ფარნეზეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფარნეზეები
Arms of the House of Farnese.svg
ქვეყანა იტალია
ტიტულები რომის პაპი
პარმის ჰერცოგი
პიაჩენცას ჰერცოგი
კასტროს ჰერცოგი
რონკილიონეს გრაფი
მიმართვის ფორმა „თქვენო უწმინდესობავ“ (პაპის)
„თქვენო მოწყალებავ“
„თქვენო სამეფო უმაღლესობავ“ (მხოლოდ ისაბელ ფარნეზესთან)
დამაარსებელი რანუციო ფარნეზე
უკანასკნელი მმართველი ანტონიო ფარნეზე (იტალიაში)
ისაბელ ფარნეზე (ესპანეთში)
დაარსდა 1419
დაიშალა 1766
ეროვნება იტალიელები

ფარნეზეები (იტალ. Farnese) — რენესანსისა და ბაროკოს პერიოდის იტალიური არისტოკრატიული საგვარეულო, რომელიც ძირითადად მართავდა პარმისა და პიეჩენცის საჰერცოგოებს. დინასტია XV საუკუნის 20-ან წლებში დაარსდა, თუმცა აღზევება XVI საუკუნიდან დაიწყო და ძალაუფლების ზენიტს ალესანდრო ფარნეზეს რომის პაპ პავლე III-დ არჩევით მიაღწია. მათი დაცემა XVIII საუკუნიდან იწყება, რასაც 1731 წელს, ანტონიო ფარნეზეს გარდაცვალებით დინასტიის შეწყვეტა მოჰყვა. ამის გამო პარმა ესპანეთის დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ძის, ფილიპე I-ის ხელში გადავიდა, რითაც აქ ბურბონები გამეფდნენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის პაპი პავლე III

ფარნეზეს დინასტია დააარსა რანუციო ფარნეზემ, 1419 წელს. თავდაპირველად ისინი უბრალო აზნაურები იყვნენ და დიდი გავლენითა და ტიტულებით არ სარგებლობდნენ, თუმცა XIV საუკუნის მიწურულს ჯულია ფარნეზემ მოახერხა რომის პაპ ალექსანდრე VI-ის საყვარელი გამხდარიყო, რითაც იწყება მათი აღზევების ხანა. მას პაპზე იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ თავისი ძმა, ალესანდრო ფარნეზე კარდინალად დაანიშნინა. 1503 წელს გარდაიცვალა პაპი ალექსანდრე, რითაც ფარნეზეებმა დროებით თავიანთი ძალაუფლება დაკარგეს, თუმცა, 1534 წელს, პაპ კლემენტ VII-ის გარდაცვალების შემდეგ ალესანდრო ფარნეზემ მოახერხა და რომის პაპი გახდა პავლე III-ის სახელით. შესაძლოა ითქვას, რომ ამით მათმა ძლიერებამ პიკს მიაღწია, რადგანაც ფარნეზეს საგვარეულოს წარმომადგენელი მთელი ევროპის მონარქებზე ამაღლდა და მართავდა სრულიად კათოლიკურ სამყაროს. მათ ამით მალევე ისარგებლეს და პავლე III-მ თავისი ვაჟი პიერო ლუიჯი ფარნეზე პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგად დასვა (რომელის საყვარლისგან ჰყავდა), ხოლო შვილიშვილი — ალესანდრო ფარნეზე კარდინალად დანიშნა. ასე გადაიქცა ფარნეზეს საგვარეულო სამეფო, მონარქიულ დინასტიად, რომელიც ორასი წლის განმავლობაში განაგებდა პარმას.

1549 წელს პავლე III გარდაიცვალა და ფარნეზეთა ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეირყა, თუმცა მალევე ჰერცოგმა ოტავიო ფარნეზემ ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის ქალიშვილი მარგარეტ ავსტრიელი, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ნახევარ-და, რითაც ისინი მარტივად გაერივნენ სამეფო წრეში. შემდგომში ფილიპე II-მ ხელი შეუწყო მათი ვაჟის, ალესანდროს დაქორწინებას ინფანტა მარია პორტუგალიელზე დაქორწინებაში და იგი ჰაბსბურგთა ნიდერლანდების შტატჰალტერადაც დანიშნა. ეს იყო ფარნეზეების უკანასკნელი აღზევება, რადგან ალესანდროს დაღუპვის შემდეგ ისინი ესპანეთის გავლენის ქვეშ მოქცეულ უბრალო ჰერცოგებად იქცნენ.

უკვე XVII საუკუნეში, რანუციო II-ის დაღუპვის შემდეგ დაიწყო მემკვიდრის კრიზისი. მისი უფროსი ვაჟი, პრინცი ოდოარდო მამამდე გარდაიცვალა და ცოლთან, დოროთეა სოფია ნოიბურგელთან მხოლოდ ერთი ქალიშვილი, ისაბელი დარჩა, რომელიც მალევე მიათხოვეს ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს. ამასობაში ტახტი რანუციოს მეორე ვაჟმა, ფრანჩესკომ დაიკავა, რომელმაც სასწრაფოდ იქორწინა დაღუპული ძმის ქვრივზე, თუმცა მრავალწლიანი მმართველობის მიუხედავად მასთან შვილი საერთოდ არ ჰყოლია. 1727 წელს, უნაყოფო ფრანჩესკო ფარნეზე მისმა ძმამ, ანტონიო ფარნეზემ ჩაანაცვლა, რომელიც მალევე, 1731 წელს დაიღუპა ასევე უშვილოდ, რითაც საბოლოოდ შეწყდა ფარნეზეს დინასტია. ამის შემდეგ პარმის ტახტი დაიკავა ოდოარდო ფარნეზეს ქალიშვილის, დედოფალ ისაბელ ფარნეზესა და ფილიპე V-ის უმცროსმა ვაჟმა, ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელმა ფილიპე I-მა, რის შემდეგაც პარმა საფრანგეთ-ესპანეთის მარიონეტად იქცა.

პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარდინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალესანდრო ფარნეზე (1520-1589);
  • რანუციო ფარნეზე (1530-1565);
  • ოდოარდო ფარნეზე (1573-1626);
  • ფრანჩესკო მარია ფარნეზე (1619-1647);
  • ჯიროლამო ფარნეზე (1599-1668)

გამოჩენილი ქალი ფარნეზეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერალდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Annibali, Flaminio Maria (1817–18). Notizie Storiche della Casa Farnese. Montefiascone.
  • del Vecchio, Edoardo (1972). I Farnese. Rome: Istituto di studi romani editore.
  • Drei, Giovanni (1954). I Farnese grandezza e decadenza di una dinastia italiana. Rome: La Libreria dello Stato.
  • Nasalli Rocca, Emilio (1969). I Farnese. dell’Oglio.