბრძოლებში აჯანყებულების წინააღმდეგ იბრძოდნენ სერბი დაქირავებულები[122].

ომის განახლებისას მობუტუს პრაქტიკულად არ ჰქონდა შანსები შეენარჩუნებინა ხელისუფლება. მისი არმია განადგურებული იყო, ხოლო კაბილას აჯანყებულების წინსვლას მხოლოდ კლიმატი და გზების არ ქონა უშლიდა ხელს[123].

1997 წლის 15 მარტს აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი კისანგანი, 5 აპრილს — ქალაქი მბუჟი-მაიი (ქვეყნის ალმასების დედაქალაქი[124]), ხოლო 9 აპრილს — ქალაქი ლუბუმბაში, სადაც განალაგეს საკუთარი შტაბი.

აჯანყებულების კინშასკენ წინსვლსთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იყო მცდელობები კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე. მაგრამ აჯანყებულები სერიოზულად არ აღიქვამდნენ მოლაპარაკებების პერსპექტივებს, თუმცა საერთაშორისო კრიტიკის თავიდან ასაცილებლად მასში კი მიიღეს მონაწილეობა[125]. სამთავრობო ჯარებმა ვერ შეძლეს დედაქალაქის თავდაცვის ორგანიზებაც კი, მაისში აჯანყებულები უკვე იმყოფებოდნენ კინშასის შემოგარენში.

1997 წლის 16 მაისს მრავალეროვანი არმია კაბილას მეთაურობით შევიდა კინშასაში. მობუტუ გაიქცა მაროკოში, სადაც გარდაიცვალა 1997 წლის 7 სექტემბერს.

17 მაისს კაბილამ საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და ზაირს უწოდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (კდრ).

კონგოს ახალი სახელმწიფო კაბილას ხელმძღვანელობით სამწუხაროდ აღმოჩნდა მობუტუს ზაირის მსგავსი. ეკონომიკა რჩებოდა მძლავრი ვარდნის მდგომარეობაში და შემდგომში კიდევ უფრო დაეცა კორუფციის პირობებში[126]. ამას გარდა, კაბილამ ვერ შეძლო შეექმნა ძლიერი მთავრობა. ამის მაგივრად მან დაიწყო ხელისუფლების ცენტრალიზაციის ენერგიულა კამპანია, რის შედეგადაც ქვეყნის აღმოსავლეთში განახლდა კონფლიქტები ეროვნულ უმცირესობასთან, რომლებიც ავტონომიას თხოულობდნენ.

კაბილას ასევე ბევრი თვლიდა, როგორც უცხოური რეჟიმების მარიონეტს, რომლებმაც ის მოიყვანეს ხელისუფლებაში. ასეთი მოსაზრებების საწინააღმდეგოდ და შიდა მხარდაჭერის გასაფართოებლად, მან დაიწყო თავისი ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოსვლა. ამან გამოიწვია 1998 წლის 26 ივლისს ყველა უცხოური ჯარის ქვეყნიდან გაყრა და მისი მეზობლების კაბილას წინააღმდეგ წასვლა.

ეთნიკური წინააღმდეგობების საკითხების გადაწყვეტა ასევე ვერ მოხერხდა. აღმოსავლეთში ხელისუფლების ძალაუფლება ისევ მინიმალური რჩებოდა[127][128]. ტუტსის ხალხის რეპატრიაციამ რუანდაში მხოლოდ გაამძაფრა სიტუაცია რუანდის შიგნით და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში ისევ გაიხსნა დევნილთა ბანაკები და ბოევიკების მოსამზადებელი ბანაკები. 1998 წლის აგვისტოს პირველ დღეებში ახალი კონგოს არმიის ორი ბრიგადა აჯანყდა ხელისუფლების წინააღმდეგ და ჩამოაყალიბა ამბოხებულთა ჯგუფები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კიგალისთან და კამპალასთან. ამ მოვლენებმა გამოიწვია კონგოს მეორე ომის დაწყება.

კონგოს მეორე ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კონგოს მეორე ომის მონაწილე მხარეები:
იისფერი – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ნარინჯისფერი – ანტი-DRC კოალიცია
მუქი ლურჯი – პრო-DRC კოალიცია
ღია ლურჯი – ომში უშუალოდ არმონაწილე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოკავშირეები.
მწვანე – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოკავშირეები
ფრონტის ხაზი ომის დასასრულისთვის:

██ კაბილას ხელისუფლება

██ კაბილას ხელისუფლების მხარდამჭერი ქვეყნები

██ მოძრაობა კონგოს დემოკრატიისთვის (RCD)

██ RCD-ს მხარდამჭერი ქვეყნები

██ კონგოს გამანთავისუფლებელი მოძრაობა (MLC)

██ RCD-კისანგანი

██ MLC-ს და RCD-კ-ის მხარდამჭერი უგანდა

██ იტურის კონფლიქტის ზონა

██ ძალები განახლებისათვის (RCD-K/ML)

██ დემილიტარიზებული ზონა

1998 წლის 2 აგვისტოს ტუტსის სამხედროებმა (10-ე ბატალიონი, 222-ე ბრიგადა) პრეზიდენტ კაბილას ყოფილი თანამებრძოლის, გენერალ-მაიორ ჟან-პიერ ონდეკანის მეთაურობით წამოიწყეს ამბოხი ქვეყნის აღმოსავლეთში — ქალაქ გომაში, მეორე დღეს აჯანყებულებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ უვირაზე და ქალაქ ბუკავუზე[129] და 60-ათასიანი არმიით გაემართნენ დედაქალაქ კინშასისკენ. 23 აგვისტოს მათ მიაღწიეს კისანგანიმდე. აქედან აჯანყებულების ერთი დაჯგუფება გაემართა სამხრეთისაკენ, სადაც ქალაქ კინდუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ შეიჭრნენ კატანგის პროვინციის სამხრეთში, ხოლო მეორე დაჯგუფებამ გახსნა ეკვატორიალური ფრონტი და 1998 წლის ნოემბერში დაეუფლა ქალაქ ბუმბას[130]. კაბილას ხელისუფლებამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა საკუთარი მტრების მტრებისათვის, ანუ ჰუტუს ტომის ხალხისათვის, ეჭვმიტანილებს რუანდის გენოციდში. დაიწყო სისხლიანი შეტაკებები მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობებით და სამხედრო ტყვეებზე ანგარიშწორებით. ფართე გავრცელება მიიღო ჯგუფურმა ძალადობამ. დღემდე მიმდინარეობს კამათი, რა იყო ტუტსის ხალხის ამბოხი: აჯანყება თუ რუანდის და უგანდის ინტერვენცია. მოწმეების და მკვლევარების უმრავლესობა ადასტურებს, რომ რეალურ ხელისუფლებას ადგილებზე ახორციელებდნენ არა აჯანყებული კონგოელი ტუტსის ხალხი, არამედ რუანდის და უგანდის ოფიცრები, რომლებსაც აწყობდათ კონფლიქტის ესკალაცია.

კონფლიქტის მიზეზები:

  • 1. ეთნიკური.
    • სისხლიანი კონფლიქტი ტუტსის და ჰუტუს ხალხებს შორის რუანდის გენოციდის დროიდან, რომელსაც დაემატა სხვა ბევრი ეთნიკური წინააღმდეგობები. ქვეყნის ოთხი მთავარი ეთნოსი შეადგენდა მოსახლეობის მხოლოდ 45 %-ს.
  • 2. საგარეო პოლიტიკური.
    • 2.1. რუანდის, უგანდის და ბურუნდის ხელისუფლების სწრაფვა გასწორებოდა საკუთარ მტრებს, რომლებიც იმყოფებოდნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ჰუტუს სამხედრო ორგანიზაციები და სხვა დაჯგუფებები, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნების ხელისუფლებების წინააღმდეგ).
    • 2.2. რეგიონის სხვა ქვეყნების სწრაფვა შეწინააღმდეგებოდნენ რუანდის, უგანდის და ბურუნდის პოზიციების გაძლიერებას.
    • 2.3. რეგიონის ქვეყნების სწრაფვა ესარგებლათ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მდიდარი მინერალური რესურსებით.
    • 2.4. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ კონფლიქტის რომელიმე მხარის მყარი მხარდაჭერის არ არსებობა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ჩათვლით.
  • 3. ეკონომიკური.
    • კაბილას ხელისუფლების უუნარობა აემაღლებინა მოსახლეობის ცხოვრების დონე. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავლით იმყოფებოდა მსოფლიოში ბოლოსწინა ადგილზე. 2002 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შესაძლებელი გახდა გაზრდილიყო მინერალური ნედლეულის ექსპორტი. მაგრამ 2008 წელს ქვეყნის საექსპორტო პროდუქციაზე ფასები დაეცა და კონფლიქტი განახლდა.

ტუტსის ხალხის აჯანჯებიდან სულ მალე, პოლკოვნიკმა ჯეიმს კაბარერემ ხელში ჩაიგდო სატრანსპორტო ბოინგის თვითმფრინავი და მისდამი ერთგული მებრძოლების რაზმით 3 აგვისტოს ქალაქ გომადან გაფრინდა ქალაქ კიტონას ავიაბაზაზე. ჯეიმს კაბარერეს ეკავა არმიის შტაბის უფროსის პოსტი პრეზიდენტ კაბილას გარემოცვაში, მაგრამ კაბილამ ივლისში დაიწყო არმიის კონგოს ეროვნების ადამიანებით დაკომპლექტება. კაბარერე როგორც რუანდელი ტუტსი ამ პოსტზე შეიცვალა მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლით.[131] იქ განლაგებული ტუტსის ხალხის მეომრების დახმარებით მან შეძლო გაეზარდა დაჯგუფების რაოდენობა 3 ათას მეომრამდე და ფაქტიურად გაეხსნა აჯანყების მეორე ფრონტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა დედაქალაქ კინშასას. 11 აგვისტოსთვის მან დაიკავა ქალაქები ბომა და მატადი. 13 აგვისტოს — დედაქალაქის ელექტროენერგიით მკვებავი ინგის ჰიდროელექტროსადგური. ლორან-დეზირე კაბილამ დასახმარებლად მოუწოდა ანგოლას. აჯანყებულები ანვითარებდნენ წარმატებულ შეტევას დედაქალაქზე, აიღეს ქალაქები სონგოლოლო (16 აგვისტო) და მბანზა-ნგუნგა (20 აგვისტო). გაიმართა ბრძოლა ქალაქ მატადისათვის, რომელშიც ხელისუფლების მხარეს გამოვიდნენ ანგოლელი სამხედროები კაბინდის პროვინციიდან ჟოაო დე მატოშის მეთაურობით[132]. 31 აგვისტოს ანგოლის ჯარმა გარეკა აჯანყებულები ქალაქ მატადიდან, ხოლო 1 სექტემბერს კიტონადან.

აჯანყებულთა დასავლეთის დაჯგუფება, რომელმაც ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა, უკან დაიხია ანგოლის უნიტას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქალაქ კემბელეს რაიონში (ჩრდილოეთ ლუნდის პროვინცია)[133]. მიუხედავად იმისა, რომ რეიდს წარმატებები არ მოჰყოლია, მან თავისკენ მიიზიდა სამთავრობო ჯარის ნაწილი, რამაც ხელი შეუწყო აჯანყებულებს დაეკავებინათ უზარმაზარი ტერიტორიები ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ კისანგანის ჩათვლით. შემდგომში ჯეიმს კაბარერე მოიხსენებოდა, როგორც ბრიგადის გენერალი[134].

1998 წლის ბოლოსათვის კონგოში სამოქალაქო კონფლიქტი საბოლოოდ გადაიზარდა საერთოაფრიკულში. 6 ნოემბერს რუანდის არმიის რეგულარული ნაწილები შეიჭრნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ქვეყნის სამხრეთში 1998-1999 წლების ზამთარ-გაზაფხულზე გაიმართა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენებით ერთის მხრივ მოძრაობა კონგოს დემოკრატიისთვის (RCD) ფორმირებებისა და რუანდის არმიას და მეორე მხრივ ნამიბია-ზიმბაბვეს ჯარებს შორის (კაბალოს დაცვა, მბუჟი-მაიი). 1999 წლის დეკემბრის დასაწყისში განვითარდა გააფთრებული ბრძოლები ქალაქ მობასათვის ტანგანიიკის ტბის სანაპიროზე, სადაც აჯანყებულებმა, რომლებმაც ქალაქი ჯერ კიდევ 1998 წლის დეკემბერში აიღეს, განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები[130].

1998 წლის 4 დეკემბრის დილით ანგოლა-ზიმბაბვეს ჯარმა შეუტია აჯანყებულთა პოზიციებს ქალაქ ბუამბიდან დასავლეთით ლისალას დასახლებული პუნქტის მხრიდან[135]. 1999 წლის ზაფხულში განვითარდა გააფთრებული ბრძოლები კონგოს ჩრდილოეთით ეკვატორიალურ პროვინციაში (ჯომბო[136], ბოკუნგუ, ლუსენგო, მაკანზა და ბოგბონგა) აჯანყებულებსა და სამთავრობო ჯარს შორის, რომელსაც ეხმარებოდა სუდანის ავიაცია[137]. 1999 წლის 18 ივლისს აჯანყებულებმა ხელმეორედ (პირველად იანვარში[138]) აიღეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი გემენა, საიდანაც გარეკეს ჩადელი სამხედროები[139].

1999 წლის აგვისტოში ქალაქ კისანგანიში მოხდა უგანდის და რუანდის ჯარისკაცებს შორის შეტაკებები.

2000 წლის ოქტომბერში მვერუს ტბის ნაპირებთან მიმდინარეობდა ბრძოლა ზამბიასთან მოსაზღვრე ქალაქ პვეტოსათვის[140].

2001 წლის 16 იანვარს სამხედრო საბჭოს სხდომაზე გაურკვეველი მდგომარეობისას მოკლეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ლორან-დეზირე კაბილა, იგი შეცვალა მისმა ვაჟმა ჟოზეფ კაბილამ.

2002 წლის 16 მარტს გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ტანგანიიკის ტბის სანაპიროზე აჯანყებულებმა დაიკავეს ქალაქი მოლირო[141].

2002 წლის 20 ივლისს პრეტორიაში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას პრეზიდენტ ჟოზეფ კაბილასა და რუანდის პრეზიდენტ — წარმოშობით ტუტსის — პოლ კაგამეს შორის რუანდის არმიის 20-ათასიანი კონტინგენტის გაყვანის, კონგოს ტერიტორიაზე ტუტსის ხალხის ორგანიზაციის ოფიციალური აღიარების, ჰუტუს ხალხის შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების თაობაზე. გენერალ-მაიორი ჟან-პიერ ონდეკანი გახდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრი.

სხვადასხვა შეფასებებით, ომის მიმდინარეობისას დაიღუპა 4-დან 5,4 მილიონამდე ადამიანი, პირველ რიგში ეპიდემიისგან და შიმშილისგან. 2004—2009 წლებში კივუში გრძელდებოდა სისხლიანი კონფლიქტი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ტუტსის აჯანყებულებს შორის. 2012—2013 წლებში კონგოში დაიწყო ახალი ომი, რომლის დროსაც კაბილას სამთავრობო ჯარებს, რომლებსაც ეხმარებოდა გაეროს სამშვიდობო ძალები დაუპირისპირდა «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულები, რომლებსაც ეხმარებოდნენ რუანდა და უგანდა.

2004-2009 წლების კივუს კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კივუს კონფლიქტი.

2004 წლის გაზაფხულ-ზაფხულში გენერალმა ლორან ნკუნდამ პოლკოვნიკ ჟიულ მუტებესისთან ერთად დაიწყო აჯანყება და ორიათასიანი კორპუსით შეუტია სამხრეთ კივუს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ — ქალაქ ბუკავუს, ეროვნულ უმცირესობაში მყოფი ტუტსის ხალხის მზადებაში მყოფი რუანდის მსგავსი მოვლენების გამეორებისგან დაცვის საბაბით. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას ბრალი ედებოდა უმოქმედობაში და ჰუტუს ტომის ინტერაჰამვეს მეომრებისადმი მხარდაჭერაში, რომლებიც ბატონობდნენ რუანდის საზღვრისპირა დევნილების ბანაკებში. ქალაქისათვის ბრძოლებში დაიღუპა სამთავრობო შეიარაღებული ძალების 20 ჯარისკაცი, ხოლო ქალაქი გადავიდა აჯანყებულების ხელში. მაგრამ პრეზიდენტმა ჟოზეფ კაბილამ განაცხადა რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ. სამთავრობო ჯარებმა გენერალ ფელის მბუზა მაბეს მეთაურობით უკვე ერთი კვირის შემდეგ უკან დაახევინა აჯანყებულებს ბუკავუდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. ლორან ნკუნდას ჯარში მოხდა განხეთქილება. მისი თანამებრძოლი ჟიულ მუტებესი გაიქცა რუანდაში.

2005 წელს ლორან ნკუნდა საკმაოდ გაძლიერდა, მისი მხარდამჭერების რაოდენობა შეივსო სამთავრობო არმიის დეზერტირებისგან, რომლებიც ადრე შედიოდნენ მოძრაობა კონგოს დემოკრატიისთვის (RCD) რიგებში.

2006 წელს ლორან ნკუნდამ განაცხადა სახალხო თავდაცვის ეროვნული კონგრესის შექმნის შესახებ.

2007 წლის 30 აგვისტოს ლორან ნკუნდას ათას მეომრიანმა კორპუსმა შეუტია გომას პროვინციის ადმინისტაციული ცენტრიდან 60 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ კატალეს. 2007 წლის 11 დეკემბერს ქვეყნის აღმოსავლეთში მან დაიკავა ქალაქი მუშაკე (40 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთში ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრ — ქალაქ გომიდან)[142].

2008 წლის ოქტომბერში ლორან ნკუნდამ ჩრდილოეთ კივუში განაახლა საბრძოლო მოქმედებები.

2009 წლის 22 იანვარს რუანდაში მისი გაქცევის შემდეგ ლორან ნკუნდა დაპატიმრებული იქნა კონგოს და რუანდის ჯარების ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს.[143]

2012-2013 წლების კივუს კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აპრილში ტუტსის ტომის ჯარისკაცებმა დაიწყეს აჯანყება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ[144]. აჯანყებულებმა ჩამოაყალიბეს დაჯგუფება «23 მარტის მოძრაობა», რომელიც შედგებოდა «სახალხო თავდაცვის ეროვნული კონგრესის» ყოფილი წევრებისაგან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის დეზერტირი ჯარისკაცებისაგან[144]. ამბოხებას სათავეში ჩაუდგა ბოსკო ნტაგანდა[144].

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ბრალს დებდა რუანდას იმაში, რომ ის მხარს უჭერდა ტუტსის ტომის ხალხისაგან შემდგარ «23 მარტის მოძრაობის» დაჯგუფებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასევე ადასტურებდა ამ მონაცემებს, მაგრამ რუანდის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა საკუთარ ტერიტორიაზე მალავდა ჰუტუს ტომის წარმომადგენლების ბოევიკების დაჯგუფებებს, რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილები რუანდის ხელისუფლების მიმართ. არსებობდა ეჭვი, რომ რუანდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მხარს უჭერდა აჯანყებულებს, რათა შეექმნა ბუფერული ზონა ამ სახელმწიფოს სახელმწიფო საზღვართან და ეკონტროლებინა ვაჭრობა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში. კერძოდ ქალაქ გომასთან მდებარეობს ოქროს და სხვა იშვიათი ლითონების დიდი საბადოები.

ზოგიერთი მონაცემებით, «23 მარტის მოძრაობის» დაჯგუფების შემადგენლობაში შედიოდა 2500-დან 3000-მდე ადამიანი. გაეროს მისია აცხადებდა 6700 ჯარისკაცზე ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, მათ შორის სწრაფი რეაგირების რაზმზე ქალაქ გომაში, რაოდენობით 1500 ადამიანი. მიუხედავად მათი იქ ყოფნისა აქტიური მოქმედებებისათვის გაეროს შეიარაღებულ ძალებს არ მიუმართიათ, რადგანაც მანდატი ნებას იძლეოდა ძალა გამოყენებულიყო მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შემთხვევაში[145].

2012 წლის 17 ნოემბერს «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულების ქალაქ კიბუმბაზე თავდასხმის შემდეგ სამთავრობო ჯარებმა დატოვეს ქალაქი[146]. მაშინვე გაეროს სამშვიდობოების სამხედრო ვერტმფრენებმა ცეცხლი გაუხსნეს «23 მარტის მოძრაობის» დაჯგუფების პოზიციებს ქალაქ კიბუმბაში. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება და «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულებისაგან მოითხოვა ქალაქ გომისაკენ შემდგომი წინსვლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა[146]. აჯანყებულებმა ასევე აიღეს ქალაქი რუტშურუ.

«23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულები ქალაქ გომაში

2012 წლის 19 ნოემბერს გაეროს სამშვიდობოების მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო ჯარებსა და «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულებს შორის გამართული ბრძოლის შემდეგ შესაძლებელი გახდა აჯანყებულების თავდასხმის მოგერიება[147]. თავდასხმა მიმდინარეობდა გომის საერთაშორისო აეროპორტზე, ქალაქ გომის ჩრდილოეთ შემოგარენში, აჯანყებულებმა აეროპორტამდე მიაღწიეს გაეროს სამშვიდობოების ბაზის გვერდის ავლით, ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში დამალვით[147].

2012 წლის 20 ნოემბერს «23 მარტის მოძრაობამ» განაცხადა ქალაქ გომის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აღების შესახებ. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიამ გამოიყენა ვერტმფრენები და არტილერია, მაგრამ საბოლოოდ ქალაქი აჯანყებულებს ჩააბარა. აჯანყებულებმა ქალაქი 2003 წლის შემდეგ პირველად აიღეს. გაეროს სამშვიდობო მისიის არმიას აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუმართია, მათ შეეშინდათ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა[148]. ასევე 20 ნოემბერს აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს ქალაქი საკე, რომელიც მდებარეობს გომადან 25 კმ-ით ჩრდილოეთში და გააგრძელეს შეტევა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაზე[149].

მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულებმა განაცხადეს დედაქალაქის ხელში აღების შესახებ, გაეროს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ სამშვიდობოები ამ დრომდე აკონტროლებენ აეროპორტს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჟოზეფ კაბილამ რუანდის და უგანდის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა აჯანყებულთა მოთხოვნების განხილვის და მათთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მზადყოფნა[150]. აჯანყებულები უარს ამბობდნენ შეტევის შეჩერების მოთხოვნაზე[149].

უგანდის დედაქალაქ კამპალაში გაიმართა მოლაპარაკებები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, უგანდის, ტანზანიის და კენიის ლიდერები.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ აჯანყებულებს წაუყენა ულტიმატუმი: მათ ეძლეოდათ ორი დღე-ღამე მასზე, რომ დაეტოვებინათ გომა. აჯანყებულების მეთაურმა სულთანი მაკენგამ პირობა დადო, რომ 30 ნოემბრისთვის ქალაქ გომიდან უკან დაიხევდა 12 კმ-ით, თან მას არანაირი მოთხოვნები არ წამოუყენებია. ამასთან «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულების პოლიტიკურმა ლიდერმა ჟან-მარი რუნიგა ლუგერერომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ჯერ უნდა დაითხოვოს ეროვნული საარჩევნო კომისია და უზრუნველყოს ოპოზიციური დემოკრატიისათვის და სოციალური პროგრესისათვის კავშირის ლიდერის — ეტიენ ჩისეკიდის თავისუფალი გადაადგილება.

2013 წლის 15 ივლისს მომხდარ სამთავრობო ჯარებსა და «23 მარტის მოძრაობის» აჯანყებულებს შორის შეტაკებების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 130 ადამიანი. ბრძოლები გაიმართა ქალაქ გომას სიახლოვეს, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტანკები და ზარბაზნები. შეტაკებების რაიონიდან ქალაქ გომაში გაიქცა დაახლოებით ათასი ადამიანი.

12 დეკემბერს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ «23 მარტის მოძრაობის» დაჯგუფების აჯანყებულებთან ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას. ამის შესახებ Twitter-ში საკუთარ აკაუნტში განაცხადა კენიის პრეზიდენტის თანაშემწემ მანოაჰ ისიპისუმ[151]. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ნაირობიში გაიმართა, უნდა გამართულიყო ჯერ კიდევ 11 ნოემბერს უგანდაში. მაგრამ მაშინ ხელმოწერა გადაიდო, რადგანაც მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ, თუ რა დაერქვათ დოკუმენტისათვის: შეთანხმება თუ დეკლარაცია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტოპოგრაფიული რუკა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის რელიეფის რუკა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მდებარეობს ცენტრალურ აფრიკაში, რომელიც ესაზღვრება კონგოს რესპუბლიკას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანს, უგანდას, რუანდას, ბურუნდის, ტანზანიას, ზამბიას, ანგოლას, მათ შორის ანგოლის ანკლავ კაბინდის პროვინციას. მისი ფართობი შეადგენს 2 345 410 კმ²-ს.

სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 10 744 კმ-ს. სახელმწიფო საზღვრის სიგრძე ანგოლასთან შეადგენს — 2511 კმ-ს, ბურუნდისთან — 233 კმ-ს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან — 1577 კმ-ს, კონგოს რესპუბლიკასთან — 2410 კმ-ს, რუანდასთან — 217 კმ-ს, სამხრეთ სუდანთან — 628 კმ-ს, ტანზანიასთან — 473 კმ-ს, უგანდასთან — 765 კმ-ს და ზამბიასთან — 1930 კმ-ს.

თავის უკიდურეს დასავლეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანესთან სანაპიროს მოკლე მონაკვეთზე ანგოლასა და მისი ანკლავის — კაბინდის პროვინციას შორის, მდინარე კონგოს ქვედა დინებაში. სანაპირო ხაზის სიგრძეა — 37 კმ.

ქვეყნის ტერიტორია მდებარეობს მდინარე კონგოს აუზში. აღმოსავლეთიდან ქვეყნის ტერიტორია შემოზღუდულია აღმოსავლეთ აფრიკის რიფტით. აღმოსავლეთის საზღვრის გასწვრივ გადის აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემის ღრმა გრაბენის ზოლი, გარშემორტყმული მთებით (რუვენზორის მასივი). ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილია — სტენლის მთა (5109 მეტრი). გრაბენის ხაზზე მდებარეობენ დიდი ტბები: ედუარდი, ალბერტი, კივუ, მვერუ, ტანგანიიკა. კივუს ტბიდან ჩრდილოეთით მდებარეობს ვულკანური ვირუნგის მთების მასივი (სულ დაახლოებით 100 ვულკანი, სიმაღლე ზღვის დონიდან 4507 მეტრამდე — კარისიმბის მთა) ნიამლაგირას და ნიირაგონგოს მოქმედი ვულკანებით. ამავე ტბაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი, მტკნარ წყლებში არსებული, კუნძული — იჯვი.

ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაფარულია მარადმწვანე ნოტიო ტროპიკული ტყეებით განსაკუთრებით მრავალფეროვანი ცხოველთა სამყაროთი. ეკვატორიდან სულ უფრო მეტი დაშორებით ტყეები სულ უფრო მეჩხერები ხდებიან და გადადიან გალერეულებში. ქვეყნის სამხრეთში და უკიდურეს ჩრდილოეთში გავრცელებულია მაღალბალახიანი სავანები. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის თითქმის 15 % უკავია ნაკრძალებს და ეროვნულ პარკებს, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილებია: კაჰუზი-ბიეგის ეროვნული პარკი, ვირუნგის ეროვნული პარკი, გარამბის ეროვნული პარკი, სალონგის ეროვნული პარკი, ოკაპის ნაკრძალი და სხვა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია ნაწილობრივ მიეკუთვნება ეკვატორულ კლიმატურ სარტყელს, ნაწილობრივ სუბეკვატორულ კლიმატურ სარტყელს და სავანურს.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიას უკავია აფრიკის ბაქნის დიდი ნაწილი. იგი მოიცავს რეგიონში ყველაზე დიდ არქეული ან ადრეული პროტეროზოური ეონის სტაბილიზაციის კონგოს კრატონს, ასევე მის ირგვლივ გარშემორტყმული გვიანი პროტეროზოური ეონის ნაოჭა ფენების ფრაგმენტებს: აღმოსავლეთით — კიბარის (1,3-0,97 მილიარდი წელი) და დასავლეთით — დასავლეთ კონგოს (0,65 მილიარდი წელი). უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარეობს კატანგის ნაოჭა ფენა (0,65 მილიარდი წელი). კონგოს კრატონის ფუნდამენტი გამოიხატება ორ ამონაწევში (კასაის მასივი), გაყოფილი სინეკლიზით. მის აგებულებაში მონაწილეობს მიგმატიტ-გრანულიტ-გნაისური კომპლექსი ბაზიტებით, ამფიბოლიტებით, კვარციტებით და არქეული და ადრეული პროტეროზოური ეონის პერიოდის მეტავულკანოგენურ-დანალექი ზედა ფენით. ჩრდილოეთ კრატონში მწვანექვიან ფენებში მოიპოვება რკინის და ოქროს მადანი. კრატონის საძირკვლის ყველაზე უფრო ძველი დანალექი ქანები მოდის ადრეული და გვიანი პროტეროზოური ეონის პერიოდზე. ზემოთ მდებარეობს პერმულ-ტრიასული და იურული, ასევე ცარცული სისტემების კონტინენტური დანალექი ქანები. კონტინენტური კაინოზოური ერის დანალექი ქანები გავრცელებულია, როგორც სინეკლიზებში, ასევე კასაის მასივის პერიფერიებში. აქ არსებობს კიმბერლიტების მრავალი ქანების, ალმასების დიდი რაოდენობა. გვიანი პროტეროზოური ეონის დანალექ ქანებში გვხვდება სპილენძის და პოლიმეტალური საბადოები.

კიბერის დანაოჭების ფენის აგებულებაში მონაწილეობენ კიკუკის (გვიანი არქეული ეონი) გნაისური კომპლექსი, რუზისი-უვირას მეტავულკანოგენურ-გნაისურ-ფიქალური კომპლექსი (ადრეული პროტეროზოური ეონი), კიბარის (1,3 მილიარდი წელი) და ნია-კასიბის (0,97 მილიარდი წელი) კვარციტულ-ფიქალური კომპლექსი. პირველი სამი გარღვეულია ადრეული და შუა რიფეული პერიოდის კირქვა-ტუტე გრანიტებით. ყველა კომპლექსი გარღვეულია ადრეული რიფეული პერიოდის კალაშემცველი და იშვიათი ლითონის გრანიტებით, პეგმატიტებით და ოქროსშემცველი კვარცული ძარღვებით. კიბერის დანაოჭების ფენაში დევს პერმულ-ტრიასული სისტემის ყინულის ნალექები. მისი ღერძული ზონის გასწვრივ გადის კაინოზოური ჯგუფის რიფტული სისტემა, რომელსაც მიეკუთვნება ოლიგოცენურ-მიოცენური ეპოქის და ახალგაზრდა ასაკის ვულკანიზმის ტუტე, ტუტე-ბაზალტური და კარბონატული ცენტრები (ვირუნგა და სამხრეთი კივუ).

კატანგის და კონგოს დანაოჭების ზოლი აგებულია შუა და გვიანი რიფეული პერიოდის კარბონატულ-ტერიგენული ფენებით, რომელიც მცირედით განსხვავდება კონგოს და ბენგელის კრატონებისაგან. კატანგის ნაოჭა ფენაში მასთან დაკავშირებულია მასშტაბებით უნიკალური სტრატიფორმული სპილენძის და სპილენძ-კობალტის საბადოები. ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში, სანაპიროზე, გავრცელებულია მეჩხერწყლიანი ზღვის ცარცული და კაინოზოური პერიოდის დანალექები ქანები, სადაც მოიპოვება ფოსფატი, ნავთობი, აირი და მარილი.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უკავია პირველი ადგილი კობალტის, ტანტალის, გერმანიუმის და ალმასის მადნის მარაგის მიხედვით, წამყვან ადგილს კონტინენტზე სპილენძის, ვოლფრამის, კალის, ნიობიუმის, კადმიუმის მადნის მარაგის მიხედვით. ამას გარდა, მთავარი სასარგებლო წიაღისეულია: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ოქროს და ვერცხლის მადნები.

სანაპირო ზოლის ვიწრო შელფში აღმოჩენილია რამდენიმე მცირე ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოები, რომლებიც მიეკუთვნებიან კვანზა-კამერუნის ნავთობის და ბუნებრივი აირის შემცველ აუზს. 400-950 და 2300-3000 მეტრ სიღრმეზე პროდუქტიულია ცარცული სისტემის ქვედა და ზედა ცარცული სექციების ქვიშაქვები. ნავთობს აქვს 845-865 კგ/მ³ სიმკვრივე, გოგირდის დაბალი შემცველობა (0,11 %) და ალკანების მაღალი შემადგენლობა. ქვეყნის ცენტრში (500 ათასი კმ²) აღსანიშნავია კონგოს დანაოჭების ზოლი, აგებული პალეოზოურ-მეზოზოური ჯგუფების კონტინენტური ტერიგენული ფენის სისქით (5 კმ-მდე).

ქვანახშირის ძირითადი საბადოები მდებარეობს შაბის (კატანგის) პროვინციაში – ლუკუგას და ლუენა-ლუალაბას მდინარეების აუზში. ქვანახშირის შემცველია ზედა კარბონულ-პერმული სისტემების ქანები. ქანების ფენა ჰორიზონტალურად ან დახრილად არის განლაგებული და ვარგისია ღია დამუშავებისთვის. ქვანახშირი აირიანია, აქროლადი ნივთიერებების შემადგენლობა — 30-34 %, დაუწველი ნაწილი (ნაცარი) — 15-20 %, ტენიანობა — 5-6 %, წვის კუთრი სითბო — 20-22 მეგჯ/კგ.

კალის რესურსების მიხედვით მსოფლიოს ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უკავია მეშვიდე ადგილი (ბრაზილიის, ჩინეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, ტაილანდის და რუსეთის შემდეგ) – მსოფლიო რესურსების 5,3 % (2,5 მილიონი ტონა). ქვეყანაში ვოლფრამის და კალის მადნების მოცულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ისინი მდებარეობენ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე მანიემის რაიონში.

ოქროს მადანი ძირითადად მდებარეობს კილოს, მოტოს და ნამოიას რაიონებში. ამას გარდა, არსებობენ მდიდარი ოქროსშემცველი დანალექი ქანების ნაყარი და კომპლექსური მადნები.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ალმასების 60 %-ზე მეტი წარმოდგენილია ტექნიკური სახეობებით, ნახევრადძვირფასი — 30-35 % და საიუველირო მხოლოდ 5 %. ძირითადი მარაგი თავმოყრილია აღმოსავლეთ კასაის პროვინციაში და ანგოლის საზღვართან.

კატანგის სპილენძის ზოლში გვხვდება საიუველირო მალაქიტი.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკას თავის განკარგულებაში გააჩნია კობალტის მსოფლიოში უდიდესი მარაგი. სტრატიფორმული ტიპის სპილენძ-კობალტის საბადო მიეკუთვნება ცენტრალური აფრიკის კატანგა-როდეზიულ სპილენძის ზოლის ერთ-ერთ დიდ რაიონს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავმოყრილია სტრატიფორმული სპილენძის მადანი, სადაც ის ქმნის სპილენძის ზოლს (კატანგის სპილენძის ზოლი), გადის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, შაბის (კატანგის) პროვინციაში და აქვს 300 კმ-ის სიგრძე. სპილენძის, სპილენძ-კობალტის და სპილენძ-პოლიმეტალის კომპლექსური მადნები, მიეკუთვნებიან როანის ფორმაციის (პროტეროზოური ეონი) კატანგის სისტემას. მადნის სიმძლავრეა – 2-დან 35 მეტრამდე, სიგრძე ათეულობით მეტრიდან 1 კმ-ზე მეტი. გამოკვეთილად ვლინდება დაჟანგვის ზონა დაახლოებით 70-80 მეტრის სიმძლავრით. მეორადი გამდიდრების ზონა სუსტად ვლინდება. კობალტის საშუალო შემცველობა პირველად სულფიდურ მადნებში შეადგენს 0,1-0,5 %-ს, იშვიათად 1-2 %-ს, კობალტის ჟანგის – რამდენიმე პროცენტამდე. ქვეყანაში მოიპოვება გერმანიუმი, ვერცხლი, კადმიუმი, ოქრო, პლატინა, ურანი. კიპუშის საბადოს გერმანიუმის მარაგი კომპლექსურ სპილენძ-თუთიის მადანში მსოფლიოში უდიდესია.

იშვიათი ლითონები გავრცელებულია კიბარის ზოლში: ტანტალონიობატები, პიროქლორები კარბონატიტებში, ბერილიუმის და ლითიუმის მადნები. ტანტალის მადანი ძირითადად მოიპოვება კივუს პროვინციაში. ყველაზე დიდია იდიბას ტანტალიტის დანალექი ქანების ნაყარი. ნიობიუმის ოქსიდის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი (400 ათასი ტონა, შემცველობა მადანში 0,5-1,34 %) მდებარეობს კივუს პროვინციის ლუეშის მასივში. ანალოგიური პიროქლორების მადანი დაზვერილია ბანგის მასივში (200 ათასი ტონა, შემცველობა მადანში 2,4-3,6 %). ზემო უელეს პროვინციის ნიობიუმის მადნის მარაგი პიგმენტიტებში შეფასებულია 580 ათას ტონა ნიობიუმის ოქსიდად. ბერილიუმის რესურსები ასევე დაკავშირებულია იშვიათი ლითონების პეგმატიტების კომპლექსურ მადნებთან.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარეობენ პერსპექტიული მანგანუმიანი რკინის მადნის, ბოქსიტების, ასევე ურანის, ფოსფორიტების, ასბესტის, ბარიტის, გოგირდის საბადოები.

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე კონგოს აუზის რუკა

ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს აფრიკაში სიდიდით მეორე მდინარეკონგო. კონგოს მდინარის მთელი სისტემა ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მდინარის სისტემად. წყლის რაოდენობის თვალსაზრისით, რომელიც მიედინება მის აუზში, იგი მეორე მდინარეა ამაზონის შემდეგ – წყლის ხარჯით დაახლოებით 42 ათასი მ³/წმ. მდინარის აუზის ფართობი შეადგენს 3,7 მილიონ კმ²-ს, რომელიც ასევე მოიცავს ქვეყნის გარეთ არსებულ ტერიტორიებს. მდინარის სიგრძეა 4700 კმ. რაც ნიშნავს, რომ იგი სიგრძის მიხედვით მეცამეტე ადგილზეა მსოფლიოში. ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს მისი მთლიანი აუზის 90 %.

მდინარე კონგოს აუზის ყველაზე დიდი შენაკადები:

მარჯვენა შენაკადები:

მარცხენა შენაკადები:

მდინარე კონგოს სანაოსნო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 13,5 ათას კმ-ს. მდინარე კონგოს ზედა დინებაში, რომელსაც ლუალაბა ქვია, მდებარეობს ბოიომის ჩანჩქერი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მიტუმბას მთების ყველაზე მაღალ მწვერვალებთან გადის წყალგამყოფი მდინარე კონგოსა და მდინარე ნილოსის აუზებს შორის.

ნიადაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ნიადაგის საფარი ზონალურია, დამოკიდებულია კლიმატურ ზონებზე, მასზე დამოკიდებულ ნალექებზე და სხვა მრავალ ფაქტორებზე. ამას ემატება ქვეყნის საკმაოდ დიდი ფართობი, რომელსაც უკავია კონტინენტის უზარმაზარი სივრცე. კონგოს ქვაბულში, ეკვატორის ორივე მხარეს გვხვდება წითელ-ყვითელი ფერის ოქსისოლის ნიადაგი (ინგლ. Oxisol), რომელზეც იზრდება ტროპიკული ტყეები. ამ ნიადაგს აქვს სქელი ფენა, რადგანაც დიდი სინოტივის პირობებში, რომლებიც ბატონობენ წვიმიან კლიმატში, მათ ინტენსიურად ინახავენ ქვები. პირველადი მინერალები იფიტებიან, რადგანაც განიცდიან მთლიან ეროზიას. მაგრამ ამ ოქსისოლის ნიადაგს გააჩნია ნაკლები ჰუმუსი, რადგანაც ორგანული მასა განიცდის სწრაფ მინერალიზაციას.

ორმხრივი ქვაბულების საფუძველი დაფარულია წითელი ჟანგისშემცველი ნიადაგით, ეს ნიადაგი დამახასიათებელია პერიოდულად ნოტიო ტყეებისათვის და მაღალბალახიანი სავანებისთვის. ეს ნიადაგი უფრო ნოყიერია, ვიდრე ნოტიო ეკვატორული ტყეების ნიადაგი. მშრალ სეზონში ეს ნიადაგი გამოშრება და ჰიდრატირებული ოქსიდების დალექვის შედეგად რკინა ღებულობს წითელ შეფერილობას. ამ ნიადაგს აქვს ჰუმუსის დიდი სიქე. მიტუმბას მთის კალთებზე შეიმჩნევა ასეთი მთის ნიადაგის ნაირსახეობები. ვულკანურ საფარზე შეიძლება შევხვდეთ ნაცრისფერი ნიადაგს (ინგლ. kambisole). კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთი ნაწილის დაჭაობებულ რაიონებში არსებობს ნაყოფიერი ნიადაგი გლეი (ინგლ. gleysole). მდინარე კონგოს ხეობა დაფარულია მანგროს ტყეებით.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კოპენის კლიმატური კლასიფიკაციის რუკა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მდებარეობს ეკვატორზე, ქვეყნის ტერიტორიის ერთი მესამედი იმყოფება მისგან ჩრდილოეთით და ორი მესამედი სამხრეთით. მდინარე კონგოს აუზში კლიმატი ცხელი და ნოტიოა, სამხრეთის მთიანეთში გრილი და მშრალი, ხოლო რუვენზორის მთებში ცივი და ალპიური.

ეკვატორიდან სამხრეთით წვიმების სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, ხოლო ჩრდილოეთით აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით. ეკვატორის გასწვრივ, მთელი წლის განმავლობაში, ნალექები მოდის საკმაოდ რეგულარულად. წვიმების სეზონის დროს იცის საკმაოდ ძლიერი ჭექა-ქუხილი, მაგრამ იგი იშვიათად გრძელდება რამდენიმე საათზე უფრო მეტ ხანს. მთელ ქვეყანაში ნალექების საშუალო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1070 მმ-ს.

ქვეყანა დაყოფილია სამ კლიმატურ ზონად:

  • საკმაოდ ცხელი და ნოტიო ეკვატორული კლიმატური სარტყელი მოიცავს მდინარე კონგოს აუზს და ოკეანის სანაპიროს ვიწრო ზოლს. კლიმატი ხასიათდება მშრალი სეზონის არარსებობით. წვიმა აქ მოდის წელიწადში მაქსიმუმ 140 დღის განმავლობაში, ხოლო ნალექების რაოდენობა წელიწადში მერყეობს 1800-დან 2000 მმ-მდე. მიტუმბის მთის ფერდოებზე კლიმატი ზომიერია. ტემპერატურა ყოველთვის დაბალამპლიტუდიანია, მერყეობს 24 °C-დან 27 °C-მდე, მაგრამ მთიან რეგიონებში რაც უფრო მაღლა ავდივართ ტემპერატურაც შესაბამისად იკლებს. მიტუმბის მთის ფერდოებზე კლიმატი ცივია და საშუალოდ შეადგენს 10 °C-ს.
  • სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი მოიცავს ეკვატორის ორივე მხარეს, ანუ მდინარე კონგოს აუზის ჩრდილოეთს და სამხრეთს. ამ კლიმატურ ზონაში მდებარეობენ ღრმა გრაბენის ზოლით შემოსაზღვრული პლატოები და მთები. ამ ადგილებში იცის ერთი ან ორი მშრალი სეზონი. რაც უფრო ვშორდებით ეკვატორს, მით უფრო ნაკლებია ნალექი. ქვეყნის დედაქალაქ კინშასაში მშრალი სეზონი გრძელდება 4 თვე, ხოლო ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ლუბუმბაშიში – 6 თვე. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა კლებულობს 1000 მმ-მდე. მშრალ პერიოდში გაცილებით ცხელა, საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 30 °C-ს. წვიმის ტყეებში ტემპერატურა ეცემა 20 °C-მდე. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალ მთებში მყოფ ტყეებს.
  • მშრალი სუბეკვატორული კლიმატი მოიცავს მხოლოდ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილს. მშრალი სეზონი გრძელდება მინიმუმ ნახევარი წელიწადი-რვა თვე. ნალექების რაოდენობა დაბალია და არ აღემატება 1000 მმ-ს. მშრალი სეზონის დროს ცხელა, თუმცა ტემპერატურა არც ისე მაღალია, როგორც საჰელის ზონაში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ აფრიკის სამხრეთი ნაწილის ტერიტორიის ფართობი უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩრდილოეთის.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს ქვაბულის თითქმის მთელი ტერიტორია მდებარეობს მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებში. ეს ტყეები გამოირჩევა ბევრი ხისა და ბუჩქის სახეობის სიმდიდრით. მდინარე კონგოს აუზის ტყეები ასევე ხასიათდება ხეების მრავალზოლიანი სტრუქტურით და ფიზიოლოგიური პროცესების დიდი ხანგრძლივობით. ამ ტყეებში ბევრია ლიანები და ბუჩქები, ხოლო ბევრი ხე სიმაღლეში აღწევს 50 მეტრს.

კონგოს ქვაბულის განაპირა მხარეები და თვით ქვაბულში მდებარე რაიონები ტყეების და ხშირი ხეებიანი სავანის მოზაიკას წარმოადგენს. მდინარე კონგოს ხეობის დასავლეთი რაიონები დაფარულია ტყეებით და მანგროს ტყეებით, რომლებიც პერიოდულად წყლით იფარება. ამ ტყეებში მცენარეულობის სახეობები გაცილებით ღარიბია, ვიდრე ეკვატორულ ტყეებში. ამ ტყეების დამახასიათებელი განსაკუთრებულობაა სასუნთქი გზების ფესვები, ეგრედ წოდებული პნევმატოფორი, რომლებიც ნიადაგის ზემოთ არიან ამოშვერილები. მთის კალთებზე ხარობენ მთის ეკვატორული ტყეები. ასეთ ტყეებში ხეები დაბალია, ვიდრე ვაკე ადგილის ხეები. ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე უფრო ზემოთ ხარობს აფროალპური მცენარეულობა, სადაც ტყეები უკვე აღარ გვხვდება.

კონგოს ქვაბულის ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებობს მშრალი ტყეები, რომლებსაც მშრალ სეზონზე ფოთლები ცვივათ. ძირითადად ეს ტყეები ხარობენ ქვეყნის სამხრეთში. რაც უფრო სამხრეთისაკენ მივდივართ, ტყეები მით უფრო იმეჩხრება და ჩნდება ხშირი სავანები. ეს სავანები დაფარულია ხეებით და მაღალი ბალახით. კიდევ უფრო სამხრეთით, სავანები მეჩხერდება, ხოლო კატანგის პლატოზე ხარობს ტროპიკული ტყეები, სადაც ყველა ხე მთლიანად კარგავს ფოთოლს მშრალი სეზონის დროს. სანაპიროს ზოგიერთ მონაკვეთზე, განსაკუთრებით მდინარე კონგოს შესართავთან, ხარობს მანგროს ტყეები.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში ფაუნა ფართედაა წარმოდგენილი: აფრიკული სპილო, ლომი, ჯიქი, შიმპანზე, გორილა, ჟირაფი, ოკაპი, ზებრა, მიწის მგელი. მდინარეებში ბინადრობს ბევრი ნიანგი და ბეჰემოთი, ხოლო სავანაში — აფრიკული კამეჩი, ანტილოპა და სხვა ბალახისმჭამელი რქოსანი ცხოველი. ასევე გვხვდება ბევრი სხვადასხვა სახეობის გველი, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა მამბა (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო შხამიანი გველი). ფრინველებს შორის გამოირჩევა: ფლამინგო, ვარხვი, თუთიყუში, ყანჩა, მენექტრია, აფრიკული პრანწია. ქვეყანაში დიდი რაოდენობითაა მწერები, მათ შორის მალარიის კოღო და ბუზი ცეცე, რომელსაც გადააქვს აფრიკული ტრიპანოსომოზი.

პოლიტიკური მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორ კონსტიტუციას შორის ოთხწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ სხვადასხვა დონეზე ხელისუფლების ყველა რგოლში შეიქმნა ახალი პოლიტიკური ინსტიტუტები, შემოღებული იქნა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურმა სისტემამ ბოლოს და ბოლოს მიიღო საპრეზიდენტო დემოკრატიული რესპუბლიკის მყარი სახე. 2003 წლის გარდამავალი კონსტიტუციის თანახმად შეიქმნა ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც შედგება სენატისა და ეროვნული კრებისაგან[152]. სენატი, გარდა სხვა ფუნქციებისა, პასუხისმგებელია ახალი კონსტიტუციის შექმნაზე. აღმასრულებელი ხელისუფლება დაევალა 60 წევრიან მინისტრთა კაბინეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი და ოთხი ვიცე-პრეზიდენტი. პრეზიდენტმა მიიღო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილება. გარდამავალმა კონსტიტუციამ ასევე დაადგინა შედარებით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა უმაღლესი მოსამართლის ხელმძღვანელობით.

2006 წლის კონსტიტუცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მესამე რესპუბლიკის კონსტიტუცია, ძალაში შევიდა 2006 წლის თებერვალში. ის მოქმედებდა გარდამავალ კონსტიტუციასთან ერთად თანამდებობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნამდე, რომლებიც აირჩიეს 2006 წლის ივლისის არჩევნების შემდეგ. ახალი კონსტიტუციით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი დარჩა ორპალატიანი: 108 წევრიანი სენატი, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევს რეგიონალური პარლამენტები და 500 დეპუტატიანი ეროვნული კრება, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევს მოსახლეობა. აღმასრულებელი ხელისუფლება გაიყო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელიც წარმოადგენს ეროვნულ კრებაში უმრავლესობის მქონე პარტიას. მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, ხოლო პრეზიდენტის არჩევა ხდება 5 წლის ვადით მიმდევრობით მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობით.

ჟოზეფ კაბილა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი

ახალმა კონსტიტუციამ რეგიონებს ასევე მიანიჭა ახალი უფლებამოსილებები. პროვინციებში საკანონმდებლო ორგანოებმა მიიღეს უფლება აირჩიონ გუბერნატორები — რეგიონალური ხელისუფლების ხელმძღვანელები. ახალი კონსტიტუციის თანახმად ასევე უმაღლესი სასამართლო გაიყო სამ ახალ ინსტიტუტად. კონსტიტუციის განმარტების პრეროგატივა გადავიდა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში.

ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 2011 წლის 28 ნოემბერს[153][154]. ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელმაც გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ცდილობდა შეეცვალა საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო სისტემა პროპორციულიდან მაჟორიტარულისკენ, რომელიც მკვეთრად გააკრიტიკა ოპოზიციამ.[155][156]

საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჟოზეფ კაბილამ ხმათა 48,95 %-ით (8 880 944 ხმა). მეორე ადგილზე გავიდა ეტიენ ჩისეკედი ხმათა 32,33 %-ით (5 864 775 ხმა). ეროვნულ კრებაში უმრავლესობა მოიპოვა (500-დან 62 ადგილი) პრეზიდენტ ჟოზეფ კაბილას პარტიამ — სახალხო პარტია გარდაქმნისათვის და დემოკრატიისათვის (PPRD), ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატ ეტიენ ჩისეკედის პარტიამ — კავშირი დემოკრატიისათვის და სოციალური პროგრესისათვის (UDPS) მიიღო 41 ადგილი.

2007 წლის 19 იანვრის არჩევნების შედეგების მიხედვით სენატში საპრეზიდენტო პარტიამ მიიღო 22 ადგილი, 7-მა პარტიამ — 14-დან 2 ადგილამდე, 18-მა პარტიამ — 1 ადგილი, სენატში ასევე შევიდა 26 უპარტიო.

კორუფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წლიდან 1997 წლის ჩათვლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველმა მობუტუ სესე სეკომ ქვეყანაში ფაქტიურად დააკანონა კორუფცია, რამაც 1996 წელს ქვეყანა მიიყვანა ეკონომიკურ კრახამდე[157]. როგორც მტკიცდება, მობუტუმ თავისი მმართველობის განმავლობაში მიითვისა 4-დან 5 მილიარდამდე ამერიკული დოლარი[158]. 2009 წლის ივლისში შვეიცარიის სასამართლომ გამოავლინა, რომ მობუტუს უცხოური აქტივების დაბრუნების სარჩელს სიძველის ვადა ამოეწურა (შვეიცარიის ბანკებში მყოფი დაახლოებით 6,7 მილიონი ამერიკული დოლარი) და ამიტომ აქტივები უნდა გადაეცათ მისი ოჯახისათვის[159].

2001 წელს ხელისუფლებაში მოსულმა პრეზიდენტმა ჟოზეფ კაბილამ შექმნა ეკონომიკურ დანაშაულობებთან მებრძოლი კომისია[160].

ადამიანის უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალების მიმართ დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტმა გამოთქვა წუხილი იმაზე, რომ ომისშემდგომ გარდამავალ პერიოდში ადამიანის უფლებები ქალების მიმართ და გენდერული თანასწორობის დაცვა არ განიხილება როგორც პრიორიტეტული მიზნები[161][162]. ქვეყნის აღმოსავლეთს დაერქვა «ძალადობის მსოფლიო დედაქალაქი», ხოლო სექსუალური ძალადობის გავრცელება შეფასდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე უფრო ფართე[163][164]. ამ პრობლემას ემატება ის, რომ მოსახლეობის ფართე ფენები ქალების მიმართ ძალადობას აღიქვამენ როგორც ნორმას[165]. 2007 წლის ივლისში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში მიმდინარე სიტუაციაზე[166]. ქალების მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელის — იაკინ ერთურქის სიტყვებით, რომელიც 2007 წლის ივლისში იმყოფებოდა ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალების მიმართ ძალადობამ ჩრდილოეთი კივუს და სამხრეთი კივუს პროვინციებში მიიღო «წარმოუდგენელი სისასტიკის» ხასიათი. «შეიარაღებული ჯგუფები თავს ესხმიან ადგილობრივ თემებს, ძარცვავენ, ძალადობენ, იტაცებენ ქალებს და ბავშვებს და აიძულებენ მათ იმუშაონ სექს-მუშაკებად» — განაცხადა ერთურქმა[167]. 2008 წლის დეკემბერში კომპანია GuardianFilms-მა, რომელიც ეკუთვნის ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ს, გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც დაფიქსირებული იყო 400-ზე მეტი ქალის და გოგონას მტკიცებები, რომლებმაც განიცადეს ძალადობა შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან[168]. 2010 წლის ივნისში ბრიტანულმა ოქსფამმა განაცხადა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი ქალებზე ძალადობის რაოდენობის მკვეთრი ზრდის შესახებ, ხოლო ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სამოქალაქო პირების მიერ განხორციელებული ქალებზე ძალადობის რაოდენობა გაიზარდა ჩვიდმეტჯერ[169].

2003 წელს მბუტის პიგმეების წარმომადგენელმა სინაფასი მაკელომ გაეროს მკვიდრი ერების ფორუმზე განაცხადა, რომ ომის დროს მისი ერის წარმომადგენლებზე ნადირობდნენ და ჭამდნენ მათ, თითქოს ისინი ყოფილიყვნენ ნანადირევი ხორცი. ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში შეიმჩნეოდა კანიბალიზმის შემთხვევები იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც ცნობილია როგორც Les Effaceurs («მწმენდავები»), რომლის წევრებსაც სურდათ გაეწმინდათ ტერიტორია ხალხისაგან და ის გამოეყენებინათ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის[170]. ომის ორივე მხარის წარმომადგენლები ერთმანეთს განიხილავდნენ, როგორც «არასრულფასოვნებს», ხოლო ზოგიერთები თვლიდნენ, რომ ადამიანის სხეულის შეჭმა მათ მისცემდათ მაგიურ ძალას[171].

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯარის გარდა, რომელიც დაყოფილია 18 ბრიგადად, რომელშიც თითოეულში 3500 ჯარისკაცია, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებობს რესპუბლიკური გვარდიის 10-ათასიანი კორპუსი.

სამხედრო ხარჯები 2004 წელს შეადგენდა 93,5 მილიონ ამერიკულ დოლარს. რეგულარული შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეადგენს 144 000–159 000 ადამიანს.[172]

ჯარის დაკომპლექტება ხდება საკუთარი ნების საფუძველზე. გასამხედროებული ფორმირებებია: პოლიცია, თვითთავდაცვის ძალები. მობილური რესურსები: 16 მილიონი მამაკაცი (2010 წლის შეფასება), მათ შორის სამხედრო სამსახურისთვის ვარგისები — 10 მილიონი მამაკაცი და 10 მილიონი ქალი (2010 წლის შეფასება).

სახმელეთო ჯარები: 85 ათასი ჯარისკაცი (ბრიგადაში 3500 ჯარისკაცი, ბატალიონში 944 ჯარისკაცი).

შეიარაღება: დაახლოებით 70 ტანკი (Т-59, Т-62), 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, დაახლოებით 80 ჯავშანტრანსპორტიორი, ბუქსირებული არტილერიის 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა (75, 85, 122 და 130 მმ-ანი), 30 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (107 და 122 მმ-ანი), 50-ზე მეტი ნაღმმტყორცნი, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი «Стрела-2», 50-ზე მეტი საზენიტო დანადგარი (14,5, 37 და 40 მმ-ანი).

სამხედრო საჰაერო ძალები: 10 000 ჯარისკაცი. თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების პარკი: იტალიური Aermacchi MB-326 — 14, ამერიკული Cessna 150 — 12 და Cessna 310 — 3, რუსული მი-24 — 6, ფრანგული Dassault Mirage 5 — 5, რუსული სუ-25 — 4, ამერიკული Lockheed C-130 Hercules — 2, ამერიკული Boeing 727 — 1, ამერიკული Bell 47 — 5, ფრანგული Sud-Aviation SA.330 Puma — 4, ფრანგული Sud-Aviation Alouette III — 2 და რუსული მი-17 — 2.

სამხედრო საზღვაო ძალები: 20 000 ჯარისკაცი. ესპანური საპატრულო გემი Piraña — 3, ჩინური საპატრულო გემი Shanghai II — 1, რუსული საპატრულო კატერი «ჟუკი» — 3.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინციები.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაყოფილია 26 პროვინციად.

№ რუკაზე პროვინცია (ქართ.) პროვინცია (ფრ.) ადმ.
ცენტრი
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2005)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 კინშასის პროვინცია Kinshasa კინშასა 9 965 8 951 248 898,27
2 ცენტრალური კონგო Kongo central მატადი 53 929 3 734 594 69,25
3 კუანგო Kwango კენგე 89 974 1 994 036 22,16
4 კვილუ Kwilu კიკვიტი 78 219 2 144 415 27,42
5 მაი-ნდომბე Mai-Ndombe ინონგო 127 465 1 768 327 13,87
6 კასაი Kasaï ლუებო 95 631 3 199 891 33,46
7 ლულუა Lulua კანანგა 60 158 942 832 49,48
8 აღმოსავლეთ კასაი Kasaï oriental მბუჟი-მაიი 9 481 2 702 430 285,04
9 ლომამი Lomami კაბინდა 56 010 2 048 839 36,58
10 სანკურუ Sankuru ლოჯა 104 331 1 374 239 13,17
11 მანიემი Maniema კინდუ 132 250 1 246 787 9,43
12 სამხრეთი კივუ Sud-Kivu ბუკავუ 65 070 5 050 348 77,61
13 ჩრდილოეთი კივუ Nord-Kivu გომა 59 483 7 460 642 125,42
14 იტური Ituri ბუნია 65 658 4 241 236 64,60
15 ზემო უელე Haut-Uele ისირო 89 683 1 920 867 21,42
16 ჩოპო Tshopo კისანგანი 199 567 2 614 630 13,10
17 ქვემო უელე Bas-Uele ბუტა 148 331 1 093 845 7,37
18 ჩრდილოეთი უბანგი Nord-Ubangi გბადოლიტე 56 644 1 482 076 26,16
19 მონგალა Mongala ლისალა 58 141 1 793 564 30,85
20 სამხრეთი უბანგი Sud-Ubangi გემენა 51 648 2 744 345 53,14
21 ეკვატორიალური პროვინცია Équateur მბანდაკა 103 902 1 626 606 15,66
22 ჩუაპა Tshuapa ბოენდე 132 957 1 316 855 9,90
23 ტანგანიიკა Tanganyika კალემიე 134 940 2 482 009 18,39
24 ზემო ლომამი Haut-Lomami კამინა 108 204 2 540 127 23,48
25 ლუალაბა Lualaba კოლვეზი 121 308 1 677 288 13,83
26 ზემო კატანგა Haut-Katanga ლუბუმბაში 132 425 3 960 945 29,91
სულ 2 345 374 74 146 995 31,61

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის რაოდენობა — 85 026 000 ადამიანი (2014)[173].
  • წლიური ზრდა — 3,07 % (2014 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — უცნობია.
  • სოფლის მოსახლეობა — უცნობია.
  • შობადობა — 43,69 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 6,35 დაბადებული ერთ ქალზე) (2014 წელი).
  • შობადობის ჯამური კოეფიციენტი — 6,45 ბავშვი 1 ქალზე (2014 წელი).
  • სიკვდილიანობა — 13,27 % (2014 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 88,62 % (2014 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 51,46 წელი (2014).
  • საშუალი ასაკი — 16,2 წელი
    • მამაკაცები — 16,0 წელი
    • ქალები — 16,4 წელი (2014 წელი).
    • 0-14 წელი: 47,4 %
    • 15-64 წელი: 50,1 %
    • 65 წელზე უფროსები: 2,5 % (2014 წელი).
  • განათლება — 65,5 % (76,2 % მამაკაცებში, 55,1 % ქალებში (2003 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 3,0 % (2007 წელი).

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში ცხოვრობს 250-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი, რომელთაგან უმრავლესობა ბანტუს ხალხის წარმომადგენელია. ოთხი ყველაზე უფრო დიდი ჯგუფი — მონგო, ლუბა, კონგო (ყველა ბანტუს ხალხი) და უბანგიური ენების მანგბეტუ-ზანდეს ხალხი შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 45 %-ს. ქვეყანაში ასევე ცხოვრობს 60 000 თეთრკანიანი, რომელთაგან უმრავლესობა ბელგიური წარმოშობისაა, რომლებიც იქ დარჩნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ.

ქვეყნის მოსახლეობის 80 %-ს შეადგენს ბანტუს ხალხი: ლუბა (18 %), მონგო (17 %), კონგო (12 %), ლუნდა, ჰუტუ, ტუტსი, ბატეკე და სხვები.

ცენტრალურსუდანური ენები/უბანგიური ენები: ნგბანდი, ნგბაკა, მორუ-მანგბეტუ, ზანდე, ლუგბარა და სხვა.

ნილოტი ხალხი: ალური, ბარი და სხვა.

პიგმეები: მბუტი, ბაკა და სხვა.

როგორც თვლიან 600 000-ზე მეტი პიგმეი (მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 1 %) ცხოვრობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ვრცელ ტყეებში, სადაც მათ თავი გააქვთ ველურ ცხოველებზე ნადირობით და ხილის მოგროვებით.[174]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ენების გეოგრაფიული გავრცელება ქვეყანაში

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ფრანგული ენა ოფიციალური ენაა. ის ყველასთვის მიღებულია, როგორც ლინგვა ფრანკა, რომელიც აადვილებს ურთიერთკავშირს ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. 2014 წლის ფრანკოფონიის მონაცემებით, 33 მილიონ კონგოელს (მოსახლეობის 47 %) შეუძლია ფრანგულად წერა და კითხვა.[175] დედაქალაქ კინშასაში, მოსახლეობის 67 %-ს შეუძლია ფრანგულ ენაზე წერა და კითხვა, ხოლო 68,5 %-ს შეუძლია ილაპარაკოს და გაიგოს იგი.[176]

ქვეყანაში ლაპარაკობენ დაახლოებით 242 ენაზე, მაგრამ მხოლოდ ოთხს აქვს ეროვნული ენების სტატუსი: კიტუბას ("კიკონგო ია ლეტა"), ლინგალას, ლუბას და სუაჰილის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი ლაპარაკობს ამ რეგიონალურ ან პროფესიონალურ ენებზე, როგორც პირველი ენა, მოსახლეობის უმრავლესობა მასზე ლაპარაკობს, როგორც მეორე ენა საკუთარი, ადგილობრივი ეროვნული ენის შემდეგ. ლინგალას ენა ბელგიის კოლონიალური მმართველობის დროს იყო კოლონიალური არმიის — "Force Publique-ის" ოფიციალური ენა და დღემდე რჩება დომინირებულ ენად შეიარაღებულ ძალებში. უახლოესი აჯანყებების დროს აღმოსავლეთში ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე იყენებდა სუაჰილის ენას, სადაც ის ფართედ არის გავრცელებული.

როდესაც ქვეყანა ბელგიის კოლონია იყო, ბელგიელი კოლონიზატორები დაწყებითი სკოლების სასწავლო დაწესებულებებში იყენებდნენ ოთხ ძირითად ეროვნულ ენას, რაც აფრიკის კოლონიალურ ტერიტორიებში ერთ-ერთი იშვიათი მოვლენა იყო. ეს ტენდენცია შეიცვალა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, როდესაც ფრანგული ენა გახდა სწავლების ერთადერთი ენა ყველა დონეზე.[177] 1975 წლიდან, ოთხი ეროვნული ენა, ისევ იქნა შეყვანილი დაწყებითი განათლების პირველ ორ წელიწადში, ფრანგული ენა კი გახდა სწავლების ერთადერთი ენა მესამე წლიდან, მაგრამ პრაქტიკაში ქალაქების ბევრ დაწყებით სკოლაში სწავლება პირველივე წლიდან მიმდინარეობს მხოლოდ ფრანგულ ენაზე.[177]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
რელიგია მოსახლეობა
კათოლიციზმი
  
36.8%
პროტესტანტიზმი
  
32.0%
სხვა ქრისტიანები
  
11.2%
სუნიზმი
  
6.0%
შიიზმი
  
1.2%
აჰმადია
  
0.7%
სხვა მუსლიმები
  
4.1%
ტრადიციული აფრიკული რელიგიები
  
3.0%
სხვები ან რომლებმაც საკუთარი მწამრსი არ გამოთქვეს
  
1.0%
ათეიზმი
  
4.0%
რელიგია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (2013 წელი)[178]

The World Factbook-ის მონაცემებით ქრისტიანობა ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული რელიგიაა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მისი მორწმუნეები შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 80 %-ს. ქრისტიანებს შორის ყველაზე უფრო მეტი მიმდევარია კათოლიკები — 50 %, შემდეგ მოდიან პროტესტანტები — 20 % და კიმბანგისტები — 10 %. მუსლიმები (ძირითადად სუნიტები) შეადგენენ მოსახლეობის 10 %-ს, დანარჩენი (მათ შორის ადგილობრივი აფრიკული რელიგიის მიმდევრები) ასევე 10 %-ს. ინდუიზმის მიმდევრები, რომელსაც არა აქვს გავრცელების ფართე არეალი, წარმოადგენენ მოსახლეობის 0,18 %-ს.[179] კიმბანგიზმი ბელგიურმა კოლონიალურმა რეჟიმმა აღიქვა, როგორც მათი რეჟიმის მტერი და აკრძალა იგი. კიმბანგიზმი, რომელსაც ოფიციალურად ქვია "ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე სიმონ კიმბანგუს მოციქულით", დღეისათვის მოითვლის დაახლოებით სამ მილიონ მიმდევარს,[180] რომელთა უმრავლესობა ცხოვრობს კონგოს ხალხს შორის ცენტრალური კონგოს პროვინციაში და კინშასაში.

ქვეყანაში 62 პროტესტანტული დენომინაცია გაერთიანებულია კონგოში ქრისტეს ეკლესიის (კქე) (ფრანგ. Église du Christ au Congo (ÉCC)) ეგიდით. მას ხშირად უბრალოდ ეძახიან პროტესტანტულ ეკლესიას, რადგანაც ის მოიცავს პროტესტანტული მოსახლეობის დიდ ნაწილს — 20 %-ს.[181] ისლამი ძირითადად შემოიტანეს და გაავრცელეს არაბმა ვაჭრებმა.[182]

ტრადიციული რელიგია ასახავს ისეთ ცნებებს, როგორებიცაა მონოთეიზმი, ანიმიზმი, ვიტალიზმი, წინაპრების კულტი და ჯადოქრობა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით და მოცულობით გავრცელებულია ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ქრისტიანობა და ტრადიციული აფრიკული რელიგიები და კულტები ხშირად გაერთიანებულია სექტებში, რომელიც გაბატონებული ეკლესიისათვის მიუღებელია, როგორც ქრისტიანობის ნაწილი. ამ კატეგორიების მიმდევრების რელიგიური კუთვნილების ზუსტმა განცალკევებამ შეიძლება მოგვცეს კონგოს რეალობის დამახინჯებული სურათი. ადამიანთა რაოდენობის განსაზღვრა, რომლებიც შეიძლება იყვნენ ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრები საკმაოდ შეზღუდულია. უფრო გავრცელებულია ერთდროულად ორი ან მეტი რელიგიური აღმსარებლობის რწმენა. როგორც კლასობრივი ან ეთნიკური იდენტურობა, პიროვნების რელიგიური იდენტურობაც შეიძლება იყოს სიტუაციური.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამთომომპოვებელი მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის ბოლოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში სამთომომპოვებელი მრეწველობის და ფერადი მეტალურგიის წილი შეადგენდა 58 %-ს. სამთომომპოვებელი მრეწველობა უზრუნველყოფდა ექსპორტის შემოსავლების 70 %-ზე მეტს. ძირითადი სამთომომპოვებელი ცენტრები მდებარეობენ შაბას პროვინციაში, სადაც მუშავდება რკინის მადანის, კობალტის, თუთიის, ვერცხლის, ურანის, კადმიუმის, გერმანიუმის საბადოები, და აღმოსავლეთ კასაის და კასაის პროვინციებში, სადაც მდებარეობს ალმასის დიდი საბადოები. კატანგის რეგიონში მოიპოვება სპილენძი, ტყვია, ქვანახშირი, მანგანუმი, თუთია და კობალტი. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების რაიონებში შექმნილია მსხვილი სამთომომპოვებელი და მეტალურგიული კომპლექსები.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უკავია პირველი ადგილი მსოფლიოში სამრეწველო ალმასის და კობალტის წარმოების მიხედვით და სპილენძის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის სამთომომპოვებელი მრეწველობა XX საუკუნის ბოლოს უზრუნველყოფდა კობალტის მოპოვების 48 %-ზე მეტს (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა — მსოფლიო ბაზარზე კობალტის მსხვილი მიმწოდებელია), ალმასის 25 %-ს, სპილენძის 8 %-ს, კალის კონცენტრატების 1,7 %-ს. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მსოფლიო ბაზარზე ეკავა მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც თუთიის, ვერცხლის, მანგანუმის, გერმანიუმის ექსპორტიორს. მინერალურ ნედლეულს შორის ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია: ბელგია, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. ქვეყნის ეკონომიკის სამთო სექტორის წამყვანი მოთამაშეები არიან (2001-2002 წლები) — Lubumbashi slag heap (STL), Lwishishi-ის პროექტი OMG-ს ჯგუფთან ერთად, კომპანია Forrest International (EGMF) and Gécamines.

ქვეყანის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და ექსპორტის მოცულობის ზუსტი შეფასება XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე გაძნელებულია. 2000 წლის მონაცემებით ალმასების საერთო მოპოვება შეფასებულია 22 მილიონ კარატად/წელიწადში, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის კონტრაბანდისტების დახმარებით. ანალოგიური სიტუაცია შეიმჩნევა ოქროს მოპოვების მხრივაც, რომელიც ოფიციალურად შეადგენს 120 კგ/წელიწადში ფაქტიურად ორიენტირებული 9330 კგ/წელიწადში ნაცვლად. უფრო ზუსტი მონაცემები არსებობს ცალკეული ფირმების მოღვაწეობასთან მიმართებაში.

1990-იანი წლების პოლიტიკური კრიზისი დამღუპველად აისახა სამთომომპოვებელი მრეწველობის და ფერადი მეტალურგიის განვითარებაზე. სპილენძის წლიური წარმოების მოცულობა შემცირდა 90 %-ით, ხოლო ოქროს და ალმასის დიდი ნაწილი მოიპოვება კუსტარული მეთოდებით ცალკეული პირების მიერ, რომლებიც უპირატესობას აძლევენ შავ ბაზართან მუშაობას.

ხე-ტყის მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყეს უკავია ქვეყნის საერთო ტერიტორიის 60 %. ქვეყანაში არსებობს ხე-ტყის მასალების უზარმაზარი რესურსი, რომელსაც საწყის ეტაპზე გააჩნია 61 მილიონი ჰა ხე-ტყიანი ტერიტორიების საექპლოატაციო კომერციული განვითარების შესაძლებლობა. მაიომბეს რეგიონში ცენტრალური კონგოს პროვინცია ადრე იყო ხე-ტყის მასალების ექსპლოატაციის მსხვილი ცენტრი, მაგრამ ამ რეგიონში ტყეები თითქმის მთლიანად განადგურდა. უფრო ხშირად გამოიყენება ეკვატორიალური პროვინციის და მდინარე უბანგის ხეობის უფრო ვრცელი ტყიანი რეგიონები.

2003 წლის შეფასებით მრგვალი ხე-ტყის გატანა შეადგენდა 72 170 000 მ³-ს, ანუ საწვავის 95 %-ს. დღეისათვის იჭრება დაახლოებით 14 სახეობის ხე. 2003 წლის შეფასებით ხე-ტყის მასალების ექსპორტი შეადგენდა 25,7 მილიონ ამერიკულ დოლარს. ხე-ტყის მრეწველობის გასავითარებლად აუცილებელია უცხოური კაპიტალის მოზიდვა, რის გამოც ხელისუფლება ვარაუდობს საგადასახადო სტრუქტურებისა და საექსპორტო პროცედურების შეცვლას ეკონომიკური წინსვლის სტიმულირებისათვის.

თევზჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, რომელიც გამოქვეყნებულია ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობისა და ცენტრალურ აფრიკაში თავისი პოტენციალური როლის შესახებ მოხსენებაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გააჩნია აფრიკის ტყისა და მდინარეების სისტემის დაახლოებით 50 %, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მთელი კონტინენტის ჰიდროენერგეტიკის სიმძლავრეები.[183] ქვეყანაში თევზჭერა ეკონომიკური შემოსავლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი წყაროა. 2003 წლის შეფასებით ზღვებიდან, მდინარეებიდან და ტბებიდან თევზის წარმოების საერთო პროდუქციის მოცულობა შეადგენდა 222 965 ტონას. ზღვიდან თევზის რეწვას ახორციელებს სახელმწიფო კომპანია — PEMARZA.

ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებობს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მარაგი და ასევე გენერირებული ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე დაახლოებით 100 000 მგვტ.

ელექტროენერგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე კონგოზე არსებულ ინგას კაშხალს აქვს პოტენციალი, რომელსაც შეუძლია 40 000-დან 45 000 მგვტ-მდე ელექტროენერგიის გენერირება, რომელიც საკმარისია მთელი სამხრეთ აფრიკისათვის საჭირო ელექტროენერგიის მოსამარაგებლად. პოლიტიკურ არენაზე შენარჩუნებული გაურკვევლობისა და ინვესტორების მხრიდან ინტერესების არარსებობის შედეგად ინგას კაშხლის პოტენციალი საკმაოდ შეზღუდულია.

2001 წლის შეფასებით, კაშხლის დადგენილი გენერირებული სიმძლავრე შეადგენდა 2473 მგვტ-ს. სავარაუდოთ, იმის გამო, რომ კაშხლის ტურბინების ორი მესამედი არ მუშაობს, კაშხალს შეუძლია აწარმოოს არაუმეტეს 650-750 მგვტ-ის ელექტროენერგია. 2010 წლისთვის იგეგმება ინგას კაშხლის სიმძლავრის გაზრდა 44 000 მგვტ-მდე. აფრიკის განვითარების ბანკი ქვეყნის მთავრობას შეპირდა 8 მილიონი ამერიკული დოლარით დახმარებას. ხელისუფლება ასევე თანახმაა ინგა-კოლვეზის და ინგა-სამხრეთ აფრიკის ელექტროგადამცემი სისტემების აღდგენაში და კვების მეორე ხაზის მშენებლობაში დედაქალაქ კინშასის ელექტროენერგიით მოსამარაგებლათ.

2007 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შიდა ბაზრისთვის წარმოებულმა ელექტროენერგიის ხვედრითმა წილმა შეადგინა 8302 მილიონი კვტ/სთ. 2007 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ელექტროენერგია შეადგენდა 78 მილიონ კვტ/სთ-ს. ქვეყანა ასევე ელექტროენერგიის ექსპორტიორია. 2003 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა შეადგინა 1,3 მილიარდ კვტ/სთ-მდე, რომელიც ძირითადად მიეწოდებოდა კონგოს რესპუბლიკას და მის დედაქალაქ ბრაზავილს, ასევე ზამბიას და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას. არსებობს რამდენიმე გეგმა დასავლეთის ენერგეტიკული კორიდორის (Westcor) მშენებლობის შესახებ, რითაც ელექტროენერგია ინგა III ჰიდროელექტროსადგურიდან მიეწოდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ანგოლას, ნამიბიას, ბოტსვანას და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.

ქვეყნის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიაა Société nationale d'électricité (SNEL).

ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 6 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ელექტროენერგიით.[184] 2003 წელს ელექტროენერგიის 98,2 % იწარმოებოდა ჰიდროელექტროსადგურებში.[185]

ნავთობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აქვს ნავთობის რეზერვები, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ ანგოლას ჩამორჩება. 2009 წლის მდგომარეობით ქვეყნის ნავთობის მარაგი შეადგენს 180 მილიონ ბარელს (29 000 000 მ³). 2008 წელს ქვეყანაში ნაწარმოებია 19 960 ბარელი (3173 მ³) ნავთობი დღე-ღამეში და გამოიყენება 11 000 ბარელი დღე-ღამეში (1700 მ³/დღ-ღ.). 2007 წელს ქვეყანაში ექსპორტირებული ნავთობის რაოდენობა შეადგენს 20 090 ბარელს დღე-ღამეში (3194 მ³/დღ-ღ.), ხოლო იმპორტირებული ნავთობის 11 350 ბარელს დღე-ღამეში (1805 მ³/დღ-ღ.).

2007 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნაწარმოებია 836 000 ტონა ნავთობი, ექსპორტირებულია 836 000 ტონა და მარაგია 25 000 000 ტონა. 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში ნავთობის გადამუშავება არ ხდებოდა და ის იძულებული იყო მოეხდინა ნავთობპროდუქტების იმპორტი. 2002 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობამ შეადგინა 8180 ბარელი დღე-ღამეში (1301 მ³/დღ-ღ.).

ნავთობპროდუქტების იმპორტი შედგება ბენზინისგან, რეაქტიული საწვავისგან, ნავთისგან, საავიაციო საწვავისაგან, მაზუთისაგან და ნავთობის შეკუმშული აირისაგან. ნავთობპროდუქტების ექსპორტს და იმპორტს ახორციელებს კომპანია Cohydro. ხელისუფლებას ქვეყანაში ნავთობის შემოსატანად ხელშეკრულება აქვს დადებული კომპანია Galaxy Moriah Oil-სთან.[186]

ბუნებრივი აირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის შეფასებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის მარაგი იყო 991,1 მილიონი მ³. ქვეყანაში არ არსებობს მისი წარმოება, მოხმარება, იმპორტი ან ექსპორტი.

ქვანახშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის ივლისის მდგომარეობით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქვანახშირის მარაგის რაოდენობა შეადგენს 97 მილიონ ამერიკულ ტონას (ინგლ. ton; short ton). 2003 წელს ქვანახშირის შიდა წარმოება და მოხმარება შეადგენდა შესაბამისად 0,11 მილიონ ამერიკულ ტონას და 0,26 მილიონ ამერიკულ ტონას.[187]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის რკინიგზის და სხვა სახმელეთო ტრანსპორტის სქემატური რუკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოველთვის არსებობდა სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული სიძნელეები. ქვეყნის რელიეფი და მდინარე კონგოს აუზის კლიმატი ბარიერებს უქმნის რკინიგზების და საავტომობილო გზების მშენებლობას. ამას გარდა, მრავალი წლის განმავლობაში არსებულმა ქრონიკულმა ქაოსმა და შიდა კონფლიქტებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში გამოიწვია ინვესტიციების სერიოზული დანაკლისი.

მეორე მხრივ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებობს ათასობით კილომეტრი სანაოსნო გზა და ტრადიციულად წყლის ტრანსპორტი ქვეყნის ტერიტორიის ⅔-ზე დომინანტურ სახეობას წარმოადგენს.

სატრანსპორტო პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სატრანსპორტო პრობლემების საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ საქონლის მიტანის ეგრედ წოდებული «ეროვნული მარშრუტი» მატადის პორტიდან ქალაქ ბუკავუში:

სხვა სიტყვებით, საქონელი უნდა დაიტვირთოს და დაიცალოს რვაჯერ, ხოლო მთელი გზის გავლის ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს რამდენიმე თვე.

ქვეყნის ბევრი ავტოგზა იმყოფება ცუდ მდგომარეობაში და ფუნქციონირებს მხოლოდ ზოგიერთ მონაკვეთზე, მიუხედავად მათი მდგომარეობის გაუმჯობესების სულ ახლანდელი მცდელობებისა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა საკმაოდ დაზიანდა კონგოს პირველი და მეორე ომების დროს. ბევრი სატრანსპორტო საშუალება განადგურდა ან გატაცებული იქნა ბოევიკების მიერ, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე ძლიერ დაზიანდა მილსადენები. კინშასის, მატადის და ლუბუმბაშის ფარგლებს გარეთ კერძო და კომერციული საავტომობილო ტრანსპორტი თითქმის არ არსებობს, ხოლო საავტომობილო ნაკადი დაბალია იქაც კი, სადაც ავტოგზები იმყოფებიან კარგ მდგომარეობაში. სატრანსპორტო საშუალებების ზოგიერთი რაოდენობა, რომლებსაც ამ ქალაქების ფარგლებს გარეთ მოიხმარენ, იმყოფება გაეროს დაქვემდებარებაში, იმ ორგანიზაციის, რომელიც ეხმარება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და სამთომომპოვებელი და ენერგეტიკული დარგების რამდენიმე მსხვილ კომპანიას.

საჰაერო ტრანსპორტი ქვეყანაში ბევრ ქალაქებს შორის გადაადგილების ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება, გაერო, ჰუმანიტარული ორგანიზაციები და მსხვილი კომპანიები პერსონალის გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად იყენებენ საჰაერო და არა სახმელეთო ტრანსპორტს.

ჩვეულებრივი მოქალაქეები, განსაკუთრებით სოფლის რაიონებში, როგორც წესი გადაადგილდებიან ფეხით, ველოსიპედით ან ნავით.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზოგიერთ რაიონში ჩასვლა სხვა ქვეყნებიდან უფრო ადვილია, ვიდრე დედაქალაქ კინშასიდან. მაგალითად, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბუკავუ, გომა და სხვა ქალაქები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან დაკავშირებულია ასფალტირებული საავტომობილო გზით კენიის პორტ მომბასასთან. ხოლო უკანასკნელ წლებში ამ ქალაქებში საქონლის უმრავლესობა შედის ამ მარშრუტით. ანალოგიურად, ლუბუმბაში და კატანგის რეგიონის სხვა ქალაქები დაკავშირებული არიან ზამბიასთან, რისი საშუალებითაც უკავშირდებიან სამხრეთ აფრიკის ავტომაგისტრალებს და რკინიგზებს. მეზობელ ქვეყნებთან ასეთი სატრანსპორტო კავშირები ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონებისთვის უფრო მთავარია, ვიდრე დედაქალაქთან.

ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს ჩინეთმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ორი მსხვილი პროექტის რეალიზაციის მიზნით თანხმობა განაცხადა გამოეყო 5 მილიარდი ამერიკული დოლარი[188]. პირველი პროექტი ითვალისწინებდა ერთმანეთთან რკინიგზით დაეკავშირებინა სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი კატანგის რეგიონი, კერძოდ ლუბუმბაში, საოკეანო პორტ მატადისთან და ავტომაგისტრალით სამდინარო პორტ კისანგანისთან. მეორე პროექტი ითვალისწინებდა აფრიკის სამხრეთის სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებას ზამბიაში. ეს პროექტები ასევე მიმართული იქნება სატრანსპორტო მარშრუტების გაუმჯობესებისკენ ქვეყნის რაიონებსა, რომლებსაც არ ემსახურება საწყლოსნო ტრანსპორტი, და ძირითად ეკონომიკურ ცენტრებს შორის. კრედიტი დაიფარება კონცესიის წარდგენით წიაღისეულის მოპოვებაზე, რომელიც აუცილებლად სჭირდება ჩინეთს: სპილენძი, კობალტი, ოქრო და ნიკელი, ასევე ფასიანი რკინიგზებიდან და ავტოგზებიდან მიღებული შემოსავლებით. საერთაშორისო ბიზნეს-თანამეგობრობის მიერ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თანხების ჩადების სურვილის არქონის პირობებში, ეს პროექტები აუცილებელია ქვეყნის ხელისუფლებისთვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად[188].

რკინიგზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის რკინიგზის ხაზების სქემა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რკინიგზას მართავს ეროვნული კომპანია Société Nationale des Chemins de Fer du Congo (SNCC). ყველა სარკინიგზო ხაზი არ არის ერთმანეთთან შეერთებული, მაგრამ მათი უმრავლესობა ერთმანეთთან შეერთებულია სამდინარო ტრანსპორტით. ქვემოთ ჩამოთვლილია ქვეყნის სარკინიგზო სისტემები:

  • მატადი-კინშასის სარკინიგზო ხაზი: მატადიდან კინშასაში სონგოლოლოს, კიმპესეს, მბანზა-ნგუნგუს და კასანგულუს გავლით, მართავს კომპანია Office National des Transports (ONATRA). ლიანდაგის სიგანე 1067 მმ, თავდაპირველად იყო 750 მმ[189]; მატარებელი დადის კვირაში სამჯერ[190]. ამ ხაზზე გადაზიდვების რაოდენობა შემცირდა 2000 წელს დამთავრებული მატადი-კინშასის ავტოგზის რეკონსტრუქციის შემდეგ, მაგრამ მომავალში იგეგმება ამ სარკინიგზო ხაზის მუშაობის გააქტიურება, რისთვისაც 2006 წლის ივლისში ხელი მოეწერა შეთანხმებას ONATRA-სა და ჩინურ კომპანია CMIC-ს შორის[191], რომლის თანახმადაც ჩინური კომპანია შეაკეთებს ლიანდაგებს, მატარებლებს, კომუნიკაციებს, სიგნალიზაციას და ელექტროგადამცემ ხაზებს.
  • ვიკიკონგოს სარკინიგზო ხაზი: ბუმბა (პორტი მდინარე კონგოზე) — აკეტი — ბუტა — ლიკატი — ისირო — მუნგბერე, მისასვლელი გზებით ბონდოში და ტიტულეში. ლიანდაგის სიგანე 600 მმ. სარკინიგზო ხაზი იმყოფება მიტოვებულ მდგომარეობაში და არ ფუნქციონირებს[192], უკანასკნელად ამ ხაზზე მატარებელმა გაიარა 2002—2003 წლებში[193].
  • დიდი ტბების სარკინიგზო ხაზი (პირველი მონაკვეთი): კისანგანი (პორტი მდინარე კონგოზე) — უბუნდუ (პორტი მდინარე კონგოზე). ლიანდაგის სიგანე 1000 მმ. ეს სარკინიგზო ხაზი ბოიომის ჩანჩქერის შემოვლითი მარშრუტია. მატარებლები სადგურიდან გადიან კისანგანიში კინშასიდან გემების შემოსვლის შემდეგ ან კინშასაში მათ გამგზავრებამდე, რაც არარეგულარულად ხდება, დაახლოებით 2—3 თვეში ერთხელ[194].
  • დიდი ტბების სარკინიგზო ხაზი (მეორე მონაკვეთი): კინდუ (პორტი მდინარე ლუალაბაზე) — კიბომბო — კონგოლო — კაბალო (პორტი მდინარე ლუალაბაზე და კატანგას ხაზთან მიერთება) — ნიუნზუ — ნიემბა — კალემიე (პორტი ტანგანიიკის ტბაზე). ლიანდაგის სიგანე 1067 მმ. 1955 წლამდე ლიანდაგის სიგანე იყო 1000 მმ, მაგრამ ის 1956 წელს კატანგის სარკინიგზო ხაზთან შეერთების გამო გადაიყვანეს 1067 მმ-ზე. კალემიესა და ნიემბას შორის არსებული სარკინიგზო მონაკვეთი დღეისათვის მიტოვებულია და არ ფუნქციონირებს[192]. კალემიედან ტანგანიიკის ტბის გავლით გემებით შეიძლება ჩავიდეთ ქალაქებში მობა და უვირა.
  • კატანგის სარკინიგზო ხაზი: კაბალო (პორტი მდინარე კასაიზე და დიდი ტბების სარკინიგზო ხაზთან (მეორე მონაკვეთი) მიერთება) — კამუნგუ — კატუმბა — კაბონგო — კამინა (კასაის სარკინიგზო ხაზთან მიერთება) — ბუკამა (პორტი მდინარე ლუალაბაზე) — ტენკე (ბენგელის სარკინიგზო ხაზთან მიერთება) — ლიკასი — ლუბუმბაში — საკანია — ზამბია. ლიანდაგის სიგანე 1067 მმ. კაბონგოსა და კამინას შორის არსებული სარკინიგზო მონაკვეთი იმყოფება მიტოვებულ მდგომარეობაში[192].
  • კასაის სარკინიგზო ხაზი: ილებო (პორტი მდინარე კასაიზე) — კანანგა — მვენე-დიტუ — კანიამა — კამინა (კატანგის სარკინიგზო ხაზთან მიერთება). ლიანდაგის სიგანე 1067 მმ. ეს სარკინიგზო ხაზი კატანგის სარკინიგზო ხაზს აკავშირებს ილებოსთან, საიდანაც გემით შეიძლება ჩავიდეთ კინშასამდე, ტვირთები გადააქვთ სამდინარო ბარჟებზე, მაგრამ სამდინარო ნაოსნობა არარეგულარულია[192]. 2007 წლის 1 აგვისტოს კანანგიდან 170 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით ავარია განიცადა სამგზავრო მატარებელმა, 7 ვაგონი გადავიდა რელსებიდან და დაიღუპა დაახლოებით 100 ადამიანი.
  • კატანგა—ბენგელის სარკინიგზო ხაზი: აშენდა კატანგის სარკინიგზო ხაზის (ტენკე — კოლვეზი — დილოლო) მიერთებისათვის ბენგელის სარკინიგზო ხაზთან (ლუაუდან ლობიტუმდე (პორტი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე)). ამ სარკინიგზო ხაზით სამგზავრო მატარებლები დადიოდნენ ლუბუმბაშიდან ლობიტუს შორის, ხოლო სატვირთო მატარებლებს სპილენძი გადაჰქონდათ ზამბიიდან და კატანგიდან (Copperbelt-ის საბადო) საზღვაო პორტში ექსპორტისათვის. მაგრამ ანგოლის სამოქალაქო ომის გამო სარკინიგზო ხაზი არ ფუნქციონირებს 1970 წლიდან. მონაკვეთი კოლვეზისა და დილოლოს შორის იმყოფება საკმაოდ გაპარტახებულ მდგომარეობაში[192].
რკინიგზის ხაზების სიგრძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

4007 კმ (2014 წელი).[195]

სიგრძე და ლიანდაგის სიგანე:

  • 3882 კმ; ლიანდაგის სიგანე — 1067 მმ (858 კმ ელექტროფიცირებული); (2014 წელი)
  • 125 კმ; ლიანდაგის სიგანე — 1000 მმ; (2014 წელი)
სარკინიგზო ხაზები მეზობელ ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი საერთაშორისო რკინიგზის ხაზი:

ეს საერთაშორისო სარკინიგზო ხაზი არ ფუნქციონირებს:

  • დროშა: ანგოლა ანგოლა — ლიანდაგის სიგანე 1067 მმ, არ მუშაობს 1970-იანი წლებიდან.

არსებობს საბორნე კავშირი მეზობელი ქვეყნების რკინიგზებთან:

  • კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა — ბორანს გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთები კინშასიდან ბრაზავილში მდინარე კონგოს გავლით, საიდანაც რკინიგზა მიდის პუენტ-ნუარში. ლიანდაგის სიგანე ორივე ქვეყანაში 1067 მმ-ია.
  • ტანზანიის დროშა ტანზანია — გემებს გადააქვთ ტვირთები კალემიედან კიგომაში, საიდანაც რკინიგზის ხაზი მიდის დარ-ეს-სალამში. ლიანდაგის სიგანე 1067 მმ (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) / 1000 მმ (ტანზანია).

სამხრეთ სუდანთან, უგანდასთან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან, რუანდასთან და ბურუნდისთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირი არ არსებობს.

რკინიგზის პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2007 წლის სექტემბერში გამოცხადდა, რომ ჩინეთი გამოყოფდა 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს ახალი პროექტების რეალიზაციისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების დარგში, რომელიც მოიცავდა ძველი სარკინიგზო ხაზების აღდგენას და ახლის მშენებლობას საკანიის და ლუბუმბაშის მატადისთან დასაკავშირებლად (3200 კმ).
  • 2005 წელს წამოყენებული იქნა წინადადება უგანდის ქალაქ კასესემდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

საავტომობილო გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტოგზა ქალაქებს კიკვიტსა და იდიოფას შორის

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საავტომობილო გზები კარგი საფარით ნაკლებია, ვიდრე აფრიკის სხვა ქვეყნებში, რომლებიც მას ედრებიან ტერიტორიის ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით. საერთო ჯამში ქვეყანაში 2250 კმ საავტომობილო გზაა, რომელთაგან მხოლოდ 1226 კმ იმყოფება კარგ მდგომარეობაში. ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე მოდის მხოლოდ 35 კმ ასფალტირებული გზა. შედარებისათვის, ზამბიაში (აფრიკის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა) და ბოტსვანაში (აფრიკის ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა) — შესაბამისად 580 კმ და 3427 კმ.

2005 წელს UNJLC-ს მონაცემებით მთლიანი საგზაო ქსელი შეადგენდა:

  • სულ: 171 250 კმ
  • მყარი საფარით: 2250 კმ
  • გრუნტიანი საფარით: 15 000 კმ
  • გრუნტიანი საფარის გარეშე: 43 000 კმ
  • სოფლის გზები: 21 000 კმ
  • ადგილობრივი გზები ან ბილიკები 90 000 კმ.

იმავე დროს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების დოკუმენტებით[196], 2005 წელს კარგ მდგომარეობაში მყოფი მაგისტრალური საავტომობილო გზების ქსელი დაიყო შემდეგნაირად:

  • მყარი საფარით: 1226 კმ
  • გრუნტიანი საფარით: 607 კმ.

UNJLC ასევე აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზების ქსელი, რომელიც არსებობდა კონგოს მეორე ომამდე, უკვე აღარ არსებობს, რადგანაც 20 000 ხიდის და 325 ბორანის უმრავლესობა საჭიროებს შეკეთებას ან შეცვლას.

UNJLC ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო გზების ქსელი თეორიულად შეიძლება დავყოთ ოთხ კატეგორიად (ეროვნული ავტოგზები, პრიორიტეტული რეგიონალური ავტოგზები, მეორეხარისხოვანი რეგიონალური ავტოგზები და ადგილობრივი დანიშნულების ავტოგზები), ამ კლასიფიკაციას არ აქვს დიდი პრაქტიკული მოხმარება, რადგანაც ზოგიერთი ავტოგზა უბრალოდ არ არსებობს. მაგალითად, ეროვნული ავტომაგისტრალი NR9 არ ფუნქციონირებს და მას ვერ აღმოვაჩენთ დედამიწის დისტანციური ზონდირების დახმარებით.

ქვეყნის ორი ძირითადი ავტომაგისტრალი:

  • ეროვნული ავტომაგისტრალი № 1 — ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტის ოკეანის სანაპიროს პორტებს კინშასასთან და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებთან, სადაც იმყოფება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი ეკონომიკური ზონა სპილენძის და სხვა მადნების საბადოებით.
  • ეროვნული ავტომაგისტრალი № 2 — კისანგანი — ბუკავუ — გომა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნის ძირითად საწყლოსნო სატრანსპორტო სისტემას, კერძოდ მდინარე კონგოს კინშასა—კისანგანის კივუს და ტანგანიიკის ტბებთან. ეს ავტოგზა დაზიანდა ომის დროს და 2007 წლის ივლისის მდგომარეობით ვალიკალედან სამხრეთით აღარ ფუნქციონირებს.
საერთაშორისო ავტომაგისტრალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე გამავალი სამი ტრანსაფრიკული ავტომაგისტრალი:

საწყლოსნო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აქვს უფრო ბევრი სანაოსნო მდინარე, ასევე ნავებით და ბორნებით სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების უფრო დიდი მოცულობა, ვიდრე აფრიკის სხვა ნებისმიერ ქვეყანას. კინშასა, სადაც სანაპირო ზოლის 7 კმ უკავია ნავსაყუდლებს, კონტინენტის უდიდესი სამდინარე პორტია. მაგრამ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი — გემები და საპორტე მოწყობილობები — იმყოფებიან ცუდ მდგომარეობაში არახარისხიანი მომსახურებისა და შიდა კონფლიქტების გამო. ქვეყანაში საკმაოდ ბევრი სამდინარე და ტბის პორტია, განსაკუთრებით მდინარეებზე კონგო და კასაი, ასევე ტბებზე ტანგანიიკა და კივუ.

საწყლოსნო გზების საერთო სიგრძე, მდინარე კონგოს, მისი შენაკადების და ტბების ჩათვლით, შეადგენს 15 000 კმ-ს.

ყველაზე უფრო გრძელი და ცნობილი მარშრუტია 1000-კილომეტრიანი მარშრუტი კინშასა—კისანგანი.

მარშრუტების უმრავლესობაში მოძრაობის გრაფიკი არ არის რეგულარული. პორტებში ბარჟები ხშირად რამდენიმე კვირა ელოდებიან მგზავრებს და ტვირთების დატვირთვის დამთავრებას, რომ გავიდნენ რეისში.

მთავარი საზღვაო პორტია — მატადი, ნავთობტერმინალი — ბანანა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სავაჭრო ფლოტის შემადგენლობაში ირიცხება ერთი ნავთობტანკერი[197].

საჰაერო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჰაერო ტრანსპორტი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქვეყნის ბევრ ქალაქებს შორის გადაადგილების ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. ქვეყნის ხელისუფლება, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ჰუმანიტარული ორგანიზაციები და მსხვილი კომპანიები პერსონალის გასამგზავრებლად ან ტვირთების გადასაზიდათ იყენებენ საჰაერო და არა სახმელეთო ტრანსპორტს. სხვა აფრიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აქვს მცირე სამამულო ავიაკომპანიების დიდი რაოდენობა. სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება (და კონტრაბანდაც) ასევე ხშირად ხორციელდება ჰაერიდან. ხიდების დანგრევისა და საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების გაუვალობის გამო, საავტომობილო გზების გარკვეული ასფალტირებული მონაკვეთები გადაიქცა ასაფრენ-დასაჯდომ ზოლად.

ქვეყნის ძირითადი ავიაკომპანიებია Hewa Bora Airways, Bravo Air Congo და Wimbi Dira Airways. ყველა მათგანი ბაზირებულია ნ’ჯილის აეროპორტში (კინშასა).

აეროპორტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს ქვეყანაში იყო 232 აეროპორტი, ხოლო 2002 წელს — 229. ზოგიერთ ქალაქს ემსახურება ორი აეროპორტი.

აეროპორტები მყარსაფარიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის
სიგრძე
აეროპორტების
რაოდენობა
3047 მეტრზე გრძელი 4
2438—3047 მეტრი 2
1524—2437 მეტრი 16
914—1523 მეტრი 2
სულ 24
აეროპორტები გრუნტიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის
სიგრძე
აეროპორტების
რაოდენობა
1524—2437 მეტრი 19
914—1523 მეტრი 95
914 მეტრზე ნაკლები 16
სულ 205
ფრენის უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველა ავიაგადამყვანი სერთიფიცირებულია. უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო ევროპულმა კომისიამ მას აუკრძალა ფრენები ევროპის კავშირის ქვეყნებში.

2008 წლის 15 აპრილს, გომის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მოხდა ავიაკომპანია Hewa Bora Airways-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფა. დაიღუპა 18 ადამიანი[198].

2011 წლის აპრილში კატასტროფა განიცადა გაეროს მისიის თვითმფრინავმა. 33 ადამიანიდან ცოცხალი გადარჩა ბორტზე მყოფი მხოლოდ ერთი ადამიანი.

2011 წლის 8 ივლისს ქალაქ კისანგანის აეროპორტში დაჯდომის დროს კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა — Boeing 727-მა. 178 ადამიანიდან დაიღუპა ბორტზე მყოფი 127 ადამიანი. ამასთან დაკავშირებით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ავიაგადამყვანი Hewa Bora შეყვანილია ევროპის კავშირის «შავ სიაში» საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამობის გამო.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცხოველეობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარიდარგია.

ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორში დაკავებულია მოსახლეობის ორი მესამედი. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია მანიჰოტი, იამსი, ბანანი, ბრინჯი და სიმინდი. ქვეყანა არ განიცდის გვალვას, მაგრამ არ აქვს განვითარებული შიდა სატრანსპორტო სისტემა, რაც ხელს უშლის ქალაქების საკვები პროდუქტებით ეფექტურ მომარაგებას. საკვები პროდუქტების მოყვანით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენენ მიწის საერთო ფართობის მხოლოდ 3,5 %-ს. ქვეყნის სოფლის მეურნეობაში შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი სექტორი: ნატურალური სოფლის მეურნეობა, რომელშიც დაკავებულია მუშა ძალის დიდი უმრავლესობა, და კომერციული, რომელიც ორიენტირებულია ექსპორტზე და დაფუძნებულია პლანტაციებზე.

ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოელი ფერმერი

სოფლის მეურნეობაში დაკავებულია 4 მილიონი ოჯახი, რომლებიც ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს, რაც თითოეული ოჯახისათვის საშუალოდ შეადგენს 1,6 ჰა-ს. ეს მიწის ნაკვეთები უფრო მეტად მდებარეობენ სავანის, ვიდრე ტროპიკული ტყეების ზონაში. ფერმერებს პირველ რიგში მოჰყავთ მანიჰოტი, სიმინდი, გორგლიანი კულტურები და სორგო. 2004 წლის მოსავალმა შეადგინა: მანიჰოტი — 14 950 000 ტონა, შაქრის ლერწამი — 1 787 000 ტონა, სიმინდი — 1 155 000 ტონა, არაქისი — 364 000 ტონა, ბრინჯი — 315 000 ტონა, ბანანი — 313 000 ტონა, ბატატი — 224 500 ტონა, იამსი — 84 000 ტონა, ანანასი — 193 000 ტონა. საკვები კულტურების შიდა წარმოება არასაკმარისი აღმოჩნდა ქვეყნის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ საჭირო გახდა კვების პროდუქტების ბევრი ძირითადი სახეობის იმპორტი.

ყავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყავა მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია და მესამეა ქვეყნის საერთო ექსპორტში (სპილენძისა და ნავთობის შემდეგ). 2004 წლის შეფასებით წარმოებული იქნა 33 000 ტონა ყავა (1989—1991 წლებში 97 000 ტონასთან შედარებით); პროდუქციის 80 % აწარმოებენ ეკვატორიალურ, მანიემის, ჩრდილოეთი კივუს და სამხრეთი კივუს პროვინციებში. ყავის მხოლოდ 10-15 % შეადგენს არაბიკის სახეობას, ხოლო დიდი უმრავლესობა წარმოადგენს — რობუსტას სახეობას. ყავის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიაში და შვეიცარიაში.

კაუჩუკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაუჩუკი ქვეყანაში მეორე ყველაზე უფრო მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ნაციონალიზაციის შემდეგ მისი პლანტაციების მოსავლიანობა თანდათან იზრდება. ზოგიერთ პლანტაციებში პირველად უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში განხორციელებული იქნა ახალი ხეების დარგვა.

სხვა კულტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალმის ზეთის წარმოება

2004 წელს პალმის ზეთის წარმოებამ შეადგინა 1 150 000 ტონა. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პალმის ზეთის წარმოება მომგებიანი რჩება ნავთობის იმპორტზე 100 %-იანი გადასახადის გამო. ბამბის წარმოებაში დაკავებულია დაახლოებით 250 000 ფერმერი, რომლებსაც ის ყოველწლიურად მოჰყავთ დაახლოებით 8000 ტონა. მაგრამ შიდა წარმოება არ არის საკმარისი ქვეყნის საფეიქრო მრეწველობისათვის. სხვა კულტურებიდან 2004 წელს ნაწარმოები იქნა: 3700 ტონა თამბაქო, 1400 ტონა ჩაი და 5800 ტონა კაკაო.

ექსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება სერიოზულად დაარღვია უწესრიგობების ტალღამ, რომელიც ქვეყანას მოედო 1960 და 1967 წლებს შორის პერიოდში. წარმოების დონე ხელმეორედ დაეცა მას შემდეგ, როდესაც 1973—1974 წლებში მოხდა ბევრი მცირე უცხოური პლანტაციის ნაციონალიზაცია. 1990-იანი წლების შუა პერიოდისათვის ძირითადი საექსპორტო კულტურების წარმოება (ყავა, კაუჩუკი, პალმის ზეთი, კაკაო, ჩაი) ძირითადად რჩებოდა კერძო პირების ხელში. მეურნეობების რაოდენობა შეადგენდა 300 000-ს, მიწის ნაკვეთებით 12-დან 250 ჰა-მდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2005 წლის მოსახლეობის რაოდენობის შეფასება (statoids)
  2. GDP based on purchasing-power-parity (PPP) per capita. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (14 აპრილი 2015). წაკითხვის თარიღი: 2015-06-28.
  3. Michiko Kakutani. “"King Leopold's Ghost": Genocide With Spin Control“, 30 August 1998. წაკითხვის თარიღი: 2 February 2012. 
  4. Andrew Jon Rotter. Hiroshima: The World’s Bomb. Oxford University Press, 2008. Page 63.
  5. Freund 1998, გვ. 199.
  6. Zeilig 2008, გვ. 64.
  7. Zeilig 2008, გვ. 64–5.
  8. 8.0 8.1 Zeilig 2008, გვ. 76.
  9. Zeilig 2008, გვ. 65–6.
  10. Zeilig 2008, გვ. 66.
  11. Zeilig 2008, გვ. 74.
  12. Zeilig 2008, გვ. 82–3.
  13. Zeilig 2008, გვ. 83–5.
  14. 14.0 14.1 Zeilig 2008, გვ. 70.
  15. Zeilig 2008, გვ. 70–73.
  16. Zeilig 2008, გვ. 79.
  17. 17.0 17.1 Zeilig 2008, გვ. 88.
  18. 18.0 18.1 Zeilig 2008, გვ. 87.
  19. Zeilig 2008, გვ. 89–91.
  20. Zeilig 2008, გვ. 90–1.
  21. Zeilig 2008, გვ. 93–4.
  22. Zeilig 2008, გვ. 96.
  23. Zeilig 2008, გვ. 96–100.
  24. Zeilig 2008, გვ. 100.
  25. Zeilig 2008, გვ. 91.
  26. 26.0 26.1 Zeilig 2008, გვ. 102.
  27. Africa 1960—1970: Chronicle and Analysis
  28. Zeilig 2008, გვ. 103.
  29. Gondola 2002, გვ. 118.
  30. Zeilig 2008, გვ. 104.
  31. 31.0 31.1 Renton, Seddon & Zeilig 2007, გვ. 113.
  32. 32.0 32.1 32.2 Gondola 2002, გვ. 119.
  33. 33.0 33.1 Zeilig 2008, გვ. 105.
  34. Nugent 2004, გვ. 85.
  35. Turner 2007, გვ. 28.
  36. Nugent 2004, გვ. 85–6.
  37. Struelens 1978, გვ. 48.
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 Nugent 2004, გვ. 86.
  39. Mockler 1986, გვ. 117.
  40. Nugent 2004, გვ. 97.
  41. Freund 1998, გვ. 201.
  42. Gendebien 1967, გვ. 159.
  43. Zeilig 2008, გვ. 110–1.
  44. 44.0 44.1 Zeilig 2008, გვ. 116.
  45. 45.0 45.1 Zeilig 2008, გვ. 114.
  46. Haskin 2005, გვ. 26.
  47. Haskin 2005, გვ. 33.
  48. Turner 2007, გვ. 32.
  49. 49.0 49.1 49.2 Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 108.
  50. Zeilig 2008, გვ. 119.
  51. Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 109.
  52. 52.0 52.1 Zeilig 2008, გვ. 117.
  53. Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 109–10.
  54. Gendebien 1967, გვ. 78.
  55. 55.0 55.1 55.2 Nugent 2004, გვ. 87.
  56. Gendebien 1967, გვ. 87.
  57. Haskin 2005, გვ. 30.
  58. Gendebien 1967, გვ. 205.
  59. Zeilig 2008, გვ. 120–2.
  60. Zeilig 2008, გვ. 122.
  61. Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 111.
  62. Haskin 2005, გვ. 29.
  63. Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 94.
  64. Boulden 2001, გვ. 35.
  65. 65.0 65.1 Whelan 2006, გვ. 8, 60–62.
  66. 66.0 66.1 66.2 66.3 Boulden 2001, გვ. 36.
  67. UN Resolution 169.
  68. Boulden 2001, გვ. 38.
  69. 69.0 69.1 Boulden 2001, გვ. 40.
  70. 70.0 70.1 70.2 70.3 70.4 EISA 2002a.
  71. Haskin 2005, გვ. 36.
  72. Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 36.
  73. Gleijeses 1994, გვ. 74.
  74. Gleijeses 1994, გვ. 73–4.
  75. 75.0 75.1 Freund 1998, გვ. 202.
  76. Verhaegen 1967, გვ. 348.
  77. Nugent 2004, გვ. 88.
  78. 78.0 78.1 78.2 Verhaegen 1967, გვ. 346.
  79. Fox, de Craemer & Ribeaucourt 1965, გვ. 78.
  80. Verhaegen 1967, გვ. 349.
  81. Verhaegen 1967, გვ. 350.
  82. Verhaegen 1967, გვ. 352.
  83. 83.0 83.1 Gleijeses 1994, გვ. 81.
  84. Gleijeses 1994, გვ. 85.
  85. Verhaegen 1967, გვ. 347.
  86. Mockler 1986, გვ. 116–7.
  87. Mockler 1986, გვ. 118–9.
  88. Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 135.
  89. Gleijeses 1994, გვ. 80.
  90. 90.0 90.1 Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 136.
  91. Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 138.
  92. Nzongola-Ntalaja 2007, გვ. 138-9.
  93. Gleijeses 1994, გვ. 84–5.
  94. 94.0 94.1 EISA 2002b.
  95. 95.0 95.1 95.2 Nugent 2004, გვ. 233.
  96. Nugent 2004, გვ. 234–5.
  97. 97.0 97.1 Zeilig 2008, გვ. 140.
  98. Haskin 2005, გვ. 40.
  99. Haskin 2005, გვ. 39-40.
  100. Turner 2007, გვ. 185.
  101. Nugent 2004, გვ. 88–9.
  102. Shaba War in Zaire comes to an end
  103. Zaire preparing major push to confront Shaba guerrillas", Baltimore Sun (AP), 14 March 1977
  104. Michael T. Kaufman, «Zairian Troops Said to Abandon Key Headquarters Town in Shab»
  105. Zaire. Shaba I
  106. Rebel forces renew fight in Angola", Baltimore Sun, 14 April 1977
  107. The «Cuba of the West» France and Mobutu’s Zaïre, 1977—1979
  108. George C. Wilson, «Zaire Asks For Planeload Of Coca-Cola», Washington Post, 20 April 1977
  109. Cold War History. Volume 13, Issue 1, 2013. Local conflicts in a transnational war: the Katangese gendarmes and the Shaba wars of 1977-78
  110. Zaire. Shaba II
  111. James R. Arnold and Roberta Wiener, Editors. Cold War. Africa
  112. Inside Kolwezi: Toll of Terror
  113. «OPÉRATION LÉOPARD». Une intervention humanitaire Kolwezi 17 mai-16 juin 1978
  114. «On a sauté sur Kolwezi»
  115. Shaba II: The French and Belgian Intervention in Zaire in 1978
  116. Kennes, Erik. "The Democratic Republic of the Congo: Structures of Greed, Networks of Need." Rethinking the Economics of War. Ed. Cynthia J. Arnson and I. William Zartman. Washington, D.C.: Woodrow Wilson Center, 2005. p. 157
  117. Gribbin, Robert E. In the Aftermath of Genocide: the U.S. Role in Rwanda. New York: IUniverse, 2005. p. 190
  118. Reyntjens, Filip. The Great African War: Congo and Regional Geopolitics, 1996–2006. Cambridge: Cambridge UP, 2009. p. 55
  119. Reyntjens, Filip. The Great African War: Congo and Regional Geopolitics, 1996–2006. Cambridge: Cambridge UP, 2009. pp. 61–63
  120. Gribbin, Robert E. In the Aftermath of Genocide: the U.S. Role in Rwanda. New York: IUniverse, 2005. p. 213-14
  121. Democratic Republic of Congo. An long-standing crisis spinning out of control. Amnesty International, 3 September 1998. p. 9. AI Index: AFR 62/33/98
  122. Gribbin, Robert E. In the Aftermath of Genocide: the U.S. Role in Rwanda. New York: IUniverse, 2005. p. 213
  123. Dickovick, J. Tyler (2008). The World Today Series: Africa 2012. Lanham, Maryland: Stryker-Post Publications. ISBN 978-1-61048-881-5. 
  124. Zairian Rebels Seize Capital of Rich Region
  125. Reyntjens, Filip. The Great African War: Congo and Regional Geopolitics, 1996–2006. Cambridge: Cambridge UP, 2009. p. 130
  126. Kennes, Erik. "The Democratic Republic of the Congo: Structures of Greed, Networks of Need." Rethinking the Economics of War. Ed. Cynthia J. Arnson and I. William Zartman. Washington, D.C.: Woodrow Wilson Center, 2005. p. 154
  127. Longman, Timothy. “The Complex Reasons for Rwanda's Engagement in Congo." Ed. John F. Clark. The African Stakes of the Congo War. New York: Palgrave Macmillan, 2002. 129-44. pp. 131–32
  128. Vlassenroot, Koen. “Citizenship, Identity Formation & Conflict in South Kivu: The Case of the Banyamulenge.” Review of African Political Economy. 2002. 499–515. p. 173
  129. Blow by blow in the Congo crisis
  130. 130.0 130.1 World: Africa Congo rebels claim new gain
  131. Rwandan soldiers in Congo ordered to leave country
  132. World: Africa Angola admits involvement in Congo
  133. With the rebels in the Congo
  134. Hutus Slain in Rwanda, Army Says
  135. World: Africa Government offensive in Congo
  136. Congo rebels say 24 government soldiers killed
  137. More Die In Congo Fighting
  138. IRIN Update 585 for 12 Jan1999
  139. World: Africa Congo town welcomes rebels
  140. Troop pull out of Congo has started
  141. Rwandan-backed rebels leave eastern Congo town
  142. DR Congo rebels retake key town
  143. DR Congo rebel leader 'arrested' (ინგლისური)
  144. 144.0 144.1 144.2 DR Congo troops shell rebel bases. ალ-ჯაზირა. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-12-03-ში. წაკითხვის თარიღი: 23.11.2012.
  145. ბოევიკები უარს აცხადებენ ქალაქ გომის დატოვებაზე. Euronews. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-01-23-ში. წაკითხვის თარიღი: 23.11.2012.
  146. 146.0 146.1 გაეროს უშიშროების საბჭო გმობს აჯანყებულების თავდასხმას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-01-23-ში. წაკითხვის თარიღი: 23.11.2012.
  147. 147.0 147.1 გაეროს სამშვიდობოებმა მოიგერიეს აჯანყებულთა შეტევა ქალაქზე კონგოში. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-01-23-ში. წაკითხვის თარიღი: 23.11.2012.
  148. გაეროს უშიშროების საბჭომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაგმო აჯანყებულები ქალაქის აღებისათვის. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-01-23-ში. წაკითხვის თარიღი: 23.11.2012.
  149. 149.0 149.1 კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყებულები უარს ამბობენ შეტევის შეჩერებაზე. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-01-23-ში. წაკითხვის თარიღი: 23.11.2012.
  150. კონგოს პრეზიდენტი მზადაა აჯანყებულებთან მოლაპარაკებებისათვის. BBC. წაკითხვის თარიღი: 23.11.2012.
  151. Twitter
  152. Full text of constitution (French)
  153. Kavanagh, Michael J.. “Congo Electoral Commission Says Presidential Elections to Be Held Nov. 28“, Bloomberg, 2011-04-30. 
  154. http://english.peopledaily.com.cn/90001/90777/90855/7099927.html
  155. DR Congo opposition anger over electoral changes“, BBC News, 2011-01-10. 
  156. central-africa, dr-congo, electoral 2011
  157. Nafziger, E. Wayne; Raimo Frances Stewart (2000). War, Hunger, and Displacement: The Origins of Humanitarian Emergencies, გვ. 261. ISBN 0-19-829739-4. 
  158. Mesquita, Bruce Bueno de (2003). The Logic of Political Survival, გვ. 167. ISBN 0-262-02546-9. 
  159. Court agrees to release Mobutu assets. Swissinfo, Basel Institute of Governance, 14 July 2009.
  160. Werve, Jonathan (2006). The Corruption Notebooks 2006, გვ. 57. 
  161. Concluding comments of the Committee on the Elimination of Discrimination against Women: Democratic Republic of the Congo (PDF). United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-04-03-ში.
  162. Violence Against Women in the Democratic Republic of Congo (DRC) (PDF). peacewomen.org. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-04-03-ში.
  163. McCrummen, Stephanie. “Prevalence of Rape in E. Congo Described as Worst in World“, Washington Post, 9 September 2007. წაკითხვის თარიღი: 2 May 2010. 
  164. UN official calls DR Congo 'rape capital of the world.'“, BBC, 2010-04-28. წაკითხვის თარიღი: 2012-11-23. 
  165. UN expert on violence against women expresses serious concerns following visit to Democratic Republic of Congo. UNOG.ch (30 July 2007).
  166. DRC: 'Civilians bearing brunt of South Kivu violence'. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-04-03-ში. ციტატა: „The International Committee of the Red Cross (ICRC) has expressed concern over abuses against civilians, especially women and children, in South Kivu in eastern Democratic Republic of Congo. It frequently receives reports of abductions, executions, rapes, and pillage.“
  167. DRC: 'Pendulum displacement' in the Kivus. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-04-03-ში.
  168. Bennett, Christian. “Rape in a lawless land“, The Guardian, 5 December 2008. წაკითხვის თარიღი: 27 March 2010. 
  169. New report shows shocking pattern of rape in eastern Congo. Oxfam International (2010-04-15). წაკითხვის თარიღი: 2015-04-26.
  170. Pygmies struggle to survive. Times Online. 16 December 2004.
  171. DR Congo Pygmies 'exterminated'. BBC News. 6 July 2004.
  172. IISS Military Balance 2011, p.419
  173. Annuaire statistique 2014 წლის სტატისტიკური ყოველწლიური p. 71
  174. DR Congo pygmies 'exterminated'
  175. ფრანკოფონია (2014). La langue française dans le monde 2014. Paris: Éditions Nathan, გვ. 17. ISBN 978-2-09-882654-0. 
  176. ფრანკოფონია (2014). La langue française dans le monde 2014. Paris: Éditions Nathan, გვ. 30. ISBN 978-2-09-882654-0. 
  177. 177.0 177.1 ფრანკოფონია (2014). La langue française dans le monde 2014. Paris: Éditions Nathan, გვ. 117. ISBN 978-2-09-882654-0. 
  178. Pew Forum on Religion & Public Life / Islam and Christianity in Sub-Saharan Africa.
  179. CIA World Factbook: DR Congo
  180. "Zaire (Democratic Republic of Congo)", Adherents.com – Religion by Location. Sources quoted are CIA Factbook (1998), 'official government web site' of Democratic Republic of Congo. Retrieved 25 may 2007.
  181. Religiously Remapped - Mapping Religious Trends In Africa - Dataset of Religious Affiliations
  182. referenced by the European Christian orientalist Timothy Insoll. The Archaeology of Islam in Sub-Saharan Africa By Timothy Insoll
  183. Democratic Republic of the Congo economic and strategic significance
  184. Electrification by Country 2007/2008 - Country Rankings
  185. http://www.indexmundi.com/energy.aspx?country=cd&product=hydro&graph=production+consumption
  186. http://www.indexmundi.com/energy.aspx?country=cd&product=oil&graph=production+consumption
  187. http://www.indexmundi.com/energy.aspx?country=cd&product=coal&graph=production+consumption
  188. 188.0 188.1 Felicity Duncan. (Nov 12 2007) How does Africa make Chinese interest work in its favour?. წაკითხვის თარიღი: 2011-05-26.
  189. The Terminal. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-07-31-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-05-16.
  190. CHEMIN DE FER KINSHASA - MATADI. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-07-31-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-05-16.
  191. Transports - L'Onatra veut évacuer cinq millions de tonnes des marchandises en 2006. Le Potentiel (16 Août 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-09-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-05-16.
  192. 192.0 192.1 192.2 192.3 192.4 2006 წლის მდგომარეობით.
  193. VICICONGO. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-07-31-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-05-16.
  194. CHEMIN DE FER KISANGANI - UBUNDU. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-07-31-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-05-16.
  195. CIA World Factbook: Congo, Democratic Republic of the.
  196. UNJLC: DRC Ministry of Public Works: Land rehabilitation program. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-07-31-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-05-19.
  197. The World Factbook: "Democratic Republic of the Congo". წაკითხვის თარიღი: 2011-05-14.
  198. 2008 Hewa Bora Airways crash. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-07-31-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-05-12.