კარდინალი (რელიგია)
კარდინალი (ლათ. cardinalis — მთავარი) — კათოლიკურ ეკლესიაში უმაღლესი სასულიერო პირი რომის პაპის შემდეგ, ეკლესიას პაპთან ერთან მართავს კარდინალთა კოლეგია (სათავეში უდგას დეკანი). ლატერანის საეკლესიო კრების (1179) დადგენილებით, კარდინალთა კოლეგია ირჩევს პაპს, კარდინალებს კი ნიშნავს პაპი. სიქსტ V-ის დადგენილებით (1586), კარდინალთა რაოდენობა 70-ს არ უნდა აღემატებოდეს. XX საუკუნის შუა წლებამდე კარდინალებად უმეტესად იტალიელებს ირჩევდნენ. პაპებმა იოანე XXIII-მ და პავლე VI-მ კარდინალთა რაოდენობა გაზარდეს: 1969 წელს კარდინალთა კოლეგიაში 131 წევრი შედიოდა, მათ შორის იყვნენ ეპისკოპოსები აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან. რომში მცხოვრები კარდინალები (კურიის კარდინალები) ხელმძღვანელობენ ვატიკანის ცენტრალურ ორგანოებს: კონგრეგაციებს, ტრიბუნალებს და სხვა. იერარქიულად კარდინალები 3 ხარისხად იყოფიან: კარდინალ-ეპისკოპოსები, კარდინალ-პრესვიტერები, კარდინალ-დიაკვნები.
პავლე VI-ის კანონით (1970), 75 წელს მიღწეული კარდინალი პენსიაზე გადის (წოდების შენარჩუნებით), ხოლო 80 წლისა რჩება კოლეგიის წევრად, მაგრამ კარგავს უფლებას იყოს რომის კურიის წევრი და მონაწილეობა მიიღოს ახალი პაპის არჩევაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 399.