შინაარსზე გადასვლა

ჩინეთის სამოქალაქო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინეთის სამოქალაქო ომი
1947 წლიდან ცივი ომის ნაწილი

საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით ზემოდან: კომუნისტი ჯარისკაცები სიპინგის პრძილაში; ნაციონალური რევოლუციური არმიის მუსლიმი ჯარისკაცები; მაო ძედუნი 1930-იანებში; ჩან კაიში ამოწმებს სამხედროებს; ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალი სუ იუ ამოწმებს ჯარისკაცებს მენგლიანგუს კამპანიის დაწყებამდე
თარიღი

პირველი ფაზა: 1927 წლის 1 აგვისტო[1]1936 წლის 22 დეკემბერი[2]
      (8 წელი, 5 თვე და 3 კვირა) მეორე ფაზა: 1946 წლის 31 მარტი – 1950 წლის 7 აგვისტო (დე ფაქტო)[3]
      (4 წელი, 4 თვე და 1 კვირა)

მესამე ფაზა: 1950 წლის 7 აგვისტო – დღემდე (დე იურე)
(74 წელი, 11 თვე, 3 კვირა და 4 დღე)
მდებარეობა ჩინეთი
შედეგი

კომუნისტების გამარჯვება

  • შეწყდა ძირითადი საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ არ მოწერილა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე
  • პატარა შეტაკებები გაგრძელდა 1960-იანებამდე
ტერიტორიული
ცვლილებები

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დაიკავა კონტინენტური ჩინეთი და ხაინანი

მხარეები
1927–1937
მხარდაჭერა:
1927–1937
ჩინეთის კომუნისტური პარტია
1946–1961
ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ჩინეთის რესპუბლიკა მხარდაჭერა:
1946–1961
ჩინეთის კომუნისტური პარტია

აღმოსავლეთ თურქესტანის მეორე რესპუბლიკა (1944–1946)

მხარდაჭერა:
მეთაურები
ჩან კაიში მაო ძედუნი
ძალები
* 4 300 000 სამხედრო (1946 წლის ივნისი)
  • 3 650 000 სამხედრო (1948 წლის ივნისი)
  • 1 490 000 სამხედრო (1949 წლის ივნისი)
* 1 200 000 სამხედრო (1945 წლის ივლისი)
  • 2 800 000 სამხედრო (1948 წლის ივნისს)
  • 4 000 000 სამხედრო (1949 წლის ივნისი)
დანაკარგები
1 500 000 (1948-1949)[4][5][6] 250 000 (1948-1949)[7][8][9]
ჩინეთის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

ჩინეთის სამოქალაქო ომი — სამოქალაქო ომი ჩინეთში სადაც ერთმანეთის პირისპირ იბრძოდნენ ჩინეთის რესპუბლიკა და ჩინეთის კომუნისტური პარტია. კონფლიქტი დაიწყო 1927 წელს ნანჩანის აჯანყებით და დასრულდა 1950 წელს ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობის ტაივანში გაქცევით. სამოქალაქო ომი იყოფა ორ ფაზად, პირველი 1927-1937 წლებში როდესაც კონტინენტური ჩინეთის უმეტესობა ჩინეთის რესპუბლიკას ეკავა, 1937-1945 წელს მხარეებმა კონფლიქტი გვერდზე გადადეს, მეორე გაერთიანებული ფრონტი ჩამოაყალიბეს და გაერთიანებული ძალებით მეორე მსოფლიო ომში, იაპონიის ემპერიას ებრძოდნენ მოკავშირეების დახმარებით. იაპონიის დამარცხების შემდეგ სამოქალაქო ომი განახლდა მეორე ფაზაში 1946-1950 წლებში სადაც კომუნისტებს მთელი ჩრდილოეთ ჩინეთი ეკავათ და მუდმივად აფართოვებდნენ საკუთარ გავლნის სფეროს.

კომუნისტებმა კონტინენტური ჩინეთი დაიკავეს და 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს. საპასუხოდ ტაივანიდან ჩინეთის რესპუბლიკამ თავი სრულიად ჩინეთის მთავრობად გამოაცხადა.[10] სამოქალაქო ომის დასრულების შესახებ არ არსებობს არანაირი სამშვიდობო ხელშეკრულება. სწორედ ამიტომ დებატები ჩინეთის სამოქალაქო ომის დასრულების შესახებ დღემდე გრძელდება.[11]

ცინის დინასტიის კოლაფსისა და სინხაის რევოლუციის შემდეგ ჩინეთში დაიწყო სამოქალაქო ომი რომელიც იუან შიკაის პრეზიდენტად არჩევამდე გაგრძელდა, იუან შიკაის ადმინისტრაცია ცნობილი გახდა როგორც ბეიიანგის მთავრობა. იუან შიკაის ჰქონდა მონარქიის აღდგენის მცდელობა, რამაც არ გაამართლა და მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მხედარმთავრების ერა. ამ დროს კუომინტანგი რომელსაც სუნ იატსენი მეთაურობდა აყალიბებს ახალ მთავრობას გუანჯოუში რათა შეეწინააღმდეგოს ბეიიანგის მთავრობას კონსტიტუციის დამცველობითი მოძრაობებით.

სუნ იატსენმა უცხოურ მთავრობებს მიმართა დახმარების მიღების თხოვნით რამა შედეგი არ გამოიღო, საბოლოოდ 1921 წელს იეტსუნმა საბჭოთა კავშირს მიმართა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და შორის კუომინტანგს ბრძოლა ძალაუფლებისთვის.

კომუნისტური აჯანყება (1927-1937)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წლის 1 აგვისტოს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ნანჩანში აჯანყება წამოიწყო ვუჰანის ნაციონალისტური მთავრობის წინააღმდეგ, აჯანყების დროს შეიქმნა ჩინეთის წითელი არმია.[1][12] 4 აგვისტოს წითელი არმიის ძირითადმა ძალებმა ნანჩანი დატოვა და სამხრეთით გუანდონგისკენ დაიძრა, ნაციონალისტურმა ძალებმა ნანჩანი მალევე დააიბრუნეს.[1] 7 აგვისტოს ჩკპ-ის შეხვედრაზე დადასტურდა რომ კომუნისტები ძალაუფლების ხელში ჩაგდებას სამხერდო ძალით აპირებდნენ, შემდეგ დღეს წითელ იარმიის ძალები ვუჰანში დამარცხდნენ ნაციონალისტებტან რომელთაც ვანგ ძინგვეი ხელმძღვანელობდა. 14 აგვისტოს ჩან კაიშიმ დროებით გადადგა, ამ დროს ვუჰანის ნაციონალისტურმა ფრაქციამ და ნაინკინის ფრაქციამ ალიანსი დაანონსეს კომუნისტების განადგურების მიზნით.

გენერალისიმუსი ჩან კაიში, ნაციონალური რევოლუციური არმიის მთავარსარდალი, ჩრდილოეთ ექსპედიციისას აღმოცენდა როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ლიდერი.

წითელ არმიას ჰქონდა მცდელობები დაეკავებინათ ჩანშა, შანტოუ და გუანჯოუ. წითელმა არმიამ, რომლის შემადგენლობააშიც იბრძოდნენ ნაციონალური რევოლუციური არმიის ყოფილი სამხედროები და შეიარაღებული გლეხები, კონტროლი დაამყარა სამხრეთ ჩინეთის მნიშვნელოვან რეგიონებში.[12] კუომინტანგის ძალები აგრძელებდნენ აჯანყების ჩახჩობას.[12] სექტემბერში ვანგ ძინგვეი გამოაგდეს ვუჰნაიდან, ასევე სექტემბერში მაო ძედუნმა წამოიწყო წარუმატებელი საშემოდგომო მოსავლის აჯანყება.[13] ნოემბერში ჩან კაიში ჩავიდა შანხაიში და თან მიიწვია ვანგ ძინგვეი. 11 დეკემბერს ჩკპ-მ წამოიწყო წარმატებული გუანჯოუს აჯანყება, მაგრამ ქალაქი დაკარგეს 13 დეკემბერს ნაციონალისტი გენერალი ჯანგ ფაკუის კონტრ-შეტევის შემდეგ. 16 დეკემბერს ვანგ ძინგვეი საფრანგეთში გაიქცა. ამ პირიოდისთვის შენეთში 3 დედაქალაქია: საერთაშორისოდ აღიარებული ბეიჯინგი, ჩკპ-ის და მემარცხენე კუომინტანგის ვუჰანი და მემარჯვენე კუომინტანგის ნანკინი.[14][15]

ამ დროს დაიყო პერიოდი ცნობილი როგორც „ათ წლიანი სამოქალაქო ომი“ რომელიც დასრულდა 1937 წელს, ჩინეთ-იაპონიის მეორე ომით და ქსი'ანის ინციდენტით.

უკვე 1929 წლისთვის ჩინეთის დიდი ნაწილი ჩან კაიშის ძალებს ეკავათ და კომუნისტებს გრძელი მარში მოუწიათ ჩრდილოეთ პროვინციებისკენ.

ბრძოლის გაგრძელება (1946-1949)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის დასრულების შემდეგ კომუნისტური პარტია საგრძნობლად გაიზარდა, წითელმა არმიამ 3,2 მილიონ ჯარისკაცს მიაღწია. ომის დროს კომუნისტების მიერ „გათავისუფლებული მიწა“ მოიცავდა ჩინეთის ტერიტორიის მეოთხედს ხოლო მოსახლეობის მესამედს, ამას ასევე ემატება სსრკ-ის მიერ ხელში ჩაგდებული იაპონური შეიარაღება, ტექნიკა და მანჯურია, რომელიც ასევე კომუნისტებს გადაეცათ.[16]

როდესაც ომისშემდეგი მოლაპარაკებები კომუნისტებს და ნაციონალისტებს შორის ჩაიშალა, სამოქალაქო ომი განახლდა, ომის ამ ფაზას კონტინენტურ ჩინეთში „გამათავისუფლების ომს“ უწოდებენ. ჩან კაიშიმ კომუნისტების წინააღმდეგ წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა 113 ბრიგადით (1.6 მილიონი სამხედრო) ჩრდილოეთ ჩინეთში.[16] ჩკპ-მ, რომელმაც იცოდა საკუთარი სისუსტეების შესახებ „პასიური თავდაცვის“ სტრატეგიას მიმართა. კომუნისტებს ნაციონალისტების არმიის დაღლის და მორალის დაცემის იმედი ჰქონდათ.[16]

1947 წლის მარტში ჩინეთის რესპუბლიკამ სიმბოლურ გამარჯვებას მიაღწია იან'ანის (კომუნისტების დედაქალაქის) აღებით.[17]

გვიანდელი 1948 წლისთვის კომუნისტებმა აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალქები: შენიანი და ჩანჩუნი, რითაც ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ჩინეთის კონტროლი შეძლეს. ახალი პირველი არმია რომელიც ნაციონალისტების რიგებში საუკეთესოდ ითვლებოდა ჩანჩუნის ალყისას დანებდა (ჩანჩუნის ალყაში შიმშილით 150 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა).[18][19]

ჩინეთის რესპუბლიკის არმიის დიდი დანაყოფების ხელში ჩაგდებით კომუნისტებმა მიიღეს დამატებით ტანკები და მძიმე არტილერია.[20]

1949 წელს კომუნისტებმა პეკინის კამპანიაში, სადაც მონაწილეობა 890 000 სამხედრომ მიიღო, ბეიჯინგი აიღეს.[21][21][20][21]

ჩრდილოეთ ჩინეთის დაკავების და გამანადგურებელი გამარჯვებების შემდეგ კომუნისტებმა, ლიაოშენის, ჰუაიჰაის და პინგჯინის კამპანიებში, 173 ჩინეთის რესპუბლიკის დივიზია (1.54 მილიონი სმახედრო) გაანადგურეს.[16][22][23]

1950 წელს კომუნისტებმა ჰაინანის კუნძული დაიკავეს რა დროსაც ნაციონალისტები ტავიანში გაიქცნენ.[24][25]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 (2012) China at War: An Encyclopedia, გვ. 295. 
  2. China. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica, Inc. (15 November 2012).
  3. Westad, Odd (2003). Decisive Encounters: The Chinese Civil War, 1946–1950. Stanford University Press, გვ. 305. 
  4. Lynch, Michael (2010). The Chinese Civil War 1945–49. Osprey Publishing, გვ. 91. ციტირების თარიღი: 2020-05-01. [მკვდარი ბმული]
  5. http://necrometrics.com/20c1m.htm#Nationalist
  6. http://necrometrics.com/20c1m.htm#Chinese
  7. Lynch, Michael (2010). The Chinese Civil War 1945–49. Osprey Publishing, გვ. 91. [მკვდარი ბმული]
  8. http://necrometrics.com/20c1m.htm#Nationalist
  9. http://necrometrics.com/20c1m.htm#Chinese
  10. (2013) Historical Dictionary of the Chinese Civil War. Lanham, Maryland: The Scarecrow Press, Inc., გვ. 3. 
  11. Green, Leslie C.. The Contemporary Law of Armed Conflict, გვ. 79. 
  12. 12.0 12.1 12.2 Lee, Lai to. Trade Unions in China: 1949 To the Present. [1986] (1986). National University of Singapore Press. ISBN 9971-69-093-4.
  13. Blasko, Dennis J. [2006] (2006). The Chinese Army Today: Tradition and Transformation for the 21st Century. Routledge. ISBN 0-415-77003-3.
  14. Esherick, Joseph. (2000). Remaking the Chinese City: Modernity and National Identity, 1900–1950. University of Hawaii Press. ISBN 0-8248-2518-7.
  15. Clark, Anne, Klein, Donald. eds. (1971). Biographic Dictionary of Chinese Communism (Harvard University Press), p. 134.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Nguyễn Anh Thái (chief author) (2002). Lịch sử thế giới hiện đại (Vietnamese). Ho Chi Minh City: Giáo Dục Publisher, გვ. 320–322. 8934980082317. 
  17. Lilley, James R. China Hands: Nine Decades of Adventure, Espionage, and Diplomacy in Asia. ISBN 1-58648-136-3.
  18. Westad, Odd Arne. [2003] (2003). Decisive Encounters: The Chinese Civil War, 1946–1950. Stanford University Press. ISBN 0-8047-4484-X. pp. 192–193.
  19. Pomfret, John. Red Army Starved 150,000 Chinese Civilians, Books Says. Associated Press; The Seattle Times. 2009-10-02. URL:http://community.seattletimes.nwsource.com/archive/?date=19901122&slug=1105487 დაარქივებული 2011-10-25 საიტზე Wayback Machine. . Accessed: 2009-10-02. (Archived by WebCite at
  20. 20.0 20.1 Elleman, Bruce A. Modern Chinese Warfare, 1795–1989. Routledge. ISBN 0-415-21473-4.
  21. 21.0 21.1 21.2 Finkelstein, David Michael. Ryan, Mark A. McDevitt, Michael. [2003] (2003). Chinese Warfighting: The PLA Experience Since 1949. M.E. Sharpe. China. ISBN 0-7656-1088-4. p. 63.
  22. Andrew D. W. Forbes (1986). Warlords and Muslims in Chinese Central Asia: a political history of Republican Sinkiang 1911–1949. Cambridge, England: CUP Archive, გვ. 215. ციტირების თარიღი: 2010-06-28. 
  23. Andrew D. W. Forbes (1986). Warlords and Muslims in Chinese Central Asia: a political history of Republican Sinkiang 1911–1949. Cambridge, England: CUP Archive, გვ. 225. ციტირების თარიღი: 2010-06-28. 
  24. Qi, Bangyuan. Wang, Dewei. Wang, David Der-wei. [2003] (2003). The Last of the Whampoa Breed: Stories of the Chinese Diaspora. Columbia University Press. ISBN 0-231-13002-3. p. 2.
  25. MacFarquhar, Roderick. Fairbank, John K. Twitchett, Denis C. [1991] (1991). The Cambridge History of China. Cambridge University Press. ISBN 0-521-24337-8. p. 820.