შინაარსზე გადასვლა

ხორვატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორვატიის რესპუბლიკა
Republika Hrvatska
ხორვატია
ხორვატიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Lijepa naša domovino
ჩვენი ლამაზი სამშობლო
ხორვატიის მდებარეობა ევროპაში
ხორვატიის მდებარეობა
ხორვატიის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ზაგრები
45°48′ ჩ. გ. 16°00′ ა. გ. / 45.800° ჩ. გ. 16.000° ა. გ. / 45.800; 16.000
ოფიციალური ენა ხორვატული
ეთნიკური ჯგუფები (2011[1])
ეთნოქორონიმი ხორვატი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი
 -  პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი
 -  პარლამენტის სპიკერი ზელიკო რაინერი
 -  სასამართლოს თავმჯდომარე იასნა ომეიეჩი
საკანონმდებლო ორგანო საბორი
დაარსება
 -  სათავადო VIII საუკუნე 
 -  სამეფო დაახლოებით 925 
 -  უნგრეთის უნია 1102 
 -  შევიდა ჰაბსბურგების იმპერიაში 1 იანვარი, 1527 
 -  ავსტრია-უნგრეთიდან გამოსვლა 29 ოქტომბერი, 1918 
 -  იუგოსლავიის შექმნა 4 დეკემბერი, 1918 
 -  დამოუკიდებლობის გამოცხადება
25 ივნისი, 1991 
ფართობი
 -  სულ 56 594 კმ2 (126-ე)
 -  წყალი (%) 1,09
მოსახლეობა
 -  2011 აღწერა 4 284 889[2] (128-ე)
 -  სიმჭიდროვე 75,8 კაცი/კმ2 (126-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $80.620 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $18 314[3]
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $61.280 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $13 920[3]
ჯინი (2012)positive decrease 30.5[4]
საშუალო
აგი (2013) 0.812[5]
ძალიან მაღალი · 47-ე
ვალუტა ევრო (HRK)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +385
ინტერნეტ-დომენი .hr [ა]
ა. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ხორვატია (ხორ. Hrvatska), ოფიციალურად ხორვატიის რესპუბლიკა (ხორ. Republika Hrvatska) — უნიტარული, დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკა ცენტრალური ევროპის, სამხრეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის გზაჯვარედინზე. ხორვატიის დედაქალაქია ზაგრები, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის 21 ერთეულიდან ერთ-ერთ ჟუპანიას. ხორვატიის ტერიტორია 56 594 კმ²-ს მოიცავს და დამახასიათებელია მრავალფეროვანი, უმეტესად კონტინენტური და ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ხორვატიის ადრიატიკის ზღვის სანაპირო მოიცავს ათას კუნძულზე მეტს. ქვეყნის მოსახლეობა 4,28 მლნ ადამიანს შეადგენს, რომელთა უმრავლესობა ხორვატია. ყველაზე გავრცელებულ რელიგიას წარმოადგენს კათოლიციზმი. მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით — სლოვენია, ჩრდილოეთით — უნგრეთი, აღმოსავლეთით — სერბეთი, სამხრეთით — ჩერნოგორია, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბოსნია და ჰერცეგოვინა, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ეკვრის ადრიატიკის ზღვა.

თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე ხორვატები ახალი წელთაღრიცხვის VII საუკუნის ადრეულ პერიოდში მოვიდნენ. IX საუკუნეში მათ სახელმწიფო ორი საჰერცოგოს სახით ჩამოაყალიბეს. 925 წელს, პირველი მეფე გახდა ტომისლავ I, ხორვატია კი სამეფო გახდა. ხორვატიის სამეფო სუვერენიტეტს თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებდა, სიძლიერის მწვერვალს კი მეფე პეტარ კრეშიმირ IV-ისა და დმიტარ ზვონიმირის დროს მიაღწია. 1102 წელს ხორვატიამ პირადი უნია გააფორმა უნგრეთთან. 1527 წელს ოსმალური დაპყრობების პირისპირ აღმოჩენილმა ხორვატიის პარლამენტმა ხორვატიის ტახტის მფლობელად აირჩია ფერდინანდ I ჰაბსბურგების დინასტიიდან. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წელს ხორვატია შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების არაღიარებული სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც ავსტრია-უნგრეთს გამოეყო და იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. II მსოფლიო ომის პერიოდში არსებობდა ხორვატიის ფაშისტური, მარიონეტული სახელმწიფო. ომის შემდეგ, ხორვატია გახდა კონსტიტუციური სოციალისტური სახელმწიფოს — მეორე იუგოსლავიის დამფუძნებელი წევრი და ფედერალური შემადგენელი. 1991 წლის ივნისში, ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც ძალაში ამავე წლის 8 ოქტომბერს შევიდა. ამას მოჰყვა ხორვატიის ომი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც 4 წელს გაგრძელდა და საბოლოოდ, წარმატებით დასრულდა.

დღეისათვის, ხორვატიას ადამიანის განვითარების ინდექსის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, ხორვატიას მზარდი, განვითარებადი ეკონომიკა აქვს, მსოფლიო ბანკის შეფასებით კი მაღალი შემოსავლების ეკონომიკა. ხორვატია გაწევრიანებულია ევროკავშირში, გაეროში, ევროსაბჭოში, ნატო-ში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ასევე არის ხმელთაშუა ზღვის კავშირის დამფუძნებელი წევრი. როგორც გაეროს სამშვიდობო ძალების აქტიური წევრი, ხორვატიას წვლილი შეაქვს ნატო-ს საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალებში ავღანეთში; 2008-2009 წლებში იყო გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი.

ხორვატიის ეკონომიკაში დომინანტია მომსახურების სფერო, რასაც მოსდევს სამრეწველო სექტორი და სოფლის მეურნეობა. ზაფხულის პერიოდში, შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი; ხორვატია მსოფლიოში მე-18 ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. არსებითი სახელისუფლებო დანახარჯებით, სახელმწიფო კონტროლებს ეკონომიკის გარკვეულ ნაწილს. ხორვატიის უმთავრესი სავაჭრო პარტნორია ევროკავშირი. 2000 წლიდან, ხორვატიის ხელისუფლებამ ინვესტიციები განახორციელა ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით პანევროპული სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ გზების მშენებლობაში. ხორვატიის ენერგეტიკის მნიშვნელოვანი წილის წარმოება შიდა წყაროებით ხდება, გარკვეული ნაწილი კი იმპორტით შედის. ქვეყანაში მოქმედებს უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა და უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება. კულტურის მხარდასაჭერად ფუნქციონირებს მრავალი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ასევე კორპორატიული ინვესტირება მედიასა და გამომცემლობებში.

IX საუკუნით დათარიღებული[6] ბრანიმირის წარწერა.

ხორვატიის სახელი „Croatia“ შუა საუკუნეების ლათინური Croātia-დან წარმოიქმნა, რასაც ლათინურ ენაზე შესრულებული ბრანიმირის წარწერაში ამოკითხული DUX CRUATORVM-ის [sic] („ხორვატების ჰერცოგი“) ტექსტიც მოწმობს. ლათინური სახელი კი ჩრდილო-დასავლეთ სლავური*Xrovat-“-იდან წარმოიქმნა, რომლის წარმოშობასაც სლავური ნარნარა მეტათეზისის მეშვეობით, პროტო-სლავური*Xarwāt-“-იდან (*Xъrvatъ) ან „*Xŭrvatŭ“-დან (*xъrvatъ) ვარაუდობენ.[7]

თვითონ ტერმინის წარმოშობა უცნობია, თუმცა ფიქრობენ, რომ ის გოთური ან ინდო-არიული ტერმინია, რომელიც ერთ-ერთ სლავურ ტომს დაერქვა.[8] ხორვატულ ეთნონიმ *xъrvatъ-ის უძველესი ჩანაწერი ცვლადი სიტყვის ფუძეა, რომელიც ბაშკას ფირფიტაზე zvъnъmirъ kralъ xrъvatъskъ-ის („ზვონიმირი, ხორვატი მეფე“) სახითაა წარმოდგენილი.[9]

ლათინური ტერმინის პირველი ხსენება, ჰერცოგ ტრიმპირ I-ის 852 წლის პერიოდის ქარტიას მიეწერება. ქარტიის ორიგინალი დაკარგულია და მხოლოდ 1568 წლის ასლი გადარჩა, რაც განაცხადის უტყუარობაში ეჭვს იწვევს.[10] ქვაზე ნაკვეთი ტერმინის უძველესი წარწერა, IX საუკუნის ბრანიმირის წარწერაა, რომელშიც ჰერცოგი ბრანიმირი Dux Cruatorvm-ის სახითაა მოხსენიებული. წარწერა ზუსტად დათარიღებული არაა, თუმცა ცნობილია, რომ ბრანიმირი ხორვატიას 879-892 წლებში მართავდა.[11]

პრერომაულ პერიოდში ადრიატიკის სანაპიროზე გავრცელებული იყო რამდენიმე ინდოევროპელებამდელი კულტურა, რომელთა შორის ყველაზე უძველესია იმპრესოს კულტურა. ბრინჯაოს ხანაში, ადრიატიკის სანაპიროზე არსებობდა იმპრესოს კულტურის მემკვიდრე კულტურები, რომელთა შორის თავისი კერამიკული ნაწარმით აღსანიშნავია ბუტმირის, ხოლო მოგვიანებით - კასტელიერის კულტურები, რომელთაგანაც შემორჩენილია რამდენიმე ასეული გამაგრებული დასახლებები. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში თანამედროვე ხორვატიის მთელი ტერიტორია (მათ შორის ლიბურნიაც) დაიპყრეს რომაელებმა.

ხორვატიის ტერიტორიაზე ძველად ჯერ ილირიული, შემდეგ კელტური ტომები ცხოვრობდნენ. ახ. წ. 395 წლიდან ბიზანტიის შემადგენლობაშია. სლავური ტომები ამ მიწებზე VII საუკუნიდან გამოჩნდნენ, როდესაც ხორვატებმა, რომლებმაც სათავე დაუდეს ხორვატ ერს, ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიგრირება დაიწყეს. მალე ხორვატიის სამეფო რეგიონში ერთ-ერთი უძლიერესო სახელმწიფო გახდა. IX საუკუნის დასაწყისიდან ქვეყანა ფრანკების განმგებლობაშია. ამ პერიოდში ხორვატიაში რომის პაპ იოანე IV-ის ინიციატივით (რომელიც თავად წარმოშობით დალმაციიდან იყო) იწყება ქრისტიანობის გავრცელებაც. 925 წელს ხორვატია დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება.

1102 წელს უნგრეთ-ხორვატიის უნიის შედეგად მმართველი ტრპიმიროვიჩების დინასტია დაამხეს და ქვეყანა უნგრეთის მეფეების განმგებლობაში მოექცა, მაგრამ იურიდიული დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. XV საუკუნის შუა წლებიდან ხორვატიის ჩრდილოეთ ნაწილში უნგრელების ბატონობა ოსმალების ბატონობით შეიცვალა, ხოლო დალმაცია ვენეციის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. ამ ფონზე დუბროვნიკის რესპუბლიკა დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა.

1526 წლის წარმატებული დინასტიური ქორწინების შედეგად ფერდინანდ I-მა უნგრეთი და ხორვატია ჰაბსბურგების დინასტიას დაუმკვიდრა. ჰაბსბურგები ხორვატიას XX საუკუნის დასაწყისამდე მართავდნენ. ვენეციის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ (კამპოფორმიოს ზავი, 1797) ჰაბსბურგთა მონარქიის მიწებს ისტრია, დალმაცია და დუბროვნიკიც შეემატა. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1918 წლის 1 დეკემბრიდან შედის - სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს შემადგენლობაში, თუმცა ავსტრიული სანაპიროს ქალაქები ისტრია, რიეკა და ზადარი იტალიის შემადგენლობაში შევიდა ვენეცია-ჯულიას სახელწოდებით. 1929 წლიდან ქვეყანას სახელი შეეცვალა და ეწოდა იუგოსლავიის სამეფო, 1939 წლის 26 აგვისტოს ცვეტკოვიჩ-მაჩეკის შეთანხმების მიხედვით ხორვატიას სამეფოს ფარგლებში ავტონომიის სტატუსი მიენიჭა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უსტაშებმა ანტე პაველიჩის ხელმძღვანელობით შექმნეს ნაცისტური მარიონეტული ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც აგრძელებდა სერბების, ებრაელების და ბოშების გენოციდს. 1945 წელს კომუნისტი იოსიპ ბროზ ტიტოს პარტიზანების ზეწოლის შედეგად ხორვატიაში პაველიჩისა და სერბეთში ნედიჩის მთავრობები დაემხო და შეიქმნა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (ისფრ), რომლის შემადგენლობაშიც შევიდა 6 რესპუბლიკა (ჩრდილოეთი მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია, ხორვატია, სერბეთი და ჩერნოგორია).

1991 წელს მწვავე შიდა კონფლიქტის ფონზე სერბებსა და ხორვატებს შორის, ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ისლანდია პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც 1991 წლის 19 დეკემბერს სცნო ახალი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ახლად ჩამოყალიბებულ რესპუბლიკაში ეთნიკური დაპირისპირება ომში გადაიზარდა (1991-1995 წწ.). ხორვატიისა და სლოვენიის დამოუკიდებლობის გამოცხადება იუგოსლავიის დაშლის დასაწყისი გახდა. ხორვატიის ტერიტორიული მთლიანობა საბოლოოდ 1998 წელს აღდგა. დამოუკიდებელი ხორვატიის პირველი პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი (1990-1999 წწ.) გახდა.

2012 წლის 22 იანვარს ხორვატიაში რეფერენდუმი გაიმართა, რომელშიც მოსახლეობის 66,25 %-მა ხმა მისცა ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებას. 2013 წლიდან ხორვატია ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა.

ხორვატიის ტოპოგრაფიული რუკა

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: უნგრეთი ჩრდილო-აღმოსავლეთით, სერბეთი აღმოსავლეთით, ბოსნია და ჰერცეგოვინა სამხრეთ-აღმოსავლეთით, მონტენეგრო ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთით, ადრიატიკის ზღვა სამხრეთ-დასავლეთით და სლოვენია ჩრდილო-დასავლეთით. მისი ტერიტორია თავსდება ჩრდილოეთის 42° და 47° განედებს შორის და აღმოსავლეთის 13° და 20° გრძედებს შორის. ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და დუბროვნიკს აკრავს გარს, პრაქტიკულად წარმოადგენს ექსკლავს, რომელიც კონტინენტური მიწის მთავარ არეს აკავშირებს ტერიტორიულ წყლებთან, მაგრამ გამოყოფილია მისგან მოკლე სანაპირო ზოლით, რომელიც ეკუთვნის ბოსნიას და ჰერცეგოვინას ქალაქი ნეუმის მიდამოებში.[12]

ქვეყნის ტერიტორია შეადგენს 56 594 კმ²-ს, რომელიც შედგება ხმელეთის 56 414 კმ² ფართობისგან და 128 კმ² წყლის ზოლისაგან. სიდიდით მსოფლიოს 127-ე ქვეყანას წარმოადგენს.[13] ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი ბორცვიანი ვაკეა, ცენტრალური და დასავლეთი ნაწილი მთიანი (დინარის ალპები), რომლის მაქსიმალური სიმაღლე 1831 მეტრს შეადგენს დინარას პიკზე. მთიანეთი მიყვება ბოსნია-ჰერცეგოვინას საზღვარს სამხრეთით[13] ადრიატიკის ზღვის ნაპირამდე, ორივე ერთად კი შეადგენს მთელ სამხრეთ-დასავლეთ საზღვარს. კუნძულოვანი ხორვატია ათასზე მეტი სხვადასხვა ზომის პატარა კუნძულებისგან შედგება, რომელთაგან 48 მუდმივად დასახლებულია. ყველაზე დიდი კუნძულებია ცრესი და კრკი[13], რომელთაგან თითოეულს 405 კმ² ფართობი უკავია (156 კვ. მილი).

ჰრვატსკო ზაგორიეს გორაკებს ჩრდილოეთით და სლავონიის ვაკეებს აღმოსავლეთით (რომელიც პანონიის აუზის ნაწილს შეადგენს) კვეთს ქვეყნის მთავარი მდინარეები, როგორიცაა სავა, დრავა, კუპა და დუნაი. დუნაი, ევროპის მეორე ყველაზე გრძელი მდინარე, გადის ქალაქ ვუკოვარზე ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში და ქმნის სერბიასთან საზღვრის ძირითად ნაწილს. ქვეყნის უფრო ცენტრალურ ნაწილზე გამავალი სავა და დრავა დუნაის შენაკადებია. ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონები ადრიატიკის სანაპირო ხაზისა და კუნძულების მახლობლად წარმოადგენენ დაბალ მთებს და ტყით დაფარულ ზეგნებს. ქვეყანაში მოიპოვება წარმოებისათვის საკმარისი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის: ნავთობი, ქვანახშირი, ბოქსიტი, დაბალი ხარისხის რკინის საბადო, კალციუმიანი ქანები, თაბაშირი, ბუნებრივი ასფალტი, სილიკა, მიკა, თიხები, მარილი და ჰიდროენერგია.[13]

კარსტული მღვიმეები ხორვატიის ტერიტორიის ნახევარზე უფრო მეტი ნაწილისთვისაა დამახასიათებელი და განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული დინარის ალპებში.[14] ხორვატიაში ღრმა მღვიმეების დიდი რაოდენობაა, აქედან ორმოცდაცხრა 250 მეტრზე უფრო ღრმაა, ხოლო თოთხმეტი — 500 მეტრზე უფრო ღრმა. დაბოლოს, სამი მღვიმე კილომეტრზე უფრო ღრმაა. ხორვატიის ყველაზე უფრო ცნობილი ტბებია პლიტვიცეს ტბები, ესაა 16 ტბის სისტემა, რომელთაც აერთებს ერთმანეთთან დოლომიტისა და კირქვის კასკადებზე ჩამომავალი ჩანჩქერებიანი ნაკადები. ტბები ცნობილია თავიანთი განსხვავებული ფერებით, რომლებიც იცვლება საფირონის ფერიდან ხასხასა მწვანემდე, რუხამდე ან ლურჯამდე.[15]

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

ხორვატიის უმეტესი ნაწილისთვის დამახასიათებელია ზომიერად თბილი და წვიმიანი კონტინენტური ჰავა, როგორც ეს განმარტებულია კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით. საშუალო თვიური ტემპერატურა მერყეობს მინუს 3 °C-დან (იანვარი) პლუს 18 °C-მდე (ივლისი). ქვეყნის ყველაზე უფრო ცივი ნაწილებია ლიკა და გორსკი კოტარი, სადაც დათოვლილი ტყეების კლიმატია გაბატონებული 1 200 მეტრზე უფრო მაღალ სარტყელში. ხორვატიის ყველაზე თბილი ადგილებია ადრიატიკის სანაპირო და მისი უშუალოდ მიმდებარე ზოლი, რომელსაც ხმელთაშუაზღვისპირული სუბტროპიკული ჰავა ახასიათებს, რადგანაც აქ ტემპერატურული ცვლილებების შერბილება ხდება ზღვის მიერ. შესაბამისად, ტემპერატურის უკიდურესი მნიშვნელობები უფრო გამოხატულია კონტინენტურ არეებში. კერძოდ, 1919 წლის 3 თებერვალს ყველაზე უფრო დაბალი ტემპერატურა, −35.5 °C იყო დაფიქსირებული ჩაკოვეცში, ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 42,4 °C დაფიქსირდა 1950 წლის 5 ივლისს კარლოვაცში.[13]

საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა მერყეობს: 600 მილიმეტრიდან 3 500 მილიმეტრამდე გეოგრაფიული რეგიონის და ჰავის მიხედვით. ყველაზე მცირე ნალექების რაოდენობა ჩაწერილია გარე კუნძულებისათვის (ვისი, ლასტოვო, ბიშევო, სვეტაცი) და სლავონიის აღმოსავლეთი ზონებისათვის. ამ ბოლო რეგიონისათვის გვალვა უმეტესად ემთხვევა ხოლმე მოსავლის ზრდის სეზონს, ანუ აუცილებელი ხდება ხელოვნური მორწყვა. ყველაზე დიდი ნალექიანობა აღწერილია დინარის მთიანეთში და გორსკი კოტარში.[13]

გაბატონებული ქარები ქვეყნის შუაგულში ძირითადად სუსტი ან ზომიერია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ან სამხრეთ-დასავლეთისა, ხოლოდ სანაპირო არეში გაბატონებული ქარების მიმართულება დამოკიდებულია ლოკალურ გარემოებებზე. უფრო ძლიერი ქარები უფრო ხშირად შეიმჩნევა ცივ თვეებში სანაპიროს გასწვრივ, ძირითადად, ბორას, ან უფრო იშვიათად, სიროკოს შემადგენლობაში. ქვეყნის ყველაზე უფრო მზიანი ნაწილებია გარე კუნძულები, ჰვარი და კორჩულა, სადაც წლიურად 2 700-ზე მეტი მზიანი საათია დაფიქსირებული. შემდეგი უფრო მზიანი ნაწილია ზოგადად ადრიატიკის ზღვის არე, ჩრდილოეთი ადრიატიკის სანაპირო ზოლი და სლავონია, თითოეული მათგანისთვის საშუალო-წლიურად 2 000-ზე მეტი მზიანი საათია დამახასიათებელი.[13]

ბიომრავალფეროვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოპაცკი რიტი ბუნებრივი პარკი, ერთ-ერთი უდიდესი ჭარბტენიანი ტერიტორია ევროპაში

ხორვატია შეიძლება დაყოფილ იქნას რამდენიმე ეკო-რეგიონად კლიმატისა და გეომორფოლოგიის მიხედვით. შესაბამისად, ეს ქვეყანა ერთ-ერთი უმდიდრესია ევროპაში ბიომრავალფეროვნების მიხედვით. ხორვატიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში გამოყოფენ ბიოგეოგრაფიული რეგიონების 4 ტიპს: 1) სანაპირო ზოლის გასწვრივ და მის უშუალოდ მიმდებარედ; 2) ალპური ზონა — ლიკას უმეტესი ნაწილი და გორსკი კოტარი; 3) პანონიური — მდინარეების დრავასა და დუნაის გასწვრივ; 4) კონტინენტური — დანარჩენ რეგიონებში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საარსებო გარემო არის კარსტული მღვიმეები, როგორიცაა ზრმანიასა და კრკას კანიონები და ტუფის ბარიერები, ასევე მიწისქვეშა ნიშები. კარსტული გეოლოგია ამ ქვეყანაში მოიცავს დაახლოებით 7 000 მღვიმესა და ჭას, რომელთაგანაც ზოგიერთი წარმოადგენს საარსებო გარემოს ერთადერთი აქ ცნობილი აკვატიკური მღვიმეების ხერხემლიანისა — Proteus anguinus სახეობის სალამანდრასი. ტყეებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იზრდება ამ სახელმწიფოში, ისინი ფარავენ 2 490 000 ჰა (6 200 000 აკრ) ტერიტორიას, რაც ხორვატიის სახმელეთო ზედაპირის 44%-ს შეადგენს. საარსებო გარემოს კიდევ სხვა ძირითადი ტიპები აქ არის: ჭაობები, მათ შორის, სფაგნუმიანი, ბალახიანი სტეპები, დაბლობის ჭაობები, ბუჩქნარები, ასევე აკვატორიული და საზღვაო არეალები.[16]

ფიტოგეოგრაფიის თვალსაზრისით, ხორვატია წარმოადგენს ბორეალური სამეფოსა და ცირკუმბორეალური რეგიონის ილირიული და ცენტრალურ-ევროპული პროვინციების ნაწილს, აგრეთვე ხმელთაშუაზღვისპირული რეგიონის ადრიატიკული პროვინციის ნაწილს. ბუნების მსოფლიო ფონდი ხორვატიაში განიხილავს სამ ეკორეგიონს: პანონიურს შერეული ტყეებით, დინარის მთიურ ზონას შერეული ტყეებითა და ილირიულ ზონას ფოთოლმცვენი ტყეებით.[17]

კარსტული წარმონაქმნები სიევერნი ველებიტის ეროვნულ პარკში.

ხორვატიაში აღწერილია 37 000 სახეობა, მაგრამ მათი რეალური რაოდენობა შეფასებულია 50 000 და 100 000-ს შორის.[16] ამგვარ შეფასებას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ 2 000-ის პირველი ათწლეულის მარტო პირველ ხუთ წელში უხერხემლოთა 400 ახალ ტაქსონზე წარმოდგენილი განაცხადი იქნა დაკმაყოფილებული.[16] ამ ქვეყანაში ბინადრობს და იზრდება ათასზე მეტი ენდემი, განსაკუთრებით, ველებიტისა და ბიოკოვოს მთებში, ადრიატიკის ზღვის კუნძულებზე და კარსტულ მდინარეებში. კანონმდებლობით დაცულია 1131 სახეობა.[16]

როგორც ცნობილია, სახეობათა არსებობას ყველაზე მეტად მათი არეალების დაკარგვა და დეგრადაცია ემუქრება. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ინვაზიური უცხო სახეობები, განსაკუთრებით, წყალმცენარე Caulerpa taxifolia. ინვაზიური წყალმცენარეების გამრავლება რეგულარულად მონიტორირდება და ხორციელდება მათი მოცილება ბენთოსური არეალებიდან.

ხორვატიაში ბევრია აგრეთვე კულტივირებული მცენარეებისა და მოშინაურებული ცხოველების ჯიშები. მათს რიცხვში შედის ცხენების ხუთი ჯიში, მსხვილფეხა საქონლის ხუთი ჯიში, ცხვრის რვა ჯიში, ღორის ორი ჯიში და შინაური ფრინველის ერთი ჯიში. თვით ამ აბორიგენულ ჯიშებს შორისაც კი ცხრას საფრთხე ემუქრება, ან იქნებ კრიტიკული საფრთხეც კი ემუქრება.[16]

ხორვატიაში მდებარეობს 444 დაცული არე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 9%-ს შეადგენს. აქ შედის რვა ეროვნული პარკი, ორი მკაცრი ნაკრძალი და ათი ბუნებრივი პარკი. ყველაზე უფრო ძველი და სახელგანთქმული მათში არის პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საიტს. ველებიტის ბუნებრივი პარკი წარმოადგენს იუნესკოს ადამიანისა და ბიოსფეროს პროგრამის ნაწილს. მკაცრ და სპეციალურ ნაკრძალებს, ისევე როგორც ეროვნულ და ბუნებრივ პარკებს, მართავს და იცავს ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო დანარჩენ დაცულ არეებს მართავს და განაგებს საგრაფოები. 2005 წელს შექმნილი იქნა ეროვნული ეკოლოგიური ქსელი, რაც წარმოადგენდა ევროკავშირთან მიერთების და ნატურა-2 000-ის ქსელთან შეერთების პირველ ნაბიჯს.[16]

ბანსკი-დვორი, ხორვატიის მთავრობის რეზიდენცია

ხორვატიის რესპუბლიკა უნიტარული სახელმწიფოა და მმართველობის საპარლამენტო სისტემას იყენებს. მას შემდეგ, რაც იუგოსლავიაში კომუნისტური პარტია დაემხო, 1990 წელს ხორვატიამ ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია მიიღო და ჩაატარა პირველი მრავალპარტიული არჩევნები.[18] 1991 წელს ქვეყანა იუგოსლავიას გამოეყო და ამავე წლის 8 ოქტომბერს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გაერომ ხორვატია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 1992 წელს აღიარა.[19][20] 1990 წლის კონსტიტუციით, 2000 წლამდე ხორვატია ნახევრად-საპრეზიდენტო ქვეყანა იყო. 2000 წლიდან ის საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა.[21] ხორვატიაში ხელისუფლება დაყოფილია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებად.[22] ხორვატიის საკანონმდებლოს სისტემა ემყარება კონტინენტური ევროპის სამართალს და ინსტიტუციურ ჩარჩოებში ის ძლიერ განიცდის ავსტრია-უნგრეთის სამართლის მემკვიდრეობის გავლენას.[23] როდესაც 2010 წლის 30 ივნისს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდა, ხორვატიის კანონმდებლობა სრულ ჰარმონიაში იყო Acquis communautaire-თან.[24]

სახელმწიფოს მეთაურია რესპუბლიკის პრეზიდენტი (ხორ. Predsjednik Republike), რომელიც პირდაპირი არჩევის წესით აირჩევა ხუთი წლის ვადით და მისი არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, მისი პროცედურული მოვალეობაა პარლამენტის თანხმობით დანიშნოს პრემიერ-მინისტრი; ასევე, პრეზიდენტის ხელშია საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ნაწილი.[22] ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის 10 იანვარს ჩატარდა, რომელშიც ივო იოსიპოვიჩმა გაიმარჯვა. პრეზიდენტის პოსტი მან იმავე წლის 18 თებერვალს დაიკავა.[25]

მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომლის კაბინეტშიც შედის 4 მოადგილე და 17 მინისტრი.[26] აღმასრულებელი შტოს მისი პასუხისმგებლობაა კანონმდებლობისა და ბიუჯეტის შეთავაზება, კანონმდებლობის აღსრულება, რესპუბლიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმართვა. მთავრობა განთავსებულია დედაქალაქ ზაგრებში, ბანსკი-დვორის სასახლეში.[22] 2011 წლის 23 დეკემბრიდან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრია ზორან მილანოვიჩი.[27]

პარლამენტი (ხორ. Sabor) ერთპალატიანია. მეორე პალატა, რომელიც 1990 წლის კონსტიტუციის საფუძველზე 1993 წელს შეიქმნა, გაუქმდა 2001 წელს. პარლამენტის წევრთა რაოდენობა მერყეობს 100-დან 160-მდე; ისინი საყოველთაო არჩევნების გზით აირჩევიან 4 წლის ვადით. პარლამენტის სესიები მიმდინარეობს 15 იანვრიდან 15 ივლისამდე და 15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე.[28] ხორვატიის ორი უდიდესი პოლიტიკური პარტიაა ხორვატიის დემოკრატიული კავშირი და ხორვატიის სოციალ-დემოკრატიული პარტია.[29]

ხორვატიას სამდონიანი იურიდიული სისტემა აქვს, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოებისა და მუნიციპალური სასამართლოებისაგან. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ კონსტიტუციურ საკითხებს განიხილავს. გარდა ამისა, ასევე არსებობს უმნიშვნელო დანაშაულთა, სავაჭრო და ადმინისტრაციული სასამართლოები.[30] კანონთა შესრულებას ხორვატიაში იცავს პოლიციის ძალები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ბოლო წლებში, მიმდინარეობს აღნიშნული ძალების რეფორმა, რაშიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სააგენტოები, მათ შორის ეუთო, რომლის მისიამაც ხორვატიაში მოქმედება 1996 წლის 18 აპრილს დაიწყო.[31]

საგარეო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დროშის აღმართვის ცერემონია ზაგრებში, თავდაცვის სამინისტროზე, ხორვატიის ნატოში გაწევრიანების აღსანიშნავად, 2009 წ.

ხორვატიას დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს 174 სახელმწიფოსთან.[32] 2009 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, ხორვატიას აქვს 51 საელჩო, 24 საკონსულო და 8 მუდმივი დიპლომატიური მისია. გარდა ამისა, ხორვატიაში ფუნქციონირებს საზღვარგარეთის ქვეყნების 52 საელჩო, 69 საკონსულო და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები, როგორებიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეუთო, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს უმაღლესი კომისარის ოფისი დევნილთა საკითხებში და გაეროს ბავშვთა ფონდი.[33] 2009 წელს, ხორვატიის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს დასაქმებული ჰყავდა 1 381 ადამიანი და ხარჯავდა 648,2 მილიონ კუნას (86,4 მლნ ევრო).[34] ხორვატიის საგარეო პოლიტიკის გაცხადებული მიზნებია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესება, ხორვატიის ეკონომიკისა და ზოგადად ხორვატიის მხარდაჭერა.[35]

2003 წლიდან, ხორვატიის საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყო მთავარ სტრატეგიულ მიზანზე — გამხდარიყო ევროკავშირის წევრი.[36][37] 2011 წლის დეკემბერში ხორვატიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაასრულა და 9 დეკემბერს წევრად მიღების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.[38][39] ხორვატია ევროკავშირს 2013 წლის 1 ივლისს შეუერთდა, რითაც დასრულდა 2001 წელს დაწყებული პროცესი.[40] მოპალარაკებების ხშირი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ხორვატია-სლოვენიის სასაზღვრო დავის გამო მისი დაბლოკვა სლოვენიის მიერ.[41][42] პრობლემა საბოლოოდ 2009 წლის 4 ნოემბერს საარბიტრაჟო შეთანხმებით მოგვარდა, რაც ორივე პარლამენტმა დაამტკიცა, სლოვენიაში კი ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა.[43]

2000-იან წლებში, ხორვატიის კიდევ ერთი სტრატეგიული მიზანი იყო ნატოში გაწევრიანება.[36][37] 2000 წელს ხორვატია ჩაერთო პროექტში პარტნიორობა მშვიდობისთვის; 2008 წელს ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიეს და მისი წევრი ოფიციალურად 2009 წლის 1 აპრილს გახდა.[44][45] 2008–2009 წლებში ხორვატია იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი.[46] 2015 წლისათვის ქვეყანა შენგენის ზონაში ჩასართვად ემზადება.[47]

ხორვატიის შეიარაღებული ძალები (CAF) მოიცავს არმიის, ფლოტის და საჰაერო ძალების განშტოებებს და დამატებით განათლება-ტრენინგისა და მხარდაჭერის სარდლობებს. ხორვატიის შეირაღებული ძალების მეთაურია გენერალური შტაბი, რომელიც თავდაცვის სამინისტრო ექვემდებარება, ეს უკანასკნელი კი — ხორვატიის პრეზიდენტს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და ომის დროს პირდაპირი მუქარის შემთხვევაში ის განკარგულებებს პირდაპირ გენერალური შტაბის მიმართ იძლევა.[48]

ხორვატიის საჰაერო ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები, მრავალეროვნული წვრთნების დროს.

1991-95 წლების ომის შემდეგ, სამხედრო ხარჯები და შეიარაღებული ძალების მოცულობა გამუდმებით კლებულობდა. 2005 წლისთვის, სამხედრო ხარჯები ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 2,39 %-ს უდრიდა და ამ მაჩვენებლის მიხედვით ხორვატია მსოფლიოში 64-ე ადგილს იკავებდა.[13] 2005 წლის შემდეგ, სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ის 2%-იანი ნიშნულის ქვევით იქნა შენარჩუნებული, მაშინ როდესაც 1994 წელს ეს მაჩვენებელი რეკორდულ 11.1%-ს უდრიდა.[49] ხორვატიის შეიარაღებულმა ძალებმა, ტრადიციულად დიდი რაოდენობით ახალწვეულებზე დაყრდნობიდან, 2009 წლის აპრილში ნატოში შესვლამდე, არმიის რაოდენობის შემცირებისკენ, რესტრუქტურირებისკენ და პროფესიონალიზაციისკენ გადადგმული რეფორმების რამდენიმეწლიანი პერიოდი გაიარა. 2006 წელს გამოცემული პრეზიდენტის დეკრეტის მიხედვით, ხორვატიის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 18 100 ატიური სამხედრო პირით, 3 000 სამოქალაქო პირით და მშვიდობიან პერიოდში 2000 18-დან 30 წლამდე მოხალისე ახალწვეულით განისაზღვრა.[48]

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, 2008 წლის იანვარში გაუქმდა.[13] 2008 წლამდე, სამხედრო სამსახური სავალდებულო იყო 18 წლის მამაკაცებისთვის, რომლებიც თავის მოვალეობას, 2001 წელს ცხრათვიანი მსახურობის სქემის შემცირების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში იხდიდნენ. მსახურის მოწინააღმდეგე კეთილსინდისიერ მოქალაქეებს კი საშუალება ეძლეოდათ რვათვიანი სამოქალაქო მსახურობა აერჩიათ.[50]

კომპანია Đuro Đaković-ის დიზაინის, ხორვატიის არმიის პროტოტიპული საბრძოლო ტანკი — M95 დეგმანი.

2011 წლის აპრილისთვის, როგორც გაეროს მართული საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ნაწილი, საზღვარგარეთში დისლოცირებული იყო ხორვატიის არმიის 120 წევრი, მათ შორის 95 UNDOF-ის პროგრამის ფარგლებში გოლანის მაღლობებზე მსახურობდა.[51] 2011 წელს როგორც ნატოს მართული ISAF-ის ძალების ნაწილი, ასევე დამატებით 350 ჯარისკაცი მსახურობდა ავღანეთში და როგორც KFOR-ის ძალები, 20 ჯარისკაცი — კოსოვოში.[52][53]

ხორვატიას ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი სამხედრო ინდუსტრიული სექტორი, რომელმაც 2010 წელს, დაახლოებით 120 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და შეიარაღება გაიტანა ექსპორტზე.[54] ხორვატიის სამხედრო ძალების მიერ შეიარაღებაში მიღებული ადგილობრივი წარმოების იარაღები და ტექნიკა მოიცავს HS Produkt-ის მიერ შემუშავებულ წელზე სატარებელ სტანდარტულ იარაღ HS2000-ს და კომპანია Đuro Đaković-ის დიზაინის M-84D და პროტოტიპულ M-95 საბრძოლო ტანკებს. ხორვატული არმიის უნიფრომა და ჩაფხუტებიც ადგილობრივი წარმოებისაა და წარმატებით იყიდება ასევე სხვა ქვეყნებში.[54]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქ სპლიტის ცენტრი, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს სასახლის ირგვლივაა გაშენებული

პირველად, ხორვატია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიყო საგრაფოებად.[55] დროთა განმავლობაში, ოსმალთა მიერ ტერიტორიების დაპყრობისა და შემდეგ მათი გათავისუფლების კვალდაკვალ, დაყოფა იცვლებოდა. იცვლებოდა დალმაციის, დუბროვნიკისა და ისტრიის პოლიტიკური სტატუსი. 1920-იან წლებში, გაუქმდა ქვეყნის ტრადიცული, საგრაფოებად დაყოფა, როდესაც სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო და მისი შემდგომი იუგოსლავია ობლასტებად და ბანოვინებად დაიყო.[56]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხორვატიას, როგორც იუგოსლავიის ნაწილს, კომუნისტები მართავდნენ. მათ გააუქმეს არსებული ადმინისტრაციული დაყოფა და ხორვატია დაახლოებით ას მუნიციპალიტეტად დაყვეს. 1992 წლის კანონმდებლობით, შემუშავდა ოლქებად დაყოფა, რაც მნიშვნელოვნად წააგავდა 1920 წლამდე არსებული დაყოფის მოდელს; ქვეყანა 14 ოლქად დაიყო.[57][58]

დღეისათვის ხორვატია დაყოფილია 20 ოლქად და დედაქალაქ ზაგრებად, რომელსაც ერთდროულად აქვს როგორც ქალაქის, ისე ოლქის სტატუსი. 2006 წელს შეიცვალა ზოგიერთი ოლქის საზღვრები. ოლქები დაყოფილია 127 ქალაქად და 429 მუნიციპალიტეტად.[59] ტერიტორიული დაყოფის სტატისტიკური ნომენკლატურა ხორვატიაში რამდენიმე დონისაგან შედგება. 1-ელ დონეზე, ქვეყანა ერთი მთლიანი ერთეულია.

მხარე ცენტრი ფართობი (კმ²) მოსახლეობა
2011 წლის აღწერით
ბელოვარ-ბილოგორა ბელოვარი 2,652 119,743
ბროდ-პოსავინა სლავონსკი-ბროდი 2,043 158,559
დუბროვნიკ-ნერეტვა დუბროვნიკი 1,783 122,783
ისტრია პაზინი 2,820 208,440
კარლოვაცი კარლოვაცი 3,622 128,749
კოპრივნიცა-კრიჟევცი კოპრივნიცა 1,746 115,582
კრაპინა-ზაგორჟე კრაპინა 1,224 133,064
ლიკა-სენჟი გოსპიჩი 5,350 51,022
მედიმურჟე ჩაკოვეცი 730 114,414
ოსიეკ-ბარანია ოსიეკი 4,152 304,899
პოჟეგა-სლავონია პოჟეგა 1,845 78,031
პრიმორიე-გორსკი-კოტარი რიეკა 3,582 296,123
შიბენიკ-კნინი შიბენიკი 2,939 109,320
სისაკ-მოსლავინა სისაკი 4,463 172,977
სპლიტ-დალმაცია სპლიტი 4,534 455,242
ვარაჟდინი ვარაჟდინი 1,261 176,046
ვიროვიტიცა-პოდრავინა ვიროვიტიცა 2,068 84,586
ვუკოვარ-სრიემი ვუკოვარი 2,448 180,117
ზადარი ზადარი 3,642 170,398
ზაგრების ოლქი ზაგრები 3,078 317,642
ზაგრები ზაგრები 641 792,875
ხორვატიის მოსახლეობა (ათასებში) 1857–2011 წლებში.

2011 წელს, 4,28 მილიონიანი მოსახლეობით, ხორვატიას 125-ე ადგილი ეკავა მსოფლიოში[2]. ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 75,9 კაცს შეადგენს. ხორვატიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78 წელია.[60] შობადობის ჯამური კოეფიციენტი ერთ დედაზე 1,5 ბავშვი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 1991 წლიდან, ხორვატიაში სიკვდილიანობის კოეფიციენტი მუდმივად აჭარბებდა შობადობის კოეფიციენტს[12]. 1990-იანი წლების ბოლოდან ხორვატიაში დადებითი მიგრაციის სალდო იყო, ხოლო 2006 წელს იმიგრანტთა სალდომ 7000-ს მიაღწია[61].

ხორვატიის სტატისტიკის ბიუროს პროგნოზით, 2051 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შესაძლოა 3,1 მილიონ კაცამდე შემცირდეს, რაც დამოკიდებულია შობადობასა და მიგრაციის სალდოზე[62]. ხორვატიის მოსახლეობა 1857 წლიდან 1991 წლამდე სტაბილურად იზრდებოდა და 2,1 მილიონი კაციდან 4,7 მილიონამდე ავიდა. გამონაკლისია მხოლოდ 1921 და 1948 წლების აღწერა, რომელიც პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ ჩატარდა[12]. ამჟამად მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია[13], დემოგრაფიული გადასვლა დასრულდა 1970 წელს[63]. ბოლო პერიოდში, ხორვატიის მთავრობა იძულებული გახდა უცხოელი მუშახელისათვის სამუშაო ნებართვების დამატებით 40%-იანი კვოტა გამოეყო[64]. თავისი საიმიგრაციო პოლიტიკის შესაბამისად, ხორვატია ემიგრანტების მოხიბვლას ცდილობს, რათა მათ დაბრუნებისაკენ უბიძგოს[65].

მოსახლეობის შემცირებას ასევე ხელი შეუწყო ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის ომმა. ომის დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი გადასახლდა და გაიზარდა ემიგრაცია. 1991 წელს, ძირითადად სერბულ რაიონებში, დაახლოებით 400 000 ხორვატი სხვა არასერბი მოსახლეობა ხორვატიის სერბულმა ძალებმა ან სახლებიდან იძულებით გამოყარეს, ან ძალადობას გაექცნენ[66]. ომის ბოლო დღეებში, 1995 წელს, ოპერაცია შტორმის დროს ხორვატიის ძალების მოსვლამდე, 120 000-ზე მეტი[67] და შესაძლოა 200 000[68] სერბი ქვეყნიდან გაიქცა. მთელი ომის განმავლობაში გადასახლებული 300 000 სერბი ლტოლვილიდან, ომის დამთავრებიდან 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 170 000 დაბრუნდა უკან[31]. ხორვატიაში დარჩენილ სერბთა უმეტესობას არასოდეს უცხოვრია ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის ომის დროს ოკუპირებულ რაიონებში.

ხორვატია ძირითადად ხორვატებითაა (90.4%) დასახლებული და ყოფილი იუგოსლავიის ექვსი ქვეყნიდან ყველაზე მონოეთნიკურია. უმცირესობებს შორის არიან სერბები (4.4%), ბოსნიელები, უნგრელები, იტალიელები, სლოვენები, გერმანელები, ჩეხები, ბოშები და სხვა (5,9%)[69]. ხორვატიის ძირითადი რელიგიებია კათოლიციზმი 86,28%, მართლმადიდებლობა 4,44%, პროტესტანტიზმი 0,34%, სხვა ქრისტიანული მიმდინარეობები 0,30% და ისლამი 1,47%[70].

ხორვატიის უდიდესი ქალაქები

ზაგრები
ზაგრები
სპლიტი
სპლიტი
რიეკა
რიეკა

ოსიეკი

რიგი ქალაქი ოლქები ქალაქური მოსახლეობა ქალაქის მოსახლეობა

ზადარი
ზადარი
პულა
პულა
სლავონსკი-ბროდი
სლავონსკი-ბროდი
ვინკოვცი
ვინკოვცი

1 ზაგრები ზაგრები 688,163 790,017
2 სპლიტი სპლიტ-დალმაცია 167,121 178,102
3 რიეკა პრიმორიე-გორსკი-კოტარი 128,314 128,624
4 ოსიეკი ოსიეკ-ბარანია 83,104 108,048
5 ზადარი ზადარი 71,471 75,082
6 პულა ისტრია 57,460 57,460
7 სლავონსკი-ბროდი ბროდ-პოსავინა 53,531 59,143
8 კარლოვაცი კარლოვაცი 46,833 55,705
9 ვარაჟდინი ვარაჟდინი 38,839 46,946
10 შიბენიკი შიბენიკ-კნინი 34,302 46,332
11 სისაკი სოსაკ-მოსლავინა 33,332 47,768
12 ვინკოვცი ვუკოვარ-სრიემი 32,032 35,312
13 ველიკა-გორიცა ზაგრები 31,553 63,517
14 დუბროვნიკი დუბროვნიკ-ნერეტვა 28,434 42,615
15 ბელოვარი ბელოვარ-ბილოგორა 27,024 40,276
16 ვუკოვარი ვუკოვარ-სრიემი 26,486 27,683
17 კოპრივნიცა კოპრივნიცა-კრიჟევცი 23,955 30,854
18 სოლინი სპლიტ-დალმაცია 20,212 23,926
19 ზაპრეშიჩი ზაგრები 19,644 25,226
20 პოჟეგა პოჟეგა-სლავონია 19,506 26,248
წყარო: 2011 წლის აღწერა[71]


ხორვატიის უდიდესი კომპანიების წლიური ბრუნვა 2010 წელს[72][73]
სახელი შემოსავალი
(მლნ. €)
მოგება
(მლნ. €)
1 Agrokor 3 568 22,0
2 INA 3 547 137,3
3 Hrvatska elektroprivreda 1 677 200,3
4 Konzum 1 574 56,6
5 T-Hrvatski Telekom 1 149 251,0
ღვინო ხორვატიის თითქმის ყველა რეგიონში მზადდება.

ხორვატიას მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა აქვს.[74] 2013 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები აჩვენებდა, რომ ხორვატიის ნომინალური მშპ ჯამში $63 842 მილიარდს, ხოლო თითო მოსახლეზე $14 457-ს უდრიდა,[3] ამავდროულად, 2011 წელს, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მშპ ჯამში $80,334 მილიარდს, ხოლო თითო მოსახლეზე $18 191-ს უდრიდა.[3] ევროსტატის მონაცემების მიხედვით, 2012 წელს, ხორვატიის მუპ-ის მშპ ევროკავშირის საშუალო მაჩენებლის 61 %-ს უდრიდა.[75]

2013 წელს, მშპ-ის რეალური ზრდა -0,9 %-ს შეადგენდა.[76] 2013 წლის მარტის მონაცემებით, ხორვატი მუშაკის ყოველთვიური საშუალო ხელფასი 5 516 კუნას (988 აშშ დოლარი),[77] ხოლო დარეგისტრირებული უმუშევრობის დონე 20,9 %-ს შეადგენდა.[78]

2010 წელს, ეკონომიკურ წარმოებაში მომსახურების სექტორი დომინირებდა, რომელიც მშპ-ის 66 %-ს გამოიმუშავებდა, შემდეგ ინდუსტრიული სექტორი მოდიოდა — 27,2 %-ით და სოფლის მეურნეობა — 6,8%-ით.[79] 2012 წლის მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობის 2,1 % სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, 29 % — ინდუსტრიაში და 69 % — მომსახურების სფეროში.[13] ინდუსტრიული სექტორის წამყვანი დარგებია: გემთმშენებლობა, კვების მრეწველობა, ფარმაცევტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიოქიმია და ხე-ტყის მრეწველობა. 2013 წელს, ხორვატიის ექსპორტმა 67,9 მილირადი კუნა (8,9 მლრდ. ევრო) შეადგინა, ხოლო იმპორტმა — 119,5 მილიარდი კუნა (15,8 მრლდ. ევრო). ხორვატიის ყველაზე დიდი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია.[80]

პრივატიზაცია და საბაზრო ეკონომიკისკენ სწრაფვა, ხორვატიის ახალი მთავრობის მიერ ახალი წამოწყებული იყო, როცა 1991 წელს ომი გაჩაღდა. ომის შედეგად, ეკონომიკის ინფრასტრუქტურამ ხარნგრძლივი, მასიური ზიანი მიიღო, განსაკუთრებით — მაღალშემოსავლიანმა ტურიზმის ინდუსტრიამ. 1989 წლიდან 1993 წლამდე, ქვეყნის მშპ 40,5 %-ით შემცირდა. მშპ-ის დაახლოებით 40%-იანი სამთავრობო დანახარჯების მაჩვენებელთან ერთად, სახელმწიფო ჯერ კიდევ ფლობს ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს.[81] გადატვირთული სასამრთლო სისტემა, თანდართული უუნარო სახელმწიფო მმართველობით, განსაკუთრებით მიწის საკუთრებისა და კორუფციის საკითხებში, სახელმწიფოს განსაკუთრებული პრობლემაა. 2014 წელს, არასმთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ჩამონათვალში, კორუფციის აღკვეთის ინდექსის 48 ქულიანი მაჩვენებლით, 175 ქვეყანას შორის ხორვატია 61-ე ადგილზე გავიდა.[82][83] 2013 წელს, ქვეყნის ეროვნული ვალი 34 544 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ხორვატიის მშპ-ის 60,2%-ს უდრიდა.[84]

კლუბი პაპაია ზრცეს პლაჟზე
ზლატნი-რატის პლაჟი კუნძულ ბრაჩზე

ტურიზმი ხორვატიის მომსახურების სფეროში დომინანტია და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 %-ს აწარმოებს. 2011 წელს, ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა 6,61 მილიარდი ევრო შეადგინა. ტურიზმის დადებითი ეფექტი ხორვატიის მთლიან ეკონომიკაზე იგრძნობა — ბიზნესის გაზრდილი მოცულობა საცალო გაყიდვების სექტორში, გაზრდილი წარმოება და საზაფხულო, სეზონური დასაქმება. ტურიზმის ინდუსტრია საექსპორტო ბიზნესადაა მიჩნეული, რადგან ის მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის სგარეო ვაჭრობის დარღვეულ ბალანსს.[85] ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის ომის დასრულებისთანავე, ტურიზმის ინდუსტრიამ სწრაფად ზრდა დაიწყო, ოთხჯერ გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა და წელიწადში 10 მილიონ ტურისტზე მეტი შეადგინა. ყველაზე მეტი ტურისტი ხორვატიაში ჩადის გერმანიიდან, სლოვენიიდან, ავსტრიიდან და ჩეხეთიდან, დიდია შიდა ტურიზმის წილიც. ტურისტები ხორვატიაში საშუალოდ 4,9 დღის მანძილზე ჩერდებიან.[86]

ტურიზმის ინდუსტრიის ძირითადი ნაწილი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ყვავის. ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებიდან, პირველი კურორტი იყო ოპატია. 1890-იანი წლებისთვის ის ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამაჯანსაღებელი კურორტი გახდა.[87] მოგვიანებით, კურორტთა დიდი რაოდენობა გაშენდა ზღვის სანაპიროსა და მრავალ კუნძულზე, სადაც ტურისტებს მრავალგვარ სერვისს სთავაზობენ. უმნიშვნელოვანესის საწყლოსნო ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, რომელიც დაკავშირებულია შუა საუკუნეების სანაპირო ქალაქებთან და მრავალ კულტურულ ღონისძიებასთან, რომლებიც ზაფხულობით იმართება. ქვეყნის შიდა ნაწილებში ტურისტების განკარგულებაშია სამთო კურორტები, აგროტურიზმი და სპა. ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილია ზაგრები, რომელიც კკონკურენციას უწევს მთავარ სანაპირო ქალაქებსა და კურორტებს.[88]

ხორვატიაში არის სრულიად გამოუყენებელი, დაუზიანებელი წყლიანი არეალები, სადაც შექმნილია ბუნების ნაკრძალები და ცისფერი დროშის მქონე 116 საწყლოსნო ადგილი.[89] ხორვატია მსოფლიოში მე-18 ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია.[90] ვიზიტორების 15% ნატურიზმშია ჩართული — ინდუსტრიაში, რომლითაც ხორვატია მთელ მსოფლიოშია ცნობილი. გარდა ამისა, ხორვატია პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც კომერციული ნატურისტული კურორტები განავითარა.[91]

A7, ხორვატიის ავტომაგისტრალების ქსელის ნაწილი.
რიეკას პორტი, ხორვატიის უდიდესი საზღვაო პორტი.
ხორვატიის რკინიგზის მატარებლები ზაგრები-სპლიტის ხაზზე.

ხორვატიის ბოლო დროინდელი ინფრასტრუქტურული განვითარების უმთავრეს მოვლენას, მისი სწრაფად მზარდი ავტომაგისტრალების ქსელი წარმოადგენს, რომელთა დიდი ნაწილი 1990-იან წლებში და განსაკუთრებით 2000-იანი წლების დეკადაში აშენდა. 2011 წლის სექტემბრის მონაცემებით, ხორვატიამ დაამთავრა ჯამში 1100 კმ-ზე მეტი სიგრძის ავტომაგისტრალები, რომლებიც ზაგრებს რეგიონების უმეტესობასთან, სხვადასხვა ევროპულ მარშრუტებთან და ოთხ პანევროპულ კორიდორთან აკავშირებენ.[92][93][94] ყველაზე დატვირთული ავტომაგისტრალებია A1, რომელიც ზაგრებს სპლიტთან აკავშირებს და A3, რომელიც ჩრდილოდასავლეთი ხორვატიისა და სლავონიის გადაკვეთით ქვეყანას აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს.[95] სახელმწიფო მნიშვნელობის გზების ფართოდ გავრცელებული ქსელი, მოქმედებს როგორც ავტომაგისტრალების „ფიდერი გზები“, რომლებიც ქვეყნის ყველა მთავარ დასახლებულ პუნქტს აკავშირებენ ერთმანეთთან. ხორვატული ავტობანების ქსელის ხარისხის და უსაფრთხოების დონეები შემოწმდა და დადასტურდა EuroTAP-ისა და EuroTest-ის რამდენიმე პროგრამით.[96][97]

ხორვატიას 2722 კმ სიგრძის ფართო სარკინიგზო ქსელი აქვს, აქედან 985 კმ ელექტრიფიცირებული და 254 კმ ორმხრივი სარკინიგზო ხაზებია.[12] ხორვატიის ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზები პანევროპული სატრანსპორტო კორიდორების, Vb-სა და X-ის მახლობლადაა, რომლებიც ზაგრების გავლით რიეკას ბუდაპეშტთან და ლიუბლიანას ბელგრადთან აკავშირებენ.[92] ყველა სარკინიგზო მომსახურებას ხორვატიის რკინიგზა ოპერირებს.[98]

ხორვატიას საერთაშორისო აეროპორტები აქვს ზაგრებში, ზადარში, სპლიტში, დუბროგვნიკში, რიეკაში, ოსიეკში და პულაში.[99] 2011 წლის მონაცემებით, ხორვატია ასრულებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტებს და აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ის კატეგორია 1-ის რეიტინგში აიყვანა.[100]

ხორვატიის ყველაზე დატვირთული სატვირთო საზღვაო პორტი, რიეკას პორტია, ხოლო ყველაზე დატვირთული სამგზავრო პორტი, სპლიტისა და ზადარის პორტებია.[101][102] დამატებით, დიდი რაოდენობით მომცრო პორტები მსახურობენ, როგორც საბორნო ხაზების ფართო სისტემა, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ მრავალრიცხოვან კუნძულებსა და ზღვისპირა ქალაქებს, როგორც ხორვატიაში, ასევე იტალიაში.[103] ყველაზე დიდი სამდინარო პორტი ვუკოვარია, რომელიც მდინარე დუნაიზე მდებარეობს და წარმოადგენს ქვეყნის გასასვლეს პანევროპულ სატრანსპორტო კორიდორ VII-ზე.[92][104]

ხორვატიაში, 610 კმ სიგრძის ნედლი ნავთობის გადასაზიდი ნავთობსადენებია, რომლებიც რიეკას პორტის ნავთობტერმინალს, რამდენიმე გადასატვირთ ტერმინელთან ერთად, ხორვატიაში რიეკასა და სისაკის, ხოლო საზღვარგარეთ ბროდის (ბოსნია-ჰერცეგოვინა), პანჩევოსა და ნოვი სადის (სერბეთი) ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან აკავშირებს. ნავთობსადენების სისტემას წელიწადში 20 მლნ. ტონა ნავთობის გადაზიდვის უნარი აქვს.[105] ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემა 2 113 კმ სიგრძის მაგისტრალურ და რეგიონალურ გაზსადენებს და 300-ზე მეტ დაკავშირებულ სტრუქტურას მოიცავს, რომელიც აკავშირებს წარმოების რგოლებს, ოკოლის ბუნებრივი აირის საცავს და 37 სადისტრიბუციო სისტემას.[106]

ხორვატიის ენერგორესურსების წარმოება ქვეყნის ბუნებრივი აირის მოთხოვნის 85 %-ს და ნავთობის მოთხოვნის 19 %-ს აკმაყოფილებს. 2008 წელს, ხორვატიის ძირითადი ენერგოწარმოების სტრუქტურის 47,6 % მოიცავდა ბუნებრივ აირს (47,7%), ნედლ ნავთობს (18,0 %), სათბობ ხის ნაწარმს (8,4 %), ჰიდრო ენერგიას (25,4 %) და სხვა განახლებად ენერგეტიკულ წყაროებს (0,5 %). 2009 წელს, ხორვატიაში ელექტროენერგიის ქსელის საერთო წარმოებამ 12 725 გვტ/სთ-ს მიაღწია და ხორვატიამ ელექტროენერგიის მოთხოვნის, მხოლოდ 28,5 %-ის იმპორტირება განახორციელა.[12] ხორვატიის ელექტოენერგიის იმპორტის დიდი ნაწილი სლოვენიაში მდებარე კრშკოს ატომური ელექტრო სადგურიდან ხორციელდება, რომლის 50%-საც ხორვატული Hrvatska elektroprivreda ფლობს და ქვეყნის ელექტრომომარაგების 15 %-ს აკმაყოფილებს.[107]

ხორვატიას გააჩნია უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა, რისი საფუძველიც ჩაყრილი იქნა უნგრეთ-ხორვატიის 1891 წლის საპარლამენტო აქტით, რომელიც უზრუნველყოფდა სავალდებულო დაზღვევას ქარხნის ყველა მუშისათვის და ყველა ხელოსნისათვის.[108] დღეისათვის მოსახლეობა გაერთიანებულია ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პროგრამაში.[12] 2009 წელს ჯანდაცვასთან დაკავშირებულმა წლიურმა ხარჯებმა მიაღწიეს 20,6 მილიონ კუნას (2,75 მილიარდ ევროს).[12] 2010 წელს ხორვატიამ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 6,9 % დახარჯა ჯანდაცვაზე.[109]

დუბრავას კლინიკური საავადმყოფო ზაგრებში.

ხორვატია მსოფლიოში მე-40 ადგილს იკავებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით, კერძოდ, ეს მაჩვენებელი შეადგენს ამ ქვეყნისათვის 74 წელს მამაკაცებისათვის და 81 წელს ქალებისათვის. ქვეყანაში დაფიქსირებულია საკმაოდ დაბალი ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, კერძოდ, 5 შემთხვევა 1000 ცოცხალ ახალშობილზე.[60][110]

დღეისათვის სახელმწიფოში არსებობს ასობით ჯანდაცვითი დაწესებულება, მათ შორის, 79 ჰოსპიტალი და კლინიკა ჯამში 23 967 საწოლით. საავადმყოფოები და კლინიკები წელიწადში შვიდასი ათასზე მეტ პაციენტს იღებს და მათში დასაქმებულია 5 205 ექიმი, აქედან 3929 სპეციალისტი. ხორვატიაში დღესდღეობით დარეგისტრირებულია 6379 კერძო სამედიცინო ოფისი და სამედიცინო მუშაკთა სრული რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 41 271-ს. მუშაობს 63 სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლებიც წლიურად მილიონზე მეტ გამოძახებაზე პასუხობენ. 2008 წელს სიკვდილის წამყვანი მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ამ მიზეზით დაღუპულთა შორის 43,5 % იყვნენ მამაკაცები და 57,2 % ქალები. მეორე ადგილზე იყო სიმსივნური დაავადებები. 2009 წელს მხოლოდ 13 ხორვატი იყო დაინფიცირებული აივ/შიდსით და 6 მოქალაქე იყო დაღუპული ამ დაავადებისგან.[12] 2008 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით 15 წელზე უფროსი ასაკის ხორვატიელებისგან 27,4 % იყო მწეველი.[111] ამავე ორგანიზაციის 2003 წლის მონაცემებით, ხორვატიის ზრდასრული მოსახლეობის 22% ატარებს ჭარბ წონას.[112]

პრესისა და სიტყვის თავისუფლება ხორვატიის კონსტიტუციითაა გარანტირებული.[113] 2010 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით, ხორვატიას 62-ე ადგილი ეკავა.[114] სახელმწიფოს კუთვნილი ახალი ამბების სააგენტო „HINA“ მოქმედებს ხორვატულ და ინგლისურ ენებზე და აშუქებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიახლეებს.[115]

XIII საუკუნის ტრაკოსჩანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ისტორიული შენობაა ხორვატიაში[116]

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხორვატული კულტურა ოთხი სხვადასხვა კულტურის გავლენას განიცდის. ხორვატიის ტერიტორია დასავლეთი რომისა და ბიზანტიის იმპერიების, ასევე ცენტრალური ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის კულტურების გზაჯვარედინებზე მდებარეობდა.[117] XIX საუკუნის ილირისტული მოძრაობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული კულტურული მოვლენა იყო, რომლის დროსაც განხორციელდა პოლიტიკური, კულტურული და ენობრივი რეფორმები; ამ პერიოდში მოღვაწეობდა ბევრი ხორვატი ისტორიული ფიგურა.[118]

ქვეყნის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი ხორვატიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროა. კულტურულ ღონისძიებებს ატარებს რეგიონული მთავრობაც.[119] იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობების სიაში შეტანილია ქვეყნის 7 ძეგლი.[120] იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების სიაში შეტანილია ხორვატიის 7 მემკვიდრეობა და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა ევროპაში ესპანეთთან ერთად.[121] ხორვატიაში წარმოიშვა თანამედროვე ჰალსტუხი, რომელსაც XVII საუკუნეში ხორვატი დაქირავებული ჯარისკაცები ატარებდნენ.[122][123]

ჰალსტუხი წარმოიშვა კრავატისგან, რომელსაც XVII საუკუნის ხორვატი ჯარისკაცები ხმარობდნენ[122][123]

2009 წლის მონაცემებით, ხორვატიაში 23 პროფესიონალური, 14 ბავშვთა პროფესიონალური და 27 სამოყვარულო თეატრია, რომელთაც 2 მილიონზე მეტი მაყურებელი სტუმრობს ყოველწლიურად. პროფესიონალურ თეატრში 1100 ადამიანია დასაქმებული. ქვეყანაში ასევე არის 24 პროფესიონალური ორკესტრი, ანსამბლი და მუსიკალური გუნდი. მათ წარმოდგენებს დაახლოებით 323 ათასი მაყურებელი სტუმრობს წელიწადში. ხორვატიაში ფუნქციონირებს 117 კინოთეატრი 3,5 მილიონზე მეტი დასწრებით. ქვეყანაში 175 მუზეუმი და 1 685 ბიბლიოთეკაა.[12]

2009 წელს, ხორვატიაში გამოქვეყნდა 7 200 წიგნი და ბროშურა, ასევე 2678 ჟურნალი და 314 გაზეთი. ფუნქციონირებს 146 რადიოსადგური და 21 ტელევიზია. უკანასკნელ 5 წელიწადში, ქვეყანაში წარმოებულ იქნა 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. 2009 წლის მონაცემებით, არსებობს 784 სამოყვარულო კულტურული და მხატვრული ასოციაცია; ყოველწლიურად ტარდება 10 ათასზე მეტი კულტურული, საგანმანათლებლო და მხატვრული ღონისძიება.[12] წიგნის საგამომცემლო ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კომპანია დომინირებს. წიგნის ინდუსტრიის მთავარი ღონისძიება — გამოფენა Interliber, ზაგრების ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება.[124]

ხორვატიაში ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მაღალია ადამიანის განვითარების დონე და გენდერული თანასწორობა.[125] ქვეყანა ასევე მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს.[126] ხორვატიაში ერთსქესიან წყვილთა კავშირების აღიარება ბოლო ათწლეულში თანდათანობით გაუმჯობესდა და კულმინაციას 2014 წლის ივლისში დარეგისტრირებული სამოქალაქო კავშირების სახით მიაღწია. ერთსქესიან წყვილებს თანაბარი მემკვიდრეობის უფლება, საგადასახადო გამოქვითვები და შვილად აყვანის შეზღუდული უფლებები მიენიჭათ.[127] ამის მიუხედავად, 2013 წლის დეკემბერში, ხორვატებმა მხარი დაუჭირეს კონსერვატიული ჯგუფების მიერ ინიციირებულ კონსტიტუციური რეფერნდუმის ჩატარებას, რათა „ქორწილი“ განესაზღვრათ, როგორც „ქალისა და კაცის კავშირი“.[128]

ხელოვნება და ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გრგურ ნინელის ძეგლი (მოქანდაკე - ივან მეშტოვიჩი) და დიოკლეტიანეს სასახლის კოშკი ქალაქ სპლიტში

ხორვატული არქიტექტურა მოსაზღვრე ქვეყნების არქიტექტურის გავლენას განიცდის. ავსტრიული და უნგრული გავლენა იგრძნობა ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში, დალმაციასა და ისტრიაში კი ვენეციური გავლენაა თვალშისაცემი.[129] დიდი მოედნები, პარკები და ფეხით მოსიარულეთა ზონები თავმოყრილია იმ ქალაქებში, სადაც ბაროკოს ურბანული დაგეგმარებაა წარმოდგენილი, მათ შორის ოსიეკის ძველ ნაწილში, ვანაჯინსა და კარლოვაცში.[130][131] არტ-ნუვოს სტილი ასახულია თანამედროვე არქიტექტურაში.[132] სანაპიროებზე არქიტექტურა ხმელთაშუაზღვისაა, ძლიერი ვენეციურისა და რენესანსის გავლენით; მაგალითებია იურაი დალმატინაცისა და ნიკოლა ფირენტინაცის ნამუშევრები. ხორვატული არქიტექტურის უძველესი ნიმუშებია IX საუკუნის ეკლესიები, მათ შორის ყველაზე დიდია წმინდა დონატუსის ეკლესია.[133][134]

ხორვატიას ხელოვანების დიდი ისტორია აქვს, დაწყებული შუა საუკუნეებიდან. ცნობილია XIII საუკუნეში რადოვანის მიერ დამზადებული ტროგირის ტაძრის კარიბჭე. ეს უკანასკნელი ბალკანეთის რომანული სკულპტურის ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ხორვატია ოსმალებთან ასწლიან ომში იყო ჩართული, მის ზღვისპირა ტერიტორიაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რენესანსულმა მოძრაობამ. ოსმალური ზეწოლის შესუსტებასთან ერთად, ხორვატული ხელოვნება კვლავ გაიფურჩქნა ბაროკოსა და როკოკოს პერიოდებში. XIX და XX საუკუნეებში გამოჩნდა უამრავი ხორვატი ხელოვანი, რომელთაც ხელოვნების მოყვარული და ძალაუფლების მქონე მფარველები ჰყავდათ. მაგალითად, ასეთი იყო ეპისკოპოსი იოზიპ იურაი შტროსმაიერი, რომლის სახელსაც უკავშირდება ხორვატიის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიისა და ზაგრების უნივერსიტეტის დაარსება.[135] ადგილობრივი ხელოვანები, რომლებმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწიეს, არიან ვლახო ბუკოვაცი და ივან მეშტოვიჩი.[133]

ბაშკას ქვის ფირფიტა, რომელიც გლაგოლიცათია ამოტვიფრული და 1100 წლით თარიღდება, ყველაზე ძველ შემორჩენილ წარწერად მიიჩნევა ხორვატულ ენაზე.[136] ხორვატული ლიტერატურის ნამდვილი აყვავება რენესანსის ეპოქაში დაიწყო პოეტ მარკო მარულიჩის მოღვაწეობით. მის გარდა, ცნობილია ამავე ეპოქის დრამატურგი მარინ დრჟიჩი, ბაროკოს პოეტი ივან გუნდულიჩი, ილირიული მოძრაობის წარმომადგენელი პოეტი ივან მაჟურანიჩი, რომანისტი, დრამატურგი და პოეტი აუგუსტ შენოა, პოეტი და მწერალი ანტუნ გუსტავ მატოში, პოეტი ანტუნ ბრანკო შიმიჩი, ექსპრესიონისტი და რეალისტი მიროსლავ კრლეჟა, პოეტი ტინ უევიჩი და მწერალი ივო ანდრიჩი.[137][138]

ფრიტულე, ტრადიციული საკონდიტრო ნაწარმი დალმაციაში.

ხორვატიის ტრადიციული სამზარეულო რეგიონების მიხედვით განსხვავდება. დალმაცია და ისტრია იტალიური და სხვა ხმელთაშუაზღვის სამზარეულოების გავლენას განიცდის, რომლებიც ზეთის ხილის ზეთის და ნივრიანი სანელებლების, ზღვის პროდუქტების, მომზადებული ბოსტნეულის და მაკარონის კერძების პრიორიტეტულობით გამოირჩევიან. კონტინეტურ სამზარეულოზე საგრძნობი გავლენა აქვს უნგრულ, ავსტრიულ და თურქულ მომზადების წესებს. კონტინენტურ მხარეებში ჭარბობს ხორცეული, მტკნარი წყლის თევზეული და მცენარეული კერძები.[139]

ხორვატიაში ღვინის მწარმოებელი ორი გამოკვეთილი რეგიონია. კონტინენტური რეგიონი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, განსაკუთრებით კი სლავონია ორიენტირებულია მაღალფასიანი, ძირითადად თეთრი ღვინის წარმოებაზე. ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ, ისტრიის და კრკის ღვინოები, მეზობელ იტალიაში წარმოებული ღვინოების მსგავსია, მაშინ როდესაც უფრო სამხრეთით, დალმაციაში, ნორმას ხმელთაშუაზღვის სტილის წითელი ღვინოები ქმნიან.[139] ღვინის ყოველწლიური წარმოება 140 მილიონ ლიტრს აჭარბებს.[12] გვიან XVIII საუკუნემდე, ხორვატია ძირითადად ღვინის მსმელ ქვეყნად რჩებოდა, შემდგომ პერიოდში კი ლუდის მასიური წარმოება და მოხმარება დაიწყო.[140] 2008 წელს, თითოეულ მოსახლეზე მისი ყოველწლიური მოხმარების რაოდენობამ 83,3 ლიტრი შეადგინა, რამაც ამ მაჩვენებლით მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ხორვატია მე-15 ადგილზე დააყენა.[141]

ზაგრების სტადიონი
სპლიტის პოლიუდის სტადიონი

ხორვატიაში 400 000-ზე მეტი აქტიური სპორტსმენია.[142] ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია, 118 000-ზე მეტი დარეგისტრირებული მოთამაშით, ყველაზე დიდი სპორტული ასოციაციაა ქვეყანაში.[143] ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში საუკეთესოა საშუალო დასწრების მიხედვით.[144]

საერთაშორისო ტურნირებზე, ხორვატიის სახელით სპორტსმენები 1991 წლიდან გამოდიან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანას მოპოვებული აქვს 34 მედალი, აქედან 10 — ოქროსი.[145] ასევე, ხორვატ სპორტსმენებს მოგებული აქვთ 13 ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე.

სხვადასხვა დროს, ქვეყანამ უმასპინძლა რამდენიმე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას, მათ შორის, 1979 წლის ხმელთაშუაზღვის თამაშებს, 1987 წლის ზაფხულის უნივერსიადას, 2000 წლის ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს, 2007 წლის მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, 2009 წლის ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატს კაცთა შორის. ხორვატიაში ჩატარებულა რამდენიმე ევროპის ჩემპიონატი. მმართველი სპორტული ორგანიზაცია ხორვატიის ოლიმპიური კომიტეტია. ის 1991 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი 1992 17 იანვარს აღიარა. პირველი ოლიმპიადა ხორვატიისთვის 1992 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები გახდა.[146]

დუბროვნიკი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Population by Ethnicity, by Towns/Municipalities, 2011 Census. მოსახლეობის აღწერა, კომლები და საცხოვრებელი ადგილები 2011. ხორვატიის სტატისტიკის ბიურო (2012 წლის დეკემბერი).
  2. 2.0 2.1 Population by Age and Sex, by Settlements, 2011 Census. მოსახლეობის აღწერა, კომლები და საცხოვრებელი ადგილები 2011. ხორვატიის სტატისტიკის ბიურო (2012 წლის დეკემბერი).
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Croatia. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 19 September 2013.
  4. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  5. Human Development Report 2011. United Nations (2011). ციტირების თარიღი: 27 November 2011.
  6. Supičić, Ivan (1999). Croatia in The Early Middle Ages: a Cultural Survey. Philip Wilson, გვ. 200. ISBN 0-85667-499-0. 
  7. Alemko Gluhak (1993). Hrvatski etimološki rječnik (Croatian). August Cesarec. ISBN 953-162-000-8. 
  8. Marc L. Greenberg. (April 1996) The Role of Language in the Creation of Identity: Myths in Linguistics among the Peoples of the Former Yugoslavia (PDF). University of Kansas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  9. Fučić, Branko (September 1971). „Najstariji hrvatski glagoljski natpisi“ [The Oldest Croatian Glagolitic Inscriptions]. Slovo (Croatian). Old Church Slavonic Institute. 21: 227–254. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  10. Mužić (2007), p. 27
  11. Mužić (2007), pp. 195–198
  12. 12.00 12.01 12.02 12.03 12.04 12.05 12.06 12.07 12.08 12.09 12.10 2010 – Statistical Yearbook of the Republic of Croatia (PDF). Croatian Bureau of Statistics (December 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2022. ციტირების თარიღი: 7 October 2011.
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  14. Mate Matas. (18 December 2006) Raširenost krša u Hrvatskoj Croatian. geografija.hr. Croatian Geographic Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  15. The best national parks of Europe. BBC (28 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 (2006) რედ. Jasminka Radović: Biodiversity of Croatia (PDF), State Institute for Nature Protection, Ministry of Culture (Croatia). ISBN 953-7169-20-0. ციტირების თარიღი: 13 October 2011. 
  17. Venue. 6th Dubrovnik Conference on Sustainable Development of Energy, Water and Environment Systems. ციტირების თარიღი: 13 October 2011.
  18. „EVOLUTION IN EUROPE; Conservatives Win in Croatia“. The New York Times. 9 May 1990. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  19. Ceremonial session of the Croatian Parliament on the occasion of the Day of Independence of the Republic of Croatia. Official web site of the Croatian Parliament. Sabor (7 October 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 29 July 2012.
  20. Paul L. Montgomery (23 May 1992). „3 Ex-Yugoslav Republics Are Accepted Into U.N.“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 29 July 2012.
  21. „Croatia country profile“. BBC News. 20 July 2011. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  22. 22.0 22.1 22.2 Political Structure. Government of Croatia (6 May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  23. Tomasz Giaro (2006). Modernisierung durch Transfer im 19. und frühen 20. Jahrhundert Von Tomasz Giaro (German). Vittorio Klostermann. ISBN 978-3-465-03489-6. ციტირების თარიღი: 15 October 2011. 
  24. Overview of EU – Croatia relations. Delegation of the European Union to the Republic of Croatia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  25. Ivo Josipović – biography. Office of the President of the Republic of Croatia. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  26. Members of the Government. Government of Croatia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  27. Marinela Vidić-Ivoš (23 December 2011). „Premijer Zoran Milanović i ministri položili prisegu kao članovi Vlade“ [Prime minister Zoran Milanović and ministers sworn in as members of the government]. Večernji list (Croatian). ციტირების თარიღი: 23 December 2011.
  28. About the Parliament. Sabor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  29. Members of the 6th Parliament. Sabor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  30. Ustavne odredbe Croatian. Croatian Supreme Court (21 May 2010). ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  31. 31.0 31.1 STATUS REPORT No.16 ON CROATIA'S PROGRESS IN MEETING INTERNATIONAL COMMITMENTS SINCE NOVEMBER 2004 (PDF). Organization for Security and Co-operation in Europe (7 July 2005). ციტირების თარიღი: 13 October 2011.
  32. Drago Pilsel. (5 May 2011) S kojim državama nemamo diplomatske odnose? Croatian. t-portal. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  33. Diplomatic Missions and Consular Offices to Croatia. Ministry of Foreign Affairs and European Integration (Croatia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  34. Izviješće o obavljenoj reviziji – Ministarstvo vanjskih poslova i europskih integracija Croatian (PDF). State Audit Office (Croatia) (August 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 24 September 2010.
  35. Foreign Policy Aims. Ministry of Foreign Affairs and European Integration (Croatia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  36. 36.0 36.1 Eduard Šoštarić. (17 October 2005) Mesićeva podrška UN-u blokira ulazak Hrvatske u NATO Croatia. Nacional (weekly). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  37. 37.0 37.1 Izvješća o aktivnostima saborskih dužnosnika – rujan 2005: Odbor za parlamentarnu suradnju i odnose s javnošću Skupštine Zapadnoeuropske unije posjetio Hrvatski sabor Croatian. Sabor (26 September 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  38. EU closes accession negotiations with Croatia. European Commission (30 June 2011). ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  39. Croatia signs EU accession treaty. European Union (9 December 2011). ციტირების თარიღი: 12 December 2011.
  40. Stephen Castle (10 June 2011). „Croatia Given Conditional Approval to Join E.U. in 2013“. The New York Times. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  41. „EU stalls over talks with Croatia“. BBC News. 10 March 2005. ციტირების თარიღი: 22 December 2011.
  42. „Slovenia unblocks Croatian EU bid“. BBC News. 11 September 2009. ციტირების თარიღი: 22 December 2011.
  43. „Slovenians Seem to Favor Arbitration in Border Dispute With Croatia“. The New York Times. Reuters. 6 June 2010. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  44. Steven Lee Myers (5 April 2008). „Bush Champions Expansive Mission for NATO“. The New York Times. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  45. „Nato welcomes Albania and Croatia“. BBC News. 1 April 2009. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  46. Membership of the Republic of Croatia in the UN Security Council 2008–2009. Ministry of Foreign Affairs and European Integration (Croatia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 24 September 2011.
  47. Stojan de Prato (4 February 2011). „Karamarko: Granični nadzor prema EU ukidamo 2015“ [Karamarko: Border control towards the EU shall be abolished in 2015]. Večernji list (Croatian). ციტირების თარიღი: 2 July 2011.
  48. 48.0 48.1 Chain of Command in the CAF. Croatian Ministry of Defence. ციტირების თარიღი: 2 July 2012.
  49. SIPRI Military Expenditure Database. Stockholm International Peace Research Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  50. Milan Jelovac (23 January 2001). „Vojni rok u Hrvatskoj kraći, nego drugdje u Europi i NATO-u“. Vjesnik (Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  51. Broj pripadnika OSRH u mirovnim misijama UN-a Croatian. Croatian Ministry of Defence (16 April 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  52. „Hrvatska šalje još vojnika u Afganistan“. eZadar (Croatian). 8 December 2010. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  53. „Kosorica u službenom posjetu Kosovu“. Index.hr (Croatian). 24 August 2011. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  54. 54.0 54.1 Franičević, Mile (6 March 2011). „Hrvatski izvoz oružja i opreme lani narastao na 650 milijuna kuna“. Vjesnik (Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  55. Oleg Mandić (1952). „O nekim pitanjima društvenog uređenja Hrvatske u srednjem vijeku“ [On some issues of social system of Croatia in the Middle Ages] (PDF). Historijski zbornik (Croatian). Školska knjiga. 5 (1–2): 131–138. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 25 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  56. Frucht 2005, pp. 429–429
  57. Biondich 2000, p. 11
  58. „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 30 December 1992. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  59. „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 28 July 2006. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  60. 60.0 60.1 WHO Life Expectancy at birth. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-06. ციტირების თარიღი: 2014-12-08.
  61. U Hrvatskoj dvostruko više doseljenika. Limun.hr (21 July 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 12 October 2011.
  62. Projekcija stanovništva Republike Hrvatske 2004. – 2051. Croatian (PDF). Croatian Bureau of Statistics (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
  63. Snježana Mrđen; Mladen Friganović (June 1998). „The demographic situation in Croatia“. Geoadria. Hrvatsko geografsko društvo – Zadar. 3 (1): 29–56. ISSN 1331-2294.
  64. Traži se 40% više kvota za strane radnike. Poslovni dnevnik (28 November 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 16 May 2010.
  65. Nick Vidak (2008). „The Policy of Immigration in Croatia“. Politička misao: Croatian Political Science Review. University of Zagreb, Faculty of Political Science. 35 (5): 57–75. ISSN 0032-3241. ციტირების თარიღი: 15 October 2010.
  66. Summary of judgement for Milan Martić. United Nations (12 June 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 21 June 2008.
  67. Steven Erlanger (16 January 2000). „For Serbs in Croatia, a Pledge Unkept“. The New York Times. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  68. Matt Prodger (5 August 2005). „Evicted Serbs remember Storm“. BBC News. ციტირების თარიღი: 15 October 2011.
  69. Stanovništvo Prema Narodnosti Po Gradovima/Općinama, Popis 2011. Croatian. Croatian Bureau of Statistics (17 December 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 26 July 2013.
  70. Stanovništvo Prema Vjeri, Popisi 2001. i 2011. Croatian. Croatian Bureau of Statistics (17 December 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 12 May 2013.
  71. Census of Population, Households and Dwellings 2011. მოსახლეობის აღწერა, კომლები და საცხოვრებელი ადგილები 2011. ხორვატიის სტატისტიკის ბიურო (2012 წლის დეკემბერი).
  72. 500 najvećih tvrtki Srednje Europe Croatian. Deloitte (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  73. Rang lista 500 najvećih tvrtki Srednje Europe Croatian (PDF). Deloitte. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
  74. World Bank Country Classifications 2008. World Bank. ციტირების თარიღი: 16 May 2010.
  75. GDP per capita in PPS. Eurostat. ციტირების თარიღი: 13 December 2011.
  76. Real GDP growth rate. Eurostat. ციტირების თარიღი: 6 December 2014.
  77. Republic Of Croatia – Croatian Bureau Of Statistics. Dzs.hr. ციტირების თარიღი: 17 July 2012.
  78. Prvi rezultati. Dzs.hr. ციტირების თარიღი: 6 October 2013.
  79. International Financial Statistics, IMF, May 2011
  80. Foreign Trade in Goods of the Republic of Croatia, 2013 Final Data. Croatian Bureau of Statistics (10 მარტი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი 2014.
  81. Background Note: Croatia. United States Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 4 December 2008.
  82. CORRUPTION PERCEPTIONS INDEX 2014: RESULTS. Transparency International (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-18. ციტირების თარიღი: 6 Dეცემბერ 2014.
  83. Claire Provost. Corruption index 2011 from Transparency International: find out how countries compare. guardian.co.uk (1 December 2011). ციტირების თარიღი: 21 June 2012.
  84. Croatia National Debt on Country Economy. countryeconomy.com. ციტირების თარიღი: 3 December 2013.
  85. Tomislav Pili; Davor Verković (1 October 2011). „Iako čini gotovo petinu BDP-a, i dalje niskoprofitabilna grana domaće privrede“ [Even though it comprises nearly a fifth of the GDP, it is still a low-profit branch of the national economy]. Vjesnik (Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 20 October 2011.
  86. Turistički prihod porast će prvi put nakon 2008. Croatian. t-portal.hr. T-Hrvatski Telekom (14 September 2011). ციტირების თარიღი: 21 October 2011.
  87. History of Opatija. Opatija Tourist Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 21 October 2011.
  88. Activities and attractions. Croatian National Tourist Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 21 October 2011.
  89. Croatia. Foundation for Environmental Education. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 21 October 2011.
  90. UNWTO World Tourism Barometer (October 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 23 April 2008.
  91. Croatian highlights, Croatia. Euro-poi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 26 March 2013.
  92. 92.0 92.1 92.2 Tanja Poletan Jugović (11 April 2006). „The integration of the Republic of Croatia into the Pan-European transport corridor network“. Pomorstvo. University of Rijeka, Faculty of Maritime Studies. 20 (1): 49–65. ციტირების თარიღი: 14 October 2010.
  93. „Odluka o razvrstavanju javnih cesta u autoceste“ [Decision on classification of public roads as motorways]. Narodne Novine (Croatian). 25 July 2007. ციტირების თარიღი: 18 October 2010.
  94. „Odluka o izmjenama i dopunama odluke o razvrstavanju javnih cesta u autoceste“ [Decision on amendments and additions to the Decision on classification of public roads as motorways]. Narodne Novine (Croatian). 30 January 2009. ციტირების თარიღი: 18 October 2010.
  95. Traffic counting on the roadways of Croatia in 2009 – digest (PDF). Hrvatske ceste. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 1 May 2010.
  96. EuroTest. Eurotestmobility.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 3 January 2009.
  97. Brinje Tunnel Best European Tunnel. Javno.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 3 January 2009.
  98. Tomislav Pili (10 May 2011). „Skuplje korištenje pruga uništava HŽ“ [More Expensive Railway Fees Ruin Croatian Railways]. Vjesnik (Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 26 October 2011.
  99. Air transport. Ministry of the Sea, Transport and Infrastructure (Croatia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 10 October 2011.
  100. FAA Raises Safety Rating for Croatia. Federal Aviation Administration (26 January 2011). ციტირების თარიღი: 27 January 2011.
  101. Riječka luka –jadranski "prolaz" prema Europi Croatian. World Bank (3 March 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 13 October 2011.
  102. Luke Croatian. Ministry of the Sea, Transport and Infrastructure (Croatia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 24 August 2011.
  103. Plovidbeni red za 2011. godinu Croatian. Agencija za obalni linijski pomorski promet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 27 August 2011.
  104. Plovni putovi Croatian. Ministry of the Sea, Transport and Infrastructure (Croatia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 10 September 2011.
  105. The JANAF system. Jadranski naftovod. ციტირების თარიღი: 4 December 2014.
  106. Transportni sustav Croatian. Plinacro. ციტირების თარიღი: 8 October 2011.
  107. Croatia, Slovenia's nuclear plant safe: Croatian president. EU Business (28 March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 8 October 2011.
  108. Siniša Zrinščak (February 2003). „Socijalna politika u kontekstu korjenite društvene transformacije postkomunističkih zemalja“ [Social Policy in the Context of Thorough Social Transformation of Post-Communist Countries]. Revija za socijalnu politiku (Croatian). 10 (2): 135–159. doi:10.3935/rsp.v10i2.124. ISSN 1330-2965. ციტირების თარიღი: 12 October 2011.
  109. Svjetska banka podržava gospodarski oporavak Hrvatske Croatian. World Bank (10 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 12 October 2011.
  110. Croatia. World Health Organization. ციტირების თარიღი: 12 October 2011.
  111. Marija Crnjak. (10 January 2008) U Hrvatskoj se puši manje nego u EU Croatian. Poslovni dnevnik. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 12 October 2011.
  112. Croatia. World Health Organization. ციტირების თარიღი: 12 October 2011.
  113. Benfield, Richard W. „Croatia“. In Quick, Amanda C. (ed.). World Press Encyclopedia. 1 (2 ed.). Detroit: Gale. ISBN 0-7876-5583-X.
  114. Press Freedom Index 2010. Reporters Without Borders. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-24. ციტირების თარიღი: 2014-12-07.
  115. About Hina. HINA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-11. ციტირების თარიღი: 2014-12-07.
  116. Trakošćan ხორვატული. Ministry of Foreign Affairs and European Integration (Croatia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04.
  117. Culture and History. Croatian National Tourist Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-16.
  118. Nikša Stančić (February 2009). „Hrvatski narodni preporod – ciljevi i ostvarenja“ [Croatian National Revival – goals and achievements]. Cris: časopis Povijesnog društva Križevci (Croatian). 10 (1): 6–17. ISSN 1332-2567. ციტირების თარიღი: 7 October 2011.
  119. Djelokrug Croatian. ხორვატიის კულტურის სამინისტრო.
  120. World Heritage Sites in Croatia. იუნესკო.
  121. Intangible Heritage Lists. UNESCO.
  122. 122.0 122.1 Eric P. Nash (30 ივლისი, 1995). „STYLE; Dressed to Kill“. The New York Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  123. 123.0 123.1 Vladimir Huzjan (ივლისი 2008). „Pokušaj otkrivanja nastanka i razvoja kravate kao riječi i odjevnoga predmeta“ [The origin and development of the tie (kravata) as a word and as a garment]. Povijesni prilozi (ხორვატული). Croatian Institute of History. 34 (34): 103–120. ISSN 0351-9767.
  124. Adriana Piteša (10 ნოემბერი, 2010). „Interliber: Nobelovci se prodaju za 20, bestseleri za 50, remek-djela za 100 kuna“ [Interliber: Nobel Laureates Sold for 20, Bestsellers for 50, Masterpieces for 100 Kuna]. Jutarnji list (Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  125. Human Development Report 2010 Table 4 Gender Inequality Index (PDF). United Nations Development Programme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 7 October 2011.
  126. Conference on the implementation of the UN Convention on the Rights of Persons with Disabilities in Croatia, with regard to the persons with intellectual disabilities. European Union (17 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 7 October 2011.
  127. „Croatia passes civil partnerships law“. PinkNews. 15 July 2014. ციტირების თარიღი: 1 August 2014.
  128. Radosavljević, Zoran. (1 December 2013) Croats set constitutional bar to same-sex marriage. Reuters.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 6 January 2014.
  129. (1968) A short history of Yugoslavia from early times to 1966. CUP Archive, გვ. 51–52. ISBN 978-0-521-09531-0. 
  130. მაკგრეგორი, სანდრა. (17 ივნისი, 2013) Varaždin: Croatia's 'little Vienna'. Telegraph Media Group.
  131. „Najljepši gradovi Sjeverne Hrvatske – Karlovac, Ozalj, Ogulin“ [The Most Beautiful Cities of the Northern Croatia – Karlovac, Ozalj, Ogulin]. Jutarnji list (ხორვატული). 14 აგვისტო, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  132. Darja Radović Mahečić (2006). „Sekvenca secesije – arhitekt Lav Kalda“ [Sequence of the Art Nouveau – Architect Lav Kalda] (PDF). Radovi Instituta za povijest umjetnosti (ხორვატული). Institute of Art History (Croatia). 30: 241–264. ISSN 0350–3437 შეამოწმეთ პარამეტრი |issn= (დახმარება). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2014-12-06.
  133. 133.0 133.1 CROATIAN ART HISTORY – OVERVIEW OF PREHISTORY. Ministry of Foreign Affairs and European Integration (Croatia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-07. ციტირების თარიღი: 2014-12-06.
  134. Church of Saint Donat. Zadar Tourist Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24-03-2014. ციტირების თარიღი: 06-12-2014.
  135. Pavao Nujić (სექტემბერი 2011). „Josip Juraj Strossmayer – Rođeni Osječanin“ [Josip Juraj Strossmayer – Native of Osijek]. Essehist (ხორვატული). ოსიეკის უნივერსიტეტი – ფილოსოფიის ფაკულტეტი. 2: 70–73. ISSN 1847-6236.
  136. The Baška tablet. Island of Krk Tourist Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-02. ციტირების თარიღი: 2014-12-06.
  137. Hrvatska književnost u 270.000 redaka ხორვატული. Miroslav Krleža Lexicographical Institute (11 თებერვალი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-17. ციტირების თარიღი: 2014-12-06.
  138. რობერტ დ. კაპლანი (18 აპრილი, 1993). „A Reader's Guide to the Balkans“. The New York Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  139. 139.0 139.1 Gastronomy and enology. Croatian National Tourist Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 13 October 2011.
  140. Skenderović, Robert (2002). „Kako je pivo došlo u Hrvatsku“. Hrvatska revija (Croatian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 10 September 2011.
  141. 2008 Per-Capita Beer Consumption by Country. Kirin Institute of Food and Lifestyle Report Vol. 22. Kirin Brewery Company (21 December 2009). ციტირების თარიღი: 10 September 2011.
  142. Biserka Perman (მაისი 2011). „Is sports system fair?“. JAHR. University of Rijeka. 2 (3): 159–171. ISSN 1847-6376.
  143. About Croatian Football Federation. ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია.
  144. Evo vam Lige 16: Na utakmicama HNL-a prosječno 1911 ხორვატული. Index.hr (24 მაისი, 2011).
  145. Olympic medalists. ხორვატიის ოლიმპიური კომიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 9 October 2011.
  146. Croatian Olympic Committee. hoo.hr. ხორვატიის ოლიმპიური კომიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-04. ციტირების თარიღი: 2014-12-07.
  147. Croatia. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: