სულიწმინდა
იერსახე
სულიწმიდა — მესამე პირი წმიდა სამებისა, არის ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთი, როგორიც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. საღმრთო წერილი ამოწმებს სულიწმიდის ღვთაებრიობას, როდესაც მიაწერს მას ღვთიურ თვისებებს — ყოვლისმეცნიერებას, ყოვლისშემძლეობას, ყველგანმყოფობას, ღვთიურ სახელს, ღვთიურ მოქმედებას.
პიროვნული თვისება სულიწმიდისა არის წინა საუკუნეთა მამისაგან გამომავლობა. ეს პიროვნული თვისება სულიწმიდისა ცხადად გამოხატა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით:„რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ• 15, 26)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიტყვა სულიწმინდის შესახებ ანუ სულთმოფენობისათვის (წმ. გრიგოლ ნოსელი)
- სულიწმინდის სამგვარი გამოვლინების შესახებ კაცობრიობაში (წმ. მაქსიმე აღმსარებელი)
|