შინაარსზე გადასვლა

ალბანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ალბანეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალბანეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
ალბანეთის რესპუბლიკა
Republika e Shqipërisë
ალბანეთი
ალბანეთის
დროშა გერბი
დევიზი: 
"Ti, Shqipëri, më jep nder, më jep emrin Shqiptar"
"შენ ალბანეთო მაძლევ ღირსებას, მაძლევ მე სახელს ალბანეთს"
ჰიმნი: Himni i Flamurit  
(ალბანური)
"Hymn to the Flag"


ალბანეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტირანა
41°20′ ჩ. გ. 19°48′ დ. გ. / 41.333° ჩ. გ. 19.800° დ. გ. / 41.333; -19.800
ოფიციალური ენა ალბანური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ილირ მეტა
 -  პრ.-მინისტრი ედი რამა
ფართობი
 -  სულ 28 748 კმ2 (143-ე)
 -  წყალი (%) 4.7
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 2 893 005[1] (130-ე)
 -  2011 აღწერა 2 821 977[2] 
 -  სიმჭიდროვე 98 კაცი/კმ2 (63-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $32.259 billion[3] (112-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $11,700[3] 
აგი (2010) 0.716[4] (მაღალი) (95-ე)
ვალუტა ალბანური ლეკი (ALL)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი ALB
Internet TLD .al
სატელეფონო კოდი 355

ალბანეთი (ალბ. Shqipëri/Shqipëria),[5] ოფიციალურად ალბანეთის რესპუბლიკა (ალბ. Republika e Shqipërisë) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ქვეყნის სახელწოდება ილირიულიდან გამომდინარეობს (olba), რაც ითარგმნება, როგორც დასახლება. ალბანურად ჟღერს როგორც Shqipëria, რაც არწივების ქვეყანას ნიშნავს.

ალბანეთი ესაზღვრება: ჩრდილო-დასავლეთით მონტენეგროს, სერბეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ მაკედონიას აღმოსავლეთით და საბერძნეთს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მას სანაპირო ზოლი აქვს დასავლეთით ადრიატიკის ზღვასთან და სამხრეთ-დასავლეთით იონიის ზღვასთან. ალბანეთი იტალიისგან დაშორებულია 75 კილომეტრის სიგანის ოტრანტოს სრუტით.

ალბანეთი არის: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ის არის ენერგიის საზოგადოების და ხმელთაშუა ზღვის კავშირის დამფუძნებელი წევრი. ასევე ევროპის კავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი.[6]

ისტორიის მანძილზე ალბანეთის დღევანდელი ტერიტორია შედიოდა რომის იმპერიის შემდეგი პროვინციების შემადგენლობაში: დალმაცია (სამხრეთი ილირიკუმი), მაკედონია (კერძოდ ეპირუს ნოვა) და მეზია. დღევანდელმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა ბალკანეთის ომების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შედეგად მიიღო.[7] ალბანეთმა დამოუკიდებლობა 1912 წელს გამოაცხადა და იმავე წელს მიიღო აღიარება. 1914 წლიდან ალბანეთი იყო ალბანეთის სამთავრო, ალბანეთის რესპუბლიკა, ალბანეთის სამეფო და 1939 წელს იტალიის სამეფოს შეჭრის შემდეგ დიდი ალბანეთი ეწოდებოდა. 1943 წლიდან ალბანეთი გადავიდა ნაცისტური გერმანიის პროტექტორატის ქვეშ.[8] შემდეგ წელს ენვერ ხოჯასა და ალბანეთის შრომის პარტიის მეთაურობით შეიქმნა ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა. 1991 წელს გაუქმდა სოციალისტური რესპუბლიკა და შეიქმნა ალბანეთის რესპუბლიკა.

ალბანეთი წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკას. მისი დედაქალაქია ტირანა. ქვეყნის მოსახლეობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 2 893 005 ადამიანს,[1] საიდანაც 421 286 ადამიანი დედაქალაქში ცხოვრობს.[9] ტირანა, ასევე, ქვეყნის საფინანსო ცენტრსაც წარმოადგენს. თავისუფალი ბაზრის რეფორმებმა ქვეყანა გახსნა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში.[10][11] ალბანეთს აქვს მაღალი ადამიანის განვითარების ინდექსი,[4] მოსახლეობა ღებულობს უფასო სამედიცინო მომსახურებას, პირველად და მეორად განათლებას. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ალბანეთი წარმოადგენს საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანას.[12] ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტია მომსახურება, რომელსაც მოსდევს ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა.

ალბანეთი არის შუა საუკუნეების ლათინური სახელი ქვეყნისა, რომელსაც საკუთარი მოსახლეობა შკიპერის (Shqipëri) უწოდებს. სახელწოდება წარმოსდგება შუა საუკუნეების ბერძნული Ἀλβανία-დან (ალბანია), ისევე, როგორც სხვა ვარიანტებიდან — ალბანიტია-სა და არბანიტია-საგან.

სახელი, შესაძლოა, მომდინარეობდეს ილირიული ტომის, ალბანისაგან, რომელსაც მოიხსენიებს ალექსანდრიელი გეოგრაფი და ასტრონომი, პტოლემე, რომლის მიერ 150 წელს შედგენილ რუკაზე[13] აღნიშნულია ქალაქი ალბანოპოლისი[14] (მდებარეობს დურესიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით).

აღნიშნულ სახელს, შესაძლოა, ჰქონდეს გაგრძელება შუა საუკუნეების დასახლების სახელის სახით, რომელსაც ალბანონად ან არბანონად მოიხსენიებდნენ, თუმცა გარკვეული არაა ის იგივე ადგილზე მდებარეობდა თუ არა.[15] ბიზანტიელი ისტორიკოსი მიქაელ ატალიატე იყო პირველი, რომელმაც 1079-1080 წლებში დაწერილ თავის ისტორიაში მიუთითა ალბანოის მონაწილეობის შესახებ 1043 წელს კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში და არბანიტაიზე, როგორც დირეიკიუმის ჰერცოგისადმი დაქვემდებარებულებზე.[16] შუა საუკუნეების პერიოდში ალბანელები საკუთარ ქვეყანას არბერი-ს ან არბენი-ს უწოდებდნენ, საკუთარ თავს კი არბერეშ-ს ან არბენეშ-ს.[17]

ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ტოპონიმმა შკიპერია და ეთნიკურმა სახელმა შკიპტარე-მ თანდათან შეცვალა არბერია და არბერეშ-ი. ამ ორი ტერმინის პოპულარულ განიმარტებას წარმოადგენს „არწივების ქვეყანა“ და „არწივების შვილები“.[18][19]

ილირიელების განსახლების ტერიტორია.

ალბანეთის ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ ზედა პალეოლითის პერიოდიდან. კონისპოლის მღვიმეში აღმოჩენილია ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივი უწყვეტი კვალი, რომელიც გრძელდება ზედა პალეოლითიდან რკინის ხანამდე. ნეოლითის ხანაში ალბანეთი მდებარეობდა რამდენიმე არქეოლოგიური კულტურის საზღვარზე, მათ შორის აღსანიშნავია სტარჩევო-კრიშის კულტურა. მოგვიანებით ნეოლითური მოსახლეობის შთამომავლებმა ასიმილაცია განიცადეს ინდოევროპული ენის მატარებელ ტომებთან და ჩამოყალიბდა ილირიელი ხალხი.

სწორედ ილირიული ტომებით (ტავლანტიიები და დარდანები) მოხდა ანტიკურ პერიოდში თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიის დასახლება. მისი სამხრეთი ნაწილი კი შევიდა ეპირის შემადგენლობაში. ცენტრალური ნაწილი (ქ. დირახია) ალექსანდრე მაკედონელის მმარველობის პერიოდში მაკედონიის შემადგენლობაშია, ხოლო ძვ. წ. 146 წელს მაკედონიის რომის იმპერიასთან შეერთების შემდეგ ამავე სახელწოდების პროვინციის შემადგენლობაში. ჩრდილოეთი ნაწილი, ქალაქებით სკოდრა (შკოდერი) და ლისი, შევიდა რომის პროვინცია დალმაციის შემადგენლობაში. ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე დირახია გახდა უმნიშვნელოვანესი პუნქტი, რომელიც აკავშირებდა ბალკანეთშა და იტალიას. აქვე იწყებოდა სტრატეგიული გზა Via Egnatia, რომელიც აკავშირებდა თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიას სალონიკთან და ბიზანტიის იმპერიასთან.

395 წელს, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ქვეყნის ძირითადი ნაწილი შევიდა ბიზანტიის იმპერიის, ხოლო დალმაცია - დასავლეთ რომის იმპერიის შემადგენლობაში. IV-V საუკუნეებში დალაშქრეს ჰუნებმა და გუთებმა, VI საუკუნიდან კი სლავურმა ტომებმა. ქვეყნის ძირითადი ნაწილი სხვადასხვა დროს შედიოდა ბულგარეთის პირველი იმპერიის, ვენეციის, ეპირის დესპოტატის, ნეაპოლისა და სერბეთის სამეფოს შემადგენლობაში. 1336-1355 წლებში ალბანეთი დაიპყრო სერბეთის მეფე სტეფანე დუშანმა. 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ჯვაროსნებმა შექმნეს მცირე, მაგრამ სტრატეგიული ალბანეთის სამეფო დედაქალაქით დურესში (1271—1333; 1355—1368 წწ.). 1368 წელს დურესში კარლ ტოპია გამოაცხადეს პირველ ეთნიკურ ალბანელ მთავრად და შეიქმნა ალბანეთის სამთავრო. ამ პერიოდამდე ქვეყანაში ხელისუფლებას ფლობდნენ რომელები, ბერძნები, ვენეციელები და ჯვაროსნები.

XV საუკუნის შუა ხანებიდან ოსმალების მმართველობას ეწინააღმდეგება და მათ წინააღმდეგ აჯანყებას ახდენს ეროვნული გმირი სკანდერბეგი, თუმცა მიუხედავად აჯანყებებისა 1468 წელს ალბანეთი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის და მისი გავლენის ქვეშ რჩება 1912 წლამდე.

დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მონუმენტი ტირანაში.

1912 წლის 28 ნოემბერს ქალაქ ვლორაში ალბანეთი ოსმალეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობას აცხადებს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ალბანეთის ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს იტალიის, სერებეთისა და საბერძნეთის სამხედრო ძალები. 1920 წლის იანვრის ბოლოს ქვეყანა კვლავ აცხადებს დამოუკიდებლობას და დედაქალაქი ტირანა ხდება. ხელისუფლებაში მოდის აჰმედ ზოგუ ჯერ პრეზიდენტის (1925-1928 წწ.), ხოლო შემდეგ მეფის (1928-1939 წწ.) ტიტულით.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ალბანეთის ტერიტორია ჯერ ოკუპირებული იყო იტალიის მიერ (1939-1943 წწ.), ხოლო შემდეგ გერმანიის (1943-1944 წწ.) მიერ. 1944 წლის 17 ნოემბერს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ ტირანა გაათავისუფლა ფაშისტური რეჟიმისაგან, ხოლო 29 ნოემბერს დასრულდა ქვეყნის გათავისუფლებაც.

1946 წელს იწყება შრომის პარტიის ხანგრძლივი მმართველობა. ალბანეთი სოციალიზმის გზას დაადგა. სკკპ XX ყრილობის შემდეგ ალბანეთი პოლიტიკური იზოლაციის გზას დაადგა. 1968 წელს დატოვა ვარშავის პაქტი. მოგვიანებით კი დაუახლოვდა მაოისტურ ჩინეთს და რუმინეთს. 1985 წელს ენვერ ხოჯას გარდაცვალებით დასრულდა მისი თითქმის 40-წლიანი მმართველობა, მისი ადგილი დაიკავა რამიზ ალიამ.

1989 წელს რუმინეთის ლიდერის ჩაუშესკუს დახვრეტის შემდეგ რამიზ ალიამ ხელი მოაწერა ჰელსინკის შეთანხმებას და იკისრა ვალდებულება ადამიანთა უფლებების დასაცავად. 1992 წელს დანიშნულ არჩევნებში წარმატებას მიაღწია ალბანეთის დემოკრატიულმა პარტიამ. 2009 წლის 1 აპრილს ალბანეთი ხორვატიასთან ერთად ნატოს წევრი გახდა. 2012 წელს ბუიარ ნიშანი აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.

ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სერბეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთს.

ტერიტორია: 28,748 კვ. კმ.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთი ადმინისტრაციულად იყოფა 12 ოლქად (ალბ. qark), რომლებიც თავის მხრივ იყოფა 36 რაიონად, ხოლო რაიონები - 309 კომუნად. (ალბ. komunë) და 65 ქალაქად (ალბ. bashki). ადრე ოლქებს ეწოდებოდათ პრეფექტურები (ალბ. prefekturë).

ალბანეთის ოლქები
ალბანეთის ოლქები
ოლქები რაიონი მუნიციპალიტეტი ქალაქი სოფლები
1 ბერატის ოლქი ბერატის რაიონი
კუჩოვის რაიონი
სკრაპარის რაიონი
2
1
2
10
2
8
122
18
105
2 დიბრის ოლქი ბულკიზის რაიონი
დიბრის რაიონი
მატის რაიონი
1
1
2
7
14
10
63
141
76
3 დურესის ოლქი დურეს რაიონი
კრუჟეს რაიონი
4
2
6
4
62
44
4 ელბასანის ოლქი ელბასანის რაიონი
გრამშის რაიონი
ლიბრაჟდის რაიონი
პექინის რაიონი
3
1
2
1
20
9
9
5
177
95
75
49
5 ფიერის ოლქი ფირის რაიონი
ლუშნის რაიონი
მალაკასტიორის რაიონი
3
2
1
14
14
8
117
121
40
6 გიროკასტრის ოლქი გიროკასტრის რაიონი
პერმოტის რაიონი
ტეპელინის რაიონი
2
2
2
11
7
8
96
98
77
7 კორჩის ოლქი დევოლის რაიონი
კოლონის რაიონი
კორჩეს რაიონი
პოგრადეცის რაიონი
1
2
2
1
4
6
14
7
44
76
153
72
8 კუკესის ოლქი ჰას რაიონი
კუკესის რაიონი
ტროპოჟეს რაიონი
1
1
1
3
14
7
30
89
68
9 ლეჟის ოლქი კურბინის რაიონი
ლეჟეს რაიონი
მირდიტეს რაიონი
3
1
2
4
9
5
26
62
80
10 შკოდერის ოლქი მალესი-ე-მადეს რაიონი
პუკეს რაიონი
შკოდერის რაიონი
1
2
2
5
8
15
56
75
141
11 ტირანის ოლქი კავაჯეს რაიონი
ტირანის რაიონი
2
3
8
16
65
154
12 ვლორის ოლქი დელვინეს რაიონი
სარანდეს რაიონი
ვლორის რაიონი
1
2
4
3
7
9
38
62
99
ალბანელი მოსწავლეები
ალბანეთის მოსახლეობა[20]
წელი მილიონი
1971 2.2
1990 3.3
2008 3.1
2011 2.8
წყარო: OECD/World Bank

2011 წლის გამოკითხვის მიხედვით ალბანეთის მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 2,821,977 ადამიანს. შობადობის კოეფიციენტი იყო დაბალი და შეადგენდა 1.49 ბავშვს ერთ ქალზე.[21][22] 1990 წელს, კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ ალბანეთში აღინიშნებოდა მაღალი მიგრაცია. 1991-2004 წლებში ქვეყანა დაახლოებით 900 000-მა ადამიანმა დატოვა, უმეტესობა (დაახ. 600 000) წავიდა საბერძნეთში.[23] ქვეყნის მოსახლეობა ძირითადად შემცირდა ჩრდილოეთში და სამხრეთში, ხოლო ტირანასა და დურესში გაიზარდა. ალბანეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მიხედვით 2015 წლის 1 იანვარ ალბანეთის მოსახლეობა შეადგენდა 2,893,005 ადამიანს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Population Of Albania 1 January 2015. Republic of Albania Institute of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 1 ივლისი 2015.
  2. Population and Housing Census 2011. INSTAT (Albanian Institute of Statistics). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-03. ციტირების თარიღი: 2015-07-01.
  3. 3.0 3.1 Report for Selected Countries and Subjects. Imf.org (2006-09-14). ციტირების თარიღი: 2014-10-07.
  4. 4.0 4.1 Human Development Report 2010. United Nations (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 5 November 2010.
  5. Fialuur i voghel Sccyp e ltinisct (Small Dictionary of Albanian and Latin), 1895, შკოდერი
  6. „Albania applies for EU membership“. BBC News. 28 April 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 29 April 2009.
  7. The World Factbook: Albania. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 21 June 2013.
  8. Zolo, D. Invoking Humanity: War, Law and Global Order, Continuum International Publishing Group, 27 Aug 2002, 224 pages. p. 180 [1]
  9. Population and Housing Census in Albania. Institute of Statistics of Albania (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2015-07-01.
  10. Reports: Poverty Decreases In Albania After Years Of Growth. Dow Jones Newswires, 201-938-5500 201-938-5500 201-938-5500.Nasdaq.com
  11. Albania plans to build three hydropower plants. People's Daily
  12. The world bank. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 13 September 2014.
  13. Madrugearu A, Gordon M. The wars of the Balkan Peninsula. Rowman & Littlefield, 2007. გვ. 146.
  14. Richard Talbert, Barrington Atlas of the Greek and Roman World, (ISBN 0-691-03169-X), Map 49 & notes.
  15. The Illyrians by J. J. Wilkes, 1992, ISBN 978-0-631-19807-9, page 279,"We cannot be certain that the Arbanon of Anna Comnena is the same as Albanopolis of the Albani, a place located on the map of Ptolemy (3.12)"
  16. Robert Elsei. The Albanian lexicon of Dion Von Kirkman. Earliest reference to the existence of the Albanian language, pp. 113–122.
  17. Casanova. Radio-Arberesh.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2014.
  18. Kristo Frasheri. History of Albania (A Brief Overview). Tirana, 1964.
  19. Lloshi, Xhevat. The Albanian Language. United Nations Development Programme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 9 November 2010.
  20. CO2 Emissions from Fuel Combustion დაარქივებული 2009-10-12 საიტზე Wayback Machine. Population 1971–2009 IEA pdf დაარქივებული 2012-01-06 საიტზე Wayback Machine. გვერდები 87–89
  21. Albania: People, CIA World Factbook, 2012. Retrieved on 6 April 2012
  22. Women, Men and shefit's in Albania 2006, Instat, Tirana, 2007 დაარქივებული 2012-03-21 საიტზე Wayback Machine.
  23. "Albania: Looking Beyond Borders". Migration Policy Institute.