მადაგასკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მადაგასკარის რესპუბლიკა
Repoblikan'i Madagasikara
République de Madagascar
Republic of Madagascar

მადაგასკარი
მადაგასკარის
დროშა გერბი
ჰიმნი: Ry Tanindrazanay malala ô!

დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ანტანანარივუ
18°55′ ს. გ. 47°31′ ა. გ. / 18.917° ს. გ. 47.517° ა. გ. / -18.917; 47.517
ოფიციალური ენა მალაგასიური
ფრანგული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ერი რაძაუნარიმამპიანინა
 -  პრ.-მინისტრი ჟან რაველონარივო
ფართობი
 -  სულ 587 041 კმ2 (47-ე)
 -  წყალი (%) 0.009
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 22 005 222 (53-ე)
 -  2013 აღწერა 21 842 167 
 -  სიმჭიდროვე 37,21 კაცი/კმ2 (174-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასებით
 -  სულ $11,188 მილიარდი (123-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $475 (169-ე)
აგი (2007) 0.533 (საშუალო) (143-ე)
ვალუტა მადაგასკარის არიარი (MGA)
დროის სარტყელი (UTC +3სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი MDG
Internet TLD .mg
სატელეფონო კოდი 261

მადაგასკარი, ოფიციალურად მადაგასკარის რესპუბლიკა (მალაგ. Repoblikan'i Madagasikara, ფრანგ. République de Madagascar) და თავდაპირველად ცნობილი, როგორც მალაგასის რესპუბლიკა — კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკის სანაპიროსთან, რომლისგანაც მოზამბიკის სრუტითაა გამოყოფილი. ქვეყანა მოიცავს კუნძულ მადაგასკარსა (მეოთხე უდიდესი კუნძული მსოფლიოში) და მრავალ მცირე პერიფერიულ კუნძულს. ფართობი — 587 041 კმ², მოსახლეობა — 21 842 167 ადამიანი[1]. დედაქალაქი — ანტანანარივუ.

სუპერკონტინენტ გონდვანას პრეისტორიული დაშლის შედეგად, მადაგასკარი გამოეყო ინდოეთს დაახლოებით 88 მილიონი წლის წინ, რამაც განაპირობა კუნძულის ფლორისა და ფაუნის იზოლირებული განვითარება, რის გამოც მადაგასკარი არის უნიკალური ქვეყანა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომლის ველური ბუნების 90 პროცენტზე მეტი ენდემურია და მთელ პლანეტაზე სხვაგან არსად გვხვდება, თუმცა კვლევებმა აჩვენეს, რომ მზარდი მოსახლეობისა და სხვა ეკოლოგიური პრობლემების გამო კუნძულის ეკოსისტემასა და უნიკალურ ველურ ბუნებას საფრთხე ემუქრება.

კუნძულზე ადამიანის პირველი დასახლებები გაჩნდა ძვ. წ. 350 წლიდან ახ. წ. 550 წლამდე პერიოდში ავსტრონეზიელების მიერ, რომლებიც კანოეებით ჩამოვიდნენ კუნძულ ბორნეოდან. დაახლოებით 1000 წლისათვის მათ შეუერთდა ბანტუს ხალხი, რომელიც მადაგასკარზე აღმოსავლეთ აფრიკიდან მოზამბიკის სრუტის გადალახვის შედეგად ჩავიდა. სხვა ეთნიკური ჯგუფები კუნძულზე დროთა განმავლობაში სახლდებოდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურის ჩამოყალიბებაში. მადაგასკარის მოსახლეობას ხშირად ყოფენ თვრამეტ ან მეტ ქვეჯგუფად, რომლის უდიდეს ეთნოსსაც ცენტრალურ მთიან რეგიონებში მცხოვრები მერინას ხალხი წარმოადგენს.

XVIII საუკუნის ბოლომდე კუნძულს მართავდნენ სოციალურ-პოლიტიკური ალიანსები. XIX საუკუნის დასაწყისისათვის მადაგასკარის უმეტესი ნაწილი გაერთიანებული იყო, როგორც მადაგასკარის სამეფო, რომელსაც მერინელი დიდებულები მართავდნენ. სამეფო დაემხო 1897 წელს, როდესაც ფრანგმა კოლონიზატორებმა სამეფო ხელისუფლება გააუქმეს, ხოლო ქვეყანა საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ნაწილი გახადეს. მადაგასკარმა დამოუკიდებლობა 1960 წელს მოიპოვა. 1992 წლიდან ქვეყანა ოფიციალურად იმართება საკონსტიტუციო დემოკრატიის საფუძვლებზე დედაქალაქ ანტანანარივუდან.

2012 წლისათვის მადაგასკარის მოსახლეობა შეფასდა 22 მილიონზე მეტი ადამიანით, რომლის 90 პროცენტიც დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავლის პირობებში ცხოვრობს. მალაგასიური და ფრანგული ქვეყნის ოფიციალური ენებია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აღიარებს ტრადიციულ რელიგიას, ქრისტიანობას ან ორივეს გაერთიანებულ ვარიანტს. ეკოტურიზმი და სოფლის მეურნეობა, განათლებაში, ჯანდაცვასა და კერძო წარმოებაში ჩადებულ დიდ ინვესტიციებთან ერთად, მადაგასკარის განვითარების სტრატეგიის უმთავრესი ელემენტებია. 2014 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკა დაასუსტა ახლადშექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა, მოსახლეობის ცხოვრების დონე კი კვლავ დაბალი რჩება, რაც, გარკვეულწილად, გამოწვეულია ეკონომიკური სარგებლის მოსახლეობაზე არათანაბარი გადანაწილებით.

სექციების სია

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაგასურ ენაში კუნძულ მადაგასკარს ეწოდება მადაგასიკიარე, ხოლო ხალხს მალაგასი.[2] კუნძულის დასახელება „მადაგასკარი“ არ არის ადგილობრივი წარმოშობის. მისი პოპულარობა უკავშირდება ევროპელთა მიერ მის ფართო გამოყენებას შუა საუკუნეებში.[3] სახელი მადაგეისკარი პირველად ფიქსირდება XIII საუკუნის ვენეციელი მოგზაურის მარკო პოლოს მემუარებში, როგორც სომალის პორტის, მოგადიშოს დამახინჯებული თარგმანი, რომელიც მარკო პოლომ კუნძულში აურია. 1500 წელს, წმინდა ლავრენტის ხსენების დღეს პორტუგალიელი მოგზაური დიოგო დიასი ჩავიდა კუნძულზე და მას სან ლორენცო (São Lourenço) უწოდა, თუმცა სახელის პოლოსეული ვარიანტი პოპულარობით სარგებლობდა და ფართოდ გამოიყენებოდა რენესანსის ეპოქის რუკებზე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მადაგასკარის გეოგრაფია.
მადაგასკარის ტროპიკული ტყეები.

592 800 კმ² ფართობით[4] მადაგასკარი მსოფლიოს 47–ე უდიდესი ქვეყანაა[5] და სიდიდით IV კუნძულია.[4] ქვეყანა ძირითადად მდებარეობს სამხრეთის 12 და 26 განედებსა და აღმოსავლეთის 43–51 გრძედებს შორის.[6] აღმოსავლეთით მეზობელ კუნძულებზე მდებარეობს საფრანგეთის რეიუნიონი და დამოუკიდებელი მავრიკი, ჩრდილო-დასავლეთით კომორის კუნძულების კავშირი და საფრანგეთის მაიოტა. დასავლეთით აფრიკის კონტინენტზე მდებარე უახლოესი სახელმწიფოა მოზამბიკი.

მადაგასკარი გონდვანას დაშლის შემდეგ მატერიკს დაახლოებით 135 მილიონი წლის წინ გამოეყო, ხოლო ინდოეთს დაახლოებით 88 მილიონი წლის წინ. შედეგად კუნძულის ბუნება შედარებით იზოლირებულ გარემოში ვითარდებოდა.[7] აღმოსავლეთ ნაპირს მიუყვება ვიწრო ესკარპი, სადაც შემორჩენილია ტროპიკული დაბლობის ტყე.

კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 750-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს პლატო. ეს ცენტრალური ნაწილი არის მერინას ხალხის ისტორიული საცხოვრებელი რეგიონი, აქვე მდებარეობს დედაქალაქი ანტანანარივუც. ტერიტორია დაფარულია ბრინჯის ტერასებითა და სუბ-ნოტიო ტყეებით. კუნძულის დასავლეთი ნაწილის განსაკუთრებულად მშრალი მთიანი რეგიონი თანდათან ეშვება მოზამბიკის სრუტისკენ და ქმნის მანგროს ჭაობებს.[8]

მადაგასკარის მაღალი მწვერვალები მდებარეობენ სამ ცნობილ მაღალმთიან მასივზე: მარუმუკუტრუ 2876 მეტრ სიმაღლეზე ცარატანანას მთიანეთში, რომელიც ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილია, შემდეგ მოდის ბობის პიკი 2658 მეტრ სიმაღლეზე ანდრინგიტრას მთიანეთში და ციაფაჯავონა 2643 მეტრ სიმაღლეზე ანკარატრას მთიანეთში. აღმოსავლეთში პანგალანის არხი მდებარეობს ხელოვნური და ბუნებრივი ტბების ჯაჭვში, შეერთებული ფრანგების მიერ აღმოსავლეთ სანაპიროს სიღრმეში აშენებული და ამ სანაპიროს პარალელურად დაახლოებით 600 კმ-ზე მიმართული არხებით. დასავლეთის და სამხრეთის მხარე, რომელიც იმყოფება ცენტრალური მთიანეთის წვიმის ჩრდილში, მშრალი ფოთლოვანი, ეკლიანი ტყეების და უდაბნოს ბუჩქნარის ადგილებია. მოსახლეობის უფრო ნაკლები სიმჭიდროვის გამო, მადაგასკარის მშრალი ფოთლოვანი ტყეები უკეთესადაა შენარჩუნებული, ვიდრე აღმოსავლეთის წვიმის ტყეებში ან ცენტრალური პლატოს ბუნებრივ ტყეებში. დასავლეთ სანაპიროზე არსებობს ბევრი დაცული ნავსაყუდელი, მაგრამ მათი შლამით ამოვსება სერიოზული პრობლემაა, რომელიც გამოწვეულია ღვარცოფებით მდინარეების შიდა ეროზიის მაღალი დონის გამო.[9]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ-აღმოსავლური პასატებისა და მუსონების კომბინაცია ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით ქმნის წვიმების სეზონს, რომელსაც პერიოდულად ციკლონებიც ახლავს. მაისიდან ოქტომბრამდე შედარებით ცივი და მშრალი სეზონია. ინდოეთის ოკეანის გავლენით კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი უფრო უხვ ნალექიანია, ამის წყალობით აღმოსავლეთში მრავლადაა წვიმის ტყეები. კუნძულის ცენტრალური ნაწილი შედარებით მშრალი და ცივია. დასავლეთი ნაწილი ყველაზე მშრალია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ეკუთვნის ნახევრად უდაბნოს ზონას. ტროპიკული ციკლონები მადაგასკარს ყოველწლიურად დიდ ზიანს აყენებენ.[10] 2004 წლის ციკლონი გაფილო მადაგასკარის ისტორიაში დაფიქსირებულ ყველაზე მძლავრ ციკლონად ითვლება. შტორმმა 172 ადამიანი მოკლა, 214 260[11] საცხოვრებლის გარეშე დატოვა და ქვეყანას 250 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.[12]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მადაგასკარის ისტორია.

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგების უმეტესობა მიიჩნვს, რომ კუნძულზე პირველმოსახლეები ძვ. წ. აღ. 350 წლიდან ახ. წ. აღ. 500 წლებში მივიდნენ, ნაწილი მეცნიერების აზრით უძველესი ნამოსახლარები თარიღდება ახ. წ. აღ. 250 წლით. ამ მონაცემებით მადაგასკარი ყველაზე გვიან დასახლებული ტერიტორიაა.[13] პირველი მოსახლეები კუნძულ კალიმანტანიდან კანოებით მოვიდნენ. ადრეული მოსახლეები სანაპირო ზოლში არსებულ წვიმის ტყეებს სოფლის მეურნეობის საწარმოებლად ჩეხდნენ. მათ ასევე გადააშენეს ისეთი ენდემური ჯიშები როგორიცაა: სუბფოსილური ლემური, სპილოსებრი ჩიტი, მალაგასური ჰიპოპოტამუსი.[14] 600 წლისთვის ამ ახალმოსახლეებმა უკვე კუნძულის ცენტრალურ ნაწილში დაიწყეს ტყეების გაჩეხვა.[15] კუნძულს არაბი ვაჭრები პირველად VII-IX საუკუნეებში მიადგნენ.[16] კუნძულზე ბანტუს ენაზე მოსაუბრე ემიგრანტები დაახლოებით 1000 წელს ჩავიდნენ. მათ კუნძულზე თან ზებუ ჩაიყვანეს.

1600 წლისთვის კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ ბეცილეოს ხალხს ირიგაციის სისტემა ჰქონდა განვითარებული. იმერინის სამეფოში ტერასული მებაღეობა დაახლოებით 1700 წლისთვის გავრცელდა.[15] XVII საუკუნეში ზებუს გავრცელებამ გამოიწვია კუნძულის ცენტრალური ნაწილის, ტყოვანი ეკოსისტემიდან მდელოებად გარდაქმნა. მერინების ზეპირსიტყვიერებაში გადმოცემულია მათი შეჯახება კუნძულის ცენტრალურ რეგიონში მცხოვრებ ხალხთან, რომლებსაც ისინი ვაზიმბას უწოდებენ. სავარაუდოდ ვაზიმბად წოდებული ხალხი იყო კუნძულზე ჩამოსული პირველი პოლინეზიელების შთამომავალი, რომლებიც საბოლოოდ მერინების მეფეებმა XVI-XVII საუკუნეებში გაანადგურეს.[17]

არაბები და ევროპელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარი ინდოეთის სავაჭრო გზის მნიშვნელოვანი კვანძი იყო. მადაგასკარის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები მოიპოვება არაბულ წყაროებში, რომლებმაც დაახლოებით X საუკუნეში კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე შექმნეს სავაჭრო პოსტები. მათ ასევე შეიტანეს ისლამი, არაბული დამწერლობა, ასტროლოგია და სხვა კულტურული ელემენტები. ევროპელებთან კონტაქტი დაიწყო 1500 წლიდან, როდესაც პორტუგალიელმა კაპიტანმა დიოგუ დიაშმა იხილა კუნძული. პირველი ევროპული სავაჭრო პოსტები ფრანგებმა აღმოსავლეთ სანაპიროზე გვიან — XVII საუკუნეში დააარსეს.

მადაგასკარის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იმერინის სამეფო.

მადაგასკარის ცენტრალურ ნაწილში ადრეულ XVII საუკუნეში წარმოშობილი იმერინის სამეფო წარმოადგენდა შედარებით სუსტ სამეფოს, ვიდრე კუნძულის სანაპირო ზოლის სამეფოები. მას მერე, რაც ის XVIII საუკუნის დასაწყისში მეფე ანდრიამასინაბალუნმა თავის ოთხ შვილს გაუნაწილა, მისი განვითარება კიდევ უფრო შენელდა. თითქმის საუკუნოვანი ომების შემდეგ 1793 წელს მეფე ანდრიანამპუანიმერინმა (1787–1810)[18] სამეფო ისევ გააერთიანა. მან თავისი გავლენა მალევე მეზობელ სათავადოებზეც გაავრცელა. მისი მისწრაფება დაემორჩილებინა მთელი კუნძული შეასრულა მისმა შვილმა და მემკვიდრემ რადამა I–მა (1810–28), რომელიც ინგლისმა მადაგასკარის მეფედ აღიარა.

ფრანგული კოლონიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1883 წელს მადაგასკარში საფრანგეთი შეიჭრა, რაც ფრანკო-მალაგასიური ომების სახელითაა ცნობილი.[19] ომის დასასრულს მადაგასკარმა საფრანგეთს გადასცა ჩრდილოეთის საპორტო ქალაქი ანცირანანა და ყოველწლიურად უხდიდა 560 000 ფრანკს.[20] 1890 წელს ბრიტანეთმა საფრანგეთის პროტექტორატი მთელ კუნძულზე აღიარა. მიუხედავად ამისა მადაგასკარი არ აღიარებდა საფრანგეთის მთავრობას. კაპიტულაციის მისაღწევად საფრანგეთმა მოახდინა 1894 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ სანაპიროზე ტუამასინას, ხოლო 1895 წლის იანვარში დასავლეთ სანაპიროზე მაჰაძანგას ოკუპაცია.[21] ამის შემდეგ საფრანგეთის ჯარმა ალყა შემოარტყა ანტანანარივუს და დაბომბა სამეფო სასახლე, რის შემდეგაც დედოფალი რანავალონა III დანებდა.[22] საფრანგეთმა კუნძულის სრული ანექსია 1896 წელს მოახდინა და იმავე წელს გამოაცხადა კოლონიად. ფრანგებმა გააუქმეს მარინას სამეფო დინასტია და სამეფო ოჯახის წევრები გადაასახლეს კუნძულ რეიუნიონზე.

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიბერ ცირანანა, მადაგასკარის პირველი პრეზიდენტი (1960–72)

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მადაგასკარმა გაიარა ოთხი რესპუბლიკის პერიოდი. პირველ რესპუბლიკას (1960–72) ხელმძღვანელობდა ფრანგების დანიშნული პრეზიდენტიფილიბერ ცირანანა. ეს პერიოდი ხასიათდება საფრანგეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებით. მაღალი თანამდებობები ეკავათ ფრანგებს. ფილიბერის ნეო-კოლონისტურ პოლიტიკას 1972 წელს მოჰყვა არეულობები და სტუდენტების გამოსვლები.

გენერალი გაბრიელ რამანანცუა დაინიშნა დროებით პრეზიდენტად და პრემიერ-მინისტრად ერთდროულად, თუმცა ხალხის წინააღმდეგობამ 1975 წელს აიძულა თანამდებობიდან გადამდგარიყო. მის ნაცვლად დანიშნული პოლკოვნიკი რიჩარდ რაციმანდრავა 6 დღეში მოკლეს. შემდგომი მმართველი იყო გენერალი ჟილ ანდრიამააცო, რომელიც ქვეყანას 4 თვე მართავდა. მისი შემცვლელი გახდა ასევე სამხედრო მოღვაწე დიდიე რაცირაკა, რომელმაც შექმნა სოციალურ-მარქსისტული მეორე რესპუბლიკა და მართავდა მას 1975-1993 წლებში. მისი მართველობის პერიოდში 1979 წელს ქვეყანა საბოლოოდ გაკოტრდა.

დიდიეს პოპულარობა 1980-იანების ბოლოს დაეცა და 1991 წელს მიაღწია კრიტიკულ ზღვარს, როდესაც დაცვამ მშვიდობიან პროტესტანტებს ცეცხლი გაუხსნეს. შემდგომ ორ თვეში ალბერტ ზაფის (1993–96) ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა გარდამავალი მთავრობა. მან ჩამოაყალიბა მესამე რესპუბლიკა (1992–2010), ასევე შემოიღო ახალი კონსტიტუცია რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პოლიტიკუი სისტემა და ეროვნულ საბჭოს გადაეცა მნიშვნელოვანი ძალაუფლება. 1996 წელს ზაფის მოუწყვეს იმპიჩმენტი და დროებით პრეზიდენტად შემდეგი სამი თვის განმავლობაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაინიშნა ნორბერტ რაცირაონანა. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადით (1996-2001) აირჩიეს რაციმანდრავა.

2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მარკ რავალომანანამ, რასაც მოყვა მისი და რაცირაონანას მომხრეებს შორის 7 თვიანი დაპირისპირება. მიუხედავად ამისა მისი მმართველობა იყო წარმატებული და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 7 %–ით იზრდებოდა. მისი მეორე ვადის მეორე ნახევარში მას განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ კორუფციის დონის ზრდისა და მმართველობის ავტორიტარული მეთოდების გამო.[23]

2009 წლის გაზაფხულზე ანტანარივუს მერმა და ოპოზიციის ლიდერმა ანდრი რაძოელინამ დაიწყო გამოსვლები, რის შედეგადაც რავალომანანა ხელისუფლებას ჩამოაშორეს. რაჯოლინი დაინიშნა გარდამავალი მთავრობის ლიდერად, რომელსაც შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ევალებოდა. 2010 წელს რეფერენდუმით მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რაც მეოთხე რესპუბლიკის დასაბამი გახდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ გამჭვირვალედ და სამართლიანად სცნო, მადაგასკარის მიმდინარე პრეზიდენტი ერი რაძაუნარიმამპიანინა იქნა არჩეული.[24]

პოლიტიკური წყობილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტი ორპალატიანია — ეროვნული ასამბლეის 127 დეპუტატს ირჩევს მოსახლეობა 5-წლიანი ვადით, 6-წლიანი ვადის მქონე 33 ადგილიანი სენატის ორი მესამედი შედგება პროვინციების ასამბლეების წარმომადგენლებით, ხოლო ერთ მესამედს ნიშნავს პრეზიდენტი.

  • მმართველობის ფორმა: ნახევრად-საპრეზიდენტო, დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ერი რაძაუნარიმამპიანინა.
  • საკანონმდებლო ორგანო:
  • სენატი - 33 წევრი
  • ეროვნული ასამბლეა - 127 წევრი.

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯარის სახეობები: თავდასხმითი, სამშენებლო, საზღვაო ავიაცია, ეროვნული ჟანდარმერია. გასაწვევი ასაკი — 18-50 წელი; სამსახურის სავალდებულო ვადა — 18 თვე (სამხედრო ან ალტერნატიული სამსახური) (2004 წელი)

სამხედრო სამსახურისთვის მისაღები ადამიანური რესურსი:
მამაკაცები — 18-49 წლის ასაკის: 3 542 797 ადამიანი
ქალები — 18-49 წლის ასაკის: 3 551 447 ადამიანი (2005 წელი)

სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ადამიანების რესურსი:
მამაკაცები — 18-49 წლის ასაკის: 2 218 662ადამიანი
ქალები — 18-49 წლის ასაკის: 2 408 810 ადამიანი (2005 წელი)

ყოველწლიურად გასაწვევ ასაკს მიღწეულ ადამიანთა რაოდენობა:
მამაკაცები: 187 000 ადამიანი
ქალები: 184 833 ადამიანი (2005 წელი)

სამხედრო ხარჯები — $329 მილიონი (მთლიანი შიდა პროდუქტის 7,2 %; 2005 წელი).

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქვეყანა დაყოფილია 6 ავტონომიურ პროვინციად (მალაგ. faritany mizakatena) და 22 რეგიონად. მადაგასკარის 6 პროვინციად დაყოფა მოხდა 1946 წელს საფრანგეთის ინიციატივით[25], მაგრამ თავიდან პროვინციების რაოდენობა სულ იყო 5, მხოლოდ მოგვიანებით, ორმოცდაათიან წლებში, 1957 წლის არჩევნებამდე ანცირანანის პროვინცია გახდა ავტონომიური[26]. 1992 წლამდე პროვინციის სტატუსი მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული, რადგანაც კონსტიტუციაში მათზე არაფერი არ იყო ნათქვამი. 1992 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში კი, მითითებული იყო, რომ რესპუბლიკა უნდა დაყოფილიყო სამი დონის დამოუკიდებელ ტერიტორიალურ ერთეულებად: რეგიონებად (მალაგ. faritra), დეპარტამენტებად (მალაგ. departemanta) და კომუნებად (მალაგ. kaominina). ასე რომ, პროვინციები ისევ კონსტიტუციის მიღმა დარჩნენ, მაგრამ დე-ფაქტო აგრძელებდნენ არსებობას. 1997 წელს დიდიე რაცირაკას პრეზიდენტად გადარჩევის შემდეგ, მან წამოაყენა წინადადება შეეყვანათ პროვინციები კონსტიტუციაში ადმინისტრაციული ერთეულის სახით, როგორც „ავტონომიური პროვინცია“. 2000 წელს ცვლილება მიღებული იქნა. 2001 წელს პრეზიდენტად არჩეულმა მარკ რავალომანანამ, პროვინციების გუბერნატორები შეცვალა თავისი დანიშნულებით, მათი სტატუსი განსაზღვრა, როგორც Presidents by special delegation (PSD). პროვინციები 2004 წლიდან 22 რეგიონად იყოფა. რეგიონები გაყოფილია 119 რაიონად, 1579 კომუნად და 17 485 ფოკუნტანად.[27] 2007 წელს ჩატარდა პროვინციების გასაუქმებელი წარმატებული რეფერენდუმი, რის შედეგადაც უახლოეს მომავალში, ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ, სახელმწიფოს შიგნით უმაღლესი ტერიტორიალური სუბიექტი უნდა გამხდარიყვნენ რეგიონები. ახალი ადმინისტრაციული დაყოფის გარდამავალმა პერიოდმა შეადგინა 30 დღე (2009 წლის ოქტომბრამდე). მაგრამ 2010 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში ისევ აღმოჩნდა 6 ავტონომიური პროვინცია[28].

პროვინციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარის პროვინციები
№ რუკაზე პროვინცია
(ქართ.)
პროვინცია
(მალაგასიურად)
ადმ. ცენტრი მოსახლეობა,
ად. 2013 წელი[1]
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ანტანანარივუს პროვინცია Antananarivo ანტანანარივუ 6 342 303 57 191 110,90
2 ანცირანანის პროვინცია Antsiranana ანცირანანა 1 680 828 44 784 37,53
3 ფიანარანცუის პროვინცია Fianarantsoa ფიანარანცუა 4 541 678 102 080 44,49
4 მაჰაძანგის პროვინცია Mahajanga მაჰაძანგა 2 629 828 150 023 17,53
5 ტუამასინის პროვინცია Toamasina ტუამასინა 3 332 922 75 812 43,96
6 ტულიარის პროვინცია Mahajanga ტულიარა 3 314 607 157 405 21,06
სულ 21 842 167 587 295 37,19

რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარის რეგიონები

მადაგასკარის რეგიონების სია:

№ რუკაზე რეგიონი ადმ. ცენტრი მოსახლეობა,
ად. 2013 წელი[1]
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 დიანა ანცირანანა 700 021 19 266 36,33
2 სავა სამბავა 980 807 25 518 38,44
3 იტასი მიარინარივუ 732 834 6993 104,80
4 ანალამანგა ანტანანარივუ 3 348 794 16 911 198,02
5 ვაკინანკარატრა ანცირაბე 1 803 307 16 599 108,64
6 ბონგოლავა ცირუანუმანდიდი 457 368 16 688 27,41
7 სოფია ანცუჰიჰი 1 247 037 50 100 24,89
8 ბოენი მაჰაძანგა 799 675 31 046 25,76
9 ბეციბოკა მაევატანანა 293 522 30 025 9,78
10 მელაკი მაინტირანუ 289 594 38 852 7,45
11 ალაოტრა-მანგორო ამბატუნდრაზაკა 1 027 110 31 948 32,15
12 აცინანანა ტუამასინა 1 270 680 21 934 57,93
13 ანალანჟიროფო ფენუარივუ 1 035 132 21 930 47,20
14 ამორონი-მანია ამბუსიტრა 715 027 16 141 44,30
15 ჰაუტე-მაციატრა ფიანარანცუა 1 199 183 21 080 56,89
16 ვატოვავი-ფიტოვინანი მანაკარა 1 416 459 19 605 72,25
17 აციმო-აცინანანა ფარაფანგანა 898 702 18 863 47,64
18 აიჰორომბე იჰუსი 312 307 26 391 11,83
19 მენაბე მურუნდავა 592 113 46 121 12,84
20 აციმო-ანდრეფანა ტულიარა 1 316 756 66 236 19,88
21 ანდროი ამბუვუმბე 733 933 19 317 37,99
22 ანოსი ტაულანტარუ 671 805 25 731 26,11
სულ 21 842 167 587 295 37,19

რეგიონები და პროვინციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონები და პროვინციები[29]
რეგიონი პროვინცია მოსახლეობა 2013 წლის მონაცემებით
დიანა (1), სავა (2) ანცირანანის პროვინცია 1 680 828
იტასი (3), ანალამანგა (4), ვაკინანკარატრა (5), ბონგოლავა (6) ანტანანარივუს პროვინცია 6 342 303
სოფია (7), ბოენი (8), ბეციბოკა (9), მელაკი (10) მაჰაძანგის პროვინცია 2 629 828
ალაოტრა-მანგორო (11), აცინანანა (12), ანალანჟიროფო (13) ტუამასინის პროვინცია 3 332 922
ამორონი-მანია (14), ჰაუტე-მაციატრა (15), ვატოვავი-ფიტოვინანი (16), აციმო-აცინანანა (17), აიჰორომბე (18) ფიანარანცუის პროვინცია 4 541 678
მენაბე (19), აციმო-ანდრეფანა (20), ანდროი (21), ანოსი (22) ტულიარის პროვინცია 3 314 607
სულ 21 842 167

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მადაგასკარის დემოგრაფია.

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკური ჯგუფების განაწილება

2013 წელს მადაგასკარის მოსახლეობა 21 842 167 ადამიანს შეადგენდა[1]. მადაგასკარის მოსახლეობის 90 % წარმოადგენს მალაგასიურ ეთნიკურ ჯგუფს და იყოფა 18 ქვე-ეთნიკურ ჯგუფად. სანაპირო ზოლში მცხოვრებ ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფს უფრო მჭიდრო კავშირი აქვს აზიურ გენეტიკასთან. სანაპირო ზოლის უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფებია: ბეციმისარაკები (14,9 %); ციმიჰეტები (6 %) და საკალავები (6 %).

მალაგასიელები — ეთნიკური ჯგუფი, რომლისგანაც ჩამოყალიბებულია მადაგასკარის ძირითადი მოსახლეობა. ლაპარაკობენ მალაგასიურ ენაზე, რომელიც ეკუთვნის ავსტრონეზიული ენების ოჯახის ინდო-მელანეზიური ენების ჯგუფს. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 20 მილიონი ადამიანია. თვითონ დასახელება წარმომდგარია სიტყვა „მადაგასკარის“ წინსართისაგან, შესაბამისად, მალაგასი — „მადაგასკარელია“ მალაგასიურ ენაზე, რომელიც თავის მხრივ ასევე ნიშნავს „მადაგასკარულს“.

მალაგასიელები იყოფიან ორ ქვეჯგუფად — მთიელები და სანაპიროს მაცხოვრებლები. მთიელი ხალხია მერინა, სიჰანაკები და ბეცილეო, ხოლო სანაპიროს მაცხოვრებლებს მიეკუთვნება ყველა დანარჩენი, მაგალითად, ბეციმისარაკები, საკალავები და მაჰაფალები. ორ ქვეჯგუფად დაყოფა, შესაძლებელია, განპირობებულია ადამიანის კუნძულზე მიგრაციის ისტორიით. ჩვენი წელთაღრიცხვის II-V საუკუნეებში მადაგასკარზე დასახლდნენ ავსტრონეზიელი ხალხები, რომლებმაც ძირითადად დაიკავეს ცენტრალური მთიანეთი. რამდენიმე ხნის შემდეგ კუნძულზე აღმოსავლეთ აფრიკიდან მოზამბიკის სრუტის გავლით მოვიდა მიგრანტების მეორე ტალღა, რომელიც შედგებოდა ბანტუს ხალხის წარმომადგენლებისაგან. აფრიკელმა დასახლებულებმა დაიკავეს შედარებით თავისუფალი სანაპირო ზონა. ბანტუს წარმომადგენლები კუნძულზე მოხვდნენ მონათვაჭრობის შედეგად. მაგრამ არსებობენ მადაგასკარის დასახლების სხვა ვერსიებიც, სავარაუდოდ მათ შორისაა ის, რომ კუნძულის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ ნეგროიდული რასის ხალხი, ხოლო ავსტრონეზიელები უფრო გვიან მოვიდნენ.

შედეგად მთიელებს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ მალაიზიიდან და ინდონეზიიდან ჩამოსულთა შთამომავლები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად ტომობრივი დამოკიდებულებების შედეგად არსებული გარეგნული მკაფიო განსხვავებისა, კუნძულის მოსახლეობა საკმაოდ შერეულია ერთმანეთში. კუნძულის მოსახლეობის მიტოხონდრიალური დნკ-ს უახლოესმა გამოკვლევებმა დაადასტურეს ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებები მოსახლეობის ავსტრონეზიული წარმოშობის შესახებ. ტომების სია:

მალაგასიური ეთნოსის ქვე-ჯგუფები რეგიონი
ანტანკანარა, საკალავები, ციმიჰეტები ანცირანანის პროვინცია
საკალავები, ვეზო მაჰაძანგის პროვინცია
ბეციმისარაკები, სიჰანაკები, ბეზანოზანო ტუამასინის პროვინცია
მერინას ხალხი ანტანანარივუს პროვინცია
ბეცილეო, ანტეფასები, ანტამბაჰოაკები, ანტეიმორო, ანტესაკები, ტანალები ფიანარანცუის პროვინცია
მაჰაფალები, ანტანდროები, ანტანოსი, ბარა, ვეზო ტულიარის პროვინცია

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარის რესპუბლიკის 2010 წლის კონსტიტუციის თანახმად მალაგასიური ენა ნაციონალური ენაა. მადაგასკარის ოფიციალური ენებია მალაგასიური და ფრანგული ენები.

მალაგასიის მეცნიერებათა აკადემიის სტატისტიკის თანახმად მადაგასკარის მოსახლეობის 0,57 % ლაპარაკობს მხოლოდ ფრანგულ ენაზე, მადაგასკარელთა 15,87 % (ძირითადად ქვეყნის მოსახლეობის განათლებული ნაწილი) ფლობს მალაგასიურ და ფრანგულ ენებს, და ქვეყნის მოსახლეობის 83,61 %-მა არ იცის არც ერთი ენა, მალაგასიურის გარდა[30].

მადაგასკარი ფრანგულენოვანი ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია.

მალაგასიური ენა არ არის დაკავშირებული ახლომდებარე აფრიკული ქვეყნების ენებთან. ის მალაიურ-პოლინეზიურ ენებს შორის, რომელიც ეკუთვნის ავსტრონეზიულ ენებს, გეოგრაფიულად იმყოფება ყველაზე დასავლეთით. ეს ფაქტი დადგინდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში. მალაგასიური ენა ენათესავება ინდონეზიის, მალაიზიის და ფილიპინების ენებს. მასთან ყველაზე უფრო ახლოს დგას კალიმანტანის ენები, რომელიც გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე (ბორნეო)[31]. მალაგასიური ენის საბაზო ლექსიკა 90 %-ით ედრება კუნძულ კალიმანტანის სამხრეთში მდებარე მდინარე ბარიტოს რაიონში არსებულ მა’ანიანის ენის ლექსიკას. ეს ნიშნავს, რომ მადაგასკარი დასახლებული იყო ზუსტად აქედან წამოსული ხალხით. ზუსტად ცნობილი არაა, რა მიზეზით მოხდა ეს კოლონიზაცია. მოგვიანებით ინდონეზიელი გადასახლებულები შეერივნენ აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩამოსულებს და არაბებს[32].

მალაგასიურ ენაში არსებობს ნასესხები სიტყვები ბანტუს, სუაჰილის და არაბული ენებიდან, ასევე ფრანგული (ძველად მადაგასკარის კოლონიალური ხელისუფლების ენა) და ინგლისური ენებიდან (რომელზეც XVIII საუკუნეში ლაპარაკობდნენ მეკობრეები, რომელთა ბაზებიც არსებობდა კუნძულზე).

ენას აქვს წერითი ლიტერატურა XV საუკუნიდან და ზეპირი პოეტური გადმოცემების და ლეგენდების მდიდარი ტრადიცია.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ავსტრონეზიელი გადმოსახლებულებისათვის ტრადიციული წინაპრების კულტის მიმდევარია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კავშირს გარდაცვლილებს და ცოცხლებს შორის. ამ რელიგიის მიმდევრების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა ცხოვრობს მერინას ხალხში. მათ სწამთ, რომ თითოეული ადამიანი სიკვდილის შემდეგ უერთდება თავიანთი წინაპრების სულებს, და რომ ყველა სული ქმნის გარკვეულ „ღვთაებრიობის“ იერარქიას. მერინას და ბეცილეოს ხალხებს შორის, ევროპელების თვალსაზრისით, მიღებულია საკმაოდ უცნაური ტრადიცია, ცნობილი როგორც ფამადიჰანა, რაც თარგმანში ნიშნავს „გარდაცვლილთა გადატრიალება“. ამ რიტუალის ჩატარების დროს, აკლდამიდან ამოჰყავთ გარდაცვლილის ნეშთი, ახვევენ ახალ სავანში (აბრეშუმის ზეწარი) და მთელი დღესასწაულის განმავლობაში მის ირგვლივ მხიარულობენ და ცეკვავენ, ზოგჯერ გარდაცვლილის ნეშთს ხელითაც კი ატარებენ. ცერემონიის დამთავრებისას ცხედარს უკან აკლდამაში აბრუნებენ.

მოსახლეობის დაახლოებით 45 % ქრისტიანობის მიმდევარია, ეკუთვნიან კათოლიკურ და სხვადასხვა პროტესტანტულ დენომინაციებს (ღმერთის ასამბლეა, ლუთერანობა, ანგლიკანიზმი, ადვენტიზმი). მორწმუნეთა უმრავლესობა ცდილობს შეუთავსოს წინაპრების კულტი ქრისტიანულ ტრადიციებს. მაგალითად, არც თუ ყველა ქრისტიანი უარს არ ამბობს ფამადიჰანას პრაქტიკაზე, ეს განსაკუთრებით ეხებათ კათოლიკებს. კათოლიკური ეკლესიების პასტორებს შეუძლიათ მივიდნენ ცერემონიებზე და დალოცონ მონაწილენი. პროტესტანტული ეკლესია კი საკმაოდ ნეგატიურადაა განწყობილი კულტის პრაქტიკასთან და თავის მრევლს მოუწოდებს უარი თქვან „ეშმაკის თაყვანისცემაზე“. მადაგასკარზე ქრისტიანული ეკლესია წარმოადგენს საკმაოდ გავლენიან პოლიტიკურ ინსტიტუტს.

დანარჩენი მოსახლეობა (დაახლოებით 7 %) ისლამის მიმდევარია, რომელიც კუნძულზე შემოტანილია დაახლოებით X საუკუნეში არაბი ვაჭრების მიერ. ისლამი განსაკუთრებით ძლიერ არის გავრცელებული კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ნავსაყუდლების დიდი რაოდენობის გამო, რომლებიც ოდესღაც იყო არაბთა ფორპოსტები. უნდა აღინიშნოს, რომ ისლამის გამოისობით მალაგასიური ენა პირველად დაიწერა არაბული დამწერლობით, თუმცა რომელმაც ვერ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც მალაგასიური დამწერლობის ძირითადმა საშუალებამ (დღეისათვის გამოიყენება ლათინური ანბანი). ბოლო პერიოდში აღინიშნება იმ მოსახლეობის ზრდის ტენდენცია, რომელიც ისლამის მიმდევარია.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან კუნძულზე გავრცელება დაიწყო მართლმადიდებლობამ.

უდიდესი ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარის უდიდესი ქალაქია ანტანანარივუ.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მადაგასკარის ეკონომიკა.

საერთოდ მადაგასკარის ეკონომიკა განიხილება როგორც განვითარებადი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ქვეყნის 2007 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 18 120 მილიონ ამერიკული დოლარს, ხოლო მსოფლიო ბანკის ვერსიით 16 821 მილიონ ამერიკული დოლარს, რის შედეგადაც ქვეყანას მსოფლიო რეიტინგში უკავია შესაბამისად 116-ე და 115-ე ადგილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, და 124-ე ადგილი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფაქტების წიგნის მონაცემებით.[33]. იმავე ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებით 2007 წელს შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა 1068 ამერიკული დოლარი (157-ე ადგილი მსოფლიოში) და 878 ამერიკული დოლარი (161-ე ადგილი).

მადაგასკარის ეკონომიკის ძირითადი დარგებია სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და სანელებლების და სპეციების ექსპორტისათვის მოყვანა. ექსპორტისთვის ძირითადი პროდუქტებია ყავა, ვანილი (მადაგასკარი მსოფლიოში მსხვილი დამამზადებელია), კაკაოს ფხვნილი, შაქარი, ბრინჯი, ტაპიოკა, პარკოსნები, ბანანი და არაქისი. ცნობილია კაზუსი: როდესაც კომპანია კოკა-კოლა ნატურალური ვანილიდან გადავიდა სინთეტიკურ ვანილინზე, ამან საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას[34].

ეკონომიკურ დარგებში სტრუქტურული რეფორმები დაიწყო XX საუკუნის 80-იან წლებში, ძირითადად უცხოური ფინანსური ინსტიტუტების, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკის, ზეწოლის შემდეგ. ჩატარდა საპრივატიზაციო პროგრამა (1988-1993 წლები), შემოღებული იქნა თავისუფალი ვაჭრობის ზონა (ინგლ. Export Processing Zone), მაგრამ 80-იან წლების ბოლოს უმნიშვნელო ზრდის შემდეგ 1991-1996 წლებში დადგა სტაგნაციის პერიოდი. პრივატიზაციის მეორე ტალღამ ისევ გაზარდა ეკონომიკა 1996—2001 წლებში, მაგრამ მთლიანობაში ცხოვრების დონე ქვეყანაში არ ამაღლებულა, განსაკუთრებით ქალაქებს მიღმა. 2002 წლის პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც დაკავშირებული იყო დიდიე რაცირაკასა და ახალი პრეზიდენტის მარკ რავალომანანას მომხრეებს შორის დაპირისპირებით, საკმაოდ დაარტყა ქვეყნის ეკონომიკას, 2002 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი დაეცა 12,7 %-ით. 2002—2005 წლები აღინიშნა, როგორც ინფლაციასთან ბრძოლის და მთლიანი შიდა პროდუქტის თანდათანობითი წამოწევის პერიოდი, რომელშიც გარკვეული წვლილი მიუძღვით უცხოურ სახელმწიფოებს და საფინანსო ინსტიტუტებს.

ეკონომიკის ზრდის ძირითადი წყაროები მოცემულ მომენტში არიან ტურიზმი, ტექსტილის და მსუბუქი მრეწველობის საქონლის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტი. კუნძულის უნიკალური ფაუნის გამო, ბიო-ტურიზმი იტაცებს სულ უფრო დიდი რაოდენობის ადამიანებს პლანეტის სხვადასხვა კუთხეებიდან. კუნძულის მთელი ფლორის და ფაუნის დაახლოებით 80 % ენდემებია, და პლანეტის მრავალფეროვანი სახეობების საერთო რაოდენობის 5 % ბინადრობენ მადაგასკარზე. თავისუფალი ვაჭრობის ზონები, რომლებიც მდებარეობენ ანტანანარივუს და ანცირაბეს შორიახლოს, საკუთარ მიზნად აქვთ აშშ-სთან და ევროკავშირთან ვაჭრობა. ბუნებრივი ნედლეულის სახით, ძირითადად მოიპოვებენ ნახშირს, ილმენიტს და ნიკელს ექსპორტისათვის. ქვეყნის სამხრეთში აღმოჩენილია ორი მსხვილი ნავთობის საბადო.

მადაგასკარი და მავრიტანია მსოფლიოს უკანასკნელი ქვეყნები არიან, რომლებიც არ იყენებენ ათობით ფულად სისტემას. მადაგასკარული არიარი უდრის ხუთ ირაიმბილანიას.

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეროპორტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულ — 104, მათ შორის:
    • მყარი საფარით — 27
    • მყარი საფარის გარეშე — 77

საავტომობილო გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულ — 49 827 კმ, მათ შორის:
    • მყარი საფარით — 5780 კმ
    • მყარი საფარის გარეშე — 44 047 კმ

რკინიგზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულ — 854 კმ

საწყლოსნო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულ — 9 გემი (1000 გრტ-ზე მეტი) წყალწყვით 13 986 გრტ/18 466 დედვეიტი

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამედიცინო ცენტრები, დისპანსერები და საავადმყოფოები მდებარეობენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ისინი თავმოყრილები არიან ქალაქის რაიონებში და განსაკუთრებით ანტანანარივუში. სამედიცინო დახმარების მიღება ჯერ კიდევ შეუძლებელია ბევრი მალაგასიელისთვის. სამედიცინო დახმარების ხარჯები მაღალია ვიდრე მალაგასიელების საშუალო შემოსავალი, ასევე ნასწავლი მედპერსონალის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განაწილება რჩება საკმაოდ დაბალი. 2010 წელს მადაგასკარზე საშუალოდ სულ იყო სამი საწოლი 10 000 ადამიანზე და 3150 ექიმი, 5661 მედდა, 385 სამედიცინო საზოგადოების მუშაკი, 175 ფარმაცევტი და 57 სტომატოლოგი 22 მილიონ მოსახლეზე. 2008 წელს სახრლმწიფო ხარჯების 14,6 % მიმართული იყო ჯანდაცვის სფეროში. ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 70 %-ს აფინანსებდა მთავრობა, ხოლო 30 %-ს საერთაშორისო დონორები და სხვა კერძო წყაროები.[35] სახელმწიფოს აქვს უკიდურეს შემთხვევაში ერთი ძირითადი სამედიცინო ცენტრი კომუნაში. კერძო სამედიცინო ცენტრები კონცენტრირებულია ქალაქის რაიონებში და განსაკუთრებით ეს შეინიშნება ცენტრალურ მთიანეთში.[27]

ამ ბარიერების მიუხედავად, ჯანდაცვის სამსახურებმა აჩვენეს გაუმჯობესების ტენდენცია უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ბავშვების ვაქცინაცია ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ჰეპატიტი В, დიფტერია და წითელა გაიზარდა საშუალოდ 60 %-ით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ გაზრდილია საბაზო სამედიცინო მომსახურება და პროცედურები. 2009 წელს მადაგასკარზე შობადობის მაჩვენებელმა შეადგინა 4,6 ბავშვი ერთ ქალზე, რაც დაბალია 1990 წლის მაჩვენებელზე — 6,3. მოზარდთა ორსულობამ 2011 წელს შეადგინა 14,8 %, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე აფრიკის საშუალო მაჩვენებელი და იგი ქვეყნის მოსახლეობის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.[35] 2010 წელს დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 440 დედა 100 000 ახალშობილზე, შედარებით 373,1 დედა 2008 წელს და 484,4 დედა 1990 წელს, რაც მოწმობს პერინატალური დახმარების შემცირებაზე 2009 წლის გადატრიალების შემდეგ. ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 2011 წელს შეადგინა 41 ბავშვი 1000 დაბადებულზე,[4] ხუთ წელზე უმცროსი ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელია 61 % 1000 დაბადებულზე.[36] მადაგასკარზე გავრცელებულია შისტოსომოზი, მალარია და ვენერიული დაავადებები, თუმცა შიდსით ინფიცირების ტემპი რჩება დაბალი კონტინენტალური აფრიკის ბევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით, იგი უფროსი ასაკის მოსახლეობაში სულ 0,2 %-ია. მალარიისგან სიკვდილიანობა ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია აფრიკაში — 8,5 გარდაცვლილი 100 000 მოსახლეზე.[35] 2009 წელს უფროსი ასაკის მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ შეადგინა 63 წელი მამაკაცებისათვის და 67 წელი ქალებისათვის.[35]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნემდე მთელი განათლება მადაგასკარზე იყო არაფორმალური და როგორც წესი ემსახურებოდა პრაქტიკული წეს-ჩვეულებების, ასევე სოციალური და კულტურული ფასეულობების შესწავლას, წინაპრების და უფროსების პატივისცემის ჩათვლით.[10] პირველი ევროპული სტილის სკოლა ოფიციალურად გაიხსნა 1818 წელს ტუამასინაში ლონდონის მისიონერთა საზოგადოების (ლმს) წევრების მიერ. ლმს მიიწვია მეფე რადამა I-მა (1810-1828 წლები), იმ მიზნით, რომ მერინას არისტოკრატიის ბავშვებს მიეღოთ ზოგადი განათლების საფუძვლები. სკოლები რანავალონა I-მა დახურა 1835 წელს[37], მაგრამ ხელახლა გაიხსნა მისი სიკვდილის შემდეგ და რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში მათმა რაოდენობამ იმატა კიდევაც. XIX საუკუნის ბოლოს მადაგასკარს ჰქონდა ყველაზე უფრო განვითარებული სასკოლო სისტემა საჰარის უდაბნოს სამხრეთით არსებულ კოლონიამდელ აფრიკაში. სასკოლო განათლების მიღება კოლონიალურ პერიოდში გაფართოვდა სანაპირო რაიონებში, ფრანგული ენის და შრომის ელემენტარული წესების შესწავლა სასწავლო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი გახდა. პოსტ-კოლონიალურ პირველ რესპუბლიკაში, პედაგოგებად საფრანგეთის მოქალაქეებს ენიჭებოდა უპირატესობა და სწავლებაც ფრანგულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევდა, ვინც ყოფილი კოლონიალური ქვეყნისგან სრულ გამოყოფას ითხოვდა.[10] შესაბამისად, მეორე სოციალისტური რესპუბლიკის დროს, ფრანგი ინსტრუქტორები და სხვა პირები ქვეყნიდან გაყარეს, მალაგასიური ენა გამოცხადდა სასწავლო ენად და მადაგასკარელ ახალგაზრდებს სწრაფად ასწავლიდნენ ყოფილიყვნენ პედაგოგები შორეულ სოფლის სკოლებში სავალდებულო ორწლიანი სამსახურის ეროვნული პოლიტიკის ფარგლებში.[38] ეს პოლიტიკა, ცნობილი როგორც malgachization დაემთხვა მკვეთრ ეკონომიკური ვარდნის პერიოდს და გამოიწვია განათლების ხარისხის უეცარი ვარდნა. ამ პერიოდში სკოლადამთავრებულებმა საერთოდ ვერ მოახერხეს სრულყოფილად შეესწავლათ ფრანგული ენა და სხვა სასკოლო საგნები, სამუშაოს მოსაძებნად ისინი იძულებულები იყვნენ დათანხმებულიყვნენ დაბალანაზღაურებად სამსახურს ან ემუშავად "შავ ბაზარზე", რის შედეგადაც მათი უმრავლესობა აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარზე. ალბერტ ზაფის ხანმოკლე პრეზიდენტობის ვადის გარდა 1992 წლიდან 1996 წლამდე, დიდიე რაცირაკა ხელისუფლებაში იყო 1975 წლიდან 2001 წლამდე და ამ პერიოდში ვერ მოხერხდა მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა განათლების სფეროში.[39]

განათლებამ პრიორიტეტი მიიღო რავალუმანანას ადმინისტრაციის პერიოდში (2002-2009 წლები) და დღეისათვის იგი უფასო და სავალდებულოა 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.[40] დაწყებითი განათლების ციკლი მოიცავს ხუთ წელიწადს, ხოლო შემდეგ ოთხი წელი საშუალო სკოლის ქვედა კლასებში და სამი წელი საშუალო სკოლის ზედა კლასებში.[10] რავალუმანანამ სასწავლო წლის პირველ მეოთხედში ააშენა ათასი ახალი დაწყებითი სკოლა და შექმნა დამატებითი კლასები, ძველი შენობები შეკეთდა და შეირჩა დაწყებითი სკოლების ათობით ათასი ახალი მასწავლებლები. დაწყებით სკოლებში შეკრებები გაუქმდა და ძირითადი სასკოლო საკუთრების კომპლექტები დაურიგდა ამ სკოლის მოსწავლეებს.[40] სახელმწიფო სკოლების მშენებლობის ინიციატივამ უზრუნველყო მინიმუმ ერთი ძირითადი სკოლის არსებობა რაიონში და ერთი არასრული საშუალო სკოლის არსებობა თითოეულ კომუნაში. სულ ცოტა ერთი გიმნაზია მდებარეობს თითოეულ დიდ საქალაქო ცენტრში.[27] სამი სახალხო საზოგადოებრივი უნივერსიტეტი მდებარეობს ანტანანარივუში (დაარსდა 1961 წელს), მაჰაძანგაში (1977 წელს) და ფიანარანცუაში (fianarantsoa) (1988 წელს). მათ ემატება სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯი და რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი და ტექნიკური კოლეჯი.[10]

განათლების მიღების შესაძლებლობის ზრდის შედეგად, მათი ხარჯები ორჯერ გაიზარდა 1996 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში. მაგრამ, განათლების ხარისხი დაბალია.[40] რავალუმანანას პრეზიდენტობის მეორე ვადის საგანმანათლებლო პოლიტიკა ყურადღებას უთმობდა ხარისხის საკითხებს, მოიცავდა დაწყებითი კლასების მასწავლებლების დასაქირავებლად მინიმალური საგანმანათლებლო სტანდარტების გაზრდას. საშუალო სკოლის სიმწიფის ატესტატი შეიცვალა საშუალო სკოლის დამთავრების მოწმობით, შეიცვალა მასწავლებელთა მომზადების პროგრამა ტრადიციული დიდაქტიკური ინსტრუქციებიდან სწავლების პირადული ორიენტაციის მეთოდზე გადასვლისათვის, რამაც ხელი შეუწყო სტუდენტების ცოდნის ამაღლებას და სწავლაში მონაწილეობას.[41] სახელმწიფო ხარჯებმა განათლებაზე შეადგინა საერთო სახელმწიფო ხარჯების მოცულობის 13,4 % და 2008 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,9 %. დაწყებითი კლასები გადატვირთულია მოსწავლეებით, 2008 წელს მოსწავლეების საშუალო შეფარდება მასწავლებლებთან შეადგენს 47:1.[42]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარის მრავალრიცხოვანი ეთნიკური ქვეჯგუფიდან ყოველი მათგანი იცავს თავის საკუთარ რწმენას, ცხოვრების წესს, რომლებიც ისტორიულად ხელს უწყობდნენ მათ უნიკალურ იდენტიფიკაციას. მაგრამ, არსებობს რამდენიმე ძირითადი კულტურული თავისებურებები, რომელიც გავრცელებულია მთელ კუნძულზე, რითაც შექმნილია ძლიერი, ერთიანი მალაგასიური კულტურული იდენტურობა. საერთო ენის, საერთო ტრადიციული რელიგიური რწმენის და წინაპრების პატივისცემის გარდა, ტრადიციული მალაგასიური მსოფლმხედველობა ჩამოყალიბებულია ფასეულობების საფუძველზე, რომელიც დამყარებულია ფიჰავანანაზე (სოლიდარობა), ვინტანაზე (ბედი), ტოდიზე, და ჰასინაზე (წმინდანი), ტრადიციულ თემებში თვლიან, რომ ცხოვრების ღვთიურ ძალას აძლიერებენ და შედეგად აკანონებენ თემის ან ოჯახის ავტორიტეტები. სხვა კულტურული ელემენტები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება მთელ კუნძულზე მოიცავს: წინადაცვეთის პრაქტიკას მამაკაცებში; ძლიერ სანათესაო კავშირს; ფართედ გავრცელებულ მაგიის ძალის შეგნებას, მკითხავობას, ასტროლოგიას და ჯადოქრობას; ასევე გავრცელებულია სოციალური კლასების ტრადიციული დაყოფა არისტოკრატიად, ჩვეულებრივ ხალხად და მონებად.[10][43] მიუხედავად იმისა, რომ სოციალური კასტები იურიდიულად უკვე აღარ არსებობს, ნათესაური კასტური მიკუთვნება ხშირად აგრძელებს გავლენას სოციალურ სტატუსზე, ეკონომიკურ შესაძლებლობაზე და თემის შიგნით ადამიანის როლზე.[44] მალაგასიელი ხალხი ტრადიციულად დარიგებებს იღებს Mpanandro-სთან ("დღეების შემქმნელი"), რომ გაარკვიოს მთავარი მოვლენებისათვის, ისეთების როგორიცაა ქორწილი ან ფამადიჰანა, ყველაზე უფრო ხელსაყრელი დღეები. ასეთი ტრადიციული ასტროლოგიური სისტემა შემოტანილი იქნა არაბების მიერ. ანალოგიურად კოლონიამდელი პერიოდის ბევრი მალაგასიური თემის არისტოკრატი, სამხრეთ-აღმოსავლეთი ანტემოროს ეთნიკური ჯგუფიდან, რომლების შთამომავლობაც არაბების მოსვლამდე იწყება, როგორც წესი ქირაობდა კონსულტანტებს, რომლებიც ცნობილია როგორც ombiasy ("ძალზე კეთილი ადამიანი").[45]

მალაგასიური კულტურის მრავალფეროვანი საწყისები ვლინდება მის მატერიალურ გამოხატვაში. მადაგასკარის ყველაზე უფრო სიმბოლური ნივთია ვალიჰა, ეს ბამბუკის ღეროებისგან შემდგარი ციტრას მაგვარი სიმებიანი მუსიკალური საკრავი, რომელიც მადაგასკარზე შემოტანილია ადრეული დამსახლებლების მიერ კუნძულ კალიმანტანის სამხრეთიდან და ფორმით საკმაოდ ჰგავს მათ, რომლებსაც დღეისათვის ხმარობენ ინდონეზიაში და ფილიპინებზე.[46] მშენებლობის და სიმბოლიზმის მხრივ მადაგასკარის ტრადიციული სახლები ასევე ანალოგიურია კალიმანტანის კუნძულის სამხრეთში მდებარე სახლებისა. მათ აქვთ მართკუთხა ფორმა გეგმაში წაწვეტებული სახურავით და ცენტრალური საყრდენი კოლონა.[47] ფართედ გავრცელებული წინაპრების ხსოვნის ანარეკლია აკლდამები, რომლებიც ქვეყნის ბევრ რეგიონში კულტურულ მნიშვნელობას იძენს და როგორც წესი აშენებულია გაცილებით უფრო გამძლე მასალისაგან, მორთულობაც უფრო რთულია, ვიდრე ცოცხალი ადამიანების სახლები.[48] კუნძულზე აბრეშუმის ქსოვილის წარმოება შეინიშნება პირველი დამსახლებლების პერიოდიდან, ეროვნული სამოსი — ლამბა უზადო მრავალფეროვანი ხელოვნების გამოხატულებაა.[49] სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კულტურული გავლენა ასევე გამოიხატება მალაგასიურ სამზარეულოში, რომელშიც ბრინჯს ხმარობენ თითქმის ნებისმიერ საჭმელში, ჩვეულებრივ ბევრ გემრიელ ბოსტნეულის ან ხორციან საჭმელებთან ერთად.[50] აფრიკული გავლენა გამოიხატება ზებუს ღვთიურ დანიშნულებაში და მისი მფლობელების სიმდიდრეში, რომლის ტრადიცია სათავეს იღებს აფრიკის მატერიკიდან. მადაგასკარის დაბლობ რაიონებში, სადაც იმყოფება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დიდი რაოდენობა, ნახირის ქურდობა ახალგაზრდა მამაკაცებისთვის დამახასიათებელია, რაც საკმაოდ სახიფათოა და ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება, რადგანაც საკუთარი ნახირის უფრო კარგად შეიარაღებული ქურდებისაგან დასაცავად მწყემსები იყენებენ ტრადიციულ შუბებს.[15]

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარზე ფართედაა განვითარებული მრავალფეროვანი ზეპირი და წერილობითი ფორმის ლიტერატურა. უპირველეს ყოვლისა კუნძულის მხატვრულ ტრადიციებს წარმოადგენს ლიტერატურული მჭევრმეტყველება, რომელიც გამოხატულია hainteny-ის (პოეზია), kabary-ის (სახალხო დისკუსია) და ohabolana-ს (ანდაზები) ფორმებით.[51][52] ეპიკური პოემა — Ibonia რომელიც ამ ტრადიციებს მოიცავს, გადაეცემოდა საუკუნეების განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა ფორმით მთელ კუნძულზე და წარმოდგენას იძლევა მალაგასიური თემების სხვადასხვა მითოლოგიაზე და რწმენაზე.[53] ეს ტრადიცია XX საუკუნეში გააგრძელეს ისეთმა მწერლებმა, როგორებიცაა ჟან-ჟოზეფ რაბეარიველომ, რომელსაც აფრიკაში თვლიან პირველ თანამედროვე პოეტად,[54] და ელი რაჯაონარისონი, რომელიც მალაგასიური პოეზიის ახალი ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელია.[55] მადაგასკარმა ასევე შექმნა მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა, რომელიც ასახულია ათეულობით რეგიონალურ მუსიკალურ ჟანრებში, როგორებიცაა სანაპირო რაიონის salegy ან hiragasy, რომლებიც აცოცხლებენ სოფლის თავყრილობებს, ადგილობრივ საცეკვაო მოედნებს და ეროვნულ რადიოტალღებს.[56]

პლასტიკური ხელოვნებაც ასევე ფართედაა გავრცელებულია მთელ კუნძულზე. აბრეშუმის ქსოვილების და ლამბის წარმოების ტრადიციებთან ერთად, რაფიისგან და სხვა ადგილობრივი მცენარეული მასალისაგან ქსოვა გამოიყენებოდა პრაქტიკული ელემენტების ფართე სპექტრის შესაქმნელად, როგორებიცაა ხალიჩები, კალათები, ჩანთები და ქუდები.[57] კუნძულზე ხეზე ჭრა ხელოვნების მაღალგანვითარებული ფორმაა, სხვადასხვა რეგიონალური სტილი და სხვა არქიტექტურული ელემენტები იკვეთება აივნების შემოფარგვლის შელამაზებისას. სკულპტორები ქმნიან მრავალფეროვან ავეჯს და ინვენტარს სახლისთვის და ხის სკულპტურებს, რომელთაგან ბევრი გამოდის ტურისტული ბაზრებისათვის.[58] ცენტრალურ მთიანეთში მცხოვრები ხალხის — ზაფიმანირის დეკორატიული და ფუნქციონალური ხისდამამუშავებელი ტრადიცია იუნესკოს მიერ 2008 წელს შეყვანილი იქნა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.[59]

ანტაიმოროს ხალხს შორის, ქაღალდის წარმოება, შეჯერებული ყვავილებით და სხვა დეკორატიული ნატურალური მასალებით ადრევე დადგენილი ტრადიციაა.[58] ტანსაცმლის წარმოებისათვის ქარგვის და ქსოვილის გამოჭრის სამუშაოები სრულდება ხელით, სუფრები და სხვა საშინაო ქსოვილის ნივთები ასევე გასაყიდად გამოაქვთ ადგილობრივ ხელნაკეთობათა ბაზარზე.[57] მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობის მშვენიერი მხატვრული გალერეები არსებობენ ანტანანარივუში, ასევე მთელ რიგ სხვა საქალაქო რაიონებში, სადაც მყიდველებს სთავაზობენ ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებს. ტარდება ყოველწლიური არტ-გამოფენები, როგორიცაა ღია ცის ქვეშ არსებული გამოფენა Hosotra, რომლებიც ხელს უწყობებ გამომსახველობითი ხელოვნების შემდგომ განვითარებას მადაგასკარზე.[60]

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოგადაცემები რჩება მთავარ საშუალებად, რისი მეშვეობითაც მადაგასკარის მოსახლეობა ინფორმირებულია საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი ახალი ამბებით. მხოლოდ სახელმწიფო რადიოგადაცემები გადაიცემა კუნძულის მთელ ტერიტორიაზე. ასობით საზოგადოებრივი და კერძო სადგურები ადგილობრივი ან რეგიონალური დიაპაზონებით წარმოადგენენ სახელმწიფო მაუწყებლობის ალტერნატივას.[61] სახელმწიფო ტელევიზიების გარდა, მადაგასკარის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობს ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამების მქონე ბევრი სატელევიზიო კერძო სადგური.

მთელი რიგი მასმედიის საშუალებები ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებს ან თვით პოლიტიკოსებს, მათ შორის მედია ჯგუფი MBS (ეკუთვნის რავალუმანანას) და Viva (ეკუთვნის რაჯოელინას),[62] ხელს უწყობს საზოგადოების პოლიტიკურ პოლარიზაციას. ისტორიულად მასმედია მთავრობის კრიტიკაში დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახით განიცდიდა დაწოლას და ცენზურას. რეპორტიორებს ზოგჯერ ემუქრებიან ან ავიწროვებენ და მასმედიის წარმომადგენლები პერიოდულად იძულებულები არიან დახურონ გამოცემები.[61] მასმედიის ცენზურაზე ბრალდებები 2009 წელთან შედარებით გაიზარდა პოლიტიკურ კრიტიკაზე შეზღუდვების სავარაუდო გაძლიერებასთან დაკავშირებით.[63]

ინტერნეტით სარგებლობა მკვეთრად გაიზარდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, 2011 წლის მონაცემებით მადაგასკარის მოსახლეობის დაახლოებით 352 000 ადამიანი სარგებლობს ინტერნეტით სახლში ან ერთ-ერთ ეროვნულ ინტერნეტ-კაფეში.[61] მობილური ტელეფონი და ინტერნეტი ფართედაა გავრცელებული დიდ ქალაქებში, მაგრამ მაინც შეზღუდულია კუნძულის სოფლის რაიონებში. რაიონების მოსახლეობის დაახლოებით 30 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს რამდენიმე კერძო სატელეკომუნიკაციო ქსელით მობილური ტელეფონის ან სახმელეთო კავშირგაბმულობის ხაზის დახმარებით.[27]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადაგასკარზე გაჩნდა მთელი რიგი ტრადიციული თამაშები. მორაინგი (Moraingy), ხელჩართული ბრძოლის სახეობაა, ეს პოპულარული სანახაობრივი სპორტის სახეობაა სანაპირო რეგიონებში. ეს სახეობა ტრადიციულად მამაკაცებშია გავრცელებული, მაგრამ ქალებმაც ცოტა ხნის უკან დაიწყეს მასში მონაწილეობის მიღება.[64] ცხოველ ზებუსთან ორთაბრძოლა, რომელსაც ქვია სავიკა (savika) ანუ ტოლონ-ომბუ (tolon-omby), ასევე გავრცელებულია ბევრ რეგიონებში.[65] სპორტთან ერთად ერთობიან სხვადასხვა მრავალფეროვან თამაშებით. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებულია სამაგიდო თამაში ფანორონა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებშია კარგად განვითარებული. ხალხური გადმოცემების თანახმად, მეფედ ანდრიანჯაკა გახდა მას მერე, რაც მისმა მამა რალამბომ იეჭვიანა, რომ ანდრიანჯაკას უფროსი ძმა ფანორონას თამაშით იყო გართული, თავისი მოვალეობების შესრულების საზიანოდ.[66]

დასავლური გასართობი ღონისძიებები მადაგასკარზე შემოტანილი იქნა უკანასკნელი ორი ასწლეულის განმავლობაში. რაგბი მადაგასკარის ეროვნული სპორტის სახეობად ითვლება.[67] ფეხბურთი ასევე პოპულარულია. მადაგასკარი მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატში პეტანკში (ბოულინგის მსგავსი ფრანგული თამაში, რომელიც ფართედ გავრცელებულია როგორც ქალაქის რაიონებში, ასევე მთელ მთიან ადგილებში).[68] სკოლების სპორტულ პროგრამებში, როგორც წესი, ჩართულია ფეხბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, კრივი, ქალთა კალათბურთი და ქალთა ჩოგბურთი. მადაგასკარმა თავისი სპორტსმენები პირველად ოლიმპიურ თამაშებზე გაუშვა 1964 წელს, ქვეყანა ასევე მონაწილეობს აფრიკულ თამაშებში.[9] სკაუტებს მადაგასკარის ადგილობრივ ფედერაციაში წარმოადგენენ საკუთარი სამი სკაუტების კლუბი. 2011 წელს მონაწილეთა რაოდენობა შეფასებული იყო 14 905 ადამიანით.[69]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 მადაგასკარის 2013 წლის მოსახლეობა
  2. National Geographic. Style Manual. დაარქივებულია ორიგინალიდან 31 August 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 31 August 2012.
  3. Cousins (1895), pp. 11–12
  4. 4.0 4.1 4.2 Bureau of African Affairs. (3 May 2011) Background Note: Madagascar. U.S. Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან 24 August 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 24 August 2011.
  5. Central Intelligence Agency. (2011)Madagascar. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან 24 August 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 24 August 2011.
  6. Moriarty (1891), pp. 1–2
  7. University of Berkeley: Understanding Evolution. (October 2009) Where did all of Madagascar's species come from?. დაარქივებულია ორიგინალიდან 19 March 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 19 March 2011.
  8. Vences M, Wollenberg KC, Vieites DR, Lees DC (June 2009). „Madagascar as a model region of species diversification“. Trends in Ecology and Evolution 24 (8): გვ. 456–465. DOI:10.1016/j.tree.2009.03.011. PMID 19500874. წაკითხვის თარიღი: 11 February 2012. 
  9. 9.0 9.1 Encyclopaedia Britannica. (2011)Madagascar. Encyclopaedia Britannica. Eb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 25 August 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 25 August 2011.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Metz, Helen Chapin. (1994)Library of Congress Country Studies: Madagascar. დაარქივებულია ორიგინალიდან 1 February 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 1 February 2011.
  11. International Federation of Red Cross And Red Crescent Societies. (25 February 2005) Madagascar: Cyclone Gafilo, Final Report, Appeal 08/04. ReliefWeb. დაარქივებულია ორიგინალიდან 31 August 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 31 March 2011.
  12. Integrated Regional Information Networks. (2 July 2004) Madagascar: Saving the children from Gafilo's aftermath. ReliefWeb. დაარქივებულია ორიგინალიდან 9 September 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 9 September 2012.
  13. Crowley, B.E. (2010). „A refined chronology of prehistoric Madagascar and the demise of the megafauna“. Quaternary Science Reviews 29 (19–20): გვ. 2591–2603. DOI:10.1016/j.quascirev.2010.06.030. Bibcode: 2010QSRv...29.2591C. 
  14. Virah-Sawmy, M. (2010). „Evidence for drought and forest declines during the recent megafaunal extinctions in Madagascar“. Journal of Biogeography 37 (3): გვ. 506–519. DOI:10.1111/j.1365-2699.2009.02203.x. 
  15. 15.0 15.1 15.2 Campbell, Gwyn (1993). „The Structure of Trade in Madagascar, 1750–1810“. The International Journal of African Historical Studies 26 (1). DOI:10.2307/219188. 
  16. Wink (2004), p. 185
  17. Domenichini, J.P.. Antehiroka et Royauté Vazimba fr. Express de Madagascar. Madatana.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 July 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 5 November 2010.
  18. Hodder (1982), p. 59
  19. Van Den Boogaerde (2008), p. 7
  20. Randier (2006), p. 400
  21. Curtin (1998), p. 186
  22. Oliver, Fage & Sanderson (1985), p. 529
  23. Marcus, Richard (August 2004). „Political change in Madagascar: populist democracy or neopatrimonialism by another name?“ (Occasional Paper no. 89). წაკითხვის თარიღი: 15 February 2012. 
  24. Centre d'actualités de l'ONU – Madagascar : l'ONU salue le bon déroulement du deuxième tour des élections présidentielles. Un.org. წაკითხვის თარიღი: 2014-02-10.
  25. Deschamps (1965), pp. 268, 274.
  26. Deschamps: Histoire de Madagascar. Paris 1960. Pages 268 and 274.
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 Institut nationale de la statistique (INSTAT), Government of Madagascar (2010). „Presentation des resultats de la cartographie numerique en preparation du troisieme recensement generale de la population et de l'habitation“ (fr). პრეს-რელიზი. დაარქივებულია ორიგინალიდან 15 January 2012-ში. http://www.webcitation.org/64jHAqXGw. წაკითხვის თარიღი: 15 January 2012.
  28. კონსტიტუცია თავი 5.
  29. Ralison, Eliane; Goossens, Frans (January 2006). Madagascar: profile des marches pour les evaluations d'urgence de la securite alimentaire, Strengthening Emergency Needs Assessment Capacity (fr). Katholieke Universiteit Leuven, გვ. 3. წაკითხვის თარიღი: 14 January 2012. 
  30. http://www.lexpressmada.com/5156/print-article-32163.html
  31. Wittmann, Henri (1972). „Le caractère génétiquement composite des changements phonétiques du malgache.“ Proceedings of the International Congress of Phonetic Sciences 7.807-10. La Haye: Mouton.[1]
  32. Ferrand, Gabriel (1905). Les migrations musulmanes et juives à Madagascar. Paris: Revue de l’histoire des religions
  33. CIA — The World Factbook — Country Comparison :: National product
  34. Madagascar — Country Facts- Goway Travel Experiences
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 (2011) World Health Statistics 2011. Paris: World Health Organization. ISBN 978-92-4-156419-9. წაკითხვის თარიღი: 21 January 2012. 
  36. (August 2011) „The State Of The World's Midwifery“. წაკითხვის თარიღი: 22 January 2012. 
  37. Ralibera (1993), p. 196
  38. Ranaivoson, Samuel (1980). „La formation du personnel enseignant de l'éducation de base à Madagascar: Une etude de cas. Quelques reflections intéressant la programmation de l'assistance de l'UNICEF“ (fr). წაკითხვის თარიღი: 10 July 2011. 
  39. Mukonoweshuro, E.G. (1990). „State "resilience" and chronic political instability in Madagascar“. Canadian Journal of African Studies 24 (3): გვ. 376–398. DOI:10.2307/485627. 
  40. 40.0 40.1 40.2 (6 August 2010) „Managing for results in primary education in Madagascar: Evaluating the impact of selected workflow interventions“. The World Bank Economic Review 24 (2): გვ. 303–329. DOI:10.1093/wber/lhq009. წაკითხვის თარიღი: 10 February 2012. 
  41. Ministère de l'Education Secondaire et l'Education de Base (2005). „Curriculum de formation des élèves-maîtres“ (fr). 
  42. Public spending on education; total (percent of government expenditure) in Madagascar. TradingEconomics.com (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 28 January 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 28 January 2012.
  43. Bradt (2011), pp. 13–20
  44. Middleton (1999), pp. 259–262, 272, 309
  45. Ames (2003), p. 101
  46. Blench, Roger (1982). „Evidence for the Indonesian origins of certain elements of African culture“. African Music 6 (2): გვ. 81–93. 
  47. (2000) „House to Palace, Village to State: Scaling up Architecture and Ideology“. American Anthropologist, New Series 1 (102): გვ. 98–113. DOI:10.1525/aa.2000.102.1.98. 
  48. Acquier (1997), pp. 143–175
  49. Kusimba, Odland & Bronson (2004), p. 12
  50. Bradt (2011), p. 312
  51. Fox (1990), p. 39
  52. Ravalitera, P. Origine Confuse des Vazimba du Betsiriry fr. Journal Express. Madatana.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 July 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 11 November 2010.
  53. Unknown. Ibonia: the text in 17 sections. University of Virginia. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 July 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 15 November 2010.
  54. Rabearivelo (2007), p. x
  55. Auzias & Labourdette (2007), p. 142
  56. Randrianary (2001), pp. 109–137
  57. 57.0 57.1 Ashamu, Charlotte; Gomez-Pickering, Diego; Luke, Amanda; Morrison, Paul; Pedersen, Mark; Symes, Mara; Weyandt, Marthe. Made in Madagascar: Exporting Handicrafts to the U.S. Market: Final Report. United Nations Public-Private Alliance for Rural Development (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან 10 July 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 10 July 2011.
  58. 58.0 58.1 Heale & Abdul Latif (2008), pp. 108–111
  59. Woodcrafting Knowledge of the Zafimaniry. UNESCO. დაარქივებულია ორიგინალიდან 24 August 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 24 August 2012.
  60. Des nouveaux talents mis en relief“, l'expressmada.com, 7 August 2009. წაკითხვის თარიღი: 24 August 2012. (fr) დაარქივებულია ორიგინალიდან 24 August 2012-ში. 
  61. 61.0 61.1 61.2 Madagascar Profile: Media. BBC News (20 June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან 25 August 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 25 August 2012.
  62. Bachelard, Jerome; Marcus, Richard. Countries at the Crossroads 2011: Madagascar. Freedom House (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 25 August 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 25 August 2012.
  63. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor. (8 April 2011) 2010 Human Rights Report: Madagascar. U.S. Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 July 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 10 July 2011.
  64. Ratsimbazafy (2010), pp. 14–18
  65. Kusimba, Odland & Bronson (2004), p. 87
  66. City of Antananarivo. Antananarivo: Histoire de la commune fr. დაარქივებულია ორიგინალიდან 17 February 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 2 August 2010.
  67. Madagascar take Sevens honours. International Rugby Board (23 August 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან 29 August 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 24 July 2012.
  68. Vegar, Ness. (4 October 1999) Madagascar won the World Championship. petanque.org. დაარქივებულია ორიგინალიდან 14 January 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 14 January 2011.
  69. Triennal review: Census as at 1 December 2010. World Organization of the Scout Movement (1 December 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან 31 August 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 13 January 2011.