სვაზილენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვაზილენდის სამეფო
სვატი — Umbuso weSwatini
ინგლ. Kingdom of Swaziland
სვაზილენდი
სვაზილენდის
დევიზი: ჩვენ — ციხე-სიმაგრე
(სვატი — Siyinqaba)
ჰიმნი: Nkulunkulu Mnikati wetibusiso temaSwati
დედაქალაქი მბაბანე
26°19′ ს. გ. 31°08′ ა. გ. / 26.317° ს. გ. 31.133° ა. გ. / -26.317; 31.133
უდიდესი ქალაქი მანზინი
ოფიციალური ენა სვატი, ინგლისური
მთავრობა აბსოლუტური მონარქია
 -  მეფე მსვატი III
 -  პრ.-მინისტრი ბარნაბას სიბუსისო დლამინი
ფართობი
 -  სულ 17 364 კმ2 (157-ე)
 -  წყალი (%) 0,9
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 1 032 000 (154-ე)
 -  2007 აღწერა 1 018 449 
 -  სიმჭიდროვე 58,65 კაცი/კმ2 (135-ე)
მშპ (მუპ) 2004 შეფასებით
 -  სულ $2,8 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $1553 
აგი (2007) 0.547 (საშუალო) (141-ე)
ვალუტა ლილანგენი (SZL)
დროის სარტყელი (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი SWZ
Internet TLD .sz
სატელეფონო კოდი 268

სვაზილენდი (ინგლ. Kingdom of Swaziland, სვატი — Umbuso weSwatini) — სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას (საზღვრების სიგრძე — 430 კმ), აღმოსავლეთით — მოზამბიკს (105 კმ). საზღვრების საერთო სიგრძე — 535 კმ. ქვეყნის საერთო ფართობი — 17 363 კმ² (ხმელეთის ფართობი — 17 200 კმ²). იგი პატარა ქვეყანაა, მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით 200 კილომეტრზე ნაკლებია, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთით 130 კილომეტრზე ნაკლები. ქვეყნის დასავლეთი ნაწილი მთიანია, ხოლო აღმოსავლეთი დაბლობი. ქვეყანა მდებარეობს ველდის პლატოზე, რომელიც საფეხურებად ეშვება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ყველაზე მაღალი წერტილია — ემლემბეს მთა (Emlembe; 1862 მეტრი), ყველაზე დაბალი წერტილი კი — მდინარე მაპუტუ (უსუტსუ) (21 მეტრი). სვაზილენდში არსებობს რამდენიმე თანდათანობით დადაბლებულ დაბლობი. მთავარი მდინარეებია — მაპუტუ, კომატი, უმბელუზი. დასავლეთში კლიმატი ზომიერია, თუმცა დაბლობში ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 40 °C-ს. ზაფხული ძირითადად წვიმიანია, ნალექის დონემ შეიძლება მიაღწიოს 2 მეტრს. ძირითადი ბუნებრივი რესურსები: ნახშირი, მერქანი, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, ტყეები, არსებობს ოქროს და ალმასის მცირე საბადოები. ტერიტორიის დაახლოებით 11 % უკავია სახნავ-სათეს სავარგულებს, მინდვრებს და საძოვრებს — 62 %. 2007 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 018 449 ადამიანს.[1][2][3] დედაქალაქი — მბაბანე. დღეისთვის მოსახლეობა წარმოადგენს ცალსახად ეთნიკურ სვაზებს, ხოლო ოფიციალური ენებია — სვატი, ინგლისური.

სექციების სია

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის ტოპოგრაფიული რუკა
სვაზილენდის რუკა
სვაზილენდი

სვაზილენდი წარმოადგენს ბუნებრივი ლანდშაფტის დიდ მრავალფეროვნებას, მოზამბიკთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ არსებული მთიანი ტერიტორიებიდან აღმოსავლეთში მდებარე სავანებამდე და ჩრდილო-დასავლეთის ნოტიო ტყეებამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება რამდენიმე მდინარე, მათ შორის სვაზილენდის უდიდესი მდინარე მაპუტუ. ყველაზე მაღალი წერტილია — ემლემბეს მთა (Emlembe; 1862 მეტრი). უკავია 17 363 კმ² ფართობი. სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 535 კმ-ს, აქედან მოზამბიკთან — 105 კმ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან — 430 კმ.

ქვეყნის ოფიციალური დედაქალაქია — მბაბანე (67 200 მოსახლე 2004 წელს), ისტორიული დედაქალაქი და დედოფალი-დედის და პარლამენტის ადგილსამყოფელი — ლობამბა. უდიდესი ქალაქი და ეკონომიკური «დედაქალაქი» — მანზინი (73 000 მოსახლე 2004 წელს).

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის სამსაფეხურიან რელიეფს შეესაბამება სამი ძირითადი კლიმატური ზონა. მთის ტიპის ზომიერად თბილი კლიმატი დაბლა იცვლება სუბტროპიკულით და კიდევ უფრო დაბალ სიმაღლეებში — ქვემო ველდეში, ტროპიკული კლიმატით. ნალექები უფრო მეტად მოდის ზაფხულში ზომიერ ზონაში. ივლისის საშუალო ტემპერატურაა — 12 °С, თებერვლის — 23 °С. ნალექების რაოდენობა წელიწადში აღმოსავლეთში შეადგენს 500—700 მმ-ს, ხოლო დასავლეთში 1200–1400 მმ-ს.

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდს გააჩნია შემდეგი ბუნებრივი რესურსები: ასბესტი, ნახშირი, თიხა, კასიტერიტი, ჰიდროენერგია, ტყეები, ოქროს და ალმასის მცირე საბადოები, ბუტის ქვა და ტალკი.

ქვეყნის ტერიტორიის 670 კმ² მიწა ირწყვება. ქვემოთ ცხრილში მოყვანილია მიწის გამოყენება სვაზილენდში.

მიწის გამოყენება
მიწის სახეობა ფართობის პროცენტი
სათესი ფართობი 9,77
მრავალწლიანი ნარგავები 0,7
სხვა 89,53

მცენარეული სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის მცენარეულობა წარმოდგენილია ტიპიური სავანით დასავლეთში, ქსეროფიტული ბუჩქნარი გავრცელებულია აღმოსავლეთში. ფლორა სიმდიდრით გამოირჩევა: ცნობილია დაახლოებით 2400 სახეობა — ლიქენებიდან და გვიმრებიდან დაწყებული მაგნოლიებამდე და ფიკუსებამდე დამთავრებული. ქვეყანაში მარტო ალოეს — 25, ორქიდეის — 12 და შროშანის — 10 სახეობა არსებობს.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ძუძუმწოვრებიდან გვხვდება «ცისფერი» აფრიკული კამეჩები, ტყის ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები. მდინარეებში დაცურავენ ნიანგები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდი XIX საუკუნეში

სვაზილენდის ტერიტორიაზე, დაწყებული პრესიტორიული პერიოდიდან ადამიანი მუდმივად სახლობდა.

სვაზი ხალხის წინაპრები აფრიკის სამხრეთში შუა საუკუნეებში მოვიდნენ კონტინენტის ცენტრალური ნაწილიდან. ისინი ჯერ დამკვიდრდენ ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, მაგრამ XVIII საუკუნეში სვაზის ტომები სხვა ტომებმა განდევნეს ჩრდილოეთისკენ — დღევანდელი სვაზილენდის ტერიტორიაზე. XIX საუკუნის დასაწყისში სვაზის ხალხი აწარმოებდა სისხლისმღვრელ ომებს ზულუს და სხვა მეზობელი ტომების წინააღმდეგ, რომლებიც თავდასხმებს ახორციელებდნენ სვაზის ტომის მიწებზე.

1836 წელს სვაზის ბელადმა სობჰუზამ (დღეისათვის მას ჰქვია მეფე) მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება ზულუს ტომზე, შემოიღო საკუთარი ხელისუფლების ცენტრალიზებული სისტემა, დაიმორჩილა სხვა ბელადები და ფაქტიურად შექმნა სხაზის სახელმწიფო.

სვაზის მეორე მეფე მსვატი I-მა, 1830-იანი წლების ბოლოს შემოიერთა ახალი მიწები ქვეყნის ჩრდილოეთში და შექმნა სახელმწიფო, რომლის ტერიტორია ორჯერ უფრო მეტად აღემატებოდა თანამედროვე სვაზილენდის ტერიტორიის ფართობს.

XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სვაზილენდში მოვიდნენ ბურები. ისინი კერძო საკუთრებაში ადგილობრივი ბელადებისგან ყიდულობდნენ მსხვილ მიწის ნაკვეთებს. შემდეგ, 1894 წელს, სვაზილენდის ტერიტორია გამოცხადდა ბურების ტრანსვაალის რესპუბლიკის ნაწილად.

1899—1902 წლების ბურების მეორე ომის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა სვაზილენდი გამოაცხადა საკუთარ პროტექტორატად და იქ შეინარჩუნა ადგილობრივი მეფის და ბელადების ხელისუფლება.

1964 წელს სვაზილენდში ჩატარდა ადგილობრივი პარლამენტის პირველი არჩევნები. სადეპუტატო ადგილების უმრავლესობა მიიღო მაშინდელი მეფის — სობჰუზა II-ის მიერ შექმნილმა იმბოკოდვოს ეროვნული მოძრაობის პარტიამ.

1968 წლის 6 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა სრული დამოუკიდებლობა მიანიჭა სვაზილენდის სამეფოს.

1973 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დაახლოებით 20 % მიიღო მემარცხენე ნგვანეს ეროვნული განთავისუფლების კონგრესის პარტიამ და შედეგად მეფემ გააუქმა კონსტიტუციის მოქმედება, დაშალა პარლამენტი და კანონგარეშე გამოაცხადა ყველა პოლიტიკური პარტიის, პროფკავშირების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოღვაწეობა.

1990-იან წლებში გაიზარდა სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ფენების საპროტესტო გამოსვლები მეფის რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის ძირითადი მოთხოვნები იყო პოლიტიკური რეფორმების ჩატარება. შედეგად, კონსტიტუციური რეფორმების მიმართულებით პროგრესი დაიწყო და 2005 წელს დამთავრდა სვაზილენდის კონსტიტუციაზე მუშაობა. ახალი კონსტიტუცია იმავე წელს იქნა ქვეყანაში შემოღებული მიუხედავად პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგობისა, რომლებიც გაცილებით მეტ პოლიტიკურ უფლებებს მოითხოვდნენ. დღევანდელი კონსტიტუცია მკაფიოდ არ განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების სტატუსს. ახალი კონსტიტუციით პირველი არჩევნები ჩატარდა 2008 წელს. პარლამენტის წევრები აირჩიეს 55 საარჩევნო ოლქში.

2011 წლის აპრილში ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართა ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგები მსვატი III-ის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიცია მონარქს ბრალს დებდა სახელმწიფო ხაზინის გაფლანგვაში თავისი და საკუთარი 15 ცოლის ფუფუნებაში ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. 12 აპრილს პოლიციამ, სპეცსაშუალებების გამოყენებით, დაშალა მიტინგი სვაზილენდის დედაქალაქში, დააპატიმრა მიტინგის 13 ორგანიზატორი.

ახალი, კონსტიტუციის მიღების შემდეგ მეორე პარლამენტი, არჩეული იქნა 2013 წლის 20 სექტემბერს.

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო დროშის აღწერა: სამი ჰორიზონტალური ზოლი ლურჯი (ზედა), წითელი (სამმაგი სიგანის) და ლურჯი ფერებით; წითელ ზოლს ზედა და ქვედა მხრიდან გასდევს ფორთოხლისფერი ვიწრო ზოლი; წითელი ზოლის ცენტრში ჰორიზონტალურად მდებარეობს დიდი შავ-თეთრი ფარი, ორი შუბი და ბუმბულით მორთული კვერთხი.

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ცენტრში მდებარეობს ფარი, რომელიც უკავია მეფის სიმბოლო ლომს და დედოფალი-დედის სიმბოლო სპილოს. ფარზე დევს თავსაბურავი, რომელსაც მეფე ატარებს დღესასწაულ ინკვალას დროს. ფარის ქვემოთ გამოსახულია ლენტი ეროვნული დევიზით[4].

ჰიმნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის ჰიმნი სვატის ენაზე:

Nkulunkulu Mnikati wetibusiso temaSwati;
Siyatibonga tonkhe tinhlanhla,
Sibonga iNgwenyama yetfu,
Live netintsaba nemifula.

Busisa tiphatsimandla takaNgwane
Nguwe wedvwa Somandla wetfu;
Sinike kuhlakanipha lokungenabucili
Simise usicinise, Simakadze.

პოლიტიკური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს მეთაური — მეფე, 1986 წლიდან — მსვატი III. მეფის ხელში თავმოყრილია აღმასრულებელი ხელისუფლება. ის ფლობს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის (Libandla) თითოეულ პალატაში რამდენიმე საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის უფლებას.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება ეროვნული კრებისა (65 ადგილი) და სენატისგან (30 ადგილი). პარლამენტის მოქმედების ვადა — 5 წელი.

ეროვნულ კრებაში არჩევნები ორსაფეხურიანია (მეორე ტურში 55 დეპუტატი ირჩევა ამომრჩევლების მიერ და 10 ინიშნება მეფის მიერ). 10 სენატორს ნიშნავს ეროვნული კრება, 20-ს — მეფე.

პარლამენტი არ ფლობს რეალურ საკანონმდებლო ხელისუფლებას და ფაქტიურად მეფის საკონსულტაციო ორგანოა. პრეტენდენტების კანდიდატურებს წამოაყენებენ ადგილობრივი საბჭოები, არჩევნები მუდამ იმართება ორ ტურად — მეორე ტურში გადის პირველ ტურში ყველაზე უფრო მეტი ხმების მიმღები სამი კანდიდატი. ეროვნული კრების პალატის ადგილების არა ნაკლებ 30 % უნდა ეკავოთ ქალებს.

ადგილობრივი საკანონმდებლო კრების პირველი არჩევნები (სვაზილენდი მაშინ ჯერ კიდევ იყო დიდი ბრიტანეთის კოლონია) გაიმართა 1964 წელს.

1968 წელს გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა.

1977 წელს ლიკვიდირებული იქნა საპარლამენტო სისტემა, აიკრძალა პოლიტიკური პარტიები.

1979 წელს აღსდგა არაპირდაპირი არჩევნები პარლამენტში.

1993 წელს პარლამენტში ნაწილობრივ დაშვებული იქნა პირდაპირი არჩევნები.

2005 წელს მიღებული იქნა სვაზილენდის ახალი კონსტიტუცია.

პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობა ჯერ-ჯერობით მაინც შეზღუდულია.

სენატის თავჯდომარე — პრინცესა გელანი ზვანე (2006 წლიდან).

ეროვნული კრების თავჯდომარე — პრინცი გუდუზა დლამინი (2006 წლიდან).

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობის, აფრიკის კავშირის, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის საერთო ბაზრის, სამხრეთ აფრიკის განვითარების თანამეგობრობის წევრია.

სვაზილენდის შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდს ჰყავს ორი სახეობის შეიარაღებული ძალები: სვაზილენდის თავდაცვის ძალები (ჯარი) და სვაზილენდის სამეფო პოლიცია (ინგლ. Royal Swaziland Police). სვაზილენდის ჯარი არასოდეს არ მონაწილეობდა საგარეო კონფლიქტებში და ძირითადად დაკავებულია ქვეყნის შიგნით წესრიგისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვით. არმიის უმაღლესი მთავარსარდალია სვაზილენდის მეფე[5]. არმიის ფაქტიურ ყოველდღიურ ხელმძღვანელობას ახორციელებს სვაზილენდის მთავრობა. თავდაცვის საბჭო მრჩეველი ორგანოა, რომელიც მეფეს კონსულტაციებს უწევს ჯართან დაკავშირებულ საკითხებზე[6].

ადმინისტრაციულ-ტერიტორიალური დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის რეგიონები

სვაზილენდი დაყოფილია 4 რეგიონად. რეგიონები თავის მხრივ იყოფა 55 ინხუნდლად (Inkhundla), რომლებიც იყოფიან 360 უმფაკატსად (Umphakatsi).

№ რუკაზე რეგიონი
(ქართ.)
რეგიონი
(ინგლ.)
რეგიონი
(სვატი)
ადმ. ცენტრი მოსახლეობა,[1][2][3]
ად. (2007)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ჰოჰო Hhohho District siGodzi wa Hhohho მბაბანე 282 734 3569 79,22
2 ლუბომბო Lubombo District siGodzi wa Lubombo სიტეკი 207 731 5945 34,94
3 მანზინი Manzini District siGodzi wa Manzini მანზინი 319 530 4070 78,51
4 შისელვენი Shiselweni District siGodzi wa Shiselweni ნჰლანგანო 208 454 3779 55,16
სულ 1 018 449 17 363 58,66

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის რაოდენობა — 1,0 მილიონი (2007 წლის აღწერა);
  • წლიური ზრდა — 1,195 % (2012 წლის შეფასება);
  • შობადობა — 26,16 ბავშვი 1000 ადამიანზე (2012 წლის შეფასება);
  • სიკვდილიანობა — 14,21 ადამიანი 1000 მოსახლეზე (2012 წლის შეფასება);
  • ჩვილთა სიკვდილიანობა — 59,57 შემთხვევა 1000 დაბადებულზე (2012 წლის შეფასება);
  • შიდსით დაავადებული — 26,5 % % (2012 წლის შეფასება);
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 49,06 წელი (2012 წლის შეფასება);
  • ქალაქის მოსახლეობა — 21 % (2010 წლის შეფასება);
  • ურბანიზაციის ტემპი — 1,5 % (2010 წლის შეფასება);
  • ეთნიკური შემადგენლობა: სვაზი — 90 %, ზულუსები, ევროპელები და აზიელები — 3 %;
  • ენები — სვატი და ინგლისური (ოფიციალური);
  • რელიგია: ქრისტიანები — 82,70 %, ადგილობრივი კულტები — 14,70 %;
  • განათლება — 81,6 % საერთო, 82,6 % მამაკაცები, 80,8 % ქალები (2003 წლის შეფასება).

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ეთნიკური სვაზები, თუმცა მათ გარდა ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ ზულუსების და თეთრკანიანი აფრიკელების, ძირითადად აფრიკანერების და ინგლისელების, მცირერიცხოვანი რაოდენობა. ტრადიციულად სვაზები იყვნენ ფერმერები და მესაქონლეები, მაგრამ დღეისათვის მათი უმრავლესობის ყურადღება მიმართულია ქალაქის ეკონომიკურ საწარმოებში და სახელმწიფო მმართველობის დაწესებულებებში სამუშაოსაკენ. ზოგიერთი სვაზი მუშაობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შახტებში.

სვაზილენდში ასევე ცხოვრობს მოზამბიკიდან ჩამოსული პორტუგალიელი მოსახლეობა და შავკანიანი დევნილები.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის მოსახლეობა საუბრობს რამდენიმე ენაზე. ქვეყანაში მოსახლეობის მშობლიური ენებია: სვატი, ზულუ, ტსონგა, აფრიკაანსი, ინგლისური და სხვა. უახლოეს პერიოდში შემოსულ ენებს მოიცავენ ჩევა და სესოთო.[7]

სვატი ენა წარმოადგენს ბანტუს ენების სამხრეთ ბანტუს ენების ჯგუფის ერთ-ერთ ენას, რომელიც სვაზილენდის ეროვნული ენაა[8][9] და რომელზეც ლაპარაკობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 95 %.[10] სვატი და ინგლისური ქვეყნის ორი ოფიციალური ენაა[11] და სვაზილენდის პარლამენტის მუშაობა მიმდინარეობს ამ ორივე ენაზე.[12]

ყველა ეროვნულ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს სვატის ენაზე და ამ ენაზე განათლება, რაც ნიშნავს სვატის ენაზე წერა-კითხვის ცოდნას, "საკმაოდ მაღალია" სვაზილენდში.[8] სვატის ენა ასევე გამოიყენება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.[8]

ინგლისური ენა განათლების მიღების საშუალებაცაა[13] და ისწავლება ყველა სახელმწიფო და კერძო სკოლებში.[7] ინგლისური ენის კომპეტენტური ცოდნა სავალდებულო პირობაა საშუალო სკოლის შემდგომ სასწავლო დაწესებულებების უმრავლესობაში მოსაწყობად.[13]

სვაზილენდის მოსახლეობის უმცირესობა, 1993 წლის შეფასებით 76 000 ადამიანი, ლაპარაკობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 11 ოფიციალური ენიდან ერთ-ერთზე — ზულუს ენაზე. ამავე წლის მონაცემებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ასევე ერთ-ერთ ოფიციალურ — ტსონგას ენაზე ლაპარაკობს 19 000 მოსახლე. აფრიკაანსზე, რომელიც ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ასევე ერთ-ერთი ოფიციალური ენაა და ჰოლანდიური ენიდანაა წარმოშობილი, ლაპარაკობს 13 000 ადამიანი.[7]

მალავის სახელმწიფო ენა ჩიჩევა (ან ნიანჯა), ასევე ლესოთოს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციის ფრი-სტეიტის სახელმწიფო ენა სესოთო იმიგრანტების ენაა და მათზე შესაბამისად ლაპარაკობს სვაზილენდის მოსახლეობის 5700 და 4700 ადამიანი. შიკომორი ასევე იმიგრანტების ენაა და მასზე ლაპარაკობს ქვეყნის 600 მაცხოვრებელი.[7]

1968 წლის სვაზილენდის დამოუკიდებლობამდე, კოლონიაში ფრანგულ ენას მხოლოდ თეთრკანიანებს ასწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.[14]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის საერთო რაოდენობის 83 % ქრისტიანობის მიმდევარია, რის გამოც ეს რელიგია ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია მთელ ქვეყანაში. ანგლიკანები, პროტესტანტები და ადგილობრივი აფრიკული ეკლესიების წარმომადგენლები, მათ შორის აფრიკული სიონისტები, შეადგენენ ქრისტიანების უმრავლესობას (40 %), შემდეგ მოდიან კათოლიკები — მოსახლეობის 20 %. 2012 წლის 18 ივლისს, ვამუკოია ელინა (Wamukoya Ellinah) არჩეული იქნა სვაზილენდის ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსად, რითაც ის გახდა პირველი ქალი-ეპისკოპოსი აფრიკაში. მოსახლეობის 15 % აფრიკული ტრადიციული რელიგიების მიმდევარია; ქვეყანაში არსებულ სხვა არაქრისტიანული რელიგიის მიმდევრებს წარმოადგენენ: მუსლიმები (1 %), ბაჰაისტები (0,5 %) და ინდუსები (0,2 %).[15] ასევე ცხოვრობს 14 ებრაელი ოჯახი.[16]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა — 3,4 ათას დოლარს. (150-ე ადგილი მსოფლიოში, 8-ე ადგილი სუბსაჰარულ აფრიკაში). სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა მოსახლეობის 69 % (2006 წელი). უმუშევრობის დონე შეადგენდა შრომისუნარიანი მოსახლეობის 40 %-ს (2006 წელი).

ქვეყნის მუშა ძალის 75 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში (მშპ-ის 8 %). მოჰყავთ შაქრის ლერწამი, ბამბა, სიმინდი, თამბაქო, ბრინჯი, ციტრუსოვანი კულტურები, ანანასი, სორგო, არაქისი, ასევე მისდევენ მეცხოველეობას (ძროხა, თხა, ცხვარი).

ეკონომიკის სამრეწველო სექტორი (მშპ-ის 45 %) — შაქრის წარმოება ლერწამისგან, ნახშირის მოპოვება, ხის მასალის წარმოება, ხილის წვენის კონცენტრატების დამზადება, ტექსტილის წარმოება.

ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 16 %-ს. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო გაიზარდა 153 მილიონი აშშ დოლარიდან (2008 წელი) 194 მილიონი აშშ დოლარამდე. ინფლაციის დონე — 7,8 %. უმუშევრობა — 40,6 %. ქვეყნის სავალუტო რეზერვები შეფასებულია 920 მილიონ აშშ დოლარად (2010 წლის იანვარი). საგარეო ვალის მოცულობა — 367 მილიონი აშშ დოლარი.

ექსპორტი — 1,8 მილიარდი აშშ დოლარი (2008 წელს) — წვენის კონცენტრატები, შაქარი, მერქანი, ბამბა, ციტრუსოვანი კულტურები, კონსერვირებული ხილი.

მთავარი პარტნიორები საგარეო ვაჭრობაში — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (ექსპორტის 60 % და ქვეყნის იმპორტის 80 %-ზე მეტი).

იმპორტი — 1,9 მილიარდი აშშ დოლარი (2008 წელს) — სამრეწველო საქონელი, სატრანსპორტო საშუალებები, საკვები პროდუქტები, ნავთობპროდუქტები.

ძირითადი მიმწოდებელი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (90 %).

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეურნეობის ის დარგები, სადაც მოჰყავთ და აწარმოებენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ძირითად კულტურებს (შაქრის წარმოება, სატყეო მეურნეობა და ციტრუსები) ხასიათდება ინვესტიციების და ირიგაციის მაღალი დონით, ასევე მაღალი ნაყოფიერებით. მიუხედავად ამისა, სვაზილენდის მოსახლეობის უმრავლესობა — დაახლოებით 75 % — დაკავებულია ნატურალური მეურნეობით, რომელიც, პირიქით, განიცდის დაბალ შრომის ნაყოფიერებას და ინვესტიციებს. სვაზილენდის ეკონომიკის ასეთი ორმაგი ბუნება, ერთი მხრივ ტექსტილის წარმოებაში მაღალი შრომის ნაყოფიერებით და განვითარებული სასოფლო-სამეურნეო მრეწველობით, ხოლო მეორე მხრივ დაბალი შრომის ნაყოფიერების მქონე ნატურალური მეურნეობით, ადვილად ხსნის, ქვეყნის განვითარების დაბალ ტემპს, მაღალ ეკონომიკურ უთანასწორობას და უმუშევრობას.

შაქრის წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდი შაქრის სიდიდით მეოთხე მწარმოებელია აფრიკაში და 25-ე მსოფლიოში.[17] ეს მიუთითებს ამ დარგისადმი დიდი ყურადღების დათმობაზე ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად. 2014 წელს სვაზილენდის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით შეადგენდა $8,621 მილიარდ აშშ დოლარს, რომლის 7,2 % მოდიოდა სასოფლო-სამეურნეო სექტორზე, სადაც შაქრის ლერწმის და შაქრის პროდუქციის სექტორს აქვს მნიშვნელოვანი წილი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით მერქნის ცელულოზა და შაქრის ლერწამი სვაზილენდის ექსპორტის ძირითად მოცულობას შეადგენდა მერქნის წარმოების დახურვამდე 2010 წლის იანვარში.[18] ამ მოვლენამ შაქრის ლერწმის წარმოება დატოვა ერთადერთ ძირითად საექსპორტო წყაროდ. მსხვილი კომპანია, რომელიც აწარმოებს შაქარს ქვეყანაში არის სვაზილენდის სამეფო შაქრის კორპორაცია (ინგლ. Royal Swaziland Sugar Corporation (RSSC)) და ის აწარმოებს ქვეყანაში ნაწარმოები შაქრის ორ მესამედზე ცოტათი ნაკლებს და ქმნის 3000 სამუშაო ადგილზე მეტს სვაზილენდელი მოსახლეობისთვის. RSSC შედგება შაქრის მწარმოებელი ორი ძირითადი საწარმოსგან, Mhlume და Simunye, რომლებიც ერთობლივად აწარმოებენ 430 000 ტონა ლერწამს სეზონში. შაქრის ლერწმის წარმოების სიდიდით მეორე კომპანიაა Ubombo Sugar Limited, რომელმაც 1958 წელს ნაწარმოები 5600 ტონის შემდეგ გაზარდა წარმოება და დღეისათვის უშვებს დაახლოვებით 230 000 ტონა შაქარს. სიდიდით მესამე შაქრის ლერწმის დიდი მწარმოებელია ტამბანკულუს (Tambankulu) პლანტაცია (უმსხვილესი დამოუკიდებელი შაქრის პლანტაცია) და აწარმოებს 62 000 ტონა შაქარს 3816 ჰექტარ მიწაზე.[19]

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის სვაზილენდში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სექტორი რეგულირდება იმ პოლიტიკის თანახმად, რომელიც შეიქმნა სვაზილენდის დამოუკიდებლობის მიღებამდე. სექტორში სულ ბოლო ხანს მიმდინარე ეკონომიკური ვარდნის პასუხად, სამთომომპოვებელი პოლიტიკა მუშავდება კონსულტანტების მიერ, რომლებიც გრანტებს ღებულობენ ჩინეთიდან, ხოლო კანონმდებლობა მუშავდება ისე, რომ შემსუბუქდეს მცირემასშტაბიანი მოპოვება.[20]

ქვეყნის უცხოური ვალუტის ძირითადი წყაროა ბულემბუს ასბესტის კარიერი, მაგრამ წარმოებას თავს დაატყდა მკვეთრი ვარდნა. ალმასი, რკინის მადანი და ოქრო ჯერ კიდევ ადრე იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ინვესტიციების და განვითარების პოლიტიკის არქონა აფერხებს მათი დამუშავების წინსვლას.[20]

1000-ზე ნაკლები სვაზილენდელი უშუალოდ იყო დაკავებული სამთომომპოვებელ დარგში, სვაზილენდის ბევრი მომუშავის მიერ დამუშავებული ხე-ტყის მასალა ქვეყნის ფიჭვის ფართე პოპულაციიდან იგზავნებოდა სამხრეთ აფრიკის შახტებში და დაახლოებით 10 000–15 000 სვაზილენდელი მუშაობდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საბადოებში. მათი წილი სვაზილენდის ეკონომიკაში ხელფასის რეპატრიაციის გზით შემცირდა, რისი მიზეზიც მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის ვარდნა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სამუშაოდან დათხოვნა გახდა.[21]

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის სარკინიგზო ხაზის რუკა

სვაზილენდს აქვს კარგად განვითარებული სატრანსპორტო კავშირი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. სვაზილენდის ტერიტორიაზე არსებულ სარკინიგზო მაგისტრალს, რომელიც მიემართება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, მართავს თვითონ სვაზილენდის რკინიგზის ხელმძღვანელობა. მისი საერთო სიგრძე შეადგენს 301 კმ-ს და როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რკინიგზის ხაზი, მისი სტანდარტული სიგანეც 1067 მმ-ია. ძველ აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზს ქვია გობა, რაც საშუალებას იძლევა სვაზილენდიდან მშრალი ტვირთები გაიტანონ უცხოეთში მოზამბიკის პორტის — მაპუტუს მეშვეობით. ბოლო პერიოდამდე იმპორტის დიდი ნაწილი ქვეყანაში შემოდიოდა ამ პორტის დახმარებით. მოზამბიკის 1980-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ ბევრი საექსპორტო ტვირთის გატანა უკვე ხორციელდებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პორტებიდან. 1986 წელს დამთავრებული ჩრდილოეთ-სამხრეთის რკინიგზის ხაზის მშენებლობამ უზრუნველყო კავშირი მპუმალანგის პროვინციასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პორტებს — რიჩარდს-ბეისა და დურბანს შორის. 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან უცხოურმა ინვესტიციებმა გადამამუშავებელ წარმოებაში მნიშვნელოვნად გაზარდა ეკონომიკური განვითარების ტემპები. 1985 წლის შუიდან ვალუტის ნარჩენმა ღირებულებამ გააუმჯობესა სვაზილენდის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა და იმპორტის ზომიერი ზრდა, რომელმაც ჩამოაყალიბა დადებითი სავაჭრო სალდო. 1990-იან წლებში ქვეყანას ხშირად ჰქონდა ვაჭრობის მცირე დეფიციტი.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმი სვაზილენდში წარმატებული დარგია. ტურისტების უმრავლესობა ამ ქვეყანაში ჩამოდის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. სვაზილენდის ტურისტულმა ინდუსტრიამ განვითარება დაიწყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდის დროიდან და ამან განსაზღვრა ბევრი მისი განმასხვავებელი ღირსშესანიშნაობები. აპართეიდის დასასრულიდან დაწყებული, სვაზილენდმა ყურადღება გაამახვილა საკუთარ ტრადიციულ კულტურაზე, როგორც ტურისტულ ატრაქციონზე.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდის დაკანონებამ და მოზამბიკის სამოქალაქო ომმა ხელი შეუწყო ალტერნატივის სახით სამხრეთ აფრიკაში ტურისტული მიმართულების სვაზილენდში გადატანაზე. ამან გამოიწვია ტურიზმის ინდუსტრიის ზრდა სვაზილენდში 1960-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე.[22] სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდის პერიოდში სვაზილენდმა მოიზიდა ბევრი ტურისტი განსხვავებული პოლიტიკის გატარების გზით, ვიდრე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ. ბევრმა ტურისტმა ამ დროს სვაზილენდი ინახულა, რათა ენახა იმ სპორტული შეჯიბრებების ტელეპროგრამები, რომლებიც ვერ ნახეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.[23] სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდის დროს სვაზილენდში ლეგალიზებული იქნა აზარტული თამაშები ტურისტების მოსაზიდად. ამან ქვეყანას მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წარმატებები.[24]

ტურისტების რაოდენობა სვაზილენდში 1972 წელს 89 015-დან 1989 წელს გაიზარდა 257 997-მდე. 1988 წელს ტურიზმმა შეადგინა სვაზილენდის მთლიანი შიდა პროდუქტის 3 % და ექსპორტის საერთო მოცულობის 4 %-ზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ სვაზილენდის ტრადიციული მონარქია ხშირად მოიხსენიება ტურისტების მოზიდვის ძირითად ფაქტორად, ტურისტებს ასევე ხიბლავს მოდერნიზებული სვაზილენდი.[23] ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდამ თითქოს გამოიწვია პროსტიტუციის ზრდაც, მაგრამ არავითარი იმის მტკიცებულება არ არსებობს, რომ პროსტიტუცია ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ტურიზმის განვითარებამ გამოიწვია ქვეყანაში პროსტიტუციის ცენტრების შექმნა, რამაც ის ოტელებშიც გადაანაცვლა.[25]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდის და მოზამბიკში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, რამაც სვაზილენდის მეზობელი სახელმწიფოები უფრო მიმზიდველი გახადა ტურიზმის მიმართულებით, ტურიზმის დარგის განვითარება სვაზილენდში დაეცა. სვაზილენდში სტუმარი ბევრი ტურისტი, მოგზაურობს მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის. ტურისტების უმრავლესობა სვაზილენდში რჩება მხოლოდ ერთი ღამით და ბევრი მათგანი სარგებლობს მხოლოდ ერთდღიანი საგზურით.[22]

სხვა მსხვილი დარგების არ არსებობის გამო, ბევრი ტურიზმს ამ ქვეყანაში განიხილავს მომავალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალურ წყაროდ.[26] 2003 წელს თავისი შექმნის მომენტიდან სვაზილენდის ტურიზმის საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ სვაზილენდი აფრიკის საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე უკანასკნელი მონარქიაა, სადაც ტარდება სამეფო დღესასწაულები, როგორიცაა ინკვალა. სამეფო ფესტივალები განიხილება ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალურ წყაროდ.[22] 2006 წელს სვაზილენდმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან და მოზამბიკთან ერთად ხელი მოაწერა ლუბომბოს მარშრუტის შეთანხმებას. ამ შეთანხმებამ ტურისტებს გაუადვილა ერთი ვიზით სამ ქვეყანაში მოგზაურობა.[27]

ეკონომიკური ზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის ეკონომიკური ზრდა თავისი მეზობელი სახელმწიფოებისას ჩამორჩება. 2001 წლიდან რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა საშუალოდ შეადგენდა 2,8 %-ს, თითქმის 2 %-ით დაბალს, ვიდრე სხვა სამხრეთ აფრიკის საბაჟო კავშირის (ინგლ. Southern African Customs Union (SACU)) მონაწილე ქვეყნების ეკონომიკის ზრდა. ამის სავარაუდო მიზეზია სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობა, ხშირი გვალვები, შიდსის გავლენა და საკმაოდ დიდი არაეფექტური სახელმწიფო სექტორი. სვაზილენდის სახელმწიფო ფინანსები გაუარესდა 1990-იანი წლების ბოლოს, ათი წლის უკანდელი მნიშვნელოვანი წარმატებების შემდეგ. შემოსავლების კლების და ხარჯების ზრდის შეფარდებამ მოიტანა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დეფიციტი. ხარჯების მნიშვნელოვანმა შემცირებამ ვერ მოიტანა ეკონომიკის განვითარების უფრო მაღალი ტემპი და ვერც ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკური სიტუაცია გამოასწორა, თუმცა სიღარიბის დონე რამდენადმე შეიცვალა 2000-იანი წლების პირველი ათწლეულის განმავლობაში. ხარჯების ზრდის დიდი ნაწილი წავიდა მიმდინარე ხარჯებზე, რაც დაკავშირებული იყო ხელფასის ანაზღაურებაზე, ტრანსფერებზე და სუბსიდიებზე. დღეისათვის ხელფასის დონე შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 15 %-ზე მეტს და სახელმწიფო ხარჯების საერთო მოცულობის 55 %-ს; ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია აფრიკის კონტინენტზე. ბოლო პერიოდში სამხრეთ აფრიკის საბაჟო კავშირის (SACU) შემოსავლების სწრაფმა ზრდამ შეცვალა საბიუჯეტო სიტუაცია და მნიშვნელოვანი პროფიციტი დაფიქსირდა 2006/07 და 2012/13 წლებში. დღეისათვის სამხრეთ აფრიკის საბაჟო კავშირის (SACU) შემოსავლები შეადგენს სახელმწიფო შემოსავლების საერთო მოცულობის 50 %-ზე მეტს. დადებითი შედეგია საგარეო ვალის მნიშვნელოვანი შემცირება უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და შიდა ვალის პრაქტიკული შეუმჩნევლობა; 2006 წელს საგარეო ვალმა პროცენტებში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შეადგინა 20 %-ზე ნაკლები.

სავაჭრო პარტნიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის ეკონომიკა საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკასთან, რომლისგანაც ის იღებს საკუთარი იმპორტის 90 %-ზე მეტს და რომელსაც ის აძლევს მისი ექსპორტის დაახლოებით 70 %-ს. სვაზილენდის სხვა მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან აშშ და ევროპის კავშირი, რომლებისგანაც ქვეყანამ მიიღო სავაჭრო პრეფერენციები სამკერვალო პროდუქციის (აშშ-ში) და შაქრის (ევროპის კავშირში) ექსპორტისთვის. ამ შეთანხმებების თანახმად, სამკერვალო და შაქრის ექსპორტი განიცდის სწრაფ ზრდას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან მოზიდვას. ტექსტილის ექსპორტი 2000-2005 წლებს შორის პერიოდში გაიზარდა 200 %-ზე მეტით, ხოლო შაქრის ექსპორტი იმავე პერიოდში გაიზარდა 50 %-ზე მეტით. საექსპორტო სექტორის მომავალ განვითარებას ემუქრება სავაჭრო პრეფერენციების მოხსნა ტექსტილის წარმოებაზე, მსგავსი პრეფერენციების შემოღებას აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებისათვის და ევროპის კავშირის ბაზარზე შაქარზე შეღავათიან ფასებზე თანდათანობით უარის თქმას. შედეგად, სვაზილენდი შეიძლება შეეჯახოს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების პრობლემას ცვალებად გლობალურ ბუნებრივ გარემოში. ამ ამოცანის გადაწყვეტაში გადამწყვეტი ფაქტორია საინვესტიციო კლიმატი. საინვესტიციო კლიმატის სულ ახლახანს დამთავრებული შეფასება იძლევა ზოგიერთ დადებით შედეგებს ამ მიმართულებით, კერძოდ, სვაზილენდის ფირმები ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროდუქტიულია აფრიკაში საჰარის უდაბნოს სამხრეთით, თუმცა ისინი უფრო ნაკლებად მწარმოებლურია, ვიდრე სხვა რეგიონებში შემოსავლების საშუალო დონის მქონე ყველაზე უფრო პროდუქტიული ქვეყნების ფირმები. უფრო უმჯობესია მათი შედარება დაბალი შემოსავლების საშუალო დონის ქვეყნების ფირმებთან, რომლებსაც ხელს არ უშლის მართვის მექანიზმებისა და ინფრასტრუქტურების გაუმართაობა.

სვაზილენდი, ლესოთო, ბოტსვანა, ნამიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ქმნიან სამხრეთ აფრიკის საბაჟო კავშირს (SACU), სადაც საბაჟო გადასახადი ერთნაირად გამოიყენება მონაწილე ქვეყნებისათვის. სვაზილენდი, ლესოთო, ნამიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ასევე არიან საერთო სავალუტო ზონის (ინგლ. Common Monetary Area (CMA)) წევრები, რომელშიც რეპატრიაცია და განუსაზღვრელი თანხების გადატანა არ დაიშვება. სვაზილენდს გააჩნია საკუთარი ეროვნული ვალუტა — ლილანგენი (მრავლობითში: emalangeni), რომელიც იმყოფება ერთ დონეზე სამხრეთაფრიკულ რანდთან.

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეფასებების თანახმად 2014 წელს სვაზილენდში სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 50 წელს.[28]

ტუბერკულოზი ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა, 18 %-იანი სიკვდილიანობით. ბევრ პაციენტს აქვს მულტირეზისტენტული შტამი და 83 % აიდ-ინფეცირებულია.[29] არსებობს ყოველწლიურად დიაგნოზით დაფიქსირებული ტუბერკულოზის დაახლოებით 14 000 ახალი შემთხვევა.[30]

ფსიქიური დაავადებები ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა სვაზილენდის საზოგადოების ჯანდაცვის სფეროში. მოსახლეობა ხდება უფრო სუსტი ფსიქიურ დაავადებებთან მიმართებაში აიდ-ინფექციის და შიდსის, სექსუალური ძალადობის და სიღარიბის გავრცელების გამო. ამას გარდა, ქვეყანაში ფსიქიური დაავადებების შესახებ ფართედაა გავრცელებული ბევრი არასწორი ინფორმაცია. ამის გამო, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები ასევე განიცდიან სტიგმატიზაციას.

სვაზილენდს არ გააჩნია ფსიქიკური ჯანმრთელობის სრული ინფრასტრუქტურა. ამის მიზეზი არის ის, რომ ჯანდაცვის ობიექტების უმრავლესობა თავმოყრილია ქალაქებში, სადაც ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით 20 %. ქვეყანაში დაახლოებით მილიონ ადამიანზე მოდის ერთი ფსიქიატრი. ფსიქიატრი მუშაობს ფსიქიატრიული მიმართულების ეროვნულ ჰოსპიტალში, რომელიც მდებარეობს ქალაქ მანზინიში და მკურნალობს ყველა ფსიქიკურად დაავადებულს ქვეყანაში, მათ შორის არა მარტო საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს, არამედ პატიმრებს, ბავშვებს, და ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიან სოფლებიდან.[31]

სვაზილენდში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ბევრი ჯანდაცვასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, საუნივერსიტეტო პროგრამები და სხვა ორგანიზაციები ქვეყანაში მუშაობენ სამეცნიერო კვლევებზე და პროექტებზე, ჯანდაცვასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდში აღზრდისა და განათლების ცენტრები (ECCE) გვევლინებიან სკოლამდელი დაწესებულებების ან ბავშვთა მოვლის ცენტრებად (NCPs). ქვეყანაში ცხოვრობს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 21,6 %, რომლებიც ღებულობენ ბავშვთა ადრეულ განათლებას.[32] სვაზილენდში დაწყებითი განათლება იწყება ექვსი წლის ასაკიდან. ესაა შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც 7 კლასის გავლის შემდეგ მთავრდება გამოცდებით [SPC].[33]

სვაზილენდის საშუალო და უფროს სკოლებში განათლების სისტემა შედგება ხუთწლიანი პროგრამისგან და დაყოფილია სამწლიანი უმცროსი კლასებისაგან და ორწლიანი უფროსი კლასებისაგან. გარე საზოგადოებრივი კომისია არასრული საშუალო განათლების გავლის შემდეგ იძლევა იუნიორთა სერთიფიკატს, რათა მოსწავლეებმა გააგრძელონ სწავლა მაღალ კლასებში. სვაზილენდის საგამოცდო კომისია (ECOS) სათავეში უდგას ამ გამოცდებს.[34]

საშუალო განათლების მაღალი კლასების დამთავრების შემდეგ, მოსწავლეები სახალხოდ აბარებენ გამოცდებს, ღებულობენ სვაზილენდის გენერალურ ატესტატს საერთო საშუალო განათლების შესახებ (SGCSE) და საერთაშორისო გენერალურ ატესტატს საშუალო განათლების შესახებ (IGCSE), რომელიც აკრედიტირებულია კემბრიჯის საერთაშორისო საგამოცდო (CIE) საბჭოს მიერ. რამდენიმე სკოლა იძლევა გაძლიერებული სწავლების (AS) კურსს თავიანთ პროგრამებში.[34]

სვაზილენდში არსებობს 830 სახელმწიფო სკოლა, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სკოლების ჩათვლით.[35] ასევე არსებობს სახელმწიფოს მიერ აღიარებული 34 და ჯერ კიდევ არ ცნობილი 14 კერძო სკოლა. ყველაზე უფრო მეტი რაოდენობის სკოლა მდებარეობს ჰოჰოს რეგიონში.[35] 2009 წლის მდგომარეობით განათლება დაწყებით დონეზე სვაზილენდში უფასოა, ძირითადად პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, ასევე უფასოა უდედმამო და ნაკლებად დაცული ბავშვებისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.[36]

1996 წელს დაწყებითი სასკოლო განათლება მოიცავს 90,8 %-ს, გენდერული თანაფარდობის უზრუნველყოფით დაწყებითი სკოლის დონეზე.[36] 1998 წელს ბავშვთა 80,5 %-მა მიაღწია მეხუთე კლასს.[36] სვაზილენდი მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯის სახლია. 1963 წელს უოტერფორდის სკოლა, რომელსაც მოგვიანებით დაერქვა სამხრეთ აფრიკის უოტერფორდ კამჰლაბას მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯი, დაარსდა როგორც სამხრეთ აფრიკაში პირველი მრავალრასობრივი სკოლა. 1981 წელს უოტერფორდ კამჰლაბა შეერთდა "მსოფლიოს გაერთიანებულ კოლეჯს" — პირველ მოძრავ და ერთადერთ მსოფლიოს გაერთიანებულ კოლეჯს აფრიკის კონტინენტზე.

მოზარდთა და არაფორმალური განათლების ცენტრები არიან სებენტას ეროვნული ინსტიტუტის მოზარდთა განათლების ბაზის და ემლალატინის განვითარების ცენტრები, რომლებიც წარმოადგენენ სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის და იმ მოზარდთათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს სკოლის დამთავრება, სწავლის მიღების ალტერნატიულ შესაძლებლობას.

სვაზილენდში არსებობს სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც იძლევიან უმაღლეს განათლებას. ამ სასწავლებლებს წარმოადგენენ: სვაზილენდის უნივერსიტეტი, სამხრეთ აფრიკის ნაზარენის უნივერსიტეტი, სვაზილენდის ქრისტიანული უნივერსიტეტი და სხვები. ლიმკოკვინგის ხელოვნების ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (Limkokwing University of Creative Technology) მდებარეობს დედაქალაქ მბაბანეს შემოგარენ სიდვუაშინიში (Sidvwashini). მთელ ქვეყანაში ასევე არსებობს ზოგიერთი ძველი პედაგოგიური და სამედიცინო სასწავლებლები და კოლეჯები. ნგვანეს პედაგოგიური კოლეჯი და უილიამ პიტჩერის კოლეჯი ქვეყანაში მასწავლებლებს ამზადებენ. კარგი საავადმყოფო მოქმედებს ქალაქ სიტეკიში, რომლის მედპერსონალის დამხმარეებსაც ამზადებს აქვე მდებარე კოლეჯი.[37][38]

სვაზილენდის უნივერსიტეტი ეროვნული სასწავლებელია, რომელიც შეიქმნა 1982 წელს პარლამენტის აქტით, შტაბ-ბინით კვალუსენიში და გააჩნია ორი კამპუსი მბაბანეში და ლუიენგოში.[39] სამხრეთ აფრიკის ნაზარენის უნივერსიტეტი (SANU) შეიქმნა 2010 წელს ნაზარენის მედდების, თეოლოგიის და ნაზარენის პედაგოგიური კოლეჯების გაერთიანების გზით. ის მდებარეობს ქალაქ მანზინიში რელი ფიტკინის (Raleigh Fitkin) მემორიალური საავადმყოფოს გვერდით.[40][41] სვაზილენდის ქრისტიანული უნივერსიტეტი უახლესი უნივერსიტეტია ქვეყანაში, რომელიც დაარსდა 2012 წელს და ორიენტირებულია სამედიცინო განათლების მიღებაზე.[42] უნივერსიტეტი მდებარეობს დედაქალაქ მბაბანეში.[43] ლიმკოკვინგის ხელოვნების ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კამპუსი სვაზილენდში გაიხსნა 2012 წელს და მდებარეობს დედაქალაქ მბაბანეს შემოგარენ სიდვუაშინიში.[44]

ქვეყანაში ტექნიკური სწავლების მთავარი ცენტრია სვაზილენდის ტექნოლოგიური კოლეჯი, რომელიც სავარაუდოდ სრულუფლებიანი უნივერსიტეტი უნდა გახდეს.[45] მისი მიზანია უზრუნველყოს და გააადვილოს მომზადების და სწავლების მაღალი დონე ტექნოლოგიის სფეროში და ბიზნეს კვლევებში კომერციულ, სამრეწველო და საზოგადოებრივ სექტორებთან თანამშრომლობაში.[46] სხვა ტექნიკური და პროფესიული სასწავლო დაწესებულებებია ქალაქ მატსაფაში მდებარე გვამილეს პროფესიულ-ტექნიკური და კომერციული სწავლების ინსტიტუტი და ქალაქ მანზინიში მდებარე სამრეწველო და სასწავლო ცენტრი (MITC). სხვა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებებია ნჰლანგანოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სასწავლო ცენტრი და სიტეკის ინდუსტრიული სასწავლო ცენტრი.

ამ დაწესებულებებთან ერთად, სვაზილენდში ასევე მოქმედებს სვაზილენდის მენეჯმენტის და საზოგადოებრივი ადმინისტრირების ინსტიტუტი (SIMPA) და მენეჯმენტის განვითარების ინსტიტუტი (IDM). SIMPA — სახელმწიფო მართვის და განვითარების ინსტიტუტია, ხოლო IDM რეგიონალური ორგანიზაციაა, ბოტსვანაში, ლესოთოში და სვაზილენდში, რომელიც უზრუნველყოფს სწავლებას, კონსულტაციას და კვლევას მენეჯმენტში.[47] მანანგას მართვის ცენტრი შეიქმნა 1972 წელს, როგორც მანანგას სასოფლო-სამეურნეო მართვის ცენტრი საშუალო და ზედა ფენების საზოგადოებრივი კვების საერთაშორისო მართვის განვითარების ცენტრის სახით და მდებარეობს ეზულვინიში.[48]

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის სამაუწყებლო და საინფორმაციო მომსახურება სვაზილენდის სახელმწიფო სამაუწყებლო და ბეჭვდითი ინფორმაციის სფეროს წარმოადგენს. ის დაარსდა 1966 წელს, როგორც რადიომაუწყებელი და გაერთიანდა ბეჭვდით მასმედიასთან 1970-იანი წლების დასაწყისში. ის თანამეგობრობის სამაუწყებლო ასოციაციის წევრია. 1991 წლიდან შევიდა რადიომაუწყებლობის, ინფორმაციის და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში და პასუხს აგებს:[49]

  1. რადიო-სატელევიზიო მომსახურება;
  2. პრესის, ჟურნალების და სხვა სახელმწიფო ბეჭვდითი გამოცემების მიწოდება;
  3. სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებით მომსახურება, ინტერნეტის ჩათვლით;
  4. სვაზილენდში მომუშავე უცხოელი ჟურნალისტების და კორესპონდენტების აკრედიტაცია.

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის რადიო შედის ქვეყანის სახელმწიფო მაუწყებლობის სისტემაში. ის დაარსდა 1966 წელს და ეთერში პირველად გავიდა ამავე წლის 19 აპრილს და იყენებდა საშუალო ტალღის (MW) გადამცემს. დღეისათვის (2010 წელი) იყენებს ოთხ FM გადამცემს — ორს დედაქალაქში და ორს მანზინიში. ის ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს 91,6 მგჰც ტალღაზე (მბაბანე) და 93,6 მგჰც ტალღაზე (მანზინი),[50] ხოლო სვატის ენაზე ის მაუწყებლობს 88,5 მგჰც ტალღაზე (მბაბანე) და 105,2 მგჰც ტალღაზე (მანზინი).[51]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის ტელემაუწყებლობაში მუშაობს სადგური, რომელიც დღეისათვის (2010 წელი) ცნობილია, როგორც "Swazi TV".[52] ოფიციალურად მას საფუძველი ჩაუყარა მეფე სობჰუზა II-მ 1978 წლის თებერვალში, სვაზილენდის სატელევიზიო სამაუწყებლო კორპორაციასთან (STBC) ერთად.[53] აქამდე სატელევიზიო სადგური იყო კერძო კომპანიის დაქვემდებარებაში. 1983 წელს სვაზილენდის პარლამენტმა საფუძველი ჩაუყარა სვაზილენდის ტელევიზიას.[53]

პრესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის სამეფოს გაზეთი The Swazi Observer. ის დაარსდა 1981 წელს და ის ეკუთვნის სამეფო ოჯახის კომპანია — Tibiyo TakaNgwane-ს. იგი გამოიცემა მხოლოდ შაბათს და კვირას.[54][55]

სვაზილენდის სამეფოში ყველაზე უფრო ძველი გაზეთი Times of Swaziland, რომლის გამოცემაც დაიწყო ჯერ კიდევ 1897 წელს, სამხრეთაფრიკელი ავიაციის პიონერის — ალისტერ მილერის (Allister Miller) მიერ.[56]

ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლებას აქვს საკუთარი საიტი ინტერნეტში[57] მისი სამინისტროების და დეპარტამენტების თანამდებობის პირების, მოვლენების, დოკუმენტების, ოფიციალური სიტყვების და სახელმწიფო ტენდერების შესახებ ახალი ამბებისთვის და ინფორმაციისთვის.[58]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული მამული სვაზილენდში.
სვაზილენდელი მეომრები incwala-ს ცერემონიის დროს.
პრინცესა სიკჰანიისო დლამინი ცეკვის დროს უმჰლანგას ფესტივალზე.
ქალიშვილების ცეკვა უმჰლანგას ფესტივალზე 2010 წელს.

სვაზილენდის ძირითად სოციალური ერთიანობას წარმოადგენს მამული, სადაც დგას ტრადიციული ქოხი, რომელიც გადახურულია მშრალი თივის სახურავით. პოლიგამიურ ქოხში და ეზოში თითოეულ ცოლს აქვს საკუთარი კუთხე და ადგილი, რომელიც შემოღობილია ისლის ღობით. არსებობს სამი შენობა: ძილისთვის, საკვების მომზადებისთვის და შენახვისთვის (ლუდის ხარშვა). დიდ მამულებში ასევე არსებობს შენობები, რომლებსაც იყენებენ მარტოხელების საცხოვრებლად და სტუმრების მოსათავსებლად.

ცენტრალურ ტრადიციულ მამულში არსებობს მსხვილი რქოსანი საქონლის ბოსელი, სადაც მრგვალი ზონა ინტერვალებით შემოფარგლულია ტოტებიანი მორებით. მსხვილი რქოსანი საქონლის ბოსელს აქვს რიტუალური, ასევე სიმდიდრის შენარჩუნების საშუალების და პრესტიჟის სიმბოლოს პრაქტიკული მნიშვნელობა. მსხვილი რქოსანი საქონლის ბოსელი წარმოადგენს დიდ საცხოვრებელს, რომელიც დასაკუთრებული აქვს მთავარ დედალ პირუტყვს.

ბელადი ცენტრალური ფიგურაა ყველა მამულის საქმეებში და ის ხშირად მრავალცოლიანია. ის იძლევა მაგალითს და აძლევს რჩევებს საკუთარ ცოლებს ოჯახის ყველა სოციალურ საკითხზე და თავის შეხედულებებს მომავალ ცხოვრებაზე. ის ასევე დაკავებულია ახალგაზრდა ბიჭებთან ურთიერთობით, რომლებიც ხშირად მისი შვილები ან ახლო ნათესავები არიან, კონსულტაციას უწევს მათ ზრდასრული და სრულყოფილი ასაკის მიღწევამდე.

ექიმბაშები (Sangoma) არიან ტრადიციული გამორჩეული წინასწარმეტყველები, რომლებიც კონკრეტული ოჯახების წინაპრებიდან მომდინარეობენ. ექიმბაშობის შესწავლას ქვია "kwetfwasa". სწავლის დამთავრების შემდეგ ტარდება დიპლომების გადაცემის ცერემონია, რომელიც ტარდება ადგილას, სადაც ყველა ადგილობრივი Sangoma ერთად არის შეკრებილი სადღესასწაულოდ და საცეკვაოდ. წინასწარმეტყველი იკვლევს სხვადასხვა პირობებს, ავადმყოფობის ან ზოგჯერ სიკვდილის მიზეზებს. მისი დიაგნოსტიკა დაფუძნებულია "kubhula"-ზე, კომუნიკაციის პროცესზე, ტრანსზე, ბუნებრივ სუპერმონაცემებზე. ბალახებით მკურნალ ექიმბაშებს (Inyanga) აქვთ ძვლების სროლის ხელოვნებით ("ematsambo kushaya") განსაზღვრონ ავადმყოფობის მიზეზი.

სვაზილენდის ყველაზე უფრო მთავარი კულტურული მოვლენაა Incwala-ს ცერემონია. ის ტარდება სავსე მთვარიდან მეოთხე დღის შემდეგ, ყველაზე უფრო გრძელ დღეს — 21 დეკემბერს. Incwala ხშირად ითარგმნება, როგორც 'ნაყოფის პირველი ცერემონია', მაგრამ მეფის მიერ ახალი მოსავლის დეგუსტაცია ამ გრძელი დღესასწაულის მხოლოდ ერთი ასპექტია. Incwala ჯობია ითარგმნოს, როგორც 'სამეფოს დღესასწაული': როდესაც არ არის მეფე — არ არის Incwala. ეს არის დიდი სახელმწიფო ღალატი ნებისმიერი სხვა პიროვნებისათვის, ვინც გამოტოვებს Incwala-ს.

თითოეულ სვაზილენდელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს Incwala-ს სახალხო ნაწილში. ღონისძიების კულმინაციაა დიდი Incwala-ს მეოთხე დღე. მთავარი ფიგურები არიან მეფე, დედოფალი-დედა, მეფის ცოლები და ბავშვები, სამეფო გუბერნატორები (indunas), შტაბის, პოლკის უფროსები და "bemanti" ანუ "წყლის ხალხი".

სვაზილენდში ყველაზე უფრო მეტად ცნობილი კულტურული მოვლენაა ყოველწლიური უმჰლანგას (Umhlanga) დღესასწაული. რვადღიან ცერემონიაზე, ქალიშვილები ჭრიან ლერწამს და მას მიართმევენ დედა-დედოფალს, ხოლო შემდეგ ცეკვავენ. დღესასწაული მიმდინარეობს აგვისტოს დასასრულს ან სექტემბრის დასაწყისში. ცერემონიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ უშვილო და გაუთხოვარ ქალებს. ცერემონიის მიზანია ქალების უცოდველობის შენარჩუნება, დედა-დედოფლისთვის შესაბამისი შრომის უზრუნველყოფა და ერთობლივი შრომის სოლიდარობის ხელშეწყობა. სამეფო ოჯახი ჩვეულებრივი ოჯახიდან ნიშნავს ქალიშვილს "induna"-დ (კაპიტანი), რომელიც რადიოთი აცხადებს ცერემონიის თარიღს. ის ხდება მოცეკვავეთა ექსპერტი და მეფის ბრძანებულებებში კარგად გარკვეული. მეფის ერთ-ერთი ქალიშვილი ხდება მისი კოლეგა.

უმჰლანგას ცეკვა დღეისათვის ძველი წეს-ჩვეულება კი არაა, არამედ ძველი "umchwasho"-ს უფრო განვითარებული ვარიანტია. "umchwasho"-ს დროს, ყველა ახალგაზრდა ქალიშვილი დაყოფილია ქალების ასაკობრივ ჯგუფებად. თუ ნებისმიერი ქალიშვილი დაფეხმძიმდა ქორწინების გარეშე, მისი ოჯახი ადგილობრივ ხელმძღვანელს უხდის ჯარიმას, რომლის ფასი ერთი ძროხის ტოლია. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ქალიშვილები მიაღწევენ ქორწინების ასაკს, ისინი იქნებიან შრომით მორჩილებაში დედოფალი-დედის მიმართ. ამის შემდეგ მთავრდება ცეკვები და ცერემონიები. ქვეყანა იმყოფებოდა "umchwasho"-ს სექსუალური თავშეკავებულობის წეს-ჩვეულებებში 2005 წლის 19 აგვისტომდე.

სვაზილენდი ასევე ცნობილია ხელნაკეთობის დარგის ძლიერი არსებობით. სვაზილენდის ფორმალიზებული ხელნაკეთობის საწარმოებში დაკავებულია 2500 ადამიანზე მეტი, რომელთაგან ბევრი შედგება ქალებისაგან (TechnoServe-ს კვლევები: "ხელნაკეთობის დარგის გავლენა სვაზილენდში", 2011 წლის თებერვალი). პროდუქტები უნიკალურია და გამოხატავს სვაზილენდის კულტურას, დაწყებული საშინაო მოხმარების საგნებიდან, მხატვრული მორთულობიდან, რთული მინებიდან, ქვებიდან ან მერქნიდან, მხატვრული ნაწარმოებებიდან.

სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდის სამზარეულო მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია სეზონებზე და გეოგრაფიულ რეგიონებზე. სვაზილენდის კვების ძირითადი პროდუქტები მოიცავენ სორგოს და სიმინდს,[59] რომლებიც ხშირად სუფრაზე მიაქვთ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულ თხის ხორცთან ერთად.[60] სოფლის მეურნეობა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია შაქრის ლერწამზე, თამბაქოზე, ბრინჯზე, სიმინდზე, არაქისზე და თხის და საქონლის ხორცის ექსპორტზე. ბევრი სვაზილენდელი ფერმერია, რომლებიც კვების რაციონს ავსებენ პროდუქტებით, რომელსაც ხალხი ყიდულობს ბაზრებში. მტკნარ წყალში მოპოვებული და მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტი, ასევე სვაზილენდის სამზარეულოს ნაწილია.[61] ზოგიერთი ადგილობრივი ბაზრის პროდუქტების დახლებზე აწყვია სვაზილენდში ტრადიციული ჩაშუშული ხორცი, სიმინდის ფქვილი და სეზონური სიმინდის შემწვარი ფუჩეჩი.[61]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდმა პირველად მონაწილეობა მიიღო მიუნხენის 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძირითადად მძლეოსნობის, კრივის და ცურვის შეჯიბრებებში. მათ გამოტოვეს შემდეგი ორი თამაშები, მაგრამ დაბრუნდნენ ლოს-ანჯელესის 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და მას შემდეგ ყველა ოლიმპიადაზე მონაწილეობენ. მათი პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი გამოსვლა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა 1992 წელს. არც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე სვაზილენდელ სპორტსმენებს არანაირი სინჯის მედალი არ მოუპოვებიათ.

ლესოთოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1968 წელს, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად აღიარა 1972 წელს[62].

სვაზილენდი მონაწილეობს 12 თანამეგობრობის თამაშებში, სადაც პირველად გამოვიდნენ 1970 წელს. მათ სულ მოიპოვეს 4 მედალი, აქედან 3 კრივში და 1 მძლეოსნობაში. 1974 წელს თავისი პირველი მედალი — ბრინჯაოს მედალი მამაკაცების მარათონულ გარბენში მოიპოვა რიჩარდ მაბუზამ (Richard Mabuza).

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაზილენდში სადღესასწაულო დღეებია[63]:

თარიღი დასახელება
1 იანვარი ახალი წელი
6 აპრილი დიდი პარასკევი
9 აპრილი აღდგომის ორშაბათი
19 აპრილი მეფე მსვატი III-ის დაბადების დღე
25 აპრილი სახელმწიფო დროშის დღე
1 მაისი შრომის დღე
17 მაისი ამაღლება
22 ივლისი გარდაცვლილი მეფის სობჰუზა II-ის დაბადების დღე
აგვისტო უმჰლანგას (umhlanga) დღესასწაული
6 სექტემბერი დამოუკიდებლობის დღე
დეკემბერი ინქვალას (Incwala) დღესასწაული
25 დეკემბერი ქრისტეს შობა
26 დეკემბერი საჩუქრების დღე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 2007 წლის მოსახლეობის აღწერა-Geohive
  2. 2.0 2.1 2007 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
  3. 3.0 3.1 2007 წლის მოსახლეობის აღწერა-Citypopulation
  4. National Arms of Swaziland - Heraldry of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-12-25-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-12-25.
  5. Crash diminishes Swaziland's air force“, Independent Online, November 23, 2004. წაკითხვის თარიღი: 2009-10-19. 
  6. Security in Swaziland, Swaziland Security, Ministry of Defence, Swaziland welcome, Commonwealth. Commonwealth-of-nations.org. წაკითხვის თარიღი: 2012-07-06.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Lewis et al. 2015, Swaziland at Ethnologue
  8. 8.0 8.1 8.2 Austin 2008.
  9. Dalby 2004
  10. Stokes 2009
  11. Fitzpatrick 2006
  12. Fitzpatrick 2004
  13. 13.0 13.1 Kanduza და Mkhonza 2003
  14. Kanduza და Mkhonza 2003
  15. Religious Intelligence. Country Profile: Swaziland (Kingdom of Swaziland). დაარქივებულია ორიგინალიდან 28 June 2008-ში.
  16. Maltz, Judy. A black Swazi Jew defends his people in Hungary. Haaretz. წაკითხვის თარიღი: 7 May 2013.
  17. Swaziland Sugar Annual Report 2014-2015
  18. World CIA Factbook, "Swaziland: Economy"
  19. Mbendi Information Service, "Sugarcane Farming in Swaziland"
  20. 20.0 20.1 Mbendi Information Services, "Mining in Swaziland - Overview", Mbendi Information Services
  21. Encyclopedia of the Nations, "Swaziland - Mining", Encyclopedia of the Nations'
  22. 22.0 22.1 22.2 Hall, James. “Swazi tourism looks to the future“, 14 April 2004. წაკითხვის თარიღი: 26 April 2011. 
  23. 23.0 23.1 Harrison, David (1992). „Tradition, modernity and tourism in Swaziland“. Tourism and the less developed countries: გვ. 148–162. 
  24. Helmut Wachowiak (2006). Tourism and borders: contemporary issues, policies, and international research. Burlington: Ashgate Publishing, Ltd., გვ. 256. ISBN 978-0-7546-4775-1. 
  25. Harrison, David (1994). „Tourism and prostitution: sleeping with the enemy?: The case of Swaziland“. Tourism Management 15 (6): გვ. 435–443. DOI:10.1016/0261-5177(94)90064-7. 
  26. Brown, Tara. “The king and I: King Mswati The Third“, Nine Network, 8 October 2006. წაკითხვის თარიღი: 26 April 2011. 
  27. Meyer, Jani. “SA signs tourism pact with Mozambique“, 7 May 2006. წაკითხვის თარიღი: 25 April 2011. 
  28. The World Factbook. cia.gov. წაკითხვის თარიღი: 2015-05-05.
  29. Swaziland: An MSF Doctors Explains HIV-TB Co-Infection. Doctors Without Borders/Médecins Sans Frontières (October 28, 2009). წაკითხვის თარიღი: 2009-10-31.
  30. HIV-TB in Swaziland: A Deadly Co-Infection Epidemic. Doctors Without Borders/Médecins Sans Frontières (October 28, 2009). წაკითხვის თარიღი: 2009-10-31.
  31. HealingthroughArt.
  32. Early Childhood & Care Education. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  33. Primary Education. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  34. 34.0 34.1 Secondary Education. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  35. 35.0 35.1 Ministry of Education. School Lists. Swaziland Govt. წაკითხვის თარიღი: 7 February 2014.
  36. 36.0 36.1 36.2 2001 Findings on the Worst Forms of Child Labor. Bureau of International Labor Affairs, U. S. Department of Labor (2002). წაკითხვის თარიღი: 29 December 2009.
  37. PROGRAMME: Good Shepherd Hospital, Siteki, Swaziland - CBM International. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  38. Hester Klopper (2012). The State of Nursing and Nursing Education in Africa. Sigma Theta Tau. ISBN 193547684X. 
  39. History. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  40. Church of the Nazarene Africa Region. Church of the Nazarene Africa Region. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  41. - Church of the Nazarene. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  42. http://www.scusz.ac/about-scu/our-vision-and-mission/
  43. http://www.scusz.ac/about-scu/contact-us/
  44. http://allafrica.com/stories/201211160696.html
  45. Swaziland News. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  46. SCOT welcomes you!. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  47. Welcome To IDM. წაკითხვის თარიღი: 1 September 2015.
  48. http://mananga.sz/company-history/
  49. Swaziland Legal Notice Number 162 of 1991, as cited at "About the Swaziland Broadcasting and Information Services" accessed 19 February 2010
  50. "Radio Swaziland English"
  51. "Radio Swaziland Siswati"
  52. "BBC News - Swaziland country profile" BBC News 25 November 2009, accessed 19 February 2010
  53. 53.0 53.1 "Broadcast Africa: Media Companies: Swaziland Television Authority"] African Broadcast Media Partnership Against HIV/AIDS (ABMP)
  54. Swazi Observer. About Us. წაკითხვის თარიღი: 29 April 2014.
  55. United Nation. United Nations Swaziland Media. წაკითხვის თარიღი: 30 April 2014.
  56. United Nations. Media. წაკითხვის თარიღი: 22 November 2013.
  57. "Official Web Site of the Government of the Kingdom of Swaziland"
  58. "Swaziland Government" Open Directory Project
  59. Food habits of rural Swazi households.
  60. Swaziland Food and Drink.
  61. 61.0 61.1 "Swaziland Food and Dining". iExplore (website). Accessed May 2010.
  62. SOCGA
  63. List Swaziland Holidays 2016
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: