საუდის არაბეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „არაბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არაბეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
საუდის არაბეთის სამეფო
არაბ. المملكة العربية السعودية‎‎‎
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთის
დევიზი: არაბ. لا إله إلا الله، محمد رسول الله‎‎
ლაა ილაჰე ილლა ლლაჰ უა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლ-ლაჰ
„არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი მისი შუამავალია“
ჰიმნი: არაბ. السلام الملكي‎‎
"საუდის არაბეთის ჰიმნი"
The Royal Salute

დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ერ-რიადი
24°39′ ჩ. გ. 46°46′ ა. გ. / 24.650° ჩ. გ. 46.767° ა. გ. / 24.650; 46.767
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა აბსოლუტური მონარქია
 -  მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი
ფართობი
 -  სულ 2 149 690 კმ2 (მე-13)
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 29 994 272[1] (43-ე)
 -  სიმჭიდროვე 11 კაცი/კმ2 (205-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $927.762 მილიარდი[2] (19-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $31 309[2] (28-ე)
აგი (2013) 0.782[3] (მაღალი) (57-ე)
ვალუტა საუდის რიალი (SAR)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი SAU
Internet TLD
სატელეფონო კოდი +966

საუდის არაბეთი (არაბ. السعودية‎‎‎), ოფიციალურად ცნობილი, როგორც საუდის არაბეთის სამეფო (არაბ. المملكة العربية السعودية‎‎‎, al-Mamlaka al-‘Arabiyya as-Su’ūdiyya) — ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ჩაკეტილი ქვეყანა.

არაბეთის სამეფო 1932 წელს ჩამოაყალიბა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა. იბნ საუდმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გააერთიანა არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული დამოუკიდებელი რეგიონები: ჰიჯაზი, ნეჯდი, ელ-ჰასა და ასირი. ტერიტორიების გაერთიანებისთვის საუდი ომებს 1902 წლიდან აწარმოებდა. პირველი ქალაქი რომელიც მან დაიპყრო იყო საუდების საგვარეულო ქალაქი - ერ-რიადი. ახალშექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა ნეჯდის სულთანი — საუდი, აქედან წარმოიშვა ქვეყნის დღევანდელი სახელი. სახელმწიფოს მოწყობა არის აბსოლუტური მონარქია. საუდის არაბეთი არის მუსლიმანური სახელმწიფო ვაჰაბიზმის ძლიერი გავლენით.[4] აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი — წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი. აქ არის მთავარი მუსლიმური სიწმინდეები — მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს. საუდის არაბეთს ასევე ხანდახან უწოდებენ ორი წმინდა მეჩეთის მიწას (მასჯიდ ალ-ჰარამი და მასჯიდ ალ-ნაბავი).

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოფიციალური: საუდის არაბეთის სამეფო.
  • ეროვნული: العربية السعودية, Al Mamlaka al Arabiyah as Saudiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელის პირველი კომპონენტი მმართველის დინასტიიდან (საუდიტები, საუდიდები) არის მიღებული, მეორე — სატომო სახელისაგან (არაბები).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბეთის ნახევარკუნძული 1914 წელს.

თანამედროვე საზღვრებში საუდის არაბეთი არსებობს 1926 წლიდან, როდესაც გაერთიანდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სამთავროები. ბრძოლაში პირველობა ნეჯდის მმართველმა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა მოიპოვა, რომელიც 1932 წელს მეფედ გამოცხადდა. მისი სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან ქვეყანას მისი შვილები ერთპიროვნულად მართავენ. სტაბილურობის შენარჩუნება და ექსტრემიზმთან ბრძოლა ყოველთვის შედიოდა მმართველი ოჯახის ინტერესებში. ამიტომ ქუვეითში ერაყის შეჭრის შემდეგ (1990) აქ განათავსეს აშშ-ის სამხედრო ბაზები. ოპოზიციური აზრის შეზღუდვამ საუდის არაბეთში ხელი შეუწყო „ალ-ქაიდას“ ტიპის ექსტრემისტული დაჯგუფებების აღმოცენებას, რომლებიც თავისი ინტერესებისათვის იყენებენ არაბების უკმაყოფილებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის როლის გააქტიურების გამო. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის მონაწილენი ძირითადად საუდის არაბეთის მოქალაქენი იყვნენ, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ka Saudi Arabia map.png

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება იორდანია, ერაყი, ქუვეითი; დასავლეთით კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სპარსეთის ყურე; სამხრეთ-დასავლეთით ომანი; სამხრეთით იემენი; დასავლეთით წითელი ზღვა. ფართობი: 1 960 582 კმ². საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც გასასვლელი აქვს როგორც სპარსეთის ყურეზე, ისე წითელ ზღვაზე. ქვეყნის ტერიტორიის 95 %-ზე მეტი უდაბნოს უკავია. მათგან ერთ-ერთია რუბ-ელ-ხალის უდაბნო, რაც „ცარიელ მეოთხედს“ ნიშნავს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთში არ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა. ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი სექტორია ნავთობმრეწველობა.

სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა: აბსოლუტური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური: მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (2015 წლიდან დღემდე).
  • საკანონმდებლო ორგანო: საკონსულტაციო საბჭო (120 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: საუდის არაბეთი გაყოფილია 5 რეგიონად (ჰიჯაზი (დასავლეთი), ნეჯდი (ცენტრალური), ჩრდილოეთი რეგიონი, სამხრეთი რეგიონი, ეშ-შარკია (აღმოსავლეთი)). რეგიონები თავის მხრივ დაყოფილია 13 საამიროდ, ხოლო საამიროები 118 მუჰაფაზად.

პროვინციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუდის არაბეთი დაყოფილია 13 პროვინციად[5] (მანატიქ). პროვინციები თავის მხრივ იყოფა გუბერნიებად.

პროვინცია დედაქალაქი რუკა
ელ-ბაჰას პროვინცია ელ-ბაჰა
საუდის არაბეთის პროვინციები
ჩრდილოეთ საზღვრი არარი
ელ-ჯავი სკაკა
ელ-მადინა მედინა
ელ-ქაზიმი ბურაიდა
ჰაილის პროვინცია ჰაილი
ასირი აბჰა
აღმოსავლეთ პროვინცია დამამი
ერ-რიადის პროვინცია ერ-რიადი
ტაბუკის პროვინცია ტაბუკი
ნაჯრანის პროვინცია ნაჯრანი
მექას პროვინცია მექა
ჯიზანის პროვინცია ჯიზანი

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუდის არაბეთში მოსახლეობის განსახლების სიმჭიდროვე (მოსახლეობის რაოდენობა 1 კმ²-ზე)

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში ნავთობის საბადოების გახსნის შემდეგ, საუდის არაბეთი დაბალგანვითარებულ უდაბნოს სამეფოდან რეგიონის უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცა.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ერ-რიადი (თანამედროვე არქიტექტურა, მასმაკის ციხე-სიმაგრე, დირაია);
  • მექა და მედინა (მუსულმანთა წმინდა ადგილები);
  • ჯიდა (ძველი ქალაქი, ქორალისგან ნაგები შენობები, სუკი, მუზეუმი);
  • ჰუფუფი (ოაზისი, კასრ იბრაჰიმის სიმაგრე).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kingdom of Saudi Arabia – Central Department of Statistics & Information (2013). წაკითხვის თარიღი: 3 April 2014.
  2. 2.0 2.1 Saudi Arabia. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 27 October 2013.
  3. HDRO (Human Development Report Office) United Nations Development Programme. United Nations (2011). წაკითხვის თარიღი: 2 November 2011.
  4. Focus on Islamic Issues – Page 23, Cofie D. Malbouisson – 2007
  5. Saudi Arabia: Administrative divisions. arab.net. წაკითხვის თარიღი: 2008-09-21.
  6. "Saudi Gazette: Nov. 24, 2010 – Census shows Kingdom's population at more than 27 million" [1]