შინაარსზე გადასვლა

ოკეანეთი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოკეანეთიკუნძულთა ჯგუფი (დაახლოებით 10 ათ. კუნძული) წყნარი ოკეანის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთის განედი 28°25′ და სამხრეთის განედი 52°30′ შორის. ფართობი — 1,25 მლნ. კმ². ტერიტორიის 80 % უჭირავს ახალი გვინეისა და ახალი ზელანდიის კუნძულებს. 10 ქვეყანა თანამეგობრობის წევრია.

ოკეანეთის ფიზიკური რუკა (ინგლისური)
ოკეანეთის რეგიონები
ოკეანეთის პოლიტიკური რუკა

ოკეანეთი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კუნძულებს, რომლებიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, ჩრდილოეთი ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და სამხრეთი ნახევარსფეროს ზომიერ განედებს შორის.

ყველა კუნძულის საერთო ფართობი შეადგენს 1,25 მილიონ კმ²-ს (ავსტრალიასთან ერთად 8,52 მილიონ კმ²-ს), მოსახლეობა — დაახლოებით 17,0 მილიონ ადამიანს (ავსტრალიასთან ერთად 38,5 მილიონ ადამიანს). გეოგრაფიულად ოკეანეთი იყოფა მელანეზიად, მიკრონეზიად და პოლინეზიად; ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ ახალ ზელანდიას.

ოკეანეთის კუნძულებს გარს აკრავენ წყნარი ოკეანის ბევრი ზღვები: მარჯნის ზღვა, ტასმანიის ზღვა, ფიჯის ზღვა, კოროს ზღვა, სოლომონის ზღვა, ბისმარკის ზღვა, ფილიპინის ზღვა და ინდოეთის ოკეანის არაფურის ზღვა.

ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი კუნძულებია:

გეოლოგიური თვალსაზრისით ოკეანეთი არ არის კონტინენტი: მხოლოდ ავსტრალიას, ახალ კალედონიას, ახალ ზელანდიას, ახალ გვინეას და ტასმანიას აქვთ კონტინენტალური წარმოშობა, რომელიც ჩამოყალიბდა ჰიპოთეთიკური მატერიკის გონდვანას ადგილას. ძველად ეს კუნძულები წარმოადგენდნენ ერთიან ხმელეთს, მაგრამ მსოფლიო ოკეანის დონის აწევის შედეგად მიწის ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა წყლის ქვეშ. ამ კუნძულების რელიეფი მთიანია და საკმაოდ დანაწევრებულია. მაგალითად, ოკეანეთის ყველაზე მაღალი მთები, მათ შორის, მთა ჯაია (5029 მეტრი), მდებარეობენ კუნძულ ახალ გვინეაზე.

ოკეანეთის უმრავლეს კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა: მათი ნაწილი წარმოადგენს დიდი წყალქვეშა ვულკანების მწვერვალებს, რომელთაგან რამდენიმე დღემდე ავლენენ მაღალ ვულკანურ აქტიურობას (მაგალითად, ჰავაის კუნძულები).

სხვა კუნძულებს კი აქვთ მარჯნული წარმოშობა, შედეგად ისინი ატოლებია, რომლებიც ჩამოყალიბდნენ წყალქვეშ ჩაძირული ვულკანების (მაგალითად, გილბერტის კუნძულები, ტუამოტუს კუნძულები) ირგვლივ აშენებული მარჯნული წარმონაქმნების შედეგად. ასეთი კუნძულების გამორჩეული განსაკუთრებულობაა დიდი ლაგუნები, რომლებიც შემოფარგლულია მრავალრიცხოვანი მომცრო კუნძულებით, ანუ მოტუებით, რომელთა საშუალო სიმაღლე არ აჭარბებს სამ მეტრს. ოკეანეთში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაგუნის მქონე ატოლი — კვაჯალეინი მარშალის კუნძულების არქიპელაგში[1]. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხმელეთის ფართობი სულ შეადგენს 16,32 კმ²-ს (ანუ 6,3 კვ. მილი), ლაგუნის ფართობი — 2174 კმ² (ანუ 839,3 კვ. მილი)[2]. ხმელეთის ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი ატოლია შობის კუნძული (ანუ კირიტიმატი) ლაინის კუნძულებში (ანუ ცენტრალური პოლინეზიური სპორადები) — 322 კმ²[3]. მაგრამ ატოლებს შორის გვხვდება განსაკუთრებული ტიპიც — ამოწეული ატოლი (ანუ წამოწეული), რომელიც წარმოადგენს ქვიშაქვიან პლატოს ოკეანის დონიდან 50—60 მეტრამდე სიმაღლით. ასეთი ტიპის კუნძულს ლაგუნა არ აქვს ან მისი წარსულში არსებობის კვალი ატყვია. ასეთი ატოლების მაგალითებია ნაურუ, ნიუე, ბანაბა.

ოკეანეთის რაიონში წყნარი ოკეანის ფსკერის რელიეფს და გეოლოგიურ სტრუქტურას აქვს რთული სტრუქტურა. ალიასკის ნახევარკუნძულიდან (არის ჩრდილოეთი ამერიკის ნაწილი) ახალ ზელანდიამდე მდებარეობენ დაშორებული ზღვებში, ღრმა ოკეანურ ღარებში (ტონგის ღარი, კერმადეკის ღარი, ბუგენვილის ღარი) არსებული ქვაბულების დიდი რაოდენობა, რომლებიც ქმნიან დანაოჭების სარტყელს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია აქტიური ვულკანიზმით, სეისმურობით და კონტრასტული რელიეფით.

ოკეანეთის უმრავლეს კუნძულებზე სასარგებლო წიაღისეული არ არსებობს, მხოლოდ მათ ყველაზე უფრო დიდ კუნძულებზე მიმდინარეობს მოპოვება: ნიკელის (ახალი კალედონია), ნავთობის და ბუნებრივი აირის (ახალი გვინეა, ახალი ზელანდია), სპილენძის (ბუგენვილი პაპუა-ახალ გვინეაში), ოქროსი (ახალი გვინეა, ფიჯი), ფოსფატები (კუნძულების უმრავლესობაზე საბადოები თითქმის ან უკვე დამუშავებულია, მაგალითად, ნაურუში, კუნძულებზე ბანაბა, მაკატეას კუნძული). ძველად რეგიონის ბევრ კუნძულებზე მიმდინარეობდა გუანოს აქტიური დამუშავება, რომელიც გამოიყენებოდა აზოტის და ფოსფორის შემცველი სასუქის სახით. ზოგიერთი ქვეყნის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ოკეანის ფსკერზე მდებარეობს რკინა-მანგანუმის კონკრეციის და კობალტის დიდი მარაგი, მაგრამ დღეისათვის რაიმე-სახის მოპოვება ეკონომიკური არამიზნობრიობის გამო არ მიმდინარეობს.

ნიადაგი და ჰიდროლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა კლიმატური პირობების გამო ოკეანეთის ნიადაგი საკმაოდ ნაირფეროვანია. ატოლების ნიადაგი მაღალტუტიანია, მარჯნული წარმოშობისა, საკმაოდ ღარიბია. ჩვეულებრივ ისინი ფორიანებია, რის გამოც საკმაოდ ცუდად ინარჩუნებენ სინოტივეს, ასევე შეიცავენ საკმაოდ მცირე რაოდენობის ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს კალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის გარდა. ვულკანური კუნძულების ნიადაგს, როგორც წესი, აქვს ვულკანური წარმოშობა და გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. დიდ მთიან კუნძულებზე გვხვდება წითელ-ყვითელი, მთის ლატერიტული, მთის-მინდვრიანი, ყვითელ-წაბლისფერი ნიადაგი, ყვითელმიწანიადაგი, წითელმიწანიადაგი.

დიდი მდინარეები არსებობენ მხოლოდ ახალი ზელანდიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კუნძულზე, ასევე ახალი გვინეის კუნძულზე, რომელზეც მდებარეობენ ოკეანეთის დიდი მდინარეები, სეპიკი (1126 კმ) და ფლაი (1050 კმ). ახალი ზელანდიის უდიდესი მდინარე — უაიკატო (425 კმ). მდინარეები უპირატესად წვიმის წყლებით იკვებებიან, თუმცა ახალ ზელანდიაში და ახალ გვინეაზე მდინარეები ასევე იკვებებიან გამდნარი მყინვარებისა და თოვლის წყლებისაგან. ატოლებზე მდინარეები საერთოდ არ არსებობენ ნიადაგის საკმაოდ მაღალი ფორიანობის გამო. ამის მაგივრად წვიმის წყალი, ჟონავს ნიადაგში, ქმნის ოდნავ მარილიან წყლის ლინზას, სადამდე მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ჭის ამოთხრის შემთხვევაში. უფრო დიდ კუნძულებზე (როგორც წესი, ვულკანური წარმოშობის) გვხვდება წყლის მცირე დინებები, რომლებიც მიმართულია ოკეანისკენ.

ტბების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა, მათ შორის, თერმალური, მდებარეობს ახალ ზელანდიაში, სადაც ასევე არსებობენ გეიზერები. ოკეანეთის სხვა კუნძულებზე ტბები — დიდი იშვიათობაა.

ოკეანეთი მდებარეობს რამდენიმე კლიმატური სარტყლის ფარგლებში: ეკვატორული, სუბეკვატორული, ტროპიკული, სუბტროპიკული, ზომიერი. კუნძულების დიდ ნაწილზე ჭარბობს ტროპიკული კლიმატი. სუბეკვატორული კლიმატი ბატონობს ავსტრალიასთან და აზიასთან ახლომდებარე კუნძულებზე, ასევე ეკვატორის ზონის 180 მერიდიანიდან აღმოსავლეთით, ეკვატორული კლიმატი — 180 მერიდიანიდან დასავლეთით, სუბტროპიკული კლიმატი — ტროპიკებიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზომიერი კლიმატი — ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულის დიდ ნაწილზე.

ოკეანეთის კუნძულების კლიმატი ძირითადად განისაზღვრება პასატებით, რის გამოც მათ დიდ ნაწილზე მოდის ნალექების დიდი რაოდენობა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 1500 მმ-დან 4000 მმ-მდე, თუმცა ზოგიერთ კუნძულზე (კერძოდ, რელიეფის განსაკუთრებულობის გამო და ქარსზედა მხარეს) კლიმატი შეიძლება იყოს უფრო მეტად ნოტიო ან პირიქით — უფრო მშრალი. ოკეანეში მდებარეობს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნოტიო ადგილი[4]: კუნძულ კაუაიზე მდებარე ვაიალეალეს მთის აღმოსავლეთ ფერდოზე ყოველწლიურად მოდის 11 430 მმ-მდე ნალექი (აბსოლუტური მაქსიმუმი მიღწეული იქნა 1982 წელს: მაშინ მოვიდა 16 916 მმ ნალექი[5]). ტროპიკებთან სიახლოვეს საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 23 °C-ს, ეკვატორთან — 27 °C-ს, ყველაზე ცხელ და ყველაზე ცივ თვეებს შორის უმნიშვნელო სხვაობით.

ოკეანეთის კუნძულების კლიმატზე დიდ გავლენას ასევე ახდენს ისეთი ანომალიები, როგორიცაა ელ-ნინიოს და ლა-ნინიას მოვლენები. ელ-ნინიოს დროს ტროპიკებს შორის არსებული კონვერგენციის ზონა მიემართება ჩრდილოეთისკენ ეკვატორის მხარეს, ლა-ნინიას დროს — სამხრეთისაკენ, ეკვატორიდან გარე მხარეს. ბოლო შემთხვევაში კუნძულებზე შეიმჩნევა ძლიერი გვალვები, პირველ შემთხვევაში — ძლიერი წვიმები.

ოკეანეთის კუნძულთა უმრავლესობაზე ხდება ბუნებრივი კატაკლიზმების დამღუპველი ზემოქმედება: ვულკანური ამოფრქვევები (ჰავაის კუნძულები, ახალი ჰებრიდები), მიწისძვრები, ცუნამები, ციკლონები, რომლებსაც თან ახლავს ტაიფუნები და ძლიერი წვიმები, გვალვები. ბევრ მათგანს მოაქვს მნიშვნელოვანი მატერიალური და ადამიანური დანაკარგები. მაგალითად, პაპუა-ახალ გვინეაში 1999 წლის ივლისში მომხდარი ცუნამის შედეგად დაიღუპა 2200 ადამიანი[6].

ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულზე და ახალი გვინეის კუნძულზე მაღალ მთებში არსებობენ მყინვარები, მაგრამ გლობალური დათბობის პროცესების გამო ხდება მათი ფართობის თანდათანობითი შემცირება[6].

ოკეანეთი შედის მცენარეულობის პალეოტროპიკულ სამეფოში, ამასთან გამოირჩევა სამი ქვეზონა: მელანეზიურ-მიკრონეზიული, ჰავაური და ახალზელანდიური. ოკეანეთის ყველაზე უფრო ფართედ გავრცელებულ მცენარეებს შორის გამოირჩევა ქოქოსის პალმა და პურის ხე, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში: ნაყოფი გამოიყენება საკვებში, მერქანი სითბოს და სამშენებლო მასალის მიღების წყაროა, ქოქოსის პალმის კაკლების ზეთოვანი ენდოსპერმისგან აწარმოებენ კოპრას, რომელიც შეადგენს ამ რეგიონის ქვეყნების ექსპორტის საფუძველს. კუნძულებზე ასევე დიდი რაოდენობით ხარობენ ეპიფიტები (გვიმრანაირნი, ჯადვარისებრნი). ენდემების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა (როგორც ფლორის, ასევე ფაუნის წარმომადგენლები) დარეგისტრირებულია ახალ ზელანდიაში და ჰავაის კუნძულებზე, ამასთან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ხდება მცენარეთა სახეობების, ჯიშების და ოჯახების რაოდენობის შემცირება.

ოკეანეთის ცხოველთა სამყარო მიეკუთვნება პოლინეზიური ფაუნის ზონის ჰავაის კუნძულების ქვეზონას. ახალი ზელანდიის ფაუნა გამოირჩევა თავისი თვითმყოფადობით, ახალი გვინეის ფაუნა მიეკუთვნება ავსტრალიის ზონის პაპუასურ ქვეზონას. ყველაზე უფრო დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ახალი ზელანდია და ახალი გვინეა. ოკეანეთის პატარა კუნძულებზე, უპირველეს ყოვლისა, ატოლებზე, ძუძუმწოვრები თითქმის არ გვხვდება: ბევრ მათგანზე ცხოვრობს მხოლოდ პატარა ვირთაგვა (ლათ. Rattus exulans). სამაგიეროდ საკმაოდ მდიდარია ადგილობრივი ორნიტოფაუნა. ატოლების უმრავლესობაზე მდებარეობენ ფრინველთა ბაზრები, სადაც ბუდობენ ზღვის ფრინველები. ახალი ზელანდიის ფაუნის წარმომადგენლებიდან ყველაზე უფრო ცნობილი ფრინველებია კივისნაირნი, რომლებიც ქვეყნის ეროვნული სიმბოლოებია. ქვეყნის სხვა ენდემებია — კეა (ლათ. Nestor notabilis, ანუ ნესტორი), კაკაპო (ლათ. Strigops habroptilus, ანუ ბუსებრი თუთიყუში), ტაკაჰე (ლათ. Notoronis hochstelteri). ოკეანეთის ყველა კუნძულზე ბუდობენ დიდი რაოდენობით ხვლიკისნაირნი, გველები და მწერები.

კუნძულების ევროპული კოლონიზაციის დროს ბევრ მათგანზე შემოტანილი იქნა მცენარეების და ცხოველების უცხო სახეობები, რაც ნეგატიურად აისახა ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე.

რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს დაცული ტერიტორიების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ბევრს უკავია მნიშვნელოვანი ფართობი. მაგალითად, ფენიქსის კუნძულები კირიბატის რესპუბლიკაში 2008 წლის 28 იანვრიდან მსოფლიოში უდიდესი საზღვაო ნაკრძალია (ფართობი შეადგენს 410 500 კმ²-ს)[7].

კოლონიამდელი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ახალი გვინეა და მელანეზიის ახლომდებარე კუნძულები სავარაუდოდ დასახლებული იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან წამოსული ხალხით, რომლებმაც აქ კანოეებით მოცურეს დაახლოებით 30—50 ათასი წლის წინ[8]. დაახლოებით 2—4 ათასი წლის წინ დასახლებული იქნა მიკრონეზიის და პოლინეზიის დიდი ნაწილი. კოლონიზაციის პროცესი დამთავრდა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 1200 წელს[8]. XVI საუკუნის დასაწყისისთვის ოკეანეთის ხალხებმა გადაიტანეს პირველყოფილი თემური წყობის დაშლის და ადრეულ კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პერიოდი. აქტიურად ვითარდებოდა ხელსაქმეობა, სოფლის მეურნეობა, ზღვაოსნობა.

კოლონიალური პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით დროის მონაკვეთში გრძელდებოდა ევროპელების მიერ ოკეანეთის შესწავლის პერიოდი, რომლებმაც ნელ-ნელა დაიწყეს კუნძულებზე დასახლება. მაგრამ ევროპული კოლონიზაციის პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა, რადგანაც რეგიონი არ იწვევდა განსაკუთრებულ ინტერესს უცხოელების მხრიდან ბუნებრივი სიმდიდრის არ არსებობის გამო, და ნეგატიურად აისახა ადგილობრივ მოსახლეობაზე: შემოტანილი იქნა ბევრი ავადმყოფობა, რომლებიც ადრე ოკეანეთში საერთოდ არ არსებობდა, რამაც მოიტანა ეპიდემიები, რის შედეგადაც ნადგურდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. იმავდროულად მიმდინარეობდა მოსახლეობის გაქრისტიანება, რომლებიც მანამდე რამდენიმე ღვთაებას და სულებს ეთაყვანებოდნენ.

XVIII—XIX საუკუნეებში მიმდინარეობდა ოკეანეთის კუნძულების დაყოფა კოლონიურ სახელმწიფოებს შორის, უპირველეს ყოვლისა, ბრიტანეთის იმპერიას, ესპანეთს და საფრანგეთს შორის (შემდგომში მათ შეუერთდა აშშ და გერმანიის იმპერია). ევროპელების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა კუნძულებზე პლანტაციების შექმნის შესაძლებლობა (ქოქოსის პალმის კოპრის წარმოებისთვის, შაქრის ლერწმის), ასევე მონათა ვაჭრობა (ეგრეთ წოდებული „შავ შაშვებზე ნადირობა“, რომელიც ნებას რთავდა კუნძულელთა დაქირავებას პლანტაციებში სამუშაოდ).

1907 წელს ახალი ზელანდია გახდა დომინიონი, მაგრამ ფორმალურად ის გახდა მთლიანად დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ 1947 წელს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩასახვა დაიწყო პირველმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა („მაუ“ დასავლეთ სამოაზე, „ფიჯის ახალგაზრდობა“ ფიჯიზე), რომლებიც იბრძოდნენ კოლონიების დამოუკიდებლობისათვის. მეორე მსოფლიო ომის წლებში ოკეანეთი იყო საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი თეატრი, სადაც მოხდა ბევრი ბრძოლები (ძირითადად იაპონელ და ამერიკელ ჯარებს შორის).

ომის შემდეგ რეგიონში მოხდა ზოგიერთი წინსვლა ეკონომიკაში, მაგრამ კოლონიების უმრავლესობაში მას ჰქონდა ცალმხრივი ხასიათი (პლანტაციური მეურნეობის უპირატესობა და წარმოების პრაქტიკულად მთლიანი არარსებობა). 1960-იანი წლებიდან დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი: 1962 წელს დამოუკიდებლობა მიიღო დასავლეთმა სამოამ, 1963 წელს — დასავლეთმა ახალმა გვინეამ, 1968 წელს — ნაურუმ. შემდგომში კოლონიების დიდი ნაწილი გახდა დამოუკიდებელი.

კოლონიისშემდგომი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ოკეანეთის ქვეყნების უმრავლესობაში შენარჩუნდა სერიოზული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემები, რომელთა გადაწყვეტას ისინი ცდილობენ მსოფლიო თანამეგობრობის დახმარების მეშვეობით (მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) და რეგიონალური თანამშრომლობის საშუალებით. მიუხედავად XX საუკუნის დეკოლონიზაციის პროცესისა, რეგიონის ზოგიერთი კუნძული დღემდე რჩება ამა თუ იმ ფორმით დამოკიდებულები: ახალი კალედონია, საფრანგეთის პოლინეზია და უოლისი და ფუტუნა საფრანგეთზე, პიტკერნის კუნძულები დიდ ბრიტანეთზე, კუკის კუნძულები, ნიუე, ტოკელაუ ახალ ზელანდიაზე, რიგი კუნძულები (ყველა აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულები, ნავასას კუნძულის გარდა) აშშ-ზე.

დამოუკიდებელი ქვეყნები (ან მათი ადმინისტრაციული ერთეულები)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკეანეთში მდებარეობს 14 დამოუკიდებელი ქვეყანა და 3 დამოუკიდებელი ქვეყნის ადმინისტრაციული ერთეული (ინდონეზიის 2 პროვინცია: პაპუა და დასავლეთი პაპუა, აშშ-ის ჰავაის შტატი და ჩილეს პროვინცია აღდგომის კუნძული. ამას გარდა კირიბატის გილბერტის კუნძულები და კუნძული ბანაბა მდებარეობენ მიკრონეზიაში, რომლებშიც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ხოლო ფენიქსის კუნძულები და ლაინის კუნძულები მდებარეობენ პოლინეზიაში.

სახელმწიფო ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2002 წლის 1 ივლისის შეფასების მიხედვით)
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
დედაქალაქი ვალუტა
ავსტრალია[9]
1 ავსტრალიის დროშა ავსტრალია 7 692 024 21 050 000 2,5 კანბერა AUD (ავსტრალიური დოლარი)
1.1 ავსტრალიის დროშა ეშმორის და კარტიეს კუნძულები (ავსტრალია) 5 დაუსახლებელი
1.2 ავსტრალიის დროშა მარჯნის ზღვის კუნძულები (ავსტრალია) 7 დაუსახლებელი
მელანეზია[10]
2 ვანუატუს დროშა ვანუატუ 12 190 196 178 16,1 პორტ-ვილა VUV (ვატუ)
3 ინდონეზიის დროშა ირიან-ჯაია[11] (ინდონეზია) 421 981 2 646 489 6,27 ჯაიაპურა, მანოკვარი IDR (რუპია)
4 პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა[12] 462 840 5 172 033 11,2 პორტ-მორსბი PGK (კინა)
5 სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები 28 450 494 786 17,4 ჰონიარა SBD (სოლომონის კუნძულების დოლარი)
6 ფიჯის დროშა ფიჯი 18 274 856 346 46,9 სუვა FJD (ფიჯის დოლარი)
მიკრონეზია
7 მარშალის კუნძულების დროშა მარშალის კუნძულები 181 73 630 406,8 მაჯურო USD (ამერიკული დოლარი)
8 მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზიის ფედერაციული შტატები 702 135 869 193,5 პალიკირი USD (ამერიკული დოლარი)
9 ნაურუს დროშა ნაურუ 21 12 329 587,1 არ აქვს[13] AUD (ავსტრალიური დოლარი)
10 პალაუს დროშა პალაუ 458 19 409 42,4 ნგერულმუდი[14] USD (ამერიკული დოლარი)
11 კირიბატის დროშა კირიბატი[15] 811 96 335 118,8 სამხრეთი ტარავა[16] AUD (ავსტრალიური დოლარი)
პოლინეზია
11 კირიბატის დროშა კირიბატი[15] 811 96 335 118,8 სამხრეთი ტარავა[16] AUD (ავსტრალიური დოლარი)
12 ჰავაის დროშა ჰავაის შტატი (აშშ) 28 311 1 211 537 72,83 ჰონოლულუ USD (ამერიკული დოლარი)
13 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია[17] 268 680 4 108 037 14,5 უელინგტონი NZD (ახალზელანდიური დოლარი)
14 ჩილეს დროშა აღდგომის კუნძული (ჩილე) 163,6 5806 23,1 ჰანგა-როა CLP (ჩილეს პესო)
15 სამოის დროშა სამოა 2935 178 631 60,7 აპია WST (სამოური ტალა)
16 ტონგის დროშა ტონგა 748 106 137 141,9 ნუკუალოფა TOP (ტონგანური პაანგა)
17 ტუვალუს დროშა ტუვალუ 26 11 146 428,7 ფუნაფუტი AUD (ავსტრალიური დოლარი)
სულ 8 938 807,6 36 374 698 4,07

დამოკიდებული ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკეანეთში მდებარეობენ ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კუთვნილი კუნძულებიც (სულ 19 დამოკიდებული ტერიტორია).

ტერიტორია მეტროპოლია ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2002 წლის 1 ივლისის შეფასების მიხედვით)
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
დედაქალაქი ვალუტა
ავსტრალია[9]
1 ნორფოლკის დროშა ნორფოლკი ავსტრალია 35 1866 53,3 კინგსტონი AUD (ავსტრალიური დოლარი)
მელანეზია[10]
2 ახალი კალედონიის დროშა ახალი კალედონია საფრანგეთი 18 575 207 858 10,9 ნუმეა XPF (ფრანგული წყნაროკეანური ფრანკი)
მიკრონეზია
3 გუამის დროშა გუამი აშშ 541 160 796 292,9 ჰაგატნა USD (ამერიკული დოლარი)
4 ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების დროშა ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები აშშ 463,63 77 311 162,1 საიპანი USD (ამერიკული დოლარი)
5 მარცხენა უეიკი ([18]) აშშ 7,4 [19]
პოლინეზია
6 მარცხენა ჯონსტონი აშშ 2,52 [20]
7 მარცხენა მიდუეი აშშ 6,23 [21]
8 მარცხენა პალმირა აშშ 6,56 [22]
9 მარცხენა ბეიკერი აშშ 1,24 დაუსახლებელი
10 მარცხენა ჯერვისი აშშ 4,45 დაუსახლებელი
11 მარცხენა ჰოულენდი აშშ 1,62 დაუსახლებელი
12 მარცხენა კინგმენის რიფი აშშ 0,01 დაუსახლებელი
13 ამერიკის სამოის დროშა ამერიკის სამოა აშშ 199 68 688 345,2 პაგო-პაგო, ფაგატოგო[23] USD (ამერიკული დოლარი)
14 კუკის კუნძულების დროშა კუკის კუნძულები ახალი ზელანდია 236,7 20 811 86,7 ავარუა NZD (ახალზელანდიური დოლარი)
15 ნიუეს დროშა ნიუე ახალი ზელანდია 261,46 2134 8,2 ალოფი NZD (ახალზელანდიური დოლარი)
16 ტოკელაუს დროშა ტოკელაუ ახალი ზელანდია 10 1431 143,1 [24] NZD (ახალზელანდიური დოლარი)
17 პიტკერნის კუნძულების დროშა პიტკერნის კუნძულები დიდი ბრიტანეთი 47 47 10 ადამსტაუნი NZD (ახალზელანდიური დოლარი)
18 საფრანგეთის პოლინეზიის დროშა საფრანგეთის პოლინეზია საფრანგეთი 4167 257 847 61,9 პაპეეტე XPF (ფრანგული წყნაროკეანური ფრანკი)
19 უოლისი და ფუტუნის დროშა უოლისი და ფუტუნა საფრანგეთი 274 15 585 56,9 მატა-უტუ XPF (ფრანგული წყნაროკეანური ფრანკი)
სულ 24 839,82 814 374 32,79

ოკეანეთის მკვიდრ მოსახლეობას შეადგენენ პოლინეზიელები, მიკრონეზიელები, მელანეზიელები და პაპუასები.

პოლინეზიის ქვეყნებში მცხოვრებ პოლინეზიელებს აქვთ შერეული რასობრივი ტიპი: მათ შესახედაობაში უფრო მეტად იკვეთება კავკასიური და მონღოლოიდური რასების ნაკვთები და ნაკლებად — ავსტრალოიდური რასის ნაკვთები. პოლინეზიის ყველაზე უფრო დიდი რაოდენობის ხალხია — ჰავაელები, სამოელები, ტაიტელები, ტონგელები, მაორი, მარკიზელები, რაპანუელები და სხვები. მათი მშობლიური ენა მიეკუთვნება ავსტრონეზიული ენების ოჯახის პოლინეზიური ენების ქვეჯგუფს: ჰავაელთა ენას, სამოურს, ტაიტურს, ტონგურს, მაორულს, მარკიზულს, რაპანუის ენას და სხვებს. პოლინეზიური ენების დამახასიათებელი თვისებებია — ბგერების, განსაკუთრებით თანხმოვნების, ნაკლები რაოდენობა, ხმოვნების დიდი რაოდენობა.

მიკრონეზიელები ცხოვრობენ მიკრონეზიის ქვეყნებში. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ხალხია — კაროლინელები, კირიბატელები, მარშალელები, ნაურუელები, ჩამოროელები და სხვები. მათი მშობლიური ენა მიეკუთვნება ავსტრონეზიული ენების ოჯახის მიკრონეზიული ენების ჯგუფს: კირიბატულს, კაროლინურს, კოსრაეს ენას, მარშალურს, ნაურუულს და სხვებს. პალაუს და ჩამოროს ენები მიეკუთვნება დასავლეთ-მალაურ-პოლინეზიურ ენებს, ხოლო იაპის ენა ქმნის ცალკე განშტოებას ოკეანური ენების შემადგენლობაში, რომელსაც მიეკუთვნება მიკრონეზიული ენებიც.

მელანეზიელები ცხოვრობენ მელანეზიის ქვეყნებში. რასობრივი ტიპი — ავსტრალოიდურია, მცირე მონღოლოიდური ელემენტებით, ახლოა ახალი გვინეის პაპუასებთან. მელანეზიელები ლაპარაკობენ მელანეზიურ ენებზე, მაგრამ მათი ენები მიკრონეზიულისა და პოლინეზიურისგან განსხვავებით არ ქმნიან ცალკე გენეტიკურ დაჯგუფებებს, ხოლო ენობრივი დაცალკევება საკმაოდ დიდია, ასე რომ მეზობელი სოფლის ხალხს შესაძლებელია ერთმანეთისა არც ესმოდეთ.

პაპუასები სახლობენ კუნძულ ახალ გვინეაზე და ინდონეზიის ზოგიერთ რაიონში. ანთროპოლოგიური ტიპის მიხედვით ისინი ახლო არიან მელანეზიელებთან, მაგრამ მათგან განსხვავდებიან ენით. ყველა პაპუასური ენა არ ენათესავება ერთმანეთს. პაპუასების საერთო ეროვნული ენა პაპუა-ახალ გვინეაში არის კრეოლური ენატოკ-პისინი ინგლისური ენის საფუძველზე. სხვადასხვა მონაცემებით პაპუასების ხალხის და ენების რაოდენობა 300-დან 800-მდეა. ამასთან არსებობს სიძნელეები ცალკეულ ენასა და დიალექტებს შორის სხვაობის დადგენაში.

ოკეანეთის ბევრი ენა იმყოფება გაქრობის ზღვარზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ სულ უფრო მეტად ავიწროვებს ინგლისური და ფრანგული ენა.

მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობა ოკეანეთის ქვეყნებში სხვადასხვანაირია. მაგალითად თუ, ჰავაის კუნძულებზე მათი წილი საკმაოდ დაბალია, ახალ ზელანდიაში მაორები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 15 %-მდე რაოდენობას. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე პოლინეზიელთა წილი, რომელიც მიკრონეზიაში მდებარეობს, შეადგენს დაახლოებით 21,3 %-ს. პაპუა-ახალ გვინეაში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ მრავალრიცხოვანი პაპუასების ხალხი, თუმცა ასევე მაღალია რეგიონის სხვა კუნძულებიდან ჩამოსული ხალხის წილიც.

ახალ ზელანდიაში და ჰავაის კუნძულებზე მოსახლეობის უმრავლესობა — ევროპელია, რომელთა წილი ასევე მაღალია ახალ კალედონიაში (34 %) და საფრანგეთის პოლინეზიაში (12 %). ფიჯის კუნძულებზე მოსახლეობის 38,2 %-ს წარმოადგენენ ინდო-ფიჯელები, კონტრაქტით მომუშავე ინდოელების შთამომავლები, რომლებიც იქ ჩაიყვანეს ბრიტანელებმა XIX საუკუნეში.

ბოლო წლებში ოკეანეთის ქვეყნებში იზრდება აზიიდან ჩამოსული ხალხის წილი (უპირატესად ჩინელების და ფილიპინელების). მაგალითად, ჩრდილოეთ მარიანის კუნძულებზე ფილიპინელების წილი შეადგენს 26,2 %-ს, ხოლო ჩინელების — 22,1 %-ს.

ოკეანეთის მოსახლეობა აღმსარებლობით ძირითადად ქრისტიანია, რომლებიც მიეკუთვნებიან ან პროტესტანტულ, ან კათოლიკურ მიმდინარეობას.

ოკეანეთის ქვეყნების უმრავლესობას აქვს საკმაოდ სპეციფიკური ეკონომიკა, რაც დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან: შეზღუდული ბუნებრივი სიმდიდრეები, პროდუქციის მსოფლიო გასაღების ბაზრებიდან დაშორება, მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტების დეფიციტი. ბევრი სახელმწიფო დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ფინანსურ დახმარებაზე.

ოკეანეთის ქვეყნების უმეტესობის ეკონომიკის საფუძველს შეადგენს სოფლის მეურნეობა (კოპრის და პალმის ზეთის წარმოება) და თევზჭერა. ყველაზე უფრო მთავარ სასოფლო სამეურნეო კულტურებს შორის გამოიყოფა ქოქოსის პალმა, ბანანი, პურის ხე. ოკეანეთის ქვეყნები ფლობენ უზარმაზარ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და სამაგიეროდ არ გააჩნიათ დიდი თევზსაჭერი ფლოტი, რის გამოც მთავრობები გასცემენ ლიცენზიებს სხვა ქვეყნების გემებს თევზჭერის უფლებაზე (ძირითადად იაპონიის, ტაივანის, აშშ-ის გემებს), რაც მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტს. სამთომომპოვებელი წარმოება ყველაზე უფრო განვითარებულია პაპუა-ახალ გვინეაში, ნაურუში, ახალ კალედონიაში, ახალ ზელანდიაში.

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებულია სახელმწიფო სექტორში. ბოლო წლებში ტარდება ზომები ეკონომიკის ტურისტული სექტორის განვითარებისათვის.

მოაი რანო-რარაკუს კრატერის ფერდობზე
მოაი აჰუ ტაჰაი

ოკეანეთის ხელოვნებამ გამოიმუშავა თვითმყოფადი სტილი, რომელიც უნიკალურს ხდის ადგილობრივ კულტურას.

პოლინეზიელების სახვით ხელოვნებაში მთავარი ადგილი ეკუთვნის ხისგან ნაკეთობების გამოთლას და სკულპტურებს. მაორებმა ხისგან ნაკეთობების გამოთლის მაღალ დონეს მიაღწიეს, რისი საშუალებითაც ისინი ალამაზებდნენ ნავებს, სახლის დეტალებს, თლიდნენ ღმერთების და წინაპრების სტატუებს, რომლებიც დგას ყველა სოფელში. ორნამენტის ძირითადი მოტივი — სპირალია. მოაის ქვის სტატუები იქმნებოდა აღდგომის კუნძულზე და მარკიზის კუნძულებზე. ხელსაქმეობიდან ყველაზე მთავარი იყო ნავების აგება, რადგანაც ისინი მეთევზეობის და შორ მანძილებზე მოგზაურობის საშუალებას იძლეოდნენ (ამასთან დაკავშირებით პოლინეზიელებში ვითარდებოდა ასტრონომია). პოლინეზიელებს შორის ფართე გავრცელება ჰპოვა ტატუირებამ. ტანსაცმლად გამოიყენებოდა ტაპა, რომელიც მზადდებოდა თუთისებრნთა ოჯახის ხეების ქერქისაგან. პოლინეზიაში გავრცელებული იყო მითები, ლეგენდები, ზღაპრები, სიმღერები და ცეკვები. დამწერლობა, სავარაუდოდ, არსებობდა მხოლოდ აღდგომის კუნძულზე (რონგო-რონგო), სხვა კუნძულებზე ფოლკლორი ზეპირად გადაეცემოდა.

მიკრონეზიელებში ხელოვნების სახეებიდან პოპულარულია სიმღერა და ცეკვები. თითოეულ ტომს აქვს საკუთარი მითები. კუნძულელების ყოფაცხოვრებაში მთავარი ადგილი ეკავა ნავებს. ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის ნავები: დიბენილი — აფრიანი, ვალაბი — დიდი ნიჩბებიანი ნავი. იაპის კუნძულებზე გვხვდება მეგალითები. განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ნან-მადოლი, ცნობილი როგორც „მიკრონეზიის ვენეცია“. ეს მთელი ქალაქია წყალზე, ლაგუნაში კუნძულ პონაპეზე. ხელოვნურ მომცრო კუნძულებზე აშენებულია ქვის ნაგებობები.

მელანეზიელებში განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია ხეზე ჭრამ. პოლინეზიელებისგან განსხვავებით, მელანეზიელები არ იყვნენ ზღვასთან ისე მიჯაჭვულები, ისინი უფრო ხმელეთის მაცხოვრებლები იყვნენ. ძირითადი მუსიკალური ინსტრუმენტია — ბარაბანი, ანუ გონგი. პაპუასებში გავრცელებულია ფოლკლორი, სიმღერები, ცეკვები, მითები. სიმღერები და ცეკვები საკმაოდ უბრალოა. სიმღერას ეძახიან მუნს, მელოდია ვარირებს საკმაოდ სუსტად. მთავარი მნიშვნელობა აქვს წინაპრების და თავის ქალის კულტს. პაპუასები ამზადებენ კორვარებს — წინაპრების გამოსახულებებს. კარგადაა განვითარებული ხის გამოთლა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Encyclopædia Britannica.. Kwajalein Atoll.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 18 ივნისი 2008.
  2. South Pacific Commission. Geography of the Marshall Islands. (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 18 ივნისი 2008.
  3. Encyclopædia Britannica.. Kiritimati Atoll.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 18 ივნისა 2008.
  4. Honolulu Star-Bulletin.. Rain supreme: Heavy showers and the gauges to measure them rest atop Kauai's Mount Waialeale.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 19 ივნისი 2008.
  5. Encyclopædia Britannica.. Waialeale, Mount.. ციტირების თარიღი: 19 ივნისი 2008.[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 Islands Business International.. Oceania's worst tsunami: How more than 2000 people died in Aitape.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 18 ივნისი 2008.
  7. PIPA Now World's Largest Marine Protected Area.. Phoenix Islands Protected Area. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 21-02-2008.
  8. 8.0 8.1 Encyclopædia Britannica.. History of Oceania.. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2008.
  9. 9.0 9.1 ავსტრალია არ არის ოკეანეთის ნაწილი, იგი წარმოადგენს ცალკე მატერიკს. მაგრამ მთელი ხმელეთის ქვეყნის ნაწილებად დაყოფისას ოკეანეთი ერთიანდება ავსტრალიასთან. ქვეყნის მატერიკულ ნაწილთან ერთად ჩამონათვალში მოყვანილია ავსტრალიის გარე ტერიტორიებიც.
  10. 10.0 10.1 ცხრილში არაა შეტანილი ინდონეზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზოგიერთი სხვა ქვეყნის კუნძულები, რომლებიც ზოგჯერ შეჰყავთ რეგიონში.
  11. მოიცავს პაპუას და დასავლეთი პაპუას პროვინციებს.
  12. პაპუა-ახალ გვინეას ხშირად მიაკუთვნებენ ავსტრალაზიას.
  13. კუნძულზე ოფიციალური დედაქალაქი და ქალაქები არ არსებობენ. მთავრობის რეზიდენცია მდებარეობს მენენგის რაიონში, ხოლო სამთავრობო დაწესებულებები და პარლამენტი — იარენის რაიონში.
  14. 2006 წლის 7 ოქტომბრამდე ქვეყნის ოფიციალური დედაქალაქი იყო ქალაქი კორორი.
  15. 15.0 15.1 მიკრონეზიაში მდებარეობს მხოლოდ გილბერტის კუნძულები და კუნძული ბანაბა, რომლებზეც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ფენიქსის კუნძულები და ლაინის კუნძულები მდებარეობს პოლინეზიაში.
  16. 16.0 16.1 ზოგიერთ რუკებზე დედაქალაქად უფრო ხშირად მოიხსენება ბაირიკი, რომელიც სამხრეთ ტარავის ერთ-ერთი საქალაქო მუნიციპალიტეტია.
  17. საკმაოდ ხშირად ახალ ზელანდიას მიაკუთვნებენ ავსტრალაზიას.
  18. ატოლზე პრეტენზიას აცხადებს მარშალის კუნძულები.
  19. მუდმივი მოსახლეობა კუნძულზე არ არსებობს: იქ იმყოფებიან მხოლოდ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები (1980 წელს — 302 ადამიანი), რომლებიც ემსახურებიან სამხედრო ბაზას.
  20. კუნძულ ჯონსტონზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. XX საუკუნის ბოლოს კუნძულზე ცხოვრობდა დაახლოებით 1100 აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე. 2005 წლის მაისის მდგომარეობით მთელმა პერსონალმა დატოვა ატოლი.
  21. მიდუეის კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. დღეისათვის კუნძულებზე ცხოვრობს აშშ-ის თევზების რესურსების და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის დაახლოებით 40 მოსამსახურე.
  22. პალმირას ატოლზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. დღეისათვის ატოლზე ცხოვრობს აშშ-ის თევზების რესურსების და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის დაახლოებით 20 მოსამსახურე.
  23. ფაგატოგოში მდებარეობს ამერიკის სამოას მთავრობა.
  24. ტოკელაუში არ არსებობს დედაქალაქი.