შინაარსზე გადასვლა

სეკულარიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ ჰოლიაკე (1817–1906), ბრიტანელი მწერალი რომელმაც შემოიტანა ტერმინი "სეკულარიზმი"

სეკულარიზმი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ მსოფლმხედველობას ან პრინციპს, რომელიც განსაზღვრავს საერო ცხოვრებას მოცემულ კონტექსტში, ხდიდეს მას პრიორიტეტულს, ამართლებდეს ან ხელს უწყობდეს მას არასეკულარულთან შედარებით.[1] „სეკულარიზმს“ ფართო მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი განმარტება, როგორც რელიგიის გამიჯვნა სამოქალაქო საქმეებისა და სახელმწიფოსგან, ყველაზე გავრცელებულია, ეს შეიძლება მოიცავდეს ანტიკლერიკალიზმს, ათეიზმს, ნატურალიზმს, რელიგიური სიმბოლოების განდევნას საჯარო სფეროდან და ა.შ.[2]

როგორც ფილოსოფიური სისტემა, სეკულარიზმი ცდილობს განმარტოს ცხოვრება მხოლოდ მატერიალური სამყაროდან აღებული პრინციპებით, რელიგიის გარეშე. რელიგიის გადმოსახედით, ის აქცენტს აკეთებს „დროებით“ და მატერიალურ საკითხებზე.[3]

პოლიტიკური თვალსაზრისით, სეკულარიზმი არის სამთავრობო ინსტიტუტებისა და პირთა განცალკევების პრინციპი რელიგიური ინსტიტუტებისა და პირებისგან.[4] დასავლეთში არსებობს სეკულარიზმის გამორჩეული ტრადიციები - სეკულარიზმის ფრანგული და ანგლო-ამერიკული მოდელები. არსებობს ასევე სეკულარიზმის ინდური ტრადიციაც.[2] სეკულარიზმის მხარდასაჭერად მიზნები და არგუმენტები საკმაოდ განსხვავდება, დაწყებული იმის მტკიცებით, რომ იგი მოდერნიზაციის გადამწყვეტი ელემენტია, ან რომ რელიგია და ტრადიციული ღირებულებები ჩამორჩენილია და გამყოფია. ზოგიც ამტკიცებს, რომ ეს არის თავისუფალი რელიგიური სწავლების ერთადერთი გარანტი.

ტერმინი სეკულარიზმი პირველად გამოიყენა ბრიტანელმა მწერალმა ჯორჯ ჰოლიოუკმა 1851 წელს, რათა აღეწერა მისი შეხედულებები რელიგიისგან დამოუკიდებელი სოციალური წესრიგის დამკვიდრების შესახებ, რელიგიური რწმენის უარყოფისა და კრიტიკის გარეშე. თავად აგნოსტიკოსი ჰოლიოუკე ამტკიცებდა, რომ სეკულარიზმი არ უპირისპირდებოდა ქრისტიანობას, თითოეულ რელიგიას თანაბარ პირობებში განიხილავდა. მისი გააზრებით, საერო ცოდნა ამ ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნაა, რომელიც ეხება ამ ცხოვრების წარმართვას, ხელს უწყობს ამ ცხოვრების კეთილდღეობას და შეუძლია ამ ცხოვრებისეული გამოცდილების შემოწმება.[5]

სეკულარიზმი შეიძლება დაიყოს ორ ტიპად, „მყარი“ და „რბილი“. „მყარი“ სეკულარიზმი რელიგიურ მსჯელობებს ეპისტემოლოგიურად არალეგიტიმურად მიიჩნევს და ცდილობს მათ მაქსიმალურად უარყოფს. „რბილი“ სეკულარიზმი კი ხაზს უსვამს ტოლერანტობასა და ლიბერალიზმს.[6]

მიუხედავად იმისა, რომ სეკულარიზმი თანამედროვე ცნებაა, მსგავსი იდეები შეიძლება მოიძებნოს ანტიკური ცივილიზაციების ფილოსოფოსთა ნაშრომებში.[7] ასეთ წერილობით ცნობებში ყველაზე ადრეული ნიმუში ანტიკურ ინდოეთში მოიპოვება - ჩარვაკა-ლოკაიატას ფილოსოფიურ სისტემაში, რომელიც გულისხმობდა პირდაპირ აღქმას, ემპირიზმსა და პირობით დასკვნას, როგორც ცოდნის სანდო წყაროებს, და ცდილობდა უარი ეთქვა იმ დროის გაბატონებულ რელიგიურ პრაქტიკაზე.[8] ზენონისეული, სტოიკური ფილოსოფია და მარკუს ავრელიუსი ასევე კარგი მაგალითებია. სეკულარიზმი დასავლეთში რელიგიურ რწმენაზე გონიერების დაფუძნებით გაჩნდა, რადგან ადამიანური აზრი თანდათან განთავისუფლდა რელიგიისა და ცრურწმენის აშკარა ბატონობისგან.[9] სეკულარიზმი დასავლეთში პირველად გამოჩნდა ანტიკური საბერძნეთის კლასიკურ ფილოსოფიასა და პოლიტიკაში, კლასიკური სამყაროს დაცემის შემდეგ გარკვეული დროით გაქრა, მაგრამ განახლდა რენესანსსა და რეფორმაციებში, ათასწლეულის შემდეგ. შემდგომში, განმანათლებლობამ სამყარო შეაფასა, როგორც „ღრმა რეალობა“, რომელსაც კაცობრიობა თავის მიერვე შექმნილი მანკიერი საზოგადოებრივი ინსტიტუციებით სცილდებოდა. შესაბამისად, ადამიანის უფლებები არ განიხილებოდა როგორც ღმერთის მიერ მოცემული, არამედ როგორც ბუნების დე ფაქტო სარგებელი, რაც მიზეზმა გამოავლინა.[10] ჯონ ლოკმა, დენი დიდრომ, ვოლტერმა, ბარუხ სპინოზამ, ჯეიმზ მედისონმა, ტომას ჯეფერსონმა და ტომას პეინმა და განმანათლებლობის სხვა მოაზროვნეებმა დიდი წვლილი შეიტანეს სეკულარული შეხედულების ჩამოყალიბებაში. ბოლო პერიოდში სეკულარიზმს ფილოსოფიურ სისტემას წარმოადგენენ ისეთი ინტელექტუალები, როგორებიც არიან რობერტ ინგერსოლი, ბერტრან რასელი და კრისტოფერ ჰიტჩენსი.

სახელმწიფო სეკულარიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თვალსაზრისით, სეკულარიზმი არის იდეა, რომელიც გულისხმობს რელიგიისა და მთავრობის გამიჯვნა (მას ხშირად უწოდებენ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას). ეს შეიძლება გულისხმობდეს მთავრობასა და სახელმწიფო რელიგიას შორის კავშირების შემცირებას, სამოქალაქო კანონებით საღვთო წერილის საფუძველზე შექმნილი კანონების ჩანაცვლებას (მაგალითად, ჰალახას და შარიათის კანონს), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას. მიჩნეულია, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტებით მნიშვნელოვანია რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა სახელმწიფოში.[11] თუმცა, სეკულარულ სახელმწიფოდ შესაძლებელია მივიჩნიოთ როგორც დემოკრატიული, ასევე ავტორიტარული რეჟიმები.

სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგია ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან განცალკევებაა. მსგავს მიდგომას იზიარებენ სხვადასხვა რეჟიმის მქონე ქვეყნები - როგორც დემოკრატიული, ასევე ავტორიტარული. საგულისხმოა, რომ თითოეულმა სახელმწიფომ შესაძლოა მისთვის შესაფერისი, უნიკალური მეთოდი, გზა მოძებნოს აღნიშნული პოლიტიკის განსახორციელებლად. ეს გზები შესაძლოა გულისხმობდნენ რელიგიური გაერთიანებების რეგისტრირებასა და ფრთხილ მონიტორინგს, ასევე, მათი უფლებამოსილებების განსაზღვრას. სახელმწიფოში რელიგიური თავისუფლების იდეაზე დიდი გავლენა იქონია ჯონ ლოკის ნაწერებმა, რომელიც თავის წერილში „ტოლერანტობის შესახებ“ მსჯელობდა რელიგიური შემწყნარებლობის სასარგებლოდ. მისი აზრით, მთავრობა თანაბრად, გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა მოქალაქესა და ყველა რელიგიას - მას შეუძლია შეზღუდოს მათი მოქმედებები, მაგრამ არა რელიგიური მიზნები ქმედებების უკან.

ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევების იდეის მიხედვით, სეკულარიზმის მომხრეები უპირატესობას ანიჭებენ იმას, რომ პოლიტიკოსები გადაწყვეტილებებს იღებენ საერო და არა რელიგიური მიზეზების გამო.[12] ამ თვალსაზრისით, რელიგიის სახელმწიფოსგან განცალკევების მომხრე ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა აბორტი, კონტრაცეფცია, ემბრიონის ღეროვანი უჯრედების კვლევა, ერთსქესიანთა ქორწინება და სექსუალური განათლება.[13][14]

ზოგიერთი ქრისტიანი ფუნდამენტალისტი და მკვლევარი (განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში) ეწინააღმდეგება სეკულარიზმს, ხშირად ამტკიცებენ, რომ დღეს არსებობს „რადიკალური სეკულარული“ იდეოლოგია და ის საფრთხეს უქმნის „ქრისტიანთა უფლებებს“[15] და ეროვნულ უსაფრთხოებას.[16] საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ აშშ-ში სეკულარიზმის კონცეფცია ხშირად არასწორად არის განმარტებული. ჟაკ ბერლინერბლაუს თანახმად, ამერიკის პოლიტიკურ ლექსიკონში სეკულარიზმი სწორედ ის ტერმინია, რომელიც ყველაზე ხშირად არასწორადაა გაგებული და ახსნილი. მისი აზრით, რელიგიურმა მემარჯვენეებმა იგი მიზანმიმართულად გაუთანაბრა ათეიზმს, კომუნიზმს და სხვა იდეოლოგიებს 1970-იანი წლებიდან.[17] თანამედროვე სამყაროში რელიგიური ფუნდამენტალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი და ისლამური ფუნდამენტალიზმია. ამავე დროს, სეკულარიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკადი რელიგიური უმცირესობებისაგან წარმოიშვა, რომლებიც სამთავრობო და პოლიტიკურ სეკულარიზმს განიხილავენ, როგორც თანასწორი უფლებების შენარჩუნებას.[18]

კონსტიტუციურად სეკულარულ სახელმწიფოებად მიიჩნევა აშშ,[19] საფრანგეთი,[20] მექსიკა,[21] სამხრეთ კორეა და სხვა არაერთი სახელმწიფო, თუმცა არცერთ მათგანს არ აქვს მმართველობის იდენტური ფორმები რელიგიასთან მიმართებაში. მაგალითად, ინდოეთში სეკულარიზმი მოიცავს სახელმწიფოს მონაწილეობას რელიგიურ საქმიანობაში, ხოლო საფრანგეთში, სეკულარიზმი კატეგორიულად გამორიცხავს სახელმწიფოს რაიმე სახით ჩარევას.[22][23]

სეკულარული საზოგადოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიის შესწავლის დროს, თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნები ჩვეულებრივ აღიარებულია, როგორც სეკულარული. ეს განპირობებულია რელიგიის თითქმის სრული თავისუფლებით (რელიგიის რწმენა ზოგადად არ ექვემდებარება იურიდიულ და სოციალურ სანქციებს) და რელიგიური ლიდერების გავლენის არარსებობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამის მიუხედავად, ირწმუნებიან, რომ Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელები ზოგადად უფრო დადებითად აფასებენ რელიგიის მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიდრე ევროპაში, სადაც ეკლესიის გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მცირდება.[24]

მაქს ვებერის შემდეგ თანამედროვე სოციოლოგიის კვლევის საგანი ხშირად იყო სეკულარულ საზოგადოებაში არსებული ავტორიტეტები, ასევე სეკულარიზმი, როგორც სოციოლოგიური და ისტორიული პროცესი. კარლ ლ. ბეკერი, კარლ ლოვიტი, ჰანს ბლუმენბერგი, მ. აბრამსი, პიტერ ლ. ბერგერი, პოლ ბენიხოუ და დ. მუნბი არიან ის მკვლევრები, რომელთაც დიდი როლი მიუძღვით აღნიშნული საკითხების გააზრებაში.[25]

საგულისხმოა, რომ საზოგადოებათა უმეტესობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების შედეგად უფრო მეტად ხდება სეკულარული, ვიდრე სეკულარიზმის მქადაგებელი მოძრაობის აქტიური პოლიტიკით.

ჰოლიოკის აზრით, სეკულარიზმისა და საერო ეთიკის დაინტერესება რელიგიური საკითხებით ერთმანეთთან შეუსაბამოა. ამასთან, საერო ეთიკა მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ათეიზმისგან. ამასთან, იგი არ ეთანხმებოდა ჩარლზ ბრედლუს, რის გამოც სეკულარული მოძრაობა ორად გაიყო - ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ანტირელიგიური საქმიანობა არ იყო საჭირო ან სასურველი, ხოლო სხვები ფიქრობდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო.[26]

დასავლეთში თანამედროვე ეთიკურ დებატებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „სეკულარულს“. ზნეობრივი ფილოსოფიის წარმომადგენლების ნაშრომები, მაგალითად დერეკ პარფიტისა და პიტერ სინგერის, ითვლება სეკულარულ ან არარელიგიურად. მეტიც, თანამედროვე ბიოეთიკის მთელი დარგი მიჩნეულია არარელიგიურად.[27][28][29][30]

სეკულარიზმი გვიანი XX საუკუნის პოლიტიკურ ფილოსოფიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სეკულარიზმის მქადაგებელი ორგანიზაციები მას განმარტავენ, როგორც საერთო მოქალაქეობრივ საფუძველს როგორც რელიგიური, ასევე ათეისტი მოქალაქეებისთვის, რათა განმტკიცდეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხი. ამის კარგი მაგალითია ეროვნული სეკულარული საზოგადოება დიდ ბრიტანეთში.

ამასთანავე, როგორც ჩანს, მრავალი ქრისტიანი მკვლევარი და კონსერვატორი პოლიტიკოსი ხშირად სეკულარიზმს მიიჩნევს, როგორც რელიგიის ანტითეზისს და საზოგადოებისგან რელიგიის განდევნის მცდელობას - შეიცვალოს რელიგია ათეიზმით ან ღირებულებების არარსებობით, ნიჰილიზმით. ამ ორმა ასპექტმა შექმნა სირთულეები აღნიშნული თემის ირგვლივ პოლიტიკურ დისკურსში. ჯონ როულის „სამართლიანობის თეორიისა“ (1971) და მისი შემდეგ წიგნის „პოლიტიკური ლიბერალიზმის“ (1993)[31] მიხედვით, როგორც ჩანს, პოლიტიკური ფილოსოფიის თეორეტიკოსთა უმეტესობა, სეკულარიზმის ნაცვლად, მიჰყვება საყოველთაო კონსენსუსის კონცეფციას. როულსი ავითარებს იდეას კონსენსუსის შესახებ, როგორც პოლიტიკური ლიბერალიზმის სამი მთავარი იდეიდან ერთ-ერთი. მისი მტკიცებით, სეკულარიზმის, როგორც ტერმინის, გამოყენება არარელევანტურია.

მიუხედავად ამისა, როულის თეორია ჰოლიოუკის ტოლერანტული დემოკრატიის ხედვას ჰგავს, რომელიც ყველა სოციუმს ერთნაირად ექცევა. როულის აზრით, ყველას ინტერესშია „გონივრული კონსტიტუციური დემოკრატიის“ განმტკიცება „ტოლერანტობის პრინციპებით“. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკური ფილოსოფიის მკვლევრებზე - დროის ამ მონაკვეთში აქტიურად იყენებდნენ სიტყვა „კონსესუსს“, რამაც მაშინდელი მკვლევრების არაერთ ნაშრომში ჩაანაცვლა ტერმინი სეკულარიზმი.

თანამედროვე პოლიტიკურ ფილოსოფიის სახელმძღვანელოებში, როგორიცაა კოლინ ფარელის “შესავალი თანამედროვე პოლიტიკური თეორიის შესახებ“ და უილ კიმლიკკას „თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფია“, ტერმინი სეკულარიზმი საძიებო ველში არც არის და სქოლიოში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები.[32] and Will Kymlicka's, Contemporary Political Philosophy,[33] აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობა მოხსენიებულია როგორც მულტიკულტურალიზმი, კონსენსუსი, პლურალიზმი და სხვა. ამასთანავე, ოქსფორდის პოლიტიკური თეორიის სახელმძღვანელოში შეხვდებით ერთ თავს, სახელწოდებით „პოლიტიკური სეკულარიზმი“,[34] ავტორი რაჯეევ ბარგავაა. იგი მოიცავს სეკულარიზმს გლობალურ კონტექსტში და იწყება ამ წინადადებით: „სეკულარიზმი არის გაურკვეველი დოქტრინა“.

  • Boyer, Pascal (2002). Religion Explained: The Evolutionary Origins of Religious Thought. ISBN 0-465-00696-5
  • Dacey, Austin (2008). The Secular Conscience: Why belief belongs in public life. ISBN 978-1-59102-604-4
  • Holyoake, G.J. (1898). The Origin and Nature of Secularism. London: Watts & Co., Reprint: ISBN 978-1-174-50035-0
  • Jacoby, Susan (2004). Freethinkers: a history of American secularism. New York: Metropolitan Books. ISBN 0-8050-7442-2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Luke W. Galen. The Nonreligious: Understanding Secular People and Societies. Oxford University Press, 2016. p. 20
  2. 2.0 2.1 Nader Hashemi (2009). „Secularism“. In John L. Esposito (ed.). The Oxford Encyclopedia of the Islamic World. Oxford: Oxford University Press. ISBN 9780195305135.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  3. Yaniv Roznai citing Domenic Marbaniang in "Negotiating the Eternal: The Paradox of Entrenching Secularism in Constitutions", Michigan State Law Review 253, 2017, p. 324
  4. "Secularism & Secularity: Contemporary International Perspectives". Edited by Barry A. Kosmin and Ariela Keysar. Hartford, CT: Institute for the Study of Secularism in Society and Culture (ISSSC), 2007.
  5. Holyoake, G. J. (1872). The Reasoner. Holyoake., გვ. 100. 
  6. Kosmin, Barry A. "Hard and soft secularists and hard and soft secularism: An intellectual and research challenge.", http://www.trincoll.edu/NR/rdonlyres/9614BC42-9E4C-42BF-A7F4-0B5EE1009462/0/Kosmin_paper.pdf. წაკითხვის თარიღი: 2011-03-24 დაარქივებული 2009-03-27 საიტზე Wayback Machine.
  7. Phil Zuckerman; John R. Shook (2017). „Introduction: The Study of Secularism“. In Phil Zuckerman; John R. Shook (eds.). The Oxford Handbook of Secularism. p. 2. doi:10.1093/oxfordhb/9780199988457.013.1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-20. ციტირების თარიღი: 2019-04-21.(ფასიანი რეგისტრაცია)
  8. „Indian rationalism, Charvaka to Narendra Dabholkar“. The Indian Express (ინგლისური). 2018-08-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-22. ციტირების თარიღი: 2018-09-12.
  9. Ervin Budiselić, "Christian Witness for the 21st Century: Contemporary, yet Orthodox and Radical", Bogoslovni vestnik, 74 University of Ljlubljana, (2014) 3, p. 404
  10. Harvey Cox, The Secular City: Secularization and Urbanization in Theological Perspective (Princeton University Press, 2013), p. xxiii
  11. Feldman, Noah (2005). p. 14. "[Legal secularists] claim that separating religion from the public, governmental sphere is necessary to ensure the full inclusion of all citizens."
  12. Feldman Noah (2005). pp. 6–8.
  13. Washington Post, November 15, 2006 "Think Tank Will Promote Thinking" დაარქივებული 2017-10-29 საიტზე Wayback Machine.
  14. Declaration in Defense of Science and Secularism. Cfidc.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-17. ციტირების თარიღი: 2011-03-24.
  15. Lewis, Bob (2007-05-19). 'Jerry's Kids' Urged to Challenge 'Radical Secularism'. The Christian Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-21. ციტირების თარიღი: 2018-08-03.
  16. Rev Jerry Falwell. (2001-09-15) Jerry Falwell – Quotations – Seventh quotation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11.
  17. Jacques Berlinerblau (2012-07-28). „Secularism Is Not Atheism“. The Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-18. ციტირების თარიღი: 2013-05-27.
  18. Feldman, Noah (2005). p. 13.
  19. Mount, Steve. "The Constitution of the United States", Amendment 1 – Freedom of Religion, Press. ციტირების თარიღი: 22 April 2011.
  20. Archived copy. ციტირების თარიღი: 2020-10-26
  21. See article 3 of the 1917 Mexican constitution, and Article 24. See also Schmitt (1962) and Blancarte (2006).
  22. Das Acevedo, Veena (27 December 2018). „Secularism in the Indian Context“. Law & Social Inquiry. 38: 139. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 November 2020. ციტირების თარიღი: 15 May 2020.
  23. LAÏCITÉ: A MODEL OR A THREAT FOR FREEDOM OF RELIGION? en-US. ციტირების თარიღი: 2020-05-15
  24. Secular Europe and Religious America: Implications for Transatlantic Relations (2005-04-21). ციტირების თარიღი: 4 July 2018
  25. The Protestant Ethic and the Spirit of Capitalism, Max Weber, London, Routledge Classics, 2001, pp. 123–25.
  26. Holyoake, G. J. (1896). p. 37 დაარქივებული 2020-02-06 საიტზე Wayback Machine. .
  27. Derek Parfit (1984). Reasons and persons. Oxford [Oxfordshire]: Clarendon Press. 0198246153. ISBN 978-0-19-824615-2. 
  28. Brian Leiter, "Is "Secular Moral Theory" Really Relatively Young? დაარქივებული 2018-04-05 საიტზე Wayback Machine. , Leiter Reports: A Philosophy Blog, June 28, 2009.
  29. Richard Dawkins, "When Religion Steps on Science's Turf: The Alleged Separation Between the Two Is Not So Tidy დაარქივებული 2006-12-25 საიტზე Wayback Machine. ", Free Inquiry vol. 18, no. 2.
  30. Solomon, D. (2005). „Christian Bioethics, Secular Bioethics, and the Claim to Cultural Authority“. Christian Bioethics. 11 (3): 349–59. doi:10.1080/13803600500501571. PMID 16423736.
  31. Inc., Recorded Books (2011-01-01). Political Liberalism: Expanded Edition. Columbia University Press, გვ. 457. ISBN 978-0-231-52753-8. OCLC 948824118. 
  32. Patrick., Farrelly, Colin (2004-01-01). Contemporary political theory: a reader. Sage. ISBN 978-0-7619-4908-4. OCLC 290530058. 
  33. Will., Kymlicka (2002). Contemporary political philosophy: an introduction. Oxford University Press. ISBN 978-0-19-878274-2. OCLC 611694157. 
  34. 1953-, Dryzek, John S.; Bonnie., Honig (2009-01-01) The Oxford handbook of political theory. Oxford University Press, გვ. 636. ISBN 978-0-19-927003-3. OCLC 474737332.