მარტინ ლუთერი
მარტინ ლუთერი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Martin Luther |
დაბადების თარიღი |
10 ნოემბერი, 1483 აისლებენი, საქსონია, საღვთო რომის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
18 თებერვალი, 1546 აისლებენი, საქსონია, საღვთო რომის იმპერია |
საქმიანობა | ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი |
ცნობილი ნაშრომები | 95 თეზისი |
მეუღლე(ები) | კატარინა ფონ ბორა |
შვილ(ებ)ი | ჰანსი, ელისაბედი, მაგდალენა, მარტინი, პაული, მარგარიტა |
მშობლები |
მამა: ჰანსი ლუთერი დედა: მარგარიტა ლუთერი |
ხელმოწერა |
მარტინ ლუთერი (დ. 10 ნოემბერი, 1483, აისლებენი — გ. 18 თებერვალი, 1546, აისლებენი) — გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე, როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.
მის გვიანდელ შრომებში, განსაკუთრებით – „ებრაელების და მათი ტყუილების შესახებ“, ლუთერი ებრაელების მიმართ გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას. ის წერს, რომ ებრაელების სინაგოგები და სახლები უნდა დაინგრეს, მათი ქონების კონფისკაცია მოხდეს და თავისუფლება შეეზღუდოთ. ამ ანტისემიტური განწყობის გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.[1] ლუთერი 1546 წელს გარდაიცვალა. ის თავისი რეფორმისტული იდეების ბოლომდე ერთგული და პაპ ლეო X–ს მიერ კათოლიკური ეკლესიისგან განკვეთილი დარჩა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მშობლები, ჰანსი და მარგარიტა ლუთერები, ჯერ ქ. მიორში შემდეგ აისლებენში და მანსფელდში დასახლდნენ, სადაც ჰანსი მეშახტედ მუშაობდა. მან საკმაო ფული დააგროვა და ამით 1491 წელს ადგილი მოიპოვა ქალაქის მაგისტრებს შორის. მისი სკოლის წლები არ იყო განსაკუთრებული. ეს იყო ლათინური სკოლა მანსფელდში, მაგდებურგში და ეიზენახში. 1501 წლის გაზაფხულზე მან ჩააბარა გერმანიის ერთ-ერთ უძველეს და საუკეთესო ერფურტის უნივერსიტეტში. მარტინ ლუთერმა გაიარა ჩვეულებრივი საგანმანათლებლო კურსი და 1502 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ბაკალავრის წოდებით. მაგისტრის წოდება კი 1505 წელს მიიღო 17 კანდიდატთაგან მე-2 ადგილზე გასვლით.
ჰანს ლუთერი იმაზე ოცნებობდა, რომ მარტინი იურისტი გამოსულიყო, ამიტომ არ იშურებდა ფულს მაღალფასიანი წიგნებისთვის, მაგრამ ის ძალიან გაბრაზდა როცა შეიტყო, რომ მარტინმა მშობლების დაუკითხავად გადაწყვიტა ბერად გახდომა და იპოვა თავშესაფარი ერფურტის ერთ-ერთ მონასტერში.
სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა მარტინ ლუთერი მონასტერში. ლუთერის ცხოვრების ერთ-ერთი მოვლენა რომელზეც არ არის საკმარისი ინფორმაცია, არის 1505 წლის 2 ივლისი: ზაფხულის არდადეგების შემდეგ მარტინი ბრუნდებოდა მშობლებიდან ერფურტში, მას სოფელ შტოტერნხაიმში მოუსწრო ძლიერმა ჭექა-ქუხილმა, შეშინებულმა წარმოთქვა: „მიშველე წმინდაო ანა და მე გავხდები ბერი“. ამის გამო ლუთერი თავის ნაშრომში „ბერის ყოფა“ წერდა კიდეც, რომ ის საკუთარი სურვილით არ გამხდარა ბერი, საშინელებამ და აგონიამ ის აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. მარტინმა გაყიდა თავის წიგნების დიდი ნაწილი და 1505 წლის ივლისს წავიდა.
ლუთერი გაწევრიანდა „ავგუსტინის ორდენში“. ეს ორდენი XV საუკუნეში ორიათასამდე ადამიანს ითვლიდა. მისი წესდება 1504 წელს შექმნა იოჰან ფონ შტაუფიცის ორდენის ქორეპისკოპოსმა, რომელიც შემდგომში ლუთერის მოძღვარი გახდა. მარტინ ლუთერი ბერად 1506 წელს აღიკვეცა და 1507 წლის მაისში თავისი პირველი მესა ჩაატარა. ამასობაში კი ჰანს ლუთერი ეგუებოდა მისი შვილის გადაწყვეტილებას. მარტინს საშუალება მიეცა მამას დალაპარაკებოდა.
1508 წელს ლუთერმა დაიწყო ვიტენბერგის უნივერსიტეტში მასწავლებლად მუშაობა, ეს ქალაქი ძალიან განსხვავდებოდა ერფურტისაგან, მიუხედავად ამისა უნივერსიტეტი მაინც ვითარდებოდა.
1509 წელს, მარტში ლუთერმა მიიღო „ბიბლიის ბაკალავრის“ წოდება, ხოლო ერფურტში დაბრუნებისას მას მიენიჭა „სენტენციარიის“ ტიტული.
იოჰან ფონ შტაუფიცმა დიდი როლი შეასრულა მარტინ ლუთერის ცხოვრებაში. ის იყო მისი მასწავლებელი და დამცველი, მან დიდი როლი შეასრულა გერმანელი ავგუსტინელების გაერთიანებაში. მარტინ ლუთერი იყო იმ ორ ბერს შორის ერთ-ერთი, რომელიც რომში გააგზავნეს, რათა მათ ეცნობებინათ ოპოზიციური შეხედულებანი. ეს იყო ლუთერის ცხოვრებაში ყველაზე გრძელი მოგზაურობა და როგორც ღრმა კათოლიკე, ის იყო შეურაცხყოფილი რომის სულიერების სიმსუბუქით, მარტინის მისია კრახით დამთავრდა და ამის შემდეგ იგი გახდა შტაუფიცის იდეოლოგიის ლოიალური მომხრე.
ლუთერმა მიიღო დოქტორის წოდება 1512 წლის 19 ოქტომბერს, ეს ხარისხი კიდევ უფრო ცვლიდა მის სტატუსს საზოგადოებაში, ის ხელმძღვანელობდა ბიბლიის თეოლოგიის კათედრას, სწორედ ეს გახდა მისი ცხოვრების მთავარი საქმე.
ლუთერმა შეძლო ამოეხსნა ბიბლიის ის ნიუანსები რასაც აქამდე ვერ სცემდა პასუხს და მან დაიწყო ქადაგება თავის მონასტერში 1511 წლიდან. მისი კათედრა იყო მისი ქადაგების ცენტრი. ის ხალხისთვის გასაგებ ენაზე გადასცემდა ბიბლიის შინაარსს და უკავშირებდა მას, მათ ცხოვრებას. 1515 წლის აპრილიდან ის 11 სხვადასხვა მონასტრის ეპისკოპოსი იყო. ამით მან უფრო დიდი გამოცდილება მიიღო.
იმ დროისთვის წარმოიქმნა კრიზისი ევროპის ბევრ უნივერსტიტეტში და ახალი უნივერსიტეტი, რომელიც არსებობდა ვიტენბერგში განიცდიდა თვითგამორკვევის აუცილებლობას. ლუთერის მისვლამდე ამ უნივერსტიტეტის წამყვანი პროფესორი მარტინ პოლიხი განიცდიდა ჰუმანისტების გავლენას.
უნივერსიტეტში ლუთერის მისვლის შემდეგ, მან განახორციელა თავისი ახალი პროგრამა და არისტოტელეს და სხვა ფილოსოფოსთა მოსაზრებებით გაამყარა ბიბლიური ჰუმანიზმი და მიმართა ბიბლიის სწავლებას. მან გამოიყენა ებრაული, ბერძნული და ლათინური ენების გამოცდილებები, „წმინდა მამების“ წერილები და ნაშრომები. მან შექმნა თავისი ახალი პროგრამა. ლუთერს ამ პროგრამის უნივერსიტეტში განსახორციელებლად დაეხმარნენ მისი კოლეგა კარლ შტადტი და ახალგაზრდა ფილიპ მალანხტონი. 1517 წელს მან დაამთავრა ამ პროგრამის შექმნა, მაგრამ მან ვერ შეძლო მთლიანად მთელს ქვეყანაში განეხორციელებინა იგი. მხოლოდ ვიტენბერგში ბატონობდა მისი თეორია. მართალია, მაშინ მისი თეორიის მიმდევრები ცოტანი იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით მის ამ თეორიას სხვა ბედი ელოდა. ლუთერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი თეორიები დაუდებდნენ საფუძველს ახალ რეფორმებს, რომელსაც შემდგომ მთელი დასავლური ქრისტიანული სამყარო გაიზიარებდა. მარტინ ლუთერი გარდაიცვალა 1546 წლის 18 თებერვალს ქალაქ აისლებენში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Atkinson, James (1968). Martin Luther and the Birth of Protestantism, in series, Pelican Book[s]. Harmondsworth, Eng.: Penguin Books. 352 p.
- Erikson, Erik H. (1958). Young Man Luther: A Study in Psychoanalysis and History. New York: W. W. Norton.
- Friedenthal, Richard (1970). Luther, His Life and Times. Trans. from the German by John Nowell. First American ed. New York: Harcourt, Brace, Jovanovich. viii, 566 p. N.B.: Trans. of the author's Luther, sein Leben und seine Zeit.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარტინ ლუთერის ბიბლიოგრაფია (გერმ.) დაარქივებული 2005-11-24 საიტზე Wayback Machine.
- Booknotes interview with Martin Marty on Martin Luther, April 11, 2004. დაარქივებული November 15, 2011[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Commentarius in psalmos Davidis
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hendrix, Scott H. "The Controversial Luther" დაარქივებული 2015-02-08 საიტზე Wayback Machine. , Word & World 3/4 (1983), Luther Seminary, St. Paul, MN, p. 393: "And, finally, after the Holocaust and the use of his anti-Jewish statements by National Socialists, Luther's anti-semitic outbursts are now unmentionable, though they were already repulsive in the sixteenth century. As a result, Luther has become as controversial in the twentieth century as he was in the sixteenth." Also see Hillerbrand, Hans. "The legacy of Martin Luther" დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine. .