კალვინიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა • ჰუგენოტები


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კონგრეგაციონალიზმი • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები • კვაკერები • პრესვიტერიანობა


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


კალვინიზმიპროტესტანტული რელიგია, რომელიც შექმნა ჟან კალვინმა. კალვინიზმი წარმოიშვა 1530-იან წლებში ჟენევაში. გავრცელებულია შვეიცარიასა და ნიდერლანდებშიში, ასევე ნაწილობრივ ბრიტანეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. კალვინისტების რაოდენობა დაახლოებით 35 მილიონია. კალვინიზმის რამდენიმე მიმართულება არსებობს, რომელთაგან ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს პრესვიტერიანულ და რეფორმისტულ ეკლესიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალვინიზმის თანახმად, რწმენის ერთადერთ წყაროს და უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენს ბიბლია. ჟან კალვინმა ეკლესიაში გააუქმა ყველაფერი, რასაც პირდაპირ არ ითხოვდა ბიბლია. კალვინიზმს ახასიათებს რაციონალიზმისკენ მიდრეკილება და მისტიციზმის უარყოფა. ჟან კალვინი მარტინ ლუთერისაგან განსხვავებით მხოლოდ სიმბოლურ შინაარს დებდა საეკლესიო საიდუმლოებებში ნათლობასა და ზიარებაში. კალვინიზმი გამოდიოდა კათოლიციზმის წინააღმდეგ, მაგრამ თავად იყენებდა კათოლიციზმის შუასაუკუნეობრივ კპრინციპებს, შეუწყნარებლობას, უსიტყვო მორჩილების მოთხოვნას. მოგვიანებით კალვინიზმმა გამოიმუშავა პოლიტიკური პრინციპები და დაუკავშირდა პოლიტიკურ მოძრაობას, მან მიიღო სახალო, ანტიმონარქიული ხასიათი, დაუახლოვდა რესპუბლიკურ და კონსტიტუციურ პარტიებს. ქადაგებდა ტირანული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას.

კალვინიზმი შვეიცარიიდან გავრცელდა გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, შოტლანდიასა და პოლონეთში. 1650-იანი წლებიდან კალვინიზმი დამკვიდრდა ბელგიასა და ჰოლანდიაში, სადაც ის ტოტალურად გავრცელდა დიდი ქალაქების დაბალ ფენებში. კალვინიზმის ცენტრად რჩებოდა ჟენევა. კალვინისტების და ლუთერანების დაპირისპირებად პიკს მიაღწია გერმანიაში. ლუთერანების აზრით პაპისტები უკეთესები იყვნენ, ვიდრე კალვინისტები. 1817 წელს პრუსია შეეცადა კალვინისტების და ლუთერანების შერიგებას.

მოძღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალვინიზმის საფუძველია ღმერთის უზენაესი ძალაუფლება ყველაფერში. ლუთერისგან განსხვავებით კალვინი ამტკიცებდა რომ სახელმწიფო ვალდებულია არამხოლოდ ითანამშრომლოს ეკლესიასთან საზოგადოების მართვის პროცესში,არამედ დაემორჩილოს მას.

კალვინიზმში მოქმედებს აბსოლუტურის წინასწარგანსაზღვრის ანუ ბედისწერის დოქტრინა, რომლის თანახმად, ღმერთმა ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე განსაზღვრა ადამიანთა ბედი: ერთ ნაწილს, ე.წ. „რჩეულთ“, ელით იმქვეყნიური ცხოვრება, სამოთხე, მეორე ნაწილს კი ე.წ. „მისჯილთ“, წაწყმედა, ჯოჯოხეთი. მაგრამ მოძღვრება ბედისწერაზე არ გულისხმობს ადამიანის პასიურ, ფატალისტურ მორჩილებას ბედისადმი.

კალვინისტური ტაძარი. სურათი დახატულია ემანუელ დე ვიტის მიერ და ასახავს მე-17 საუკუნის კალვინისტურ ტაძარს, მრევლი უსმენს ცერემონიას.

კალვინისტურმა საერო ასკეტობის იდეალმა, რომელიც გმობს ფუფუნებას, პარაზიტიზმს, დიდი როლი შეასრულა კაპიტალიზმის განვითარებაში.

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟენევაში სადაც პირველად გაიმარჯვა კალვინიზმმა, გაუქმდა საეკლესიო იერარქია, უარი თქვეს ხატებზე, წმ. ნაწილებზე და ყველა საეკლესიო მორთულობაზე; შემცირდა უქმე დღეთა რიცხვი, აიკრძალა საეკლესიო მუსიკა. კალვინიზმის მიხედვით, ღვთისმსახურება მდგომარეობს ბიბლიის კითხვაში, ფსალმუნების საერთო გალობაში და ქადაგებაში. ეკლესიაში საკურთხეველი შეიცვალა უბრალო მაგიდით.

კალვინისტური საეკლესიო ორგანიზაცია ძირითადად განსხვავდება კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაციისაგან. ის შედგება ავტონომიური კონგრეგაციებისგან,რრომლებიც იმართება საბჭოების მიერ. საბჭოს წევრები არიან მორწმუნეთა მიერ არჩეული პასტორი, დიაკონი და უხუცესი.

კალვინიზმი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში კალვინისტური ეკლესია დაარსდა 1995 წლის ოქტომბერშ, ქალაქ ბათუმში. კალვინისტური თემები გარდა ბათუმისა, მოქმედებს ქობულეთსა და ფოთში. ეკლესიის უფროსი პასტორია ვარლამ რამიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(XVI საუკუნე)
(XI საუკუნე)
უნია