პაპების ავინიონის ტყვეობა
პაპების ავინიონის ტყვეობა — 1309-1377 წწ. პერიოდი პაპობის ისტორიაში, როდესაც პაპების რეზიდენცია იმყოფებოდა არა რომში არამედ ავინიონში. 1305 წელს რომის პაპი კლემენტ V, რომელიც ფრანგი იყო, კონკლავზე აირჩიეს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ის მხარდაჭერით. მას უწოდეს „ფრანგების პაპი“, რომელმაც 1309 წელს რეზიდენცია გადაიტანა ავინიონში, რითაც დაიწყო „პაპების ტყვეობა“, რომელიც 1377 წლამდე გაგრძელდა.
ავინიონის პერიოდში რომის პაპები („ფრანგ პაპთა დინასტია“) გახდნენ:
- კლემენტ V (1305-1314)
- იოანე XXII (1316-1334)
- ბენედიქტე XII (1334-1342)
- კლემენტ VI (1342-1352)
- ინოკენტი VI (1352-1362)
- ურბან V (1362-1370)
- გრიგოლი XI (1370-1378)
1377 წელს პაპმა გრიგოლ XI-მ იტალიური სამფლობელოების დაკარგვის შიშით ტახტი ისევ რომში გადაიტანა, მაგრამ იტალიურს და რომს ისევ ფრანგულსა და ავინიონს ამჯობინებდა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ავინიონის ტყვეობა
- (ფრანგული) ავინიონელი პაპები დაარქივებული 2008-01-29 საიტზე Wayback Machine.