პორტუგალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პორტუგალიის რესპუბლიკა
República Portuguesa
პორტუგალია
პორტუგალიის
დროშა გერბი
ჰიმნი: A Portuguesa
პორტუგალიის მდებარეობა ევროპაში
პორტუგალიის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ლისაბონი
38°46′ ჩ. გ. 9°09′ დ. გ. / 38.767° ჩ. გ. 9.150° დ. გ. / 38.767; -9.150
ოფიციალური ენა პორტუგალიური
აღიარებული რეგიონული ენები მირანდული [ა]
ეთნიკური ჯგუფები (2018 [1])
ეთნოქორონიმი პორტუგალიელი
მთავრობა უნიტარული შერეული
კონსტიტუციური
რესპუბლიკა
[2][3][4][5]
 -  პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოზა
 -  ასამბლეის პრეზიდენტი ედუარდუ ფერუ როდრიგეზი
 -  პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა
საკანონმდებლო ორგანო რესპუბლიკის ასამბლეა
ფორმირება
 -  დაარსება 868 
 -  ხელმეორედ დაარსება 1095 
 -  დამოუკიდებლობა 24 ივნისი, 1128 
 -  სამეფო 25 ივლისი, 1139 
 -  აღიარება 5 ოქტომბერი, 1143 
 -  პაპის აღიარება 23 მაისი, 1179 
 -  აღდგენა 1 დეკემბერი, 1640 
 -  რესპუბლიკა 5 ოქტომბერი, 1910 
 -  რედემოკრატიზაცია 25 აპრილი, 1974 
 -  ამჟამინდელი კონსტიტუცია [ბ] 25 აპრილი, 1976 
 -  ევროპულ
თანამეგობრობაში
შესვლა
(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1986 
ფართობი
 -  სულ 92 212[6] კმ2 (109-ე)
 -  წყალი (%) 0.5
მოსახლეობა
 -  2019 შეფასება 10,295,909[7] (90-ე)
 -  2011 აღწერა 10,562,178[8]
 -  სიმჭიდროვე 114.5 [9] კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2020 შეფასება
 -  სულ $358.070 მილიარდი[10]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $34,935
მშპ (ნომინალი) 2020 შეფასება
 -  სულ $243.229 მილიარდი
 -  ერთ სულ მოსახლეზე $23,731
ჯინი (2018)31.9[11]
საშუალო
აგი (2018)Steady2.svg 0.850[12]
ძალიან მაღალი · 40
ვალუტა ევრო () [გ] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC±00:00 (UTC+0)
 -  ზაფხული (DST) UTC+01:00 (UTC+1)
აზორის კუნძულები სხვა სასაათო სარტყელში მდებარეობს.
თარიღის ფორმატი
  • დდ/თთ/წწწწ
  • დდ-თთ-წწწწ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +351
ISO 3166 კოდი PT
ინტერნეტ-დომენი .pt
ა. ^  მირანდულზე, ლაპარაკობენ მირანდა-დუ-დორუს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, 1999 წელს მიიღო ოფიციალური აღიარება (Lei n.° 7/99 de 29 de Janeiro) და ოფიციალური გამოყენების უფლება.[13]
აგრეთვე აღიარებულია პორტუგალიური ჟესტების ენაც.
ბ. ^  2005 წელს კონსტიტუციამ მცირე ცვლილება განიცადა.
გ. ^  1999 წლამდე, ესკუდო.

პორტუგალია (პორტუგალიური: República Portuguesa) — ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. პორტუგალიის შემადგენლობაში შედის ასევე ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები და მადეირა, რომლებიც წარმოადგენენ ავტონომიურ რეგიონებს და გააჩნიათ ადგილობრივი მმართველობის სისტემა. ოფიციალურ და სახელმწიფო ენას წარმოადგენს პორტუგალიური.

პორტუგალია იბერიის ნახევარკუნძულის უძველესი ეროვნული სახელმწიფოა და ის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოთაგანია, რომლის ტერიტორია პრეისტორიული დროიდან მოყოლებული მუდმივად იყო დასახლებული, ხდებოდა მისი დაპყრობა და შენარჩუნებისთვის ბრძოლა. დღევანდელი პორტუგალიის ტერიტორიაზე დასახლდნენ კელტები, რასაც მოჰყვა ტერიტორიის დაპყრობა ქრონოლოგიურად ფინიკიელ-კართაგენელების, ძველი ბერძნების და რომაელების მიერ. შემდგომ პერიოდში მოხდა სვებების და ვესთგუთების შემოსევები და მათ მიერ ტერიტორიის დაპყრობა. იბერიის ნახევარკუნძულისთვის ბრძოლაში მუსლიმთა გამარჯვების შემდეგ, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ალ-ანდალუსიის შემადგენლობაში შედიოდა.

პორტუგალიის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება მოხდა ადრეული ქრისტიანული რეკონკისტის დროს. 868 წელს წარმოქმნილმა პორტუგალიის საგრაფომ ცნობადობა აიმაღლა სან მამედის ბრძოლის შემდეგ (1128). ოურიკეს ბრძოლის შემდეგ ჩამოყალიბდა პორტუგალიის სამეფო, ხოლო ლეონის სამეფოსგან დამოუკიდებლობა გამოცხადდა ზამორას ხელშეკრულების შედეგად (1143).[14]

XV და XVI საუკუნეებში, პორტუგალიამ დააფუძნა პირველი გლობალური საზღვაოსნო და სავაჭრო იმპერია, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ძალას.[15][16][17] ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც დღეს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქად ვიცნობთ, პორტუგალიელმა მეზღვაურებმა დაიწყეს და ამით გზა გაუკაფეს საზღვაოსნო ექსპედიციებს, განსაკუთრებით პრინცი ენრიკე ნავიგატორისა და მეფე ჟუან II-ის სამეფო მფარველობის ქვეშ, ისეთი მნიშვნელოვანი მოგზაურობით, როგორიცაა ბართოლომეუ დიაშის ექსპედიცია კეთილი იმედის კონცხის გავლით (1488), ვასკო და გამას მიერ ინდოეთამდე საზღვაო მარშრუტის აღმოჩენა (1497–98) და ევროპული აღმოჩენა ტერიტორიისა, რომელზეც შემდეგ დაარსდა ბრაზილია (1500). ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიამ მოახდინა სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიზება, ხოლო 1494 წლის 7 ივნისს დადებული ტორდესილასის ხელშეკრულების მიხედვით ახლად აღმოჩენილი ტერიტორიები ესპანეთსა და პორტუგალიას შორის გაიყო გამყოფი ხაზით - დასავლეთის გრძედის 46° მერიდიანით. შესაბამისად, თავისი სამხედრო კამპანიებით იმპერიამ გაფართოება პოვა აზიაში. ისეთმა შემთხვევებმა, როგორიცაა 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრა, ქვეყნის ოკუპაცია ნაპოლეონის ომების დროს და ბრაზილიის დამოუკიდებლობა (1822), დიდწილად გააუფერულა ქვეყნის წინანდელი სიდიადე.[18]

1910 წლის რევოლუციის შედეგად მონარქიის დამხობის შემდეგ, დაფუძნდა დემოკრატიული, მაგრამ არასტაბილური პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა, რომელიც შემდგომ შეიცვალა ესტადო-ნოვო-ს (პორტუგალიის მეორე რესპუბლიკა) ავტორიტარული რეჟიმით. დემოკრატია აღდგა მიხაკების რევოლუციის შემდეგ (1974), რამაც დაასრულა პორტუგალიის კოლონიური ომი. ცოტა ხნის შემდეგ, ოკეანის და ზღვების გადაღმა მდებარე ყველა მის კოლონიას დამოუკიდებლობა მიენიჭა. მაკაოს ჩინეთზე გადაცემამ (1999) დაასრულა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კოლონიური იმპერიის არსებობა.

პორტუგალიამ მთელს მსოფლიოში ღრმა კულტურული, არქიტექტურული და ლინგვისტური გავლენა მოახდინა - დაახლოებით 250 მილიონი პორტუგალიურ ენაზე მოსაუბრე (ლუზოფონები) და პორტუგალიური ენის საფუძველზე მიღებული საკონტაქტო ენები. ის განვითარებული ქვეყანაა ძლიერი ეკონომიკით და მაღალი ცხოვრების დონით.[19][20][21] დამატებით, ის მაღალ პოზიციებზე დგას მორალური თავისუფლების (მე-2), მშვიდობიანობის (მე-3), დემოკრატიის (მე-7),[22] პრესის თავისუფლების (მე-10), სტაბილურობის (მე-15), სოციალური პროგრესის (მე-18), და კეთილდღეობის (26-ე) რეიტინგში. გაეროს და ევროკავშირის წევრი, პორტუგალია იყო ნატოს, ევროზონის, ეთგო-ს და  პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოფიციალური: ქართულად - პორტუგალიის რესპუბლიკა; პორტუგალიურად — Portugal; República Portuguesa.
  • ეტიმოლოგია — სახელი მომდინარეობს ქალაქ პორტუსაგან, რომლის ძველი ლათინური სახელია Portus Galle, ანუ „გალების (ძველი კელტური ტომის) ნავსადგური“. რომაელები ამ ქვეყანას ლუზიტანიას უწოდებდნენ.
  • ქვეყნის კოდი — PT.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926-74 წლებში ქვეყანას მართავდნენ დიქტატორები, მხოლოდ მიხაკების რევოლუციის შედეგად გახდა შესაძლებელი დემოკრატიული მმართველობის შემოღება. 1986 წლიდან ევროპის კავშირის წევრია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის ტერიტორია მოიცავს პირენეის ნახევარკუნძულის ტერიტორიას (რომელსაც პორტუგალიელთა უმეტესობა „კონტინენტს“ უწოდებს) და ატლანტის ოკეანეში მდებარე ორ არქიპელაგს: მადეირას და აზორის კუნძულების არქიპელაგი. მდებარეობს ჩ.გ. 33° და 43° და დ.გ. 32° და 6° შორის.

კონტინენტურ პორტუგალიას შუაზე ყოფს მისი მთავარი მდინარე ტეჟუ, რომელიც ესპანეთიდან მოედინება და ლისაბონში მდებარე ტეჟუს ესტუარის გავლით ჩაედინება ატლანტის ოკეანეში. ქვეყნის ჩრდილოეთი ტერიტორია, შიგა ნაწილისკენ, წარმოდგენილია მთიანი რელიეფით და პლატოებით, რომლებიც ჩაჭრილია მდინარის ხეობების მიერ. სამხრეთი ტერიტორია კი, რომელიც მოიცავს ალგარვის და ალენტეჟუს რეგიონებს, ხასიათდება გორაკებიანი დაბლობებით.[23]

პორტუგალიის უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს მთა პიკუ, რომელიც აზორის არქიპელაგის კუნძულ პიკუზე მდებარეობს. ეს უძველესი ვულკანი, რომლის სიმაღლე 2,351 მ-ია, წარმოადგენს აზორის კუნძულების სიმბოლოს, მაშინ როდესაც, კონტინენტური სერა-და-ეშტრელა (მწვერვალი - 1,991 მზდ) დიდად იზიდავს მოთხილამურეებსა და ზამთრის სპორტის მოყვარულებს.

მადეირასა და აზორის არქიპელაგები განფენილია ატლანტის ოკეანეში: აზორის კუნძულები გადაჭიმულია შუა-ატლანტიკურ ქედზე, კერძოდ კი სამი ტექტონიკური ფილის შეერთების ადგილზე, ხოლო მადეირას კუნძულები - ქედის გასწვრივ, რომელიც წარმოქმნილია ტექტონიკური ფილის ფარგლებში არსებული ჰოთსპოტის მიერ. გეოლოგიურად, ეს კუნძულები წარმოშობილია ვულკანური და სეისმური მოვლენების შედეგად. უკანასკნელი ვულკანური ამოფრქვევა ხმელეთზე მოხდა 1957-58 წლებში აზორის არქიპელაგის კუნძულ ფაიალზე (ვულკანი კაპელინიო). სპორადულად ადგილი აქვს დაბალი ინტენსივობის მქონე მცირე მიწისძვრებს.

პორტუგალიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, საზღვაო ზონა, რომელზეც პორტუგალიას გააჩნია სპეციალური უფლებამოსილება განახორციელოს კვლევები და გამოიყენოს ზღვის რესურსები, მოიცავს 1,727,408 კვ. კმ.-ს. ის ევროკავშირის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში მესამე ადგილს იკავებს სიდიდით, ხოლო მსოფლიოში - მე-20-ს.[24]

სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურბანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლისაბონი (დაახლ. 500 000 მაცხოვრებლით, ლისაბონის რეგიონში კი - დაახლ. 3 მლნ. მაცხოვრებლით) მე-13 საუკუნიდან მოყოლებული პორტუგალიის დედაქალაქია (თუ არ ჩავთვლით კოიმბრას). ის ქვეყნის უდიდესი ქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენტრია, რომელიც ფლობს პორტუგალიის მთავარ პორტს და აეროპორტს. წარმოადგენს უმდიდრეს ქალაქს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიდან აღსანიშნავია პორტუ (დაახლ. 240 000 მაცხოვრებლით), რომელიც პორტუგალიაში სიდიდით მეორე ქალაქი და ეკონომიკური ცენტრია, ავეირუ (ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც „პორტუგალიის ვენეციას“), ბრაგა („არქიეპისკოპოსების ქალაქი“), შავიში (ისტორიული და ანტიკური ქალაქი), კოიმბრა (ქვეყანაში უძველესი უნივერსიტეტით), გიმარაინში („პორტუგალიელთა ერის წარმოშობის ადგილი“), ევორა („ქალაქი მუზეუმი“), სეტუბალი (სიდიდით მესამე პორტი), პორტიმანი, ფარუ და ვიზეუ.

პორტუგალიის უდიდესი ქალაქები (მოსახლეობის რაოდენობით)
INE 2018 census[25]
ქალაქი რეგიონი მოსახლეობა ქალაქი რეგიონი მოსახლეობა
1 ლისაბონი ლისაბონი 506 654 11 ოეირაში ლისაბონი 172 120
2 სინტრა ლისაბონი 377 835 12 გონდომარი ჩრდილოეთი 168 027
3 ვილა-ნოვა-დე-გაია ჩრდილოეთი 302 295 13 სეიშალი ლისაბონი 158 269
4 პორტუ ჩრდილოეთი 237 591 14 გიმარაინში ჩრდილოეთი 158 124
5 კაშკაიში ლისაბონი 206 479 15 ოდიველაში ლისაბონი 144 549
6 ლორეში ლისაბონი 205 054 16 კოიმბრა ცენტრალური 143 396
7 ბრაგა ჩრდილოეთი 181 494 17 სანტა-მარია-და-ფეირა ჩრდილოეთი 139 312
8 მატოზინიუში ჩრდილოეთი 175 478 18 ვილა-ფრანკა-დე-შირა ლისაბონი 136 886
9 ამადორა ლისაბონი 175 136 19 მაია ჩრდილოეთი 135 306
10 ალმადა ლისაბონი 174 030 20 ვილა-ნოვა-დე-ფამალიკანუ ჩრდილოეთი 133 832

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალია განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (109 მლრდ $) მას მსოფლიოში 34-ე ადგილი უკავია.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა — 4, მრეწველობა — 36, მომსახურება — 60;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) — 11.010 $.
  • ექსპორტი — ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პორტვეინი და ღვინოები, თევზის კონსერვები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია.
  • ბიუჯეტი — 45,000 მლნ $.
  • ვალუტაევრო (EUR); 2002 წლამდე ესკუდო.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასკო და გამას ხიდი ყველაზე გრძელი ხიდია ევროპაში

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი პორტუგალიელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Foreign population with regular residence as a % of the resident population: total and by sex (2018)".. Statistics Portugal, Foreigners and Borders Service and Ministry of Internal Administration. (Retrieved 18 July 2019.). ციტირების თარიღი: 18.07.2020.
  2. Constituição da República Portuguesa - D.R.E. (Constitution of the Portuguese Republic) Portuguese. Diário da República Electrónico (2 April 1976). ციტირების თარიღი: 16 August 2013.
  3. Blanco de Morais, Carlos (2011). A Constituição Revista — Parte III Constituição da República Portuguesa: Semipresidencialismo "on probation?" (Portuguese). Lisboa, Portugal: Fundação Francisco Manuel dos Santos, გვ. 65–71. ISBN 978-989-8424-28-0. ციტირების თარიღი: 16 August 2013. 
  4. Araújo, António; Blanco de Morais, Carlos; Campos e Cunha, Luís; M. Cardoso da Costa, José Manuel; Costa Lobo, Marina; Duarte, David; Duarte, Tiago (2011) A Constituição Revista (Portuguese). Lisboa, Portugal: Fundação Francisco Manuel dos Santos, გვ. 143. ISBN 978-989-8424-28-0. ციტირების თარიღი: 16 August 2013.  დაარქივებული 21 September 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  5. Veser, Ernst (1997). Semi-Presidentialism-Duverger's Concept — A New Political System Model (English (mostly), Traditional Chinese (few)). Department of Education, School of Education, University of Cologne, გვ. 39–60. ციტირების თარიღი: 20 August 2013. 
  6. (პორტუგალიური) Público, "Portugal tem 92.212 quilómetros quadrados, por enquanto..." დაარქივებული 2012-10-05 საიტზე Wayback Machine. Accessed on 2 July 2012.
  7. "Portugal registou uma taxa de crescimento efetivo positiva (0,19%), o que não acontecia desde 2009 - 2019. Ine.pt.. ციტირების თარიღი: 18 July 2020..
  8. (პორტუგალიური) Portugal. Censos 2011 (ine.pt)
  9. PORDATA - Population density, according to Census. ციტირების თარიღი: 18 July 2020..
  10. Report for Selected Countries and Subjects – Portugal. International Monetary Fund. 2019.. ციტირების თარიღი: 18 July 2020..
  11. "Gini coefficient".. Portugal: PORDATA.. ციტირების თარიღი: 18 July 2020..
  12. "2019 Human Development Report". United Nations Development Programme. 2019.. ციტირების თარიღი: 18 July 2020..
  13. The Euromosaic study, Mirandese in Portugal, europa.eu – European Commission website. Retrieved January 2007. Link updated December 2011
  14. Brian Jenkins, Spyros A. Sofos, Nation and identity in contemporary Europe, p. 145, Routledge, 1996, ISBN 0-415-12313-5
  15. Melvin Eugene Page, Penny M. Sonnenburg, p. 481
  16. "First global empire". Guinnessworldrecords.com. Retrieved 18 April 2014.
  17. "What was the Portuguese Empire?". Empires.findthedata.org. Archived from the original on 2 February 2014. Retrieved 18 April 2014.
  18. "The World Factbook". cia.gov. Retrieved 14 September 2015.
  19. "Wayback Machine" (PDF). 8 April 2014. Archived from the original (PDF) on 8 April 2014.
  20. "SOCIAL PROGRESS INDEX 2015 : EXECUTIVE SUMMARY" (PDF). 2.deloitte.com. Retrieved 2 August 2017.
  21. "Quality of Life Index by Country 2020 Mid-Year". www.numbeo.com.
  22. "Democracy Reports | V-Dem". www.v-dem.net. Archived from the original on 21 June 2019. Retrieved 14 July 2019.
  23. Vieira, Gonçalo; Luís, Zêzere José; Mora, Carla (2018). Landscapes and Landforms of Portugal. Springer International Publishing. ISBN 9783319036403.
  24. Francisco, Susete (14 August 2017). "Portugal tenta duplicar território marítimo (in Portuguese)". Diário de Notícias.
  25. Instituto Nacional de Estatística. Indicadores de ordenamento do território (NUTS 2013). ციტირების თარიღი: 19 July 2020.