ლიბია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბია
არაბ. ليبيا
ⵍⵉⴱⵢⴰ
ლიბია
ლიბიის
დროშა გერბი
დევიზი: لحرية والعدالة والديمقراطية!
თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია!
ჰიმნი: 
ლიბია,ლიბია,ლიბია[1][2]
ლიბიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტრიპოლი
32°54′ ჩ. გ. 13°11′ ა. გ. / 32.900° ჩ. გ. 13.183° ა. გ. / 32.900; 13.183
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა გარდამავალი საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მუჰამედ ალ-მაკრიფი
 -  პრემიერ-მინისტრი ალი ზეიდანი[3]
ფართობი
 -  სულ 1 759 540 კმ2 (მე-17)
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 6 173 579 (105-ე)
 -  სიმჭიდროვე 3,2 კაცი/კმ2 (218-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $37.492 მილიარდი[4] (95-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $5,787[4] (109-ე)
აგი (2011) 0.760[5] (მაღალი) (64-ე)
ვალუტა ლიბიური დინარი (LYD)
დროის სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი LBY
Internet TLD .ly
სატელეფონო კოდი 218

ლიბია (არაბ. ليبيا), ოფიციალურად ლიბიის რესპუბლიკაქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკის მაღრიბის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ეგვიპტე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სუდანი, სამხრეთით — ჩადი და ნიგერი, დასავლეთით — ალჟირი და ტუნისი. 1,8 მლნ კმ² ფართობით ლიბია მსოფლიოს მე-17 უდიდესი ქვეყანაა.[6]

ქვეყნის დედაქალაქი და ამავე დროს ყველაზე დიდი ქალაქია ტრიპოლი, სადაც ლიბიის 6,4 მლნ მოსახლიდან 1,7 მლნ ცხოვრობს. ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილია: ტრიპოლიტანია, ფეცანი და კირენაიკა. 2009 წელს, ლიბიას ადამიანური განვითარების ინდექსის უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდა აფრიკაში და მეოთხე უდიდესი ეშპ ერთ მოსახლეზე სეიშელის კუნძულების, ეკვატორული გვინეისა და გაბონის შემდეგ. ლიბიას მსოფლიოში მე-10 უდიდესი ნავთობის დადასტურებული მარაგები და ბენზინის მე-17 უდიდესი წარმოება აქვს.[7]

2011 წლის სამოქალაქო ომი ქვეყნის ლიდერის — მუამარ კადაფის ჩამოგდებითა და სიკვდილით დასრულდა, დაინგრა მისი 34 წლიანი ჯამაჰირიის სახელმწიფო. შედეგად, დღეისათვის ლიბიაში პოლიტიკური რეფორმები მიმდინარეობს. ქვეყანა იმართება ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ მიღებული შუალედური კონსტიტუციით.[8][9] 2012 წლის 7 ივლისს ჩატარდა საყოველთაო ეროვნული კონგრესის არჩევნები, რის შემდეგაც, 8 აგვისტოს, გარდამავალმა საბჭომ ძალაუფლება ახლად არჩეულ ასამბლეას გადასცა.[10] ასაბმლეას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩამოაყალიბოს კონსტიტუციური ასამბლეა, რომელმაც უნდა შეიმუშავოს ლიბიის მუდმივი კონსტიტუცია, რომელიც შემდეგ რეფერენდუმით დამტკიცდება.[11]

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი „ლიბია“ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ლებუ“, რომელიც მიუთითებს ნილოსის დასავლეთით მცხოვრებ ბერბერ ხალხებზე. ძველ საბერძნეთში ტერმინს უფრო ვრცელი მნიშვნელობა ჰქონდა და ის მოიცავდა სრულიად ჩრდილოეთ აფრიკას ეგვიპტის დასავლეთით, ზოგიერთ წყაროში კი მთელ აფრიკასაც.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბიის ტერიტორიის დაახლოებით 98 % უჭირავს სუბტროპიკულ ნახევარუდაბნოებსა (ჩრდილოეთით) და ტროპიკულ უდაბნოებს (სამხრეთით). სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. ერთადერთი დიდი ყურეა სიდრა.

ქვეყნის უმეტესი ნაწილი პლატოა (სიმაღლე 200-600 მ). სამხრეთით ტიბესტის მთიანეთის შტოქედებია (სიმაღლე 2286 მ-მდე), აღმოსავლეთით — ლიბიის უდაბნო, დასავლეთით ფეცანის (ფაზანის) ვრცელი ქვიშიანი ქვაბულები. ლიბიაში არის ნავთობის დიდი საბადოები.

ლიბიის ჰავა ტროპიკული, უდაბნოსია, ჩრდილოეთით — სუბტროპილული, ხმელთაშუა ზღვის ტიპისა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 11-12 °C ჩრდილოეთით, 15-18 °C სამხრეთით, ივლისი. შესაბამისად, 27-29 °C და 32-35 °C. ნალექები ჩრდილოეთით 250 მმ-დან 625 მმ-მდე წელიწადში, სამხრეთით და აღმოსავლეთით 100 მმ-მდე, ლიბიის უდაბნოში — 25 მმ-მდე.

ქვეყანაში მუდმივი მდინარეები არ არის, დიდია მიწისქვეშა წყლის მარაგი. ბევრია მშრალი ხეობა - უადი. სანაპიროზე გავრცელებულია სუბტროპიკული ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. სანაპიროს გასწვრივ, რუხ და რუხყავისფერ ნიადაგებზე იზრდება აკაცია, სიკომორო, იალღუნი, შედარებით ტენიან ადგილებში — მაკვისი, არის კედრისა და ღვიის კორომები. უდაბნო თითქმის სრულიად მოკლებულია მცენარეულ საფარს. აქა-იქ გვხვდება ბუჩქნარები და ბუჩქბალახები.

ცოველთა სამყარო ღარიბია, უმთავრესად გავრცელებულია ქვეწარმავლები (გველები, ხვლკიკები); ბევრია მორიელი, ჩრდილოეთ რაიონებში ბინადრობს აფთარი, ტურა, მელა, კურდღელი, გარეული ღორი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველური ცხოველების პრეისტორიული გამოსახულებები ლიბიის კლდეებზე.

ლიბია უძველესი დროიდან იყო დასახლებული მომთაბარე ტომებით, თანამედროვე ბერბერთა წინაპრებით, რომლებიც ჯერ ნადირობას, ხოლო მოგვიანებით მესაქონლეობას მისდევდნენ. დაახლოებით ძვ. წ. VII საუკუნეში ლიბიის ტერიტორიაზე დაარსდა სავაჭრო ქალაქ-კოლონიები, დასავლეთ ნაწილში (ტრიპოლიტანიაში) — ფინიკიურ-კართაგენული, აღმოსავლეთ ნაწილში (კირენაიკაში) — ბერძნული. ძვ. წ. II-I საუკუნეებში ლიბია დაიპყრეს რომაელებმა, ახ. წ. VII საუკუნეშიარაბებმა. XVI საუკუნის დამლევს ლიბია დაიპყრო ოსმალეთმა. განუწყვეტელი ანტიოსმალური აჯანყებების შედეგად ლიბიამ ერთგვარ თვითმმართველობას მიაღწია. 1711 წელს ლიბიის გამგებელი გახდა აჰმედ ბენ ალ-კარმანლი, რომლის საგვარეულო 1835 წლამდე მართავდა ქვეყანას. ამ დროიდან არაბული ენა ლიბიის ოფიციალურ ენად გამოცხადდა, 1835-1911 წლებში ლიბიას კვლავ ოსმალეთი ფლობდა. 1911 წელს ლიბიის დამორჩილების მიზნით იტალიამ წამოიწყო იმპერიალისტური ომი ოსმალეთის წინააღმდეგ, რის შედეგადაც, ის იტალიამ დაიპყრო. ლიბიელი ხალხი 1913 და 1915 წლებში იტალიელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ აჯანყდა. ამ აჯანყებებს სათავეში ედგნენ სენუსიტების სექტის ბელადები. 1918 წელს ქალაქ ღარიანში (ტრიპოლიტანია) გამოცხადდა ლიბიის რესპუბლიკა. იტალიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ კოლონიზატორებმა განაახლეს საომარი მოქმედებანი ლიბიაში და 1931 წელს შეძლეს ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ლიბია ფაშისტური იტალია-გერმანიასა და ინგლისის შეიარაღებულ ძალებს შორის საომარ მოქმედებათა ასპარეზად იქცა. 1943 წლიდან ლიბიის პროვინციებს — ტრიპოლიტანიასა და კირენაიკას ფაქტობრივად განაგებდა ინგლისი, ხოლო ფეცანის პროვინციას საფრანგეთის სამხედრო ადმინისტრაცია.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემონსტრაცია ქალაქ ელ-ბაიდაში, 2011წლის 22 ივლისი

2011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში დაიწყო მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები. პროტესტანტები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც 1969 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ასევე მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბაღდადი მაჰმუდის დაუყოვნებლივ გადადგომას.

სამოქალაქო ომი საბოლოოდ მუამარ კადაფის მკვლელობითა და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილი

დღევანდელი ლიბიის ტერიტორიაზე ისტორიულად იყო სამ ქვეყანა: ტრიპოლიტანია — ჩრდილო-დასავლეთში, კირენაიკა — აღმოსავლეთით და ფეცანი — სამხრეთი-დასავლეთით. 1934 წელს თურქეთ-იტალიის ომის შედეგად ეს ტერიტორიები იტალიამ დაიპყრო და გააერთიანა. იტალიის მმართველობის პერიოდში ლიბია დაყოფილი იყო 4 რეგიონად და ერთ ტერიტორიად: ტრიპოლი, მისრათა, ბენღაზი, ბაიდა და ლიბიის საჰარის ტერიტორია.[12]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლიბია დაიყო სამ გუბერნიად (მუჰაფაზა), ხოლო 1963 წელს 10 გუბერნიად.[13][14] გუბერნიები 1975 წელს გაუქმდა და ტერიტორიების მართვა გადაეცა 9 „კონტროლის ბიუროს“, მათ ევალებოდათ: განათლება, ჯანდაცვა, განსახლება, სოციალური, სოფლის მეურნეობის და ფინანსური მომსახურებების მართვა. 1983 წელს ლიბია გაიყო 46 ოლქად, 1987 წელს 25 ოლქად,[15][16] 1995 წელს გადაკეთდა 13 ოლქად,[17] 1998 წელს 26 რაიონად, ხოლო 2001 წელს 32 რაიონად,[18] ბოლო ცვლილება მოხდა 2007 წელს და ჩამოყალიბდა 22 რაიონი.

ლიბიის მიმდინარე ადმინისტრაციული დაყოფა და 2007 წელს შექმნილი 22 რაიონი.
№ რუკაზე რაიონი شعبية ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
კაცი. (2006)
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
1 ელ-ბუტნანი البطنان ტობრუკი 84 996 159 536 1,88
2 დარნა درنة დარნა 31 511 163 351 5,18
3 ელ-ჯებალ-ელ-ახდარი الجبل الاخضر ელ-ბაიდა 11 429 203 156 17,78
4 ელ-მარჯი المرج ელ-მარჯი 13 515 185 848 13,75
5 ბენღაზი بنغازي ბენღაზი 11 372 670 797 58,99
6 ელ-ვახატი الواحات აჯდაბია 108 523 177 047 1,63
7 ელ-კუფრა الكفرة ელ-ჯაუფი 433 611 50 104 0,12
8 სურთი سرت სურთი 86 399 141 378 1,64
9 მისრათა مصراتة მისრათა 29 172 550 938 18,89
10 ელ-მარღაბი المرقب ელ-ხუმსი 6 796 432 202 63,60
11 ტრიპოლი طرابلس ტრიპოლი 835 1 065 405 1275,93
12 ელ-ჯიფარა الجفارة ელ-აზიზია 2 666 453 198 169,99
13 ეზ-ზავია الزاوية ეზ-ზავია 2 753 290 993 105,70
14 ენ-ნუგატ-ელ-ხუმსი النقاط الخمس ზუვარა 6 089 287 662 47,24
15 ელ-ჯაბალ-ელ-ღარბი الجبل الغربي ღარიანი 76 717 304 159 3,96
16 ნალუთი نالوت ნალუთი 67 191 93 224 1,39
17 ელ-ჯუფრა الجفرة ჰუნი 139 038 52 342 0,38
18 ვადი-ეშ-შატი وادي الشاطئ ბრაქი 90 244 78 532 0,87
19 საბჰა سبها საბჰა 17 066 134 162 7,86
20 ვადი-ელ-ჰაიატი وادي الحياة ავბარი 31 485 76 858 2,44
21 ღათი غات ღათი 68 482 23 518 0,34
22 მარზუკი مرزق მარზუკი 356 308 78 621 0,22
სულ 1 676 198 5 673 031 3,38

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზევსის ტაძარი კირენაში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Libya 1951-1969, 2011. nationalanthems.info. ციტირების თარიღი: 8 July 2012.
  2. المجلس الوطني الانتقالي. Ntclibya.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 8 July 2012.
  3. Libya congress approves new PM's proposed government. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 31 October 2012.
  4. 4.0 4.1 Libya. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 17 April 2012.
  5. Human Development Report 2011. United Nations (2011). ციტირების თარიღი: 2 November 2011.
  6. U. N. Demographic Yearbook, (2003), "Demographic Yearbook (3) Pop., Rate of Pop. Increase, Surface Area & Density", United Nations Statistics Division. Retrieved 15 July 2006.
  7. Annual Statistical Bulletin, (2004), "World proven crude oil reserves by country, 1980–2004" დაარქივებული 2012-07-11 საიტზე Wayback Machine. , O.P.E.C.. Retrieved 20 July 2006.
  8. NTC Announces Constitutional Declaration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-04. ციტირების თარიღი: 2012-11-10.
  9. Introducing the Council. The Libyan Interim National Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 23 October 2011.
  10. Esam Mohamed (8 August 2012). „Libya's transitional rulers hand over power“. Boston.com. Associated Press. ციტირების თარიღი: 8 August 2012.
  11. Libya's NTC hands power to newly elected assembly. BBC News. ციტირების თარიღი: 9 August 2012.
  12. Pan, Chia-Lin (1949). „The Population of Libya“. Population Studies. 3 (1): 100–125 [p. 104]. JSTOR 2172494.
  13. "Map of Libya 1976" WHKMLA: Historical Atlas, Libya
  14. Nyrop, Richard F. (1973) "Table 10: Governorates and Districts of Libya 1972" "Area Handbook for Libya" (2nd ed.) United States Department of the Army, Washington, DC, p. 159 OCLC 713653
  15. 1993 CIA Political Map of Libya from Perry-Castañeda Library, University of Texas at Austin. Retrieved 14 February 2009.
  16. Lahmeyer, Jan, (26 November 2004), "Historical demographical data of the administrative division", University Library, Universiteit Utrecht, from WebArchive, dated 27 June 2003
  17. Municipalities of Libya. Statoids.com. ციტირების თარიღი: 2 May 2010.
  18. Jamahiriya News Agency, (19 July 2004), "Masses of the Basic People's Congresses select their Secretariats and People's Committees" დაარქივებული 2013-10-21 საიტზე Wayback Machine. Mathaba News. Retrieved 19 July 2006.