ლუქსემბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლუქსემბურგი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

ლუქსემბურგი
ლუქსემბურგის
დროშა გერბი
დევიზი: „Mir wëlle bleiwe wat mir sinn“
„ჩვენ გვინდა დავრჩეთ იმათ, ვინც ვართ“
ჰიმნი: Ons Heemecht
ჩვენი სამშობლო

სამეფო ჰიმნიDe Wilhelmus [ა]
ლუქსემბურგის მდებარეობა ევროპაში
ლუქსემბურგის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ლუქსემბურგი
49°36′ ჩ. გ. 6°07′ ა. გ. / 49.600° ჩ. გ. 6.117° ა. გ. / 49.600; 6.117
ოფიციალური ენა
ეთნოქორონიმი ლუქსემბურგელი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ანრი
 -  პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი
საკანონმდებლო ორგანო დეპუტატთა პალატა
დამოუკიდებლობა
 -  საფრანგეთის იმპერიისგან
(პარიზის ხელშეკრულება)
9 ივნისი, 1815 
 -  ლონდონის 1-ლი ხელშეკრულება 19 აპრილი, 1839 
 -  ლონდონის მე-2 ხელშეკრულება 11 მაისი, 1867 
 -  პირადი უნიის დასასრული 23 ნოემბერი, 1890 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა

(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
ფართობი
 -  სულ 2,586.4 კმ2 (179-ე)
 -  წყალი (%) 0.60%
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 549 680[1]
 -  2001 აღწერა 439 539 (170-ე)
 -  სიმჭიდროვე 194,1 კაცი/კმ2 (მე-60)
მშპ (მუპ) 2012 შეფასება
 -  სულ $42.225 მილიარდი[2] (94-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $79 785[2] (1-ლი)
მშპ (ნომინალი) 2012 შეფასება
 -  სულ $56.738 მილიარდი[2] (69-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $107 206[2] (1-ლი)
ჯინი (2011) 27.2[3]
დაბალი · მე-6
აგი (2013) Steady2.svg 0.881[4]
ძალიან მაღალი · 21-ე
ვალუტა ევრო () [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი CET (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) CEST (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +352
ინტერნეტ-დომენი .lu [გ]
ა. ^  არ აგერიოთ Het Wilhelmus-ში.
ბ. ^  1999 წლამდე, ლუქსემბურგული ფრანკი.
გ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო (ლუქს. ლუქსემბურგულად Groussherzogtum Lëtzebuerg, ფრანგ. Grand-Duché de Luxembourg, გერმ. Großherzogtum Luxemburg) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი 1957 წლიდან. ესაზღვრება ბელგიას, გერმანიასა და საფრანგეთს. სახელწოდება მომდინარეობს ზემოგერმანული სიტყვიდან lucilinburch „პატარა ქალაქი“. მისი დედაქალაქია ლუქსემბურგი, ის ბრიუსელთან და სტრასბურთან ერთად ევროპის კავშირის დედაქალაქი და ევროპის კავშირის სასამართლოს ქალაქია. მის კულტურას ბევრი საერთო აქვს ფრანგულ და გერმანულ კულტურებთან.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოფიციალური: ქართულად - ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; ლუქსემბურგულად - Grousherzog dem Letzebuerg; ფრანგულად - Grand-Duche de Luxembourg; გერმანულად - Grossherzogtum Luxemburg.
  • ეტიმოლოგია - თავდაპირველად ეს სახელი ერქვა მცირე ციხე-სიმაგრეს (lucilemburrugh, კელტურად Lucilem - “მცირე”, გერმანულად burg - “ციხე-სიმაგრე”, შემდეგ მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.
  • ქვეყნის კოდი - LU.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია.

  • ფართობი - 2600 კვ. კმ.
  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ბუურგპლააცი 559; მდინარე (კმ) - სური 150 (სულ 172); ტბა - ზემო სური; კლიმატი - ოკეანური, კონტინენტური.
  • ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი (ამჟამად ექსპლუატაცია შეწყვეტილია), სასოფლო-სამეურნეო მიწები.

სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური - დიდი ჰერცოგი ანრი (ნასაუს დინასტიიდან).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 3 ოლქი (district) და 12 კანტონი (canton).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუქსემბურგი მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომლის წამყვანი დარგია მეტალურგია.

  • ექსპორტი - რკინა, ფოლადი, ტექსტილი, ქიმიკატები, პლასტმასი.
  • ბიუჯეტი - 5,500 მლნ $.
  • ეროვნული შემოსავალი (1 სულზე) - 81,466 $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ლუქსემბურგული ფრანკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგრაფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლუქსემბურგის საგრაფო.

ლუქსემბურგის ისტორია ზიგფრიდის მიერ 963 წელს ზაუერისა და ალზეტის შესართავებთან ბოკის კლდეზე ციხესიმაგრის აგებით იწყება. ამ საფორტიფიკაციო ნაგებობის გარშემო განვითარდა ქალაქი, რომელიც დღევანდელი ლუქსემბურგია.

თანამედროვე საზღვრებში სახელმწიფო არსებობს 1839 წლიდან. 1867 წელს ლონდონის კონფერენციამ იგი გამოაცხადა “მუდმივი ნეიტრალიტეტის” ქვეყნად. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1890 წლამდე ნიდერლანდებთან უნია ჰქონდა შეკრული. 1921 წლიდან ბელგიასთან ეკონომიკურ-საბაჟო კავშირშია. 1948 წელს კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი ნეიტრალიტეტის შესახებ. 1957 წლიდან ევროგაერთიანების წევრია.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქალაქი ლუქსემბურგი, მისი კვარტალები და საფორტიფიკაციო ნაგებობები.

რესურსები ინტეტრნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ოფიციალური საიტი (ფრანგული)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1], Statec figures.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Luxembourg. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 17 April 2013.
  3. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
  4. 2014 Human Development Report Summary pp. 21–25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.