შინაარსზე გადასვლა

რუსუდან დედოფალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსუდანი
ქართლის სამეფოს დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1703
მმართ. დასასრული: 1724
წინამორბედი: უცნობია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 30 დეკემბერი, 1740
გარდ. ადგილი: მოსკოვი
მეუღლე: ვახტანგ VI
შვილები: ბაქარი, გიორგი, თამარი, ანუკა, თუთა
რელიგია: მართლმადიდებლობა
ხელმოწერა:

რუსუდანი (გ. 30 დეკემბერი, 1740) — ჩერქეზი დიდგვაროვნის ქალიშვილი და მეფე ვახტანგ VI-ის ცოლი, რომელიც მართავდა ქართლის სამეფოს, როგორც რეგენტი 1703 წლიდან 1712 წლამდე და შემდგომ როგორც მეფე 1716 წლიდან 1724 წლამდე. მან თავის მეუღლეს მიბაძა, რომელიც რუსეთში იყო განდევნილი და ცხოვრების ბოლომდე რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა.

რუსუდანის წინაპრებისა და მისი ოჯახის შესახებ ცნობები დოკუმენტებში ნაკლებადაა დაცული. „რუსუდანი“ - ეს სახელი მიიღო მას შემდეგ, რაც შეუღლდა ქრისტიანზე საქართველოში, მისი დაბადების სახელი კი არაა ჩაწერილი, ისევე როგორც მისი გვარი. თანამედროვე ქართული წყაროები, როგორც წესი, დედოფალს მოიხსენიებენ, როგორც ჩერქეზ-ბატონს, რომელიც მიშნავს „ჩერქეზთა ბატონი“.[1] XIX საუკუნის ფრანგი ისტორიკოსი მარი ბროსე დედოფალის მამას მოიხსენიებს, როგორც მომცრო ჩერქეზეთ-ყაბარდოს მმართველ კილჩიკოდ — რუსული წყაროებით კულ'ჩუკ კილიმბეტოვი,[2] რომელიც 1693 წელს ცდილობდა არჩილისთვის, ვახტანგის ბიძისთვის რუსეთში ჩასვლა გადაეფიქრებინა. ამასთანავე, იმ დროის ქართული დოკუმენტი აღნიშნავს ვახტანგ მეფის შეხვედრას მის ყაბარდოელ სიმამართან, და იგი მოხსენიებულია ქართული გვარით „ბაყაშვილი“, 1724 წელს მეფის გამგზავრების დროს რუსეთში ყაბარდო-ჩერქეზეთი გავლით. ბროსეს თანამედროვე რუსი ავტორის, პეტრე ბუტკოვის ცნობებით, რუსუდანი იყო მისოსტოვის კლანიდან, რომელიც ყაბარდო-ჩერქეზეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახი იყო. ბუტკოვი ასევე ახსენებს რუსუდანის სხვა შესაძლო წარმომავლობას, ტაუსულტანოვის მცირე ყაბარდოს კლანიდან.[3][4]

რუსუდანი თავდაპირველად ახალგაზრდა პრინც ბაგრატზე დანიშნეს, რომლის მამაც იყო ქართლის მეფე გიორგი XI, იგი იძულებული გახდა ირანის შაჰ სულეიმან I-ს მძევლად ჩაბარებოდა, სადაც ბაგრატი გარდაიცვალა 1692 წელს. რუსუდანი აღარ დაბრუნებულა მამამისთან და საქართველოში ამჯობინა დარჩენა. ამან გააღიზიანა ჩერქეზები და ბროსემ ივარაუდა, რომ კილჩიკომ სამაგიეროს გადახდის მიზნით ტარკის შამხალს შეუთვალა შეეპყრო რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე გიორგი XI-ის ძმა არჩილი და მისი გარემოცვა. არჩილი ტყვედ აიყვანეს, მაგრამ მალევე გაიქცა. განრისხებულმა შამხალმა შაჰს სთხოვა დახმარებოდა, რათა არჩილი ხელში ჩაეგდო და მიწასთან გაესწორებინა კილჩიკოს ჩერქეზეთი.[5]

ვახტანგთან შეუღლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1696 წელს გიორგი XI-მ თავისი ძმისწული, პრინცი ვახტანგი დანიშნა რუსუდანზე, ქორწილი გადაიხადეს ხარაგაულში, იმერეთში, სადაც ქართლიდან გიორგი XI და მისი ოჯახი ირანის შაჰთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ 1688 წელს გადავიდნენ. იმავე წელს გიორგი XI-მ აღადგინა ურთიერთობები ირანის შაჰთან და აღიდგინა თავისი ტახტი ქართლში. 1703 წელს ვახტანგი გახდა ქართლის ტახტის რეგენტი, ხოლო გიორგი XI-ის მემკვიდრე ქაიხოსრო მამასთან ერთად მსახურობდა ირანის რიგებში, სადაც ორივე დახოცეს. ვახტანგის რეგენტობის წლები ქართლისთვის პოლიტიკურად და კულტურულად აღორძინების დროდ ითვლება.[6]

1712 წლის აპრილში, ვახტანგი შაჰ სულთან ჰუსეინისგან მიიღებული ბრძანებით გაემგზავრა ირანში და იქვე იქნა დაპატიმრებული, მანამ, სანამ 1716 წელს ისლამი არ მიიღო. მისი არყოფნის პერიოდში ვახტანგის ძმამ სვიმონმ ასაკუთარ თავზე აიღო რეგენტობა, ხოლო ქართლის მეფე გახდა ვახტანგის გამუსულმანებული ძმა იესე. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა მოიცვა პოლიტიკურმა ინტრიგებმა და შინააარეულობამ ტახტისთვის ბრძოლაში. რუსუდანი შვილებთან ერთად გორში ცხოვრობდა, მტრულად განწყობილი დედაქალაქის თბილისის დასავლეთით, საბოლოოდ ის გაექცა იესეს უმოწყალო მმართველობას რაჭის მთებში. იესე შაჰს დაპირდა, რომ მას გაუგზავნიდა რუსუდანს და მის ვაჟებს, ასევე ქართლიდან ირანში გადაასახლებდა 500 ქართულ ოჯახს. რუსუდანი ცდილობდა გავლენა მოეხდინა უფროს ვაჟზე, ბაქარზე, რომელიც ცდილობდა შურისძიებას მამის მტრებზე. დედოფალმა ასეთი საქციელით შეძლო კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი IV-ის გადარჩენა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო პოლიტიკური ინტრიგების მოწყობაში, კერძოდ გენერალ (სპასპეტი) ლუარსაბ ორბელიანის დაბრმავება და გარდაცვალება.

დედოფლის მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1719 წლის აგვისტოში, ვახტაგი, რომლის მუსულმანური სახელი იყო ჰუსეინ-ყული ხანი, დაბრუნდა თბილისში და დაიკავა კუთვნილი ტახტი, ასევე რუსუდანიც დაუბრუნდა დედოფლის ტახტს, როგორც „მნათობი, მზის მსგავსი დედოფალი“, როგორც მას უწოდებს ქართველი ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე. ვახტანგის მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1723 წლის მაისში საკუთარ დედაქალაქში ალყა შემოარტყა კახეთის მეფე კონსტანტინე II-მ და ტახტიდან ჩამოაგდო. რუსუდანი გახიზნეს გორში, თბილისის დაცემის შემდეგ კი იმერეთში. საბოლოოდ ვახტანგი თავის ოჯახთან და მხლებლებთან ერთად გაგზავნეს რუსეთში. რუსუდანი ქმართან ერთად ცხოვრობდა ასტრახანში. 1737 წლის მარტში, ვახტანგ VI-ის გარდაცვალების შემდეგ იგი დაქვრივდა და გადავიდა მოსკოვში, სადაც მისი შვილი, ბაქარი ცხოვრობდა. 1740 წლის 30 დეკემბერს რუსუდანი იქვე გარდაიცვალა. დაკრძალეს დონის მონასტერში 1741 წლის 13 იანვარს.[7][8]

  • პრინცი ბაქარი (დაიბადა 1699 წლის 11 ივნისს ან 1700 წლის 7 აპრილს – გარდაიცვალა 1750 წლის 1 თებერვალს) — ქართლის მმართველი
  • პრინცი გიორგი (დაიბადა 1712 წლის 2 აგვისტოს – გარდაიცვალა 1786 წლის 19 დეკემბერს) — რუსეთის იმპერიის გენერალი
  • პრინცესა თამარი (დაიბადა 1696 წელს – გარდაიცვალა 1746 წელს) — 1712 წელს დაქორწინდა პრინც თეიმურაზზე, რომელიც შემდეგში ქართლისა და კახეთის მეფე გახდა
  • პრინცესა ანა (ანუკა) (დაიბადა 1698 წელს – გარდაიცვალა 1746 წელს) — 1712 წელს დაქორწინდა პრინც ვახუშტი აბაშიძეზე
  • პრინცესა თუთა (დაიბადა 1699 წელს – გარდაიცვალა 1746 წელს) — დაქორწინდა რაჭის, გედევანის, დუმბის ოჯახის იმერეთის დიდგვაროვანმა.
  1. Brosset, Marie-Félicité (1854). „Notice sur une lettre géorgienne du roi Artchil à Charles XII, 2 février 1706, et sur les divers séjours du roi Artchil en Russie“ [A note on a letter of the Georgian king Archil to Charles XII of 2 February 2 1706 and Archil's travels in Russia]. Bulletin de la classe historico-philologique de l'Académie impériale des sciences de St.-Pétersbourg (French). 11: 214–222.
  2. Tatishvili, Vladimir (1959). Грузины в Москве: исторический очерк, 1653–1722 (Russian). Tbilisi: Zarya Vostoka, გვ. 100. 
  3. Brosset, Marie-Félicité (1859). „Nouvelles recherches sur l'histoire Wakhoucht, sur le roi Artchil et sa famille, et sur divers personnages géorgiens enterrés à Moscou“ [New research in the history of Vakhushti on King Archil and his family, and other Georgians buried in Moscow]. Mélanges Asiatiques, Tirés du Bulletin de l'académie Impériale des Sciences de St.-Pétersbourg. III: 535–536.
  4. Butkov, Pyotr Grigoriyevich (1869). Материалы для новой истории Кавказа, с 1722 по 1803 год, т. I (Russian). Tiflis: Enfyandjyants and Co, გვ. 505. 
  5. Kvachantiradze, Eka (2012). „Kilchiko", "Rusudan“ (PDF). Caucasus in Georgian Sources: Foreign States, Tribes, Historical Figures. Encyclopedical Dictionary. Tbilisi: Favorite. pp. 315, 348. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 20.10.2013. ციტირების თარიღი: 04.07.2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  6. Brosset, Marie-Félicité (1856). Histoire de la Géorgie depuis l'Antiquité jusqu'au XIXe siècle. IIe partie. Histoire moderne (French). S.-Pétersbourg: A la typographie de l'Academie Impériale des Sciences, გვ. 23, 32, 42. 
  7. Brosset, Marie-Félicité (1847). „Notice historique sur les trois derniéres années du régne de Wakhtang VI et sur son arrivée en Russia“ [Historical note on the last three years of Vakhtang VI's reign and his arrival in Russia]. Bulletin de la classe historico-philologique de l'Académie impériale des sciences de St.-Pétersbourg (French). III: 359–363.
  8. Toumanoff, Cyrille (1990). Les dynasties de la Caucasie Chrétienne: de l'Antiquité jusqu'au XIXe siècle: tables généalogiques et chronologique (French). Rome, გვ. 145–147.