შინაარსზე გადასვლა

სამება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამება (მრავალმნიშვნელოვანი).
ძველი აღთქმის სამების ხატი, ანდრია რუბლიოვი, მარცხნიდან: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა

სამებაქრისტიანული ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით, ღმერთი ერთი თავისი არსებით, მაგრამ „სამგვამოვანია“ (სამპიროვანი, სამბუნებოვანია); მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ლოგოსი — „სიტყვა“ ) და სულიწმინდა; სამების წევრნი თანასწორნი და თანაარსებულნი არიან. ტერმინი „სამება“ ახალ აღთქმაში არ გვხვდება. იგი ჩნდება II საუკუნის მიწურულში (თეოფილე, ტერტულიანე), მოძღვრება სამების შესახებ განვითარდა III საუკუნეში (ორიგენე). კონცეფციამ ღვთაების „სამგვამოვნების“ შესახებ ქრისტიანულ ეკლესიაში მწვავე დისკუსია გამოიწვია (ე. წ. ტრინიტარული პაექრობანი). სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო (325) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო (381) კრებებზე.